შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი (თავი 4)


27-05-2018, 01:24
ავტორი Stranger things
ნანახია 1 538

ნოეს თვალებში ჩავხედე...მივხვდი რომ ვახსოვდი.
-ელენა.-გამიღიმა მან და ამით ჩემი ვარაუდი დაადასტურა.
-ერთი წუთით...-ჩაერია ლიზა.-ერთმანეთს აქამდეც შევხვედრივართ არა?...
-დიახ,მაშინ ვერ მოვასწარით ერთმანეთის გაცნობა.-ლიზას ხელი გამოუწოდა.-ნოე.
-ლიზა.-ხელი ჩამოართვა ჩაფიქრებული სახით.-ააა...გამახსენდა... იგივე სიტუაციაში შევხვდით არა?
-კი.-გაეცინა ნოეს.
-მაგრამ...თქვენ ერთმანეთის სახელები საიდან იცით.-ცოტა ხანი ჩაფიქრდა.-თუ...კიდე შეხვდით ერთმანეთს.
-ჰეი შერლოკ!-წამოვიყვირე მე.-მგონი გვეჩქარებოდა არა?-შემდეგ მისკენ გადავიხარე და ვუჩურჩულე.-დედაშენი გაგვწეწავს თუ დროზე არ მივალთ.
-ჩვენი წასვლის დროა.-თქვა ლიზამ.-კიდევ შევხვდებით არა?!- აქამდე ჩუმად მდგომ ტარიელს გადახედა.
-აბა რაა!-გაუცინა ბიჭმა.-ხომ უნდა დაგამარცხო.
-ნაყინის ჭამაში?მე?-ირონიულად გაიცნა ლიზამ.-წარმატებები.
-ლიზა!-საათზე მივუთითე.
-ხო,ხო წავედით.
-კიდევ შევხვდებით.-გვითხრა ნოემ,მაგრამ ისე შემომხედა ,რომ მივხვდი მხოლოდ მე მგულისხმობდა.
-შევხვდებით.-იგივე ჟესტით ვუპასუხე.
ლიზამ ხელი ჩამავლო და სასტუმროსაკენ წამიყვანა სწრაფი ნაბიჯებით.
-ახლა ასე რომ არ გვაგვიანდებოდეს ვერ გადამირჩებოდი.
სასწრაფოდ ჩავიცვით კაბები,შემდეგ სალონში წავედით, ორ საათში უკვე ნინოს წინ ვიდექით და მითითებებს ვისმენდით.
-მისმენეთ...ამ წამიდან მორჩა თქვენი სიგიჟეები.წამითაც რომ შეგამჩნიოთ რამე, ვერ გადამირჩებით, თქვენ ჩამოყალიბებული და განათლებული ახალგაზრდა ქალბატონები ხართ და არა დაბალი ფენის წარმომადგენელი რიგითი გოგოები,მოიქეცით ისე როგორც შეგეფერებათ.
ჩვენი ნომრებიდან პირდაპირ უზარმაზარი ჰოლისაკენ გავემართეთ,საიდანაც მთავრი დარბაზისაკენ მიგვაცილეს,სადაც მიღების წვეულება იმართებოდა. დარბაზში სასიამოვნო მუსიკა უკრავდა, ხალხი მხიარულად საუბრობდა, სახეზე ყალბი ღიმილი ჰქონდათ აკრული. პატარაობიდან ვერ ვიტანდი მსგავს ღონისძიებებს,აქ ხალხი გასართობად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად სულაც არ დადიოდა.მათ უბრალოდ თავიაანთი სიმდიდრისა და გავლენის აფიშირება მოსწონდათ. ხშირად მესმოდა მამისგან სიტყვები,რომელსაც დედას გადაუჩურჩულებდა ხოლმე „აღარ შემიძლია ამდენი ნიღაბი". მშობლების გახსენებაზე ტანში მტკივნეულად გამცრა და სასწრაფოდ გადავერთე სხვა რამეზე. ნინო ბიცოლა წინ მიიწევდა და ჩვენც უკან მივყვებოდით,ბრბოში ნაცნობი სახეები დავლანდე და ნინო ბიცოლამაც მათკენ აიღო გეზი.
-ქალბატონო ნატო,ბატონო პაპუნა.-მიესალმა ამირეჯიბებს.- შესანიშნავი წვეულებაა.
-გამარჯობა ქალბატონო ნინო.-კაცმა თბილად გაგვიღიმა.- ქალბატონებო.-თავი დაგვიკრა მე და ლიზას.ეს კაცი ძალიან მომწონდა,რასაც ვერ ვიტყოდით მის ცოლზე.
-მდლობა,მაგრამ სხვა სტუმრებიც გველოდებიან.-უკმეხად ჩაერია ქალბატონი ამირეჯიბი და ქმართან ერთად სწრაფი ნაბიჯებით გაგვშორდა, რომელმაც წამში გახედა უკმაყოფილო გამომეტყველებით.
-უმცროსი ამირეჯიბი არ ჩანს.ალბათ ჯერ არ მოსულა.-ნინო ბიცოლამ თავი უკმაყოფილების ნიშნა დ გააქნია.- კარგი გოგოებო, წადით ხალხს გამოელაპარაკეთ და ეცადეთ რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.-გასცა განკარგულება.
მე და ლიზა უსიტყვოდ დავემორჩილეთ. რამდენკმე ადამიანს გამოვრლაპარაკე,მათაც ისეთი ნიღბები ჰქონდათ აკრული ასე რომ ვერ იტანდა მამაჩემი და ახლა ვხვდებოდი რატომაც, გაღიზიანებულმა დავავლე ხელი იქვე მდგარ შამპანურის ჭიქას და ერთანად გადავუშვი ცივი სასმელი ყელში. ახლა მეორეს დავწვდი. მარწყვის თეფშს მივუახლოვდი და ვეცადე ბიცოლას ხედვის არიდან გავმქრალიყავი.
-შენც მოიწყინე?-მომესმა უკნიდან საოცრად წკრიალა ხმა, დაზაფრული შევბრუნდი და თვალი გავუსწორე დაახლოებით 30-35 წლის ქალს, რომელსაც იმდენად ლამზი თვალები ჰქონდა რომ წამში მომეხსნა დაძაბულობა.-ასე მგონია ნიღბები აქვთ სახეზე აფარებული.-ეს ქალი თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა.
-მაპატიეთ...გიცნობთ?
-არა.-გაეცინა.-უბრალოდ შენს დანახვაზე ვიფიქრე რომ ერთი ჩემიანი მაინც ვიპოვე ამდენი ადამიანში.
-ელენა.-ხელი გავუწოდე და კიდევ ერთხელ ჩავხედე ულამაზეს თვალებში, რომლებშიც თითქოს ბედნიერება და მწუხარება ერთდროულად ედგა.
-სასიამოვნოა. -ქალმა ნაზად ჩამომართვა ხელი.
-მართალი გითხრათ მეც სწორედ ნიღაბი მახსენდება მათი სახეების დანახვისას.-გავუღიმე.-როგორ მიხვდით რომ მე ვიყავი „თქვენიანი"?
-თვალები სულის სარკეაო- ქალმა ახალგაზრდა კაცს გახედა,რომელმაც გაუღიმა და ნაზად იხმო თავისთან.ეს უცნობი ქალი თითქოს უთქმელად ხვდებოდა ჩემს ფიქრებს,მან ხომ არც კი იცოდა,რომ ცოტა ხნის წინი მისი თვალების სილამაზეზე ვფიქრობდი.-მაპატიე,ახლა უნდა დაგტოვო,მაგრამ იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.-გამიღიმა და კაცს მიუახლოვდა, ძალიან მომეწონა ეს ქალი და იმედს ვიტოვებდი,რომ კიდევ შევხვდებოდი.
უეცრად ხმაურით გაიხსნა კარები და ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა, სახე ვერ დავინახე რადგან ჩემგან ზურგშექცევით იდგა. ნინო ბიცოლამ სწრაფად მოავლო დარბაზს თვალი და მე და ლიზას გვიხმო,თან ამირეჯიბებისაკენ გაემართა, ჩვენც უკან გავყევით.
იქ მისულს ღიმილი სახეზე შემეყინა .
-ნოე,გაიცანი ეს ქალბატონი ნინო აბაშიძეა .-თბილად გაგვიღიმა ბატონმა ამირეჯიბმა.-ესენი კი ლიზა ჯაყელი და ლიზას ბიძაშვილი ელენა ჯაყელი არიან.
-ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ.-თქვა ნოემ და გამიღიმა, თითქოს ამან გამომაფხიზლა და წამში გავიაზრე სიტუაცია,ანუ ნოე ამირეჯიბის შვილი იყო...და გამოდიოდა რომ,ის და ლიზა...„არა!" შევუძახე ჩემს თავს და მეც კი გამიკვირდა როგორ გამაღიზიანა ამ ფაქტმა.
-ოჰ მართლა?-ნინომ დაჟინებული მზერით გამოგვხედა.
-დიახ...შემთხვევით გავიცანით.-ჩაერთო ლიზა.-არ ვიცოდით თუ თქვენი ვაჟი იყო.
-რა სასიამოვნო დამთხვევაა!-ნინო გამოცოცხლდა.-რა შესანიშნავი მუსიკაა,თქვენ კი ისე დგახართ.
-მართალია შვილო.-გაიღიმა ბატონმა პაპუნამ.-ქალბატონო ნატო ნებას დამრთავთ?-ღიმილით მიყბრუნდა ცოლს რომელმაც მობეზრებულის გამომეტყველება აკრა სახეზე.
-ძალან დავიღალე.-ეს ქალი უკვე მაღიზიანებდა.
-ელენა?-მე მომიბრუნდა ნოე,ნინო ბიცოლამ კი მკვლელის თვალებით გადმომხედა.
-იცით,მე...სჯობს ლიზას ეცეკვოთ.-დავიჩურჩულე.
-მოვითხოვ.-გამიღიმა და საცეკვაო მოედნისაკენ წამიყვანა, ნინო ბიცოლამ ისეთი გამომეტყველებით შემომხედა, რომ მიმახვედრა ვერ გადავურჩებოდი. მაგრამ როდესაც ნოეს ხელი ვიგრძენი ჩემს წელზე შემოხვეული, უცნაურამ შეგრძნებამ მოიცვა ჩემი სხეული,გავუღიმე ნაზად მოვხვიე ხელები კისერზე.-მიხარია რომ ისევ შევხვდით.
-თქვენს აქ ნახვას არ ველოდი.
-ელენა გთხოვ რაა...თქვენობით ნუ მელაპარაკები, არაფერს ცვლის ის რომ ამირეჯიბის შვილი ვარ.
-არა და როგორ ცვლის...-დავიჩურჩულე ჩემთვის,მის გასაგონად კი ვთქვი.-მაპატიე, უბრალოდ არ ველოდი.
-არც მე.-თვალებში შემომხედა.-როგორ ხარ?-მკითხა და ნაზად დამისვა ლოყაზე ხელი,თავიდან დავიბენი მაგრამ ეს ჟესტი თითქოს მესიამოვნა.
-არ ვიცი.-მივხვდი რომ მშობლებზე მეკითხებლდა.
მან უბრალოდ გამიღიმა და უფრო ძლერად მომხვია ხელი.
-გავიდეთ?-მკითხა და აივანზე მიმითითა.
მე ოდნავ შესამჩნევად დავუკარი თავი და უკან გავყევი. აივნის მოაჯირზე ჩამოჯდა ,თვალებში შემომხედა და უეცრად დაიწყო.
-ოდესმე შენთვის უთქვამთ დრო ტკივილის მკურნალიაო?-მე თანხმობის ნიშნად დავუკარი თავი, ვერადროს ვიტანდი ამ გამოთქმას.-აი რას გეტყვი...დრო გადის და სითბოს გავიწყებს, ცივი მოგონებებიღა გრჩება... შენ ის გრძნობები,ის სითბო გიყვარს რასაც იმ წამს განიცდიდი,მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ცარიელი სურათებიღა გრჩება...ამიტომ გტკივა...სიცივეს გრძნობ...უბრალოდ წაშალე კადრები და სითბოღა დაიტოვე.
აივანზე ჩამომჯდარ ახლგაზრდა ბიჭს ვუყურებდი,რომელიც ჩემი ცხოვრების მეორე ყველაზე სწორ რჩევას მაძლევდა და თანდათან ვრწმუნდებოდი,რომ ეს უცნობი ადამინი ყველაზე სწორი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში,რადგან ის პირველი რჩევაც მას ეკუთვნოდა.



№1 სტუმარი gggg

Chemi azrit lizas tarieli sheuyvardeba da imasran gaipareba nu amat xo uyvart ertmaneti da ertad iknebian da is sevdian tvalebiani qali kide elenes deda ikneba an rame natesavi mainc male dadee♥♥

 


№2  offline წევრი .M.A.R.I.

ტარიელი მომეწონა smile
მოთხრობაში ახალ გმირს მოვითხოვ ჩემისაით
მე და ტარიელი ერთად უნდა ვიყოთ laughing laughing
კაი ჰომ ახლა სერიოზულად...
რთული ვითარებაა
იმედი მაქვს ერთად იქნებიან
ტარიელი და ლიზა heart_eyes
ელე და ნოე heart_eyes
ჩახლართული სიტუაციაა
ვიცი რომ ელე და ლიზა ერთმანეთს არ გადაეკიდებიან მაგრამ
ნინოს და ელეს შორის ცუდი სიტუაცია იქნება
____________________________________________________
ძალიან კარგად წერ <3
უფრო დიდი თავები დადე გთხოვ heart_eyes
და კიდე უფრო ხშირად დადე ხოლმე <3 heart_eyes

 


№3  offline წევრი Stranger things

.M.A.R.I.
ტარიელი მომეწონა smile
მოთხრობაში ახალ გმირს მოვითხოვ ჩემისაით
მე და ტარიელი ერთად უნდა ვიყოთ laughing laughing
კაი ჰომ ახლა სერიოზულად...
რთული ვითარებაა
იმედი მაქვს ერთად იქნებიან
ტარიელი და ლიზა heart_eyes
ელე და ნოე heart_eyes
ჩახლართული სიტუაციაა
ვიცი რომ ელე და ლიზა ერთმანეთს არ გადაეკიდებიან მაგრამ
ნინოს და ელეს შორის ცუდი სიტუაცია იქნება
____________________________________________________
ძალიან კარგად წერ <3
უფრო დიდი თავები დადე გთხოვ heart_eyes
და კიდე უფრო ხშირად დადე ხოლმე <3 heart_eyes

დიდი მადლობა kissing_heart გამახალისა შენმა კომენტარმა heart_eyes
რაც შეეხება ტარიელს...თუ ნაყინის ჭამის ჩემპიონატში მოუგებ შენი იყოს laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent