შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარუილი {3}


30-05-2018, 17:37
ავტორი lile-eli
ნანახია 6 254

3.

სახლში მისულები ანას გონზე მოსვლას ელოდნენ ყველანი, მისი პირველი რეაქციაც ის, იყო რომ მამასთან თავს იმართლებდა:
-მამა, მე არ მინდოდა, მან მაიძულა, მითხრა ცუდად ვრო და მერე მაიძულა, არ მინდოდა....
ყველაფერს ამბობდა, რაც იმ წუთას გონებაში ჰქონდა, მამას ეკვროდა და ტირილით იმეორებდა სიტყვებს.. მამაკაცი გულში იკრავდა აღელვებულ გოგონას და ეფერებოდა:
-ვიცი შვილო, ვიცი, მჯერა შენი. დამშვიდდი და ხვალ უკეთ იქნები.
მალევე დაეძინა გოგონას დამამშვიდებლით. მისაღებში კი კაცები ისევ ისხდნენ და საუბრობდნენ:
-მადლობა ყველაფრისთვის.
-რას ამბობ დავით თომას ეგეთები არ უყვარს!
-არც თორნიკეს!
ღიმილით უთხრა გამზრდელს თომამ. დავითმა გაიღიმა და საუბარი დაიწყო:
-ვიცი თქვენი აქ ყოფნის მიზეზი და ზედმეტ კითხვებს არ დავსვამ, უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ანასტასიას მხოლოდ ჩემი სურვილით მოქმედებას არ ვაიძულებ!
მკაცრი ხმით თქვა დავითმა, მაგრამ თორნიკესთვის გასაგებად, რომ მხოლოდ მისი სურვილი არ არის საკმარისი, თუმცა არც წინააღმდეგია..
-დავით, მათ უკან დგანან ხალხი, ვინც საფრთხეს შეგიქმნით და უნდა მოველაპარაკოთ.
ზაზამ სიტუაციის ახსნა სცადა, მეგობრის დამშვიდება და მშვიდობიანი გზით პრობლემის მოგვარება, მაგრამ აბაშიძე ასეთი მშვიდი არ არის როცა საქმე ოჯახს ეხება.
-მე არავისთან მოლაპარაკებას არ ვაპირებ! ეგ ძაღლები აღარ უნდა გაეკარონ ჩემს ოჯახს!
არ ცხერბოდა კაცი და ალბათ იმ წუთას, არც იყო სწორი საუბარი, მაგრამ დრო თითქმის არ ჰქონდათ.. თორნიკეს წამიერად გაეღიმა, რადგან ამ კაცის სიმამაცე ხიბლავდა, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა ოჯახის სიამაყეს იცავდა.
-თქვენ როგორც გსურთ ისე იქნება!
თორნიკემ თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად, მაგრამ საუბარი ტელფონის ზარმა შეაწყვეტინა, თორნიკემ ტელეფონს დახედა და გაკვირვებულმა ჯერ საათს შეხედა, შემდეგ თომას:
-ახვლედიანია! უკაცრავად..
ბოდიში მოუხადა იქ მსხდომს და უპასუხა:
-გისმენ ირაკლი.
-როგორ ხარ თორნიკე?
-მშვიდობაა?
ჩვევას არ ღალატობს და პირდაპირ საქმეზე გადავიდა დადიანი, რადგან იცოდა ირაკლი გვიან არ დაურეკავდა.
-მშვიდობაა, მაგრამ მითხრეს, რომ შენ გყავს კაცი, ვინც მნიშვნელოვანია და მთხოვეს, რომ გაუშვა..
-ირაკლი, იცი ვისზე ვსაუბრობთ?!
სიბრაზე შეერია ხმაში თორნიკეს, თუმცა მასთან არასოდეს აუწევდა ხმას მამაკაცი და ალბათ ყველა სურვირლსაც აუსრულბდა..
-არა ვიცი თორნიკე, მაგრამ ვინც მთხოვა მასთან ვალში ვარ და შენ თუ შეგიძლია ამის მოგვარება დამეხმარე..
თორნიკე დაიბნა წამიერად, ცხოვრებაში პირველად სთხოვდა ირაკლი ახვლედიანი რაღაცას და ისიც რეზი ბრეგვაძის თავისუფლებას..
-გასაგებია ირაკლი, მაგრამ არა!
-შენი ნახვა მინდა!
-კარგი, მოგვიანებით მოვალ!
საუბრის დასრულებისთანავე, თორნიკემ თვალი მოავლო ჩუმად მსხდომთ, დავითი მიხვდა ვისზეც იყო საუბარი, მაგრამ ხმა არ ამოუღია ელოდა დადიანს რას იტყოდა:
-მათ გათავისუფლებას მთხოვენ!
იქ მსხდომმა ყველამ თავიდანვე იცოდა ვისზეც იყო საუბარი, მაგრამ თორნიკეს დაელოდნენ.
-რას აპირებ?
თომამ სიბრაზე შეპარული ხმით ჰკითხა.
-რასაც ბატონი დავითი მოისურვებს!
თომას გაეღიმა, რადგან ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ შეცვალა აზრი, ახვლედიანმა სთხოვა და ისევ, აბაშიძეების სურვილის მოლოდინით იჯდა მისაღებში, ეს კი ამყარებდა ეჭვს რომ ანასტასია ბევრად მნიშვნელოვანი იყო მისთვის.. დავითი კი უფრო მოლბა, რადგან მისთვის მარტივი მისახვედრია ყველაფერი. ომის გამოვლა და მერე ისევ ჩვეული ცხოვრების დაბრუნება, მარტივი ნამდვილად არ არის და თუ ტრამვა გაქვს მიღებული, მით უფრო რთულია ყველაფერი, ამიტომ მარტივად მიხვდა, რომ იმ წუთას მის წინ მჯდომი კაცი, რომლის წინაშეც თვთონ იყო ვალში, ორ ცეცხლს შორის დგომა მოუწევდა..
-მიუგდეთ ის ძაღლები! მაგრამ პირობებით, რომ აღარ გამოჩნდებიან! ანასტასიას არ მიუახლოვდება არცერთი და მე მათ აღარ შევხვდები, თორემ ვიცი თავს ვერ შევიკავებ!
-ამის სურვილი ნამდვილად გაქვთ?
თორნიკემ დაკვირვება დაიწყო მამაკაცზე, რომელმაც ასე უცებ შეცვალა გადაწყვეტილება.
-მე მსურს, რომ ისინი არ ვნახო თორემ ვიცი, თავს ვერ შევიკავებ და ცოდვას დავიდებ, თან არაკაცების!
-მე შევხვდები.
თორნიკე დავითის პირისპირ იჯდა და ისევ უცვლელი გამომეტყველებით საუბრობდა, თუ ამას საუბარი ერქვა..
-ბატონო დავით, ასე მარტივად ვერ მოგვარდება ეს ყველაფერი!
თომა ჩაერია საუბარში და გოგონების საფრთხეზე მიუთითა.
-მეც ასე ვფიქრობ დავით, ისინი გოგონებს კი არა ახლა მთილანად ოჯახს შეგიქმნით პრობლემას.
-რას მთავაზობ ზაზა?
დავითი მეტად განერვიულდა, რადგან ხვდებოდა რომ ზაზა მართალი იყო და საფრთხეში მეგობრის ოჯახსაც აყენებდა..
-დროებით აჯობებს სახლიდან არცერთი გავიდს!

თომას, ტყუპებიც დაეთანხმნენ.
-ამ საკითხს მე და ბექა მივხედავთ.
-მივხედავთ და თუ აუცილებელი იქნება, მათი გარეთ გასვლა გავყვებით!
-კარგი ბექა და რამდენიმე ბიჭი იქნება კიდევ თქვენთან ერთად!
-კარგი იქნება დაცვა თუ გააკონტროლებს ყველაფერს..

სანამ ბიჭები საუბრობდნენ ანასტასიამ ტირილით გაიღვიძა, თავს გადახდენილი კოშმარად ექცა და სიზმარშიც არ ასვენებდა. დიანა თავზე ედგა და უშედეგოდ ცდილობდა მის დამშვიდებას...
-დედა მიშველე, თვალებს როცა ვხუჭავ ის მახსენდება..
-ნუ ფიქრობ მაგაზე. მალე გაივლის ჩემოლამაზო გოგო მე შენთან ვარ. ყველა შენთანარის.
-დედა რეზიმ გადამარჩინა და ისიც ცემეს..
-ანასტასია, ახლა მხოლოდ შენს თავზე იფიქრე და ყველაფერი მშვიდ გონებაზე გაარკვიე!
სიბრაზე შერეული ხმით უთხრა ქალმა და ისე ეფერებოდა.
-მე ცუდადვარ... იცი მას..
-ან როგორხარ?
ოთახში ნიცა შევიდა და დას მოეხვია, რომელიც ძალიან შეცვლილი ეჩვენა, ერთ დროს ძლიერი და სამართლიანი ანასტასია, ახლა საწოლზე იწვა პატარა და დაუცველი, შეშინებული, უფერული სითხით სავსე, თვალებით უმზერდა მას. დიანამ ჩახუტებული დატოვა გოგონები და სტუმრებს გახედა, რომლებსაც ყავით სავსე ფინჯნები მაგიდაზე ედოთ და ტკბილეულით სავსე თეფშები, გაუკვირდა, რადგან ნიცასგან მსგავს ქმედებას არ მოელოდა მეგობარს ჰკითხა, ზაზას მეუღლეს მიუბრუნდა:
-ირა მადლობა ყავა, მაინც რომ მიართვი.
-მე არა, ნიცამ გაუმზადა, ტყულია საყვედურობ მაგ გოგოს შენ!
-ღმერთო მიშველე..
გაკვირვებულმა ამიოხრა დიანამ..

ოთახში ნიცა და ანასტასია იყვნენ საწოლზე.. ამჯერად პირიქით იყო და ანას ეფერობოდა პატარა დაიკო, ცდილობდა მისი ტკივილი თმაზე ფერებით შეემსუბუქებინა, მაგრამ ხმას არცერთი იღებდა..
-ნიცუ, რატომ ხარ ჩუმად?
დაკარგული ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ.
-მეშინია ოთახიდან არ გამაგდო და იმიტომ.
-ახლა ეგ ყველაზე ნაკლებად მინდა..
-მეც..
-სახლში ვინ მომიყვანა არ მახსოვს..
-თომამ და თორნიკემ გაარკვიეს ყველაფერი. ყველა აქ არიან, ჩვენთან სახლში და სანამ წავლენ ნახე.
-არა, მრცხვენია.
-შენ სამარცხვინო არაფერი გაგიკეთებია!
-ნიცა, რეზი სად არის ხომ არ იცი?
-არაფერი არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ ცოტა მოგვიანებით, ახლა წამოდი ცოტა მოწესრიგდი.
აბაზანაში აიძულა შესულიყო, რამდენიმე წუთიანი წყლის ჭავლი საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის რომ ოდნავ მაინც ეგრძნო სიმსუბუქე ანასტასიას.. აბაზანის კარს აღებდა, როცა საუბარი გაიგონა და გაჩერდა, საუბრის მოსმენა სურდა..

-მე სახვა რამ მაფიქრებს..
-გიგა რას გულისხმობ?
-რას და ეგ ტიპები შანტაჟზე გადავლენ მით უფრო, თუ იმათ მიცემას არ აპირებთ!
-მერე მივცეთ!
ზაზამ მკაცრი ხმით წარმოსთქვა.
-არა მათი თავისუფლება არ გვაწყობს ჯერ!
თომაც ჩაერია საუბარში და ნიცას მომზადებულ ყავის ფინჯანს ჯერ გაღიმა და შემდეგ მოსვა..
-მე ვიცი გამოსავალი!
თითქოს თავისთვის, მაგრამ მკაცრად ჩაილაპარაკა ბექამ.
-რა?
დავითმა თვალებში შეხედა ჯერ კიდევ ჩაფიქრებულ ბექას..
-ანა უნდა გათხოვდეს!....

რამდენიმე წამიანი დუმილი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ანას დაღლილ გონებას გაეაზრებინა ყველაფერი და ისეთი დაძაბული დაიძრა მისაღებისკენ, რომ არავის მორიდება, არც არაფერი გაუგია, სანამ ოთახში შევიდოდა, დავით გაოგნებულნი წამოდგა და ბექას გაბრაზებულმა ჰკითხა:
-რას ამბობ ბექა!
-ეს შეიძლება ფიქტიური იყოს, მაგრამ გარანტია იქნება, რომ შეეშვებიან!..
-მემგონი მართალია ეს..
ჩუმად გადაულაპარაკა თომამ, თორნიკეს, რომელიც წამიერი ნაპერწკალი და ისე აფეთქდებოდა, რომ შეიძლება ბექა გაეგლიჯა. არადა ბექა სწორედ, რომ მას გულისხმობდა..

-შერჩეულიც ხომ არ გყავს ვინემე ბექა?
ანასტასიას ხმა ისეთი შეცვლილი იყო, რომ დავითი მკვეთრად შებრუნდა გოგონასკენ, დანარჩენებმაც მიბაძეს და თორნიკეს მის დანახვაზე ისევ ღიმილმა შეუცვალა სახე..
-ანნ მე იმის თქმას ვცდილობ, რომ გამოსავალი ამ ეტაპზე ეს არის.
-მეტი გამოსავალი არ არსებობს!?
-კი, ომი!
ამჯერად გიგამ გასცა პასუხი.
-პირი შეკარით! 18 წლის მანძილზე პირველად აზროვნებთ ერთნაირად? მამა, რატომ ხარ ჩუმად?...
-შვილო, არავინ აპირებს შენს გათხოვებას, ეს მხოლოდ ვარიანტებია რასც განვიხილავთ.
-ეს საკითხი არ განიხილება, ომი მირჩევნია!
გადიოდა ოთახიდან და უცებ შემობრუნდა..
-ვის ეომებით? რეზის? არ ეყო რაც უქენით?...
თავი თომასკენ მიაბრუნა, შემდეგ თორნიკეს შეხედა და გულისცემამ უმატა, რადგან ის თვალები იპოვა რასაც ორი წელი მოჩვენებას ეძახდა.. შებრუნდა და ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა. ოთახში ნიცაც შეჰყვა.
-რა მოხდა, ვის უყვიროდი?
-ბექას.
-უიმეე... გამისკდა ეს პატარა გული, მეთქი თომას ეჩხუბებათქო..
-გოგო, რა დროს თომაა, ჩემს გათხოვებას გეგმავს!..
-რაა... ვისზე?
-შენ თომაზე ისევ ფიქრობ? აბა ის ბიჭი ვინ..
-ვისზე გათხოვებენ მეთქი? თორნიკეზე!
თვალებ ანთებული მიუბრუნდა გაცეცხლებლ დას, რომელიც ისეთი თვალებით უყურებდა ხელები მაღლა ასწია, ბოდიშის ნიშნად..
-არადა, რა თვალები აქვს.. მმმმ
წრბები აუთამაშა პატარა აბაშიძემ.
-ნიცა, გადი ოთახიდან!
-ჩემი გოგო დაბრუნდა, ჩემი ანა დაბრუნდა, ოთახიდან მაგდებს....
ღიღინით გავიდა გარეთ და კართან მდგომ დიანას და ირას სახეებზე გაეცინა.
-არ შეხვიდეთ გაცოფებულია!
-რა გჭირთ? სირცხვილია და ახლა მაინც შეიკავე თავი, ნუ უშლი ნერვებს!
დიანამ ნიცას უსაყვედურა და მეგობარი ისევ სამზარეულოში გაიყვანა, მარტო იყოს დამშვიდდება და იფიქრებსო..

ანასტასია ოთახში მოუსვენრად დადიოდა წინდა უკან, ნიცას სიტყვები გონებაში უტრიალბდა „რა ლამაზი თვალები აქვს“.. ისე იყო გაბრაზებული ნიცაზე, რომ საკუთარ ფიქრებს ხმამაღლა ამბობდა:
-იცის რეზის მომწონს და ვიღაცაზე მეუბენება კარგი ბიჭიაო, როდის უნდა დასერიოზულდეს? თომა, თომას გაიძახის და შარვლიანს არ ტოვებს უყურადღებოდ, ეგ თომა იქნება, რომ მიგახრჩობს!..
წინ და უკან სიარულით დაღლილი საწოლზე დაემხო და ოთახის სიჩუმის შემდეგ ისევ ტირილი დაიწყო, მაგრამ უხმოდ რომ არავის გაეგო. შემდეგ დამამშვიდებლებმა თავისი საქმე გააკეთეს და მალევე ჩაეძინა..


-აუ ამას რა შეირიგიბეს...
ჩაილაპარაკა ბექამ.
- ბექა შვილო, რაც თქვი მეც არასწორი მგონია და ამ საკითხს აღარ შევეხოთ!
-კარგი დათო ძია, ახლა კი მე და ბექა წავალთ ნიკასთან, ხვალ დილით რომ აქ ვიყოთ.
-კარგი აზრია გიგა.
ზაზამ გააცილა თავისი ბიჭები და დაბრუნდა მისაღებში. მალევე წამოდგა თორნიკე ხელი ჩამოართვა დავითს:
-ჩვენც წავალთ ბატონო დავით.
თომა წამოდგა და ხელი ჩამოართვა მამაკაცს. იგივე გაიმეორა თორნიკემ.
-მალე შეგხვდებით და გეტყვით დანარჩენს.
-მიხარია თქვენი გაცნობა, თუმცა უკეთეს სიტუაციაში აჯობებდა.
-ამათთვის ეს პრობლემა არ არის დავით, არ გახსოვს ჩვენი ახალგაზრდობა?
ზაზამ მხარზე დაადო ხელი მეგობარს, რომელმაც გაეღიმა, თან წარსულის გახსენებისას გაახსენდა, თუ ვის აგონებდა ეს ბიჭი, ალექსანდრე დადიანს!.. სიხარულით გაუბრწყნდა თვალები და გასასვლელში მიმავალს დააწია სიტყვა:
-თორნიკე, დიდი მადლობა და იცოდე, რომ მამაშენი იამაყებდა შენით!
თორნიკე სწრაფად მობრუნდა კაცისკენ და კითხვამაც არ დააყოვნა:
-იცნობდით მამაჩემს?
თითქოს უემოციოდ ჰკითხა, თუმცა შიგნიდან განცდილ ემოციებს, მარტივად მიუხვდა თომა, რომ მისთვის, მამაზე საუბარი ყველაფერს მოიცავდა, ერთად თავმოყრილ ყველა გრძნობას..
-გენერალი დადიანი, კარგი კაცი იყო შვილო და ოდესმე მოგიყვები კიდეც!
დავითი საუბრობდა, ისე მიუახლოვდა, ისევ ჩამოართვა ხელი და თბილად გაუღიმა.. თორნიკეს სიმწრისგან და გამოწვეული ტკივილისგან სული ეხუთებოდა, სწრაფად უნდოდა დაეტოვებინა სახლი, რომელშიც ყოფნას კიდევ ისურვებდა, მაგრამ არა იმ წუთას..
სასწრაფოდ დატოვეს აბაშიძეების სახლი და თომამ ზუსტად იქ წაიყვანა სადაც იცოდა, რომ მის მეგობარს სურდა ყოფნა. ბარში ისხდნენ ჩუმად და სვამდნენ, ეს სიჩუმე იყო ყველაფერის მთქმელი, რაც იმ წუთას დადიანის გულში ხდებოდა, თომა გასვიანს ესმოდა მისი უფროსი მეგობრის, რომლის ბავშვობა დასრულდა მამის გარდაცვალებასთან ერთად და წლები დასჭირდა გადარჩენისვის ებრძოლა, ებრძოლა არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ოჯახითვისაც..
-ახვლედიანებს რა აკავშირებთ მათთან?
კარგახნის შემდეგ, დუმილი დაარღვია თომამ.
-არაფერი!
-აბა რატომ დარეკა?
-სთხოვეს!
-სხვა ვერც დაგირეკავდა.
-გათვალეს ახ*მა!
-რას აპირებ?
-ირაკლის ვნახავ!
-ძალიან კარგი, ახვლედიანის მოტყუება არ დაუჯდებათ „იაფი“!
ირონიით ჩაილაპარაკა თომამ და მეტი არაფერი უთქვამთ, ისევ მათი დიალოგი გამართეს „დუმილი!“..

„მძევლები“ დადიანების საწყობის ერთ-ერთ ოთახში შეყარეს, სადაც მხოლოდ ერთი კარადა, მაგიდა და რამდენიმე სკამი იდგა, ოთახი ისე იყო მოწყობილი სასადილოს გავდა. კარი როგორცკი ჩაკეტეს, რეზიმ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და გადარეკა:
-მირო პრობლემა მაქვს!
-რა ხდება რეზი?
-ანას გამო და ამ სი*ის გამო, შარში ვარ, დადიანთან ვართ ორივე!
-ვისი სერგის?
-კი.
-მე რა გავაკეთო?
-შოთასთან მიდი და უთხარი, რომ გოგოს გამო პრობლემა შეგვექმნა,იცოდე სერიოზული ხალხის ჩარევაა საჭირო, ისე არ გამოგვიშვებენ და თუ იკითხეს ეტყვი, რომ მხოლოდ ახვლედიანები მოაგვარებენ ამას დადიანთან, მაგრამ შენ პირდაპირ არ უთხრა! დაელოდე სიტუაციას რა..
-კარგი გავიგე!
ტელეონი მაგიდაზე უხეშად დააგდო და სერგის მკვლელი თვალებით შეხედა, ისე შეაგინა. მან საპასუხოდ ამოიზმუვლა მხოლოდ, რადგან ისეთ მგომარეობაში იყო ცემისგან, რომ სკამზეც ძლივს იჯდა.
-ასე რატომ გააკეთე?
-მინდოდა და...
ამ სიტყვის გაგებისთანავე წამოხტადა ისევ სწვდა საყელოში, სკამიდან გადმოაგდო და ზემოდან მოექცა..
-ახლა მეც მინდა შენი ჩაძ*ბა და უნდა ავისრულო!.. რატომ გააკეთე მეთქი?!
-ლევანმა მითხრა.
-ლევანმა საიდან იცოდა?!
-მე ვუთხარი.
-რატომ შე სი*ო, ხომ გითხარი ჩემ გარეშე არაფერი ქნა მეთქი! იცოდე აქედან, რომ გავალთ შალვასთან მე ვილაპარაკებ! გაფრთხილებ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ვიტყვი, თორემ შენს ყველა ყ*ბაზე ვილაპარაკებ და ხომ იცი, რომ ბიძაშენი ლევანი, ისეთი ნა*იაა აღარ დაგინდობს?! ყველას გაწირავს და თავს გადაიარჩენს!..
დაცვის ბიჭებმა, ხმაურზე კარი გააღეს და რეზი სისხლიან სხეულს მოაშორეს..
-რა ვერ გაიყავით? როგორი მეგობრობა გცოდნიათ ბიჭებო?
-რა კაცები ხართ თქვენ რა...
არანაკლებად ნაცემი რეზი ბრეგვაძე, გაჰყავდათ მეორე ოთახში და ისე საუბრობდნენ, სიცილითა და დაცინვით დაუხურეს კარი, დაცვის ბიჭებმა ბრაზისგან შეურაცხად მამაკაცს..

სასმელში დროებით ჩამკვდარი ტკივილის შემდეგ, ისევ იმ საქმეს დაუბრუნდნენ, რაც ანასტასიას ეხებოდა. გოგოსთვის, რომლისთვისაც უღირდა, ბრძოლაც კი.. ახვლედიანებთან შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, რადგან ყველაფერი გარკვევით აუხსნა თორნიკემ, ირაკლი ხვდებოდა და ესმოდა, რომ თორნიკე წინააღმდეგობას არ გაუწევდა თუ საქმე სხვა გვარად იქნებოდა:
-ირაკლი, სიტუაციას სრულად, ჯერ ვერ ვაკონტროლებ, საშიშია ანასტასიას და რეზის შეხვედრა.
-გსაგებია ყველაფერი.
-რამდენიმე დღე მჭირდება და მე მივუყვან!
-ვიცი ძმაო და მადლობა, მაგრამ თუ გინდა ჩააძაღლე, ხომ იცი ეგეთ ნაძირლებს ვერ ვიტან! მე შენთან ვარ უბრალოდ დამიძახე!
მხარზე ხელი დაარტყა, რამდენიმეჯერ ღიმილით..

მიღებული პასუხით უკმაყოფილო ლევანმა, მაშინვე იერიშით დაიწყო საქმის მოგვარება, საყვარელი ძმიშვილის ბედის ანაბარა მიტოვება ვერ შეძლო, მით უმეტეს რეზი ბრეგვაძე მთავარი მოქმედი პირი იყო მის შავ საქმეებში და ეშინოდა ყველაფერი არ გაემჟღავნებინა, ამიტომ უნდა ემოქმედა პირველი სამიზნე ნიკა აღმოჩნდა, რადგან იმ წუთას მასთან მიუწვდებოდა ხელი..

უფროსი დადიანის კაბინეტში საუბრობდნენ ნიკა, თორნიკე და თომა:
-კარგი აზრია ქორწილი!
-საიდან მოიტანე?
ცივი მზერით ჰკითხა მეგობარს თორნიკემ, ეგოისტურად არ ემეტებოდა გოგონა, თუმცა ამას საკუთარ თავსაც არ გაუმხელდა!
-მათ სანამ დაუცველი ჰგონიათ ანა დევნას არ შეწყვეტენ!
-.....
თორნიკეს დუმილი, თანხმობას ნიშნავდა და აშკარა იყო, რომ ფიქრობდა ალტერნატიულ გზას ეძებდა..
-საზღვარ გარეთ რომ წავიდეს?
-არა. იქ უფრო ვერ დავიცავთ!
თომა უკვე სიტუაციის მართვას ცდილობდა და უფროსი დადიანის მიხვედრებას, რომ ეს ნაბიჯი მას უნდა გადაედგა, ამას ნიკა უფრო მალე მიხვდა, უფრო სწორად ნიკამ ხმამაღლა თქვა ფიქრები, რომელსაც უფროსი დადიანი გაურბოდა:
-და ჩემო ძმაო, რომ დაოჯახდეს „დიდი დაიდიანი“ არ გინა?
-სიტუაციით სარგებლობას მთავაზობ ნიკა!
-მე იმ გოგოს დაცვას გთავაზობ! ფაქტია, რომ სჭირდები!...
-არა!...
მკაცრად თქვა და ოთახი დატოვა თორკიკემ, ნიკამ თომას შეხედა:
-რატომ?
-იმიტომ, რომ დღეს გვეჩხუბა ქალბატონი ანასტასია, ის ძალიან მკაცრია ჩემო ნიკა!
-და ძალიან ლამაზი!
ღიმილით დაამატა კომენტარი, რაზეც თომას გაოცება შეძლო:
-საიდან იცი?
-მე კიდევ ბევრი რამ ვიცი!
მხრებში გაიმართა უმცროსი დადიანი და სავარძლის საზურგეს მიყრდნო..
-ხომ ვამბობ, რომ დადიანებში ხელმწიფე იზრდება თქო!...
საუბარში გართულები იყვნენ, როცა წყვდიადას ჯერ ლური ფერი, შემდეგ კი ცისფერი ერეოდა და არცერთს არ აწუხებდა უძილობა.. როცა თომას ტელეფონზე ზაზამ დარეკა, განადგურებული ხმით უამბო ტყუპებისა და ნიკას ავარიის შესახებ..

ზუსტად იგივე ხდებოდა აბაშიძეებთან, მაგრამ მათ განცდილი და მოსალოდნელი საშიშროების გამო არ ეძინათ..
-დავით იქნებ ის ბიჭები გაუშვათ? და ეს ყველაფერი დასრულდეს.
-ასე მარტივად არ არის საქმე დიანა, მათ ფესვები აქვთ გადგმული და ყველაგან არიან, ამიტომ სანამ ისინი ჩვენ გვყავს არაფერს დააშავებენ.
-ანასტასიამ რატომ იყვირა?
-ბიჭები ფიქრობენ, რომ ანას დაოჯახება დაიცავს საფრთხისგან.
-რას ამბობ დავით ვისზე?...
-ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ანას არ სურს, ჩემთვის ეს არის მთავარი!
-კარგი რა დავით, ვის ენდომება მშვიდი ცხოვრების არევა და პრობლემების შექმნა?
-თორნიკე კარგი კაცია, მაგრამ მე არ მინდა ანასტასიას რამე ვაიძულო!
-რას ამბობ დავით, თორნიკეს ჩვენი გოგო მოსწონს?..
-დიანა, სად გაქრა შენი გამჭრიახი გონება? როგორ ფიქრობ, რატომ იცოდა ეს ამბავი ალექსანდრე დადიანის ვაჟმა და რატომ დაგვეხმარა?
-არაფერი არ ვიცი დავით, ახლა მხოლოდ იმაზე ვიქრობ, რომ ჩემი გოგო ბედნიერებას და მშვიდად ცხოვრებას იმსახურებს!
-ნუ ტირი დიანა, ბედნიერი ნამდვილად იქნება...
-მე არ მინდა მოძალადე ხალხთან საქმე მქონდეს და მით უფრო მას...
კოშმარებით გაღვიძებული ანასტასია, სამზარეულოს კართან იდგა და ცოლ-ქმრის დიალოგს უსმენდა, ისევ ისეთი გაღზიანებული საუბრობდა, მაგრამ ტელეფონის ზარმა საუბარი შეაწყვეტინა, დავითი განერვიულდა, ტელეფონზე ზაზას ნომერმა გააკვირვა და ააფორიაქა ყველანი.. საუბრისას გულზე ხელი მიიჭირა კაცმა და დაკარგული ხმით ამოილაპარაკა:
-კარგი გამოვალთ...
-მამა რა მოხდა?
-ბიჭები ავარიაში მოყვნენ, მცეთაში..
წამიერად თავბრუსხვევა იგრძნო ანამ და გონს საავადმყოფოში მოვიდა, სასწრაფოდ წამოდგა და პალატიდან გავიდა დერეფანში მყოფი ხალხი ვერ იცნო, ცრემლიანი ნიცა დაინახა და მისკენ წავიდა:
-ანნ, რატომ ადექი არ შეიძლება შენი ადგომა.
-სად არიან? როგორ არიან? მითხარი! უნდა ვნახო გთხოვ ნიცა, ნიკას ნახვა მინდა...
-ყველა კარგად არის, ნიკას ფეხზე უკეთებენ ოპერაციას საშიში არაფერია.
-სად არიან ტყუპები?
-წამო ერთად ვნახოთ.
ოთახში ორივე ერთად იწვა და მშობლებთან ერთად დავითი და დიანაც იქ იყვნენ, ახლი შეყვანილი ჰყავდათ პალატაში ორივე და იმ დროს დატოვეს ანასტასია პალატაში მარტო, ისიც მალე დაადგა ოთახში ბიჭებს, რომლებიც იცინოდნენ და ცოტა გულზე მოეშვა..
-ეს ვინ მოსულა... აბა სძინავსო?
-როგორ ხარ ბექა?
-მხეცივით. შენ?
-გიგა შენ როგორ ხარ?
ორივეს სათითაოდ მოეხვია და მერე მამას მიუჯდა გვერდით, თავი მხარზე დაადო, თავს ისევ სუსტად გრძნობდა, დავითი მიუხვდა და იქვე დივანზე წამოაწვინა, წვეთოვანიც იქვე დადუგეს, რადგან გასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა..
ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად ექიმები დაიყოლიეს და ნიკაც ოპერაციის შემდეგ იმ პალატაში შეიყვანეს, თავისი საწოლით, ანასტასია რომ დარწმუნდა ყველა კარგად იყო, დაღლილობის ბურუსი მოეხვია და საერთოდ გამოეთიშა ბიჭების ხუმრობებს..
გვიან ღამით პალატის კარის ხმამ გამოაღვიძა ანასტასია და სმენად იქცა, რადგან იმ წუთას შემოსულ გიგას კითხვებით დახვდნენ ბექა და ნიკა:
-გიგა რა თქვა თომამ?
-მუხრუჭები გადაჭრილი იყოო.
-ხომ გითხარი, მაშინვე რომ არ გამეგო გადავიჩეხებოდით.
ბექამ განერვიულებული ხმით დაიწყო საუბარი..
-ჩუმად ბიჭო ანას გააღვიძებ!
გიგამ შეუტია და სიბნელეში ანასკენ მიიხედა, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ ანას ყველა სიტყვა კარგად ესმოდა, რადგან ანა არ განძრეულა, მათ საუბარს უსმენდა.
-გამოდის გვითვალთვალებენ.
-მართალი ხარ ნიკა და ახლა ნიცასაც ემუქრება საფრთხე.
ამ სიტყვებზე გული აუჩქარდა ანასტასიას და ამის დასაფარად სუნთქვა შეიკრა, თითქოს განაჩენს უკითხავდნენ.
-ბექა, რა დაგესიზმრა?
-ვიცით, რომ ეს ავარია ჩემი ბრალი არ იყო! რა გამოდის ნიკა?
-გამოდის მთელი გზა მოგვყვებოდნენ და საჭმელად, როცა შევედით მაშინ გადაჭრეს მუხრუჭები.
გულში შიში ისე ჩაუგუბდა გოგონას, რომ სუნთქვა გაუხშირდა.. ბექა კი ყოველთვის აბალანსებდა დაძაბულობას ხუმრობით, იყო თუ არა ამის დრო:
-ეე გიგა, ამდენი ლაპარაკი თავის მირტყმის მერე დაიწყე აშკარად!
-ოხ შენი, ფეხზე ადგე და გაჩვენებ!
-კარგი ჩუმად იყავით გაიღვიძებს ანა.
ბექამ მოქნეული ხელი, რამდენჯერმე აიცილა და გაბრაზებული ძმა ამით გააჩერა..
-ნიკა, ამდენი ხანი არ გაჩუმდებოდი, რა გეგმა გაქვს?
-მემგონი მართალი ხარ, ანას.... არა შანსი არაა ვერ შეველევი!
-დამშვიდდი სხვა რამეს მოვიფიქრებთ, ბოლოს და ბოლოს გარიგება შევთავაზოთ მაგ სი*ის სანაცვლოდ შეგვეშვან!..
-არ ვიცი ბექა ჯერ გავიდე აქედან და მერე ვნახოთ.


ლევანი შალვასთან ერთად კაბინეტში იჯდა და სიტუაციის ახსნას ცდილობდა, არწმუნებდა შალვას რომ მისი გეგმით ემოქმედათ..
-შალვა, რეზი გვჭირდება ხომ იცი ბევრ რამეს აგვარებს და მის გარეშე კონტროლი გაგვიჭირდება იმ ბარის, მომარაგებაზე არაფერს ვამბობ!
-რას მთავაზობ?
-ჯერ ერთი ის გოგო, მართლა კარგია და ღირს ამად, თან ცოტა შევაშინოთ, რომ ყველაფერზე თანახმა იყოს. ამით დადიანისკენ გზას გავიკვლევთ, მის მართვას შევძლებთ, მის კომპანიონობასაც!
-….
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, მოუთმენლად ჰკითხა ლევანმა ჩაფიქრებულ ხელმძღვანელს:
-რას იტყვი შალვა? შენი ძმა ციხიდან, რომ გამოვა საჩუქარიც დახვდება დადიანის კომპანია!
-ჩემი ძმის ციხეში ჩასმა მისი ბრალია, ასე რომ გადაიხადოს კიდეც!
ეს უკვე, თანხმობას ნიშნავდა ლევანისთვის და მთილანად ყველაფერი პირად კონტროლზე ჰქონდა, ლევან ჩიჩუა ოთხი კურდღლის დაჭერას გეგმავდა ამ ყველაფრით, პიველი-დადიანების კომპანიაში შეტანილი ტვირთის ამბავის დამალვას შეძლებდა, მართვით სადავეს, თუ თვითონ ჩაიგდებდა ხელში და რეზის გადარჩენა სურდა, რადგან ბრეგვაძის ეშინოდა... მან ყველაფერი იცოდა.. საიდუმლო, რასაც წლების მანძილზე მალავდა ჩიჩუა, ეს იყო გენერალ ალექსანდრესა და მაიორ დაჩი ბრეგვაძის გარდაცვალების მიზეზი. მეორე-თორნიკე დადიანის ავტორიტეტი ყოველთვის აფიქრებდა და მუდამ სურდა ეს ბიჭი მოეშორებინა, რადგან ბევრი მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი კი მისი სიძლიერე იყო, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, მისი „დამოჩილება“ სურდა და ვერაფერს გახდა. მესამე-დავით აბაშიძეს შეხვდებოდა და გაიგებდა, მიღებული ტრამვის შემდეგ, ისევ იცნობდა თუ არა მას და სანამ რამეს იტყოდა, მანამდე მოიშორებდა თავისი ხერხებით, მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაფრის მიზეზი-ქალბატონი ნატალია დადიანი, მისი ყოფილი სიყვარული, რომლის მიტოვება და დადიანზე გათხოვება მისივე ბრალი იყო, თუმცა ამას არასოდეს აღიარებდა ჩიჩუა. მისი ბედნიერი ცხოვრება კი, მუდამ სიძულვილს უღრმავებდა გულში!..

სახლში მისულ ანასტასიას შინაგანი შფოთვა არ ასვენებდა, ვერც რეზისთან ახერხებდა კონტაქტს, ტელეფონის დაკარგვის გამო, ასევე დაიტერესდა თორნიკე დადიანით, ვინ იყო ეს კაცი და რატომ შეეძლო მისი „დაცვა“ ლეპტოპი, რომელიც ტყუპებმა ნიცას აჩუქეს რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტის სიხშირით ვერ დაკვეხნიდა, მაგრამ ის რის ნახვაც ანას სურდა შესაძლებელი იყო.. სოციალურ ქსელში შევიდა და გაოცდა რადგან ვერავინ იპოვა მსგავსი სახელით და გვარით ისეთი, ვისაც თორნიკეს მიამგვანებდა..
-თუ ასეთი ცნობილია რატომ არ არის ინტერნეში?...
თავისთვის ჩაილაპარაკა და ყოვილს მცოდნე „გუგლში“ ჩაწერა - თორნიკე დადიანი... აი მანდ იმდენი ციტირებული ტექტები დაიწერა, ზოგი ჟურნალ-გაზეთებიდან იყო, ზოგიც ვიდეო რგოლი, თუმცა არსად არ ჩანდა თვით დადიანი. სტატიები აჭარბებდა ფოტოების რაოდენობას, უფრო სწორად რამდენიმე ფოტო იყო და ისიც ან ზურგით გადაღებული, ან კიდევ შორიდან.. შემთხვევით ერთ ფოტოს მიაგნო სადაც მისი სახე კარგად ჩანდა, შორი ხედით იყო და ფოტოს ზომა გაადიდა, რომ თვალებისთვის კარგად შეეხედა, რამდენიმე წუთი უყურა მის თვალებს და პირზე ხელი აიფარა..
-ის ასრის! მან გადამარჩინა!... მაგრამ თვალის ფერი...
-ანა როგორ ხარ?
ოთახში აკაკი შევიდა და გვერდით ჩამოუჯდა საწოლზე, ანამ დაბნეულმა ლეპტოპი დახურა და საწოლზევე გვერდით დადო.
-ვის მალავ მანდ?
დაეჭვებულმა ჰკითხა გოგონას.
-არავის. შენ როგორ ხარ?
-კარგად, ნიკაც მოვა საღამოს.
-მაპატიე შენს გვერდით, რომ არ ვიყავი..
თავდახრილმა მოუბოდიშა და ქვემოდან ახედა ანას. აბაშიძემ ჯერ გაოცებულმა შეხედა, შემდეგ მოეხვია მეგობარს და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-რა ადამიანი ხარ აკაკი ვგიჟდები შენზე!
-არ მიბრაზდები?
-ახლა ვბრაზდები!
-კარგი ჩუმად ვარ..
-წამოდი მომეხმარე ნიკას პიცა უნდა დავახვედრო.
-მირჩევნია ნიკას მივეხმარო.
-მუცელააა..
-ვინ არის გოგო მუცელა?
-შენ!
-თუ არ გრცხვენია რა?...
-ვის უნდა რცხვენოდეს აკაკი?
-შენს დას ნიცა! მე ვვარ მუცელა?
-რა, არ ხარ?
-თქვენთან შედარებით არა!
-მორჩით ბავშვებო კამათს მოდით მომეხმარეთ!
-ეხლავე დედა.
ორივეს ხელი მოხვია ნიცამ და სამზარეულოში შევიდნენ, ანა დედას მიეხმარა, ნიცა და აკაკი კი მზადების დროს მასალას პარავდნენ და მიირთმევდნენ..
საღამოს ნიკას მოლოდინში იყვნენ, ანა ოთახში შევიდა და საწოლზე დატოვებული ლეპტოპი გაახსენდა, სასწრაფოდ მივიდა ჩართო და გათიშვას აპირებდა, მაგრამ რამდენიმე სტატიის სათაურმა მიიქცია ყურადღება:
• „რატომ მფარველობს შპს დადიანის ფირმას თორნიკე დადიანი?“
• „საიდუმლოებით მოცული ბიზნეს საქმიანობები და დადიანების ქონება!“
• „ვინ არის თორნიკე დადიანი და რა აკავშირებს ახვლედიანებთან?“
-ვინ ხარ სინამდვილეში?
ამოილაპარაკა ანასტასიამ, თითქოს ინტერესი გაუღრმავდა და მეტის გაგება სურდა, მაგრამ ხმაურის მოესმა და კომპიუტერი გამორთო, გახარებული გავიდა ნიკას მოლოდინში, რომელსაც მთელი ძალით მოეხვია.. ისიც ძლიერად იკრავდა გულში გოგონას და სიამაყით სავსე თვალებით უმზერდნენ მშობლები მათ, როცა ნიცას ტირილის ხმა მოესმათ..
-მე არასოდეს მამჩნევთ და გიკვირთ რატომ ვარ გიჟი!...
-მოდი ჩემთან სულელო გოგო!
ხელი გაითავისუფლა ნიკამ და დივანზე მჯდომმა მეორე დაიკოც ჩაიხუტა.. ყველანი ერთად სუფრასთან ისხდნენ, უფროსებისა და უმცროსების სამეგობრო, საუბრისგან ყველა თავს იკავებდა, აშკარა იყო, რომ ანასტასიასთან საუბარი არ სურდათ. ამას გოგონაც ხვდებოდა და სუფრა ბოდიშის მოხდით დატოვა, მას ნიცაც მიჰყვა...
-ანნ შენმა კურსელმა მომწერა მეგი ვარო.
-რატომ? ალბათ წერები დაიწყო. მათხოვე ტელფონი დავურეკავ.
-აუ მეც რეიტინგული წერა მქონდა რუსულში და გადამიტანა ლუბამ, პარალელთან ჩაგიტარებო..
-ეგ აღარ გააცდინო წლის ბოლოა!
-ვიცი.
-მეგი ანა ვარ როგორ ხარ?
-კარგად ანა შენ? გირეკავდი და გამორთული გაქვს ტელფონი.
-არამიშავს, ტელეფონი დამეკარგა მეგი.
-უი რას ამბობ, ანა ხვალ წერა გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალში.
-რომლზე? ასე უცებ რატომ დანიშნა?
-ოთხ საათზე.
-რატომ ასე გვიან?
-რა ვიცი დაკავებული ვარო ბატონმა ბექამ.
-კარგი მოვალ.
-ძალიან კარგი ბიჭებს გავახარებ.
-მადლობა მეგი.
ორივეს გაეცინა, რადგან იცოდნენ ბიჭებს ანასტასიას იმედი ჰქონდათ და ერთმანეთს დემშვიდობნენ.
-მამას უნდა უთხრა ხომ იცი ანნ?.
-ვიცი და ვეტყვი..


სიბრაზისგან ლევან ჩიჩუა ნივთებს ყრიდა იატაკზე და კაბინეტში ორ მაღალ სილუეტს უყვიროდა:
-ასეთი სი*ი როგორ ხართ? რატომ არიან ისი ცოცხლები?
-თქვენ თქვით შეაშინეთო..
-მე რაც ვთქვი ყველაფერი კარგად, რომ გაგეგო ახლა ჩემი ძმიშვილი აქ იქნებოდა ვინ იცის როგორ არის?.. ამის დე** შ**ი.
-ბატონო ლევან ვუთვალთვალებთ და როგორც კი შანსი გვექნება გავიტაცებთ რომელიმეს და გაცვლა შევთავაზოთ.
-დრო არ იცდის რეზიმ პირი არ უნდა მოაღოს ან ჩააძაღლეთ ან კიდევ გაათავისუფლეთ!
-კარგი ბატონო.
ჩიჩუას ოთახი სასწრაფოდ დატოვეს ბიჭებმა და სათვალთვალო ადგილს დაუბრუნდნენ, ზოგი აბაშიძეების ბინასთან იყო ზოგიც უნივერსიტეტის ეზოსა და კორპუსს უთვალთვალებნენ..

პ.ს. არ ვიცი რა გამომივიდა ძალიან ცუდია როცა ფიზიკური ტკივილი ხელს გიშლის საყვარელი საქმის კეთებაში..
მაპატიეთ დაკარგვა უკეთ ვარ და იმედია დავბრუნდი..



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

dzalian dzalian magariaa♥♥♥ miyvars es saintereso motxrobaa, didi xania ar dagidia mara imedia shemdeg tavs male dadeeb♥♥♥♥♥♥♥♥

 


№2 სტუმარი ლია

საუკეთესო მოთხრობაა.დიდი ხანიაასეთი სიამოვნებით არაფერი წამიკითხავს.აღარ დააგვიანო დადება ახალი
თავის.❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ყველაზე მთავარი შენი ჯანმრთელობაა და იმედი მაქვს ახლა კარგად ხარ. რაც შეეხება ისტორიას, ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ ამ თავში. ძალიაან კარგი თავი იყო. ისეთი დაძაბული სიტუაციაა, მიჭირს წინასწარ განვსაზღვრო რა მოხდება. გისურვებ ჯანმრთელობას❤

 


№4  offline წევრი marikuna (1)

ესეიგი რითი დავიწყო არ ვიცი ჯერ ეს სამიტავი იყო სასწაული რაც წავიკითხე და რაც მთავარია არ გავს სხვა მოთხრობებს იმდენად მომწონს შენი წერის სტილი არ ვიცი რაც შეეხებე პერსონაჟებს ძალიან ჩახლართულია რატი ცოტა მაღიზიანებს და თორნიკეს ესეთი ცივი პერსონაჟო მონწონს იმედია მოალბობს ანასტასია მას წარმატებები და ველი ახალ თავს და ახალ მოვლენებს <3

 


№5  offline წევრი lile-eli

სტუმარი თაკო
dzalian dzalian magariaa♥♥♥ miyvars es saintereso motxrobaa, didi xania ar dagidia mara imedia shemdeg tavs male dadeeb♥♥♥♥♥♥♥♥

დილით, რომ ასეთ შეფასებას ნახავ და წაიკითხავ, ძალიან სასიამოვნოა იმდენად, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ მადლობა დიდი.

ლია
საუკეთესო მოთხრობაა.დიდი ხანიაასეთი სიამოვნებით არაფერი წამიკითხავს. აღარ დააგვიანო დადება ახალი
თავის.❤❤❤

მადლობა რომ კითხულობთ და მიფასებთ, ვეცდები ხვალისთვის დავდო, ხელი ვიტკინე და ამიტომ ვერ ვწერდი..

Chikochiko
ყველაზე მთავარი შენი ჯანმრთელობაა და იმედი მაქვს ახლა კარგად ხარ. რაც შეეხება ისტორიას, ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ ამ თავში. ძალიაან კარგი თავი იყო. ისეთი დაძაბული სიტუაციაა, მიჭირს წინასწარ განვსაზღვრო რა მოხდება. გისურვებ ჯანმრთელობას❤

არ ვიცი რა ვთქვა, უკეთ ვარ და ვწერ ხვალისთვის იქნებ მოვახერხო, დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის და შეფასებისთვის. სურვილი მიჩნდება ყველაფერი გადავდო, სრულად დავწერო და დავდო, მაგრამ მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.

marikuna (1)
ესეიგი რითი დავიწყო არ ვიცი ჯერ ეს სამიტავი იყო სასწაული რაც წავიკითხე და რაც მთავარია არ გავს სხვა მოთხრობებს იმდენად მომწონს შენი წერის სტილი არ ვიცი რაც შეეხებე პერსონაჟებს ძალიან ჩახლართულია რატი ცოტა მაღიზიანებს და თორნიკეს ესეთი ცივი პერსონაჟო მონწონს იმედია მოალბობს ანასტასია მას წარმატებები და ველი ახალ თავს და ახალ მოვლენებს <3

აი რომ იცოდე, როგორ გამახარე ამ შეფასებით, დიდი მადლობა რომ კითხულობ და საკუთარ არზს მიზიარებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent