შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მოვკვდი (თავი მეექვსე)


27-05-2018, 18:44
ავტორი ბიბი
ნანახია 1 186

ყველა ნატკენი ჭრილობა გამიმხსნა და ზედ მარილი დამაყარა სებამ. გამახსენდა ყველა ძირს დანარცხება, ყველა მარცხი და დაბრკოლება. გამახსენდა ის დღე როცა ბავშვთა სახლიდან წამოვედი და წასასვლელი არსად მქონდა, მერე როგორ შემიფარა მოხუცმა თამარა ბებომ, როგორ მაიძულა ჯერ მათემატიკისა და ლიტერატურის სწავლა, მერე უცხო ენის, და ბოლოს კოლეჯში სწავლა. მერე უკვე სამსახურის შოვნა მეთითონ მომინდა. ბოლოს კი მიმატოვა, მიმატოვა და სახლი დამიტოვა, ახლაც ასე ვგრძნობდი თავს სებამ ჯერ ისეთი რაღაცები განმაცდევინა რაც ადრე არასდროს მიგრძვნია და ახლა ფეხქვეშ გამიგო, გადამთელა. ყველაფერ ძველს თავისი ახსნა ქონდა, თავისი ისტორია, მაშინ არაფერს ვგრძნობდი უბრალოდ ვიცოდი რო უნდა მტკენოდა. ახლა კი ტკივილს განვიცდდი და მეშინოდა. მეშინოდა რომ ვერ გადავლახავდი. გონებაში ყველა დარჩენილი ძალა მოვიკრიბე რომ კუნთები ამემუშავებინა.
-ჯანდაბამდეც გზა გქონია!-მხარი გავკარი სებას და სახლიდან გამოვედი

*სებასტიანი*
პირველად რომ დავინახე მეუცნაურა ასეთი გოგოს ბესოს სახლში ნახვა, ის არ იყო სილამაზის მაგალითი, არც დახვეწილობის, უბრალოდ გოგო იყო. შავგვრემანი ოდნავ კეხიანი ცხვირით. მაგრამ მისი სახელი აღმაფრთოვანებდა, მჯეროდა ადამიანის სახელი ყოველთვის მის პიროვნებას წარმოადგენდა. კვირების მანძილზე ვაკვირდებოდი, „ვუთვალთვალებდი“ და ისეთ რაღაცებს ვხედავდი რაც აქმადე დარწმუნებულივარ თვადაც არ ქონდა აღმოჩენილი საკუთარ თავში. მისი კუპრივით შავი თმა , სინათლეზე ნაცრისფრად ბრჭყვიალებდა. გიშრივით შავ თვალებში კი ყოველთვის ქონდა სინათლის სხივი, წინა კბილებს შორის დაშორება ქონდა რაც ყველაზე მეტად გამოარჩევდა ყველასგან. ლამაზი ჩაცმულობით ან გენიალური სილამაზით არ იყო მიმზიდველი. ბიჭივით ეცვა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგო იყო. ახლოს მისვლას ვერ ვრისკავდი, ის ბარტყი იყო და ფრენა ნელ-ნელა უნდა ესწავლა. მაგრამ ხანდახან მინდოდა მივვარდნოდი გულში ჩამეკრა და მეთქვა, რომ ყოველ წამს მენატრებოდა როცა ვერ ვხედავდი. რაღაც გაურკვეველი ძალა კი ყოველთვის მაკავებდა. არ მინდოდა მისი სიწმინდეს შევხებოდი და მისი ისედაც ნატანჯი ცხოვრება თავდაყირა დამეყენებინა.
პირველად იმედი მისმა ტყუილმა მომიკლა. რაში ჭირდებოდა ჩემი მოტყუება თავიდან ვერ მივხვდი. როგორც კი ფოტოს დახედა თვალები აემღვრა. მეგონა გამომიტყდებოდა მაგრამ არა, იცრუა და ძალიან გავბრაზდი, მეტი კითხვა აღარ უნდა დამესვა და წამოვედი. მის გასამართლებლად მიზეზებს ვეძებდი და ვერა და ვერ ვპოულობდი, ვაკვირდებოდი, მინდა მისი სამყარო თავიდან ბოლომდე შემეცნო მაგრამ ახლოს არ ვეკარებოდი. ღამეებს აივანზე ათენებდა და უზომოდ ბევრს ეწეოდა. გავიგე რომ ბევრჯერ სიკვდილიც უცდია მაგრამ ყოველთვის საკუთარ თავს ჯობნიდა. ის ადამიანი იყო, რომელსაც ყველა სასტიკად მოექცა და მაინც გამუდმებით საკუთარ თავთან ბრძოლა უწევდა. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი მისი ტყუილის მიზეზს, მე მის ყველაზე წმინდა მოგონებას შევეხე, რომელიც ყუთში ყავდა გამოკეტილი და არც არაფრის მიმატება სურდა და არც მოკლება. გადავწყვიტე მეორე შანსი მიმეცა, მინდოდა მისთვის ბევრი მოგონება შემექმნა, რომელსაც რიმილით გაიხსენებდა, რომელიც საკუთარ თავთან ბრძოლაში დაეხმარებოდა.
ყველა გრძნობა რომელიც არ განეცადა მინდოდა მე მიმენიჭებინა, მისი საყრდენი, მესაიდუმლე, მეგობარი გავმხდარიყავი. მისი სქელი ტუჩები როცა ერთმანეთს შორდებოდნენ წინა კბილებს შორის დაშორება უჩანდა, ეს იმდენად მომწონდა სუნთქვა მეკვროდა. როცა გავიგე რომ ზღვაზე არასდროს ყოფილა დიდად არ გამკვირვებია მაგრამ თავი მოვაჩვენე, თავიდან არ მინდოდა გამოვტყდომოდი რომ მივხვდი მის ტყუილს მაგრამ მეც მტკიოდა ეს, ჩემი ნაწილიც იყო და გულმა ვერ მომითმინა.
თავისი თავის შემოთავაზებით კი ყველა მისდამი გაჩენილი წარმოდგენა თითქოს წამში ჩამომექცა, ვეღარ ვხედავდი მის სინათლეს. არმინდოდა, ყველაზე მეტად მისი მიტოვება არ მინდოდა მაგრამ სხვა შანსი არ დამიტოვა. უნდა ეგრძნო რომ დააშავა უნდა მიმხვდარიყო რომ შეცდომა დაუშვა და გამოსწორება ეცადა. მთელი ღამე შორიდან ვუთვალთვალებდი რომ თუ გაუჭირდებოდა მის გვერდით გავჩენილიყავი მაგრამ ის უბრალოდ იჯდა, ან ფიქრობდა ან ჩაეძინა, რადგანარ ინძრეოდა. მერჩივნა ეფიქრა, მიმხვდარიყო რამდენად ძლიერ მინდოდა მისთვის ყველაფერი საუკეთესო. მაგრამ ვერ მიხვდა, ვერ იგრძნო ჩემი სიახლოვე.
სწახლში შემომივარდა და მადანაშაულებდა თავის დანაშაულში, ძალიან გავბრაზდი, ჩემს ღირსებას ეხებოდა, მე მას ვერასდროს მივატოვებდი, რაც არ უნდა ეთქვა, როგორც არ უნდა მოქცეულიყო. ის ჩემს ბედ ქვეშ იყო და ვერ დავუშვებდი რომ ამდენი წლის ძებნის შემდეგ, ჩემი ცხოვრების სიყვარული დამეკარგა. მივხვდი როგორ აეწვა მთელი სხეული როგორ ვვერ აბამდა ასოებს ერთმანეთს, როგორ ვერ იძროდა ადგილიდან. ძალიან მინდოდა დავხმარებოდი, მკლავები მაგრად შემომეჭდო და აღარსად გამეშვა, მაგრამ ეს უფრო გააცოფებდა. ასეთი იყო მთელიცხოვრება შეიძლება მისთვის გეყურებინა, მისი სიმშვიდისთვის მაგრამ როცა პატარა ტკივილს მაინც იგრძნობდა სხვა ადამიანად გარდაისახებოდა...

კვირები გადიოდა, მას ვეღარ ვხედავდი აღარც ველოსიპედით დადიოდა სამსახურში აღარც ღამეებს ატარებდა აივანზე, მხოლოდ ბეოსგან ვიცოდი რომ კარგად იყო, სხვას ისიც არაფერს მეუბნებოდა. მაგიჟებდა გრძნობა რომ ჩემი სიახლოვე აღარ უნდოდა რომ ვეზიზრებოდი. ყველაზე ნაკლებად მისი გაბრაზება მინდოდა, მისი ტკენა ყველაზე ნაკლებად მინდოდა. მაგრამ ისიც არ ფიქრობდა ჩემზე. მეც მატკინა, მეც დამაგდო და გადამთელა. მაგრამ ასე მარტივად ვერ დავნებდებოდი, რაღაც უნდა მეღონა. შემოდგომაც დადგა, ხშირი წვიმები დაიწყო. ქუჩაში მზეოს კატა დავინახე გაწუწული სადღაც მირბოდა. დავიჭირე. გავამშრალე და სახლში წავიყვანე. დიდხან ვაკაკუნე, კარი არავინ გამიღო. ძალიან შემეშინდა, შემეშინდა რომ კიდევ ცადა და ამჯერად საკუთღარ თავს ვერ აჯობა. ძველი ხის კარი ფეხით შევამტვრიე.
-მზეო! სად ხარ?-არც სამზარეულოში იყო არც აბაზანაში, არც მისაღებში, არც აივანზე, საძინებელში იწვა. თეთრ საბანში გახვეულს ეძინა. შავი თმები თეთრ ბალიშზე ეწყო. ვეღარ მოვითმინე მივედი და თავზე მოვეფერე, უცებ შეიშმუშნა, თვალები გაახილა და ლოგინზე წამოჯდა. უკან დავიხიე.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-ტუმბოზე მდგარი ჭიქა აიაღო და პირდაპირ ჩემკენ გამოუშვა, ავიცდინე და პირდაპირ კედელს შეემსხვრა ჭიქა.
-მოიცა, მოიცა დამშვიდდი. შენი კატა, ქუჩაში ვიპოვე. და მოგიყვანე.
-ნეტა შენ ვინ გეკითხება ჩემი კატა სად ივლის. გაეთრიე აქედან.-ადგა და ძალით ცადა ჩემი გაგდება, ამას ვეღარ მოვითმენდი, საკმარისი იყო ამდენი ხანი რომ მემალა ამას არ ვიმსახურებდი.
-გეყო პანიკა! მორჩი!-ვიყვირე და ისიც გაშეშდა ხელები ქვემოთ ცამოუშვა და თავი დახარა...

***



№1  offline წევრი elena gavasheli

ძალიან მომეწონა მაგრამ ცოტა პატარა თავია შემდეგი თავი მალე დადე ვკვდები ცნობისმოყვარეობით heart_eyes joy

 


№2  offline წევრი ბიბი

მარტო სახლში
ძალიან კარგია ველოდები ახალ თავს ♡

elena gavasheli
ძალიან მომეწონა მაგრამ ცოტა პატარა თავია შემდეგი თავი მალე დადე ვკვდები ცნობისმოყვარეობით heart_eyes joy

მადლობა heart_eyes heart_eyes ვეცდები ცოტა გავადიდო blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent