471 დღე
471 დღის შემდეგ პირველად ვხედავ "მის" სახეს. იმ ღიმილს, ვენებში სისხლი რომ ამიჩქროლა. ლოყასთან პატარა ნაკეცს, ამდენჯერ რომ შევხებივარ და მხოლოდ იმიტომ მითხოვია მისთვის წვერის გაპარსვა, ღიმილისას უფრო მკვეთრი რომ ყოფილიყო ის პატარა ორმო მე რომ სიგიჟემდე მიყვარდა. მიყვარდა მისი ღიმილის ოდნავ მოჭუტული მარჯვენა თვალი.ვუყურებ და ყველაზე უბედურიც კი ვბედნიერდები. ... უსამართლობაა როდესაც ელოდებოდე და არ მოდიოდეს, მაგრამ უფრო დიდი უსამართლობაა როდესაც იცი რომ შენ გაუშვი. ... 472 დღის წინ. -უნდა წავიდე? ამბობს და მთელი ძალით ასრისავს სიგარეტს საფერფლეში. -კი უნდა წახვიდე! უკანასკნელ ენერგიას ვაქსოვ და ძლივს ვწყვეტ ბაგეს რამდენიმე ძალად ამოგლეჯილ სიტყვას. ცრემლიანი თვალებით მიყურებს. ჩემს ფეხებთან იჩოქება. თეთრ წვრილ მაჯას მის ხორბლისფერ მტევანში იქცევს და რამდენიმე წუთი ისე ათვალიერებს თითქოს სამუზეუმო ექსპონატი იყოს. ფრთხილად მკოცნის თითის წვერებზე. -არა რა! ძლივს წვდება ჩემს სმენას ხრიალით ნათქვამი რამდენიმე სიტყვა. სუნთქვა გამიჭირდა. ფილტვები მისკდება ისეთი ძალით ვისუნთქავ ჟანგბადს რომელსაც მისი კანის და სიგარეტის მოტკბო სურნელი დაჰკრავს. -წადი! ისეთი სიმტკიცით ჰკვეთს ერთადერთი სიტყვა ჰაერს, რომ ოდნავ ტორტმანდება. მარჯვენა თვალიდან წყლის წვეთი იკვლევს გზას და ზუსტად იმ ორმოში იდებს ბინას მე რომ ასე ძლიერ მიყვარდა. -არ გამიშვა რა! მის ბოხ ბარიტონს სხივი დაჰკარგვია. საკუთარი თავი მეზიზღება მაგრამ უნდა გავუშვა.ვიცი, მისი წასვლა გულსაც წამართმევს. ნეკნებს დამიმტვრებს, სულს ამომგლეჯს და თვალებში სხივებს ჩამიქრობს მაგრამ უნდა გავუშვა. -ნინე ვმთავრდებით?! უკანასკნელ გაბრძოლებას ჰგავს მისი სიტყვები. მთელი ძალით ვიწევი მისკენ, წამში ვგრძნობ ცივი ბაგეების შეხებას რომელიც მომენტალურად ცხელდება. ვცდილობ გრძნობები ჩავატიო მაგრამ არ მყოფნის ფეხებზე ვიკიდებ ჟანგბადის უკმარისობას და კოცნას ვაღრმავებ. მისი ტუჩების სისველეს ვგრძნობ.მინდა მეტი გემო დავიმახსოვრო.მ მის ტუჩებზე შერჩენილი სიგარეტის და ნერწყვის ტკბილი არომატი. თვითონ მცილდება. თვალებში ცრემლებს ვეღარ იკავებს და პირველად 3 თვის და 12 დღის განმავლობაში პირველად ვხედავ მომტირალ ანდრეს. სადღაც მარცხნივ ძალიან ღრმად რაღაც ჩამწყდა და ვხვდები ეს დასასრულია. შუბლზე ცხელ კოცნას და "მაინც მეჩემფერების" მიტოვებს. წავიდა! ... როგორ ეგოისტია ადამიანი! გავუშვი დავამთავრე და რატომ? ხალხის გამო.არა! ბრბოს გამო! განა ეს ხალხია? ადამიანები? არა ბრბოა! ვერ გვაპატიეს ბედნიერება! "არ" კი არა "ვერ" გვაპატიეს! "არასრულწლოვანი ხარ"-ო "შენზე დიდია"-ო "ის ხომ კაცია და შენ ბავშვი"-ო "14 წელი ბევრია "-ო და ჰო რას ვამბობდი? ეგოისტები ვართ! გავუშვი და მაინც მჯერა რომ ვნახავ! სად? თუნდაც ქუჩაში როდესაც სიგარეტს ეწევა ან ბაღში მის ამოჩემებულ ადგილზე მჯდარი შავ თვალებს რომ გაისწორებს სივრცეს. ან მანქანიდან გადმოსული ჩვეული მოძრაობით რომ გაისწორებს სათვალეს. ან...ან...და კიდევ უამრავი "ან" განვიხილე "იმ" ერთის გარდა რომელიც ამიხდა. და ხო! მჯეროდა რომ ისევ ვნახავდი! სადმე ქურდულად შევავლებდი თვალს და მონატრებულ გულს დავიმშვიდებდი. ვხედავდი როგორ მიდიოდა ჩვეული მტკიცე ნაბიჯებით და მის სუნთქვას გეფიცებით მარტო მე შემეძლო იმის დანახვა თუ როგორ ითრევდა ფეხს. თუ როგორ წელავდა დროს. ... არ გამეშვა! გადამევლო ხალხისთვის! გამეძლო! მაგრამ არა ! ჯიუტად ვიჯექი იატაკზე და საათის წიკწიკს ვუსმენდი. არ განმკიცხოთ რა საკმარისად დავისაჯე! თავადვე დამსაჯა. წ ა ვ ი დ ა! ... დიახ! წავიდა ოთახიდან სახლიდან ჩემგან ჩემი ცხოვრებიდან მაგრამ არა ჩემი გულიდან. ... ისევ იატაკზე მოყინული ვიყავი და ჰაერში შერჩენილ მის სურნელს ვიზოგავდი ტელეფონის ხმამ რომ შემაწუხა. მახსოვს "ავარია" წავიკითხე მერე? მერე აღარ მახსოვს. მგონი ვკიოდი თუ ვხაოდი. ხალხს ვწყევლიდი დედაჩემსაც "პატარა ხარ რა დროს სიყვარულია"-ო რომ მითხრა. ჩემს ძმასაც "ჩემი და აღარ იქნები"-ო რომ დამემუქრა. ჩემს თავსაც რომ დავუჯერე. უკანასკნელ ძალებით ვბღაოდი გადამირჩინეთ-მეთქი. დედაჩემის მაგივრად ანდრეს დედამ ჩამიკრა გულში. -ჩემი შვილი ბედნიერია შენ რომ ყავხარ-ო მიჩურჩულა და მთელი ძალით შემომხვია ფუმფულა ხელები. ... ან...ან...ბევრი "ან" განვიხილე იმ ერთის გარდა რომელიც ამიხდა. უგონო უფერო თვალებდახუჭული აპარატმიერთებული სასიკვდილოდ განწირული "ან" ამიხდა. ... ახლა დავბრუნდეთ იქ საიდანაც დავიწყე. აი იქ 471 დღის შემდეგ პირველად რომ დავინახე მისი რეალური სახე. ღიმილი ჩაჩვრეტილი ლოყა და ოდნავ მოჭუტული მარჯვენა თვალი. ... დავთმე ! რა? დედა ძმა ნათესავები მეზობლები "კეთილმოსურნენი" გადავუარე ბრბოს! დღეს მე აღარ ვარ შვილი და ნათესავი ბიძაშვილი მამიდაშვილი ა ღ ა ღ ა ვ ი ნ მე ვარ რძალი და ანდრე ჯაფარიძის ცოლი! არაოფიციალური მაგრამ მაინც ცოლი! სრულწლოვანი ცოლი. ისევ 14 წელია სხვაობა. და მის საწოლთან დამუხლული 471 დღე გაღვივებას ვთხოვ. ... 469 დღეა შექსპირის სონეტებს ვუკითხავ. გიჟი ხარო იტყვით. ეჰ თქვენ აბა რა გესმით?! "შექსპირი თვითონ გრძნობაა"-ო ანდრე ამბობდა. ყოველ დღე თითო სონეტი მიკითხავდა.. ჩემს თეთრი მტევანს მის ხორბლისფერში მოიქცევდა და მიკითხავდა. ყველაზე დიდი გრძნობით მიკითხავდა იმ გულისცემას ვფიცავარ უკვე 471 დღე რომ ვდაჯარობ. ახლა მე მიჭირავს ჩემს გამხდარ ხელში მისი ხორბლისფერი და მე ვუკითხავ. ალბათ ისე კარგად ვერა როგორც თვითონ მაგრამ ჩემებურად. ჩემი გრძნობით. ის იგრძნობს თქვენ ვერ! ახლაც 65-ე სონეტს სლუკუნით ვამთავრებ და 471 დღის შემდეგ პირველად მესმის მონატრებული ბოხი მაგრამ დაღლაშეპარული საყვარელი ხმა. ... "რაც უფრო ამჩნევ, სააქაოს თითქოს აღარ ვარ, მით უფრო მეტრფი, ვით განწირულს დასამარხავად!" (სონეტი 73) ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობს სუნთქვა აჩქარებული ანდრე. მიღიმის. ჩემი საყვარელი ღიმილით. აი ია ფოსოც მე რომ ვგიჟდები. სახეზე სითხეს ვგრძნობ მდინარეებივით უწყვეტად მცვივა ცრემლები. შორიდან მესმის ანდრეს დაძახებული "ნინე" ბუნდოვნად მახსოვს როგორ შემოგლიჯა კარები ანდრეს დედამ და ადგილზე ჩაიკეცა. ექიმები ირეოდნენ ანდრე მე მეძახდა. მე ვტიროდი. ის ისევ მეძახდა მე ისევ ვტიროდი. ... -არ დავმთავრდით ნინე - მეუბნება ანდრე ჩურჩულით და კისერში მკოცნის. -ვერ დაგვამთავრეს ანდრე! ლიზაში გავგრძელდით. ვჩურჩულებ რომ მძინარე შვილი არ გავღვიძო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.