ბრუნვადი გრძნობები(10)
ზუსტად 15 დღე მოუწია ბათუმში ყოფნა მაქსიმეს. თითქმის ყოველდღე ურეკავდა და მოიკითხავდა მარიამს.უბრალოდ დღის ამბებს გაცვლიდნენ და მორჩა. ბევრს არ ლაპარაკობდნენ. არ უნდოდა მაქსიმეს, ფიქრში ხელი შეეშალა და ზედმეტად არ აწუხებდა,მაგრამ ყოველდღე რომ არ გაეგო მისი ხმა,ამის გარეშე არ შეეძლო. მარიამიც თავისებურად ფიქრობდა მაქსიმეზე. ბოლო პერიოდში,კვირაში 2-3ჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ახლა მთელი 15 დღე იყო არ ენახა და გულის სიღრმეში ენატრებოდა.მასთან თავს ძალიან მშვიდად და კომფორტულად გრძნობს და აშკარად აკლია. არ იცის ამ გრძნობას რა დაარქვას. უკვე რამდენიმე თვეა,რაც ერთმანეთს ხვდებიან. 7 თვე გავიდა მას შემდეგ,რაც მაქსიმე სიყვარულში გამოუტყდა ა ამ ხნის მანძილზე,ბევრი მოგონება დაუგროვდათ. ყველა წამს იხსენებს მასთან გატარებულს და სასიამოვნოდ ეღიმება. ეს ბიჭი ნამდვილად ბედნიერებას ასხივებს,რაც ეს დღეებია ძალიან აკლია. უყვარს? ამ კითხვას თავის თავსაც ხშირად უსვამს და დაზუსტებული პასუხი არ აქვს. განა ასე მარტივია შეყვარება? მაგრამ რატომ მარტივი? თუ მათეს შეყვარება ასე ზედაპირულად შეძლო, რატომ არ არის შესაძლებელი რომ მაქსიმე,რომელთანაც ასეთი სასიამოვნო და ძალიან დასამახსოვრებელი მომენტები გაატარა, შეყვარებოდა? რაღაც საოცარ გრძნობებს რომ იწვევს მასში,რომ აკლია,ენატრება და მასთან უნდა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? განა სიყვარულს სხვა რამ ახასიათებს თუ არა ეს გრძნობები? ალბათ ესეც სიყვარულის ერთგვარი ფორმაა. არა,მეტი არ შეუძლია. რომ ჩამოვა მაქსიმე,აუცილებლად დაელაპარაკება და დადებით პასუხს გასცემს მის შემოთავაზებაზე. აუცილებლად გახდება მისი შეყვარებული და ძალიან ბედნიერი იქნება. ამ ფიქრებში,სასიამოვნოდ ჩაეძინა მარიამს. მეორე დღეს მაქსიმე ჩამოდიოდა და ერთი სული ჰქონდა ენახა და პასუხი ეთქვა,რომელსაც ისიც, დარწმუნებული იყო სულმოუთქმელად ელოდებოდა. დილით დადებითი ემოციებით დამუხტულმა გაიღვიძა. კვირა იყო და არსად ეჩქარებოდა. სახლი დაალაგა,თავი მოიწესრიგა და ყავა გაიმზადა. ის იყო დივანზე დაჯდომას აპირებდა,კარზე ზარი დარეკეს. -ასე ადრე ჩამოვიდა?-გაღიმებული წავიდა კარისკენ,მაგრამ ღიმილი სახეზე მიეყინა,კარებში სალომე რომ დაინახა. -გამარჯობა-ჩვეულებრივად მიესალმა სალომე. მარიამმა უხმოდ შემოუშვა და კარები დაკეტა -რამ შეგაწუხა?-ცოტა ირონიულად ჰკითხა -რა იყო,გაღიზიანებს ჩემი დანახვა?-არც მან დააკლო -უბრალოდ გამიკვირდა რომ მოხვედი,არ გელოდი-მხრები აიჩეჩა და დივანზე ჩამოჯდა.სალომემაც მას მიბაძა -ბოლო დროს ურთიერთობა თითქმის არ გვაქვს და არ მომწონს ასე-დაიწყო სალომემ-შენც არ შემეხმიანე საერთოდ-მარის გაეცინა -და რატომ არ გვაქვს ურთიერთობა? -ორივემ დავაშავეთ-დამნაშავედ ჩაილაპარაკა -მე არ ვთვლი,რომ რამე დავაშავე!-კატეგორიულად განაცხადა მარიამმა- მე შენი ბედნიერებისთვის ხელი არასდროს შემიშლია ჩემი გრძნობით და არც პრობლემები შემიქმნია არავისთვის.ჩემი ერთადერთი დანაშაული ისაა,რომ შენ გაგიმხილე ეს და შენ კიდევ ყველას გაუმხილე-ბოლო სიტყვაზე ირონიულად გაეღიმა -ვიცი და ბოდიშს გიხდი -ჩემგანაც ელი ბოდიშს რადგან მათე მიყვარდა? -მინდა რომ ეს ამბავი დავივიწყოთ და განვაგრძოთ სადაც გავჩერდით იქედან. ძალიან მაკლიხარ-ნაღვლიანად უთხრა -თუ ეგრე გინდა...-მხრები აიჩეჩა-მაგრამ ცოტათი იმედგაცრუებული ვარ შენი საქციელების მერე-მაინც ვერ მოითმინა -ვიცი და მინდა მაპატიო და შევრიგდეთ -ყავას ხომ დალევ?-უთხრა და სამზარეულოსკენ წავიდა,რადგან იცოდა უარს არ იტყოდა -რა თქმა უნდა-გაეღიმა -მაქსიმე დღეს ჩამოდის-დაიწყო უცებ სალომემ და ყავა მოსვა -ხო,ვიცი-უნებურად გაეღიმა -თქვენ ორს რა ურთიერთობა გაქვთ?-ინტერესით ჩაეკითხა -ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს-მოკლედ მოუჭრა -უყვარხარ ხომ?-ლამის სუნთქვა დაავიწყდა სანამ პასუხს მოისმენდა,არადა იცოდა რომ უყვარდა -კი-ჩუმად ჩაილაპარაკა- და უნდა შეყვარებულები გავხდეთ-მაინც უთხრა ბოლო შემოთავაზების შესახებ.სალომეს თვალები გაუფართოვდა -რა? ეგ შემოგთავაზა?-გაოგნებული იყო -ხო -და შენ დათანხმდი? -ჯერ არა -ანუ? -ანუ არ ვიცი რას ვიზამ-მხრები აიჩეჩა -შენ რას გრძნობ მის მიმართ? -მასთან ძალიან კარგად ვარ-გულწრფელად უპასუხა -და გინდა რომ მასთან იყო?-სასოწარკვეთილმა ჰკითხა -მინდა-დაზუსტებით უპასუხა -ვაიმე-წამოიკივლა უცებ- არა რა, მე არ მინდა..თქვენ.. მერე მე და შენ.. აუ მარ, გეხვეწები რა,ეგ არ ქნა-არეულად დაიწყო ლაპარაკი-შენთვის ჩვენი მეგობრობა რამეს ნიშნავს?-ჰკითხა ბოლოს. მარიამი სალომეს რეაქციამ გააოგნა -რა თქმა უნდა -მერე? გინდა რომ მე დამკარგო? შენ და მაქსიმე თუ ერთად იქნებით, მე ვერ ვიქნები შენთან ისევ ისე,როგორც ადრე. არ შემიძლია. არ მინდა,არ ქნა რა ეგრე-ემუდარებოდა -სალომე,რატომ გაქვს ასეთი საშინელი რეაქცია?-მართლა გაოგნებული იყო -არ მინდა ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩემს ძმასთან რომ იყოს-საოცარი არგუმენტი მოიყვანა -შენი ძმისთვის შეუფერებლად მიგაჩნივარ?-ირონიულად ჰკითხა -არა რა თქმა უნდა -აბა,გგონია რომ არ მიყვარს და უბრალოდ გატეხილი გულის გამთელებას მასთან ვცდილობ და გგონია მისი გრძნობებით ვითამაშებ? -ცუდად იგებ მარიამ -მე საერთოდ ვერ ვიგებ რატომ გაგაგიჟა ასე ამ ამბავმა -არ მინდა და მორჩა-კატეგორიული იყო-თუ შენ მაქსიმეს დათანხმდები და მისი შეყვარებული გახდები, მე დამკარგავ -ულტიმატუმს მიყენებ? პატარა ბავშვივით ხომ არ ჭირვეულობ?-გაბრაზდა მარიამი -ახლა გამოჩნდება მართლა ჩემი მეგობარი იყავი თუ არა-ჩაისისინა სალომემ და მისი მანიპულირება სცადა -მე რომ მაქსიმეს დავთანხმდე, ეს ჩვენს მეგობრობაზე არ უნდა აისახოს და ეს საერთოდ არაფერ კავშირში არაა ჩვენს მეგობრობასთან სალომე,ძალიან ართულებ ყველაფერს -არაფერსაც არ ვართულებ.რატომ არ გესმის რომ არ მინდა თქვენ ერთად იყოთ? -არ მესმის და არც მინდა გავიგო,თანაც სერიოზული არგუმენტი ვერ მოგყავს რატომ ხარ წინააღმდეგი. შენ როდესმე ვინმეს ეკითხებოდი აზრს ვინ შეგყვარებოდა და ვისთან ყოფილიყავი? რატომ გგონია რომ მე უნდა გავითვალისწინო ამ შემთხვევაში?-ცოტაც და იფეთქებდა,ნერვები საშინლად მოუშალა მისი არაადეკვატურობით -ეს სხვა სიტუაციაა -არა,ეს ჩვეულებრივი სიტუაციაა სადაც 2 ადამიანს მოსწონს ერთმანეთი -ანუ აპირებ დათანხმდე ხო? -არ ვიცი,მაგრამ ასეც რომ მოხდეს პრობლემას მართლა ვერ ვხედავ ამაში -დაიმახსოვრე მარი, თუ შენ მას დათანხმდები, მე დამკარგავ და აწი შენ გადაწყვიტე როგორ მოიქცევი-დაუყვირა გამწარებულმა და გიჟივით გავარდა სახლიდან. მოკლედ, პრობლემები არ ელევა. არადა როგორმა ბედნიერმა და იმედიანმა გაიღვიძა და ყველაფერი ჩააშხამა სალომემ.ყველაფრის მიუხედავად მაინც უყვარს და არ უნდა მეგობრის საბოლოოდ დაკარგვა,მაგრამ მაქსიმეს დაკარგვაც რომ არ უნდა? როგორ უნდა მოიქცეს? თავსატეხი გაუჩინა ახალი. -რატომ არ შეიძლება ბედნიერება მეც მეწვიოს?-ოხვრით ამოთქვა. დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. არ ახსოვს ასე უძრავად რამდენ ხანს იჯდა და ფიქრობდა. მერე გონს მოეგო.ჭიქები სამზარეულოში გაიტანა და გარეცხა. 1 საათში ისევ ზარი იყო, 1 საათის წინანდელი ნანატრი ზარი. ნაღვლიანი წავიდა კარებისკენ და გააღო თუ არა,ეგრევე ჩაეხუტა მაქსიმეს. მონატრებამ სძლია და თავი ვერ შეიკავა.მაქსიმეს გაეღიმა. ასე ჩახუტებულები შემოვიდნენ შიგნით -რომ იცოდე როგორ უსაშველოდ მომენატრე-თავზე აკოცა და დივანზე გვერდით დაისვა. მარიამი ხმას არ იღებდა. ეხუტებოდა და ჩუმად იჯდა. უნდოდა ყველაფერი ეთქვა და ეხარებინა რომ მასაც უნდა მასთან და რომ თანახმაა მისი შეყვარებული გახდეს,მაგრამ ხმა ვერ ამოიღო.რამე რომ ეთქვა ტირილს დაიწყებდა -შენ არ მოგენატრე?-ჰკითხა განხიბლულმა,როცა მარიამისგან არანაირი რეაქცია არ იყო. მარიამმა უბრალოდ თავი დაუქნია -ცუდ ხასიათზე ხარ-დაასკვნა-ლაპარაკი არ გინდა?-ხელი ნიკაპქვეშ ამოსდო და თავი ააწევინა. მარიამმა თავი ვერ შეიკავა და ცრემლები გადმოსცვივდა,ამის დანახვაზე მაქსიმეს თვალები გაუფართოვდა -მარიამ,ნუ გამაგიჟებ ახლა,თქვი რამე. რა მოხდა?-ნერვიულად ჰკითხა და შუბლზე აკოცა -მომენატრე-ამოისლუკუნა და თავი მის მკერდში ჩამალა.მაქსიმეს გაეცინა -და ამიტომ ტირი?-არაფერი უპასუხა. მაქსიმე მიხვდა,რომ დამშვიდება სჭირდებოდა და ცოტა ხანი აცადა -ბოდიში რა, უნებურად მოხდა-თავის მართლება დაიწყო მარიმ, როცა ცოტათი დამშვიდდა და მიხვდა რომ ლაპარაკი შეეძლო -რეებზე მებოდიშები,არ გრცხვენია?-თავზე მიეფერა-მშვიდობა გაქვს?-ძალიან თბილად ჰკითხა -არ გვინდა ამაზე ლაპარაკი,კარგი?-ახლა ნამდვილად არ უნდოდა სალომეზე საუბარი -კარგი,როგორც გინდა-გაუღიმა ცოტა ხანი არც ერთი არაფერს ამბობდა -ვიცი,ახლა არ ხარ შესაფერის განწყობაზე,მაგრამ ვკვდები ისე მაინტერესებს შენ რა გადაწყვიტე?-ვერ მოითმინა მაქსიმემ.აქ მარიამი შეცბა. აღარ იცოდა რა ეპასუხა -მაქსი.. მე ბევრი ვიფიქრე- ცოტა პაუზა გააკეთა- მგონი ცოტა დრო კიდევ გვინდა ხო? -დრო რისთვის?-ნერვიულად გაეცინა მაქსიმეს- არ გინდა ჩემთან ყოფნა ხომ? მე ვიჩქარე ეს რომ შემოგთავაზე-ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა -არა,არა,შენ არაფერ შუაში ხარ-შეწუხდა მის არასწორ დასკვნაზე -როგორ არა, არ გინდა ეს ურთიერთობა შენ და უბრალოდ დროს წელავ,რომ იქნებ დროის გასვლის შემდეგ რამე შეიცვალოს-დასევდიანდა -ასე არაა. მე მინდა შენთან-ბოლოს უთხრა,რადგან ვერ უყურებდა მის ნაღვლიან სახეს და თან არასწორად ფიქრობდა. ეს კი არ უნდოდა -რა თქვი?-თავი უცებ წამოჰყო -ხო, მე მინდა შენთან ყოფნა,მაგრამ არ შემიძლია-დააყოლა -რას ნიშნავს გინდა მაგრამ არ შეგიძლია?-გაურკვეველმა პასუხმა ძალიან დააბნია -სალომეს ჩვენი ურთიერთობა არ მოეწონება-შემოვლითი გზით მიანიშნა -ეგაა რაც გაწუხებს?-გაოცებულს გაეცინა-ანუ გინდა ჩემთან,მაგრამ სალომეს გამო იკავებ თავს? -ხო -სალომე ჩემი დაა და ძალიან მიყვარს,მაგრამ არ მგონია მასთან რამის ახსნა და მტკიცება გვჭირდებოდეს მარიამ -მე არ მინდა მისი დაკარგვა -არც დაკარგავ. ამის გამო რატომ უნდა დაკარგო?-გაეცინა და ხელებზე მიეფერა. მარიმ არაფერი უპასუხა და ერთ ხანს ჩაფიქრდა -მაქსი,მგონი მიყვარხარ-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, ძალიან ჩუმად უთხრა. ამ მომენტში სხვა ვერაფერზე ფიქრობდა,მხოლოდ ეს სიტყვები მოსწყდა მის ბაგეებს. -მომესმა ხომ?-ყურებს არ უჯერებდა,შოკში იყო. მარიამმა უარის ნიშნად თავი გააქნია.მაქსიმემ ერთ ხანს უყურა თვალებში და მერე ბედნიერმა ძალიან,ძალიან მაგრად ჩაიხუტა და მხურვალედ აკოცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.