შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადიული მონატრება ხარ მისი ნეკნის. (თავი 6)


29-05-2018, 21:54
ავტორი Phoenix..
ნანახია 2 957

დიდ ორ სართულიან სახლს მივუახლოვდი, შორიდან ვუყურებდი დედა როგორ უვლიდა ბაღს, მამა იქვე სავარძელში იჯდა და ხან დედას შეავლებდა თვალს მომღიმარი ხან ისევ თავის ლეპტოპს სერიოზული სახით დააკვირდებოდა.დედას თამო ჰქვია, თავის ასაკთან შედარებით მშვენივრად გამოიყურება, მაღალი გამხდრი, შავი თვალებით. მამას ნიკა ქვია,უკვე ჭაღარა აქვს შერეული თმაში და წვერში, თბილი თვალები აქვს სულ რომ გაყინული იყო მისი მზერა გაგათბობს,პროფესიით ინჟინერი.ჭიშკარი შევაღე
-დედაა მოვედი- დავიძახე და მოვეხვიე ჩემ სიტკბოს.
-დედას სიცოცხლე.-ლოყები ჩამიკოცნა.-დე გამხდარხარ, როგორ შეიძლეა ასე სუ აღარ უვლი შენ თავს.
-ჩემი საოცრება გოგო, როგორ მოხდა გაგახსენდა მშობლები.-სიცილით მმითხრა მამამ.მასაც მთბილად მოვეხვიე.
-დე, მა ძალიან მომენატრეთ- ორიეს შევხედე და ერთდროულად ჩავეხუტე, გარეთ ბახში ვისხედით, ტკბილად ვსაუბრობდით,ვიცინოდით, მამამ ერთ ორი წარსულის მოგონება გამახსენე, ტკბილი ბავშვობა.
-გოგოები დაგტოვებთ, რაღაც საქმე მაქვს მალე მოვა, არ მოიწყინოთ-დედას და მე გვაკოცა და სახლში შევიდა.
-დე რაღაც უნდა გითხრა.-დავსევდიანდი
-გისნემ დე- ინტერესით სავსე მზერა მოომაპყრო.ყველაფერი დაწვრილებითი მოვუყევი და ისიც ყურადღებით მისმენდა. ბოლოს ვკითხე.-არ ვიცი რა ვქნა..
-დე , მომისმინე, იმ შენ უფროს ტყუილი იმედი არ მისცე, არ იცი განრისხებულ მამაკაცს რისი გაკეთება შეუძლია. დიმიტრის რაც შეეხება, არაა ცუდი ბიჭი, გულწრფელად უყვარდი, მაგრამ იყო გამოუცდელი და ახალგაზრდა, ენერგიული, სიცოცხლე წყუროდა, ახალ გარემოში მოხვდა, მის ოცნებასთან იმდენად ახლოს იყო სულ დაავიწყდა ყველაფერი.. დიდი შეცდომა დაუშვა მაგრამ, არა უპატიებელი. თან თუ ამას აღიარებს. კაი ბიჭია და მჯერა ძალიან უყვარხარ. -არ მოველოდი მისგან ამ ნათქვამს, მე მეგონა დედის ინსტიქტი ჩაირთვებოდა და კატეგორიულად მომთხოვდა მასთან შორს ყოფნას.- შენც გიყვარს, მასაც უყვარხარ. რატომ უნდა დაიტანჯოთ თავი, უნდა აპატიო მაგრამ იოლად არა.. აგრძნობინე რომ პატიომ თან ცოტა აწვალე, ახია მაგაზე.-სიცილით მითხრა და ხელი სახეზე მომისვა.-ჩემი დიდი გოგო, კი დაგტანჯა მაგრამ მის გარდა ვერავინ შეძლებს შენს გაბედნიერებას.
-მამა რას იტყვის, ძალიან გაბრაზებულია.
-კაცები თვითონ მოგვარდებიან.. მე ეკა მელაპარაკა, იცი როგორ წუხს,სიცხვილით ვერ ვურეკავ ელენესო. -მოკლედ მოგვარდით შენ და დიტო და მერე ერთი კაი საღამო მოვაწყოთ-გამიღიმა.
გვიან წამოვედი მათგან, ქეთა არ მინახავს იმ დღეს დაქალთან დარჩა. დაქალზე უცებ ჩემი მეჯვარე გამახსენდა.. ისე მომინდა მასთან ჩახუტება მასთან ლაპარაკი.. მისი მეუღლე ბათუმში მუშაობდა და ისიც იქ წავიდა საცხოვრებლად თვეში ერთხელ ან ორჯერ ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას, უკვე ორი შვილის დედაა ნია, ისეთი გადატვირთულია თვითონ თუ არ დამირეკა ჩემ დარეკილს ვერასდროს პასუხობს.
თბილი საღამო იყო ნელა მივუყვებოდი ქუჩას და ფიქრებში გართული ვიყავი ისე მივუახლოვდი ჩემს სადარბაზოს ვერც მივხვდი, ნელა ავიარე კიბეები და სახლში შევედი.. ერთი კვირა შვებულება ავიღე, გადაღლილი ვიყავი ყველა ემოციისგან, სიმშვიდე და განტვირთვა მჭირდებოდა.
სწრაფად გაიარა ერთმა კვირამ და სამსახურში დაბრუნებულს ახალი სურპრიზი დამხდა სახელად ნატა.ბრიფინგზე დიტოს გვერდდით იჯდა და ძალიან სასაცილო ამბავს უყვებოდა, ორივე ჩუმად ფხუკუნებდნენ, დიტოს არ გამოპარვია ჩემი მზერა.
-მე მე ამათ ვაჩვენებ სეირს-ჩუმად ჩავიდუდღუნე.-დიტოს გაეცინა და ისევ ნატას გახედა.-ნინო შეიძლება გავგიჯდე. მოსული არაა მაღიზიანებს ეს გოგო..-ჩემ გვერძე მჯდარ ნინოს გადავულაპარაკე
-კაი დამშვიდდი, ლადოსაც ესე ელაპარაკება ხოლმე რა მოხდა მერე..
-ტყუილად მამშვიდებ, უკვე ავითვალწუნე. შენც ჩემსკენ უნდა იყო, მე ვარ შენი მეგობარი თუ ის ქერა..-შევუბრვირე.
-კაი ხო დამშვიდდი.აი დავითიც მოვიდა-ყურადღება მისკენ გადავიტანე, მაგრამ თვალს მაინც იქით იმ ორისკენ ვაპარებდი.
-მეგობრებო მოგესალმებით, რამდენიმე ცვლილებაა ორიოდე სიყვით გაგაცნობთ..ჩვენი მარი დეკრეტში გავიდა ამიტომ ახალი ბორგამყოლი გვყავს, მაგრამ მარი რადგან უფროსი ბორტგამცილებელი იყო მის ადგილს ელენე იმერლიშვილი დაიკავებს.-დათამ გამომხედა და გამიღიმა. ჩემი სახელი და გვარი რომ გავიგე მაშინ გამოვერკვიე ფიქრრებიდან. მილოცავდნენ.. დათა შორიდან მიღიმოდა, ოხ როგორ მცხვენია ამ ადამიანის. ყველაფერს ავუხსნი და იმედია გამიგებს. მთელი ყურადღება დიტოსკენ გადავიტანე , ის ხელებ გადაჯვარედინებული იდგა და ღიმილით მიმზერდა.
-გამარჯობა მე ნატა მიქა ვარ. რამდენიმე დღეა რაც მუშაობა დავიწყე, თქვენს ბორტზე. გამიხარდა თქვენი გაცნობა.-ხელი გამომიწოდა.
-გამარჯობა მე ელენე ვარ.- ავათვალ-ჩავათვალიერე, საკმაოდ საშიში კონკურენტია.-ბორტზე ავიდეთ. -მოკლედ ვუთხარი და ჩემოდას დავტაცე ხელი. ისე მივდიოდი თითქოს ვინმე მომზდევდა, დიტო დამეწია.
-ეჭვიანობ- სიცილით მომაძახა.
-არაფერიც, საეჭვიანო რა არის, შენ ხომ ცოლიანი ხარ.-ხმამაღლა ვუთხარი და გზა განვაგრძე.ისევ დამეწია.
-რატო გარბიხარ, ან სად გარბიხარ, მთელი 4 საათი ერთად მოგვიწევს ყოფნა.-კაი რა ნელა იაერე ცოტა, ვეღარ გეწევი.
-თავი დამანებე..
-მიყვარხარ.-ამ სიტყვაზე გამეღიმა, ცოცხალი თავით არ გავუმეორე. თქმა არც სჭირდებოდა, ბევრჯერ დავუმტკიცე რომ ისევ სიგიჟემდე მიყვარს.
თვითმფრინავზე ნატას თვალს არ ვაშორებდი, ჩემ ამ საქციელზე ნინი სიცილს ვერ იკავებდა.
-ნინი ნახე ის ქერა სვავივით დასტრიალებს დიტოს. სულ კაბინაში უზის..-თვალებ მოჭუტული და ხელებ გადაჯვარედინებული, სერიოზული სახით ვიყავი მიყრდნობილი ფიუზელაჟზე.-დამაცადე.-სწრაფი ნაბიჯით წავედი კაბინისკენ.
-ნატა შენ აქ ჯდომისთვის არ გიხდიან.. აქ საქმე აქვთ პილოტებს, ამიტომ დატოვე კაბინა და შენ საქმეს მიხედე თუ საუბარი გინდა მიწაზე ძალიან ბევრი ადგილია სადაც ეგ იქნება შესაძლებელი.. -მკაცრად ვუთხარი და დაველოდე რას იზამდა.
-ბოდიში.. მე უბრალდო..
-ბოდიში მიღებულია შეგიძლია ხალხთან გახვიდე იქნებ ვინმეს დახმარება სჭირდება.- არ დავტოვე კაბინაში სანამ არ გავიდა მეც იქ ვიყავი... რო გავიდა ამოვისუნთქე და გავყევი უკან..
-ოო შენი ცოლო ბობოქრობს.-სიცილით უთხრა ლადომ დიტოს.ისიც აყვა.. მერე ვეღარაფერი გავიგე კაბინის კარები დაკეტეს..







ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს კომენტარებს, მინდა გავიგო მოგწონთ, რა შეცდომები მაქვს, რა გამოვასწორო.. დიდი მადლობა ყურედღებისთვის



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მომწონს ძალიან ეს ისტორია, სულ ახალი თავის მოლოდინში ვარ. რა კარგი რჩევა მისცა დედამ, ყოჩაღ დედას. აი დავითი მეცოდება. დროზე უნდა დაელაპარაკოს ელენე, ფუჭ იმედებს ნუღარ აძლევს.

 


№2  offline წევრი marikuna18

დღეს წავიკითხე ყველა თავი და შემდეფს ველოდები დიდი სიამოვნებით ♡♡♡ ძაან მაგარუ ხარ ♡♡♡

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან მაინტერესებს დიტოს შემორიგების მეთოდი როგორი იქნება, ელენეს ეჭვიანობა ნამდვილად გამოუვიდა, ვიხალოსე მაგ მომენტზე, ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად :)))

 


№4  offline წევრი richirichi

მომწონს.ველოდებოდი დასასრულს,რომ მერე წამეკითხა ერთად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent