შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარი ბედნიერება(მეექვსე თავი)


30-05-2018, 19:41
ავტორი melina
ნანახია 1 429

-კი 3 წლით…და შენ საიდან იცი არც კი იცნობ?იკითხა თამუნამ და კითხვისნიშნად ქცეული თვალებით მიაჩერდა მოსაუბრეს.
---------------------
-რუსკამ დაბნეული მზერა მოავლო არემარეს და მხოლოდ ამის თქმა მოახერხა:არ ვიცი…ალბათ თქვენ ნათქვამს მოვკარი ყური,ანუ სერიოზული ურთიერთობა აქვთ როგორც ეტყობათ,ეს უბრალო ფლირტს არ გავს მგონი...
-რას ამბობ რა ფლირტი,მალე დაინიშნებიან კიდეც,უზომოდ უყვართ ერთმანეთი...თუმცა აღარ გვინდა მათზე ამდენი საუბარი,მოუჭრა თამუნამ,რომ კიდევ არაფერი ეკითხა,თან უკვირდა ასეთი ინტერესი ამ საკითხის მიმართ...გადიოდნენ დღეები,რუსკა სულ უფრო მეტ დროს ატარებდა გოგოებთან,ნელნელა მოიპოვა მათი ნდობა,ის კი არა ბექას “გაცნობაც” მოახერხა,ხშირად წერდა მობილურზე თუ ინტერნეტის მეშვეობით,როცა სადმე გასეირნებას დაგეგმავდნენ ქალაქში ან ქალაქგარეთ რუსკაც მაშინვე აეკიდებოდა მათ,მიუხედავად იმისა რომ არავინ ეპატიჯებოდა მას.სულ ცდილობდა ბექას გვერდით ყოფილიყო,ზოგჯერ ბექას არც სიამოვნებდა ხოლმე ეს სიტუაცია და ლანასთანაც დაიჩივლებდა ეს რუსკა რაღაც უცნაური ვინმეაო...ბექას აღარც კი ახსოვდა წლების წინ გაცნობილი გოგო,რომელთანაც სერიოზული არაფერი ქონია.
მაისის თვეც დადგა,პირველი კურსი დასასრულს უახლოვდებოდა,ზამთრის სიცივე და სუსხი გაზაფხულის სითბომ შეცვალა,ბექას დაბ.დღეც მოახლოვდა,15 მაისი,მხოლოდ 3 დღე იყო დარჩენული,ბექა და ლანა გეგმავდნენ სად და როგორ აღენიშნათ ერთად ეს დღე,მაგრამ წყვილს გეგმები შეეცვალათ იმ მიზეზით რომ ბექას მშობლებს ლანას გაცნობა უნდოდათ,ლანას დიდათ არ ხიბლავდა ეს იდეა რომ ოთხივეს ერთად უნდა ევახშმათ რესტორანში,მას ეს დღე სხვანაირად წარმოედგინა, უნდოდა მხოლოდ ორნი ყოფილიყვნენ,თან ეს მათი პირველი დაბ დღე იყო რომელსაც ერთად აღნიშნავდნენ,სულ სხვა მყუდრო რომანტიული სიტუაციის შექმნა სურდა. ყველაფერი კი პირიქით ხდებოდა,მთელი საღამო ბექას მშობლებთან ერთად უნდა გაეტარებინა,მათი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა,უბრალოდ ერიდებოდა მათი...თინა და თამუნა კი ერთხმად არწმუნებდნენ რომ უნდა წასულიყო ამ საღამოზე,რუსკა არაფერს იმჩნევდა მათთან მაგრამ აგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ ლანას მიმართ ასეთ ყურადღებას და ინტერესს იჩენდნენ ბექას მშობლები,თვითონ კი არაფერი გამოისდიოდა ამდენი მცდელობის მიუხედავად,ბექა ყოველთვის თავდაჭერილად იქცეოდა მასთან,არ იყო ისეთ ახლო ურთიერთობაში როგორც თუნდაც თამუნასთან.
შაბათი დღე იყო,ლექციები არ ქონდათ და სახლში ისვენებდნენ გოგოები,რუსკაც მათთან იყო როგორც წესი,თან მსჯელობდნენ რა უნდა ჩაეცვა ლანას ბექას დაბ დღეზე,რომელ სამოსზეც გამოთქვამდნენ ვარაუდს ყველას იწუნებდა რუსკა,არ გიხდება არ მომწონს გაიძახოდა განუწყვეტლივ.ბოლოს ლანას რომ ამოუვიდა რუსკას ქოთქოთი და ხასიათიც გაუფუჭდა გაბრაზებული ხმით იკითხა:
-აბა რა ვქნა რას მთავაზობ არ წავიდე?
-მე ეგ არ მითქვამ,უბრალოდ მიდა თვალისმომჭრელი იყო და მაგიტომ გეუბნები,მისი საქციელის გამოსწორება სცადა რუსკამ.
-რაცა ვარ ესა ვარ,მე ასეთი ვუყვარვარ ჩემს ბიჭს და ერთ დღეში მეტად ვეღარ გავლამაზდები ეს ცხადია.
ამ სიტყვებმა და თავდაჯერებულობამ სულ გააცეცხლა რუსკა მაგრამ ხომ არ შეიმჩნევდა,ხმა არ ამოუღია.
-მოდი ნუღარ ცხარობ ჩემო გოგო,დაჯექი ყველაფერი მოგვარდება,უთხრა თამუნამ და ხელით მდივანზე მიანიშნა.
ამის თქმა იყო და ლანამ მობილურზე ზარის ხმა გაისმა.
-გისმენ..ხო ბექა სახლში ვარ...რაა?სად მივდივართ?...კაი დამელოდე 2 წუთში ჩამოვალ..
-"სიყვარულო ძალსა შენსა"როგორ უცეფ მოგიყვანა ხასიათზე.სიცილით უთხრა მეგობარს თამუნამ.
-ნუ ხარ საზიზღარი.მოკლედ უპასუხა ლანამ და თან სასწრაფოდ მოემზადა წასასვლელად.
სად მიდიხართ?ვეღარ შეიკავა ცნობისმოყვარეობა რუსკამ.
-არ ვიცი,სიურპრიზიაო ასე მითხრა ჩემმა ბოთემ.თქვა ლანამ და კარი გაიხურა.
რუსკამ ფანჯარასთან მიირბინა,ბექას შორიდან მიესალმა ჟესტების ენით,თან ინტერესი კლავდა რომ ვერ გაიგო სად მიდიოდნენ.ერთ ხანს ელოდა მათ დაბრუნებას მაგრამ რომ შეაგვიანდათ წავიდა,თამუნამ მეცადინეობა დაიწყო,თუმცა მარტომ გული ვერ დაუდო და დივანზე წამოწვა თან დაბალ ხმაზე მუსიკა ჩართო.კარგად მობინდებული იყო ლანა რომ მოაცილა ბექამ,კარი მოიხურა თუ არა ლანამ მაშინვე თამუნას ჩამოუჯდა და უამბო როგორ მოიარეს მაღაზიები,ერთად აარჩიეს სამოსი რაც უნდა ჩაეცვათ ხვალ.მერე აჩვენა კაბა,ფეხსაცმელი,შესაფერისი აქსესუარები,თამუნას ყველაფერი ძალიან მოეწონა.ლანა ძალიან ღელავდა,მთელი ღამე ფიქრებში გაატარა და არც თამუნას დაანება მშვიდად ძილი.დილით კარზე ზარის ხმა გაისმა,ლანა ახალი გაღვიძებული ძლივს ბარბაცით მიადგა კარს და გააღო, რას ხედავს,მის წინ მომღიმარი თინა იდგა,ძალიან გაეხარდა,ჩაეხუტა მონატრებულ დედას.მერე მიალაგეს,საუზმე მიირთვეს,და ლაპარაკს შეყვნენ ალბათ საღამომდე ისე ისხდებოდნენ და ისაუბრებდნენ მონატრებულები ბექა რომ არ მოსულიყვნენ,თინას გააცნო ბექა,მერე უცებ მოემზადა და წავიდნე,ჯერ სალონში მიიყვანა,თმა,მაკიაჟი,მანიკური...ხუთი საათი იყო რესტორნის ეზოში რომ შევიდნენ,ლანამ მანქანაშივე გადასცა საჩუქარი ბექას,ეს იყო სიმბოლური საჩუქარი სამაჯური რომელზეც მათი სახელები ეწერა,მაშინვე გაიკეთა ხელზე სამაჯური და მანქანიდან გადავიდნენ,ლანას მღელვარებამ იმატა,ფიქრობდა რომ წინ დაძაბული საღამო ელოდა,მას ტიპიური ქართველი სადედამთილო წარმოედგინა რომელიც გამადიდებელით ათვალიერებს სარძლოს,წინ კი სულ სხვა რეალობა დახვდა,ლამაზ სუფრასთან ისხდნენ ბექას მშობლები და პატარა და,რომელიც სულ რაღაც 5 წლის იყო,მორიდებით მიესალმა ლანა,ბექამ ერთმანეთი გააცნო,სუფრას მიუსხდნენ.ლანას დაძაბულობა მოეხსნა როცა აღმოაჩინა რომ ბექას მშობლები ძალიან თბილი და ადვილად საკონტაქტო ხალხი აღმოჩნდა,ნახევარი საათის შემდეგ მათი სუფრიდან მხიარული საუბარი ისმოდა,სახლში თინა და თამუნა ინტერესით კვდებოდნენ თუმცა ლანასთან დარეკვას მოერიდნენ,რაზეც რუსკას არ უფიქრია ბევრი,დაურეკა ბექას დაბ დღე მიულოცა,საუბარი იმდენად გაუგრძელდათ რომ ლანას გაუკვირდა კიდეც განა რა ჰქონდათ ამდენი სალაპარაკოო.ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს მერე ბექამ ლანა მოაცილა სახლამდე თვითონ კი სახლისკენ გააგრძელეს გზა.შეაბიჯა თუა არა სახლში თინა და თამუნა მაშინვე მოაყოლეს დღის ამბები,მალე რუსკაც შემოუერთდათ,ლანამ შთაბეჭდილებები გაუზიარა:
-ძალიან კარგი,თავაზიანი ხალხია,არც კი მიგრძვნია რომ მათთვის უცხო ვიყავი.
-თავიადან ყველა დადებით მხარეს გვიჩვენებს,დრო რომ გავა მერე ვნახოთ თუ იჭიკჭიკებ ეგრე,ჩაურთო შურით სავსე სიტყვები რუსკამ.
-მართალი ხარ მაგრამ არამგონია ვცდებოდე,2 საათზე მეტ ხანს ვისხედით და ვსაუბრობდით რაღაც მაინც შეეტყობოდათ მსგავსი,იცით ბექას ძალიან საყვარელი და ყავს,პატარაა წელს შედის სკოლაში.
-კარგია შვილო რომ კმაყოფილი დაბრუნდი,გულის სიღრმეში მეც განვიცდიდი რა და როგორ იქნებოდა,უბრალოდ შენთან არ ვიმჩნევდით.
ყველაზე მეტ ინტერესს როგორც წესი რუსკა იჩენდა,ის კი არა ბექას მშობლების(ლილისა და დავითის)საქმიანობაც არ დარჩენია გამოუკითხავი.(მიუხედავად იმისა რომ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა მათზე,ბექა წლების წინ გაიცნო,ერთ ერთ კურორტზე,თუმცა მათი ნაცნობობა მხოლოდ 5 დღეს გაგრძელდა.)
-დედა არ მუშაობს,მამა კი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს მაღალ თანამდებობაზე,მძღოლიც კი ემსახურება,არც ვიცოდი მეც გამიკვირდა,არ მქონია ბექასთან მსგავს თემაზე ლაპარაკი...ლანას პასუხზე სახე ეცვალა რუსკას,რაც არ დარჩენია შეუმჩნეველი თინას.მისი წასვლის შემდეგ უთხრა კიდეც გოგოებს:
-ბავშვებო თქვენი მეგობარია მაგრამ მე საერთოდ არ მომწონს ეს გოგო,რაღაც არ ვენდობი.
-კი თინა დეიდა მეც მაკვირვებს მაგის ქცევები ზოგჯერ,ვუთხარი კიდეც ლანას,მაგრამ ზოგადად ცუდი გოგო არ ჩანს.
-კარგი დედა შენ რაღა გჭირს,თამუნას ეჭვებიც მეყოფა,რას ერჩით ამ საწყალ გოგოს.
-კარგი შვილო მე ჩემი გითხარი,მაგრამ არ დაგავიწყდეს მე შენზე მეტი მინახავს და გამომიცდია ამ ცხოვრებაში.
-გოგო დღეს იცი შოთიკომ მომწერა,გამიკვირდა,რა ხანია არ გამოჩენილა,თემა შეცვალა ლანამ.
-ოხ რაო ბიჭმა?
-მომენატრეთო,გნახავთ ამ დღეებშიო,ხო კიდევ მუშაობა დავიწყეო,სხვა ისეთი არაფერი უთქვამს.
-კარგია,მუშაობა ჩვენც არ გვაწყენდა,გაიცინა თამუნამ.
თინა კიდევ ორი დღით დარჩა მერე კი შინ დაბრუნდა,დიდი ხნით ვერც გურამს ტოვებდა მარტო.შოთიკომ შეასრულა დანაპირები და ერთ დღეს უნივერსიტეტის წინ დახვდა ლექციიდან გამოსულ მეგობრებს,გაეხარდათ ერთმანეთის ნახვა,მეტად კი ლანას დანახვა უხაროდა,თვალს არ აშორებდა.ეს არც ბექას გამოჰპარვია,რომელიც იქვე იდგა და ლექტორს ესაუბრებოდა,მალევე დაემშვიდობა და ლანასაკენ გასწია...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent