შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ შევქმენით ჩვენი ბედნიერი მომავალი (9)


25-05-2018, 17:37
ავტორი tikuna tika
ნანახია 1 513

ჩვენი ურთიერთობა 5 თვე გაგრძელდა.ეს ხუთი თვე იყო ბევრი სიცილის,სიყვარულის,უამრავი ემოციის და სიცოცხლის წყურვილის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.მე თამამად შემეძლო მეთქვა,რომ საუკეთესო წყვილთა შორის საუკეთესოები ვიყავით მე და ალექსანდრე.
...ეჰჰ ალექსანდრე...მაინც როგორ შეძლო ასე გავენადგურებინე?რაში დასჭირდა?

ის დღე ზუსტად მახსოვს...ოქტომბრის 12 რიცხვი იყო,პარასკევი საღამოს 11 საათი ხდებოდა.იმ დღეს ალექსანდრეს არც მოუწერია საერთოდ არ შემხმიანებია.მხოლოდ საღამოს მომწერა.11 ზე შენს სადარბაზოსთან ჩამოდი საქმე მაქვსო.გული მიგრძნობდა რაღაც რიგზე ვერ იყო.უხეშად მწერდა.შემეშინდა მართლა შემეშინდა მისი დაკარგვის.იმედი მაინც მქონდა რომ ეს ,,საქმე" ჩვენს ურთიერთობას არ უკავშირდებოდა.მაგრამ იმედი ხომ ბოლოს კვდება?
ზუსტად 11ზე ჩავედი და მანქანას მიყრდნობილი სანდრო დავინახე.ვგრძნობდი როგორი დაძაბული იყო და ეს უფრო მანერვიულებდა.არც გადავუკოცნივარ,ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.მანქანაში ჩაჯდა,მეც ჩავჯექი და ვუყურებდი ველოდებოდი როდის დაიწყებდა საუბარს(რაც მართლა ძალიან უჭირდა)
-მოკლედ...-ძლივს დაიწყო-უნდა დავამთავროთ ურთიერთობა,არაფერი გამოგვივა.აზრი არ აქვს,ალბათ ვერ შეგიყვარე ბოლომდე-ეს სიტყვები თავში უროს ჩარტყმას ჰგავდა...ვერ შეგიყვარე...ვერ შეგიყვარე...ერთი და იგივე სიტყვები მიტრიალებდა გონებაში და ბოლო ხმაზე ყვირილი მინდოდა.ძალა მოვიკრიბე რომ არ მეტირა.ალექსანდრეს შევხედე,თვალებზე მივაჩერდი.ეს ერთადერთი მომენტი იყო ამ ხნის მანძილზე,როცა ვერ ვკითხულობდი მის თვალებში რას გრძნობდა.ვერაფერი მოვიფიქრე,ვერ მოვიფიქრე რამეპასუხა და უბრალოდ გავარტყი.თავი იმდენად შეურაწყოფილად და დამცირებულად ვიგრძენი,იქ ჯდომას მერჩივნა მიწა გამსკდომოდა.მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან და სახლში გავიქეცი.არც გამომყოლია...ამან უფრო გამაღიზიანა,როგორ შეეძლო,უბრალოდ როგორ შეეძლო ამდენი ხნის მერე ასეთი სიტყვები ეთქვა ჩემთვის.მთელი ღამე ვტიროდი.იმ ღამის მერე ძველი ბარბარე მოკვდა,აღარ არსებობდა.ახალმა ბარბარემ კი შეწყვიტა გარე სამყაროსთან ურთიერთობა,დაივიწყა ყველა და ყველაფერი.ალექსანდრეს ძმაკაცები გვერდიდან არ მშორდებოდნენ,თითქოს ჩემთან ალექსანდრეს არ ამართლებდნენ,თუმცა ალექსანდრეს ჰქონდა მიზეზიო-თოკასთვის უთქვამთ.ჰოო რათქმაუნდა ჰქონდა...რაც არუნდა ყოფილიყო შეიძლება ასე 2 სიტყვით ასეთი ურთიერთობის დასრულება?!შიძლება დაივიწყო ყველა ის მოგონება,ის სიყვარული ის წამები,წუთები ყველაფერი?ასე ერთიანად გაქრება შენი გონებიდან?!და მორჩა?!
...ყველაფერზე ხელი ავიღე და...გიორგისაც შევურიგდი.ამ პერიოდში გიორგი თითქოს ჩემი მხსნელი იყო ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზი.გვერდიდან არ მშორდებოდა.სულ თავზე მევლებოდა.მიუხედავად იმისა რომ ეს მარიამ ძალიან არ მოსწონდა და არც თეკლაას მე აღარავის აზრი აღარ მაინტერესებდა(ჩემს ცხოვრებაში პირველად).აღარავის აღარ ვუჯერებდი.ყველაფერი ფეხებზე დავი.კიდე.უბრალოდ ცხოვრების დინებას მივყვებოდი ახლა უკვე ,,ახალ შეყვარებულთან".იმ ღამის შემდეგ ალექსანდრე არსად გამოჩენილა.არც ბიჭებთან და არც ჩვენს სიახლოვეს.ერთხელ თოკას და ეკეს საუბარს მოვკარი ყური.ალექსანდრე გერმანიაში წასულა.ჰოო...რატომაც არა?!ალბათ კარგადაც ერთობა.თავს იმით ვინუგეშებდი რომ უკვე დავიწყებული მქონდა და ვითომ აღარ ვფიქრბოდი მასზე.ყოველთვის ყალბ ღიმილს ავიკრავდი სახეზე და გარეთ ისე გავდიოდი.არავის ვაყურებინებდი როგორ მტკიოდა გული და რას განვიცდიდი.ღამე კი...მაინც როგორი იდუმალია ღამე?!ყველა ადამიანის ფიქრი იცის...რამდენჯერ დამისველებია ცრემლებით ბალიში,რამდენჯერ მიტირია გათენებამდე...მაგრამ ეს ტირილიც მხოლოდ ღამეს ახსოვს,სხვა ვერც ვერავინ ხვდება და არც არის საჭირო.ალექსანდრეს წასვლის შემდეგ ბევრი ახალი რამ მოხდა.თეკლას ეკე შეუყვარდა და ერთად იყვნენ.თოკა და მარიამი კი ქორწილს გეგმავდნენ.ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა დღე როცა მარის საქორწლო კაბაში ვნახავდი.მე მხოლოდ მათი და ჩემი მშობლების გამო მიღირდა ცხოვრება სხვა არაფრის.ქორწილი დეკემბერში დაგეგმეს.ალექსანდეს წასვლიდან 2 თვის თავზე.ისე გავერთე მათი ქორწილის საკითხების მოგვარებაზე,აღარაფერი მახსოვდა მხოლოდ:კაბა,ტორტი,რესტორანი,გაფორმებები,მაკიაჟი და ა.შ. თითქოს ალექსანდრე წარსულს ჩაბარდა.ვფიქრობდი რომ სანდრო ქორწილში ჩამოსვლას ვერ გაბედავდა,უბრალოდ ვერ შეძლებდა ჩემთვის თვალებში შემოეხედა,ყველაფრის მიუხედავად ასეთი უნამუსო მაინც არ მეგონა.ქორწილამდე 1 კვირით ადრე თოკასთან ეს საკითხი მაინც გადავამოწმე
-თოკა ისს...იქნება?-მორიდებით ვკითხე
-ვინ ის?
-აუ კაი რა ვითომ ვერხვდები.არმითხრა კაი არმაინტერესებს-გავბრაზდი და წამოსვლას ვაპირებდი
-კაი კაი რაგჭირს?არამგონია რომ იყოს.მე ველაპარაკე მარა არვიცი რამდენად შევძლებო.ალბათ არ ჩამოვა
-ჰოო იმედია-ჩემთვის ჩავიბურდღუნე

***************************************************************************
და დადგა ნანატრი 10 დეკემბერიც.სულმოუთქმელად რომ ველოდით მთელი სამეგობრო.
დილით მარისთან წავედი.(დიდად ამ მზადებით,თავი რომ არ მოგაბეზროთ მოკლედ ვიტყვი)მარი გამოვაწყეთ ქორწილისთვის.საბოლოოდ კი ისედაც ანგელოზივით გოგო უფრო ანათებდა.ულამაზესი იყო.მსუბუქი მაკიაჟით და ტანზე მომდგარი თეთრი კაბით.უბრალოდ ბრწყინავდა,.მე წითელი კაბა მეცვა ზურგ ამოღებული.ასევე მეც მსუბუქი მაკიაჟი მქონდა გაკეთებული თმა კი დახვეული მქონდა.ერთი სიტყვით ორივე იდეალურები ვიყავით...

საუკეთესო მომენტი მარიამის და თოკას შეხვედრა იყო.ორივეს თვალები უბრწყინავდა,ერთმანეთს იმდენად დიდი სიყვარულით უყურებდნენ,კინაღამ ტირილი დავიწყე.აი ისეთი მომენტი იყო უამრავი ემოციით რომ აივსები.ხელიც მოაწერეს,ჯვარიც დაიწერეს და დიდი ჟრიამულით და სიგნალებით რესტორნისკენ გავეშურეთ.ძალიან ბევრი ვიხალისეთ.თოკას მეჯვარე ეკე იყო.ბევრი ვიცინეთ და მალე რესტორანამდეც მივაღწიეთ.ქორწილიც მალე გახურდა.დავივიწყე ყველაფერი და ბოლო დონემდე გართობა დავიწყე.დავლიე კიდეც.მგონი იმდენად რომ გიორგის თითქოს სიყვარულით ვუყურებდი( არაა ეს აშკარად სასმლის ბრალი იყო)საცეკვაო მოედნიდან წამოვედი და ჩემი ადგილი დავიკავე.მარის გვერდით.ბიჭები გარეთ იყვნენ გასული.მეკი მარის ყურში ვეჩურჩულებოდი სისულელეებს და სიცილით ვკვდებოდი.მარი შემოსასვლელი კარისკენ იხედებოდა და უცებ ადგილს მიეყინა არც ხმას აღარ იღებდა.
-ბარბ...ბარბარე...ეხლა ხომიცი...მყარად უნდა იდგე-მითხრა ხმააკანკალებულმა მარიმ
-აუ მყარად არა ის,რატოუნდა ვიდგე მყარად-ვეუბნებოდი,თავს აქეთ არ ვატრიალებდი და სიცილს არ ვწყვეტდი.
-კარისკენ გაიხედე გთხოვ...ოღონდ დამშვიდდი-მითხრა ახლა უკვე ძალიან განერვიულებულმა,რამაც მეც შემაშინა.თავი ნელი მოძრაობით შემოვატრიალე და...არა არა და არა...ეს მელანდება,ეს ნამდვილად სასმლის ბრალია..ეს არარის რეალობა.ყველაფერი მესიზმრება და სადაცაა გავიღვიძებ.თავბრუ დამეხვა,გონებას ვკარგავდი,ვეთიშებოდი რეალობას.ვეღარ ვუძლებდი....



№1 სტუმარი სტუმარი nina

auuu sad gawkvitee male dadee raaa

 


№2  offline წევრი tikuna tika

სტუმარი nina
auuu sad gawkvitee male dadee raaa

დღეს საღამოს დავდეებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent