შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთის კაცი {თავი 1}


28-05-2018, 18:33
ავტორი elena gavasheli
ნანახია 2 204

იცით ადამიანში რას ვაფასებ? ნდობას. ყველა შემიძლია დავატიო ამ მუშტისოდენა გულში ყველა შემიძლია შევიყვარო მთელი გულით მაგრამ იმედებს თუ გამიცრუვებენ ისევე მალე გამიცივდება მათდამი გრძნობები როგორც ფიფქი დნება ხელისგულზე. იედებს ხშირად ის ადამიანები გვიცრუებენ ვისგანაც ამას არ მოველით ვისიც გვჯერა და შეგვიძლია სიცოცხლეც კი გავწიროთ მათ გამო.
მე ემილი ამაშუკელი ვარ 25 წლის საკმაოდ ცნობილი ბიზნესვუმენი. საქართველოს მაშთაბით უამრავ ტანისამოსის მაღაზიებს ვფლობ.. მშობლები... ერთადერთი მამა მყავდა და ისიც ბედმა წამართვა მამაჩემი ტაქსის მძღოლი იყო, დიახ სწორედ გაიგეთ, დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა, მას შემდეგ მამა მივლიდა არაფერს არ მაკლებდა ნუ მაშინ არც მე მქონია დიდი მოთხოვნილებები მხოლოდ ქართულ ცეკვებზე დავდიოდი ისიც უფასოდ მამეცადინებდა მასწავლებელი რადგან იცოდა ჩემი მდგომარეობის შესახებ მინდა გიტხრათ საკმაოდ კარგად ვცეკვავდი. ბავშვები იზრდებიან და ყველაფერი იცვლება. მახსოვს 15 წლის ვიყავი ჩვენი კლასის სიამაყე ზეგოგონა ნუცა ჯანაშია დაბადებისდღეს იხდიდა ყველა დაგვპატიჟა. მე კი იმის გამო რომ ტანისამოსი არ მქონდა ჯერ მთელი გუულით ვიტირე მერე კი რაც მქონდა ის ჩავიცვი და წავედი, ნეტა ფეხები მომტეხოდა და არ წავსულიყავი ყველა მე დამცინოდა ათას სისულელეს ამბობდნენ ყოველი სიტყვა გულზე მხვდებოდა ყოველი სიტყვა მტკიოდა მაგრამ ვერაფერს ვცვლიდი. მამაჩემი ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო მაგრამ მისი შემოსავალი ძირითადად საკვებში იხარჯებოდა. დენის წყლის და გაზის ფული არასდროს გადაგვიხდია უბრალოდ ამას ვერ ვახერხებდით. მამა ძალიან მიყვარდა ახლაც ძალიან მიყვარს და მენატრება. მახსოვს სკოლის გამოსაშვები საღამო იყო მე არავინ დამპატიჟა ყურადღებასაც კი არავინ მაქცევდა შეყვარებული არასდროს მყოლია არც გაგიკვირდებათ რატომ. ამ დღეს მამაჩემს ვეჩხუბე ვუყვირე ვუთხარი რომ არაფერს აკეთებს რომ უბედური ვიყავი მერე კი სახლიდან უკან მოუხედავად წავედი.
არ ვიცი სად მივდიოდი ან რა უნდა გამეკიეთებინა მაგრამ ერთი ვიცოდი მაშინ რომ არ გავქცეულიყავი არაფერი მოხდებოდა მამაჩემი ჩემს საძებნელად არ გამოვიდოდა და მას მანქანა არ დაეჯახებოდა. იცით ახლა გული მწყდება გული მწყდება რომ მან ჩემგან უკანასკნელად ის სიტყვები მოისმინა რასაც სულ არ ვფიქრობდი, ნეტა მომესწრო მისთვის იმის თქმა რომ ძალიან მიყვარს ნეტა სცოდნოდა როგორ ვამაყობდი მისით. მაგრამ ამაოდ დროს უკან ვერ დავაბრუნებ გასროლილ სიტყვას ვეღარ შევცვლი.
აღმოჩნდა რომ მამაჩემს ბანკში ანაბარი ქონდა გახსნილი ჩემს სახელზე ეს მხოლოდ მის გარდაცვალების შემდეგ გავიგე საკმაოდ სოლიდური ტანხა აღმოჩნდა 18 წლის გოგომ ისე რომ უნივერსიტეტში არ მისწავლია პატარა ტანისამოსის ბიზნესი წამოვიწყე და მაღაზია გავხსენი დროთა განმავლობაში ვითარდებოდით და დღეს წარმატების ზენიტში ვარ.
მინდა გითხრათ რომ მას შემდეგ ძალინ შევიცვალე აღარ ვარ ის სულელი გოგონა რომელიც ადრე ვიყავი. მოკლედ წარსულზე საუბარს სჯობია ისტორიის მოყოლა დავიწყო
**************************************************
-ლიზა დღის გეგმები გამაცანი-ვეუბენები ჩემს მდივანს
-ქალბატონო ემილი დღეს შეხვედრა გაქვთ დანიშნული ბატონ ვახტანგს უნდა შეხვდეთ, შემდეგ კი სოლარიუმში ხართ ჩაწერილი, ასევე დღეს მოსაწვევი მოგივიდათ. ქორწილში ხართ დაპატიჟებული.-მაცნობს გეგმას
-კარგი მადლობა-ვეუბნები და ჩემს კაბინეტში შევდივარ-ლიზა შეხვედრა სხვა დროისათვის გადადე და სოლარიუმში ვიზიტიც გააუქმე-ვატყობინებ ლიზას მერე კი ჩემს მაგიდაზე მოტავსებულ კონვერტს ვხსნი მიკვირს ვის შეიძლება გამოეგავნა მე ხომ ახლობლები არ მყავს.
კონვერტი გავხსენი და ჩემი საზიზღარი კლიენტის სახელი გვარი რომ ამოვიკითხე ლამის გული გამისკდა არ მეგონა ეგ ალქაჯი ვინმეს თუ შეაბამდა საერთოდ.
-კაი რა ნიტა ქორწილი და თან ხევსურეთში, რა სისულელეა ალბად ეგ ბიჭი მართლა გიყვარს მანდ რომ აღმოჩნდი, ან რა სიყვარული რის სიყვარული სიყვარულის გამოც კი არ დავტოვებ თბილისს. არადა მაინტერესებს ასეთს ვის მიყვები უბრალო ცნობისმოყვარეობა რომ არა შენს ქორწილში არ წამოვიდოდი -ვლაპარაკობ ხმამაღლა და მეცინება
სამუშაოს ვასრულებ და სახლში მივდივარ. ბარგს ვალაგებ და ვიძინებ.
დილით უცნაურ ხასიათზე ვიღვიძებ თავი ხუთი წლის ბავშვი მგონია ისე ვარ აჟიტრებული. არადა გუშინ მარტო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მივდიოდი. საწოლიდან წამოვდექი და სააბაზანოში შევედი შხაპი მალევე მივიღე და იქედან მოწესრიგებული გამოვედი. ბარგი ძლივს ვაივაგლახით მოვათავსე მანქნის საბარგულში მძღოლის ადგილი დავიჭირე და ხევსურეთისაკენ ავიღე გეზი.
უკვე 2 საათია გზაში ვარ მაგრამ ჯერ დუშეთამდე ვერ მივაღწიე უცებ ჩემი მობილური ამღერდა
-გისმენ ლიზა რახდება-ვპასუხობ მობეზრებულად
-ბატონი ვახტანგი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს-მაცნობა ახალი ამბავი
-დაემშვიდობე და უთხარი კარგად მეყოლოს-ვეუბნები და მობილურს ჩანთაში ვაბრუნებ ესღა მაკლდა. ეს აშკარად არაა დუშეთის გზა გზად სახლებიც კი არ მხვდებოდა მიუვალ ადგილებში დამყავდა მანქანა და ადამიანის გამოჩენას ვნატრობდი, შიში მიპყრობს და მთელს ორგანიზმში მაციებს მემგონი მალე პანიკაში ჩავვარდები კიდეც. მოკლედ ექვს საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ერთ სოფელში აღმოვჩნდი. ჩემს წინ ორი მამაკაცი მიდიოდა, აი ადამიანის დანახვა ასე თუ გამიხარდებოდა არ მეგონა მანქანა მათ წინ გავაჩერე
-უკაცრავად ბატონებო შეგიძლიათ დამეხმაროთ-ორივემ შემომხედა სახეზე გაკვირვება გამოესახათ მერე ეს გავირვება ბრაზმა შეცვალა ვერ მივხვდი რა მოხდა-უკაცრავად დუშეთში მივდიოდი მეგობრის ქორწილში და გზა ამებნა ხომ ვერ დამეხმარებით-რეაგირება ნოლი სახის მიმიკსაც კი არ იცვლიან რახდება-კარგით თუ არ მეხმარებით ის მაინც მითხარით სად ვარ-ვაგრძელებ ამაოდ დაკითხვას. ისინი კი ზურგს მაქცევენ და გზას აგრძელებენ. მანქანას ვქოქავ მაგრამ უშედეგოდ აღმოვაჩინე რომ საწვავი გამითავდა ესეც სურპრიზი. მანქანიდან გადმოვედი და ფეხით გავაგრძელე გზა, ხუთწუთიანი სიარულის შემდეგ ერათ-ერთი სახლის ეზოში მოხუცი ქალი შევნიშნე და მაშინვე მასთან მივედი
-გამარჯობა ქალბატონო შეგიძლიათ დამეხმაროთ-ვეკითხემი და მის გაკვირვებულ სახეს არ ვიმჩნევ უცებ ჩემსკენ მოდის და მეხუტება თავზე მეფერება
-შვილო აქ ასე სიარული არ შეიძლება შემოდი სახლში არავინ დაგინახოს სად წახვედი ამდენი ხანი რატომ მომანატრე თავი ასე უნდა დაივიწყო მოხუცი ბებია-მეუბნება მკლავზე მკიდებს ხელს და სახლში შევყავარ
-უკაცრავად და სად ვარ ვერ მეტყვით-ვსვამ საჭირო კითხვას და ვიმედოვნებ ის მაინც მიპასუხებს
-შატილში ხარ შვილო შენი სოფლის სახელი დაგავიწყდა ქალაქში სასწავლებლად გაგიშვი და სად დაიკარგე სულ შეგცვალა ქალაქმა-შატილში ღმერთო ჩემო ამას არ ველოდი
-ქალბატონო მგონი ვიღაცაში გეშლებით და რატომ არ შეიძლება ასე სიარული-მიკვირს ძალიან
-შვილო ეს ძველი ტრადიციების დამცველი სოფელია აქ არ შეიძლება ქალს მოკლდე და თანაც უკლავო კაბა ეცვას მაღალქუსლებზე არაფერს ვამბობ და თავსაბურავიც უნდა გეკეთოს.-მიხსნის მოხუცი მე კი ნელნელა ცნობისმოყვარეობა მიპყრობს ამ სოფლის და ზოგადად ტრადიციების შესახებ ვინტერესდები
-ბოდიში ბებო სწავლა გამიგრძელდა და ვერ ჩამოვედი-გადავწყვიტე ტყუილი მეთქვა არ მინდოდა გული მეტკინა იმის თქმით რომ მისი შვილიშვილი არ ვიყავი. რატომღაც მინდოდა ამ ქალის სახეზე ღიმილი დამენახა. მინდოდა ამ ქალისგან მეგრძნო დედის სითბო.
-არაუშავს შვილო მთავარია ახლა აქ ხარ-მეუბნება და მკოცნის გული მტკივა ამ ქალს რომ ვატყუებ ძალიან სათნო ქალია-ამოდი დაისვენე დაღლილი იქნები
-კარგი-ვეუბნები და უკან ივყვები ოთახში შესული მაშინვე საწოლზე ვეცემი და გემრიელად ვიძინებ
ღამით პირველი სართულიდან ამომავალი უცნაური ხმები მაღვიძებს მეც პანისამოსს ვიცმევ და ქვევით ჩავდივარ კიბეებზე მდგომი ვხედავ გაშლილ სუფრას გარშემო მსხდომ ყველა თაობის ადამიანებს რომლების როგორც გავიგე ლია ბებოს დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მათ ჩაცმულობას რომ დავაკვირდი მივხვდი ჩემი ტანისამოსით თუ ჩავიდოდი ყველას ყურადღებას მივიქცევდიი მე კი ეს სულაც არ მინდოდა მე ხომ შატილელი გოგო უნდა ვყოფილიყავი ცოტა ხნით
-დინა ბებო ჩამოდი სტუმრებს გაგაცნობ-გავიგე ლია ბებოს ხმა და მივხვდი რომ მე მეძახდა ესეიგი დინა მქვია სხვა გზა არ მაქვს მეც ჩავდივარ და მათ ვუერთდები არ ვიმჩნევ ახალგაზრდების დაკვირვებულ და გაოცებულ ხოლო მოხუცების გაბრაზებულ მზერას რომელიც წუთითაც არ მშორდება და ვკომპლექსდები
-გაიცანით ეს ჩემი შვილიშვილია დინა დღეს ჩამოვიდა სოფელში აქაური ტრადიციების შესახებ არაფერი იცის და გთხოვთ აპატიოთ -აცნობს ყველას ჩემს თავს მეც ნელნელა ხასიათი მიკეთდება მათთან საუბრის გაბმას ვცდილობ გამომდის კიდეც ლილე და ეკატერინე გავიცანი ორი ძალიან კარგი გოგონა საუბარს კარზე ბრაზუნის ხმა გვაწყვეტინებს
-ბებო მე გავაღებ კარგი-ვეუბნები კარებისკენ მივდივარ და ვაღებ
-ლია ბებო გილოცავ 82 წლის იუბლეს-ხელებს მხვევს ვიღაც და მხოლოდ ამის შემდეგ მესმის მისი სასიამოვნო ბარიტონი. სხეულში ჟრუანტელი მივლის თითქოს ჭიანჭველები დაცოცავენ ჩემს სხეულზე. არვიცი ეს რა გრძნობაა მაგრამ ვაღიარებ მოწონს და თან იმდენად რომ ხმის ამოღებასაც არ ვკადრულობ
-უტა შვილო ნუ დაახჩვე ჩემი შვილიშვილი-ეუბნება ლია და ცდილობს სიცილის შეკავებას მხოლოდ მაშინ კადრულობს ბატონი ხელის გაშვებას. არადა როგორ მომწონდა თბილად და მშვიდად ვგრძნობდი მის მკლავებში თავს ხელი რომ გამიშვა შემამცივნა
-ბოდიში სხვა მეგონეთ-მეუბნება და გვერდს მივლის-ლია ბებო გილოცავთ ეს პატარა საჩუქარი თქვენ
-მადლობა შვილო ისიც საკმარისი არის შენ რომ ჩამოხვედი საჩუქარი არ იყო საჭირო-იმდენად თბილი და მეგობრული მოკითხვა ქონდათ თვალებზე ცრემლი მომადგა გამახსენდა მამაჩემი და უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე
-მთელი გულით გაგიკეთეთ გამიხარდება ოდესმე თუ გაიკეთებთ-ეუბენება და ეხუტება
-დამანამუსა ახლა რათქმაუნდა გავიკეთებ-ეუბნება და შუბლზე კოცნის ეს ჩემთვის უკვე მეტისმეტია გარეთ გავდივარ და კარებს ფრთხილად ვხურავ ემოციებს გასაქანს ვაძლევ. გული მტკივა მათ ისე თბილი ოჯახი აქვთ მე კი ერთადერთი მამა მყავდა რომელსაც ვუყვარდი და ისიც არ გავახარე ჩემსგამო დაიღუპა ჩემი სისულელე რომ არა ახლა ცოცხალი იქნებოდა. მაახსენდება მამაჩემის თბილი გამოხედვა და შემიძლია დავიფიცო რომ ყველფერს დავთმობდი კიდევ ერთხელ რომ შემოეხედა მამაჩემს ჩემთვის, ისევ ისე ეკოცნა ძილისწინ შუბლზე როგორც ადრე,
ცრემლები შევიმშრალე და სახლში მყოფებს შევუერთდი. სტუმრები გვიან დაისალნენ უტას გარდა ყველა წავიდა გამიხარდა მაგრამ ამას როგორ შევიმჩნევდი. უცებ ჩემი ბარგი გამახსენდა როელიც მანქანაში იყო
-ბებო მე გავალ და დავბრუნდები მალევე კარგი-ვეუბნები და გარეთ ისე გავდივარ მის პასუხს არ ველოდები მანქანამდე ძლივს მივედი რადგან ბნელოდა მგლების ყმუილის ხმაც ისმოდა ძალიან შემეშინდა რამოდენიმეჯერ ვიფიქრე უკან გაბრუნება მაგრამ თავი ხელში ავიყვანე. საბარგულიდან ბარგი ამოვიღე-ჯანდაბა რა მძინეა
-მომეცი დაგეხმარები-მესმის უტას ხმა და ადგილს ვეყინები მიკვირს როგორ მომიახლოვდა ისე რომ ვერაფერი გავიგე
-შემაშინე-ვეუბნები და ჩემი აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ვცდილობ
-არმინდოდა-მეუბნება და ჩანთებს მართმევს-სამუდამოდ აპირებ აქ გადმოსვლას თუ მაღაზიიზ გახსნას გეგმავ-მეკითხება და ბარგის რაოდენობაზე მანიშნებს
-ორივეს-ვამბობ იმდენად სერიოზულად რომ თავი ნამდვილი მსახიობი მგონია
- მე ვიცნობდი დინას იგი ორი წლისწინ გარდაიცვალა მას შემდეგ სეექმნა ლია ბებოს ფსიქიკური პრობლემები, შენ კი გადაწყვიტე ამით გესარგებლა ხვალვე წახვალ აქედან ისე რომ ლია ბებოს გულს არ ატკენ გასაგებია-მკაცრი და შეუვალი იყო მისი ტონი გამომეტყველიებით თუ ვიმსჯელებთ ხვალე კი არა დღესვე უნდა გავქცეულიყავი ტორემ გარდაცვლილ ადამიანთა უსასრულო სიას ჩემი სახელიც დაემატებოდა
-მე არაფ....
-გაჩუმდი, და სახლში შემოდი ლია ინერვიულებს-არაფრის თქმას არ მაცლის თვალებით და გამოხედვით მკლავს მე კი გული მტკივა არვიცოდი ლიას ასეთი პრობლემები თუ ქონდა მე უბრალოდ არმინდოდა გული ტკენოდა. არაფერი მითქვამს ჩუმად შვიპარესავით სახლში ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევედი და საწოლზე მოვთავსდი. არვიცი რატომ მაგრამ უტას მიერ წარმოთქმულმა თითოეულმა სიტყვამ გული ძალიან მატკინა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი მივხვდი რომ მართლა არ გამომივიდა სწორად. მობილური ამოვიღე და გაბრიელთან დავრეკე
-გისმენთ ქალბატონო ემილი-გავიგე მისი ნამძინარევი ხმა და მივხვდი ძალიან გვიანი იყო სულელი ვარ საათისთვის მაინც შემეხედა
-გაბო შეგიძლია მომაკითხო და სახლში წამიყვანო-გაბრიელი ჩემი კომპანიონი და ერთადერთი მეგობარია
-რათქმაუნდა მისამართი მომწერე და მანდ ვარ-მეუბნება და ყურმილს თიშავს მეც ვწერ მისამართს და მშვიდად ვაგრძელებ ძილს.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

მომწონს???? საინტერესო დასაწყისია???? და მალე დადე შემდეგი რა❤????

 


№2  offline წევრი تڿQڿEڿTڿAڿت ڿڿت

მთის კაცი კიარა ბოროტების განსახიერებაა როგორ შეიძლება გოგო ასე გააგდოს .. ან ასე ელაპარაკოს მისი მოკვლის სურვილი მიჩნდება უკვე

 


№3  offline წევრი ki si

რა საქციელია ახლა ეს ჰა? როდის იქნება გაგრძელება

 


№4  offline წევრი elena gavasheli

ki si
რა საქციელია ახლა ეს ჰა? როდის იქნება გაგრძელება

სამწუხაროდ ამ ისტორიას გაგრძელება არ ექნება უბრალოდ არვიცი რატომ ბოდიშით sob sob უბრალოდ არშემიძლია ახლა რამის დაწერა იმედია გამიგებთ sob sob

 


№5 სტუმარი ))))

elena gavasheli
ki si
რა საქციელია ახლა ეს ჰა? როდის იქნება გაგრძელება

სამწუხაროდ ამ ისტორიას გაგრძელება არ ექნება უბრალოდ არვიცი რატომ ბოდიშით sob sob უბრალოდ არშემიძლია ახლა რამის დაწერა იმედია გამიგებთ sob sob

არადაა ძააან საინტერედოო იყო :\

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent