როცა მოვკვდი (თავი მესამე)
ცოტახანი დაბნეული ვუყურებდი მის პენტაგრამას ის კი დაჟინებულ მზერას არ მაშორებდა და პასუხს დასმულ კითხვაზე უთქმელად მთხოვდა. ჯერ უნდა გამეგო საიდან იცოდა ჩემი ცხოვრება და რატომ მეკითხებოდა, ან კონკრეტულად რისი გაგება სურდა. რა სულელი ვარ რათქმაუნდა ბესომ ყველაფერი უთხრა ჩემს შესახებ, ალბათ ისიც უთხრა აღარ ეხუმრო ცხოვრებამ ისედაც გადაუარაო. -კარგი, ბოდიში მგონი არ უნდა მეკითხა-მაისური გამომართვა და შიშველი სხეული შეიმოსა. -ხო, ასე იყო-ჩუმად ჩავილაპარაკე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ-მე იქ გავიზარდე -იცი მე არ ვთვლი რომ უიღბლო ხარ, ჩვენ ორჯერ დაბადებული ბავშვები ვართ-ჩვენ? რას გულისხმობდა ჩვენში? ნუთუ... ღმერთო ჩემო აი ბესო რის თქმას ცდილობდა როცა ამბობდა ერთმანეთს გევხართო. -შენ რა მეხუმრები?-წამიერად ყველა ის ხუმრობა გამახსენდა რაც ჩემთვის უთქვამს და ვიფიქრე, რომ ამჯერადაც დიდი ხუმრობის მთავარი ობიექტი ვიყავი. -არა, არა, ეს როგორ იფიქრე, მაპატიე უწინდელისთვის მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა. არ გეხუმრები, შენ კი არა ჩემს თავს დავცინი ამჯერად-სიგარეტი აიღო მოუკიდა და ოთახში სიარული დაიწყო. -სახლში არ ვეწევი-აივნის კარები გავუღე. -მეც იქ გავიზარდე, გავიზარდე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, 8 წლის ვიყავი როცა ერთმა ოჯახმა ამიყვანა, შენ იქ არ ყოფილხარ თორე მემახსოვრებოდი-კვლავ ოთახში დადიოდა თითქოს ჩემი ნათქვამი არც გაუგონია და არც აინტერესებდა.-ამ რამდენიმე თვის წინ მათ ვეჩხუბე ყველაფერი ვაკადრეთ ერთმანეთს რაც შეიძლებოდა, სახლიდან წამოვედი და ბესოსთან მოვედი, სხვა წასასვლელი არც მქონა. არასდროს მიცდია მანამდე გამეგო რატომ აღმოვჩნდი ბავშვთა სახლში ან ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, იყვნენ თუ არა საერთოდ ცოცხლები. ახლა კი თითქოს გენები გამიღვივდა და აქივები გადავქექე ისინი ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ-ლაპარაკი უკვე უჭირდა. ცამაც ელვა არ დაინანა და თითქოს ბუნებაც გრძნობდა მისსა და ჩემს ტრაგედიას და ლამაზ ფონს გვიქმნინდა.- მე... 3 წლის ვიყავი როცა ბავშვთა სახლში მოვხვდი ის არ მახსოვდა მაგრამ როგორც გავიგე სხვაგან წაიყვანეს, ვიფიქრე რომ შენ შეგეძლო ჩემი დახმარება, რადგან ერთ ბედ ქვეშ ვართ-ხველება ამიტყდა სუნთქვას ვერ ვახერხებდი თითქოს ვიღაცამ ყელში წამიჭირა. სებამ წყალი მომაწოდა, დავმშვიდდი და განაგრძო.-შარვლის ჯიბიდან სველი, კიდეებდაქონქილი ფოტო ამოიღო, ჯერ თითონ დახედა მერე კი მე გამომიწოდა-მოკლე თმაში მე ვარ, ძალიან ვგევართ ერთმანეთს-სურათს დავხედე, ქერა კულულები. თითქოს მინა ვიყავი და ქვა მესროლეს. ფოტო გადმოვაბრუნე "დეა და სებასტიანი" ლამაზი კალიგრაფიით ეწერა. რამდენჯერმე დავხედე ფოტოს და მერე სებას, დავრწმუნდი რომ ჩემი ბავშვობის სიყვარული რეალური იყო რომ ის არ გამომიგონებია. -ბავშვობის შემდეგ ძალიან შეცვლილხარ. შენ დას კი მაპატიე მაგრამ არ ვიცნობ. პირველად ვხედავ-ვიცრუე, ყველაფერი რომ სახეზე არ შემტყობოდა კი სამზარეულოში გავედი-იქ ბევრი ბავშვი იყო იქ თუ მოხვდა ალბათ მალევე წაიყვანეს რადგან არ მახსოვს. ერთი სული მქონდა როდის წავიდოდა სებასტიანი მისი სიახლოვითაც კი თავბრუ მეხვეოდა. მახსენებდა ერთადერთ კარგ მოგონებას. ვინ წარმოიდგენდა რომ ცხოვრების ბორბალი ასე დატრალდებოდა და ერთ დღესაც დეას სიხალოვეს მიმიყვანდა. გულისრევის შეგრძნებას ვერ ვთრგუნავდი ნერვიულობისგან. როგორც იქნა წვიმამაც გადაიღო და სებასტიანიც წავიდა. მთელი ღამე აივანზე გავატარე ხარბად ვეწეოდი თამბაქოს. სველი ასფალტისა და მიწის სუნით იყო გაჟრენთილი ჰაერი. ჩემი აივნიდან კარგად ჩანდა ბესოს სახლის ფანჯრები და მათში ჯერ კიდევ ენთო შუქი ბესო სახლში არ იყო მშობლებთან წავიდა ორი დღით ბათუმში. დეასა და სებასტიანზე ფიქრში დამათენდა და მეც შემიპყრო ფიქრმა თუ სად იყო ახლა დეა, რას წარმოადგენდა, როგორი გაიზარდა. მაგრამ მისი ძებნის სურვილი არ გამჩენია. შემეშინდა ნუთუ სრულიად სხვა ადამიანი გახდა ვიდრე ჩემს წარმოსახვაში იყო. მერჩივნა ის მხიარული პატარა გოგო მხსომებოდა. ღამენათევი ემოციებით დაღლილი წავედი სამსახურში. ბესო დაბრუნდა, თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. სებასტიანიც და მეც ისე ვიქცეოდით თითქოს არ არსებობდა ის საღამო როცა მან გული გადამიშალა, თითქოს არასდროს არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის გამარჯობის გარდა, და ასეც ვაგრძელებდით, შორეული სალმით შემოვიფარგლებოდით. ზაფხულში სიცხისგან თავის დაღწევა გაჭირდა, ყველა გარბოდა ქალაქიდა, ზოგი მთაში ზოგიც ზღვაზე, მე კი არსად მეჩქარებოდა, მხად ვიყავი მთელი ზაფხული ქალაქში გამეტარებინა, რაცგან არ ვიცოდი მის გარეთ რა ხდებოდა, არ ვიცოდი როგორი იყო ზღვა. ის მხოლოდ ფილმებში მინახავს, ან წამიკითხავს მასზე, მისი სურნელი არასდროს მიგრძვნია და არც ტალღის დაჯახებისგან დავბრბაცებულვარ. ბესო და სებასტიანიც ემზადებოდნენ ბათუმში გასამგზავრებლად, მაგრამ სებასტიანი რატომღაც დარჩა. აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე თერმომეტრი 40 გრადუსზე მეტს აჩვენებდა და ღამეებიც უფრო აუტანელი გახდა. არცერთი მხრიდან არ ქროდა ქარი, ქარი კიარა სიოც კი არ უბერავდა. მთელ ღამეებს აივანზე ვატარებდი და ვცდილობდი გამაგრილებელი სასმელებით მეპოვნა ცოტა სიგრილე მაინც. თუ არ ვმუშაობდი სახლიდან ცხვირსაც არ ვყოფდი. ჩემს სახლთან მაღაზია კვლავ გახსენეს თითქოს ისევ დავუბრუნდი ცხოვრებას რომელიც ბესოს გამოჩენმადე მქონდა. შუაღამეს უკვე გადასცდენოდა, აივნაზე ვიჯექი და კაშკაშა მთვარითა და მოციმციმე ვარსკვლავებით ვტკბებოდი როცა კარზე კაკუნი გავიგონე, დავიბენი ჩემთან ვინ უნდა მოსულიყო თან ასე გვიან, დაბნეულობამ რომ გამიარა შემეშინდა, რადგან როგორც ჩანდა პოტენციური მძარცველი წასვლას არ გეგმავდა. სამზარეულოში შევედი და ტაფა მოვიმარჯვე რომ შეიარაღებული დავხვედროდი. -ვინ არის?-ბოლო ძალა მოვიკრიბე რომ ხმა არ ამკანკალებოდა. -მე ვარ, იქნებ გამიღო აქ ზალიან ბნელა. -ვინ შენ?-ხმა ვერ ვიცანი -სებასტიანი, ბოლოსდაბოლოს გამიღებ თუ არა კარს.-მაინც შიშით გავაღე კარი არ ვიყავი დარწმუნებული რომ სება იყო. -ჯანდაბა, შემეშინა ამ შუაღამეს აქ რას აკეთებ?-ტაფა ძირს დავუშვი როცა სებასტიანის სახე შევიცანი ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქზე. -სერიოზულად? გონდოდა მაგით მომრეოდი?-ტაფაზე მიმითითა. -სხვა ვერაფერი მოვძებნე უცებ. და შენ რა ჯანდაბას აკეთებ ჩემს სახლში? -კითხვა მაქვს -რით ვერ დაკმაყპოფილდი პასუხებით. -არა, არა, შენზე მაინტერესებს რაღაც -ხო რათქმაუნდა , ახლა რით აპირებ ჩემს დაცინვას -კარგი რა ეგეთი ბოროტიც არ ვარ. -გათენებამდე ვერ მოიცდიდი? -ეგ არ მიფიქრია, ან რაში მჭირდებოდა დაცდა. მისმინე რახან აქ ვარ გკითხავ. -კარგი გისმენ. -რას გრძნობ როდესაც სანაპიროზე წევხარ და ტალღები ფეხებზე გეხება? -დამცინი? შენი მისიაა ჩემი დაცინვა თუ რას მეცხადები აქ ორაზროვანი კითხვებითა და მაგ სულელური ღიმილით. -არა, შენი დაცინვა არ მიფიქრია, ნუ ამჯერად მაინც. თუ შეგიძლია მიპასუხე. -არ შემიძლია! და წადი აქედან-უხეშად ვუთხარი და კარი გავაღე. -რა? მოიცა... მივხვდი შენ, ეს არ გაგიკეთებია. და საერთოდ არც ყოფილხარ ზღვაზე, ის არც კი გინახავს. -შენი საქმე არა არის? -ღმერთო ჩემო სასწაულია. ეს... ეს ზალიან მაგარია. მიდი გაემზადე და წავიდეთ -სად უნდა წავიდეთ? შენთან ერთად არსად არ წამოვალ. -ეს უნდა ირგძნო და ამას მე გაგრძნობინებ.-თვალები უბრწყინავდა მხრებში ხელებს ძლიერად მიჭერდა. -შენ სულ გააფრინე ჰო?-ხელები მოვაშორებინე.-შეშლილიხარ, წადი ჩემი სახლიდან -ჰო, ჰო შევიშალე შეშლილი ვარ. მიდი მალე გაემზადე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.