მარადიული მონატრება ხარ მისი ნეკნის. (თავი 3)
კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით, დავითს მივუახლოვდი. -საოცრება ხარ..- ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა -დავით -ნაზი ხმით ვუთხარი-დიდი მადლობა შენც ძალიან გიხდება ფრაკი-მიმტანს ორი ჭიქა სასმელი გამოართვა და ერთი მე მომაწოდა. -დიდი ხანია შენთან საუბარი მინდა და მგონი ეს საუკეთესო მომენტია-გაჩუუმდა და დამელოდა რას ვეტყოდი -ყურადღებით გისმენ-გავუღიმე და სასმელი მოვსვი -იცი ელენე ძალიან მომწონხარ, იმ ასაკშ აღარ ვარ რომ გოგონებს ერთჯერადი ურთიერთობისთვის ვუყურებდე, ოჯახის შექმნა მინდა სერიოზულ ურთიერთობას ვეძებ და შენ ხარ ის ერთადერთი ვისთანაც მინდა ურთიერთობა, დაფიქრდი და პასუხი შემდეგ მითხარი-დავიბენი არ მინდოდა ის ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის გამომეყენებინა, დიმას გავხედე ჩვენ გვიყურებდა გაბრაზებული მზერა ქონდა, ვისკის ჭიქა დაცალა და ახალი მოითხოვა. -დავით იცი მეც მაქვს შენს მიმართ სიმპათიები, არ იცი ვერაფერს დაგპირდები მაგრამ ვცადოთ ურთიერთობა.-გავუღიმე -ელე მართლა ამბობ ამას? ძალიან კარგი იმედებს არ გაგიცრუებ გპირდები -გახარებული იყო მოვიდა და ჩამეხუტა. მოულოდნელი იყო ეს საქციელი მისგან, თავი ვერ შევიკავე და ისევ მისკენ გავიხედე შუბლზე ძარღვები ეტყობოდა, ხელები მომუშტული, ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს , მაგრამ არაუშავრს მე უარესი გამოვიარე. დავითი მომშორდა და ოდნავ ტუჩებზე შემახო მისი ტტუჩები -ბოდიში თავი ვერ შვიკავე, დიდი ხანია ამ მომენტს ველოდები-გამიღიმა ხელი წელზე მომხვია.-იმედია არ გამინაწყენდი -არაა-დამორცხვილმა ავხედე. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მაღალ ქუსლებზე ვიდექი მას მაინც მხრებამდე ვწვდებოდი, საკმაოდ კარგი აღნაგობის მამაკაცი იყო აი ყველა ქალის სასურველი მამაკაცი, მშვენიერი ტუჩები, ოდნავ კეხიაი ცხვირი , შავი დიდი თვალები, ტანზე ხომ ზედმეტია საუბარი პერანგშიც ეტყობოდა რომ არაჩვეულებრივი სხეული ქონდა. -მოდი ვიცეკვოთ მშვენიერი სიმღერაა- ხელი წელზე მჭიდროდ მომხვია -რატომაც არაა ვიცეკვოთ-გავუცინე და საცეკვაო ადგილისკენ გავყევი,ორივე ხელი წელზე მომხვია ახლოს მიმწია მისკენ და ლოყა ლოყაზე მომადო, ვგრძნობდი დიმას მზერას, სწრაფი ნაბიჯით გამოემათა ჩვენსკენ. -დავით ხელი გაუშვი ელენეს-მკაცრი და ბრძანებლური ტონით ქონდა. -რა? შენ ვინ გეკითხება? რა ხდება რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს.-ოდნავ მომშორდა . -ის ჩემი ცოლია-კბილებში გამოსცრა და მაჯაში მწვდა მისკემ გამომწია. -არა დიმიტრი შენი ყოფილი ცოლი -ხელი გავაშვებინე გავბრაზდი ნნივთივით მექცეოდა. -ხომ არ დაგავიწყდა რომ ჯვარი აყრილი არ გვაქვს, ღერთის წინაშე ჯერ ისევ ცოლ-ქმარი ვართ. -მერე რაა-გააწყვეტინა დავითმა-მას არ უნდა შენთან ის თავისუფალი ქალია, როგორც ვიცი 5 წელი ამერიკაში იყავი, ის კი მარტო იყო , ამიტომ არაფრის მოთხოვნის უფლება არ გაქვს. -მაქვს და ამას ვერ შეცვლით-ხელი მაგრად ჩამჭიდა და გარეთ გამიყვანა -რამდენს ბედავ, რა უფლებით? გამაგებინე რა უფლებით ერევი ჩემ ცხოვრებაში. ვინ ხარ ? -ავტირდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი, მთელი სხეული მიკანკალებდა, ხმას ვერ ვაკონტროლებიდი.. -შენი ქმარი ვარ. -ნუ მაცინებ რომელი ქმარი? 5 წლის წინ რომ მიმატოვაა? ის ხომ არა ამ დროის მანძილზე რომ არ დაინტერესებულა ჩემით, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი? რრომელ უფლებებზე მელაპარაკები არაკაცო, ან რომელ სიყვარულზე..-გულზე ხელს ვიდებდი იმდენად მტკიოდა, ხელები მხრებზე მომკიდდა- არ გაბედო მოკარება, მომაშორე შენი ბინძური ხელები, შემეშვი გაქრი ჩემი ცხოვრებიდან!-ატირებული შევბრუნდი და გზას გავუყევი. -ელენე მოიცადე გთხოვ ამახსნევინე.-დამეწია და უკნიდან მომეხუტა. -რა უნდა ამიხსნა დიტო?-მშვიდი ტონით გავაგრძელე საუბარი-ჰა გისმენ რითი გაამარრთლებ 5 წლიან ფეხებზე დაკიდებას. როგორ არ გაგიჩნდა სურვილი ერთხელ მაინც დაგერეკა იქნებ რა მიჭირდა.-სახე ხელებში ჩავრგე და ხმამაღლა ავტირდი.-ღმერთთს გეფიცები 5 წლის მანძილზე არავინ გამკარებია, არასდროს გამჩენია სურვილი სხვა მყოლოდა, დღემდე მიყვარდი.- უცებ შევწყვიტე ტირილი და შევბრუნდი- აღარ მიყვარხარ.- მისი სახე მისი თვალები მაგიჟებდა, თვალებიდან ტუჩებზე გადავინაცვლე, დიდი ხნის მონატრებულ ტუჩებს დავაკვირდი. -მე მიყვარხარ, გამოვასწორებ ყველა დანაშაულს.ისევ შეგაყვარებ თავს. -აღარაფერს არ აქვს აზრი, გთხოვ მომეცი უფლება ბედნიერი ვიყო.-დავინახე დათო როგორ მოდიოდა ჩვენსკენ.-დავით წამიყვან სახლში?-მშვიდი ხმით ვთხოვე -რათქმაუნდა ჩემო ლამაზო-მზრუნველად მომხვია ხელი და დიტოს მომაშორა.- ჩვენ ლაპარაკი არ დაგვისრულებია-დიტოს შეხედა -რათქმაუნდა. -მკაცრად დაუბრუნა პასუხი დიტომ. მანქანა სახლის წინ გაჩერდა. -თუ გინდა აგაცილებ სახლამდე-მრუნველი ტონით მითხრა -არა არტო ყოფნა მინდა, ბოდიში დღევანდელი დღისთვის, ცუდად გამოვიდა. ხვალ ვილაპარაკოთ- მისკენ გადავიხარე ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადავედი. სადარბაზოში შევედი ფეხზე გავიხადე და სწრაფად ავირბინე 7 სართული.სახლში შევედი და საწოლზე უსულოდ დავეხეთქე. არაფრის თავი არ მქონდა ერთადერთი კაბა მოვაშორე სხეულს და საცვლებით დავწექი. თვალები დავხუჭე, ვიხსენებდი მის ყოველ დეტალს, მის განსაკუთრებულ ქცევებს, მის დიდ თვალებს და წამწამებ, მის დიდ ტუჩებს, ხელებს,ხელებს რომლებც მხოლოდ მე უნდა მომფერებოდა..ფიქრებში წავედი და გამახსენდა ჩვენი საუბარი. მის მკერძე მედო თავი და ხელებს ვუყურებდი -დიტო იცოდე ეს ხელები ჩემია, მარტო მე მომეფერება,გესმის?- ინტერესით გავხედე და გადავბრუნდი მისკენ. -რათქმაუნდა ჩემო პატარა. ძალიან მიყვარარ.-ვნებიანად მაკოცა და ზემოდან მოექცა.-ახლა იცდე შეგჭამ.-გაიცინა და მსუბუქად მიკბინა ტუჩზე. თვალები სწრაფად გავახილე, დიდი ხანი მივჩერებოდი ჭერს. შემდეგ ტუმბოსკენ გადავტრიალდი და უჯრიდან ჩემი ბეჭედი ამოვიღე ხელში ავათამაშე. -რა ბედმიერი იყავი ამ ბეჭედს რომ გიკეთებდა-უიმედოდ დავყურებდი,ვხვდებოდი რომ წინ დიდი ტანჯვა მელოდა, ვიცოდი რომ ასე ადვილად არ დამანებებდა თავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.