შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ეს ზღაპარი არაა. დასასრული


28-05-2018, 17:50
ავტორი someone lazy
ნანახია 1 390

ფიზიკური: დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება და ა.შ.
ვერბალური: დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები.
ფარული/შენიღბული ბულინგი: რთული მისახვედრია როდის ხორციელდება. მოძალადე "ჩაგრული" პერსონის ზურგს უკან მოქმედებს, რათა საფრთხე შეუქმნას მის რეპუტაციას და დაამციროს საზოგადოების წინაშე.
კიბერბულინგი: ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით, განხორციელებული ქმედება."კიბერბულინგში" მოიაზრება: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და ანგარიშების შექმნა.
მე ფიზიკური ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. წლების განმავლობაში არ შემეძლო ფეხით გავლა. სავარძელს ვიყავი მიჯაჭვული, მაგრამ მაინც ვცდილობდი არ ჩავკეტილიყავი საკუთარ თავში. ყოველდღიურადმესმოდა საზოგადოებისგან, როგორც ჩემი ახლობლების ასევე ჩემს მიმართაც დამცინავად, ირონიულად და ზიზღით ნათქვამი სიტყვები, მაგრამ არ დავნებებულვარ.
ეს ყველაფერი მეხუთე კლასში მოხდა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ არ მიჭირდა იმის გააზრება თუ რა სიტუაციაში ვიყავი. ყოველდღე ვხედავდი ხალხის გამოხედვას, მასწავლებებიც კი ზემოდან მიყურებნენ ირონიული გამოხედვით და მახვედრებდნენ, რომ ზედმეტი ვიყავი — შევჩერდი, ღრმად ჩავისუნთქე და ისევ განვაგრძე — ყველაფერ ამას დამატებული ისიც მამძიმებდა, რომ მე უშვილო ვიყავი. იმის გაფიქრებაც, რომ შეიძლებოდა არ მყოლოდა შვილი მანადგურებდა. წლები გადიოდა და თანდათან ვეჩვეოდი იმას, რომ ვერ შევძლებდი გავლას მანამ, სანამ მამაჩემმა არ მითხრა, რომ გერმანიაში გამიკეთებდნენ ოპერაციას. ბოდიში, მაგრამ იმ ემოციებს ნადვილად ვერ გადმოვცემ რასაც მაშინ ვგრძნობდი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეხლა მე თქვენს წინაშე ვდგავარ.
უშვილობა. ისევ შევეხები ამ თემას. და ისევ გავიმეორებ, რომ იმის ცოდნა, რომ მე დედას ვერავინ დამიძახებდა მანადგურებდა და შიგნიდან მჭამდა, მაგრამ დღეს მე დედა მქვია. მყავს ჩემი წითური ანიტა და უბედნიერესი ქალი მქვია. ანიტა ეხლა ხუთი წლისაა და აქ თქვენთან ერტად ზის დარბაზში და მისმენს მე, დედამისს. მინდა ერთი რაღაც გითხრათ. არასოდეს არ დანებდეთ! არასოდეს არ შეწყვიტოთ ბრძოლა გამარჯვებისთვის! რადგანაც თ თქვენ დღეს ბრძოლაში დამარცხდით, ეს არ ნიშნავს იმას რომ ხვალ თქვენ ომსაც წააგებთ. იბრძოლეთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი არ გებრალებოდეთ, რადგანაც სიბრარული ხომ საშინელი გრძნობაა, მაგრამ როდესაც საკუთარი თავი გებრაება ეს ენით აღუწერელი რამაა. იზრუნეთ იმაზე, რომ გარშემო მყოფები არ იყვნენ ძალადობის მსხვერპლი. იბრძოლეთ იმისთვის, რომ იყოთ დამოუკიდებელი ქალები, ან კაცები. იბრძოლეთ იმისთვის, რომ გერქვათ სრულყოფილი და იყოთ ბედნიერები. და ბოლოს, დაისახეთ მიზანი. ეს აუცილებად დაგეხმარებათ თქვენც, და თქვენს საყვარელ ადამიანებსაც, რომ იყოთ ბედნიერები. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ვიცი ბევრი დავამძიმე. შეიძლება ბევრის გულამდეც ვერ მივიტანე ის ემოციები, რომლებიც საჭირო იყო, რომ მისულიყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ აქ მსხდომმა თითოეულმა ადამიანმა იცის, რომ მე დღეს, თქვენს წინაშე სუფთა გულითა და ლამაზი სულით წარვსდექი. ეხლა კი დასასრულს მინდა ჩემი მეგობრის მიერ დაწერილი ლექსი შემოგთავაზოთ.
დროზე, დროზე,
დროზე ადრე,
ნაცემ ნაბეგვ იარებს,
ვიშუშებ და არა მჯერა,
თუ ეს გზა გამოვიარე.
დროზე, დროზე,
უნდა დროზე,
თქვა შენი სათქმელი,
თუნდაც გულის გასახეთქი,
თუნდაც ჭკუის ამრევი,
დროზე, დროზე ვერ მოვასწარ,
ჭკუის გზაზე დადგომა. ..
მერე ბევრი ვიწვალე,
და ვისწავლე განდგომა,
დროზე, დროზე,
დროზე ხალხო,
თქვენ თქვენი გზით იარეთ,
მერე ვეღარ მოიშუშებთ,
ცხოვრების იარებს.
მაგრამ მაინც სინანული,
უკან ჩამოვიტოვე,
ჩემი ცხოვრების მწვერვალი,
როგორ ჩამოვითოვე,
სინანული არ მჩვევია,
ვიარე და ვიარე!!! — დავასრულე ლექსის კითხვა და გავახილე თვალები. ცრემლები მომდიოდა. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდნენ. გვერდით, კუთხეში გამექცა თავი და დავინახე თუ ის სამეული, როგორ თავჩახრილი იდგა. დარწმუნებული ვარ ეხლა თავს ცუდად გრძნობდნენ, არ მინდოდა ეს ასე მომხდარიყო, მაგრამ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent