შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (3)


26-05-2018, 13:10
ავტორი pekhshvela
ნანახია 5 726

ლილემ, მაქსიმეს მოტანილი პროდუქტები სამზარეულოში დაალაგა. თითქმის მთელი თვის მარაგი მოუტანა. გულში იმდენ მადლობას უხდიდა მაქსიმეს , უკვე ვეღარც ითვლიდა. როდესაც ისაუზმა, იქაურობა მიალაგა და გადაწყვიტა სახლიც მიელაგებინა. დიდი ხნით არ აპირებდა აქ დარჩენას, მაგრამ უნდოდა ლამაზად და სუფთად ყოფილიყო ყველაფერი. ისე უცბად დაასუფთავა იქაურობა თვითონაც უკვირდა. საღამო ხანი იყო უკვე, აბაზანაში წყალი გადაივლო და სალომეს ტანსაცმელებიდან შარვალი, ზედა და თბილი ჟაკეტი აიღო. საღამოობით აცივდებოდა ხოლმე სვანეთში მიუხედავად შუა ზაფხულისა. ამ დროს აგვისტო იდგა სვანეთში. ლილემ მაქსიმეს ოთახში გადაინაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მან გააფრთხილა აქ არ შემოხვიდეო. რა ექნა განსაკუთრებით მოეწონა ის ოთახი. მეოთხე სართულიდან ძალიან ლამაზი ხედი იშლებოდა, სვანეთის მთების. სარკმელთან მდებარე ტახტზე ჩამოჯდა და თავი მუხლებს ჩამოადო. შებინდებას უყურებდა და ფიქრობდა. იმდენს ფიქრობდა, უკვე თავი აეხდებოდა მალე. ცრემლებსაც ვერ იკავებდა. 20 წლის გოგოს ცხოვრებაში, მართლაც ურთულესი პერიოდი იდგა. დედის დაკარგვა ძლივს გადაიტანა, ახლა კი მამასთან და ძმასთან განშორებაც მოუწია. ვერავინ იტყოდა ლილეს მამა უყვარსო და ასეც იყო. არ უყვარდა მამა, არც კარგად ექცეოდა მას და ბუნებრივია მიზეზი ჰქონდა. თავისი ძმაც ზუსტად მამას გავდა. დედა კი საოცრად მშვიდი და კეთილი ქალი იყო. ზუსტად ქმარმა და შვილმა შეიწირა მისი სიცოცხლეც. მისმა გულმა ვეღარ გაუძლო და გულის შეტევით გარდაიცვალა. მაინც სტკიოდა მამის და ძმის ადგილი გულში. ის მაინც მისი მამა იყო. სისხლი მაინც ყიოდა, ამას ვერაფერს მოუხერხებდა. უნდოდა ფეხზე დამდგარიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა. სკოლაც გაჭირვებით დაამთავარა და სწავლის გაგრძელების უფლებაც არ მისცა მამამ. თითქოს გამოსავალს ვერ ხედავდა. არანაირი აზრი მოსდიოდა თავში , რა უნდა გაეკეთებინა. მხოლოდ ერთი საუკეთესო მეგობარი ჰყავდა და ისიც ქართლში ცხოვრობდა, რომელიც ზაფხულობით ჩამოდიოდა მასთან. ერთ-ერთი ლაშქრობისას გაიცნო და მას მერე სულ თავისი სახლის სტუმარი იყო. ახლა ისე ენატრებოდა მარიამი ჭკუიდან იშლებოდა. მასთან ლაპარაკი თუ დაამშვიდებდა მხოლოდ, თუმცა მარიამი შორს იყო. სტუდენტი იყო და თბილისში სწავლობდა. შეპირდა, რომ როგორც, კი სწავლას დაამთავრებდა სვანეთში გადმოვიდოდა საცხოვრებლად. მარიამსაც ძალიან უყვარდა სვანეთი და აუცილებლად მასწავლებელი გამოვიდოდა, რომ სვანი ბავშვებისთვის ესწავლებინა. მარიამი სექტემბერში უნდა ჩამოსულიყო, ამიტომ მაქსიმეს დაელაპარაკებოდა, რომ სექტემბრამდე აქ ყოფილიყო და მარიამიც აქ მიეღო სტუმრად. უკვე გვიანი ღამე იყო ძილი, რომ გადაწყვიტა. მაქსიმეს საწოლში შეძვრა. ძილის წინ მაინც თავს უფლება მისცა ბავშვურად ეოცნება და გულში ინატრა მაქსიმეს ჭრელი თვალები კიდევ ენახა, თან ახლო მომავალში.
^^^
დილით ალექსანდრე კვლავ შეუერთდა ძმებს და საავადმყოფოსკენ გაემართნენ. იქ მისულებს უკვე შეყვანილი დახვდათ ქალბატონი ანა.
-მამა დიდი ხანია შეიყვანეს? -დაძაბული ხმით ჰკითხა მაქსიმემ.
-10 წუთის წინ შეიყვანეს. ექიმმა თქვა მალე დასრულდება პროცედურაო.
-მამა წამოდი კაფეტერიაში რამე შეჭამე, მშიერი იქნები. -მზრუნველი ტონით მიმართა გიორგიმ.
-არაფერი არ მინდა შვილო.
-მამა წაყევი გიორგის, თავს უნდა მიხედო. -შეევედრა მაქსიმეც.
-კარგი კარგი, წამოვალ. -დანებებულმა ამოილაპარაკა და გიორგის უკან მიჰყვა. მაქსიმეს გვერდით ალექსანდრე მიუჯდა, რომელმაც არ იცოდა ასეთ დროს რა ეთქვა და რით ენუგეშებინა მეგობარი.
-დედას, რომ რამე დაემართოს ვერ გადავიტან სან. -თავდახრილმა ამოილაპარაკა და თვალი იატაკზე ჰქონდა მიშტერებული.
-დამშვიდდი რა მაქსს, ნუ ნერვიულობ გთხოვ.
-ჩემი ბრალია ყველაფერი. -თვალები ერთიანად ჩასწითლებოდა.
-ნუ სულელობ რაღაცეებს მაქს, შენ არაფერ შუაში ხარ.
-სულ ჩემზე ნერვიულობდა.
-არამგონია ეს ყველაფერი ნერვიულობის ბრალი იყოს მაქსიმე, სავარაუდოდ ეს სიმსივნე დიდი ხანია არსებობს და დედაშენიც ვერ ხვდებოდა. -ამ საუბრისას ექიმიც გამოვიდა მათთან.
-გამარჯობათ, თქვენ ანა ფანგანის ნათესავები ხართ?
-დიახ ექიმო, მისი შვილი ვარ.
-პროცედურა უკვე დასრულებულია, მალე შეძლებთ მის ნახვას და შეგიძლიათ სახლშიც წაიყვანოთ.
-მადლობა ექიმო და კიდევ რაღაც მაინტერესებს.
-გისმენთ.
-მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ამ სიმსივნის გამომწვევი მიზეზი?
-სავარაუდოდ მძიმე მშობიარობა. შესაძლებელია ისეთ ვითარებაში არ წარიმართა მისი მშობიარობა , რომ დაზღვეული ყოფილიყო. დაზუსტებით მაინც ვერაფერს გეტყვით.
-კარგით ექიმო მადლობა. -აწყლიანებული თვალების დაფარვა სცადა მაქსმა და ექიმს გზა დაუთმო.
-ხედავ სან? მაინც ჩემი ბრალია.. მე რომ არა ის ჯანმრთელი იქნებოდა..
-ამხელა კაცი რამ გამოგაშტერა მაქსიმე? შენ რა შუაში ხარ? გადამრევს ეს მე რა! -გაბრაზებულმა ამოილაპარაკა ალექსანდრემ.
-რაც არის არის, ყველაფერი უნდა დავაჩქაროთ. გიორგის ქორწილზე დედას და ოჯახს ლილეს გავაცნობ შემდეგ კი, ქორწილიც მალე გვექნება. სასწრაფოდ ლილეს უნდა ველაპარაკო.
-ისე ნამეტანი მონდომებული ხარ და ის გოგო შემთხვევით გულში ხომ არ ჩაგივარდა? -გამომცდელად შეხედა მაქსიმეს.
-ნეტა სისულელეებს არ ამბობდე რა ალექსანდრე! -თვალები მომაბეზრებლად აატრიალა.
-ჰმ.. კაი გამოჩნდება ახლო მომავალში რა სისულელეებსაც ვლაპარაკობ! -გაეკრიჭა მეგობარს და პატარა ბავშვივით ენა გამოუყო.
-ბობშ! (ბავშვი) არ მიცნობდე მაინც ალექსანდრე ავალიანო!
-ზუსტადაც, რომ გიცნობ მაგიტომ ვამბობ. -გამარჯვებულის სახით უთხრა და მსუბუქი დარტყმაც მიიღო მისგან.
-ნუ ბოდიალობ რა! გირჩევნია ბატონ დიმიტრისთან დამეხმარო, რომ ერთი კვირა განმათავისუფლოს, რომ სვანეთში წავიდე და ლილეს მივხედო.
-ეგ საქმე მე მომანდე. შეგიძლია დღესვე წახვიდე იმ შენს პრინცესასთან. -დასცინა ისევ მეგობარს.
-შენთვის უკვე რძალი! -სერიოზული ტონით მიმართა მაქსმა და ალექსანდრემ კინაღამ გადაიხარხარა. ამ დროს გიორგი და მაიზერიც დაბრუნდენ კაფეტერიიდან და ანას სანახავად გაემართნენ. ანა თავს შედარებით უკეთ გრძნობდა და სახლში წაყვანაც შეიძლებოდა მისი. ცოტა გულზე მოეშვა ყველას და ოდნავ დამშვიდებულებმა წაიყვანეს ანა სახლში. მაქსიმემ თავისი საძინებელი დაუთმო დედ-მამას თვითონ, კი ძმას შეუერთდა. მეორე დილით სვანეთში დაბრუნდებოდნენ. ანა და მაიზერი სასტიკად ვერ იტანდნენ ქალაქის ხმაურს. თავისი მშვიდი სოფელი უყვარდათ ყველაზე მეტად. მაქსიმემ ცოტა ხანს სამსახურს მიაკითხა ალექსანდრესთან ერთად. უპასუხისმგებლოდ ვერ მოიქცეოდა. თავის უფროსს, დიმიტრის დაელაპარაკა და მანაც 2 კვირით გაანთავისუფლა სამსახურიდან. მაქსიმე კმაყოფილი დაბრუნდა შინ. საკმარისი დრო ჰქონდა ლილეს დასათანხმებლად, თუმცა უკვე იცოდა, რომ მალევე დაითანხმებდა ბოლოს და ბოლოს ის ხომ მაქსიმე გვიჩიანი იყო! ანას მშვიდად ეძინა. როდესაც ღამე ყველა საკუთარ თავთან მარტო დარჩა, ყველას ტკივილმა მოაკითხა. კარგად ხვდებოდნენ, რომ ანას ცოტა დრო ჰქონდა. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ხელიდან გამოსცლოდათ, ასე რომ თითოეული მათგანი მის ბედნიერებაზე იზრუნებდა, დარჩენილ დღეებს გაულამაზებდნენ. იმაზე ფიქრითაც კი, თუ როგორ გაუხარდებოდა მაქსიმეს ამბავი დედას, მაქსიმეს აბედნიერებდა. დედამისის ბედნიერება მისი ბედნიერება იყო და პირიქით. განსაკუთრებით მაიზერს სტკიოდა ანას მდგომარეობა. ისე გაგიჟებით უყვარდა თავისი ანა, რომ თუ ის ამ ქვეყნიდან წავიდოდა, უნდოდა თან მიჰყოლოდა. ფიქრში თავს გაუბრაზდა მაინც. მიუხედავად იმისა, რომ დიდი შვილები ჰყავდა მათ მაინც სჭირდებოდა. უნდოდა მასაც და ანასაც თავიანთი შვილიშვილებით ეხარათ. ანა, ხომ სულ რაღაც 66 წლის იყო. ასე ფიქრში მყოფთ, როგორც იქნა ჩაეძინათ. ღამეც როგორღაც მიილია და დილით მზადება დაიწყეს წასასვლელად. გრძელი დამღლელი გზის შემდეგ სახლამდე მივიდნენ და ცოტა მოისვენეს. გიორგი მშობლებს დაელაპარაკა.
-დედა, მამა ვიფიქრე და მინდა ქორწილი გადმოვწიო.
-რატომ გადაწყვიტე შვილო? -გაუკვირდა მაიზერს.
-რავიცი მამა დედაც უფრო გამხიარულდება და ოჯახიც. თანაც ორმა კვირამ არამგონია რამე შეცვალოს, ასე რომ ქორწილი 2 კვირაში იქნება.
-კარგია შვილო გამახარებ. -გაეხარდა ანას
-ხოდა ძალიან კარგი. სამზადისს დავაჩქარებთ მე და მაკო.
-დედე მე გავალ და ხვალ დავბრუნდები კარგი? რაღაც საქმეები მაქვს. -მაქსიმემ თბილად მიმართა დედას.
-რა საქმეები შვილო, ხომ მშვიდობა გაქვს?
-კი დედა მშვიდობაა. რა იცი იქნებ მეც მოგაყენო მეხუთე რძალი. -ეშმაკურად გაუღიმა მაქსიმემ და ანას თვალები უნდა გენახათ ,როგორ გაუბრწყინდა ამის გაგონებაზე.
-რა თქვი მაქსიმე? -გაკვირვებულმა წამოიძახა მაიზერმა.
-რა იყო მამა, რატომ გაგიკვირდა არ შეიძლება ვინმე მყავდეს? -იწყინასავით მაქსიმემ.
-შეიძლება შვილო, მაგრამ აქამდე არაფერი გიხსენებია.
-როგორ გამახარე შვილოო - შესციცინებდა თვალებში ანა.
-დედა საღამოს დავილაპარაკოთ კარგი? ახლა მეჩქარება. -ზედმეტი კითხვებისგან თავის არიდება სცადა. ჯერ ისედაც ლილესთან არ ულაპარაკია ამ თემაზე.
-კარგი შვილო, რახანც შენ ვიღაც გყავს ახლა რაღა მომკლავს!
-დროებით დედა თავს გაუფრთხილდი.
-დროებით შვილო.
სახლიდან ბედნიერი ღიმილით გამოვიდა მაქსიმე. უხაროდა, რომ მისმა ნათქვამმა გახალისა ანა. ახლა მხოლოდ მთავარი ციხე სიმაგრის აღება იყო საჭირო. თავის ინსტინქტებს თუ დაუჯერებდა, მოუწევდა თავისი ხერხებით მიდგომა ლილესთან, თორემ ეტყობოდა რა ჯიუტიც იყო და ჩვეულებრივი საუბრით ვერ დაითანხმებდა. მანქანაში ჩაჯდა და უშგულისკენ გაემართა.
^^^
უკვე ღამე იყო უშგულში, რომ ჩავიდა. ეზოს ჭიშკარი გააღო და მანქანა შიგნით შეაყენა. სახლში სინათლე არ ენთო და მიხვდა, რომ ლილეს ეძინა. ფრთხილად შევიდა სახლში და მისი მოძებნა დაიწყო. სამი სართული ისე აიარა ვერსად შენიშნა ლილე. უკვე მიხვდა სადაც იქნებოდა და გაბრაზებულმა მუშტები შეკრა. ვერასდროს იტანდა, როდესაც მის სურვილს ეწინააღმდეგებოდნენ და მეტიც, მის პირად სივრცეში იჭრებოდნენ. თავისი ოთახისკენ გაემართა ახლა უკვე მოურიდებლად, ხმაურიანი ნაბიჯებით. კარი შეაღო და უზარმაზარ საწოლზე მწოლიარე ლილე დაინახა. ემბრიონის ფორმაში მოთავსებულიყო და ბავშვივით მშვიდად ეძინა, საწოლის კიდეზე. თმები აჩეჩვოდა და არეულად ეყარა სახეზე. ოდნავ ჩაეღიმა და ვეღარც გაუბრაზდა, თუმცა სამაგიეროს მაინც გადაუხდიდა სვანი! ეშმაკურად ჩაიცინა, მაისური გაიხადა და წელს ზემოთ შიშველი გვერდით მიუწვა. ცოტახანს უყურა მის მშვიდ სახეს და ისიც ძილის მორევში გადაეშვა. გამთენიისას 6 საათი იქნებოდა წყურვილმა, რომ შეაფხიზლა ლილე და როგორც კი თვალები გაახილა, უცბად მწოლიარე მაქსიმე ვერ იცნო და კივილი მორთო. დაბღვერილი სახით წამოხტა მაქსიმე. გული გაუხეთქა ამ გადარეულმა გოგომ.
-რა.. რა გაყვირებს გოგო? -გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებს შორის.
-მაქსიმე.. აქ რას აკეთებ? -ცოტა დამშვიდდა, როგორც კი მაქსიმე ამოიცნო. როცა მიხვდა, რომ მაქსიმეს შეიძლებოდა მთელი ღამე მის გვერდით სძინებოდა ასეთ მდგომარეობაში, სახეზე ეგრევე აილეწა რაც მაქსიმეს არ გამოპარვია მხედველობიდან.
-შენი აზრით რას უნდა ვაკეთებდე საკუთარ საძინებელში? რა თქმა უნდა მძინავს! -უკმეხად მიუგდო პასუხი მაქსიმემ, ყველაფერთან ერთად სასტიკად ვერ იტანდა, როდესაც აღვიძებდნენ.
-მე მე.. -რას ბურტყუნებდა ვეღარ იგებდა ლილე.
-ხომ გაგაფრთხილე ამ ოთახში არ შემოხვიდეთქო?! -შებღვირა მან.
-კი გამაფრთხილე, მაგრამ.. -საცოდავად აიბუზა და თითების წვალება დაიწყო. რა ექნა მოსწონდა ეს ოთახი.
-როგორც ჩანს დაკეტვა მომიწევს, როდესაც აქ არ ვიქნები.
-აუ კაი რა მაქსიმე.. -მუდარიანი თვალები მიანათა მაქსიმეს.
-კაი მაშინ ჩემთან ერთად მოგიწევს ამ საწოლში დაძინება ორი კვირა! -გამარჯვებული სახით უთხრა და წარბი ოდნავ აუწია.
-რაა? -მის სიტყვებზე უარესად აწითლდა, თან უფრო უახლოვდებოდა მას წელს ზემოთ შიშველი მაქსიმე.
-დიახ ქალბატონო!
-ბავშვივით იქცევი რა!
-ლილე გადაწყვიტე ან დაწვები აქ ჩემთან ერთად, ან გახვალ სალომეს ოთახში და დამაძინებ! სალაპარაკო გვაქვს მერე!
-ხისთავიანი.! -თავი ვეღარ შეიკავა ლილემ და ხმამაღლა ამოიბურტყუნა, რაზეც მაქსიმეს აელეწა უკვე სახე. ახლა დისტანცია ნულამდე შეამცირა და კედელზე ააკრო ლილე, მის გულმკერდთან ერთად.
-გაიმეორე რა თქვი! -ყბები დაჭიმა სვანმა.
-ხისთავიანი! -ჯიქურ გაუშტერა თვალი სუნთქვა შეკრულმა და ერთიანად აწითლებულმა. სვანი იყო ისიც და რა თქმა უნდა არ დაეცემოდა! ახლა გაბრაზება თვალებში ჩაუდგა მაქსიმეს.
-იცოდე არასდროს გაბედო ასე მომმართო! და ასეთი ტონით! -წამიერად ლილეს თვალებში შიში ჩადგა, რაც ესიამოვნა ჯიუტ მაქსიმეს. -გასაგებია?!
-გასაგებია. -შეშინებულმა ძლივსღა უთხრა.
-ძალიან კარგი! შეგიძლია გახვიდე და დამაძინო. -მის სხეულს ოდნავ მოშორდა და უფლება მისცა გასცლოდა. ლილე კარებში გავიდა და მიიჯახუნა გასვლისას.
-ხისთავიანი! -ისევ ამოიბურტყუნა შედარებით ჩუმად ლილემ.
-ლილე მესმის!
-ხისთავიანი! -ხმამაღლა დაუყვირა გაცოფებულმა ლილემ მისგან მოშორებით, რომ დაიგულა მაქსიმე. გამწარებულმა მაქსიმემ სწრაფად გამოხსნა კარი და მისკენ გაემართა. ლილე გაიქცა და ამხელა კაციც გაეკიდა პატარა ბავშვივით. ხელში აიყვანა და ზურგზე შემოიგდო.
-ველურო დამსვი. შე ველურო! -შეწინააღმდეგება სცადა უშედეგოდ.
-ახლა გაჩვენებ როგორ უნდა ისტერიკები! -მაქსიმემ სალომეს საძინებელში შეიყვანა და საწოლზე დააგდო. სანამ ლილე წამოდგა კარებში გაუჩინარდა და კარებიც ჩაუკეტა. გაბრუნებისას კი მიაძახა.
-ყვავმა, ყვავს დასჩხავლა რა შავი ხარო! სვანი მაინც არ იყო. ხისთავიანო. -ლილეს გააჯავრა და გამარჯვებული სახით დაბრუნდა თავის საძინებელში. კომფორტულად მოკალათდა და ძილი შეიბრუნა. ლილემ ბევრი ლანძღა გულში ეს ხისთავიანი სვანი და ბოლოს მანაც გადაწყვიტა დაძინება. იცოდა მაინც არ გაუღებდა მაქსიმე კარს. ლილე, რომ გაიღვიძებდა, აუცილებლად გააბრაზებდა იმის გამო, რომ ოთახში ჩაკეტა. ასე მარტივად ვერ მოეშვებოდა.
^^^
მზე უკვე კარგად აცხუნებდა მაქსმა, რომ გაიღვიძა. გემრიელად გაიზმორა საწოლში და შემდეგ წამოდგა. ფანჯრიდან თვალი მოავლო არემარეს და სააბაზანოში გაემართა. გრილ წყალს მიუშვირა სახე და სხეული თვალდახუჭულმა. ამ დროს გაახსენდა დილის ამბავი და ჩაიცინა. ერთი სული ჰქონდა ლილეს აღაჟღაჟებულ ღაწვებს, როდის დაინახავდა და უარესად ააწითლებდა. თავი, რომ მოიწესრიგა მზაკვრული იდეაც დაებადა თავში. საცვალი ამოიცვა და პირსახოცი შემოიკრა. წელს ზემოთ კი შიშველი იყო. თავის აზრებზე, ისევ თვითონვე გადაიხარხარა და ლილეს ოთახისკენ წავიდა. გასაღებით გააღო კარი და შიგნით, რომ შევიდა გაბოროტებული ლილე დახვდა საწოლზე წამომჯდარი, ერთიანად გაწეწილი.
-ინება თქვენმა უდიდებულესობამ მონის განთავისუფლება!? -გაბრაზებულმა უთხრა და ახლაღა შეამჩნია პირსახოციანი მაქსიმე. სახეზე წამოწითლდა და გულში ოცნებობდა ეს გადარეული ბიჭი არ მიახლოებოდა.
-ისე კარგი სახელია მონა! -ირონიული ღიმილით უთხრა მაქსიმემ და ხელები გადაიჯვარედინა.
-ძალიან გამითამამდი! -ნაძალადევი სიმშვიდით უთხრა და ცდილობდა მისი შიშველი სხეულისთვის არ შეეხედა.
-რაო პატარა ქალბატონო რა წითელი ხარო? -გამომწვევად გაუღიმა და მისკენ წავიდა.
-რა სისულელეა, ეგღა მაკლია შენზე გავწითლდე! -დარწმუნებით წარმოთქვა და ნაბიჯებს უკან დგამდა სანამ კედელს არ აეკრო.
-კი როგორ არა! -ისევ დასცინა მაქსიმემ. -სად მიიწევ გოგონი?
-გამშორდიი ველურო! -მთელი სხეული აუთრთოლდა, როდესაც კედელზე მაქსიმესთან ერთად იყო აკრული და მის დიდ ტორებს წელზე გრძნობდა, შიშველ ადგილებზე.
-აკი არ ვწითლდებიო? ახლა კანკალიც დაიწყე? მმმ.. რა ველური ფისო ხარ.. მიყვარს ველური ფისოები.. -ვნებიანად ამოილაპარაკა მის ყურებთან და თვალებმიბნდელის მიაშტერდა.
-გაეთრიეეე! -ძლივს ამოილუღლუღა და მის ხელებში აფართხალდა, რომ მოშორებოდა როგორმე.
-ნუ ფართხალებ, თორემ ეს პირსახოცი ჩამომეხსნება და მერე ვერაფერი გამაჩერებს! -ისევ ისე ვნებიანად ამოილაპარაკა და უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე, თუმცა ფართხალი ისევ გააგრძელა და მაქსიმეც მოშორდა წამში. ამ დროს კი ხმა გაისმა , როგორ დავარდა პირსახოცი და ელდანაკრავმა ლილემ ზურგი აქცია მაქსიმეს.
-შე ველურო ეს გინდოდა?! -ერთიანად დაუარა რაღაც შეგრძნებამ მტელ სხეულში ლილეს. ამ დროს კი ისე ახარხარდა მაქსიმე უარესად გაბრაზდა ლილე და ისევ მისკენ შეტრიალდა. ტრუსის ამარა, რომ დახვდა მაქსიმე მიხვდა, რომ სპეციალურად გაუკეთა მისთვის ნერვები, რომ აეშალა.
-ფუ შე გარყვნილო კაცო! შე ჰორმონებ დაჩაგრულო! პატარა გოგოს გაგიჟება გინდოდა არა!? ვერ მოგართვი! -მისკენ გაემართა ლილე და სახეში გარტყმა დააპირა, რომ მაქსიმემ დაიჭირა და საწოლზე დააგდო. მიუახლოვდა მის ზემოდან აღმოჩნდა. ლილე ვეღარც ინძრეოდა, გაშტერებული უყურებდა მაქსიმეს მშვიდ თვალებს.
-რრრ.. რას აკეთებ? -ძლივს ამოილუღლუღა
-გინდა გაჩვენო როგორი ჰორმონებ დაჩაგრული ვარ? -ისევ იმ მშვიდი თვალებით უთხრა და ისედაც დაბნეული ლილე უარესად დააბნია.
-მომშორდი.. -ისევ ისე ამოიბურტყუნა და მაქსიმე ახარხარებული მოშორდა.
-რა იყო პატარა ქალბატონო ჰორმონებმა დაგჩაგრესო? -უკვე ბოლო ხმაზე ხარხარებდა.
-შე ველურო გაბრძანდი აქედან და გირჩევნია ჩაიცვა! -გამწარებულმა გამოსცრა კბილებს შორის.
-ნუ ფრთხი ჩიტო. მოგიწევს მიეჩვიო ჩემს ასეთ ფორმაში ნახვას.! -გამომწვევად შეხედა და ტუჩი გაილოკა მაქსიმემ.
-ღმერთო ეგეთი რა შეგცოდე ეს, რომ გამომიგზავნე სასჯელად? -ზემოთ ააპყრო თვალები ლილემ და დაღლილმა ამოილაპარაკა.
-სასჯელი არამგონია, უფრო ღვთის საჩუქარი ვარ! -კმაყოფილმა ამოილაპარაკა.
-კი, როგორ არა!
-ნუ ფრთხი ჩიტო ნუ ფრთხი! მოწესრიგდი და სამზარეულოში ჩამოდი შენთან წინადადება მაქვს! -ესღა უთხრა მაქსიმემ და კიბეზე დაეშვა.
-ხისთავიანი, ველური, გარყვნილი! -ბურტყუნებდა ისევ ლილე და სასწრაფოდ სააბაზანოსკენ გაიქცა. სწრაფად გადაკეტა კარები და კარებზე მიჯახებულ მაქსიმეზე გულიანად გადაიხარხარა.
-აი ასე მოგიხდება ბოროტო მბრძანებელო! -გასძახა გამარჯვებული ტონით.
-დამაცა ჯერ შენ! გამოხვალ სულ მანდ კი არ იქნები!
-ოდელია დელაა ოდელია დელაა! -ჩაიმღერა ლილემ და ონკანი მოუშვა.
-საინტერესოა ჩემს მკლავებში როგორ იღიღინებ! -ხმამაღლა გასძახა და წამსვე გაიგონა ლილეს , როგორ აუტყდა მწარე ხველება.


ტკბილებო მოგიცუნცულეთ მესამე თავიც :დ <3 იმედია მოგეწონათ ჩემი გიჟები :დდ^^



№1  offline წევრი დარინა

იცი როგორ მომწონს ეს წყვილი, ლილე ზუსტად ისეთივეა როგორიც მაქს შეეფერება, წინასწარ ვგრძნობ ამათი თანაცხოვრება სასწაულად მაგარი იქნებაა, მალე მინა ახალი თავი ლილეს რეაქცია მაინტერესებს მაქსიმეს ცოლობაზეეე, ალექსანდრეს და მარიამის წყვილი დავგეგმე ჩემით.

 


№2  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ვაიმეე როგორ გამიხარდიიი :*
დღეს დიდი დღეათქო ვთქვი და მართლააც ეგრეეეააა ♥
აუუ როგორ აგიჟებს ეგ "ისთავიანი" ლილეს :დ
არც ლილემ არ უნდა დააკლოს იცოოდეეეე :დდ
რამის მთელი თავი ღიმილით ჩავიკითხე :დ
წინ ძალიან მხიარული თავები გველის, როგორც ჩანს, (ნუ ეხლა მთლად არა მაგრამ მაინც)
ისე რო რამე არ გინდა დღესაც დადოო?? :)
♥♥
#მიხარიხარნუცა ♥

 


№3  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
ვაიმეე როგორ გამიხარდიიი :*
დღეს დიდი დღეათქო ვთქვი და მართლააც ეგრეეეააა ♥
აუუ როგორ აგიჟებს ეგ "ისთავიანი" ლილეს :დ
არც ლილემ არ უნდა დააკლოს იცოოდეეეე :დდ
რამის მთელი თავი ღიმილით ჩავიკითხე :დ
წინ ძალიან მხიარული თავები გველის, როგორც ჩანს, (ნუ ეხლა მთლად არა მაგრამ მაინც)
ისე რო რამე არ გინდა დღესაც დადოო?? :)
♥♥
#მიხარიხარნუცა ♥

ნუ ფრთხი ჩიტოო :დდ <3 შენ ხო არ იცი რას გიმზადებ :დდ ^^ და საერთოდ რაები გველის წინ უუჰ :დდდდ <3

დარინა
იცი როგორ მომწონს ეს წყვილი, ლილე ზუსტად ისეთივეა როგორიც მაქს შეეფერება, წინასწარ ვგრძნობ ამათი თანაცხოვრება სასწაულად მაგარი იქნებაა, მალე მინა ახალი თავი ლილეს რეაქცია მაინტერესებს მაქსიმეს ცოლობაზეეე, ალექსანდრეს და მარიამის წყვილი დავგეგმე ჩემით.

მალე იქნება ჩემო კარგო. მადლობა, რომ კითხულობ❤❤

 


№4  offline მოდერი pekhshvela

a.bochorishvili
ეს ხისთავიანი რო აგიჟებს ხო კაია? ნუ დამიჩაგრე შენ ლილე, მომდევნო თავში სასწაულები გააკეთებინე ლილეს და მერე ნახოს მაქსმა ჰორმონებით თამაში, ძაან მომწონს და მალე დადე რაააა

მალე დავდეებ ^^ როგორ მიხარია, რომ მოგწონთ <3

 


№5 სტუმარი Hdid

Dges dadebb?

 


№6  offline მოდერი pekhshvela

Hdid
Dges dadebb?

ახლა ვწწერ და წესით უნდა დავდო მოგვიანებით <3

 


№7  offline მოდერი Mathew

აუ დამთავრება არ მინდოდა.
როგორ შემიყვარდა ეს ორიი.
ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის წავიკითხავ და როდის ვისიამოვნებ )))

 


№8  offline მოდერი pekhshvela

Girl with pretty smile
აუ დამთავრება არ მინდოდა.
როგორ შემიყვარდა ეს ორიი.
ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის წავიკითხავ და როდის ვისიამოვნებ )))

ძალიან მალეე <3 12ის მერე დავდებ ^^ წინ ისეთები გელით რომ :დდ

 


№9  offline მოდერი pekhshvela

მარტო სახლში
ძალიან კარგია ველოდები ახალ თავს ♡

მადლობაა <3

 


ვაიმეეეე რა ცეცხლი ტრიალეეეეებს ჰუუუუჰ, დავიწვი და დავიფუფქე joy joy შემდეგს ველიიიი,უკვე ვგიჟდები "ჩემს ჰორმონებდაჩაგრულ" ბიჭზე satisfied heart_eyes heart_eyes

 


№11  offline მოდერი pekhshvela

შემოდგომის-ფერი
ვაიმეეეე რა ცეცხლი ტრიალეეეეებს ჰუუუუჰ, დავიწვი და დავიფუფქე joy joy შემდეგს ველიიიი,უკვე ვგიჟდები "ჩემს ჰორმონებდაჩაგრულ" ბიჭზე satisfied heart_eyes heart_eyes

შე ჰორმონებ დაჩაგრულო ქალო ????❤

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ჰორმონებ დაჩაგრულიო ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent