შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ დარჩე ძლიერი. (1)


29-05-2018, 18:40
ავტორი katiaa
ნანახია 1 142

ნუ დაიწყებთ რამე გამორჩეულის ძებნას ჩემს უაზრო ცხოვრებაში თორემ იმედი გაგიცრუვდებათ და იუპიტერიდან მიწაზე დანარცხება მოგიწევთ.
თათა მქვია და ვატარებ გვარს, რომელიც ყველაზე უფრო მიღვივებს წარსულის ლანდებს, გვარად ჩარკვიანი ვარ.
ალბათ სვანი, რომ არ ვიყო და ზედმეტად მტკიცე ხასიათს , რომ არ ვატარებდე ცხოვრებაზე აქამდე ავიღებდი ხელს. შეიძლება ბიპოლარული აშლილობისთვის გამეღო კარი , ან ჰიმალაის მთიდან თავისუფალ ვარდნას ვზიარებოდი, თუმცა ჩემი რწმენა თუ იმედი ზედმეტად მტკიცე აღმოჩნდა.
მე ღმერთის არ მწამს. ის , რომ არსებობდეს აქამდე ბოლოს მოუღებდა ჩემს ტანჯვას, მას შეუძლია უბრალოდ ხელი ასწიოს და ჰოპ! დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს! მჯერა , რომ არსებობს, მჯერა თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ასე, რომ რწმენას თუ ვახსენებ იცოდეთ მხოლოდდამხოლოდ საკუთარ თავს ვგულისხმობ.
9 წლის ვიყავი დედა, რომ მიწას მივაბარე. მასზე ფიქრისას უეცრად ცხვირში კესანეს სუნი მიღიტინებს, რეალურად წარმომიდგება ხოლმე, რომ ის ისევ ჩემს გვერდითაა. მე არაფერი მახსოვს, თუმცა მამას , რომ ვეკითხები მუდამ მეუბნება ძალიან განიცდიდიო. მუდამ მას ეძებდი და ყველაფერზე პროტესტს აცხადებდი, თან შენი ლამაზი თვალები მუდამ სევდით იყო აღსავსეო. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, არაფერი დარჩენილა უცვლელი ჩემი თვალების გარდა. მასში დღესაც იმავე სევდაა , რაც იყო ადრე. მითუმეტეს ახლა, მომენტში , როდესაც ერთადერთი ახლობლის, მამაჩემის საფლავის წინ ვდგავარ და ვუყურებ როგორ ჩადებენ კუბოს შიგნით.
დედას ნინა ერქვა. ნინა რუსი იყო, ყველანი დამერწმუნებით, რომ რუსი ქალები უზადოდ ლამაზები არიან, ნინა ერთ-ერთი მათგანი არ ყოფილა , რადგან ის უბრალოდ ლამაზი კი არა, ულამაზესი იყო!
როგორც დედა ამბობდა , მას ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა და მისი რუტინაც არასოდეს ირღვეოდა მანამ სანამ 14 თებერვალი მოვიდოდა. „როგორ შეუძლია ერთ ჩვეულებრივ დღეს, თავდაყირა დააყენოს მთელი შენი მრავალწლიანი ცხოვრებაო“ ყოველთვის ამ ფრაზას ამბობდა დედა, როდესაც მამაზე ყვებოდა ამბებს. ყოველთვის ძალიან მშვიდი ცხოვრება მქონდა, არ დავდიოდი წვეულებებზე, არასოდეს ვაგვიანებდი სახლში და ყოველთვის ვიცავდი წესებს, ღიმილით იწყებდა დედა. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში „გარდამტეხი წუთი“, ჩემი გარდამტეხი წუთი კი მამაშენიაო, დააყოლებდა ღიმილით. მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდა დედა, თუმცა არ იცოდა , რომ ჩვეულებრივი მშვიდი ადგილის ნაცვლად თავდაყირა დამდგარი წვეულება დახვდებოდა. როგორც კი ეს პატარა უსიამოვნო ფაქტი აღმოაჩინა მაშინვე სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, ნინა ისეთ გოგონებს ეკუთვნოდა „წიგნის ჭიები“, რომ არიან ამაში მაინც ვგავარ დედას, თუმცა იმ დროს , როდესაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა სახლში დაბრუნება და მეორე დღეს დანიშნული „ბიოეთიკის“ ტესტისათვის მომზადება, სწორედ მაშინ შეამჩნია მამაჩემი, იოანე.
მამა ამ ამბავის გაგონებისას ყოველთვის ერთი და იმავეს ამბობდა „ერთი ნახვით სიყვარული არ არსებობს, უბრალოდ პირველივე ნახვაზე ვხვდებით ვინ გახდება მომავალი მეგზურიო“.
მე რას ვფიქრობ ამაზე? დიახ, არ არსებობს ერთი ნახვით სიყვარული. ჩვენ იმ მომენტში, როდესაც ვხვდებით „მას“ ვერ ვხვდებით , რომ ის იმ წამს კი არ შეგვიყვარდა, არამედ უკვე გვიყვარდა, მანამ სანამ გავიცნობდით, გვიყვარდა ისე, რომ თავადაც წარმოდგენა არ გვქონდა ამაზე. სიყვარულის საიდუმლო სწორედ ესაა, იმალება შენში მანამ , სანამ არ დაინახავს იმას ვისი გულისთვისაც ღირს საიდუმლოს გათქმა. ის მთელი ცხოვრება ჩვენში იზრდება, ჩვენთან ერთად ფიქრობს, ჩვენთან ერთად აწყობს სამომავლო გეგმებს, ჩვენთან ერთად ისაზრდოებს ფანტაზიას..თუმცა ამ დიდ საიდუმლოში ქვეცნობიერსაც მიუძღვის პატარა, მაგრამ ამავდროულად დიდი როლი, ის ცდილობს მანამ, სანამ „მას“ არ ვნახავთ , არ გვაგრძნობინოს , რომ უკვე გვიყვარს „ის“, რომ უკვე მისკენ მივისწრაფით და მთელი ცხოვრება სინამდვილეში სწორედ მას ველოდებით. როგორი სრულყოფილიც არ უნდა იყოს ადამიანიც ცხოვრება , მაინც რაღაც გაკლია..აი, ზუსტად ეს არის ის , რაც არასოდეს მოგცემს მოსვენებას თუ არ მიაღწევ მწვერვალს. მწვერვალის მისაღწევად , მიზნის საპოვნად, ბოლოში გასასვლელად უნდა იპოვნო მთა, აი ეს ადამიანი კი შენი პერსონალური მთაა, რომელიც გულის სიღრმეში მთელი ცხოვრება გელოდა, ისე, რომ ამის შესახებ არასოდეს სმენია. რეალურად თქვენი ამბავი დაიწერა მანამ, სანამ გაჩნდებოდით, მანამ სანამ პირველ ნაბიჯებს გადადგამდით..ბედისწერას ყველაფერი წინასწარ აქვს გადაწყვეტილი, იგი მხოლოდდამხოლოდ იმის ყურებით ცოცხლობს, თუ როგორ იტანჯები, როგორ გიხარია, როგორ ტირი, როგორ წყევლი მას..! შენ შეგიძლია მთელი ცხოვრება გეგმო ვინ გინდა , რომ შეგიყვარდეს, მაგრამ რეალურად ბედისწერა სულ სხვა სვლას გააკეთებს, ცხოვრება ხომ ჭადრაკია!
ეს ჩემი მოსაზრება ძალიან უცნაურად მოგეჩვენებათ გოგოსგან, რომელსაც სულ პატარა პწკარითაც კი არ სჯერა სიყვარულის, ღმერთის, იმედის, ციური სხეულების ან რამე ჯადოსნურის არსებობის! მე მხოლოდ ბედისწერის მწამს, იგია ყველაზე ღვთაებრივი და მართალი..
სასაცილოა არა? ორი წუთის წინ გვერდით მედგა, ერთად ვიღიმოდით, მიმეორებდა ყოველ მიმავალ წამს , რომ მისთვის ერთადერთი ახლო და ამავდროულად ყველაზე მიუწვდომელი რამ ვიყავი ახლა კი ვუყურებ როგორ დააყრიან მიწას.
დედაჩემი ყოველთვის ყველას ძალიან უყვარდა, მართლაც გასაოცარი ადამიანი იყო, ასევეა მამაჩემიც. თუმცა დარწმუნებული ვარ აქ მოგროვილი უამრავი ხალხიდან, მხოლოდ თითო-ოროლა იცნობს მას რეალურად. მას გარდაცვლილსაც კი არ ასვენებენ, ახლაც კი კამერებით დასდევენ და ფაქტებს აფიქსირებენ, მიღებენ მეც, ცოტახანში მთელს ქვეყანას გააგებინებენ , რომ ძალიან ცნობილი ბიზნესმენის შვილს, თათა ჩარკვიანს ერთი ცრემლიც კი არ ჩამოდის თვალებიდან. ამის გამო მოვისმენ კრიტიკას, შერბილებულ ტონებს, ლანძღვას, თანადგომას..უმრავლესობა სოლიდარობას გამომიცხადებს, უმეტესობაც იტყვის რა ენაღვლება, მილიარდები დაუტოვა მამამო!
რეალურად ვერავინ მიხვდება, რომ უბრალოდ არ მიყვარს გრძნობების გასაჯაროება, რომ უბრალოდ არ მსურს აქ ვიდგე და ვუყურებდე ხალხს, რომელთაც მხოლოდ ის აინტერესებთ როგორ რეპორტაჟს გააკეთებენ. მე ვიცნობ საკუთარ თავს, ძალიან დიდხანს არ ვიტირებ, ბოლოს კი ჩემი თავშეკავება საბოლოო მწვერვალს დაიპყრობს და საბოლოოდ ქარიშხალს მოვუახლოვებ საკუთარ თავს, ყველანაირი გრძნობა, რომელსაც ახლა მთელი გულით ვაკავებ საბოლოოდ გამოაღწევს ჩაკეტილი სკივრიდან და ასმაგად მატკენს გულს. საბოლოოდ ამოხეთქავს და როდესაც ეს მოხდება ჩემს მოჩვენებით სიძლიერეს უიმედობა მოიცვამს. ადამიანი თუ წარსულს არ დაივიწყებ და მშვიდობიან ზავს არ დადებ მომავალთან, მაშინ ვერასოდეს შეძლებ იცხოვრო.
ყველანაირად შეძლებს ადამიანი სიცოცხლეს-არსებობას კი ვერა. ყველაზე მთავარი , რაც ადამიანს არსებობაში ეხმარება არის მიზეზი, რამე მიზეზი რის გამოც ღირს ყველაფრის ხელ-ახლა დაწყება. აი მე კი მიზანი აღარ მაქვს.
-გიორგი..გიორგი-ვცდილობ ატეხილ ღრიანცელში დაცვას ხმა გავაგონო, ძლივს მხედავს და ჩემსკენ მოიწევს.
-გისმენთ ქალბატონო თათა.-ჩვეული მშვიდი ხმით მპასუხობს.
-შეგიძლია ესენი აქედან მოაშორო?-ვანიშნებ ჟურნალისტებისკენ.-ეს დაკრძალვაა და არა ახალი წელი!-მკაცრი იერით შევყურებ მოცინარე ხალხს.
-დიახ, რათქმაუნდა.
გიორგი მათკენ მიდის და მეც ვხვდები , რომ მამაჩემის ქელეხს ვეღარ გავუძლებ, მეტად ვერა! რა საშინელი ტრადიციაა ადამიანი კვდებოდეს შენ კი მიდიოდე, ჭამდე, სვამდე და თავს იმით ინუგეშებდე ეს ტრადიციაა და ანუ ასეა საჭიროო!
იოანეს ოთახში საწოლზე ვჯდები. ყველაფერს მისი სუნი აქვს, თითქოს აქ არის, თითქოს მანიშნებს , რომ არასოდეს მიმატოვებს, მაგრამ ყველაფერი წარმოსახვითი ილუზიაა, ცოტახანში გაივლის. კედელზე ერთ წერტილს ვაჩერდები, რაღაც შავი ლაქაა, ამ პატარა ლაქასაც კი თავისი ისტორია აქვს, სადაც არ უნდა გავიხედო ყველგან მხოლოდ მოგონებებია..მოგონება ყველაზე მწარე რაღაცაა , მაგრამ ზოგი ადამიანი მხოლოდ მისით საზრდოობს, მაგალითად მე.
მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მეგობრები უნდა მყოლოდა, ამბობდა დაგიდგება დრო, როდესაც მათი თანადგომა დაგჭირდება და ნახავ , რომ მათზე ძვირფასი ქვეყნად არაფერი არსებულაო, თუმცა ჩემი პასუხი ყოველთვის ერთნაირი იყო: მეგობრები არ მჭირდება, შენ ხარ ჩემთვის მამაც, დაცვაც, მეგობარიც, მრჩეველიც, დამხმარეც და ყველაფერი-თქო.
ახლა უკვე გამოდის აღარავინ მყავს.
საღამოს ერთად ვუყურებდით „მეგობრების“ სასაცილო ისტორიებს და შემდეგ ერთად ვიცინოდით ხოლმე მათ ამბებზე, თითქოს მათი ნაწილი ვიყავით.
შემდეგი მოგონების გახსენებაზე გადავდიოდი ოთახში გოგონამ , რომ შემოყო ცნობისმოყვარე თვალები. რომ დამინახა იქ ვიყავი ლოყები აუწითლდა, ისეთი სახე ჰქონდა , თითქოს ფაქტზე დაიჭირეს.
-იცი..მე გეძებდი.-დარცხვენილი მეუბნება და თან ხელებს იწვალებს,-კარგად ხარ?
მის კითხვაზე მეცინება, საოცარი სიცილი მიტყდება და ვხვდები, რომ რეალურად ტირილი კი არა სიცილი გადმოსცემს გრძნობებს. ყველაზე მეტი სიცილის მიხედვით შეიძლება გაიგო. ხანდახან სიცილს ყველანაირი ტკივილის გაქრობა ძალუძს, ხანდახან პირიქით, ყველაზე დიდ ტკივილს ასხივებს და ცრემლებიც მართალია ტკივილის ნიშანია, თუმცა , როდესაც გტკივა თუ იცინი ეს ნიშნავს , რომ ყველაზე მეტად ებრძვი საკუთარ თავს , რომ არ გატყდე. ძლიერია ადამიანი ვისაც ტკივა, მაგრამ ტირილის ნაცვლად სიცილით გადმოსცემს.
-შენი აზრით კარგად ვარ?-უფრო ვუმატებ ხარხარს და გოგონაც შეშინებული მიყურებს.-9 წლისამ დედა დავკარგე, მისგან მხოლოდ მოგონებები და ყვავილის გასაოცარი სურნელი მაქვს შემორჩენილი, მისი სახე არც კი მემახსოვრებოდა ფოტოებზე , რომ არ იყოს აღბეჭდილი! ერთადერთი ადამიანი, ვინც გამაჩნდა და ჩემთვის შვიდივე პლანეტას წარმოადგენდა და შვიდივე მსოფლიო საოცრებას მამაჩემი იყო და ახლა ვუყურებდი როგორ ჩადეს კუბოში, დააყარეს მიწა და ხვალ ყველას დაავიწყდება მე კი მარტოდმარტო უნდა გავუმკლავდე მის დანაკარგს. აღარავის ვეყვარები ისე. არავინ დაჯდება საღამოს ჩემს გვერდით , რომ ერთად ვუყუროთ „მეგობრებს“, აღარ იარსებებს ადამიანი, რომელსაც ეცოდინება რომელ მომენტში რა მჭირდება, თითქოს ჩემი ტყუპი იყოს, აღარავინ წავა ჩემს გამო ღამის 4 საათზე შოკოლადის ტორტის საყიდლად, აღარავინ მომივლის ისე , თითქოს ფაიფურის ნივთი ვიყო, ვეღარასოდეს ვიტყვი სიტყვა „მამას“, ვეღარასოდეს გავიგონებ , რომ ვიღაცისთვის შეიძლება არაფერი ვიყო , მაგრამ მისთვის მთელი სამყარო და ყველაფერი ვიყავი! სახლში მისულს მისი როხროხა ხმა აღარასოდეს გამომძახებს „შენთვის სურპრიზი მაქვსო!“, დამღლელი დღის შემდეგ ვეღარავის ჩავეხუტები, ვეღარავინ მომიყვება ამბებს დედაზე, ახლა კი უკვე მამაზეც! აღარავინ ჩათვლის , რომ ჩემი ყველაზე სულელური იუმორი ყველაზე მაგარი იუმორია დედამიწაზე! აღარავინ იცინებს ჩემს დებილურ ხუმრობებზე! აღარავის აუკიაფდება თვალებში ცისარტყელები ჩემს დანახვაზე! ვეღარავინ დამეხმარება, რომ მოვძებნო ჩემი გარდამტეხი წუთი.. ჟურნალისტები დგანან და საუბრობენ , რომ 1 კვირის წინ არაჩვეულებრივი პიროვნება გარდაიცვალა, მაგრამ ისინი არც კი იცნობდნენ იოანეს! არც იციან რა დაკარგა მსოფლიომ! მათ მხოლოდ თავიანთი უაზრო ჩანაწერი აინტერესებთ და ხელფასი, რომელსაც თვის ბოლოს მიახლიან! არ აინტერესებთ, რომ გულს მირევს მათი აქ ყოფნა, არ აინტერესებთ , რომ ყველანაირ წარმოდგენას მაკარგვინებენ ადამიანობაზე! ახლა აქედან გავალ თუ არა მოვარდებიან, სახლთან იდგებიან 2 კვირა , რომ ერთი სიტყვა მაინც ვუთხრა, თუმცა ისინი ვერასოდეს გაიგებენ ვინ იყო იოანე ჩარკვიანი! არა, არ ვარ კარგად! -აყვირებული ვამთავრებ მონოლოგს, ვხვდები, რომ ეს გოგონა ჟურნალისტია და მასაც ისევე არ გააჩნია გრძნობები , როგორც სხვებს თუმცა არაფერს ვამბობ, უბრალოდ ოთახიდან ვუშვებ, ხვალ ყველა მოისმენს ამ ჩანაწერს , რომელიც ჯიბეში ჩადებული ტელეფონით ჩაიწერა..ვის ადარდებს?
ოთახიდან გავდივარ თუ არა ჟურნალისტების ამალა თავს მესხმის თავიანთი რკინასავით ბასრი კითხვებით:
-რამდენად რთულია თქვენთვის ეს ყველაფერი?
-რას მოიმოქმედებთ?
-რას აპირებთ მომავალში?
-ბიზნესს რას უზამთ?
-დასვენებას აიღებთ?
მოდის მსგავსი კითხვები ჩემი მისამართით. ან ახლავე ან არასოდეს.
-ყველა კითხვას გავცემ პასუხს უბრალოდ სიწყნარე მჭირდება.
მოულოდნელად ყველა ჩუმდება.
-რამდენად რთულია ჩემთვის შექმნილი სიტუაცია ვერცერთი თქვენგანი გაიგებს. რა უნდა აგიხსნათ? შემოვარდით ჩემთვის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის დაკრძალვაზე და იცინოდით, თან ჩანაწერს აკეთებდით..კარგად დააკვირდით რასაც გეტყვით: ყველა თქვენგანი , ვინც დაკრძალვაზე იყო, სრული ნაგავია.
ბიზნესის მართვას მე დავიწყებ, დასვენებას არ ვაპირებ, ასე ვერ გავუმკლავდები ამ ყველაფერს.
ყველას გექნებათ კითხვა რატომ არ ვტიროდი, უგრძნობი ვარ თუ არა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია , რომ ტირილი საერთოდ არ შველის იმას რასაც განვიცდი. უბრალო დროის ფლანგვაა.
ახლა კი მხოლოდ იმასღა გეტყვით თუ რას ვაპირებ მომავალში. ჯერ-ჯერობით ერთადერთი გეგმა , რაც გამაჩნია არის ის, რომ ვიპოვნო გარდამტეხი წუთი..ნახვამდის!
მანქანაში ვჯდები და მაინც არ წყდება ხმები:
-ერთი კითხვაც და მორჩა..
-სახლს რას უპირებთ?
-დამხმარე გყავთ?
მანქანა მიდის და მეც უბრალოდ ვცდილობ გავექცე გაუქცეველს..გარდამტეხი წუთი-ადამიანი, რომელიც ყველაფერს ცვლის. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, შეყვარებული, ოჯახის წევრი, ცხოვრებისეული მოვლენა ან რამე სხვა..ჯერ არაფერი დამთავრებულა, დასასრულის ჟამს ყოველთვის ბედნიერება სუფევს და თუ ახლა ბედნიერი არ ვარ ე.ი დასასრული შორსაა!

გავაგრძელო?



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

და პირობა სადაა? რომელი ისტორიაც დაიწყე, შუა გზაში გაწყვიტე:დდ თუ ამასაც იგივე ბედი ელის, რა აზრი აქვს წაკითხვას? მერე უბრალოდ გული დამწყდება

 


№2 სტუმარი gggg

Gaagrdzele♥♥♥♥

 


№3 სტუმარი Lile

Kii,gaagrdzekeee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent