შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი სიცოცხლე (თავი 3)


28-05-2018, 15:10
ავტორი naattii
ნანახია 1 645

სამი დღე დასჭირდა ნათიას მოსამზადებლად. ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავდა, თუ ქვედა მარჯვენა მხრიდან ეცდებოდა, შესაძლოა ქალს მეხსიარება დაეკარგა, თუ ზედა მხრიდან მიუდგებოდა შეიძლებოდა ლაპარაკის უნარი დაეკარგა, არადა ეს სასიამოვნო ქალბატონი ისე სასიამოვნოდ საუბრობდა, ამის დაკარგვა საცოდაობა იქნებოდა. ბოლოს როგორც იქნა ოქროს შუალედი იპოვა და ლოყებღაჟღაჟა ქალბატონის ისტორიაში გიორგის ნომერი მოძებნა.
-გისმენთ
-გამარჯობა გიორგი, მე...
-გიცანით ნათია ექიმო, ხო მშვიდობაა?
-კი კი, მშვიდობაა_უცებ დავამშვიდე აღელვებული_შეგიძლიათ შემხვდეთ? ვფიქრობ ოპერაციის დანიშვნის დროა.
-გასაგებია ექიმო, მორიგე ვარ, მაგრამ რასაკვირველია ახლავე წამოვალ.
-იცით ახლა მშვიდად ვერ ვისაუბრებთ მიღების საათები მაქვს. იქნებ 5 საათის შემდეგ შევხვდეთ?
-კი ბატონო, მაშინ საავადმყოფოსთან ერთ კაფეს შევხედე იქნებ იქ შევხვდეთ?
-კარგი გიორგი იქ ვიქნები._ტელეფონი გვერძე გადავდე და შემდეგი პაციენტი შემოვუშვი.

შემდეგმა პაციენტებმა გონება ისე დამიკავა ანალიზებიდან თავი კარგა ხანს ვერ ამოვყავი. თურმე უკვე დაბნელებული იყო ტელეფონის ხმა რომ გავიგონე.
-დაგავიწყდით არა ნათია ექიმო?
-ვაიმე გიორგი მაპატიეთ, ახლავე გამოვდივარ, ღმერთო ძალიან ვწუხვარ, მოვდივარ.
რა სირცხვილია, ადამიანი სამსახურიდან გამოვიყვანე და მე გადამავიწყდა. უცებ შევცვალე ჩემი თეთრი ხალათი დუტის კურტკით და მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფესკენ გავწიე. შიგნით შესულს გაკვირვებისგან წარბები ამეწია პოლიციის ფორმაში გამოწყობილი გიორგი რომ დავინახე. თუმცა მე ხომ არც მიკითხავს მისი პროფესია.
-ძალიან ვწუხვარ, მაპატიეთ.
-რას ამბობთ, არაუშავს, ისეთი პროფესია გაქვთ, რომ არ დაგეგვიანებინათ ის უფრო გამიკვირდებოდა.
-თქვენი პროფესია არ ვიცოდი.
-დიახ, 5 წელია პატრულში ვარ, ჩემი და დედას ოცნება იყო გამომძიებელი ვყოფილიყავი და რამდენიმე თვეში მაქვს კიდევაც გამოცდა. აბა, რატომ დამიბარეთ?
-მოკლედ, ნუ ჯერ გამოცდისთვის წარმატებებს გისურვებთ, რაც შეეხება მიზეზს, მოვიფიქრე ყველაზე უსაფრთხო გზა ოპერაციისთვის და თუ დამთანხმდებით, ხვალ დილითვე დავნიშნავ.
-კარგით და საფრთხე რა მხრივ ემუქრება?
-სიმსივნე, როგორ გითხრათ, მოდი უკეთ რომ აგიხსნათ ასე გეტყვით, ტვინი ნაწილებად რომ დავყოთ და თით ნაწილს ჩავაბაროთ საუბრის შესაძლებლობა, მეხსიერება, შეგრძნებები, მხედველობა და ასე შემდეგ, დედათქვენის სიმსივნე მეხსიერებასა და სალაპარაკო ნაწილს შორისაა და მისი ამოკვეთით შეიძლება რომელიმე დაზიანდეს, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ნაკლებ სახიფათო მეთოდი, ოქროს შუალედი ვიპოვე და ვფიქრობ ყველაფერი გამოვა.
-გასაგებია, ანუ მთხოვთ რომ გენდოთ.
-დიახ, ასე გამოდის.
-ხვდებით, რომ მთელი ჩემი ცხოვრების ნდობას მთხოვთ. ის დედაჩემია, ის..... თქვენ არ გესმით.
-მესმის, იმასაც ვაფასებ როგორ პატივს სცემთ და მადლიერების გრძნობა გაქვთ..
-მადლიერების გრძნობა? ცდებით ექიმო, ბევრ რამეს ვგრძნობ დედას მიმართ, მაგრამ არა მადლიერების გრძნობას. მოდი გარეთ გავიდეთ, თუ ამ თემაზე ვაპირებთ საუბარს ცივი ჰაერი მოგვიხდება.
გარეთ გამოვედით და უბრალოდ გზას გავუყევით. გიორგი საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა და არც მე ვაძალებდი, ჩვენი სიჩუმე და გრილი ნიავი სახეზე საოცრად მსიამოვნებდა. რამდენიმე წუთში გავიგონე მისი წყნარი ხმა:
-დედა რომ მამას შეხვდა პატარა აღარ ეთქმოდა, 32 წლის იყო, გაიცნო და შეუყვარდა, ვერ ვიტყვი მამამ შეაცდინათქო, რადგან დედა იჩემებს ერთმანეთი გვიყვარდაო, არვიცი მამაჩემმა რა გააკეთა ჩემს შესახებ რომ გაიგო, თუმცა ფაქტია არ გახარებია, რადგან დედა ცოლად არ მოუყვანია, მე კი დღეს მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი, დედა მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს და ქუჩაში დატოვეს, მეგობართან ერთად დაიწყო ცხოვრება, საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო და როცა დავიბადე რამდენიმე თვის უკვე იქ დავყავდი, ჩემს რჩენას ახერხებდა და ცდილობდა არაფერი მოეკლო, მამაზე არასდროს არაფერი უთქვამს, არც ცუდი არც კარგი, არც ახსენებს. ბებია-ბაბუამ ჩემთან შერიგება ცადეს, მაგრამ ორივემ უარი ვთქვით, დედამ ჩემ გამო ცხოვრება დათმო, რომ მოვეშორებინე მშობლები ეყოლებოდა, შეიძლება გათხოვილიყო და ოჯახი შეექმნა, მაგრამ არც კი დაფიქრებულა ჩემს მიტოვებაზე, სულ გვერდით მედგა, ყოველთვის ჩემ მხარეს იჭერდა, პატიოსნად გამზარდა და სულ მასწავლიდა სხვისი არასდროს არაფერი გინდოდესო. თქვენ მეუბნებით მადლიერების და პატივისცემის გრძნობა გამოძრავებსო და მინდა გითხრათ, რომ ცდებით.ჩემთვის ოჯახი სულ სხვა რამეს ნიშნავს, როცა ადამიანს ოჯახის წევრს ვუწოდებ, მას არც მადლობას ვეტყვი და არც მისგან დაველოდები იგივეს თქმას. ოჯახი ერთიანია, თუ მისი წევრი გვერდით გიდგას და გეხმარება, მადლობას არ უნდა მოელოდეს, რადგან მაშინ ის არ ყოფილა ვინც გეგონა, ოჯახი ერთმანეთის პატივისცემა, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე დახმარებაა, ეს ის ადამიანებია რომლებთან დარეკვაც, დახმარების თხოვნა ან რაიმეს შეთავაზება არ შეგრცხვება. ვიცი არეულად გესაუბრებით, მაგრამ მე ასე მჯერა, არასდროს გვითქვამს მე და დედას ერთმანეთისთვის მადლობა და არაფრის, რადგან თუ რამე გაგვიკეთებია ერთმანეთისთვის ისე დიდი გულით გაგვიკეთებია, მადლობის თქმით ყველაფერი გაფუჭდებოდა, უბრალოდ ვუკეთებთ ერთმანეთს და მორჩა.
გიორგის ნათქვამზე დავფიქრდი და გამახსენდა, რომ მე, ლიზა და ნინი მხოლოდ აბსტრაქტულად ვამბობდით ამ სიტყვებს და ერთმანეთისთვის მადლობა პირდაპირ არასდროს გვითქვამს. ისედაც ვიცოდი ჩვენ სამნი ოჯახი რომ ვიყავით, მაგრამ თითქოს ამ ფიქრებით კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენ სამს შორის კავშირი.
-და ბევრ ადამიანს თვლიდ თქვენი ოჯახის წევრად?_სანამ დავფიქრდებოდი მანამდე გამომიფრინდა სიტყვები.
-მხოლოდ სამს, დედა, ალექსანდრე და თაზო. ერთი ჩემი მეწყვილე და უახლოესი მეგობარია, მეორეს საბავშვო ბღიდან ვიცნობ, დედა თქვენც იცით.
-მოდი როარ აგვერიოს, შენობითზე გადავიდეთ, თორე ხან თქვენობით ხან შენობით ავიიე._გამეღიმა მის ჩაცინებაზე და თავი დამიქნია მაწყობსო.
-ანუ, გამოდის რომ ყველაზე მნიშვნელოვან ოჯახის წევრს მანდობთ.
-თუ ჩემი, როგორც პოლიციელის, ინტუიცია არ მღალატობს, სიცოცხლესთაც განდობთ, ამ შემთხვევაში კი დიახ, ოპერაციაზე თანახმა ვარ. იყოს ისე როგორც ამბობ.
-გასაგებია, მაშინ საოპერაციოს დილის რვა საათზე დავიკავებ_ ამაყი ღიმილით დავუქნიე თავი და ჩემი სახლისკენ წავედით რომ მივეცილებინე.



№1  offline წევრი naniko mindia

kargi istoria warmatebebi veli shemdegs ❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№2 სტუმარი სტუმარი eka

ყველა ისტორია ძალიან კარგი და საინტერესო გაქვთ>3. ამ ისტორიას აღარ გააგრძელებთ??

 


№3  offline მოდერი naattii

დავასრულებ ორ მოწმეს და ვეცდები გავაგრძელო ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი თამარი

Gagrdzeleba ar devs?

 


№5  offline წევრი natia tabatadze

Agar agrdzeleb am istorias?dzalian momwons da velodebi sulit da gulit

 


№6 სტუმარი სტუმარი ნატალი

Am istorias ar agrdzelebt?dzalian kargia

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ უცებ დათანხმდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent