შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი ვიდრე სიყვარული(სრულად)


26-05-2018, 08:20
ავტორი საკალელი
ნანახია 3 478

სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი ჩემს საუკეთესო მეგობართან,ელენესთან ერთად,თან უკუსვლით მივდიოდი და რაღაცას ვუყვებოდი,ისე ვიყავით ორივე ლაპარაკში გართული არავის და არაფერს ვაქცევდით ყურადღებას მანამ სანამ რაღაცას არ შევეჯახე.ეს რაღაც ჩემზე მაღალი შავგრემანი შავთვალა უსიმპატიურესი ბიჭი აღმოჩნდა რომელსაც ხელები ინსტიქტურად ქონდა ჩემზე მოხვეული რომ არ წავქცეულიყავი.რამოდენიმე წამი გაშტერებული ვიდექი,ვერ ვაზროვნებდი მაგრამ მალევე მოვეგე გონს გავსწორდი,მოვუბოდიშე და წამოვედი. აქამდე ასეთ სიტუაციაში რო ჩავვარდნილიყავი სასაცილოდ არ მეყოფოდა და ახლა რაღაც სხვა გრძნობა მქონდა.ჯერ კიდევ დაბუსუსებული მქონდა კანი მისი შეხებისგან.როგორ მინდოდა მივსულიყავი და გამეცნო,მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი რადგან სრული უაზრობა იქნებოდა...
მოკლედ ჩემი სახელია მილენა,მეათე კლასელი ვარ და არ მჯერა სიყვარულის.მიყვარს ეს სითბო რაც გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაშია მაგრამ სიყვარული ჩემთვის წარმოუდგენელია,რადგან ვერ ვიჯერებ როგირ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი ისე რომ მთელი ცხოვრება მასთან გინდა გაატარო ისე რომ არ მოგბეზრდეს.ასე ალბათ მწარე გამოცდილების გამო მგონია.ისე ვარ გიჟი გადარეული მაგრამ საყვარელი შავგრემანი გოგონა გრძელი შავი თმით და ძალიან მუქი ყავისფერი თვალებით.
ძაან გავერთე ჩემი თავის აღწერაში ასე რომ განვაგრძობ....
მოკლედ იმ დღეს სულ იმ ბიჭის თვალები მედგა თვალწინ,მეც არ ვიცი რატო. მეორე დღესაც იმ ადგილას რო უნდა გაგვევლო ისევ უკუსვლით დავიწყე სიარული
-ელე თუ სადმე დაინახავ მითხარი
-ვხედავ,თუ ეგრე გააგრძელებ სიარულს კიდე შეასკდები მაგრამ ცოტა იქეთ გაიწიე,მაინც ტელეფონში იხედება და არამგონია დაგინახოს.
-კაი
გზა გავაგრძელე ისევ ისე და ისევ შევეჯახე
-აუ შენ ძაან გევასება ესე სიარული ხო?
-შენ წინ ვერ გაიხედავ?გვერდი რო აგევლო არაფერი არ მოხდებოდა
-მაპატიეთ თქვენო უმაღლესობავ რო ვიდექი ჩემთვის მშვიდად და ესემეს ვპასუხობდი
-კაი ხო,ბოდიში
-არაუშავს,მეც ბოდიში-გამიცინა და ახლა უფრო კარგად დამაკვირდა-ვაჩე-ხელი გამომიწოდა და მეც შევაგებე ჩემი
-მილენა
-ლამაზი სახელია
-მადლობა
მერე ისევ გვანცამ გამომაფხიზლა მეჩქარებაო თორე კიდევ დიდხანს ვიდგებოდი იქ. წამოვედი მაგრამ გული იქ დამრჩა ვაჩესთან...
მოკლედ რამოდენიმე დღე არ შემხვედრია და გული დამწყდა,თითქმის გამიქრა იმედიც მაგრამ 1კვირაში კიდევ შევხვდი.
კაფეში ვიჯექი ელენესთან და მეორე დაქალთან მარიამთან ერთად როცა ვიღაც გოგოსთან ერთად შემოვიდა. ეს გოგო ქერა თეთრი და ძაან საყვარელი იყო მაგრამ ეგ მინდოდა მე? წვენი გადამცდა და ისეთი ხველა ამიტყდა ყველა მე მიყურებდა მათ შორის ვაჩეც. გავედი და რო დავბრუნდა ჩვენს გვერდით მაგიდა ჰქობდა დაკავებული ვაჟბატონს. მოკლედ ამ გიჟმა მარიამმა იმდენი ქნა და ისეთები მოყვა ხმამაღლა თითქმის ყველა გიჟური საქციელები გააგებინა.
იმედები გამიცრუვდა მეგონა რომ ის გოგო შეყვარებული იყო მაგრამ ინფორმაციას გადამოწმებო ხო უნდოდა,ხოდა ზარი ახლობელთან,ჩემს ახლო მეგობართან ანანოსთან დავრეკე.მოკლედ ყველანაირად ავუღწერე რაც შემეძლო,ხმის ტემბრიც კი ვუთხარი როგორი აქვს და როგორ გამოიყურება.იმასაც მეტი არ სჭირდებოდა არაფერი ეგრევე მიხვდა ვინც იყო.აღმოჩნდა რომ ის გოგო შეყვარებული კი არა მისი ნახევარ დაა.მისი მშობლები დაშორებულები არიან,თვითონ მამასთან ცხოვრობს ნინა(ვაჩეს ნახევარდა) კი დედამისის და მისი ქმრის შვილია.ვაჩე ძალიან ზრდილობიან პატიოსან და ყველაზე მაგარ ადამიანად აღწერა. მეც მეტი რა მინდოდა ჩავიფერფლე და წავედი ოცნებებში,მაგრამ მალევე გამოვფხიზლდი იმიტო რო ვიცოდი არაფერი გამოვიდოდა,ნუთუ მიღირდა უიმედოდ ოცნება?რათქმაუნდა არა.ყოცელთვის ისეთ რაღაცაზე ვოცნებობდი რაც რეალური იყო ეს კი რეალურად ნამდვილად არ მეჩვენებოდა.
2დღის შემდეგ კიდევ შეგხვდა ამჯერად ნანოც ჩვენთან ერთად იყო ვაჩეს კი მისი 2ძმაკაცი ახლდა რომლებსაც ანანო იცნობდა და ჩვენს მაგიდასთან მოიპატიჟა.ასე გავიცანი ვაჩე.მოვყევით ჩვენი შეხვედრის ისტორია და სიცილში გაიგუდა ყველა მაგრამ მე და ვაჩეს არ გვეცინებოდა და მივხვდი რომ ისიც იმას ფიქრობდა რასაც მე,რომ ეს სასაცილო არ იყო და ისტორია მალე გაგრძლედებოდა.
სოციალურ ქსელშიც მოვძებნე და თვითონ დამასწრო და მეგობრებში დამამატა. ღმერთო უნდა გენახათ რა ღვთაებრივი სიცილი ჰქობდა,ლამის ქივე დავდნი...
მოკლედ სკოლაც მალე დამთავ
რდა და ჩემი ძმად ნაფიცის დემეტრეს დაბადების დღე იყო სადაც რათქმაუნდა ყველა ვიყავით,მარიამი მისი შეყვარებული იყო....ჩემთვის ვიჯექი ლამაზად ჯერ გახურებულბიც არ ვიყავით რო გვეცეკვა როცა თვალი მოვკარი ვაჩეს.ხო არის რო წვეულებებზე გოგოები შემოანათებენ და მოაქვთ მთელი ყურადღება,აქ პირიქით იყო.მოდიოდა ვაჩე და მოჰქონდა ყველა და ყველაფერი ისე იდეალურად გამოიყურებოდა.დემეს გადასცა საჩუქარი და ჩემს გვერდით დაჯდა მომესალმა გამიღიმა და გადამკოცნა კიდეც.ეს მიზეზი საკმარისი იყო დალევა რო დამეწყო.ბევრი არ დამილევია სულ რაღაც 5 ჭიქა, შეზარხოშებული ვიყავი და ვცეკვავდი,ნელა და გამომწვევად. ჩაირთო ის სიმღერა რომელზეც ყველა წყვილმა დაიწყო ცეკვა Ed Sheeran-perfect და მოვიდა ვაჩე ჩემთან უკითხავად ჩამკიდა ხელი და წამიყვანა საცეკვაოდ. ხელი წელზე მომკიდა მე კისერზე მოვხვიე.ვერ ვუძლებდი მის ასეთ გაბრწყინებულ თვალებს,ამიტომ თავი მხარზე ჩამოვადევი რასაც დილით სიმთვრალეს დავაბრალებდი. ისე ნელა გადიოდა დრო საუკუნედ მომეჩვენა და მინდოდა სამუდამოდ ასე ვყოფილიყავით ჩახუტებულები და ერთმანეთი არ დაგვეთმო...
იმ ღამით ვაჩემ დამტოვა სახლში დამემშვიდობა ლოყაზე ნაზად მაკოცა რამაც ამაწითლა გადამაწითლა და გული ამიფრილა და წავიდა.
დილით არაჩვეულებრივ ხასიათზე გავიღვიძე,უბედნირრესი ვიყავი.თურმე რამდენი შეიძლება მომხდარიყო ერთი შეჯახებით. იმდენად მომწონდა მასთან ერთად ყოფნა ვიფიქრებდი რომ მიყვარდა მაგრამ ვიცოდი რომ ეს სიყვარული არ იყო.მე ხომ სიყვარულის არ მჯეროდა მაგრამ ვიცოდი რომ იყო რაღაც გრძნობა,სიყვარულზე მეტი რომელიც სულს გიფორიაქებდა..
ამ დღეების განმავლობაში შეუჩერებლად მწერდა,მირეკავდა,სალაპარაკო თემა რო გამოელეოდა უბრალოდ დუმდა და ერთმანეთის სუთქვას ვუსმენდით.... რამოდენიმე დღის შემდეგ დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა,ელენე იყო და მითხრა რომ დემეტრე საავადმყოფოში იყო. რათქმა უნდა ისევ შარში გაეხვა ეს ჩემი შტერი ძმაკაცი... მივედი ვაჩეც იქ დამხვდა ყველა გადავკოცნე ვაჩეც და დიმა მოვიკითხე.გვიანობამდე იქ ვიყავით და ვართობდით სანამ ექიმმა არ გამოგვყარა. ავარიაში მოხვდა და სტაბილურად იყო,მხოლოდ რამოდენიმე მოტეხილობა ჰქონდა.მოკლედ იმ დღეებში ხშირად ვნახულობდი დემეს გამო.მერე გაჩერდა,არცერთი ესემესი არცერთი ზარი.აღარ მეკონტაქტებოდა.მეგონა რომ უკვე დამივიწყა თქო როცა დილით კართან გვირილადამხვდა(ჩემი საყვარელი ყვავილი) პატარა ბარათტან ერთად სადაც ეწერა “მაპატიე რომ ვერ გნახე,დღეს შემხვდი,ჩვენს ადგილას“ რად ჭირდებოდა გაშიფრვა ისედავ ვიცოდი ვისგანაც იყო.გადავრეკე ელენესთან და მარიამთან მოვუყევი და მოვარდნენ გამომპრანჭეს და გამიშვეს იქ, “ჩვენს“ ადგილას
ხო ჩემი და ვაჩეს ადგილას
ვაჩეს და ჩემს ადგილას
ჩვენს ადგილას
ანუ იქ სადაც პირველად შევხვდით და გავიცანით ერთმანეთი....
მივედი და დიდი ხანი არ გასულა რაც პატარა გოგონა მოვიდა გვირილებით ხელში რომელიც მე გადმომცა და გაყოლა მთხოვა,მეც მივყვებოდი,რამოდენიმე ჩიხში შევედით მერე სადღაც კიბეებს მივუყვებოდით და ბოლოს ულამაზეს ტერასაზე აღმოვჩნდი სადაც მარტო ერთი მაგიდა იდგა გვირილებიანი ლარნაკიდა და კოკაკოლებით(ღმერთო ჩემო რა რომანტიულია:D) აქამდე ვინმეს რო ეთქვა ესე მოხდებაო სასაცილოდ არ მეყოფოდა მაგრამ ახლა რაღაც არა ამქვეყნიურს განვიცდიდი.პატარა გოგო მალევე მიიმალა მეკი ხედით ვტკბებოდი რომელიც მთელს ქალაქს გადაჰყურებდა.სწორედ მაშინ ვიგრძენი მზერა უკნიდან და მალევე ვიგრძენი სუნთქვა რომელიც კისერთან მეფრქვეოდა.უკან შევბრუნდი და ისე ახლო ისყო ჩემთან ლამის ერთმანეთ ცხვირით ვეხებოდით.უკან დავიწიე და გაბრწყინებულ შავ თვალებში ჩავაშტერდი
-როგორ ხარ?-მან დაარღვია სიჩუმე
-კარგად... შენ?
-ცუდად-ისე სერიოზულად მითხრა რა არ ვიფიქრე
-რა? რატო?რაგჭირს?
-მომენატრე-ხო უნდა ჩასცხო რაღაცა ვიფიქრე პრობლემააქ თქო
-მეც-ისე გაუაზრებლად და დანანებით ვთქვი ჩემი გამიკვირდა და საკურმთარ თავს გულშვი ვლანძღავდი
-მილენა,ჩემონ მილენა...-ისე თბილად ამბობდა და ისეთი სიყვარული და მზრუნველობა იმჩნეოდა მის ხმასა და გამოხედვაში ლამის ჩავადნი ხელებში-იცი სიყვარულის არ მჯერა,მაგრამ ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ სიყვარული არაა...მეტია ვიდრე სიყვარული,ეს არის აღუწერელეი გრძობა... არ გეუბნები რომ მიყვარხარ რადგან ეს ყველაზე გაცვეთილი სიტყვა დესდღეისობით.მე შენ გაღმერთებ მილენა,უშენოდ სუნთქვა მეკვრის,მგონია რომ მოვკვდები თუ არ გნახავ,პირველი დანახვისთანავე იყო ჩვენშორის რაღაც ისეთი ძაფი რისი გაწყვეტაც შეუძლებელია,ახლა კი მინდა რომ ამ ძაფით ჩვენი მომავალი შევქმნათ,რადგან ვიცი რომ შენც იმავეს გრძნობ,შენ გიფრიაქდება სული და გული ჩემი დანახვის და მოახლოებისას.არ ვგავარ სხვებს,არ მიყვარს ბანალურობა,არ გეჩოქები და ისე არ გიხსნი სიყვარულს.მაგრამ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს,ჩვენ იმაზე ბევრად მეტს ვგრძნობთ ვიდრე სიყვარულს შეუძლია რომ გვაგრძნობინოს და ვიცი რომ ეს შენც იცი-არ ვიცოდი სად წავსუკიყავი,სად გადავმალულიყავი,რომელ წყალში ჩავმხტარიყავი...უბედნიერესი ადამიანი ვიყავი რადგან ისიყო ადამიანი ვინც ზუსტად აღწერა ჩემი გრძნობები და ვიცოდი უბრალოდ დარწმუნებუკი ვიყავი რომ ეს ყველაფერი ნამდვილი იყო და არა ყალბი და ფუჭი სიტყვების გროვა...
არ ვიცოდი რა მექნა ამიტომ უბრალოდ მოვეხვიე ისე რომ ღმერთიც ვერ მომაშორებდა.მაგრად ვხვდევდი ხელებს და ისიც ძლიერად მიკრავდა სხეულზე.ორივეს დაგვაყარა ბუსუსებმა და ორივეს გული საგულიდან ამოვარდნას ლამობდა.ის დღე ისე სასიამოვნოდ დასრულდა აქამდე რომ არ მომხდარა....
გადიოდა დღეები,კვირეები,თვეები მაგრამ არადა არ მბეზრდებოდა მასთან ყოფნა,პირიქით უმისოდ უკვე ვეღარ ვძლებდი.
იცით ვაჩე ვინ იყო?ის ვისთანაც ვიყავი ისეთი როგორიც სინამდვულეში ვარ,არანიაირი ნიღაბი არ მჭირდებოდა სევდისა თუ ტკივილის დასამალად.არავის ესმოდა ჩემი ისე როგორც ვაჩეს.არც დაქალს არც ძმაკაცას არცერთ მეგობარს...
და სიმართლე იცით რა იყო? ერთმანეთი გვჭირდებოდა,უერთმანეთოდ არაფერი ვიყავით. ვაჩე იყო ის ვინ პირველად შევიყვარე მთელი არსებით.მიყვარდა მისი სული,მიყვარდა და ის სუფთა და წმინდა გული და სული რომელიც მას გააჩნდა.ისიც ასე იყო,ისიც იმავეს გრძნობდა და საიდან ვიცოდი ეს?უბრალოდ ვგრძნობდი,მისი სიახლოვისას ვგრძნობდი რამდენს ვნიშნავდი მისთვის.
ასე გასტანა 3მმა წელმა.
5ჯერ ვიჩხუბეთ ძაან სერიოზულად ისე რო რამოდენიმე დღე ერთმანეთ არ ველაპარაკებოდით მაგრამ მაქსიმუმ 5დღე
79ჯერ ვეკამათე ეჭვიანობის ნიადაგზე
56ჯერ მეკამათა თვითონ
მაგრამ მაინც ერთად ვიყავით.ყოველი კამათის შემდეგ გულში მიკრავდა და მეუბნებოდა იმას რისი გაგონებაც მსურდა: „მე შენი ვარ,შენ ჩემი.არასოდეს დავკარგავთ ერთმანეთს!დაიმახსოვრე“
რაც არუნდა დაუჯერებელი იყოს ამ სამი წლის განმავლობაში არცერთხელ გვიკოცნია ერთმანეთისთვის და სწორედ მაშინ მოხდა ჩემი პირველი კოცნა როცა 18წელი შემისრულდა...
მას შემდეგ რამოდენიმე თვე გავიდა როცა ხელი მთხოვა,მაგრამ ნამდვილად არრ ვიყავი გათხოვებისთვის მზად,ავუხსენი რომ სწავლა უნდა გამეგრრძელებინა სამსახური დამეწყო და ამ ყველაფრის შემდეგ მეზრუნა მეუღლესა და ოჯახზე,რათქმა უნდაგამიგო.სხვა მის ადგილას ბეჭედსაც წამართმევდა და ალბათ დამშორდებოდა მაგრამ მან გაიგო და მითხრა რომ ეს მხოლოდ საცოლის სტატუსი იყო,ხოლო ოფიციალურად ცოლქმარი მაშინ გავხდებოდით როცა ამისთვის შესაფერისი დრო იქნებოდა...
ამ დღის შემდეგ ზუსტად 1წლის თავზე წვეულებიდან მოვდიოდით როცა ავარია მოგვივიდა,დიდი სატვირთოს მანქანა დაგვეჯახა ვაჩეს მხრიდან.
უსიამოვნო სუნმა გამაღვიძა თვალები ზანტად გავახილე და ავარია გამახსენდა,ირგვლივ ყველას ვაჩეს მდგომარეობას ვეკითხებოდი,ვთხოვდი რომ ეთქვათ როგორ იყო,ექიმებს ვემუქრებოდი გადაერჩინათ ის.იმდენად ანერვიუვლებული და გაგიჟებული ვიყავი დამამშვიდებელი დამალევინეს.რამდენიმე საათში მეღვიძება და ვხედავ ყველას ტირილისგან დასიებულ თვალებს
ამ დროს ვაჩეს ქირურგიც შემოდის ოთახში და მეუბნება რომ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო,არ ნებდებოდა მაგრამ ვაჩე დანებდა.
დაბნელდა.ირგვლივ ვეღარაფერს ვხედავდი.მეგონა ვეღარ ვსუნთქავდი.ცრემლებისგან სულ სველი ვიყავი.არავის ვიკარებდი.
მეორე დღესვე ძალით გავაწერინე თავი მიუხედავად იმისა რომ ფეხზე ძლივს ვიდექი.
ყველაზე ცუდი დღე კი გასვენების დღე იყო.მივხვდი რომ აზრი აღარ ქონდა ხვეწნას რომ დაბრუნებულიყო,მივხვდი რომ დამტოვა,წავიდა იქ ღმერთთან.ის ანგელოზი იყო რომელიც ღმერთმა აქ გამოგზავნა,მაგრამ მერე ისევ თავისთან წაიყვანა.მე კი დამტოვა აქ დემონებთან რომლებიც ღმერთმა უწყის როდის გამიმწარებენ სიცოცხლეს.მე ვცხოვრობდი მაგრამ არ ვცოცხლობდი.უბრალოდ დავაბოტებდი არც ხმას ვიღებდი და აღარც ვტიროდი.მალევე გავიაზრე ერთი რამ,რომ მე ვაჩესთვის უნდა მეცხოვრა.ვაჩეს გამო უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი,მიუხედავად იმისა თუ რა რთული იყო იმ დროს ეს.გონს მოვედი,ოთახიდან გამოვედი და ნაძალადევად ვიღიმოდი.ყველა ვინც ვაჩეს ახსენებდა მთელი გულისყურით ვუსმენდი.მიხაროდა მისი სახელის გაგონება,მიხაროდა რომ არავის ავიწყდებოდა...
და მაინც,არასოდეს შემიწყვეტია მისი სიყყვარული,არასოდეს დამვიწყებია მასთან გატარებული თითოეული წუთი თუ წამი.
მისი სიყვარულით ვცოცხლობდი.ვგრძნობდი მის ყოფნას ჩემს გვერდით,ვგრძნობდი მის შეხებას დამის დახმარებას
რაც არუნდა გიჟურად ჟღერდეს მის სურათს ველაპარაკებოდი ისე როგორც მას ველაპარაკებოდი ადრე.ყოველ მეორე დღეს მივდიოდი საფლავზე არ მადარდებდა დრო,არ მადარდებდა ციოდა ცხელოდა თოვდა თუ წვიმდა,მივდიოდი მიმქონდა ჩვენი საყვარელი გვირილები და ველაპარაკებოდი,ვუყვებოდი ამბებს რაც თავს გადამხდა მიუხედაბად იმისა ვიცოდი რომ ხედავდა,ვიცოდი რომ მიყურებდა და ჩემი მფარველი ანგელოზი იყო.
და ისევ,არასოდეს შემიწყვეტია მისი სიყვარული.არასოდეს შემიწყვეტია მასზე ფიქრი და ველოდი.უბრალოდ ველოდი როდის მომევლინებოდა მისი სული სხვა სხეულით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent