შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ შევხვდებოდით თავი 1


27-05-2018, 14:07
ავტორი miranda mira
ნანახია 1 208

ყველაფერი ხუთი წლის წინ დაიწყო..მაშინ,როდესაც უზარმაზარი საავადმყოფოს დერეფანში მოუსვენრად ვცემდი ბოლთას კედლიდან-კედლამდე და თავს ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი საშინლად უსუსრად და არაფრის მაქნისად,სწორედ მაშინ როდესაც ვაანალიზებდი რომ შესაძლებელია ექიმიც აღმოჩნდეს რთულ სიტუაციაში სუსტი და ვერ შეეძლოს ფიქრი და მოქმედება..
ყველანაირ დასასრულს მოსდევს სათანადო ახლის დასაწყისი,რათა ცხოვრების გაგრძელება ღირსეულად შეძლო,შევძელი მე ეს ?
......საინტერესია...

---------

ღამის ორი საათია,ამინდიც ისეთივე უჟმური და უღიმღამოა როგორც მე,დედამიწა ბრუნვას განაგრძობს მე კი ერთ ადგილას ვარ გაჭედილი.. გაყინულ თითებს სახეზე ვისვამ,ვერ ვხვდები რა მოხდა ან როდის მოვასწარი ისე გაზრდა რომ საშინელი რეალობისთვის თვალის გასწორება მიწევს.
საფეთქლებს ნერვიულად ვიზელ ,თვალებიდან მოწოლილ თბილ ცრემლებს უკვე ჩამოღვენთილ ღაწვებიდან მუშტებით ვიწმენდ და მწარედ ვვოხრავ. სხეულის თვითოეული კუნთი მეწვის,ტკივილი ძვლებში მატანს და ერთიანად გადასცემს სიგნალს მუცლის ღრუსა და კუჭნაწლავზე,საშინელი გულის რევის შეგრძნება არ მასვენებს და ფეხზე ცხოველივით ვიჭრები.
საპირფარეშოში უკან მოუხედავად შევრბივარ და გაქათქათებულ,ქლორით გაპრიალებულ იატაკზე ვენარცხები მუხლებით,ხელის გულებს პირზე ძლიერად ვიკრავ და ხოხვით ვასწრებ მისვლას უნიტაზამდე,მთელი საათების დაგროვილ ამარზენ ემოციას ვუშვებ და ფეხზე წვალებით ვდგები.
ონკანს ვხსნი,წყალს ვიგუბებ პირში და ვგრძნობ ყელამდე არ ჩასული წყლის წვეთებისგან გამოწვეულ გაგუდულობას..
თვალწინ მიდგება სისხლის აბანოში მოტივტივე მამაჩემი,რომელიც გაურკვეველ სიტუაციაში გაურკვეველი მიზეზებით დამხვდა გაფერქმთალებული და სიცოცხლეს ნახევრად მოწყვეტილი.. ყველაფერი ზედმიწევნით არ მაგონდება,მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე უარესი მოგონება ჩაინიშნა ტვინმა სამუდამოდ დასამახსოვრებლად. უამრავი ჩვენების მიცემის შემდეგ ახლა ვგრძნოვ რომ რაღაც ნახევრად მომშორდა მხრებიდან,მაგრამ რაღაც ჯერ კიდევ მექაჩება უკან,ალბად იმიტომ რომ არც კი ვიცი დასასრული როგორი იქნება დღევანდელი ღამის..
დერეფანში ჩემს ბიძაშვილებთან და ძმებთან ერთად ვდგავარ,დაძაბულო მით უფრო მატულობს რაც დრო გადის და ყველას სახეზევე გვემჩნევა ათასგვარი შეგრხნება,დაღლილობა და ბრაზი,სტრესი და ისევ დაღლილობა..
საოპერაციოს კარი იხსნება და პირბადიანი ექიმი კელერი ფერწასული ნელი ნაბიჯებით მოაბოტებს ჩვენამდე
-როგორი მდგომარეობაა ? -ვაწყდები კელერს და საყელოში ვავლებ ორივე ველს,მუშტებში ძლიერად ვიქცევ და ჩემკენ მთელი ძალით ვიზიდავ,ექიმი ფრთხილად იცილებს ჩემს ხელებს და დაზაფრული იხსნის პირბადეს სახიდან
-ვწუხვარ-თვალებს ხუჭავს და ალბად ჩემი რეაქციის არ დანახვას განიზრახავს გონებაში..
ვწუხვარ ?
როგორ ?
კი მაგრამ.. რანაირად ?
თვალები მიფართოვდება და სხეულზე ცეცხლის მოკიდებას მკაფიოდ შევიგრძნობ,ბაგეებიდან ღნავილი მცდება და როგორც უწინ ისევე ვენარცხები იატაკზე მუხლებით...
ეს შეუხლებელია..
გონებას არ სურს სიმართლის მიღება,უკან ვიყურები და კედელთან გახევებულ ჩემს ძმებს თვალს წუთით ვავლებ,მათ სახეებზე ემოციის ამოცნობა ახლა უკვე შეუძლებელი მიხდება.
-როგორ?-ყვირილით ვეკითხები ექიმ კელერს და საოპერაციოსკენ ვიღებ გეზს
-არ შეხვიდე ,ხომ იცი მომლოდინეებისთვის შესვლა აკრძალულია -მაძახებს უკნიდან,მის ნათქვამს ყურებიდან ვუშვებ თოთქოს არც არაფერი გამიგია განსაკუთრებული
-ხოდა ჩათვალე,რომ როგორც ექიმი ახლა ისე შევდივარ ბლოკში-მკაცრად ვპასუხობ საოპერაციო ბლოკში ვიჭრები და ფეხზე ბახილებს ვიცვამ. გრძელ საწოლზე ზეწარ გადაფარებულ მამაჩემს ვამჩნევ,სირბილით მივდივარ მასთან და გვერდით მდგარ მაგიდაზე სქელ რვეულს ვაწყდები რომელიც გადაშლილი მხვდება სადაც გარდაცვალების დროა აღნიშნული. თეთრ ზეწარს ვხდი თავიდან მამაჩემის ცხედარს და შუბლზე ხელის გულებს ვუსვამ,ცრემლები ისევ უნებლიედ მწყდება თვალებიდან..
ყელში უზარმაზარი ბურთის გაჩხერას ვგრძნობ,ტკივილი ჭკუიდან მშლის,ენით აუღწერენ სარტყმას ძლივს ვუძლებ
-არ მომკვდარხარ-სასოწარკვეთილი ხელებს ვუსვამ სახეზე და გამუდმებით ვუკოცნი გაყინულ სახეს-გთხოვ .. გევედრები გაახილე თვალები-გულმოკლული დავყურებ,არ შემიძლია წამრმოდგენა იმის,რომ ჩემს გვერდით არ იქნება ადამიანი რომელმაც გამზარდა.. მტკივა.. ღმერთო.. საშინლად მტკივა..
ზეწარს ისევ ვაფარებ და საბოლოოდ ვუსვამ ზეწრის ზემოდან თავიდან ფეხებამდე თითებს და ჩემი სამოეპარიო ბლოკიდან გამოსვლა უკანასკნელ გამომშვიდობებას ემსგავსება..
გრძელ დერეფანში მხოლოდ ჩემი ბიძაშვილები მხვდებიან,შეშინებული თვალებს ვაცეცებ
-რა ხდება ? ჩემი ძმები სად არიან ?
-როგორც კი ბლოკში შეხვედი მაშინვე გავარდნენ კლინიკიდან -მპასუხობს უფროსი ბიძაშვილი ბობი
-სად მიდიოდნენ არ უთქვამთ ?
-არა-მოკლედ მიჭრის.
საავადმყოფოს შენობიდან გამოვდივარ და პირველივე შემხვედრ ტაქსიში ვჯდები,ტელეფონს ვიღებ კურტკის ჯიბიდან და დენიელის ნომერზე ვრეკავ
-სად ხართ ? -როგორც კი მპასუხობს მაშინვე ვახლი
-საქმეები გამოგვიჩნდა
-ყველას ერთად დენიელ?
-ნუ ჩაერევი ლუსი,სახლში წადი-ზარს წყვეტს და ყურმილს მითიშავს. იმის გამო რომ არც მათი ადგილმდებარეობა ვიცი და არც გეგმა რის მიხედვიდაც მოქმედებენ მამაჩემის სახლში წასვლას და ყველაფრის დათვალიერებას ვწყვეტ.
კარის საკეტს გასაღებს ძლივს ვარგებ,აკანკალებულ ხელს გაჭირვებით ვიმორჩილებ და კარის გაღებისთანავე მამაჩემის კაბინეტში შევდივარ
რის გამო შეიძლება რომ მოეკლათ მამაჩემი ?
ხის უზარმაზარ მაგიდას ვუახლოვდები და მასზევე არსებულ უჯრებს ვკიდებ ხელებს,საკეტიან უჯრებს ახლა უკვე თმის სამაგრით ვხსნი პროფესიონალი ქურდივით და შიგნით მკთავსებულ საქაღალდეებს ერთმანეთის მიყოლებით ვალაგებ მაგიდის ზედაპირზე
მშენებლობების გეგმა..
ანგარიშ გადარიცხვები..
მომუშავეების რეზიუმეები..
ანდერძი
ანდერძი ?
კი მაგრამ რაში უნდა დაშირვებოდა ორმოცდაათი წლის მამაკაცს წინასწარ ანდერძის დაწერა ? სიკვდილამდე შორს იყო,თუმცა ალბად უკვე იცოდა რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო..
უფრო მეტად ვინტრიგდები.
ბევრს ვერაფერს ვაწყდები ფურცლებზე,ალბად რაც მთავარია ყველა ინფორმაცია მამაჩემის ადვოკადს აქვს ხელთ..
ყველაფერი უფრო ღრმა და მძიმე მეჩვენება,ჯერ კიდევ აფექრის ქვეშ მყოფი ვერ ვხვდები რა მოვიმოქმედო თუმცა ერთი იდეა მებადება
ტელეფონზე ფურცელზე მითითებულ ადვოკატის ნომერს ვკრეფ და ვრეკავ
-გისმენთ
-ბოდიშით ამ დროს რომ გაწუხებთ,ლუსი ვარ
-ხო ლუსი.. როგორ ხარ ? სად ხარ ? ყველაფერი გავიგე,ახლა საპატრულოში ვარ დაკითხვაზე შევდივარ
-თქვენც ?
-კი,რადგან მამათქვენის პირადი ადვოკატი ვიყავი მიიჩნიეს რომ ყველაფერი ვიცი... ძირფესვიანად ამოძირკვა სურთ ყველანაირი საიდუმლოსი
-საინტერესოა.. არის მიზეზი რის გამოც მამაჩემა ანდერძი წინასწარ დაწერა ? -ცოტა ხანს ჩუმდება ადვოკატი დევიდი
-მიზეზი არის
-ხვალ შევხვდეთ,მაინტერესებს ყველაფერი
-კარგი.. ახლა უნდა გავთიშო-ყურმილს კიდებს..
მამაჩემის ოთახში მისივე საწოლზე ვწვები და ჯერ კიდევ მისი ოდიკოლონის დარჩენილ სურნელს ღრმად შევისუნთქავ..

დილით ფანჯრის მინის მიღმა შემოღწეული მზის სხივები მჭრის თვალს,გაჭირვებით ვჯდები საწოლზე და მაჯის საათს ვამოწმებ,რვის ნახევარია,არც ისე დიდი ხანია რაც მძინავს..
ხვალ ადვოკატ დევიდს უნდა შევხვდე,ამიტომ ჯობია წინასწარ მოვაგროვო გონებაში ყველა კოთხვა რაც მაწუხებს,მაგრამ გამლფხიზლებულზე..
შხაპს ვიღებ,უშაქრო ყავას შევექცევი და დილის ადათ წესების შესრულების შემდეგ საავადმყოფოში მივდივარ.
-ლუსი-ექიმი კელერი მეგებება შესვლისთანავე
-გისმენ
-თავს როგორ გრძნობ ?
-შენი აზრით ?-მკაცრად ვაჩერდები თვალებში
-კიდევ ერთხელ ვწუხვარ მომხდარის გამო
-რაც არის არის,მომხდარს ვერ შევცვლით-შურისძიების წყურვილი ენაზე მომდგად სიტყვებს დაუფიქრებლად მაყრევინებს ბაგეებიდან. გაკვირვებული ექიმის სახეს არ ვიმჩნევ
-მოხდა რამე ახალი ?
-შენ არ უნდა ისვენებდე ახლა ?
-არა.. თუ დავისვენებ და ოთხ კედელს შორის გაჭედილი ვიქნები ფიქრები შემშლიან ჭკუიდან.. ამიტომ.. აქ ყოფნა მირჩევნია
-კარგი.. ბატონი ფილიპის ცხედარი შენმა ძმებმა დღეს დილით წაიღეს -წაიღეს ? თითქოს ნივთზე საუბრობს.. მაგრამ ჩემი ძმები რა საქმეს ხლართავენ ?
-სად ?
-როგორ თუ სად ? -გაკვირვებული სახე უფრო მეტად ებრიცება
-კარგი დაივიწყე-თავიდან ვიცილებ კელერს..
ტელეფონზე ჩემს სამივე ძმას ვურეკავ ორი საათის განმავლობაში და როგორც იქნა ერთ-ერთი მათგანი პასუხის გაცემას კადრულობს
-სად ხარ და სად არის მამაჩვენის ცხედარი? -გაბრაზებული ვახლი
-ყველაფერი მოვაგვარეთ ჩუმად
-უკაცრავად ? თქვენ რა,მამაჩემი ისე დაასვენეთ და მიაყარეთ მიწა რომ მეც არ მანახეთ ? -უფრო მეტად მემღვრევა ტვინში სისხლი
-ახლა მაგაზე ვერ ვიკამათებთ ლუსი,საჭირო იყო,შენ შეიძლება იძულებული გაგხადონ რომ თქვა მამაჩვენის ადგილსამყოფელი
-რა ხდება ?
-დღეს ღამე ვისაუბრებთ სამივე ყველაფერზე.. კარგი ? -იმედი მეძლევა რომ მეტად გარიყული არ დავრჩები ჩემი ძმებისგან,რადგან ასე თუ ისე ეს ყველაფერი მეც მეხება..
-კარგი-ვპასუხობ მშვიდად.
საავადმყოფოს კარებში მამაკაცი შემორბის რომელსაც ხელში ქალი ყავს ატაცებული,შორიდან ვერ ვხედავ რა ხდება,მაგრამ მთელი საავადმყოფოს მორიგე ექთნები და ინტერნები ეხვევიან გარს.
სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ მათკენ მაგრამ უკნიდან ხელზე მექაჩება ვიღაც და რამდენიმე ნაბიჯით მწევს ისევ უკან
-რა ხდება ? -ვტრიალდები და ჩემს უკან ჩვენი განყოფილების მთავარ უფროს კელერს ვაწყდები
-როგორც მითხრეს ტრავმაა
-რას აკეთებენ ?-ვიყურები ისევ მამაკცისკენ,რომელსაც ხელებში მისვენებულ ქალს აცილებენ ინტერნები და გორგოლაჭებიან საკაცეზე აწვენენ -რა მდგომარეობაა?-ვუყვირი შორი მანძილიდან იქვე მოფუსფუსე ექიმ როზას მაგრამ პასუხს არ მცემს
-გამიშვი კელერ-ხელს ვაშვებინებ უხეშად
-დღეიდან ოპერაციებს არ გააკეთებ-მკაცრად მაფრთხილებს.
-ამ საავადმყოფოში ერთ-ერთი ძლიერი ექიმი ვარ-ვახსენებ ისე,თითქოს სიტუაციას შევცვლი ამით..
-რამდენ ხანსაც ჩავთვლი საჭიროდ იმდენ ხანს იქნები ასე,იქამდე გააკეთებ ყველაფერს ოპერაციების გარდა,და სხვათა შორის შენ უდიდესი ტრავმა მიიღე და კარგად იცი რომ ვერ განდობ ასე უბრალოდ ყველაფერს იქამდე სანამ არ დამშვიდდები-მეუბნება და მშორდება.
გაავებული კბილებიდან ვცრი,ახლა რიგით ჯალათს ვამსგავსებ საკუთარ თავს,გამწარებული ზურგს ვაქცევ სხვა ყველაფერს და კაფეტერიაში ყავის დასალევად შევდივარ..

მთელი დღე უინტერესოდ მიდის,მით უმეტეს მას შემდეგ რაც ყველაზე საინტერესო საქმეს მომწყვიტეს.. თუმცა ყველაფერი დაკარგული არ არის ჯერ,სხვა ბევრ რამეშიც გამოსადეგი ექიმი ვარ..
დიდი შემართებით გავდივარ საავადმყოფოს ეზოში და მაშინვე მანქანის სირენების ხმა მიტყრუებს ყურებს.
მანქანიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოყავთ
-ვინაობა უცნობია-მეუბნება მძღოლი რომელიც საქმეში თავითაა ჩართული
-რა მოხდა ?
-გასროლა იყო მთავარ ხიდზე,ძლიერი სისხლდენაა -მპასუხობს და საავადმყოფოს დერეფანში მიაგორებენ დაზარალებულს..
მაშინვე საოპერაციოდ მიარბენინებს ახალი ექიმი და ახლაც ისევე ვწყდები საქმეს როგორც დილით.

რამდენიმე საათს ისევ უაზროდ ვატარებ,საინტერესოა რა გასროლა მოხდა ?
პლანშეტში ახალ ამბებს ვხსნი თუმცა არაფერს იძახიან ამის შესახებ.. ასე ახალგაზრდა და ასეთი რამ ? საბრალო..
დაჭრილი მამაჩემი მიდგება თვალწინ,ყველაფერი რაც იარაღს და იარაღით მიყენებულ ჭრილობას ეხება ახლა უფრო მძაფრად მედება გულზე.
ექიმი როზას მოძებნას ვიწყებ,დერეფნის ბოლოში დიდ დაფასთან მდგარს ვხედავ და ვუახლოდები
-როგორ ჩაიარა ოპერაციამ ? -
ჩემკენ ტრიალდება და მეგობრულად მიღიმის
-გამარჯობა,წარმატებულად ჩაიარა,დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა მაგრამ ყველაფერი რიგზეა ახლა
-ნახვა მინდა,რომელ პალატაშია ?
-პირდაპირ შენს უკან-მეუბნება და დაფისკენ ტრიალდება კვლავ.
თავს ვაბრუნებ უკან შეძლებისდაგვარად,სწრაფი ნაბიჯებით პალატის კარს ვუახლოვდები და ფრთხილად შევდივარ შიგნით..
მძინარე ახალგახრდა მამაკაცის სახეს ვაწყდები,სხვა თუ არაფერი მისთვის მცირედის გაკეთების ნება მაინც მაქვს და წვეთოვანს ვუცვლი,საწოლთან მდგარ ნაცრისფერ სავარძელში ვესვენები და თვალს ვუშტერებ მის სახეს..
ახლა რომ მასაც რამე დაემართოს,ისიც რომ ისე მოკვდეს როგორც მამაჩემი უსამართლობა იქნება.. თავს ვაქნევ და გონებიდან უაზრო ფიქრებს ვისვრი.
როგორც ჩანს მისი ანკეტა ჯერაც გაუხსნელია,როგორც ვხედავ არც არავის მოუკითხია და არც არავინ უკითხავს თვითონ.
კვლავ ფიქრებში წასულს უეცარი ამოოხვრის ხმა მაფხიზლებს,შეშინებული სავარძლიდან ვხტები და მამაკაცს ვაჩერდები,საწოლზე წამომჯდარი ღრმად სუნთქავს,თვალებს ორივე ხელით იფშვნეტს და ნერწყვს ძლივსღა ყლაპაბს.
ახალ ნაოპერაციების კვალობაზე მეტისმეტად მოქნილი და თავისუფალი მეჩვენება
-სად ვარ -ხელს ხელზე ძლიერად მკიდებს და გაავებული თვალს თვალში მიყრის
-საავადმყოფოში,არაფერი გახსოვთ ?
-აქ რას ვაკეთებ ? ან.. რამდენი ხანია რაც აქ ვარ ?
- დაახლოებით რვა საათი ან უფრო მეტი,არაფერი გახსოვთ ?
-რა დამემართა ?
-ცეცხლსასროლი იარაღით მოგაყენეს ჭრილობა-კათეტერს მარჯვენა ხელით იგლეჯს მეორე ხელიდან და გვერდით ისვრის,უფრო კარგად ჯდება საწოლზე და თეთრ მაიკას იწევს
-არა გაჩერდით არ შეიძლება,წამოწექით დაისვენეთ -მხრებზე ვკიდებ ხელებს და ვცდილობ როგორმე დავამშვიდო
-გაიწიე -ჩემს ხელს იშორებს და საწოლიდან ფეხებს ალაგებს,ჩემკენ ზურგით მჯდარი ჯერ მუცელს იმოწმებს შემდეგ მაიკას ისწორებს და წელში იმართება
-უნდა დაისვენოთ,ნაკერი გაგეხსნებათ-კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ. უკან მოუხედავად დგება ფეხზე და თავისი ტანსაცმლის ძებნას იწყებს
-ჩემი ტანსაცმელი სად არის ?
-ვერსად გაგიშვებთ,ახლავე დაცვას გამოვიძახებ-მკაცრად ვაფრთხილებ მაგრამ ძებნას განაგრძობს,პალატაში მდგარ კარადის კარს ხსნის და შარვალს და ფეხსაცმელებს იღებს.
-ვსიო.. დაცვას ვიძახებ-კედელთან მიგრებულ შავ ზართან მივდივარ და ეს-ესაა თითის დაჭერას ვაპირებ რომ უცნობი მამაკაცი მხრებზე მკიდებს ხელებს და თავისკენ მთელი ძალით მატრიალებს. თავბრუდახვეული ახლა უკვე მეშინია კიდეც მისი
-ახლა აქედან გავალ,შენ მშვიდად იჯდები,თუმცა უკეთესი იდეა მაქვს-მკაცრ მზერას არ მაშორებს და მის სიტყვებში თვითოეულ ასოს ზიზღს შევიგრძნობ
-რა იდეა..

თვალებს იატაკზე გაშოტილი ვახელ,თავს ოდნავ ვწევ და მახსენდება მომხდარი,წამიერად ყველაფერი თვალწინ მირბენს,გააფთრებული ფეხზე ვდგები და პალატიდან გავრბივარ
-სად არის კელერი ?- დერეფანში მიმავალ მორიგე ექთანს ვაჩერებ
-თავის კაბინეტშია ექიმო ლუსი
სირბილით ავუყვები მეორე სართულამდე ასასვლელ კიბეებს და გიჟივით ვუვარდები კაბინეტში
-რამე მოხდა რა სახე გაქვს ?-სავარძლიდან დგება და ჩემკენ მოდის
-უცნობი მამაკაცი რომელსაც ოპერაცია გაუკეთეთ დღეს-ძლივსღა ვახერხებ ამოსუმთქვას-გაიპარა-ექიმს სახეზე გამომეტყველება არ ეცვლება
-უკაცრავად ?
-გაიპარა მეთქი არ გესმის ?
-არ გაპარულა,მოაკითხეს და წაიყვანეს
-რა ?
-ხო.. მოაკითხეს ერთი საათის წინ და წაიყვანეს
-ვინ მოაკითხა ?
-შენ რა ახლა მანიაკივით დასდევ ხალხს?
-ანკეტა გახსენით მისი ?
-რათქმა უნდა ლუსი,შენ რა გჭირს,საიდამ მოიტანე რომ გაიპარა ?
-შენი აზრით რის გამო მაქვს ტუჩი გახეთქილი კელერ ? დავარდნისგან გამოწვეულია ეს გესმის ? მან რაღაც მიქნა და მეც გონება დავკარგე-ექიმს სიცილი უვარდება,პირზე ხელს იფარებს და თავს მობეზრებით აქნევს
-დარწმუნებული ხარ ?
-დაივიწყე-კაბინეტიდან გამოვდივარ. ვერ ვხვდები რა მოხდა?ან საერთოდ როგორ გაუშვეს ასე მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტი სახლში ? ან საერთოდ ვინ ჯანდაბა იყო და რას წარმოადგენს ?
დროა ანკეტას გადავხედო..
თმას ვისწორებ და მეორე სართულზე დერეფნის ბოლოში გავდივარ
-როზა-ვეწევი ექიმს
-გისმენ
-მამაკაცი რომელსაც ოპერაცია გაუკეთე ხომ გახსოვს ?
-რათქმა უნდა
-შენ გაწერე ?
-კი და რა მოხდა ?
-გაიგე ვინ იყო ?
-თუ არ ვცდები ლი ერქვა,გვარს ვერ ვიხსენებ -ტიჩებს ბრიცავს,მგონი სახელი საკმარისი არ არის
-და ... ვინ მოაკითხა ?
-თავისმა მცველმა
- რაო? -მცველიც ასეთი უნდა,ჯერ ჭრიან შენს უფროსს და მერე იცავ..
-რა ხდება ?
-არაფერი ისე,მაინტერესებდა -ვუღიმი უხხერხულად და ალბად სახეზევე მემჩნევა რომ არაგულწრფელი ღიმილი მადევს გათეთრებულ სახეზე..
ლიი...
ვინ ხარ ლიი ?

საინტერესოა..

____
ცხოვრება განტოლებას გვაძლევს რომელსაც ან ამოხსნი ან ვერ,ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ჭკვიანი ხარ,რამდენად უსწრებ წინ ყველაფერს,რამდენად აღიქვამ სწორად სამყაროს.
განტოლება.. რომელის პასუხიც ხშირად ვიცით,მაგრამ ტოლობის შემდგომ მაინც კითხვის ნიშანს ვსვამთ.

ღამის ორი საათია,სამუშაო საათი ახლა ხანს დასრულდა,აქამდე ჩემს სამსახურს კონკრეტული დრო არასდროს ქონია,რადგან არავინ ვიცოდით როდის დაშავდებოდა ვინმე და როდის დამირეკავდნენ საშველად.
ახლა კი,უბრალოდ შემიძლია დავწვე,დავიძინო და ვიფიქრო ძალიან,ძალიან ბევრ სისულელეზე..
ამ ღამით მხოლოდ ტაქსის თუ გამლვიჭერ სადმე,თუმცა ესეც ძნელია,ამ დროის მონაკვეთში ყველა ან კლუბშია ანდაც ბარში,ან საერთოდაც ძინავთ და ხვალინდელი დღოსთვის ტელეფონზე გასაღვიძებლად მაღვიძარას აყენებენ.
ფეხით მივუყვები ქალაქის ქუჩებს,
ლამპიონებით განათებული გზები მეტისმეტად ლამაზი მეჩვენება,
ისუმალი სიწყნარეა,სწორედ ისეთი წამიერად რომ ჩაგითრევს თავისთან და ფრჩხილებით ცდილობ კედლებზე აბობღვას რომ განთავისუფლდე. ჩემდაგასაკვირად არ დავღლილვარ,არც მეძინება და იმ ფაკტი რომ შემიძლია ღამე ბუსავით გავატარო სავსებით არ მაშფოთებს.
გზად მიმავალს სიბნელიდან წამოსულ უჩვეულო ყვირილის ხმა მესმის,წამიერად ვწყვეტ სვლას და ერთ ადგილზე ვჩერდები,გონებას ყურადღებით ვიკრებ და ვცდილობ წამოსული ხმის მანძილი და მდებარეობა როგორმე გამოვიცნო
-მიშველეთ აქ დაჭრილი კაცია-
ტელეფონის განათებას ვრთავ და სირბილით ვუახლოვდები ქალს,რომელიც ფეხზე დგას და ერთიანად თრთის..
ფრთხილად ვუახლოვდენი ქალს და მხარზე ვადებ ხელს,გვერდით ვწევ და ვცდილობ უფრო ახლოს მივიდე დაჭრილ მამაკაცამდე,ტელეფონს ვანათებ სახეზე და ჩემს გაოცებას ახლა უკვე არც საზღვარი და აღარც გაურკვეველი მიზეზი არ აქვს..
ჩემს წინ ისევ ლის ვხდავ,მაგრამ ახლა ჩემს ხელშია მთლიანად.
გაოგნებული მუხლებზე ვეშვები,მაიკას ვუწევ და ვამჩნევ ჭრილობიდან წამოსულ სისხლს
ასეც ვიცოდი რომ ასე მარტივად არ ჩაივლიდა ლის გაქცევა საავადმყოფოდან
-ტაქსი დაიჭირეთ-ქალს ვუტრიალდები და ხმამაღლა ვაფრთხილებ. დამფრთხალი ჯერ ადგილს ვერ პოულობს,შემდეგ აზრზე მოდის და თავქუდმოგლეჯილი გზაზე გაბრის რომ ტაქსი გააჩეროს,ჩანთიდან ჩემს თავსაბურავს ვიღებ,ჭრილობაზე ვადებ და ძლიერად ვაწვები ზემოდან,ტაქსიც მოდის და მძოლის შეშლილ სახეს თვალს ვუსწორებ.
ლის დანახვისთანავე მანქანიდან გადმოდის,ხელში იტაცებს და უკანა სავარძლებზე აწვენს,მეც უკან ვეტენები რომ თვალი არ მოვაშორო,გამუდმებით პულსაციას ვუმოწმებ,ჯერ კიდევ ცოცხალია..
არ დამიგვიანია,ახლა მაინც..
საავადმყოფომდე მისვლას აზრი არ აქვს,ბევრი პრობლემა წამოიჭრება ისედაც რაღაცას ეჭვობენ ჩემზე იმის გამო რომ ლის ასე გაავებილი დავეძებდი დღეს ამიტომ ჩემი სახლის კარამდე მივყავარ მძოლს..
წინა კარი იხსნება და მძღოლი ისევ გმირივით გამდოდის მანქანიდან,უკანა კარს ხსნის და ჯერ მე გადავდივარ მერე ვაი-ვაგლახით გადმოყავს ლი და ხელში ატაცებულს მოჰყავს ჩემს სახლამდე.
კარს ვხსნი და მაშინვე ოთახისკენ გავრბივარ,საწოლს ვშლი და მძღოლიც საწოლზე აწვენს ფერწასულ ლის,გაოცებული ახლა აანალიზებს რა მოხდა და რაში დამეხმარა,სავარძელში ეხეთქება და შუბლზე წამოსულ ცივ ოფლს დაძაბილი იწმენდს
-სააფთიაქო ყუთი მომიტანე,მაგიდას ხომ ხედავ იქ როა შავი ყუთი ის-თითს ვიშვერ მაგიდისკენ და უცნობი მამაკაციც მაშინე ასრულებს დავალებას.
მაიკას მაკრატლით ვუჭრი მთელს ზოლზე,სპირტს და ბამბას ვიღებ და სისხლისგან დასვრილ ჭრილობას ვუწმენდ საგულდაგულოდ..
-გახსნია ჭრილობა ცოტა-ვვოხრავ და ახლა სოეციალურ ნემსსა და ძაფს ვიღებ
-ესენი საიდან გაქვს ?-თვალები უფართოვდება მძღოლს
-ნუ ღელავ არ მომიპარავს..-თუმცა ვიტყუები- ექიმი ვარ -თითქოს ლოდი მოეხსნა მხრებიდანო,ღრმად კსუნთქავს ჰაერს და საწოლთან მუხლებზე დგება.
ჭრილობას ახლიდან ვუკერავ,ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული იმაში რომ ყველაფერი ზედმიწევნით გავაკეთე,თავდაჯერებული ბინტს ვადებ ჭრილობაზე და ზემოდან თეთრ ლენტს ვაკრავ.
-რა დაემართა ?-ახლა ვაანალიზებ რომ სრულებით უცხო ადამიანი შეესწრო ამ სცენას
-მომისმინე.. ამას სადმე თუ იტყვი ჩემთან ერთად შენც ჩაგითრევ,არაფერი დაგინახავს და არც გაგიგია,ჩემი საქმროა და არ მინდა გაიგოს ყველამ-თავს მიქნევს მძოლლი-შეგიხლია წახვიდე,მადლობ-უხეშად ვასრულებ,ფეხზე ვდგები რომ ვანიშნო რომ მისი წასვლის დროა,ისიც ფეხზე დგება და ისე გადის ოთახიდან რომ ლის თვალს კიდევ არ აცილებს.
-კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი
-არაფერია.. არაფერი დამინახავს-მეგობრულად მიღიმის და სახლის კარს აღებს..
მამაკაცის გაცილების შემდეგ ისევ ლის ვუბრუნდები..
მაიკას მკლავებიდან ვაძროვ წვალებით,მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა ესეც.
ტემპერატურა აქვს,სველ საფენებს ვადებ გულმკერდზე და შუბლზე გამუდმებით და გამთენიის ექვს საათზე თვალები დაუკითხავად მემშვიდობებიან და მეძინება ლის საწოლთან.

-სად ვარ -ლის ხმა ჩამესმის ყურებში,დაფეთებულივით ვვარდები და პირველ რიგში ხელის გულებს ვადებ შუბლზე და ლოყებზე,გრილია გამდინარე წყალივით,დამშვუდებული გულით ისვ სავარძელზე ვჯდები და შუბლზე ვიდებ ხელებს
-ახლა რაღა მოხდა შენს თავს-საყვედურით ვეკითხები ლის
-ისევ შენ ? რა იყო მითვალთვალებ ? -გაოცებისგან პირს ვაღებ
-მადლობას უნდა მიხდიდე სხვათა შორის ახლა ,ქუჩაში გიპოვნე ჭრილობა გაგეხსნა,რა მოხდა ?
-მადლობ.. არაფერი საშენო ქალბატონო
-თავს იფასებ კიდეც ? -უფრო მეტად ვოგნდები-ვიმსახურებ სიმართლის ცოდნას
-არ გიცნობ,ასე რომ ყველაფერს ვერ გეტყვი იმის გამო რომ გადამარჩინე,მაგრამ გადაგიხდი -ღმერთო რა იდიოტია..
-მართლა ? და როგორ ?
-შენ ფასი მითხარი და მე გადაგიხდი-თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ,მე გადავარჩინე ეს ფულზე მელაპარაკება
-რა თქვი ?
-ვალში არავისთან ვრჩები,არც შენთან ვაპირებ
-იდიოტი ხარ
-ასე ელაპარაკები ყველას ?
-საავადმყოფოში რა გამიკეთე ? -მახსენდება მომხდარი და ახლა ვნანობ კიდეც რომ დავეხმარე
-დასვენების საშუალება მოგეცი-მშვიდად მპასუხობს
-იატაკზე თანაც,როგორ გამიფრთხილდი
-შეძლებისდაგვარად ჩემო კარგო-ბალიშიდან თავს სწევს და წამოდგომას ცდილობს,თუმცა არ გამოსდის ტკივილის გამო და ისევ ბალიშზე ეშვება
-არ გამოგივა -ნიშნის მოგებით ვეუბნები და ეშმაკურად მეღიმება
-უნდა წავიდე საქმეები მაქვს-ეს ან გიჟია ან სიკვდილი უნდა ან კიდევ ერთხელ გიჟია
-სიკვდილის ანგელოზთან გარიგება უნდა დადო სანამ მოკვდები?
-ღმერთო ჩემო რა ოპტიმისტი ყოფილხარ,ჯერ ახალგაზრდა ვარ სიკვდილისთვის-იშმუშნება უხერხულად
-კარგი დაივიწყე.. ვერ წახვალ სანამ ჭრილობა არ მოგიშუშდება,ვ ე რ ა და თანაც ხვეწნას არ ვაპირებ,შენს გარდა უამრავი საქმეც მაქვს
- მერედა ვინ გეხვეწება აქ რომ დამტოვო ? ეს შენ დსრ ერთადერთი ვინც ამას იჟინებს
-საწოლიდან არ ადგები,სხვა ხერხებს მივმართავ იცოდე
-გასაგებია.. და მაინც რას ?
-მოვიფიქრებ თუ ცდი-სავარძლიდავ ვდგები და სამზარეულოში გავდივად,მაცივრიდან ბანანის წვენს ვიღებ და ჭიქაში ვასხამ,ახალ ფაფას ვამზადებ უმადური ვირისთვის მიმაქვს..
საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე ვდგამ ყველაფერს,ლი შეწუხებული ტრიალდება ღრმა თეფშისკენ



№1  offline წევრი .M.A.R.I.

scream scream scream scream scream scream
ვაუ აირავთქვა არ ვიცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent