შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (4)


27-05-2018, 00:11
ავტორი pekhshvela
ნანახია 5 695

-დამაცადე! ჯერ დამაცადე გვიჩიანო! შურს ვიძიებ ჩემი გამწარებისთვის! -ჩუმად ამოიბურტყუნა მოსულიერებულმა და სახეზე წყალი შეისხა. სარკეში, რომ ჩაიხედა კინაღამ გული გაუსკდა თმები ისეთ დღეში ჰქონდა. გულში ისიც კი გაიფიქრა „ასე ვიდექი მაქსიმესთანო?“. საკუთარ ფიქრებზე გაბრაზდა და სხეული გრილ წყალს შეუშვირა. გრძელი პირსახოცი შემოიკრა და სწრაფი ნაბიჯებით სალომეს ოთახისკენ გასწია. მაქსიმეს რომ არ, დაენახა. კარეები მიიკეტა და რა თქმა უნდა ისევ სალომეს ტანსაცმელებში აარჩია ჩასაცმელი.
-ღმერთო ამ გოგოს საოცარი გემოვნება ჰქონია! -თქვა მას შემდეგ, რაც სალომეს ყვავილებიანი მოკლე სარაფანი მოირგო ტანზე. იქვე მდგარ უზარმაზარ სარკეში თავი შეათვალიერა და თავისი წელამდე ყავისფერი თმა გაიშალა, რომელიც მის თვალის ფერს საოცრად უხდებოდა. მოკლე სარაფანი კარგად გამოკვეთდა მის სწორ და თხელ ფეხებს. 20 წლის გოგოს კვალობაზე, მეტად სექსუალური იყო. მკერდიც საკმარისად შევსებული ქონდა, სარაფნის გულიდან კი სულ ოდნავ მოჩანდა მისი მკერდის ზოლი. ასე, რომ დრო იყო მაქსიმეს ჰორმონებზე ეთამაშა. კიბეზე ფრთხილად დაეშვა და ასევე სიფრთხილით შეიხედა სამზრეულოში სადაც მაქსიმე „ფუსფუსებდა“. კარგად, რომ დაზვერა სიტუაცია მაშინღა გადაწყვიტა შესვლა. თმები უკან გადაიყარა და თავისი ლავიწები გამოიჩინა, რომელიც გამოკვეთილად ემჩნეოდა. თავისი ბავშვური ჭკუით გადაწყვიტა, სექსუალური მიხვრა მოხვრით შესულიყო. შიგნით შევიდა ვაი ვაგლახით და სველ იატაკზე ისე მოუცუდა ფეხი, პირდაპირ დაეჯახა მაქსიმეს და რომ არა მისი ძლიერი მკლავები, პირდაპირ იატაკს ჩაეხუტებოდა სახით.
-პატარა ქალბატონო რა დაბნეული დადიხარო? -ეშმაკურად ჩააჩერდა თვალებში. თან ისე ახლოს ჰყავდა ლილე, რომ მისი ცხვირი ლილეს შუბლს ედებოდა.
-დაბნეული არა იხვის ტოლმა! რომ ფუსფუსებ, აქ კარგი დიასახლისივით, წყალი რომ დაგეღვარა ვერ შეამჩნიე?
-წყალი დავღვარე რა მშოობიარობა კი არ დამეწყო! -ეცადა ლილე, მოეყვანა ხასიათზე, რომ უკეთესად დალაპარაკებოდა. მის სიტყვებზე ლილე უკან გახტა და ისეთი იხარხარა , რამის ისევ იატაკზე აღმოჩნდა.
-მასხარა ხარ რა ბოროტო მბრძანებელო! -მიმართა სიცილით.
-ფრთხილად იყავი ხო ხედავ სველია! -ისევ აქეთ გამოსწია თავისი ხელებით და მაგიდასთან დასვა.
-ოჰოო რა მზრუნველი ხართ ბოროტო მბრძანებელო?! -წარბი აუწია ლილემ.
-ეგ ბურთები ისე მიმზეერენ მაგ კაბიდან, რომ მეშინია არაფერი მოუვიდეთ.! საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ მერე! -თავი ვეღარ შეიკავა მაქსიმემ და ლილეს სასაცილოდ აწითლებულ სახეზე გადაიხარხარა.
-ეგ შენი გარყვნილი თვალები, როგორც ჩანს ყველგან დაძვრებიან! სადაც ეკითხებიან და არ ეკითხებიან! -გამწარებულმა გამოსცრა კბილებს, შორის, თითქოს სპეციალურად არ ჩაეცვა ეს კაბა, რომ მაქსიმე გაეგიჟებინა, თუმცა, ისევ თვითონ დარჩა გაგიჟებული.
-რომ არ გინდოდეს ამ თვალების ძრომიალი შენს ტანზე, მაგ კაბას კი არ ჩაიცმევდი! -ვნებიანად უთხრა და სულ გამოიყვანა წყობიდან.
-მაქსიმე რა გინდა? რატომ არ მეშვები!?
-არაფერი რა უნდა მინდოდეს? რავიცი აგერ კარტოფილი შევწვი და მშია, შენ არა? -ისე შეხედა ვითომც არაფერი მომხდარაო წამის წინ და სახე საოცრად დაალაგა.
-ნამდვილი სასჯელი ხარ მეტი არაფერი! -თვალები აატრიალა ლილემ.
-კარგი ვსო აღარ გაბრაზებ, უბრალოდ რაღაცას გთხოვ კარგი?
-რა გინდა?! -სულერთია ტონით ჰკითხა ისე, რომ მისკენ არც მიუხედავს.
-ჭვიშტარის გაკეთება იცი?
-ვიცი, მერე?
-რა და გაუკეთე მერე შენს მომავალ ქმარს, აინტერესებს ერთი გამოადგები თუ არა! -წარბები ზემოთ აზიდა გვიჩიანმა და მის რეაქციას დაელოდა ეშმაკური ღიმილით. ლილემ კი ვერც გაიაზრა წესივრად რა უთხრა მაქსიმემ და მშვიდად უპასუხა.
-შენ ეგრე მიშალე ნერვები და ჭვიშტარს კი არა კუბოს... -სიტყვა გაუწყდა, როდესაც სიტყვა „ქმარი“ გაახსენდა.- მოიცა რა? რა თქვი მაქსიმე? -გაშტერებული უყურებდა მაქსსიმეს.
-რა ვთქვი ისეთი? -გაიკვირვა მოჩვენებით მაქსიმემ.
-გაიმეორე რა თქვი!
-როდის რა ვთქვი?! -თვალები მომაბეზრებლად აატრიალა მაქსიმემ.
-აი წეღან ჭვიშტარის გაკეთება, რომ მთხოვე რა თქვი კიდევ!?
-აა ხოო , უი გამახსენდა. რა გაგიკვირდა ცოლად, რომ მომყვები არ იცი? -გაკვირვებული და ვითომ უცოდველი თვალები მიაპყრო ლილეს.
-ცოლად არა კიდე ბებოდ! მასხარა ხარ ნამდვილი არაფერი შენ არ გეშველება. თუ ვერ მიტან და არ გსიამოვნებს შენს სახლში, რომ ვცხოვრობ მითხარი და წავალ არ არის პრობლემა. არ არის საჭირო ამდენი ნერვების მოშლა და ჩემი მასხრად აგდება. -ამდენი მომხდარისგან დაღლილმა ძლივს ამოილაპარაკა ლილემ და კინაღამ ტირილი აუტყდა. თვალები ჩაუწითლდა და გასასვლელისკენ წავიდა მაქსიმემ, რომ დაუჭირა ხელი.
-ლილე მოიცა..
-რა იყო მაქსიმე პირდაპირ ვერ მეუბნებოდი, რომ ჩემი გაგდება გინდოდა? ამდენ საქციელს ჯობდა პირდაპირ გეთქვა! წავიდოდი.. -ხმაგამტყდარმა ამოილაპარაკა და მაქსიმეს გულში თითქოს რაღაც ეტკინაო. ამდენ გიჟობებთან ერთად მაინც ატკინა გული ლილეს. ვერ ხვდებოდა, მაგრამ ლილე მისთვის უბრალოდ პატარა გოგო არ ყოფილა, ის „პატარა ქალბატონი“ იყო.
-არა ლილე, მე ამის თმა არ მინდოდა. მოდი ვილაპარაკოთ სად მიდიხარ. -ეცადა ტონი შეეცვალა და ხმა დაუთბა.
-არ გინდა მაქსიმე, გამიშვი.. წავალ.. -საოცრად მშვიდი და სევდიანი იყო, ახლა ლილე.
-არსადაც არ წახვალ, სალააპარაკო მაქვს შენთან. სერიოზული! -გადაწყვიტა სერიოზულად დალაპარაკებოდა. კი უჭირდა ეს სერიოზული „თემები“, მაგრამ გრძნობდა სხვანაირად მას ვერ დაითანხმებდა.
-კარგი გისმენ! -დანებებულმა ამოილაპარაკა.
-წამო მისაღებში გავიდეთ. -თბილად მიმართა და მისაღებისკენ წაიყვანა. დივანზე ჩამოსვა და მის პირდაპირ, იქვე მდგარ მაგიდაზე ჩამოჯდა თვითონ.
-მითხარი მაქსიმე რა ხდება? და რას ნიშნავდა წეღან შენი ლაპარაკი თუ ხუმრობა.?!
-არ მიხუმრია, სიმართლე გითხარი. ცოლად უნდა გამომყვე.!
-რას ქვია უნდა გამოგყვე?! -გაკვირვებულს სიმწრით ჩაეცინა. -როგორც ვიცი ხელს სთხოვენ ხოლმე ამ დროს და ეკითხებიან. სხვა დანარჩენს, რომ თავი დავანებოთ!
-სხვა გზა არ გაქვს! -მაინც ვერ ინარჩუნებდა ამ სერიოზულ ტონს მაქსიმე და რა ექნა.
-ეს არის სერიოზული ლაპარაკი მაქსიმე?
-მე ცოლი მჭირდება, შენ კიდევ საცხოვრებელი და კიდევ ბევრი რამ. მემგონი შევთანხმდებით. ხელს მოვაწერთ, ქორწილს გადავიხდით. ყველას მოვაჩვენებთ, რომ ბედნიერი წყვილი ვართ. ცოტახანს სვანეთში ვიქნებით მერე კი, თბილისში წაგიყვან. რავიცი თუ გინდა უნივერსიტეტში ჩაგაბარებინებ ან რაიმე კურსებს გაგატარებ, რაც მოგინდება რა. დაფიქრდი, დასაკარგი არაფერი გაქვს. ყველაფერში დაგეხმარები, ცხოვრებას მოიწყობ და თუ გინდა მერე გამეყარე, მაგრამ ახლა მჭირდები ძალიან. დედაჩემის გამო ვაკეთებ ამას, ძალიან ცოტა დარჩა და მინდა ბედნიერი იყოს. მას კი უნდა ჩემს გვერდით ქალს ხედავდეს.
-და მაინც და მაინც მე რატომ მაქსიმე? -გაოცებული სახით შეხედა ლილემ. თან რაღაცნაირად მოხვდა მისი ბოლო სიტყვები გულზე. მიხვდა, რომ არც ისეთი ხისთავიანი და უგრძნობი არ იყო, როგორიც მას ეგონა.
-ეგ მე ვიცი. ახლა კი მიპასუხე! გინდა ცხოვრების გაგრძელება და რამის მიღწევა? -მაქსიმეს სახეზე თითქმის უკვე გამარჯვებული ღიმილი დასთამაშებდა.
-მე.. მე.. პრინციპში მართალი ხარ არც დასაკარგი მაქვს და არც დასაკარგი მყავს. -თვალები აუცრემლიანდა ლილეს და ამან მაქსიმეზეც იმოქმედა. თითქმის ინანა კიდეც ამას, რომ სთავაზობდა, მაგრამ რა ექნა დედის გახარება უნდოდა, თან ისიც უნდოდა რომ ამ საწყალ გოგოს დახმარებოდა. საკუთარ თავთან კი, არასდროს აღიარებდა იმას, რომ ლილეს დანახვის დღიდან მასზე დარდობდა. გაუცნობიერებლად გადმოისვა კალთაში და გაოცებული თვალებით მომზირალი ლილე გულში ჩაიკრა.
-ჩუ ნუ ტირი. მარტო არ ხარ შენ. მე აქ ვარ, შენთან. -ისეთი თბილი ტონით უთხრა, რომ ლილეს რაღაცნაირად ესიამოვნა.
-კი აქ ხა და ნერვებს მიშლი ბოროტო მბრძანებელო! -მშვიდად თქვა და მისი სიახლოვით გათამამებულმა, თვითონაც შემოაჭდო ხელები მის განიერ მხარბეჭს, რაზეც შეუმჩნევლად ჩაეღიმა მაქსიმეს.
-ანუ თანახმა ხართ ქალბატონო მონავ ცოლად გაჰყვეთ ბოროტ მბრძანებელს? -მხიარული ტონით უთხრა მასზე მიკრობილს.
-სხვა რა გზაა, თანახმა ვარ. ოღონდ ერთი პირობით! -ცოტა შეფხზილდა ლილე და თავი წამოსწია, თუმცა მისი კალთიდან ადგომა არ ინება!
-გისმენ აბა რა პირობით!? -უკვე ხვდებოდა რისი თქმაც უნდოდა ლილეს.
-რა პირობით და ჩვენი ცოლ-ქმრობის თუ კონტრაქტის პერიოდში, ზედმეტად არ შემეხები. არც ინტიმურად და არც არანაირად! -წარბაწეულმა უთხრა და თითი ცხვირთან აუფრიალა, გაფრთხილების ნიშნად.
-რა სულელი ხარ ლილე! მაგისთვის ათასი ქალი მყავს! -აეჭვიანა მომავალი „ცოლი“.
-ჰმ! მოღალატე კაცებს ვერ ვიტან! -მის გამომეტყველებაზე გაეცინა მაქსიმეს და ლილემაც სიცილით სცადა არ შეტყობოდა, რომ მისმა სიტყვებმა გააგიჟა. გულის სიღრმეში უკვე იეჭვიანა კიდეც.
-რა სულელი ხარ! გპირდები არ შეგეხები! -დამაჯერებლად უთხრა მას.
-უნდა გენდოს კაცი?!
-ცოლად მომყვები და ეგ რომ დამიჯერო რა მოხდება?
-რავიცი.. რავიცი.. -წუწუნით ამოილაპარაკა ლილემ.
-ანუ გჯერა ჩემი? -თვალი თვალში გაუყარა მაქსიმემ.
-კარგი ხო მჯერა! -დანებდა ისიც.
-ხოდა სულ ტყუილად! -გაეკრიჭა მაქსიმე და აწითლებულ ღაწვებზე აკოცა. ლილე კი დენ დარტყმულივით წამოხტა და სახეზე ერთიანად ახურდა.
-ფუუ იდიოტი რა. ელაპარაკე ამას რამე! იცოდე გადავიფიქრებ თუ ასე გააგრძელებ მაქსიმე! -გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა სუნთქვა აჩქარებულმა. მაქსიმე კი იდგა და გულიანად იცინოდა, მისი ასეთი საყვარელი სიცილი კი პირველად შეამჩნია ლილემ, რაზეც თვითონაც ჩაეღიმა. მოეწონა მისი სიცილი და ვერც დამალა.
-აპაპ! პირველ პასუხზე აპელაცია არ მიიღება! პირველი პასუხი უკვე მიღებულია და შესრულებას ექვემდებარება. -ახლა კი მართლა გამარჯვების ღიმილით გაეპო ბაგეები მაქსიმეს.
-ხოდა ჭკვიანად მოიქეცი! -მასზე ოცნება უკუ აგდო ლილემ და გონზე მოვიდა მისი სიცილით მოჯადოებული.
-კარგი ცოლუკა! -ტუჩები გაბზუკა და კოცნა გაუგზავნა. ლილემ კი თვალები აატრიალა.
-ღმერთო გაძლება მომეცი ამის ხელში!
-შენი ჰორმონებისთვისაც სთხოვე გაძლება, ამ უსექსუალურეს არსებასთან ერთად, რომ უნდა იცხოვროს! -ენა გამოუყო მაქსიმემ უკვე სამზარეულოში გასულ ლილეს და გამწარებულმა ცარიელი სამარილე გამოუაქანა ისე უცბად, რომ მიზანშიც მოარტყა. ტუჩიდან სისხლი წასკდა მაქსიმეს და მტკივნეულად ამოიკვნესა. შეშინებული მივარდა ლილე.
-მე.. მეე... მაპატიე მაქსიმე.. მაგრამ არა! არ მაპატიო ღირსი ხარ!
-მისმინე ლილე ან უნდა გაპატიო ან სამაგიერო გადაგიხადო, რომელი გირჩევნია? -სისხლმდინარი ტუჩიდან ძლივს დაილაპარაკა. პირში კი სისხლის ჟანგიან გემოს გრძნობდა.
-კაი მაპატიე მაქსიმე! -დააბნია მისმა ნათქვამმა ლილე.
-მმ კაი ოღონდ უნდა გამიყუჩო ტკვილი.
-კაი ახლავე მოვიტან სპირტს და ბამბას. -უკან გატრიალდა ლილე და მაქსიმემ ისევ შეატრიალა.
-არა ეგრე არა!
-აბა როგორ? -დაიბნა ლილე
-აი ბავშვობაში, რომ ვაკეთბდით ხოლმე ისე. -თითი რამდენჯერმე მიიდო ტუჩებზე.
-ანუ? -თვალები გაუფართოვდა მას.
-მაკოცე ცოლო! -ვნებიანი ხმით უთხრა.
-ფუ შე გაფუჭებულო კაცო! -მუჯლუგუნი მისცხო და სპირტიანი ბამბის მოსატანად გავიდა. ზურგს უკან კი მაქსიმეს სიცილი მოესმა. მალევე შებრუნდა უკან და სპირტიანი ბამბა ტუჩზე დაადო. აეწვა და საცოდვაად ამოიგმინა.
-ააჰ.. მეტკინა.
-ძალიან კარგი! -კმაყოფილმა ამოილაპარაკა.
-კარგი გეყოფა, გავთავდი კაცი მეწვის ტუჩი თუ კუჭი შიმშილისგან!
-წამობრძანდი მაშინ სამზარეულოში და ცოტახანს მოისვენე და მეც მომასვენე ხო შეიძლება?
-კარგი კარგი წამოდი . აუ არ გამიკეთებ ჭვიშტარს? სერიოზულად ოღონდ.
-კარგი ხო გაგიკეთებ, ოღონდ შენი ხმა არ გავიგო ცოტახანს და თუ გინდა მთელი დღე გაჭმევ, პირი სულ დაკავებული, რომ გქონდეს.
-ეჰ წეღანაც შეიძლებოდა, დაკავებული მქონოდა პირი! -დანანებით ამოილაპარაკა მაქსიმემ და ლილე, როგორც კი მიხვდა რაც იგულისხმა მზაკვრული გეგმაც დაებადა თავში. გაახსენდა, რომ ფქვილი ზედმეტად მაღალ თაროზე ედო. ანანებდა, რომ მისი ტუჩების შეხებამ ერთიანად აახურა ტანზე. სამზარეულოში შევიდნენ და მაქსიმე მაგიდასთან დაჯდა. ლილემ კი იმ მაღალ თაროს მიაშურა, რომელსაც ვერ სწვდებოდა.
-მაქსიმეე.. მოდი რა მომეხმარე ჩამოღებაში, ძალიან მაღლა დევს. -მუდარიანი თვალებით გადახედა და წამსვე მიუახლოვდა მაქსიმე. ზურგზე აეკრო და ფქვილის ქილას მისწვდა, რომელსაც სახურავი არ ქონდა. ლილეც გაფართხალდა და ორივეს თავზე მოემხო ეს ფქვილი.
-ლილე გამასწარი დროზე! -ამოიგმინა გაფქვილიანებულმა მაქსიმემ და გაქცეულ ლილეს გაეკიდა. დაიჭირა და ახარხარებული სხეულზე აიკრო.
-ჩემი ცოლი რა რომანტიულად მეთამაშება? -სახე გათეთრებულ ლილეს მიაშტერდა, რომელიც თვალებს ძლივს ახელდა. წამწამებზე სულ ფქვილი ჰქონდა მიკრობილი.
-აბა სხვანაირად არც შეიძლება ქმარუკა. -ისევ იგუდებოდა სიცილით ლილე, ფქვილიანი მაქსიმეს შემხედვარე.
-მმ ჩემი ველური ფისო! წამოდი დაგბანო! -ხელი საჯდომისკენ ჩაუცურა და ისევ ააფართხალა ლილე,
-შე გარყვნილო, შე გათახსირებულო მომაშორე ეგ ხელები მალე! -ახარხარებული მოშორდა და აბაზანაში შეატარა. ისე, რომ არც პირსახოცი და არც გამოსაცვლელი არ ჰქონდა თან. ლილემ მშვიდად დაიბანა და როგორც კი მიხვდა რა შარშიც იყო, მაქსიმეს მშვიდი ხმით დაუძახა.
-მააქს.. მაქსიმეეე
-რაო ბოროტი მბრძანებელი აღარ ვარ? -გაეცინა მაქსიმეს მის დაძახებულზე.
-ბოროტი მბრძანებელი კი არა ქმარუკა ხარ ჩემი!
-ხოდა შემოუშვი მერე ქმარუკა აბაზანაშიო!
-კარგიო, ოღონდ პირსახოციც შემომიტანეო!
-კარგი ფისო! -მაქსიმემ პირსახოცი აიღო და კარზე მიუკაკუნა. ვერც კი გაიზრა , წამებში როგორ გააღო ლილემ კარი და პირსახოცი გამოგლიჯა ხელებიდან.
-რა ცუღლუტი ცოლი მყავს მოკლედ.
-აბა რა ჩემო ქმარუკა! -სიცილით გამოსძახა ლილემ. აბაზანის კარი, რომ გააღო თამამად გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაიცინა თეთრ მაქსიმეზე.
-ძაან შეიჭერი როლებში!
-ცოლი ვარ და! -სასაცილოდ უთხრა და საძინებლისკენ გაემართა.
ლილემ უცბად ამოიცვა შარვალი და ზედა. სამზარეულოში ჩავიდა. იქაურობა მიალაგა და ამასობაში მაქსიმეც დაბრუნდა გასუფთავებული.
-დღეს აქ რჩები მაქსიმე?
-არა შევჭამ და წავალ, დედაჩემთან მინდა ყოფნა. ხვალ დავბრუნდები.
-კარგი მაშ მოდი დაჯექი, კარტოფილი გავაცხელე და სენდვიჩებსაც გავაკეთებ. -მხიარული თვალები მიანათა ლილემ „ქმარს“.
-ჩემი ბზრიალა ცოლი! -თბილად გაუღიმა მაქსიმემ და მაგიდას მიუჯდა. გემრიელად მიირთვეს და მაქსიმეც წამოდგა წასასვლელად.
-წავედი მე მოკლედ და აბა შენ იცი. 2 კვირაში ჩემებს გაგაცნობ, ჩემი ძმის ქორწილია.
-შენებს? ქორწილი? -დაბნეული ეკითხებოდა.
-ხო რა დრო არაა?
-კი მარა..
-ხვალ წავიდეთ მესტიაში და იქნებ ავარჩიოთ რაიმე კაბა არ იღელვო. -მზრუნველად უთხრა მაქსიმემ და ლილეს გაეღიმა. ესიამოვნა, რომ მის ფიქრებს ადვილად ხვდებოდა მაქსიმე.
-კარგი ხო. მადლობა მაქსიმე.
-არა ეს მე მადლობა ლილე დახმარებისთვის. დროებით და თავს მიხედე. -კარებთან მდგომმა მაქსიმემ ლოყაზე ფრთხილად აკოცა და კარებიდან გავიდა. ლილე კი, სულელური ღიმილით შევიდა სამზარეულოში, რომ იქაურობა მიელაგებინა. ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, სულ ამ დღეებზე ფიქრობდა. უკვე რამდენი რამე მოხდა მასსა და მაქსიმეს შორის. ცოლი? ქმარი? კიდე ვერ იჯერებდა, რომ ამას აკეთებდა. თითქოს გათიშული იყო და ოცნების ღრუბლებშიც დაფრინავდა. ისიც მასავით ჯიუტი და სვანი იყო, თორემ გულის სიღრმეში ისედაც იცოდა, რომ მაქსიმე მოსწონდა თან ძალიან. ისიც კი იცოდა, რომ ღმერთმა ტყულად არ გამოუგაზვნა მისი თავი. ასეთი ხისთავიანი, ველური, გარყვნილი და ჯიუტიც კი მოსწონდა! აი ეგრე მოსწონდა და ვსო! მისი ცხელი ტუჩების გახსენებაზე ხომ, ახლა უარესად გააჟრჟოლა. ისევ ახურდა და ეცადა ამ ფიქრებს მოშვებოდა. განსაკუთრებით მაინც ის მოსწონდა მასში, რომ დედა ასე უყვარდა და ამხელა რამეზე მიდიოდა. გრძნობდა ამ გადარეული ადამიანის უკან რამხელა გული იმალებოდა. თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე გული, თუმცა არც ის ფაქტიი არ გამორჩენია, რომ გამოუსწორებელი მექალთანე იყო, რაც ზედ ეწერა მაქსიმეს.
^^^
მაქსიმე უჩვეულოდ ნასიამოვნები და თითქოს ბედნიერი დაბრუნდა შინ. სახეზე მასაც ღიმილი აკვროდა, მისი და ლილეს სიგიჟეები რომ ახსენდებოდა უნდოდა კიდევ ეხარხარა, მაგრამ თავს იკავებდა. სერიოზული სახით შევიდა სახლში და ჩახუტებულ დედ-მამას ჩამოუჯდა გვერდით.
-მოხვედი შვილო? -გაუღიმა ანამ.
-ხო დეე. როგორ ხარ აბა დღეს? მაპატიე შემაგვიანდა ცოტა.
-არაუშავს დე , კარგად ვარ უკვე რა მიჭირს. შენი საქმეები როგორ მიდის?
-კარგად დე, შენთვის სიურპრიზი მაქვს.
-რა სიურპრიზი? -მაიზერმა და ანამ ერთხმად შესძახეს.
-გიორგის ქორწილში ჩემს საცოლეს გაგაცნობთ. -ბედნიერმა გადახედა მშობლებს და წამსვე ანას თვალებიც ბედნიერად აკიაფდნენ.
-ვაიმე დედი, განა მჯერა. არ არსებობს. შენ არ იცი, როგორ გამახარე.
-ვიცი დე ვიცი. -მივიდა და შუბლზე აკოცა.
-მოკლედ ჩემი ბიჭები ვაჟკაცობენ რა! -სიამაყით წარმოთქვა მაიზერმა და ფეხზე წამოდგა. ეზოდან მეზობელი ეძახდა.
-დედა შენ მინდა გელაპარაკო კარგად. ჩემს საცოლეზე.
-ვინ არის აბა მაქსიმე? ხომ კარგი გოგოა?
-კი დედა ძალიან კარგი გოგოა. 20 წლისაა ჩემი პატარა ქალბატონი. -უჩვეულოდ ჩაეღიმა მაქსიმეს მის გახსენებაზე.
-რა პატარა ყოფილა, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია, რომ შენს შეყვარებულ თვალებს ვხედავ. აი ეს მაბედნიერებს მე. -დედის ნათქვამზე უცნაური შეგრძნება დაეუფლა მაქსიმეს.
-ხო დედა, მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს და მინდა დავაჩქარო ყველაფერი. სექტემბრის ბოლოს მინდა ქორწილი.
-ძალიან კაგი მაქს. სახელი რა ჰქვია? ან მშობლები ჰყავს?
-ლილე ჰქვია. მას საერთოდ არავინ ყავს, და არაფერი აღარ გააჩნია. მამა და ძმა მოუკლეს, დედა სამი წლის წინ გარდაეცვალა. ახლა უშგულში ჩემს სახლში ცხოვრობს.
-ვაიმე, საწყალი ბავშვი. -სახე დაუსევდიანდა ანას. -მაგრამ არაუშავს დედი შენ უნდა უდგე გვერდით და ახლა ჩვენ ვიქნებით მისი ოჯახი. ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ და გულში ჩავიკრავ.
-როგორ მიყვარხარ დედე ჩემო ლამაზო შენ ხომ არ იცი. ასეთი ლამაზი, რომ ხარ და ასეთი ლამაზი სული, რომ გაქვს.
-მიშგვი ხოხვრა (ჩემი პატარა). -თმებზე თბილად მოეფერა შვილს ანა.
-ხვალიდან მასთან, რომ გადავიდე უშგულში ხომ არ გეწყინება? მეცოდება მარტო.
-არა დე რასამობ. აქ მოგაყვანინებდი, მაგრამ ხომ იცი მეზობლები ლაპარაკს დაიწყებენ და არ მინდა ჩემი პატარა რძალი გამიბრაზონ.
-კარგი. დე თავს გაუფრთხილდი შენ, ჩემს არ ყოფნაში. დღეს დავრჩები და დილით წავალ.
-კარგი შვილო, წადი სამზარეულოში ჭვიშტარი მაქვს გააკეთებული და მიირთვი. ისე დე ლილემ იცის საჭმელების გაკეთება? -მაინც დედამთილურად შეეკითხა ანა.
-კი დე იცის, თან ძალიან კარგად! -სიცილით წავიდა მაქსიმე სამზარეულოსკენ და სულ ის შემთხვევა ახსენდებოდა ფქვილი, რომ გადმოეყარათ თავზე.



დადააამ მოვფრინდიი :დდდ იმედია წინა თავებივით, ესეც მოგეწონებათ ჩემო შოკოლადებოო <3 :დ



№1  offline წევრი დარინა

რა გავაკეთო უკვე ამ წყვილზე ვარ გაგიჟებით შეყვარებული, საოცრა უხდებიან ერთმანეთს, მომწონს გარყვნილი და მექალთანე მაქსიმე, ლილე სასწაული გოგოა, ვალდი რომ არ რჩება მაქსიმეს და მის გაბრაზებას ცდილობს საოცრად მახალისებს, მაქსი როგორი თბილია როგორ უყვარს დედამისი, იმედი კარგად იქნება.

 


№2  offline მოდერი pekhshvela

დარინა
რა გავაკეთო უკვე ამ წყვილზე ვარ გაგიჟებით შეყვარებული, საოცრა უხდებიან ერთმანეთს, მომწონს გარყვნილი და მექალთანე მაქსიმე, ლილე სასწაული გოგოა, ვალდი რომ არ რჩება მაქსიმეს და მის გაბრაზებას ცდილობს საოცრად მახალისებს, მაქსი როგორი თბილია როგორ უყვარს დედამისი, იმედი კარგად იქნება.

როგორ გამახარა შენმა სიტყვებმა ნეტა იცოდეე <3 <3

 


№3  offline წევრი Tskrialashvili Mariami

რეალის გამარჯვების მერე, კიდევ თუ გამეხარდებოდა რამე არ მეგონა :დ
მაგრამ ქე გამოჩნდიი ♥
რა გიჟი წყვილია,
საყვარლებიიი :)
რამდენიი ვიცინე ამ შუა ღამეს :დ
(რამის გამაგდო ჩემმა დამ ოთახიდან მაგრამ მაინც :დ )
რაო მაქსმა რა უთხრა დედამის ლილესთან უნდა გადავიდეეოო?? :/
იწყება თავდავიწყებაააააა (რაღაც მასეთი გამოთქმა ხო არიის :დ )
ნუ ეხლა შემდეგ თავს ველოდები მოუთმენლდ, აბა შენ იცი მოგვანატრე თავი :დ (არა კი არ იცი ეგეთები მაგრამ მაინ :დ )

ახლა წავედი ტკბილად დავიძინე! :) ♥

 


№4  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
რეალის გამარჯვების მერე, კიდევ თუ გამეხარდებოდა რამე არ მეგონა :დ
მაგრამ ქე გამოჩნდიი ♥
რა გიჟი წყვილია,
საყვარლებიიი :)
რამდენიი ვიცინე ამ შუა ღამეს :დ
(რამის გამაგდო ჩემმა დამ ოთახიდან მაგრამ მაინც :დ )
რაო მაქსმა რა უთხრა დედამის ლილესთან უნდა გადავიდეეოო?? :/
იწყება თავდავიწყებაააააა (რაღაც მასეთი გამოთქმა ხო არიის :დ )
ნუ ეხლა შემდეგ თავს ველოდები მოუთმენლდ, აბა შენ იცი მოგვანატრე თავი :დ (არა კი არ იცი ეგეთები მაგრამ მაინ :დ )

ახლა წავედი ტკბილად დავიძინე! :) ♥

ჩემო ტკბილოო, ტკბილი ძილიი <3
მართალი ხარ!
ახლა იწყება არ დავიწყება :დდდდდდდ <3

 


№5 სტუმარი ))))

იმდენი ვიცინე ამ წყვილზე რორავი რაღაცნაირად შემიყვარდნენნნნნ...აიიი ძან კარგი წყვილიაა...????

 


№6  offline მოდერი Mathew

სანამ ახალი თავის კითხვას დავიწყებდი წინა თავზე ჩემ კომენტარზე პასუხი შევამოწმე.გამოვფრინდი და დაინტრიგებულმა ახალი თავის კითხვა დავიწყე.
იმდენად მომეწონა დასრულება მენანებოდა.
მათმა საქციელმა ძალიან გამახალისა.
მოკლედ რა,ზედმეტი რომ არ ვილაპარაკო შემდეგ თავს ველოდები ^^

 


№7  offline მოდერი pekhshvela

))))
იმდენი ვიცინე ამ წყვილზე რორავი რაღაცნაირად შემიყვარდნენნნნნ...აიიი ძან კარგი წყვილიაა...????

მადლობა ჩემო კარგო❤

Girl with pretty smile
სანამ ახალი თავის კითხვას დავიწყებდი წინა თავზე ჩემ კომენტარზე პასუხი შევამოწმე.გამოვფრინდი და დაინტრიგებულმა ახალი თავის კითხვა დავიწყე.
იმდენად მომეწონა დასრულება მენანებოდა.
მათმა საქციელმა ძალიან გამახალისა.
მოკლედ რა,ზედმეტი რომ არ ვილაპარაკო შემდეგ თავს ველოდები ^^

დედაა რა ბედნიერი ვარ ასე, რომ მოგწონთ <3 ^_^ მალე დავდეეებ <3

meocnebe avadmyopi
აუ რა მაგარი იიყო
პირველად ვწერ ამ ისტორიაზე კომენტარს
იმიტომ რომ ეს იყო თავი რომელიც სულ ყურებამდე გაღიმებულმა ჩავამთავრე
ორივენი ნამდვილი სახეებით იყო წარმოდგენილი,როგორებიც არიან შინაგანად
ძალიან მომეწონა,მალე დადე შემდეგი heart_eyes

მადლობა ჩემო კარგო მალე დავდებ ❤

 


№8 სტუმარი (AniKo)

რა ბედნიერიი დავრჩი, მეოთხე თავი რომ დავინახეე <3 ვერ წარმოდიგენ! ყურებამდე გაღიმებული ჩავიკითხე მთლიანი თავი და ახლაც გაღიმებული ვწერ <3 როგორ შემიყვარდა ეს წყვილი! ეს თბილი გამოხედვები და ამბები, ახლა იწყება რაც იწყება! მაქსიმე ლილესთან მიდის <3 შემდეგ თავს ველოდები მთელი სულით და გულით <3

 


№9  offline მოდერი pekhshvela

(AniKo)
რა ბედნიერიი დავრჩი, მეოთხე თავი რომ დავინახეე <3 ვერ წარმოდიგენ! ყურებამდე გაღიმებული ჩავიკითხე მთლიანი თავი და ახლაც გაღიმებული ვწერ <3 როგორ შემიყვარდა ეს წყვილი! ეს თბილი გამოხედვები და ამბები, ახლა იწყება რაც იწყება! მაქსიმე ლილესთან მიდის <3 შემდეგ თავს ველოდები მთელი სულით და გულით <3

მადლობა ჩემო კარგო <3 როგორ მაბედნიერებთ ყველა heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი ელენე

ვაიმეე მალეე დაწერე ახლავე დადე ახალო თავო თორეე ვკვდები ისე მინდა წაკითხვა .. მაქსიმე რო იქ გადავა ვაიმეე შოკებში ჩავარდება თავისი პატარა ქალბატონიი???????????? მალი დადე ახალი თავებიი გელოდები მოუთმენლაად დღესვე დადე რაა ფლიზზ

სტუმარი ელენე
ვაიმეე მალეე დაწერე ახლავე დადე ახალი თავო თორეე ვკვდები ისე მინდა წაკითხვა .. მაქსიმე რო იქ გადავა ვაიმეე შოკებში ჩავარდება თავისი პატარა ქალბატონიი? მალი დადე ახალი თავებიი გელოდები მოუთმენლაად დღესვე დადე რაა ფლიზზ


მალეეე რააა ვეღარვითმენ ცოდო ვარ მეეეე ვააა

???????????? მაგარიი გოგო ხარ შეენ

 


№11  offline მოდერი pekhshvela

a.bochorishvili
დედუუუუუ ეს რა თავი იყოოოო
ნუ სუპეეეერ!!!
თუ მაგარია ვინმე შემეკამათოს რააა, აი მართლა ძაან მომეწონა რაა, გუშინ წავიკითხე მარა ისე ვიყავი ემოციებით დამუხტული (მოგეხსენებათ გუშინ ჩემპიონთა ლიგა იყო) ვერ დავწერე ვერაფერი მარა აი მართლა ძააან ძააან მომეწონააა ????????

დედაა რა ეგოისტურად მიხარია ეს სიტყვები! <3 :დდ დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

სტუმარი ელენე
ვაიმეე მალეე დაწერე ახლავე დადე ახალო თავო თორეე ვკვდები ისე მინდა წაკითხვა .. მაქსიმე რო იქ გადავა ვაიმეე შოკებში ჩავარდება თავისი პატარა ქალბატონიი???????????? მალი დადე ახალი თავებიი გელოდები მოუთმენლაად დღესვე დადე რაა ფლიზზ

სტუმარი ელენე
ვაიმეე მალეე დაწერე ახლავე დადე ახალი თავო თორეე ვკვდები ისე მინდა წაკითხვა .. მაქსიმე რო იქ გადავა ვაიმეე შოკებში ჩავარდება თავისი პატარა ქალბატონიი? მალი დადე ახალი თავებიი გელოდები მოუთმენლაად დღესვე დადე რაა ფლიზზ


მალეეე რააა ვეღარვითმენ ცოდო ვარ მეეეე ვააა

???????????? მაგარიი გოგო ხარ შეენ

წერის პროცესშია უკვე :დდ დავდებ მალე ჩემი ტკბილებო <3

 


№12 სტუმარი (AniKo)

pekhshvela
a.bochorishvili
დედუუუუუ ეს რა თავი იყოოოო
ნუ სუპეეეერ!!!
თუ მაგარია ვინმე შემეკამათოს რააა, აი მართლა ძაან მომეწონა რაა, გუშინ წავიკითხე მარა ისე ვიყავი ემოციებით დამუხტული (მოგეხსენებათ გუშინ ჩემპიონთა ლიგა იყო) ვერ დავწერე ვერაფერი მარა აი მართლა ძააან ძააან მომეწონააა ????????

დედაა რა ეგოისტურად მიხარია ეს სიტყვები! <3 :დდ დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

სტუმარი ელენე
ვაიმეე მალეე დაწერე ახლავე დადე ახალო თავო თორეე ვკვდები ისე მინდა წაკითხვა .. მაქსიმე რო იქ გადავა ვაიმეე შოკებში ჩავარდება თავისი პატარა ქალბატონიი???????????? მალი დადე ახალი თავებიი გელოდები მოუთმენლაად დღესვე დადე რაა ფლიზზ

სტუმარი ელენე
ვაიმეე მალეე დაწერე ახლავე დადე ახალი თავო თორეე ვკვდები ისე მინდა წაკითხვა .. მაქსიმე რო იქ გადავა ვაიმეე შოკებში ჩავარდება თავისი პატარა ქალბატონიი? მალი დადე ახალი თავებიი გელოდები მოუთმენლაად დღესვე დადე რაა ფლიზზ


მალეეე რააა ვეღარვითმენ ცოდო ვარ მეეეე ვააა

???????????? მაგარიი გოგო ხარ შეენ

წერის პროცესშია უკვე :დდ დავდებ მალე ჩემი ტკბილებო <3

გელოდებიიიიი

 


№13  offline მოდერი pekhshvela

მარტო სახლში
Dzaan magaria velodebodi axal tavs

მალე იქნებაა <3

 


auuu rogori tkbili da tbilia raa heart_eyes heart_eyes vgijdebi chems maqsikoze innocent innocent shemdeg cecxlis dantebas velodebi grin chemi qmaruka da colukasgan joy heart_eyes heart_eyes

 


№15  offline მოდერი pekhshvela

შემოდგომის-ფერი
auuu rogori tkbili da tbilia raa heart_eyes heart_eyes vgijdebi chems maqsikoze innocent innocent shemdeg cecxlis dantebas velodebi grin chemi qmaruka da colukasgan joy heart_eyes heart_eyes

გიჟმაჟო:დდ❤❤

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ რა კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent