შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (13, დასასრული)


27-05-2018, 18:20
ავტორი Mtirala
ნანახია 2 236

***
შემიყვარდი, გესმის?!
სიგიჟემდე შემიყვარდი!

***
შავ-ბნელი ქუჩა,
მდუმარე ქალაქი
და მძიმედ ჩამოწოლილი ნისლი...

***
პალატაში, ფანჯარასთან კატო იჯდა და ნისლიან, დაბურულ ქალაქს გაჰყურებდა. უყვარდა ასეთი ამინდი, მუდამ ეგონა ღრუბლებში ეფლობა მთელი ქალაქიო. გოგონა უკვე გაწერეს, ბოლო წუთებს ატარებდა ამ პალატაში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვე კომაში იყო, მის ცხოვრებაში ყველაზე ტკბილი დღეები აქ გაატარა, ვაჩემ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა... ახალი მეგობრები შეიძინა და ერთი მეგობარზე მეტი. თითქოს საავადმყოფოდან წასვლა არ უნდოდა, ეშინოდა ვეღარ ვნახავ ახალ მეგობრებსო, ჩემთან შეხვედრას არ მოინდომებენო, მაგრამ ამ ფიქრებს როგორღაც აიგნორებდა და ცდილობდა აწყმოზე ეფიქრა, და არა - მომავალზე.
-კატო, შეიძლება? - კარი შემოაღო ვახომ და ქალიშვილს გაუღიმა. გოგონამ ოდნავ თავი დაუქნია და საპასუხოდ მანაც გაიღიმა. ფანჯრისკენ მიტრიალდა ისევ, ვერ სწყვეტდა თვალს ამ სანახაობას. მამაკაციც გვერდით ამოუდგა, ჰორიზონტს გახედა და წარბები ოდნავ შეკრა.
-ყოველთვის გიყვარდა ასეთი ამინდი, მე კი ვერასდროს ვიგებდი რა მოგწონდა ნისლში. - ოდნავ ღიმილშეპარულმა ამოილაპარაკა მან, თვალებში სევდა გაუკრთა, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია.
-შეხედე, ღრუბლებში ვცურავთ, მამი. - ძალიან თბილად, სინაზით ამოილაპარაკა გოგონამ და გვერდულად გახედა საყვარელ მამიკოს. დაინახა, თუ როგორ ესიამოვნა მისი მიმართვა. - ვიცი, ისე ჩანს თითქოს სიბინძურეში არის ჩაფლული ქალაქიო. მამი, იცი რატომ არ არის ნისლი ღრუბლებივით თეთრი?
-რატომ?
-ჩვენს სიბინძურეს იტევს, შთანთქავს, შემდეგ მიდის და ისევ ისეთი უმანკოები ვართ,თავის უმანკოებას გვჩუქნის, მაგრამ გავა ერთი წამი... და ჰოპ, ისევ სიბინძურით ვართ სავსე. - თვალები უბრჭყვიალებდა კატოს, თავისი მოსაზრება ნისლის შესახებ, მხოლოდ გიორგიმ იცოდა, ახლა ვახომაც. გოგონას მამას თვალები ცრემლებით აევსო, ვეღარ გაუძლო და მთელი ხმით აქვითინდა. კატოს გული მოეწურა, სწრაფად მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
-ვიცი, როგორ გიჭირს, მამი. ყველაზე მეტად შენ გიჭირს. - ცრემლები გადმოყარა მანაც. - ჯერ ვაჟიშვილი დაკარგე, შემდეგ ცოლი... ქალიშვილი კი სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. ეგოისტი ვიყავი, საკუთარი თავის გარდა ვერავის ვხედავდი, მეგონა ყველაზე მეტად მე მიჭირდა, მაგრამ... მამი... მე გაპატიე!
ორივე, მამა-შვილი გულამოსკვნილი ტიროდა. არ აღელვებდათ ის ფაქტი, რომ ტირილი სირცხვილად ითვლებოდა. ტირილი სირცხვილი არ არის! არც არასდროს ყოფილა...

***
-ელზა, გაიღვიძე, თუ არადა დაგტოვებ სახლში. ხო, იცი, რომ კატო გველოდება? - ოდნავ ხმამაღლა, დამრიგებლური ტონით საუბრობდა ვაჩე და თავის დას ადგომისკენ მოუწოდებდა. გოგონაც მალე წამოფრინდა, ჩემმა გიჟმა ძმამ მართლა სახლში არ დამტოვოსო.
-შენ ისეთი საზიზღარი ხარ, ჩემი სახლში დატოვება არ მოგერიდებოდა. - წუწუნებდა ელზა, თან ჩაის სვამდა, თან ფეხსაცმელს იცვამდა. - ოხ, რა. მერე კიდე იტყვი კარგი ძმა ვარო.
-ელზა, ხო იცი ახლაც შემიძლია სახლში დაგტოვო. - ეშმაკურად გამოხედა ერთი თავით დაბალ გოგონას. "საზიზღარი"-ო ჩუმად ჩაიბუზღუნა ელზამ და ჩანთას ხელი დასტაცა.
-ჩემი ლამაზი შვილები, რამდენი ხანია წესიერად არ გვისაუბრია. - ელზას და ვაჩეს დედას, ლელას შვილების ხმაურზე გამოეღვიძა. ამ ბოლო დროს არ ეცალა, სამსახურში ძალიან დატვირთეს, ძალიან უნდოდა თავისი შვილების ამბების გაგება, მაგრამ ვერანაირად ვერ იცლიდა.
-დედა, გვეჩქარება. აი, რომ მოვალ შენი ვარ. - გაამხნევა ვაჩემ, გასაღებს ხელი დასტაცა, დედას ლოყაზე აკოცა და ელზას ანიშნა, ჩქარა ჩამოდიო.
-ეჰ, რას გაუგებ შენს შვილებს. - მხრები აიჩეჩა ელზამ და ისიც გავარდა გარეთ.

***
-კატო, მოდი, დამეყრდენი. - ოდნავ ხმამაღლა უთხრა ვაჩემ გოგონას და მკლავზე ხელი მოჰკიდა. კიბეებზე ფრთხილად ჩაიყვანა.
-არ მიჭირს სიარული, ვაჩე, ხომ ხედავ? - გაიცინა მან და ბიჭს ახედა.
-როგორ არ გიჭირს, არ გამაბრაზო და დამეყრდენი. - მოჩვენებითი სიმკაცრით ჩაილაპარაკა და უკან გაიხედა.
-დაველოდოთ მაინც, მათ გარეშე მოვიწყინე. - ტუჩები დაბრიცა გოგონამ და უკან მომავალ მეგობრებს გახედა. არც ვაჩე ჩამორჩენია, ცხვირი აიბზუა და ხმამაღლა შეეკამათა.
-როგორ თუ მოიწყინე, ასეთი უჟმური ვარ?
-უჟმური ხარ, აბა რა ხარ? როცა ვიცინი მეჩხუბები, რამე არ გეტკინოსო, არადა ჯანმრთელობისთვის სიცილი აუცილებელია, ძვირფასო. - აკისკისდა გოგონა და გაბუტულ ბიჭს მხარზე აეკრო. არ სწყენია არაფერი, პირიქით ბედნიერი იყო, უბრალოდ ცდილობდა ოდნავ სევდიანი გოგონა გაემხიარულებინა. კატო მოულოდნელად დასერიოზულდა, მდუმარე ბიჭს თვალებში ჩააშტერდა. - ნუ მებუტები, გთხოვ.
პასუხი არ ყოფილა, უბრალოდ უყურებდა ვაჩე უმშვენიერეს ადამიანს და მისი უმანკოებით ტკბებოდა.
-არასდროს მიგატოვებ, კატო, ნუ გეშინია. - გოგონას არაფერი უპასუხია, ღრმა თვალებში ჩააშტერდა და სთხოვა მანქანაში ჩავსხდეთო.

***
-ვგულაობთ ყველა?! - გაიცინა ელზამ, ვაჩესა და კატოს შორის ჩახტა. - ცოტა ხანი მურმანის ეკალი ვიქნები, რა.
-ხო, შენ იგულავე და ჩვენ შენ გამო კლუბში ვეღარ წავედით, ბავშვო. - ამოიბუზღუნა ოთომ და თვალები აატრიალა.
-ბოდიში მოიხადე, რა. აქ ვერ ერთობი?! - გაცხარდა ელზა და წამოხტომა დააპირა, უნდა ვცემოო, მაგრამ კატომ გააჩერა.
-დაეტიე აქ. - თავში ხელი წამოარტყა ბექამ ოთოს და დივანზე გადაწვა.
-ნაშობა უნდა ამეყარა და ახლა, ამის მაგივრად სახლში ბავშვებს უნდა მოვუარო. - ამოიბურტყუნა ბიჭმა და თავის უაზრო ხუმრობაზე, მარტომ, დაახლოებით ხუთი წუთი იცინა.
-ეი, ბიჭი, დამშვიდდი. - კიდევ ერთხელ წამოარტყა ბექამ ხელი და თვალებით ანიშნა, ზედმეტი მოგივიდაო. ელზას ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ძალდატანებით იღიმოდა და ცდილობდა ხასიათის ცვლილება არ დატყობოდა. არ სწყენია, იცოდა ბიჭს ბევრი გოგო ჰყავდა, მაგრამ გული მაინც დაწყდა. თითქოს თვალებში იმედის ნაპერწკალი ჩაუქრაო. ყველა მიხვდა, თუ როგორ შეეცვალა განწყობა ელზას, მაგრამ არ შეუმჩნევიათ. განსაკუთრებით ოთო არ აღიარებდა, რომ მიზეზი თვითონ იყო და არავინ სხვა.
-ელზა, მგონი გირეკავენ. - ქრისტინამ მობილური გაუწოდა გოგონას და გაუღიმა. მაშინვე დატოვა ოთახი მან და კლასელის ზარს უპასუხა.
-გისმენ, ნიკო.
-[ელიზაბეთ, შენი დახმარება მჭირდება.]
-რამდენჯერ უნდა გითხრა, ასე ნუ მეძახი-მეთქი.
-[ნუ, მოკლედ, შეგიძლიათ რამდენიმე დღე შემიფაროთ?]
-რა იყო სახლიდან გამოგაგდეს? - დასცინა ბიჭს და ჩვეულ პასუხს დაელოდა.
-[როგორც ყოველთვის, ჩემი მშობლები მივლინებაში მიდიან რამდენიმე დღით.]
-როგორც ყოველთვის, ახლაც მიგიღებთ, მაგას კითხვა რად უნდა. - თბილად დაემშვიდობა ნიკოს და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. ნიკო იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის უგებდა და ყველაფერში ეხმარებოდა. ხშირად რჩებოდა ბიჭი მასთან, რადგან მშობლები მუდამ გადარბენაზე იყვნენ. ელზას ძალიან უკვირდა რატომ რჩებოდა ბიჭი მასთან და არა რომელიმე ძმაკაცთან. მაგრამ მერე ხვდებოდა, ნიკოს მშობლებს ლელას იმედი ჰქონდათ, ნიკო კი გოგონასთან თავს ძალიან კარგად გრძნობდა.
-ვაჩე, ხვალ ნიკო ჩვენთან რჩება, სავარაუდოდ კიდე რამდენიმე დღე. - გამხიარულებულმა გოგონამ ძმა გააფრთხილა და კოლას დასწვდა.
-ყოველთვის მიკვირდა, რატომ რჩება ნიკო თქვენთან? - ამრეზით ამოილაპარაკა ოთომ.
-იმიტომ, რომ ვუყვარვართ. - ხაზი გაუსვა ელზამ სიტყვა "სიყვარულს" და თვალი ჩაუკრა.
-ჩვენც გაგვაცნობ? -თვალები გაუბრწყინდა ქრისტინას და კატოს მიეხუტა.
-აბა, რას ვიზამ. - ელზა გაიჯგიმა და გოგონებს გადაეხვია.

***
-გიყვარს?
-რა სისულელეა, ნიკო.

***
-ქრისტი, კატო, გაიცანით ჩემი "ზე ბესთი" ბიჭი ნიკო. - ელზამ ხელი ბიჭისკენ გაიშვირა. გოგოებმა გაუღიმეს ნიკოს და ჩაიღლუღლუღეს სასიამოვნოა-ო. გაფართოებული, გაოცებული თვალებით უყურებდნენ მასზე ბევრად უმცროს ბიჭს, მაგრამ სიმპათიების დამალვას არც ერთი ცდილობდა. ძალიან სიმპათიური იყო ნიკო. ღრმა, მწვანე თვალები ჰქონდა, მაღალი იყო და სულ გაღიმებული დადიოდა. თუმცა ადვილად შეამჩნევდით თვალებში ჩაბუდებულ სევდას, მაგრამ ნიკო არასდროს იმჩნევდა ამას.
-ღმერთო, რა ბიჭია. - ამოიბურტყუნა ქრისტინამ.
-რამდენიმე წლით გვიან რატომ არ გავჩნდი? - უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა კატომაც. ვაჩეს სიცილი აუტყდა როგორი ბავშვები არიანო. ბექაც აჰყვა, მაგრამ მესამე ძმაკაცი ზედმეტად ეჭვიანობდა ელზას მეგობარზე. ოთოს სასტიკად არ მოსწონდა ნიკო, არც ის მოსწონდა ასე, რომ მეგობრობდა ელზასთან, მაგრამ რა ექნა, ეჭვიანი ქმარივით სცენებს ვერ მოუწყობდა.
-ხო, გეუბნებით, ზე ბიჭია, რა, ჩემი ნიკო. - გაეცინა ელზასაც და ბიჭს მხარზე ხელი დაჰკრა, მოეშვიო.
-დიდი მადლობა, მაგრამ ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, მართლა. - თავმდაბლობით უთხრა გარშემომყოფთ და უბრალოდ გაუღიმა. ყველა ამჩნევდა, არ იყო ნიკო ჩვეულებრივი ბიჭი.
-ბავშვებო, მოდით, ვივახშმოთ. - გამოსძახა ლელამ სამზარეულოდან. პირველი ვაჩე "გაფრინდა", ძალიან მშიაო, რა თქმა უნდა, დანარჩენებიც მალევე მიჰყვნენ. ნახევარი საათის შემდეგ, სამზარეულოდან სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეს და იქ განაგრძეს მხიარული ბაასი.
-კატო, ჩემი შვილები სულ შენს სახელს გაიძახოდნენ, თან სულ გაქებდნენ ანგელოზიაო, მე ვერ ვიჯერებდი, მაგრამ მართლა ულამაზესი ყოფილხარ. - კომპლიმენტებით ამკობდა ლელა გოგონას და დანარჩენებსაც ამხიარულებდა. მიუხედავად იმისა, რომ ხანშიშესული ქალბატონი შვილებს მარტო ზრდიდა, არასდროს დაუყრია ფარხმალი. მუდამ ძლიერი იყო და ცდილობდა შვილებისთვის უმამობა არ ეგრძნობებინა. ახლაც, ძალიან მხიარული და ლაღი იყო, მაგრამ მარტო ღმერთმა იცოდა, როგორ სტკიოდა ლელას ქვრივად ყოფნა.
-დიდი მადლობა, მაგრამ არ არის საჭირო...
-დედა, ნუ დაღალე. - ღიმილით უსაყვედურა ვაჩემ და მოეხვია მასზე დაბალ ქალს.
-გაჩერდი შენ, მე გადავწყვეტ დავღლი თუ არა. - გაიბუსხა ლელაც და შვილს ხერხემალში მწარედ ჩაარტყა.
-მეტკინა. - ამოიბურტყუნა ბიჭმა და დივანზე გადაწვა. - კატო, არ გინდა გავისეირნოთ?
-თქვენ თუ არ გეწყინებათ. - გახედა კატომ მეგობრებს, მათი თავის გაქნევის შემდეგ ფეხზე წამოდგა და ვაჩეს უკან მიჰყვა.

***
სიზმრები ხდება...
მთავარია ჩვენ გვჯეროდეს...

***
-თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობ.
-მადლობა. - გაუღიმა კატომ ვაჩეს და ბუნებას გახედა.
-რისთვის? ხომ გითხარი, მადლობა არ არის საჭირო-მეთქი. - თითქოს დატუქსა ბიჭმა. უყურებდა თავის მზეთუნახავს და უკვირდა, ნუთუ ასეთი ლამაზი ადამიანები კიდევ არსებობენო?
-კარგი, რა.
-კატო, იცი რა მაინტერესებს? - სიცილით ჰკითხა ბიჭმა და გოგონას ინტერესიან მზერას თვალი აარიდა. - ზღაპარი "მძინარე მზეთუნახავი" ხომ იცი?! დააკვირდი, აბა. მე პრინცი ვარ, რომელმაც მძინარე მზეთუნახავი, ანუ შენ, გააღვიძა.
-ვაჩე, მაგ ზღაპარში პრინცი კოცნით აღვიძებს პრინცესას. - იცინოდა გოგონა და ბიჭის შედარებაზე ძალიან ხალისობდა, მართალია გულში გაუხარდა ასეთი პარალელი გავლება, მაგრამ ეს ცხოვრება ზღაპარი არ არის და ბევრი ცუდიც ხდება.
-ნუ დამცინი, ძვირფასო. - გაიცინა ბიჭმაც. - მართლა, თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობ.
-ვაჩე...
-ჩუუ, კატო. ნუ გამაწყვეტინებ, გთხოვ. - მშვიდად ამოილაპარაკა ბიჭმა, მაგრამ ძალიან ცდილობდა, როგორმე ნერვიულობა არ დატყობოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რას ეტყოდა, რაზე ესაუბრებოდა, მაგრამ ძალიან სჭირდებოდა ეს მას. მთელი სხეული უხურდა, გული ძალიან სწრაფად უფეთქავდა. თინეიჯერ ბიჭს მოგაგონებდათ, მაგრამ ის ხომ ჩამოყალიბებული პიროვნება გახლდათ. - მართლა არ მქონდა გეგმაში ვინმეს შეყვარება. მაგრამ ხომ გაგიგია, რომ სიყვარული დაუგეგმავად მოდის?!
-ვაჩე, ნუ იქნები ბანალური, გთხოვ.
-ამ ქვეყანაზე ყველაფერი ბანალურია... რომეოსა და ჯულიეტას თავგანწირვა, აბესალომისა და ეთერის ტრფობა, ელზას და ოთოს სიყვარული... რაც არ უნდა ლამაზი იყოს სიყვარული, მიკერებული წოდების გამო, "ბანალურია", ყველაფერი უფერულდება, გესმის?!
-სიყვარული არასდროსაა უფერული... - გული ამოაყოლა კატომ ამ სამ სიტყვას და შეეცადა გაეღიმა. ესმოდა საკუთარი გულის ცემა, ხედავდა როგორი ფერადი იყო მათი სიყვარული.
-ჩამეხუტე, რა. - ვაჩე გოგონას მიუახლოვდა, ხელები წელზე მოხვია და მკერდისკენ მიწია.
ახლა, ორივეს ესმოდა, თუ როგორი ჩუმი და ხმაურიანი იყო სიყვარული...
ორივე ხედავდა, თუ როგორი ფერადი და უფერული იყო სიყვარული...
ორივე გრძნობდა, თუ როგორი ბანალური, მაგრამ მაინც ძალიან განსაკუთრებული გრძნობა იყო სიყვარული...

***
-ჩვენ შემოვრჩით მარტო. - ოთახში მხოლოდ ბექა და ქრისტინა იყვნენ. ლელამ ძილი გადაწყვიტა, დანარჩენებიც გაიფანტნენ.
-დამისხი, შენი ჭირიმე, რა. - ამოიფრუტუნა მთვრალმა გოგონამ და მთვრალ ბიჭს გახედა. ორი ლოთი დარჩენილიყო ოთახში და არ აღელვებდათ რა ხდებოდა გარეთ. უყურებდნენ ერთმანეთს, სვამდნენ და თითქმის ყველაფერზე ხარხარებდნენ, ან ცრემლებს ღვრიდნენ. ძალიან ჰგავდა ეს ორი ერთმენთს...
-აუუ, კ... კაი ხანია, ასე არ დავმთვრალვარ. - ძლივს გადააბა რამდენიმე სიტყვა ერთმანეთს ბექამ და თავი ქრისტინას კალთაში ჩადო.
-მე ასე საერთოდ არ დავმთვრალვარ. - ამოიზმუილა გოგონამაც.
-ისე დაუკვირდი, კატო და ვაჩე, ოთო და ელზა... "სასტავში" მარტო ჩვენ ორი დავრჩით მარტოსულად.
-ყველაფერი წინ გვაქვს ჩვენ ორს, ბექა. - გაიცინა გოგონამ და სიცილში ბიჭიც აიყოლია.

***
-ნიკო, როგორც ყოველთვის ამ ოთახში შეგიძლია დაიძინო. - გაუღიმა ელზამ ბიჭს და საწოლზე ჩამოჯდა. - დააწყვე შენი ნივთები, არ მოგერიდოს.
-ისე იძახი, თითქოს პირველად ვარ აქ. - დასცინა გოგონას და საწოლზე ჩამოჯდა.
-აუ, ნიკო, რაღაცას გკითხავ, ოღონდ არ მეჩხუბო. - კატის თვალებით შეხედა ჩამომჯდარ მეგობარს.
-ანაზე თუ უნდა მკითხო, გიპასუხებ, რომ პირველი სიყვარული ყოველთვის განწირულია. - ახარხარდა ბიჭი, მაგრამ მის ხმაში ტკივილს ადვილად შემაჩნევდით. ნიკოს პირველი სიყვარული ანა იყო, ძალიან ლამაზი და ნაზი გოგონა, მაგრამ ხომ გსმენიათ, არა?! "პირველი სიყვარული" ყოველთვის განწირულიაო.
-ანუ, რა გინდა თქვა, რომ ჩემი და ნაყინის სიყვარული განწირულია? - არტისტულად ამოიქვითინა გოგონამ და მხიარულდ დაჰკრა ბიჭს ხელი. - შენ ნამდვილ სიყვარულს იმსახურებ და გთხოვ, შენს ბედნიერებას სხვას ნუ შესწირავ.
-ჩემზე ლაპარაკი გვეყო, ახლა მითხარი ოთოსთან რა ხდება. - ახლა, ბიჭი ახარხარდა მთელ ხმაზე და საწოლზე კომფორტულად გადაწვა. ძალიან უყვარდა ეს სახლი, ეს ოთახი და ეს საწოლი. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ნამდვილ ოჯახში ცხოვრობდა და პრობლემებს აქ ყოველთვის ივიწყებდა.
-რა თქმა უნდა, არაფერი. ან საერთოდ, რა უნდა ხდებოდეს? - წარბი მაღლა აზიდა ელზამ და ბიჭს მუცელში ხელი ჩაარტყა. - ნუ ხარ საძაგელი.
-გიყვარს?
-რა სისულელეა, ნიკო.
-რატომაა სისულელე, ვითომ. - წამოვარდა ბიჭი და ელზას მოეხვია. - კაი წყვილი იქნებოდით, ისე. - არ წყვედა ბიჭი სიცილს და თან მაგრად ეკვროდა გოგონას, თითქოს ცარიელი ნაწილი შევსება სურდა.
-გადი, რა. - ამოიბურტყუნა ელზამ, გაიბუსა და ხელები გადაიჯვარედინა.
-ახლა, ჩვენ მივწერთ ოთიკოს. - ეშმაკურად იღიმოდა და ხელში ელზას ტელეფონი ეკავა, მაგიდაზე ახტა და ელზას ჯაჯგურს ყურდაღება არ მიაქცია. - "ოთო, ეზოში დაგელოდები."... "ვოტ ტაკ" გაგზავნილია.
-ვაიმე, არ ჩავალ, ნიკო. - გაჰკიოდა გოგონა და ბიჭის დაჭერას ცდილობდა. 5 წუთიანი სირბილის შემდეგ ორივე საწოლზე დაებრეხვა და დაღლილები ერთმანეთზე ეგდნენ.
-ელზა, ჩადი, დარწმუნებული ვარ, გელოდება.
-ნიკო, მერე ვინანებ?
-არ ინანებ, დამერწმუნე. - გოგონას ხელი ჰკრა, წამოაყენა და კარისკენ უბიძგა. ელზამ გაუღიმა და კარი გაიხურა. ისევ მარტო დარჩა ნიკო, რაც გააჩნდა ხელიდან ეცლებოდა, მაგრამ სხვისი ბედნიერება უზომოდ ჰყოფნიდა. გონებაში მოგონებები ირეოდნენ, ყველაზე ბედნიერი წუთები მაინც იმ ერთადერთს უკავშირდებოდა.
გოგონა ხუთ წუთში ეზოში გაჩნდა და მომლოდინე ბიჭს მიუახლოვდა.
-აბა, ეზოში დაგელოდებიო, რას გამყინე ამხელა კაცი. - უკმაყოფილოდ დაიმანჭა ოთო და ძლივს მოსულ ელზას გახედა.
-ჩემი ბრალი არ არის, ნიკომ დამაყოვნა. - იცრუა გოგონამ, მაგრამ სიმართლის მარცვალი ნამდვილად იყო ამ ტყუილში.
-კარგი ბიჭია ნიკო. - გულწრფელად, მაგრამ მაინც ეჭვიანობით ამოილაპარაკა ბიჭმა და სკამზე ჩამოჯდა.
-ვიცი. - დაეჭყანა ელზა მას და გვერდით ჩამოუჯდა. - მაგრამ არ აფასებენ, საერთოდ. არც მშობლები, არც შეყვარებული.
-შეყვარებული ჰყავს? - გაოცებისგან, მაგრამ მაინც სიხარულით შეჰყვირა მან.
-ჰყავდა, ნუ გიხარია. - ოთოს უკმაყოფილო ამოხვნეშაზე ხარხარი დაიწყო.
-შემომხედე. - ბიჭმა მისკენ მიატრიალა ის და უეცრად გულში ჩაიკრა. ვეღარ გაუძლო ცდუნებას, დიდი ხანია ჩახუტების სურვილი ჰკლავდა და როგორღაც ეს ოცნებაც აისრულა. კარგად ესმოდა გოგონას გახშირებული სუნთქვა, მისი გაასმაგებული გულისცემა. - მესმის ყველაფერი. ვიცი რომ ჩემს მიმართ გრძნობები გაქვს... მეც გამაჩნია, მაგრამ ვერაფერი გამოგვივა. შენ ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები და მიხვდები, ეს ვინ მყვარებიაო, ჭკუა არ მქონიაო. პირველი სიყვარული ყოველთვის განწირულია, ამიტომ ცდაც კი არ ღირს... მაგრამ შენ თუ გინდა ვცადოთ.
-ოთო... - აქვითინდა გოგონა და მთელი ძალით ჩაებღაუჭა ბიჭის მკლავებს, არ იცოდა რა ეპასუხა. ეცადათ?! მერე გული უფრო ეტკიებოდათ, ორივეს. ორივე იმედგაცრუებული დარჩებოდა, მეგობრობაც გაქრებოდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, არა?! ცდა ბედის მონახევრეაო.
-ელზა, პასუხი არ მჭირდება... უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ ნიკო კარგი ბიჭია, შენ მაინც დააფასე, გთხოვ.

***
ერთ დღეს გაიღვიძებ და მიხვდები, რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა... მაგრამ გულის კუნჭულში მაინც გექნება იმედი, რომ სიზმარი ახდება და ისევ ისეთი ბედნიერი იქნები, როგორიც სიზმარში...

***
ღრმად ამოიოხრა ბიჭმა...
-კატო, ვიცი, რომ არ გესმის, მაგრამ მართლა მაგიჟებ... ხედავ?! ახლაც არაფერს ველაპარაკები. გავაფრინე... შენ გამაფრენინე. თავიდან, რომ დაგინახე, შემეშინდა, ვაითუ არ გაიღვიძოს-მეთქი. ახლაც მეშინია, შიშისგან ვკანკალებ, ხოლმე. წარმოგიდგენია?! ბიჭს, რომელსაც არასდროს არაფრის შეშინებია, ახლა კანკალებს. ასე როგორ შემიყვარდი?! ასე როგორ მოახერხე ჩემი გულის მოპარვა?! არ შეგეცოდე მაინც? ყოველდღე მოვდივარ შენთან, გიყურებ, თმებზე გეფერები და გულის სიღრმეში, მიჩქმალულ კუნჭულში მჯერა, რომ გაიღვიძებ... არ ვიცი, რა იქნება, როგორ იქნება შენი გაღვიძების შემდეგ, მაგრამ იმედია არ მიმატიოვებ... არ 'გადამაგდებ'. ხო, დამპირდები?! - მთელი ემოცია... მთელი გული... მთელი სული ამოატანა ამ სიტყვებს... თავი ჩახარა და იატაკს დააცქერდა. ოთახში გამეფებული, გამაყრუებელი სიჩუმე ნაზმა, ჩაწყვეტილმა და სუსტმა ხმამ დაარღვია.
-არასდროს მიგატოვებ, გპირდები!.. არ გიცნობ, ცხოვრებაში არასდროს მინახავხარ, მაგრამ... მე... შენ... სიზმარში გნახე... და მე უბედნიერესი ვიყავი, ვაჩე.

დასასრული




არც კი მჯერა, სასწაულია...
როგორღაც დავასრულე.
მართალია, შეიძლება მივაფუჩეჩე, ან ისეთი არ გამოვიდა როგორიც უნდა ყოფილიყო, ან შეიძლება დასასრული დამიწუნოთ, მაგრამ...
მთვარი მცდელობა იყო ჩემთვის.
ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი ხანი გვერდში მედექით.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.
დიდი მადლობა იმისთვია, რომ ჩემს სიზარმაცეს და უპასუხისმგებლობას იტანდით.
ძალიან, ძალიან მიყვარხართ და თქვენს აზრს სულმოუთქმელად ველოდები.

პ.ს. როგორც კი მოვახერხებ, დავარედაქტირებ და სრულად დავდებ, თან პატარა ახსნა-განმარტებას დავურთავ (ფაქტების სახით) <3



№1  offline წევრი talia

როგორ მომწონს ეს ისტორი შენ არ იცი,გული დამწყდა ნიკოზე და ესოზაზე, ყველაზე მეტად ეს ორი პერსონაჟი მიტყვარრს და კარგი იქნება თუ მხოლოდ ბრატები იქნებიან.ეს ოთო კი სუფთა სულელი.

 


№2  offline წევრი Mtirala

talia
როგორ მომწონს ეს ისტორი შენ არ იცი,გული დამწყდა ნიკოზე და ესოზაზე, ყველაზე მეტად ეს ორი პერსონაჟი მიტყვარრს და კარგი იქნება თუ მხოლოდ ბრატები იქნებიან.ეს ოთო კი სუფთა სულელი.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ♥ ნიკოზე, ოთოზე და ელზაზე პატარა ფაქტებს სრულად, რომ დავდებ მაშინ გაგარკვევთ ♥ მადლობა, რომ წაიკითხე და ჩემთან იყავი ♥
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ანუ სიზმარი იყო ... მთავარია ბოლოს მაინც გაიღვიძა...
სიმართლე გითხრა არ მომეწონა ახალი პერსონაჟი რო შემოიყვანე(ნიკო)იმოტომ რომ ასრულებდი და დიდი ინტერესი დამიტოვე მის მიმართ... თანაც ვერ გავიგე ელზას და ოთოს შორის რა მოხდა მართალია ელზა პატარაა და არც მე მიმაჩნია ახლავე "შეყვარებულები" გამხდარიყვნენ მაგრამ მთლად ასე გაურკვევლადაც რო დაგვტოვე გამიტყდა....საერთოდაც არ მგონია ელზა ნიკოს შესაფერისი უბრალოდ საუკეთესო მეგობრები მშვენიერია... ნიკომ დამაინტრიგა...
მოკლედ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამრჩა.

ამას პლიუს საუკუნოდ გადაწელილი ახალი თავის მოლოდინი.

 


№4  offline წევრი Mtirala

ანი ანი
ანუ სიზმარი იყო ... მთავარია ბოლოს მაინც გაიღვიძა...
სიმართლე გითხრა არ მომეწონა ახალი პერსონაჟი რო შემოიყვანე(ნიკო)იმოტომ რომ ასრულებდი და დიდი ინტერესი დამიტოვე მის მიმართ... თანაც ვერ გავიგე ელზას და ოთოს შორის რა მოხდა მართალია ელზა პატარაა და არც მე მიმაჩნია ახლავე "შეყვარებულები" გამხდარიყვნენ მაგრამ მთლად ასე გაურკვევლადაც რო დაგვტოვე გამიტყდა....საერთოდაც არ მგონია ელზა ნიკოს შესაფერისი უბრალოდ საუკეთესო მეგობრები მშვენიერია... ნიკომ დამაინტრიგა...
მოკლედ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამრჩა.

ამას პლიუს საუკუნოდ გადაწელილი ახალი თავის მოლოდინი.

როგორ მესმის შენი... პირველ რიგში, ბოდიში იმისთვის, რომ ასე გავწელე და ალბათ ის არ გამოვიდა, რაც უნდა ყოფილიყო.
ნიკო ჰაერივით მჭირდებოდა მე, რა თქმა უნდა, ელზასაც.
არ ვაპირებ, ავხსნა ის თუ რატომ დავასრულე ასე, არ ვაპირევ ავხსნა ის თუ რატომ არ დავტოვე ელზა ოთოსთან, ქრისტინა ბექასთან და კატო ვაჩესთან.
ასე გადავწყვიტე და ასე დავასრულე...
ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ ჩემს გვერდით იყავი და მხარს მიჭერდი ♥
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline წევრი elena gavasheli

heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes არც მე მომეწონა ნიკო მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი თავი გამოგივიდა ხომ გამიღვიძე ნობისმოყვარეობა ახლა სასწრაფოდ დადე შემდეგი თავი წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს ლოცვა სიკვდილის წინ joy joy <ბოლო ხუმრობით რათქმაუნდა>

 


№6  offline წევრი Mtirala

მარტო სახლში
ძალიან კარგია ველოდები ახალ თავს ♡

სწორად ვერ მიმიხვდით, ბოლო თავი იყო ეს... მადლობა, რომ წაიკითხე ♥

elena gavasheli
heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes არც მე მომეწონა ნიკო მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი თავი გამოგივიდა ხომ გამიღვიძე ნობისმოყვარეობა ახლა სასწრაფოდ დადე შემდეგი თავი წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს ლოცვა სიკვდილის წინ joy joy <ბოლო ხუმრობით რათქმაუნდა>

მომიწევს ალბათ ლოცვა სიკვდილის წინ, რადგან ბოლო თავია :)) დასასრული მივაწერე და რატომ გგონიათ რომ გაგრძელება აქვს არ ვიცი. :))
ალბათ ისევ ჩემი ბრალია, რადგან გაუგებრად დავასრულე...
მადლობა, ელენა ♥
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№7 სტუმარი Nini

Gagrdzele otoze da elzaze ra

 


№8  offline წევრი Mtirala

Nini
Gagrdzele otoze da elzaze ra

არ ვიცი, მართლა. ვიფიქრებ... ♥
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent