ჩვენ შექმენით ჩვენი ბედნიერი მომავალი (სრულად)
მე ერთი ძალიან ჩვეულებრივი გოგო ვარ ბარბარე ცინცაძე,რომელსაც აქვს ძალიან ბევრი კომპლექსი და ძალიან დაბალი თვითშეფასების უნარი(რაზეც,ყოველთვის მაქვს პრობლემა ოჯახის წევრებთან).გაგიკვირდებათ და დამოუკიდებელი ადამიანი 14 წლის შემდეგ გავხდი.იმდენად ვიყავი ჩემი თავით უკმაყოფილო რომ ხალხში სიარულიც კი მეზიზღებოდა.იყო ბევრი ცრემლი,ბევრი ტკივილი,თუმცა ამ ყველაფრის დაძლევაში მეხმარებოდნენ ადამინები,რომლებიც სიცოცხლეს მერჩივნა.ამ ადამინებიდან ახლაც,როცა 19 წლის ვარ კიდევ შემორჩა რამოდენიმე(ასევე,მშობლები).არასდროს ვყოფილვარ, არც მსუქანი და არც გამხდარი,თუმცა ყოველთვის ვითვლებოდი საყვარელ პუტკუნა ბავშვად.უკვე იმდენად მომაბეზრებელი იყო მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა,რომ მე არ ვიყავი პუტკუნა და არც,მსუქანი.სწორედ ამის გამო დავიწყე 14 წლიდან სწორი კვება და ვარჯიში.ვვარჯიშობდი თავდაუზოგავად და მართლაც ძალიან კარგ შედეგს მივაღწიე,დღეისთის კი ვარ მაღალი შავგრემანი გოგო,რომელმაც თავისი ნებისყოფით იდეალური სხეულს მიაღწია... ...ახლა კი გიამბობბთ ჩემს საყვარელ ადამიანებზე და მშობლებზე.მყავს დედა მარინა,რომელიც არის უსაყვარლესი და ყველაზე გამგები ადამინი.მამა ზურა,რომელიც გამოირჩევა ფიცხი ხასიათით,თუმცა ყველაზე საყვარელი და გამგებია,მხარში დაგიდგება ნებისმიერ სიტუაციაში,თუ მის სახელს არ გადააბიჯებ.მყავს ,ასევე ძმა გიორგი 10 წლის.მართალია ძალიან მაბრაზებს,მაგრამ მაინც ჩემი კეთილი ბიჭია და ერთ-ერთი უძვირფასესი ადამინია.და ბოლოს ჩემი ყველაზე ყველაზე თბილი და კეთილი ადამინი ჩემი ბავშვობის დაქალი მარიამი.არ არსებობს ადამინი რომელიც ასე გამიგებს და ასე დამეხმარება პრობლემის მოგვარებაში.მე და მარიამმა გადავლახეთ ძალიან ბევრი რამ ერთად,გამოვიარეთ ბევრი ტკივილი და იმედგაცრუება,თუუმცა ჩვენ დღემდე ერტად ვართ და ერთმანეთს მეთი არავი გაგვაჩნია და არც გვჭირდება...რაც შეეხება წარმოშობას,ვარ ბათუმიდან და ბათუმზე ძალიან არც ერთი ქალაქი არ მიყვარს... <<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< ...სიყვარული ყველაზე ძვირფასი გრძნობაა.მას უნდა მოუფრთხილდე როგორც, ბავშვს,თორემ შეიძლება აიცრუოს შენზე გული და აღარასდროს გეწვიოს.... ....სწორედ იმ დღეს როცა ჩემი მომავალი ,,სიყვარული'' ვნახე,ერთი არაფრით გამორჩეული დღე იყო.როგორც ყოველთვის დილით 10 საათზე ვარჯიშიდან სახლში დავბრუნდი და შხაპი მივიღე.ჩემთვის არარსებობს სიამოვნება რაც ვარჯიშიდან დაბრუნებულს შხაპის მიღებას ჯობია.ამდროს იცლები ყველანაერი ნეგატიური ენერგიისგან და შენს ორგანიზმში ენდორფინების ზრდა იწყება...გამოსვლისთანავე მარიამ დავურეკე,რომ საღამოს აუზზე წავსულიყავით,იმ დღისით 19 ივნისს ისე ცხელოდა სახლში გაჩერება შეუძლებელი გახდა. -მარია ადექი რაა გთხოვ, და სასწრაფოდ ჩემთან გამოდი სერიოზული საქმემაქვს!(ეს რათქმაუნდა მოვატყუე,რომ დამეყოლიებინა. -აუ კაი რაა,მაცადე ძილი,გუშინ ძაან გვიან დავიძინე! -ადექი თორე დაგადგები და ცივი წყლით გაგაღვიძებ,იცი რო ვარ გამკეთებელი,ამიტო ადექი სწრაფად! გავუთიშე ვიცოდი,მეტჯერ თქმა არც კი დამჭირდებოდა და მართლაც ასე მოხდა მარი 15წუთში ლანძღვით შემოვიდა ჩემს ოთახში -შენ სულ გააფრინე რაა არც,შენ იძინებ და არც სხვას აცდი ძილს,რა ხარ ესეთი მოუშორებელი დაბადებდან რო მაწამებ!-ილანძღებოდა მე კი ძლივს ვიკავებდი სიცილს და ვცდილობდი სერიოზული სახით მეყურებინა,თუმცა ვერ შევძელი და იმხელა ხმაზე დავიწყე სიცილი მარის შეეშინდა,გაკვირვებული მიყურა 2 წუთი და შემდეგ სიცილით მითხრა-ეჰჰ შენ აღარაფერი გეშველება.ერთი კაი ბიჭი გინდა და მარტო ის თუ გიშველის რაა.უიი რასმეუბნებოდი რა სეიოზული საქმე მაქვსო? - იცი რაშია მარიამ საქმე.(პაუზა) მოგატყეე,ოღონდ არ მომკლა და ჩემს ქორწილში მაგრად იქეიფებ ხოიცი-ეს ბოლო წვეთი იყო და ორივეს სიცილი წაგვსკდა დიდხანს ვიცინოდით და ბოლოს ორივე როგორც იქნა დავწყნარდით. -გოგო დღეს აუზზე გავიდეთ რა,ძაან ცხელა და ვეღარ ვჩერდები სახლში.-ვუთხარი და თან უკვე ვემზადებოდი.--ჰო კაი კაი თორნიკე გამოგვივლის ალბათ და წავიდეთ.(თორნიკე მარის შეყვარებულია უკვე 1 წელია.უსაყვარლესი ბიჭია და ძმასავით მყავს) -კაი მიდი ჩაიცვი მაშინ,ზარი გამომიშვი და მეც ჩამოვალ. მალევე ჩავიცვით და ორივე ქვემოთ ჩავედით რომ თორნიკეს ბუზღუნი არ დაეწყო რამდენ ხანს ემზადებითო.მაგრამ თორნიკე რისი თორნიკეა რამე მაინც რომ არ ეთქვა.-აუუ კაით რაა სად ხართ აქამდე დავისიცხე ამ მანქანაში. -აუუ ეს ვინარის რაა სულ როგორ უნდა წუწუნებდეს.ვთქვი და თოკას ენა გამოვუყავი. -ნწნწნწ როგორ მეტლიკინებით ზურაბის ასულო.მითხრა ძალიან თეატრალურად და ასე სიცილით დავიძარით აუზისკენ. თოკა მთელი გზა გვაცინებდა,მეც ნერვებს ვუშლიდი და გვრიტებოს და მსგავსი რამეების ძახილით მარის ვაწითლებდი.ბოლოს მივხვდი რომ ცოცხალი ვეღარ გადავურჩებოდი და გაჩუმება ვამჯობინე. როგორც კი მივედით,პატარა ბავშვივით მანქანიდან პირველი გადმოვხტი,ეს შეყვარებული წყვილი კი სპეციალურად დინჯად და ნელა მოძრაობდნენ რომ ავფეთქებულიყავი. ძლივს მივაღწიეთ, არავის დაველოდე და მაშინვე წყალში გადავეშვი.იყო უამრავი მზერა ჩემი დანახვისას:ზოგი გაოცებული,ზოგი ბოღმიანი და ა.შ მაგრამ მე არვიმჩნევდი და მათ გასამწაებლად უფრო თაავმომწონედ ვცურავდი .ჩემს სამყაროში ვიყავი და არავინ მაინტერესებდა.თოკა და მარიამიც მალე ჩამოვიდნენ წყალში.ბევრი ვიცინეთ,მაგრამ მალე მომინდა ზაგარიც და ამოვედი.შეზლონგზე წამოვწეი და მზეს მივეფიცხე.ვიღაცამ მზე დამიჩრდილა რამაც ძალიან გამაღიზიანა,ვფიქრობდი მარის გარდა ჩემს შეწუხებას არავინ განიზრახავდა და არც გამიხელია თვალები ისე დავუყვირე-აუ მარი აქედან გამასწარი,მზეს ნუ მიჩრდილავ თორე ავდგები და დაგახრჩობ იცოდე! -მარი რამდენად არვიცი მაგრამ აშკარად სხვის შეზლონგზე წევხარ და იქნებ საკუთარი შეზლონგი დამითმო?მომესმა მკაცრი უცხო და ცინიკური ხმა,რაღაც მამაკაცის ხრინწიანი,ისე შემრცხვა მინდოდა იქვე მოვმკვდარიყავი,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო თვალები გავახილე და გაოცებული მივაშტერდი უცნობს. -ვიცი რომ სიპატიური ვარ მაგრამ,გოგონი მიშტერებაზე,რომ სროკია?!-მის ხმაში იმდენად დიდი ირონია იგრძნობოდა,რომ საბოლოოდ გავმწარდი და მივახალე -კანონებს ნუ მასწავლი ისედაც ვიცი რა როგორაა და ნურც ?შენზე ნუგექნება ამხელა წარმოდგენა,მხოლოდ კუნთები არაფერს გიშველის.-ვუთხარი არანაკლებ ირონიულად თვალი ჩავუკარი და უკან უნდა დავბრუნებულიყავი მეპოვა ჩემი ადგილი,როცა დავინახე როგორ დაებერა ძარღვები,აშკარად არ ელოდა ამას.-გრძელი ენაც გვქონია!-წაიბურდღუნა თავისთვის მაგრამ მაინც გავიგე. აღარ მინდოდა გამემწვავებინა სიტუაცია ამიტომ არაფერი მითქვამს წამოვედი და ჩემს შეზლონგზე წამოვწექი.მარცხენა მხარეს მიწვავდა ვიღაცის მწველი მზერა, ნუ რათქმაუნდა ვიცოდი ვინც იყო და არც ვაპირებდი შეხედვას,თუმცა ქონდა ამ ბიჭს რაღაც ძალიან კარგი და თითქოს ამოუცნოდი.როგორც იქნა თოკა და მარიამიც ამოვიდნენ უცებ ვიგრძენი როგორ მეცემოდა წყლის წვეთები და ყველანაერად შევეცადე ბოლო ხმაზე არ მეყვირა თოკასთვის რომელიც თავზე მედგა და მის სველ ხელებს სახეზე მკიდებდა წამოვხტი ისედაც ძალიან გაღიზიანებული,უფრო გავბრაზდი. -გააფრინე ძლივს გავში კაი რაა..შევხედე შეწუხებულმა მარი კი კვდებოდა სიცილით -შენ რაღა გაცინებს ესე როგორ მწირავ ადამინები არხართ!ვეუბნებოდი მუდარით,თუმცა როგორც შემდე გავაანალიზე ეს თქმა ცოტა ხმამაღლა მომივიდა და ვხედავდი თვალებს რომლებიც ჩემსკენ იყო მომართული. ძალლიან შემრცხვა ავიღე ჩემი ნივთები და მოსაწესრიგებლად წავედი საპირპარეშოში თუმცა ამ ფაქტის გამო სახლში წასვლა არმინდოდა და მალევე უკან დავბრუნდი. გამოვედი და თვალებს ვერ ვუჯერებდი თოკა მარი და ის უცნობი ერთად იდგნენ კიდევ ვიღაც 3 ბიჭთან ერთად და მაღალ ხმაზე იცინოდნენ.არა,არა,არარსებობს ესენი ერთმაანეთს არიცნობენ, არმჯერა იქ ვერმივალ. ვფიქრობდი გულში და უკვე ვსახავდი გეგმას როგორ უნდა გავპარულიყავი აქდან ისე რომ მათ ვერ შევემჩნიე, თუმცა ნაკლებად გამომივიდა ჩემმა უსაყვარლესმა დაქალმა ,,გამწირა'' და დამიზახა - ბაარბარე მოდი ვიღაცეები უნდა გაგაცნოთ სახე ამელეწა ტანში უსიამოვნოდ გამცრა,ვხვდებოდი სხვა გზა არ მქონდა და იმ ურჩხულს კიდევ უნდა შევხვედროდი.ამიტომ მათკენ წავედი,მუხლები მიკანკალებდა მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი.მინდოდა ამაყად წარმოვჩენილიყავი მის წინაშე. და მგონი გამომივიდა.-ანა გაიცანი ეს ალექსანდრეა,ეს ლუკა,თაზო და ერეკლე(ეკე). -სასიამოვნოა-თბილად გავიღიმე _-ჩემთვისა ულამაზესო ქალბატონო_თქვა გრაციოზულად ეკემ და გაიცინა მეც სიცილით ვუპასუხე .აშკარად ეტყობოდა ამ ბიჭს რომ ცანცარა იყო მაგრამ, არა გამაღიზიანებლად ცანცარა. დანარჩენებსაც კარგად შევეწყვე ყველა ძალიან თბილი იყო და კარგადაც დავახლოვდით,მხოლოდ ალექსანდრე იჯდა ჩუმად,ორი წუთის წინანდელი მისი თვალები თითქოს აღარსად იყო,ის ძველი ცინიკოსი ალექსანდრე თითქოს გაქრა და ახალ ალექსანდრეს ახლა რაღაც, უცნაური ნაღვლიანი და ჩამქრალი თვალები ქონდა.თითქოს ვგრძნობდი რომ რაღაც ტკიოდა სულიერად ცუდად იყო და მინდოდა დავლაპარაკებოდი მაგრამ შემშინდა .შემეშინდა,რომ ვერ მიმიღებდა და ხელს მკრავდა.ხშირად ვგრძნობდი როგორ მათვალიერებდა,ხანდახან ნაღვლიანადაც ჩაიღიმებდა და სულ ეს იყო.ამ დღეს ჩემმა ,,სიყვარულმა" თავი დამამახსოვრა როგორც ერთმა ამოუცნობმა ბიჭმა რომელსაც რაღაც აწუხებდა და მე ვიცოდი რომ ამ რაღაცას აუცილებლად გავარკვევდი და ბევრ რამეს შევცვლიდი.მე მიზანი დავისახე და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევდი... ********************************************* ორი სიტყვით მინდა მარიამს და თორნიკესაც შევეხო... ...მარიამი და თორნიკე...თორნიკე და მარიამი...ეს ორი ერთმანეთისთვის იყო დაბადებული,არ არსებობდა ადამიანი ვინც მათზე რაიმე ცუდს იტყოდა,მათ უყვარდათ ერთმანეთი სიგიჟემდე,ცამდე და ცის იქით უსასრულობამდე,მათ ერმანეთი სიცოცხლის ბოლომდე უყვარდათ მეკი ვგიჟდებოდი ამ ორზე და მათ სიყვარულზე... <>><><><><><><><> ...იმ საღამოს ალექსანდრეს მობილურზე ვიღაცამ დაურეკა,ისიც სწრაფად წამოდგა ფეხზე და გაგვეცალა,ჩვენსკენ ზურგით იდგა მაგრამ ზურგიდანაც ვგრძნობდი რა დაძაბული იყო.ბიჭებსაც საგრძნობლად დაეტყოთ ანერვიულება,მათ აშკარად ყველაფერი იცოდნენ.მხოლოდ მე და მარი ვიყავით ჩუმად და ველოდებოდით მოვლენების განვითარებას.მალევე დაასრულა საუბარი სანდრომ და ჩვენსკენ წამოვიდა,მაშინვე შევამჩნიე მისი ჩასისხლიანებული თვალები რომელშიც ისახებოდა სევდა ბრაზი და მონატრება,წუთით შემეშიმდა კიდეც...არაფერი აღარ უთქვამს და ასე ხმის ამოუღებლად სწრაფად წავიდა გასასვლელისკენ,ბიჭებმა სინანულით გააუოლეს თვალი აშკარად დახმარება უნდოდათ მაგრამ არ შეეძლოთ,მეკი თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა რა შეიძლება ყოფილიყო ალექსანდრეს ასეთი მდგომარეობის მიზეზი მაგრამ ვერ ვხვდებოდი...სიჩუმე თოკამ დაარღვია -ისევ იმ საქმის გამოა ხო ასე?ისევ არ ეშვება ხო ამ გამოძიებებს?!ხომიცის რომ არაფერი გამოდის არა?!-უკვე ყვიროდა თოკა მარი კი მის დაწყნარებას ცდილობდა თუმცა უშედეგოდ -ხო მაგ საქმის გამოა ესე მაგრამ ხოიცი არა რო არ მოეშვება სანამ იმ უნამუსოს არიპოვის?! -სამი წელი გავიდა და მაინც ვერ ინელებს იმ ამბავს აღარ ვიცი როგორ მოვიქცე ყველას სახეზე ისახებოდა რაღაც დიდი ამოუცნობი ტკივილი ამ საღამოს სანდროზე აღარაფერი თქმულა მალევე დავიშალეთ და მეც სახლში დავბრუნდი. სახლში შესვლისას კარებთან მარინა დამხვდა -ეჰჰ შვილო იზრდები და თანდათან სახლის კარი გაბიწყდება -კარგი რა მარიკო ხომიცი როგორ მიყვარხარ არა?რატო მებუტები?!-ვუთხარი და ჩავეხუტე -ვიცი ვიცი კარგი წამოდი საჭმელი ჭამე -არა იყოს არმშია-ეს ვთქვი და სწრაფად გავეცალე იქაურობას რადგან ვიცოდი მარინა ასე ვერ დავუსხლტებოდი ხელიდან და პატარა ბავშვივით ისევ მაიძულებდა ჭამას ამას მოყვებოდა საუბარი ჩემს სწავლაზე,პირად ურთიერთობებზე და ა.შ. ამის თავუ კი დღეს ნამდვილად არმქონდა.აღარ მომისმენია მარინას ბურტყინისთვის და ოთახში შევედი,როგორც ჩანს მამაჩემი სახლში არიყო ამიტომ არც ის მაიძულებდა ჭამას(ნუ ეს ჩემი დიდი პრობლემაა).ოთახში როგორც კი ავედი ლეპტოპი ჩავრთე მინდოდა ფილმისთვის მეყურებინა და გული გადამეყოლებინა მაგრად ვერ მოვახერხე.შემდეგ სოციამურ ქსელში შევედი მეგობრობის მოთხოვნა იყო გამოგზავნილი სანამ გავხსნიდი ათასჯერ მოვკვდი და გავცოცხლდი იმედი მქონდა რომ ალექსანდრესგან იქნებოდა,მაგრამ იმედი ხომ ბოლოს კვდება...ბიჭებისგან იყო მაგრამ არა ალექსანდრესგან ჰო ნუ რათქმაუნდა მას არ ვაინტერესებ თან ისხომ ასეთი სერიოზულია...ბოლოს გული ვერაფერს დავუდე და დაძინება გადავწყვიტე.მართალია თავიდან ძილი არმეკარებოდა თუმცა ბოლოს ფიქრით დავიღალე და ჩამეძინა.... დილით როგორც ყოველთვის 7ზე ავდექი და სარბენად წავედი ბულვარში.მიბდიოდი სიმღერებს ვუსმენდი და თან ხალხს ვაკვირდებოდი რომლებიც სანაპიროზე ალაგალაგ ისხდნენ და ვიცოდი ყველას თავის პრობლემა ჰქონდა თან ამდროს ზღვის სანაპიროზე ძირითადად რომანტიკოსები არიან ისინი ვისაც უყვარა მარტოობა ზღვა და სიმშვიდე.ამ ფიქრებში გართულმა უცებ თვალი მოვკარი ძალიან ნაცნობ სხეულს...ჰოჰო ნამდვილად ალექსანდრე იყო...მუხლები ამიკანკალდა გული ამიჩქარდა,მუცელში კი პეპლები დაფრინავდნენ(და ყოველივე ამის მერე მაიმც არ აღიარებ რომ მოგწონს?!) მეგონა გული წამივიდოდა...ნათლად ვხედავდი მის ათლეტურ ტანს მის გრძელ შავ თმებს და...მის მწვანე თვალებს...რომლებშიც ვიძირებოდი.თვალები რომლებიც ინახავდნენ დიდ ტკივილს,თვალები რომლებშიც ხან ძალიან დიდ ტკივილს ვხედავდი ხანაც დიდ სიყვარულს (თუმცა ეს თვალები ჯერ არ მეკუთვნოდა მე)...ვეღარ გავუძელი გადავაბიჯე ჩემს პრინციპებს და მისვლა გადავწყვიტე...მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ჩემს პრინციპებში არ ჯდებოდა...რაც უფრო ვუახლოვდებოდი მღელვარება იმატებდა მაგრამ უკან აღარ დავიხევდი.მივედი და მისგან საკმაოდ დიდი მანძილის მოშორებით დავჯექი.ვიგრძენი როგორ შემომხედა აშკარად არ ელოდა ჩემს იქ მისვლას თუმცა ბოლომდე მაინც არ შეიმჩნია.არაფერი უთქვამს,ძალიან ვნანობდი ჩეჰმს აქ მოსვლს და ბოლო მომენტში წასვლა გადავწყვიტე როცა მისმა სიტყვებმა ადგილზე გამაშეშა -რაგინდა აქ თან ამდროს?-ხმაზეც ეტყობოდა რამდეად გაკვირვებული იყო -ვვარჯიშობდი და დასასვენებლად სანაპიროზე ჩამოვედი-ვუთხარი ისე რომ თვალი ჰორიზონთისთვის არ მომიშორებია.არმინდოდა მისთვის შემეხედა და მის მწვანე თვალებს უფრო დავებნიე. -ხოო?და დასასვენებლად ამხელა სანაპიროზე სხვა ადგილი ვერ იპოვე?-დამცინავად მეკითხებოდა მისმა ასეთმა შეკითხვამ საბოლოოდ მაგრძნობინა თავი დამცირებულად იმდროს მერჩივნა მიწა გამსკდომოდა ოღონდ მის გვერდით არ ვმჯდარიყავი,ძლივს მოვეგე გონს თვალები ამიწყლიანდა თუმცა მასთან ახლა უკვე მეორედ თავს არ დავიმცირებდი და არ ვიტირებდი -ასე გაწუხებ?-ვკითხე და საბოლოოდ შევხედე.ისიც არელოდა ჩემსგან ასეთ პასუხს და გაკვირვებული ვუყურებდით ერთმანეთს.ბოლოს თავი ჩახარა და თითქოს ისე ამოილაპარაკა რომ ვერ გამეგო -არა უბრალოდ რადგან მოხვედი ცოტა ახლოს მაინც დაჯექი არ ვიკბინები მეც აღარაფერი მითქვამ და მისკენ მივიწიე მაგრამ მაინც დისტანციას ვიცავდი.ჩემს ასეთ საქციელზე ჩაჩინა.მე მომწონდა მისი სიცილი მომწონდა ყველაფერი რაც მას ეხებოდა.ერთადერთი რასაც ვერ ვეგუებოდი და საშინლად არ უხდებოდა ცინიზმი იყო მითუმეტეს როცა ამას საერთოდ არ ვიმსახურებდი.უხერხული სიჩუმე იყო.ალბათ ორივეს გვინდოდა ერთმანეთთან საუბარი მაგრამ დუმილს არ ვარღვევდით.ვიყავით მე და ის და წყნარი ზღვა რომელიც ამ სიტუაციას ყველაზე მეტად შეესაბამებოდა.ბოლოს ძალიან მეუხერხულა ეს სიჩუმე და წასვლა დავაპირე არადა დარჩენა მაინც მინდოდა.წამოვდექი -მე წავალ,სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა-იმდენად უემოციოდ ვუთხარი საკუთარი თავი გამიკვირდა და მისი პაასუხი იყო ასჯერ უფრო ემოციური არანკლებ გამიკვირდა ის რაც მან მითხრა -დარჩი რა.არ წახვიდე. მეოგნა მესიზმრებოდა მაგრამ მივხვდი რომ ყველფერი ცხადი იყო ის და მეც ეს ზღვაც ცხადი იყო და მისი მზერაც ცხადი იყო პასუხიც და აბსოლიტურად ყველაფერი... არც შევწინააღმდეგებივარ ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.ისევ ჩუმად ვიჯექით და ორივე უბრალოდ ვტკბებოდით ამ საუკეთესო წუთებით.საუკეთესო სიტუაციაში ვიყავით და ეს იდილია ჩემმა მობილურის ზარმა დაგვირღვია.ძალიან გამიკვირდა ის ფაქტი რომ ამდროს მარი მირეკავდა -ჰო მარი -ბარბარე მოდი რა გეხვეწები მოდი გთხოვრა-აშკარად ნამტირალევი იყო მაშინვე მღელვარებამ ამიტანა -რამოხდა?სადხარ? -ბარებარე თოკა ჩემი თოკა ცუდადაა მოდი რა გთხოვ რესპუბლიკურში ვართ გთხოვ რა-გავქვავდი თავბრუდამეხვა თუმცა ვიცოდი მარის ვჩირდებოდი და მაშინვე გავუთიშე სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი. -რახდება?-მეკითხებოდა არანაკლებ შეშინებული სანდრო -თორნიკეა ცუდად სასწრაფოდ უნდა წავიდე-ვეუბნებოდი და თან უკვე ვტიროდი.სანდროს მანქანით წაავედით არც შევწინააღმდეგებივარ.გზავში ვხედავდი თუ როგორ უჭირდა მართვა როგორ უჭერდა ხელებს საჭეს და რა სისწრაფით მივქროდით თუმცა ამ მომენტში ნამდვილად ვერ შევაჩერებდი,ჩვენ ძალიან გვეჩქარებოდა.როგორც კი მივედით მაშინვე გადმოვედი მნაქანიდან და შესასვლელისკენ გავიქეცი.გავარკვიეთ რომელ სართულზე იყო თორიკეს პალატა და იქით წავედით.ასვლისას კი დავინახე ის რაც არმინოდა რომ დამენახა.მარიამი იატაკზე იდო თავი კედლისთვის მიებჯინა და ერთ წერთილს უყურებდა,ნამტირალევი იყო.არაფრის თქმა არ დამჩირვებია უბრალოდ ავაყენე და რაც ძAლა მქონდა ჩავეხუტე.ეს ყველაფერს გამოხატავდა.ვიცოდი როგორც უჭირდა.ვიცდი რამდენად მძიმე იყო მისთვის.ამ მომენტში სიტყვას ფასი არ ჰქონდა.ახლა მას მე ვჭირდებოდი,მე კი ის.ჩვენ ასე ბევრი ტკივილი გადაგვიტანია და ახლაც გავუძლებდით.ახლაც ყველაფერს გადავიტანდით და ყველაფერი კარგად იქნებოდა მე ამის მჯეროდა.სანდრო ნერვიულად დადიოდა აქეთ იქით თან ბიჩებს ურეკავდა.მალე ბიჭებიც მოვიდნენ ყველა ძალიან ცუდად ვიყავითმარის თავი ჩემ მხარზე ედო და ჩუმად ჩამჩურჩულა არ უნდოდა ვინმეს გაეგო -ხომ არ დამტოვებს?-მკითხა თან პასუხის მოლოდინში თვალები მაგრად დახუჭა მარიზე 1 წლით დიდი ვიყავი და მისთვის რაღაც უფრო დიდის სტატუსი მქონდა ეს ბავშვობიდან ასე იყო.ის მე მენდობოდა ჯეროდა ჩემი ყოველი სიტყვა და იცოდა რომ მას არასდროს ვეტყოდი არაფერ ცუდს. -კარგი რაა რასქვია დაგტოვებს ხომიცი როგორც უყვარხარ ეგ მეორედ აღარ გაიმეორო იცოდე-ვუთხარი თითქოს ნაწყენმა -ხო ხო ვუყვარვარ და არ დამტოვებს...არ დამტოვებს-იმეორებდა თითქოს საკუთარ თავს აჯერებდა.მარი ცოტა დამშვიდდა ახლა კი დრო იყო გაგვეგო რა დაემართა თოკას.მარიმ მოყოლა დაიწყო-გუშინ ღამე მე და თოკა სასეირნოდ ვიყავით.მერე მომაცილა,ცოტა ნასვამი იყო და ვთხოვე არ დამჯდარიყო საჭესთან მაგრამ მითხრა ფხიზელი ვარო და მაინც წავიდა0ამბობდა თან ცრემლები მოსდიოდა ვიცოდი რამდენად რთული იყო მისთვის ამის ახსნა მაგრამ მაინც აგრძელებდა-მერე ჩამეძინა.დილით კი თოკასგან უამრავი გამოტოვებული ზარი ვნახე.მობილურზე ხმა მქონია დაწეული დავერგავიგე.გული ცუდს მიგრძნობდა და მაშინვე გადავურეკე.არმპასუხობდა. ბოლოს კი მედდამ მიპასუხა და მითხრა რომ თოკა ნასვამ მდგომარეობაში ავარიაში მოყვა და ბოძს შეასკდა.მეკი მაშინვე აქ გამოვვარდი.ახლა ოპერაცია უკეთებენ-ისევ ჩავეხუტე ძალიან დასუსტებულიიყო ნერვიულობისგან და მალევე ჩაეძინა.გვერდით ალექსანდრე მომიჯდა -ცოდოა დაიღალა სახლში რომ წავიყვანოთ?-მკითხა და შემომხედა -არა გაგიჟდება თოკას ასე არ დატოვებს და არ წამოვა -კარგი და შენ ყავა არგინდა?შენც ხო დაიღალე?-მის მზრუნველობაზე და ყურადღებიანობაზე გამეღიმა და მესიამოვნა -არა მაადლობა-ვუთხარი ისკი უბრალოდ ადგა და წავიდა.ძალიან მეცოდებოდა თოკა.მშობლები უცხოეთში ყავდა და მათთვის ამ ამბის შეტყობინება არავის უფიქრია.ჯერ საჩიროც არ იყო.გაავიდა 1 საათი 2 3 4 და როგორც იქნა ექიმიც გამოვიდა.მარისაც უკვე ეღვიძა და მაშინვე ექიმს მივარდა. -როგორაა თორნიკე როგორაა ყველაფერი მითხარით გთხოვტ-ისევ ტიროდა -ყველაფერმა კარგად ჩაიარა ახლა სძინავს და მალე მისი ნახვა შეგეძლებათ.ყველას ძალიან გაგვიხარდა.მარისთან მივედი და ვუთხარი -ხომ გეუბნებოდი არა ის არასდროს დაგტოვებს-თან ვიცინოდი -ვიცი ვიცი-ახლა უკვე სიხარულის ცრემლებმა გაიკვალეს გზა მის სახეზე მობილურმა დამირეკა თან ჰაერზე მინდოდა გასვლა და გარეთ გავედი.დედაჩემი იყო. -ხო დედა რაიყო? -შენ გოგო გადაირიე სადხარ ამდენხანს თან არც დარეკე გამისკდა გული,საერთოდ არ ფიქრობ შენ ჩემზე-აშკარად ბრაზობდა -კარგად ვარ დედა 1 საათში მოვალ-უკვე ლაპარაკის თავიც კი აღარ მქონდა -1 საათში ზუსტად 1 საათში სახლში იყავი თორემ გავგიჟდები-მითხრა და გამითიშა დავიღალე ჩავიბურდღუნე ჩემთვის და მოაჯირს დავეყრდენი უკვე ფეხზე ძლივს ვიდექი.გვერდზე ალექსანდრე დამიდგა.2 წუთით მიყურა და შემდეგ მითხრა -რითი დაიღალე? -ყველაფრით აღარაფრის ძალა აღარ მაქვს არვიცი რავქნა -ძაან პესიმისტი ყოფილხარ.წამოდი სახლში გაგიყვან დაისვენე და მორჩი ამ სევდიან ლაპარაკს.ოღონდ არ შემეწინააღმდეგო რა მეც დავიღალე და არმინდა რამე უხეშად გითხრა. -კარგი-აღარ შევწინააღმდეგებივარ,მართალი იყო მაგრამ მარი გამახსენდა მას ასე ვერ დავტოვებდი -არა არა მარის ვერ დავტოვებ-შევჩერდი და შევხედე -მარი უკვე თოკასთან შეუშვეს და სენთვის საერთოდ აღარ სცალია-მიტხრა და გაიცინა მეც გამეღიმა იმ მომენტში ცემზე ბედნიერი ადამიანი ალბათ არ არსებობდა.გზაში ვაკვირდებოდი ალექსანდრეს.მაინც როგორ განსხვავდებოდა სხვა ადამიანებისგან,მართლაც არავი არ ჰგავდა,ის იყო ერთადერთი და რადიკალურად განსხვავებული ყველასგან,ყველაფრით.... იმ საღამოს,ალექსანდრემ სახლამდე მიმიყვანა და თბილად დამემშვიდობა.მეც სახლში ავედი,ვიცოდი დედაჩემს ხელიდან ასე მარტივად ვერ დავუსხლტებოდი და წინ სალანძღავი სიტყვების მთელი კორიანტელი მელოდა.კარი როგორც კი გავაღე მაშინვე დაიწყო ჩემთვის აპოკალიფსი. -შენ გოგო სულ გადაირიე არა?! ხვდები მაინც როგორ მანერვიულებ,ეს რომ მამაშენმა გაიგოს ხომიცი როგორ გაბრაზდება?!-მტუქსავდა პატარა ბავშვივით და ხელებს გაურკვეველი მიმართულებით იქნევდა.რაც შეეხება მამაჩემს ის არაფერს იტყოდა,რადგან იცოდა არაფერი დამემართებოდა და ჩემში ბოლომდე იყო დარწმუნებული.მიუხედავად იმისა რომ ჩემი მშობლები სიგიჟემდე მიყვარდა,საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე,მე ამ სახლში ვეღარ გავჩერდებოდი.თუმცა ამისთვის შემოსავალი მჭირდებოდა. -მარინა ნუ ყვირი რაა იცოდე წავალ ამ სახლიდან!-ვეუბნებოდი და თან ვფიქრობდი სად შეიძლება მუშაობას დამეწყო -რომ წახვალ რას შეჭამ და რითი იცხოვრებ ერთი?!წავა გოგო აბა რასიზამს-ამბობდა და დანანების ნიშნად თავს აქნევდა.ხო მარინა ნამდვილად მართალი იყო,სასწრაფოდ სამსახური უნდა მეპოვა.სახლზე პრობლემა არ მქონდა რადგან ოროთახიანი ბინა მარის კორპუსში მქონდა და იქ გადავიდოდი.მარიც ჩემთან იქნებოდა.ამ საქმეს წყალი აღარ გაუვიდოდა,ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა.აღარაფერი მითქვამს დედაჩემისთვის, ჩემს ოთახში ავედი და ინტერნეტში სამსახურის შესახებ განცხადებების დათვალიერება დავიწყე.იყო ღამის კლუბები,რესტორნები თუმცა ვიცოდი იქ მუშაობას ვერ შევძლებდი.უკვე იმედები მქონდა გადაწურული თუმცა ზუსტად იმ წუთას დაემატა ერთ-ერთი განცხადება.კაფე-ბარი იყო მეკი მიმტანად მუშაობა საერთოდ არ ,,მიტყდებოდა".მაშინვე გადავრეკე მითითებულ-გამარჯობა,სამსახურის თაობაზე გაწუხებთ-ძალიან ვნერვიულობდი,ეს ზარი და სამსახური ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. -გამარჯობა.თქვენი სახელი და გვარი მითხარით-ქალის ნაზი ხმა გავიგე -ბარბარე ცინცაძე -კარგი ბარბარე,მაშინ ხვალ 5 საათისთვის მობრძანდით,მისამართს მესიჯად მოგწერთ. -დიახ მოვალ აუცილებლად,მადლობა-გავუთიშე მესიჯიც მალე მომივიდა და გახარებული საწოლზე წამოვწექი.იმდენდ დაღლილი ვიყავი ჩამეძინა,და საღამოს 8ზე გამეღვიძა.საათს რომ დავხედე თვალებს არ ვუჯერებდი,არმეგონა ასეთი დიდი დრო თუ იქნებოდა გასული.სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი.წვიმდა და მიუხედავად იმისა რომ ზაფხული იყო მაინც ციოდა.მაღალწელიანი ჯინსი ჩავიცვი კეტები,და თხელი კაპიშონიანი მაიკა,თმები გავიშალე და წავედი.დედაჩემისთვის აღარაფერი მითქვამს საღამოს მაინც უნდა მელაპარაკა მასთან,ჩემი გადასვლის შესახებ,რაც არცთუ ისე მარტივი იქნებოდა.ტაქსი გავაჩერე,და მისამართი ვუკარნახე.ფანჯრიდან ვიყურებოდი,ვხედავდი თუ როგორ ეცემოდა წვიმის წვეთები ფანჯრის მინას და როგორ სასიამოვნო ხმას გამოსცემდა.ვხედავდი ქუჩებში როგორ მოძრაობდა ხალხი.ზოგი მირბოდა მათ აშკარად არ უყვარდათ წვიმა,ზოგი კი მიდიოდა მშვიდად და აუჩქარებლად.ალბათ მეც ასე წავიდოდი ძალიან რომ არ მეჩქარებოდეს.დასანანია მე ხომ ვგიჯდები წვიმაზე-ვფიქრობდი და ამ ფიქრებში საავადმყოფომდეც მივედით,მაშინვე ფული გადავუხადე მძღოლს და საავადმყოფოში შევირბინე.408 პალატასთან მისულმა დავინახე ბიჭები რომლებიც,მოსაცდელში ისხდნენ,მათ სახეებზე ნერვიულობა აღარ ეტყობოდატ,ალბათ თოკა უკვე კარგად იყო.სამწუხაროდ ალექსანდრეს ვერ მოვკარი თვალი,ძალიან გამიკვირდა არმგენოა თუ დატოვებდა ბიჭებს მაგრამ ალბათ სახლში წავიდა დაისვენებს და მოვა-ვაიმედებდი საკუთარ თავს.ბიჭებთან მივედი და ყველა გადავკოცნე. -მარი სადაა?შესულია? -ხოო,3საათია მგონი უკვე და აღარც გამოდის-მითხრა ლუკამ და ჩაიცინა. -მე არ შემიშვებენ?უნდა დავურღვიო სიმღუდროვე-მეც სიცილით ვკითხე -კი როგორ არა შედი. კარი გავაღე და დავინახე როგორ იცინოდნენ.გამიხარდა,გამიხარდა მათი ბედნნიერება ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ და მათ ტკივილს ვერ გადავიტანდი.თოკამ შემამჩნია და გამიღიმა -მე კიარა შენ როგორხარ რატო შეგვაშინე?შენი შეყვარებული კინაღამ ხელებში ჩაგვაკვდა -ვიცინოდი და თან მარის ვუყურებდი რომელიც ნაღვლიანი დასცქეროდა თოკას თოკაც წამოიწია და შუბლზე აკოცა.დამაინც როგორ უხდებოდა ეს ორი ერთმანეთს... -ხოარ დაგტოვოთ?ისე ბიჭებსაც უნდოდათ შემოსვლა მარა სიმყუდროვეს არ გირღვევდნენ და მე რისი ბარბარე ვიყავი როარ შემოგჭროდით?-სიცილი დავიწყე და ისინიც ამყვნეენ -აუ მიდიი დაუძახე რა შემოვიდნენ რამდენი ხანია იცდიან-მარიმ მთხოვა და მეც მათ დასაძახებლად გავედი.უკან კი უკვე ბიჭებთან ერთად დავბრუნდი. -აუ აი რაგაგვიკეთე ბიჭო ეს რაიყო ამდენი სანდორს ამბის მერე არ მინერვიულია-საყვედურობდა ერეკლე თოკას -ოო რა განერვიულებდათ დიდი დიდი მოვმკვდარიყავი სხვა ხოარაფერი-უკვე ლაზღანდარაობის ხასიათზე იყო მოსული თორნიკე -ეგ მეორედ აღარ თქვა და არც იხუმრო-უთხრა ნაწყენმა მარიმ თითქმის ჩურჩული,თუმცა მე მაინც გავიგე. -ბოლო ბოლო როდის გამოგწერენ? -ბიჭო სანდროზე..კაროჩე რა სანრო იმსაქმეზე გავიდა და არვიცით ვაბშე როდის მოვა აზრზე არვარ რა-ეუბნებოდა ეკე ალექსანდრეს და ცდილობდა ნერვიულობა დაეფარა-ჩვენც ვუთხარით გამოგყვებითო მარა არა დარჩით თქვენ თოკას ჭირდებითო და აღარ გაგვიყოლა -მარი ბარბარე გადით რა ორი წუთით საქმე გვაქვს რაღაც-ვხედავდი როგორ ებერებოდა ძარღვები თოკას სიბრაზისგან.მე და მარიც მაშინვე გამოვედით. -არვიცი არაფერი არვიცი.ნეტა ალექსანდრე კარგადაა?-ბოლო წინადადება ჩუმად ვთქვი მაგრამ მარიმ მაინც გაიგო -რათქვი?ბოლოს რათქვი?შენრა ალექსანდრეზე ნერვიულობ?არარსებობს-მეკითხებოდა წარბაწეული მარი და პასუხის მოლოდინში თვალებგაფართოებული მიყურებდა. -მარი წამო რა გარეთ გავიდეთ ცოტა ხანი და მოგიყვები ყველაფერს. გავედით და საავადმყოფოს ეზოში ერთ-ერთ სკამზე დავსხედით.მარის ყველაფერი მოვუყევი აუზზე მომხდარი ამბიდან იმ დღემდე აბსოლიტურად ყველაფერი.მოყოლის დროს კი მარი თავის სხვადასხვა ემოციებს გამოხატავდა.მოყოლა დავსრულე და მარის მივაჩერდი -ეხლა რავქნა.ხო ვაიღიარებ რო მომწონს მარა რავქნა?არაფერი არვიცი სანდროზე და თითონაც არაფერს მიყვება. -აუ მოიცადე და აქამდე რატოარ მითხარი ამას ეხლა უნდა ვიგებდე.შენ კიარ მოგწონს შეყვარებული ხარ -აქამდე როდი უნდა მეთქვა მაშინ თოკას რო ოპერაციას უკეთებდნენ?ოო შეყვარებული არა ის ტიპს არ ვაინტერესებ. -მოგკლავ იცოდე შენ გიჟი ხარ რა ყურადღებას არ გაქცევს.აბა სახლამდე ვინ მიგიყვანა მეე?-მკითხა და ისეთი სახით შემომხედა სიცილი ვერ შევიკავე,მერე ისიც ამყვა. -ჰო ეგ მართალი მაგრამ ეხლა რავქნა როგორ მოვიქცე? -აცადე რა და დრო ყველაფერს მოიტანს-მაიმედებდა მარიამი -მოიტანს არა ის კაი რა-ჰოო მე ყოველთვის პესიმისტი ვიყავი-ისე ამის გარდა სხვა ახალი ამბავიც მაქ.დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე სახლიდან წამოსვლა და სამსახურის დაწყება. -ვაიმე ისეთ რაღაცეებს მეუბნები ერთი დღე კიარა მგონია რო მთელი საუკუნე გავიდა და სად აპირებ მუშაობას,ხოარ ყრია სამსახურები?გაგიჭირდება -არა აშკარად სიცხე გაქვს ან მალე აგიწევს,არხარ შენ ნორმალური,ბუღალტერი უნდა გახდე ამხელა ქალი და მიმტანად იწყებ მუშაობას?-იმდენად გაკვირვებული იყო ჩემი გადაწყვეტილებით,ალბათ გარშემო ხალხი რომ არ ყოფილიყო დამასახიჩრებდა -ეჰჰ მარიამ რასიზამ ესეთია ეს ცხოვრება-ვთქვი და მარის სახეზე კიდევ ერთხელ მუცლის ტკივილამდე ვიცინე -ცხოვრება კიარა მაგრად გაკლია,და ბარემ საავადმყოფოში ვართ და ანალიზები აიღე რაღაც რიგზე ვერ გაქ-მითხრა და ესე სიცილ-სიცილით ისევ საავადმყოფოში შევედით.მე მალევე დავბრუნდი სახლში.სახლში შესულმა პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე გეზი სადაც დედაჩემი და მამაჩემი ისხდნენ და აშკარად ჩემზე ლაპარაკობდნენ. -ოჰჰ მობრძანდა ქალბატონი,სად იყავი-გაგრძელებას აპირებდა როცა შევაწყვეტინე-ჰო ვიცი დედა რო სახლის გზა დამავიწყდა და შენზე საერთოდ არ ვფიქრობ,სალაპარაკო მაქვს,დაჯექი რა გთხოვ.დედაჩემმაც ყველაფერს თავი დაანება და ჩვენთან დაჯდა მძიმედ ამოვისუნთქე და დავიწყე -მოკლედ ხვალ გასაუბრებაზე მივდივარ,ერთ ერთ კაფეში ვიწყებ მუშაობას.მინდა დამოუკიდებლად ცხოვრება ვისწავლო და...სახლიდანაც გადავდივარ-ერთ ამოსუნთქვაში ვთქვი და მათ შევხედე ორი წყვილი თვალი ჩემსკენ იყო მომართული და გაფართოებული მიცქერდა. -შენ ვერ შეძლებ მოუარო საკუთარ თავს ჯერ არც ისე დიდიხარ ამ ყველაფრისთვის-დედაჩემი მაინც არ ნებდებოდა როგორც ყოველთვის. -ვარ ვარ,მამა შენ რასიტყვი? -როგორც შენ თვლი საჭიროდ ისე მოიქეცი,თუ თვლი რომ შენი გადაწყვეტილება სწორია,გააკეთე ეს უბრალოდ შემდეგ არ ინანო-ის იყო მსოფლიოში ყველაზე გამგები ადამიანი.სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ორივეს ვაკოცე,შემდეგ კი ჩემს ოთახში ავედი ტანსაცმელები გავიმზადე ხვალისთვის.კლასიკური შავი შარვალი შევარჩიე და მოკლე თეთრი მაისური.შემდეგ კი შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი,თავიდან ძილი არმეკარებოდა,ვფიქრობდი რა შეიძლება ყოფილიყო მომავალში,მაგრამ მალე ჩამეძინა. მეორე დღეს გვიან გამეღვიძა,იმის გამო რომ მეზიზღებოდა დაგვიანება შევეცადე ყველაფერი სწრაფად გამეკეთებინა.ჩავიცვი,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,მები გავიშალე და სამზარეულოში გავედი.ჩემები სახლში არ იყვნენ ამიტომ იყო სახლში სიწყნარე.დრო ჯერ კიდევ მქონდა ჯერ მხოლოდ 4 საათი იყო,ამიტომ სიმღერები ჩავრთე ყავა მოვიდუღე და ლეპტოპი ავიღე,სოციალურ ქსელში შევედი და მარის მივწერე.მოვიკითხე თორნიკეც,და თოკას ფოტოებს ვათვალიერებდი.სულ მარისთან გადაგებული ფოტოები ჰქონდა და ამაზე ჩამეღიმა.უცებ ისეთი ფოტო გამოჩნდა რომელზეც ალექსანდრე და თოკა იყვნენ გამოსახული უბრალოდ ისხდნენ და იღიმოდნენ და ალექსანდრეს ხელში სიგარეტი ეჭირა.გამიკვირდა მე არასდროს მინახავს როგორ ეწეოდა,თან არც მესიამოვნა საერთოდ არ მომწონდ ის ფაქტი რომ ადამიანი საკუთარი ხელით ისწრაფებდა სიკვდილს.მეგონა ფოტოზე მონიშნული იქნებოდა ალექსანდრე თუმცა შევცდი.უკვე 5ის ნახევარი იყო ლეპტოპი სწრაფად დავხურე ჩანთა ავიღე და წავედი.თაქსით მითითებულ მისამართზე მივედი.გარედან კაფე ძალიან ლამაზად იყო მორთული.შიგნით შესულსაც სიმყუდროვე და კარგი გარემო დამხვდა,აქ ნამდვილად დიდი სიამოვნებდით ვიმუშავებდი.ერთ ერთი მიმტანი გავაჩრე და ვთხოვე დამხმარებოდა,მანაც მალე დამიძახა და მენეჯერთან შემიყვანა.სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო თბილადაც მიმიღო.ყველაფერმა კარგად ჩაიარა ბოლოს მითხრა რომ აყვანის შემთხვევაში დამიკავშირდებოდა და ნომერიც ჩაიწერა.მეც სახლში დავბრუნდი და დავისვენე.საღამოს მობილურმა დამირეკა მეც სიხარულით მასინვე ვუპასუხე და მართლაც მახარეს რომ მე უკვე აყვანილი ვიყავი სამსახურში და ხვალ 10 ზე უკვე იქ უნდა ვყოფილიყავი.იმ საღამოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა საავადმყოფოში გასვლაც ვეღარ მოვახერხე.მეორე დღეს აწ უკვე ჩემს სამსახურში წავედი ბედნიერი და გახარებული.პერსონალსაც ძალიან კარგაად შევეწყვე,ყველა ძალიან თბილი იყო.ასე მიყვებოდნენ დღეები ერთმანეთს და 1 კვირაც გავიდა.მეც ჩემს სახლში გადავედი,დედაჩემი ისე მაცილებდა თითქოს სხვა ქვეყანაში ვაპირებდი გადასვლას,მაგრამ დავპირდი რომ ტავს არ მოვანატრებდი. ამ ერთ კვირაში ალექსანდრე არსად გამოჩენილა არც საავადმყოფოში და არც ისე უბრალოდ არ მოვუკითხივარ,თითქოს თავს ვაიმედებდი რომ გადამავიწყდა.ერთ დრეს მარიმ დამირეკა -რაშვებიი?დღეს ხოიცი ვგუგუნებთ?-სიცილით მეუბნებოდა -დღეს არვიცი რას ვშვებით ან რატო ვგუგუნებთ მარა დღეს თეკლა ჩამოდის(თეკლა ეს ჩემი ბიძაშვილია რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ჩემთან 3 თვით ჩამოდის) -აუუ რამაგარიაა ხოდა თეკლაც წამოვა ჩვენთან ერთად,გუშინ ხო თორნიკე გამოწერეს და დღეს გვინდა სადმე კარაოკე ბარში გასვლა რა ხო უეჭველი წამოხვალ? -არვიცი გოგო, თეკლა ჩამოვა საღამოს და უნდა დავხვდე იმედია მოვახერხებ -კი კი მოახერხებ ჩვენ სანდრინიოს ვეტყვი და გამოგიყვანს,მერე კიდე თეკლას დავხვდებით აეროპორტში. -აუ სანდრინიო კიარა რო გნახავ მოგკლავ იმედია ეხლა მარტო ხარ და თოკა მანდ არაა -არა გოგო გარეთ ვარ გამოსული-შვებით ამოვისუნთქე ამ პასუხის გაგებისთანავე საერთოდ არ მაწყობდა რომ თოკას გაეგო ეს ამბავი. -კაი წავედი ეხლა და დაგირეკავ მერე-ვუთხარი და გავუთიშე.დღეს შაბათი იყო და ვისვენებდი.სახლი დავალაბე და აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი.ერთი სული მქონდა როდის მომაკიტხავდა სანდრო.8 საათზე უნდა წავსულიყავი.მოვემზადე.მაღალწელიანი კლასიკური შავი შარვალი ჩავიცვი და ზემოდან შავი ტოპი,თმები დავისწორე და 8ის ნახევარზე მარის დავურეკე -აბა სადაა ერთი ის რასაც მქირდებოდი?არავინ არ მომაკითხავს?-დანანებით ვეკითხებოდი მარის -კი მოგაკითხავენ ეხლა,2 წუთში ჩადი ეზოში-მითხრა და გამითიშა მეც ზუსტად ერთ წუთში ჩემი სადარბაზოს წინ ვიდექი.მალე ჩემს ფეხებთან მანქანაც გაჩერდა და ოქოდან ერეკლე გადმოვიდა...ხო ერეკლე და არა ალექსანდრე,გული დამწყდა არსად წასვლა აღარ მინდოდა მაგრამ ეხლა ვეღარაფერს შევცვლიდი -ვაიმე რა ლამაზიხარ ბარბიი-მითხრა ერეკლემ და მანქანაც დაძრა -მადლობაა მარა ძაან გთხოვ ბარბის ნუმეძახი რაა-ვუთხარი სიცილით -აა კაი და კუკლა არ წავა?-მიცინოდა და ისე მელაპარაკებოდა -აუფ ეგ მითუმეტეს-ეს ადამიანი იმდენს მაცინებდა ვგიჟდებოდი,მაინც როგორი პიზიტიური იყო და როგორ არ გავდა სანდროს.იმის იმედი ისევ მქონდა რომ კლუბში მისულს მაინც დამხვდებოდა ალექსანდრე მაგრამ მოვტყუვდი იქ ყველა იყო აბსოლიტურად ყველა ალექსანდრეს გარდა,ის არსად ჩანდა და მეგონა ვერ ვერასდროს ვეღარ ვნახავდი.ჩვენს მაგიდასთან მივედი.კარგად ვერთობოდით მაგრამ მაინც მაკლდა რაღაც ვცეკვავდით ვსვამდით და ვმღეროდით.ბოლოს ძალიან დავიღალე და მარის მივუჯექი გვერდით. -გოგო თეკლა რომელზე ჩამოდის?-მკითხა მარიმ მე მაშინვე გამეხსნა გონება და საათს დავხედე თერთმეტი საათი ხდებოდა...არ არსებობს,არა არა -ვაიმე მარი თეკლა,თეკლა დამავიწყდა..!-სასოწარკვეთილი ვეუბნებოდი მარის რომელიც სიცილით ოთხად იყო მოკეცილი.ჰო ნამდვილად სასაცილოა.ასე დამავიწყდა,რომ ჩემს ბიძაშვილს დავხვედროდი აეროპორტში და ვიცოდი ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი თუარ ვიჩქარებდი.. სასწრაფოდ უნდა მეპოვნა ვინმე ვინც აეროპორტში გამიყვანდა,ახლა ტაქსის ძებნის დრო არმქონდა.ამდროს ერეკლეც დაგვადგა თავზე მე და მარის. -რასახე გაქ "კუკლა,, რაგჭირს?-მითხრა ეკემ და სიცილი დაიწყო მარისაც თავიდან სერიოზული სახე ქონდა თუმცა ვერც მან მოითმინა და სიცილი წასკდა -აუ კაი რა ეკე რა კუკლა?-ვუთხარი ვითომ განაწყენებულმა-აეროპორტში გამიყვან? -რათქმაუნდა მადამ-თქვა სიცილით და თავი დამიკრა.მეც გამეღიმა მის ასეთ ქცევაზე -კაი მაშინ სწრაფად,ოღონდ კითხვები არდამისვა ძაან მეჩქარება მერე აგიხსნი ყველაფერს-ვთხოვე ერეკლეს -კაი კაი წავედით-მითხრა მან და მანქანაში ჩავსხედით,ერეკლე ისე სწრაფად ატარებდა მანქანას მეგონა სადაცააა რამეს შევასკდებოდით და ღვედს ვეჭიდებოდი ერეკლე კიდე სიცილით კვდებოდა.როგორც იქნა მივაღწიე და რაცარუნდა გასაკვირი იყოს ძალიანაც არ დაგვიგვიანია -აბა ვინ უნდა ვიპოვოთ,ვინ ჩამოვიდა?-მკითხა ერეკლემ ინტერესით როცა აეროპორტის შესასვლელთან მივედით -ესიგი,თეკლა უნდა ვიპოვოთ.თეკლა ჩემი ბიძაშვილია.გარეგნულად ლამაზი გოგოა-ერეკლეს გავხედე და ეშმაკურად გავუცინე-მაღალია,გამხდარი,ყავისფერი თვალები აქვს,გრძელი ყავისფერი თმა და დიდი ტუჩები.სულ ესაა ეხლა შეგვიძლია ვეძებოთ-ერეკლე ამდროის მანძილზე ჩუმად მისმენდა,თითქოს ყველაფერს კარგად იმახსოვრებდა. -აჰამ ესიგი ლამაზია?-მკითხა,თან გაიცინა და წარბი ასწია -კიი ძალიან-მეც სიცილით ვუპასუხე თეკლა უკვე ჩამოფრენილი უნდა ყოფილიყო,დარწმუნებული ვიყავი ეხა ჩემზე იმდენად იყო გაბრაზებული ალბათ რომ დამინახავდა მე აუცილებლად უნდა გავქცეულიყავი,თორემ ვერ გადავრჩებოდი.მე წინ მივრბოდი.ერეკლე კი აქეთ იქით იყურებოდა და ხალხს აკვირდებოდა.ერეკლე ჩამომრჩა ვერც მე ვეღარ ვხედავდი.როგორც შემდეგ გაავარკვიეთ თურმე თეკლა ერეკლემ მაპოვნინა. ერეკლე: ბარბარეს ვეღარ ვხედავდი.მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებდი.იმ გოგოს გარეგნობა უკვე ვიცოდი ამიტომ ცნობა არ გამიჭირდებოდა.მივდიოდი ამ ფიქრებით როცა ვიღაც შემასკდა.უკან რომარ გადავარდნილიყო ხელი მკლავში ჩავავლე და დავიჭირე.ამომხედა. -აი გიპოვე-თეკლა იყო და მეც გახარებულმა შევძახე,თუმცა თეკლა არც ისე ბედნიერი ჩანდა,ბედნიერი კიარა მეგონა დამახრჩობდა -შენ ვინ ჯანდაბა ხარ?და რატო მიპოვე?ან ჩემი ხელი რატო გიჭირავს?-მაშინვე წამოენთო თეკლა.ბარბარეს აშკარად არ მოვუტყუვებივარ ის მართლა ლამაზი იყო. -სულ ამდენს ლაპარაკობ შენ?-უკვე მეც ვღიზიანდებოდი -საერთოდ ვინხარ შემეშვი რა და გამატარე-ისევ ყვიროდა,ყველა ჩვენ გვიყურებდა მაგრამ მას აშკარად არ ანაღვლებდა ეს ფაქტი. -ეხლა გაჩუმდი და გამომყევი თუ არგინდა რო ძალა გამოვიყენო და ხელით მომიწიოს შენი წაყვანა. -მე არსად არ წამოვალ მითუმეტეს შენთან ერთ..-აღარ დავასრულებინე,მაშინვემხარზე მოვიგდე და ბარბარეს საძებნალად წავედი.მისი ბარგიც კი მე მეჭირა ხელში. -დამსვი შე იდიოტო გამიშვი ხელი,გიჩივლებ იცოდე!სად მიდიხარ გთხოვ დამსვი რაა-თეკლა უკვე თხოვნაზე გადავიდა მაგრამ არც ამან გაჭრა-დამსვი დეგენერატო ვინხარ ავადმყოფო! -გაჩუმდი მოგეწონება ის ადგილი სადაც მიმყავხარ-მეც ვაბრაზებდი და მასზე ვხალისობდი -ვინხარ ან რანაირი ადამინი ხარ დამსვი ხო გთხოვე-თეკლამ უკვე აღარ იცოდა რაექნა-აი ამის გამო შენკიარა ბარბარეა მოსაკლავი ოხხ-თავისთვის ლაპარაკობდა თეკლა.მაგრამ ერეკლეს ესმოდა და ცდილობდა ბოლო ხმაზე არ დაეწყო ხარხარი... ბარბარე: ერეკლეს ვეღარ ვპოულობდი და დავურეკე -ერეკლე სადხარ?ვეღარ გპოულობ -მანქანასთან გამოდი რა იქ ვიქნები-გამიკვირდა ეს რომ მთხოვა ჯერ ხომ თეკლა არმიპოვია,მაგრამ მაინც მანქანასთან წავედი.მანქანასთან მისულს ისეთი სასაცილო სიტუაცია დავინახე რაზეც მუცლის ტკივილამდე ვიცინე,მაგრამ როცა თეკლას სახეს შევხედე რომელზეც ეწერა გირჩევნია გაიქცე!მივხვდი რომ უნდა გავჩერებულიყავი.ეკემ თეკლა ჩამოსვა და მისი ბარგიც მანქანაში ჩადო.თეკლა გამწარებული იყურებოდა მაგრამ მაინცც მოვიდა და ჩამეხუტა თან მითხრა-ძალიან რო არ მომნატრებოდი ეხლა თავს მოგაძრობდი,აი ამიხსენი როგორ დაგავიწყდი.ან ეს დეგრადიული ცხოველი ვინარის?არა ცხოველი არა მგონი რაღაც არსებაა ხო?-თეკლა სულ გაწითლებული იყო დაა მე მესაუბრებოდა თუმცა თვალს არ აშორებდა ერეკლეს.დარწმუნებული ვიყავი თეკლას შეეძლო ეკე იქვე მოეკლა მაგრამ ნამდვილად ვერმიწვდებოდა-ჩემს ფიქრებზე გამეცინა,მერე ეკეს სახეს შევხედე და მივხვდი რა შარში ვიყავი ახლაა მთელი 3 თვე ასე დაჭამდნენ ერთმანეთს. -ბარბარე ხოიცი როგორ დიდ პატივს გცემ,მაგრამ ეს პატარა ბავშვი დაამშვიდე რა,თორემ მოთმინების ფიალა ამევსება და მერე ჩემს თავზე პასუხს არვაგებ-არა უკვე თავი ამეხადა ამათი ჩხუბით.ვფიქრობდი და ვცდილობდი ორივე გამეჩერებინა -აუ მორჩით რა და წავედით გველოდებიან-ვთხოვე მათ და ორივემ დამიჯერა.როცა ჩავჯექით თეკლამ მკითხა-ვინ გველოდება?სად მივდივართ?-მივალთ ეხლა მალე და ჩემს მეგობრებს გაიცნობ-ამის მეტი არაფერი გვითქვამს მშვიდად მივაღწიეთ კლუბამდე.ერთის მხრივ გახარებული ვიყავი თეკლას ჩამოსვლით მაგრამ მეორეს მხრივ ალექსანდრე მაკლდა.კლუბში შევედით.ჩვენს მაგიდასთან ბიჭი იდგა ზურგით.აშკარად ახალი მოსული იყო.ვაკვირდებოდი და ვიცანი,ალექსანდრე იყო იქ.მუცელში პეპლები აფარფატდნენ პულსი საგრძნობლად ამიჩქარდა და თეკლას რაც შემეძლო მაგრად ჩავკიდე ხელი -ბარბარე რაიყო?მოხდა რამე?-ჩუმად მითხრა თეკლამ ვუახლოვდებოდით ჩვენს მაგიდას,როცა ალექსანდრესთან ვიღაც გოგო მივიდა და ზედ აეკრო.მანაც ხელი წელზე შემოხვია.ხო რათქმაუნდა აბა ეს მარტო ხომ არ იქნებოდა?მე მაგის ბედი ვინ მომცავფიქრობდი ჩემთვის და თვალები ცრემლით მევსებოდა.ძალიან გავბრაზდი და სახლში წასვლა მომინდა.მისი დანახვის სიხარული ამ საქციელმა გადაფარაახლა უკან ვეღარ წავიდოდი ამიტომ მათი ,,სიყვარულობანასთვის" უნდა გამეძლო.როცა ჩვენს მაგიდასთან მივედითალექსანდრეს უბრალოდ მივესალმე.და ბავშვებს თეკლა გავაცანი.ვსაუბობდით სხვადასხვა თემებზე.და შემდეგ ალექსანდრემ ხმამაღლა განაცხადა-ეს ჩემი საცოლეა გვანცა...ამ სიტყვებმა უბრალოდ მომკლა სხვას ვერაფერს დავარქმევდი ჩემს მდგომარეობას.ამ სიტყვების მეტი ვერაფერი გავიგე.უბალოდ ვუყურებდი როგორ ეხუტებოდა გვანცა ალექსანდრეს და ვგრძნობდი მარის მზერას რომელის სინანულით მომჩერებოდა.მეტის გაძლება აღარ შემეძლო და საპირფარეშოში გასვლა გადავწყვიტე. მარიც უკან გამომყვა. -ბარბარე თავი ხელში უნდა აიყვანო და არუნდა დაანახო რო სუსტი ხარ.ეხლა დამშვიდდი რა გთხოვ და გავიდეთ-მითხრა მარიმ და მხარზე ხელი დამადო.მართალიც იყო მე მის წინაშე ძლიერად უნდა წარმოვჩენილიყავი.საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი ვეღარც მის პრობლემას გავიგებდი და საერთოდ ვეღარაფერს მის შესახებ.მასთან მეგობრობაზეც უარის თქმა მინდოდა,ამის ძალა ნამდვილად არ შემწევდა.მეყურებინა როგორი ბედნიერი იყო სხვა ადამინთან.მართლაც მალე დავმშვიდდი და უკან დავბრუნდით.სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარე და გართობა დავიწყე.ვსვამდი და უკვე კარგად ვიყავი შეზარხოშებული,როცა ცეკვა მთხოვა ერთმა ბიჭმა ჩვენს გვერძე მაგიდიდან.მეც დავთანხმდი.ნნელი სიმღერა იყო ამიტომ ჩვენც ნაზად ავაყოლეთ სხეული მელოდიას თავი მის მხარზე დავდე და ასე უბრალოდ ვცეკვავდით. -რაგქვია?-ალბათ მოსწყინდა ეს ჩუმად ყოფნა და ჩამჩურჩულა -ბარბარე შენ? -მე ნიკა.ლამაზი სახელია ბარბარე მითხრა და გაიღიმა-ასე მგონია შენს მმაგიდასთან რო ბიჭი ზის ის 2 წუთში მოვა და ყელს გამომჭრის იმის გამო რო გეცეკვები -ვინ ბიჭი?-ვკითხე გაკვირვებულმა და თავი მისი მხარიდან წამოვწიე.ჩემი მაგიდისკენ გავიხედე -აი ის შავი მაიკა რო აცვია-მითხრა და ალექსანდრეზე მანიშნა.ხოო ის მართლაც იყურებოდა.-არა არაფერს გიზამს.მას საცოლე ყავს,ამიტომ ნუ გეშინია ჩემს გამო ხელს არ გაისვრის-ვუთხარი ირონიულად -მე რაღაც არმგონია რომ არაინტერესებდე.დამიჯერე ბიჭი ვარ და ვიცი მისი მზერა რას ნიშნავს რაც შეეხება ცოლს რაღაც არმგონია ეგ სიმართლე იყოს. -დამიჯერე არის,თავიდან არც მე ვიჯერებდი-ვთქვი სინანულით -გინდა დაგაჯერო?მოდი ვაეჭვიანოთ.ოღონდ უნდა დამპირდე რო ჩემი დაბრიდვის უფლებას არ მისცემ-მითხრა სიცილით და მეც დავთანხმდი.-ეხლა მე შენ გადაგაწვენ,შენ სიცილი დაიწყე მერე ისევ აგააყენებ და ჩაგეხუტები.შედეგს კი შენითც ნახავ.დავთანხმდი,ზუსტად ის გავაკეთე რაც მითხრა.და ბოლოს ალექსანდრეს გავხედე.მისი ასეთი თვალები მხოლოდ უცხო ზარების შემდეგ მენახა.ძალიან გამწარებული იყო ჭიქა გამოცალა და მაგიდაზე დაახეთქა.ჩვენსკენ წამოვიდა.მეგონა ეხლა მართლა მომიწევდა ნიკას დაცვა.ყურადღებას არ ვაქცევდით ვითომ ვერც ვხედავდით და ცეკვას ვაგრძელებდით. -გართობა დამთავრდაა ეხლა მე უნდა ვიცეკვო-შეხედა ნიკას და ზიზღით მიაჩერდა,ალბათ მერომ არ ვყოფილიყავი იქვე მოკლავდა.ნიკამ მაშინვე ხელი გამიშვა,გამიღიმა და სანამ წავიდოდა თვალი ჩამიკრა.ალექსანდრე ჩემთან მოვიდა ხელი წელზე შემომხივა და მისკენ მიმიზიდა.ნელა ვცეკვავდით არცერთი არვიღებდით ხმას,ბოლო ალექსანდრემ ვერმოითმინდა და მითხრა -შენ ყველას აძლევ უფლებას გეცეკვოს და ჩაგეხუტოს?-ორაზროვნდად მკითხა არვიცოდი ამით რის მიღწევას ცდილობდა. -არაა მხოლოდ გამონაკლისებს ვინ მომეწონება რა-მინოდა გამებრაზებინა და გამომივიდა კიდეც.თან გრადუსმაც იმოქმედა და უფრო გამბედავი ვიყავი-და შენ შენი ძვირფასი საცოლე არ გეჩხუბება მე რო მეცეკვები?-წამომცდა და ენაზე ვიკბინე მაგრამუკვე გვიანი იყო. -შენ ჩემს ძვირფას მეუღლეზე არ იდარდო მეთითონ მივხედავ.რაც შეგეხება შენ.შეეცადე სხვა დროს ჩემს წინ უცხოს არავის ეცეკვო თან ასე თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ და შეიძლება შეეწიროს შენს ერთ ,,უცოდველ'' ცეკვას -გამაფრთხილა მაგრამ ამას არ შევარჩენდი -შენი საქმე ყველაზე ნაკლებადაა ისთუ ვის ვეცეკვები მე.ჩემი ურთიერთობები შენ საერტოდ არ გეხება და შეეცადე არ ჩაერიო.უბრალოდ გირჩევნია შენს ცოლს მიხედო თორე ალბათ დაკარგავ სხვებზე ყურებით-ვუთხარი ირონიულად და ჩავიცინე.წამოსვლას ვაპირებდი დაა ხელი გავაშვებინე თუმცა მაინც დამიჭირა და უკან მომაბრუნა -ბევრს მელაპარაკები და მე ჯერ საუბარი არდამისრულებია!-ტონს აუწია სანდრომ -მე შენთან ყველაფერი დავამთავრე რაც იყო და ისიც რაც უნდა ყოფილიყო-ვუთხარი და თავის გათავისუფლება ვცადე მისი ხელებისგან-ახლა კი გამიშვი უნდა წავიდე -რაც იყო ის ვერდასრულდება და ამის იმედი ნუ გექნება მითხრა და ხელი უფრო მჭიდროდ შემომხვია...... გვანცას თითქოს არც აინტერესებდა ვისთან ერთად იყო ალექსანდრე და რას აკეთებდა ის.გამიკვირდა,მერომ ასეთ სიტუაციაში ვყოფილიყავი ალბათ იქაურობას მაშინვე დავტოვებდი.უბრალოდ სირცხვილის გრძნობა შემაწუხებდა სხვა არაფერი...არმინდოდა სიმღერა დამთავრებულიყო,მაგრამ არც ალექსანდრესთან ასეთ სიახლოვეზე ვიყავი თანახმა(ამ სიტუაციაში მითუმეტეს).სიმღერაც დასრულდა და როგორც იქნა მოვშორდი ალექსანდრეს და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.რაც არუნდა გასაკვირი იყოს ვერც გვანცას მკვლელ მზერას ვგრძნობდი.ალექსანდრეც დაუბრუნდი საკუთარ ადგილს და მის საცოლეს ხელი გადახვია.ბავშვებს გადავხედე,ერეკლე თეკლას გვერდით იჯდა და აშკარად აბრაზებდა.მარი და თოკაც ერთად ისხდნენ და ლაპარაკობდნენ.მოსაწესრიგებლად გასვლა გადავწყვვიტე და ბავშვები დავტოვე.სარკის წინ ვიდექი როცა საპირფარეშოში გვანცა შემოვიდა.მეგონა ბავშვებთან არაფერი შეიმჩნია და ახლა ჩემს მოკვლას აპირებს მეთქი.სარკესთან მივიდა და ლაპარაკი დაიწყო -მისმინე,რაღაცის თქმა მინდა,მეტი აღარ შემიძლია მარა ვიცი რო ალექანდრეს ვერ გადავურჩები. -კარგი რაც არის არის უნდა გითხრა.მოკლედ მე ალექსანდრეს ბიძაშვილი ვარ.ოღონდ ძალიან გთხოვ რა არავის არუთხრა-სწრაფად მითხრა მეკი თვალები შუბლზე ამივიდა -და აბა საცოლეო?იტყუება?რატო იტყუება?-გაოცებულმა კითხვები მივაყარე -კაი რა როგორ ვერ ხვდები?რისთვის დასჭირდებოდა ალექსანდრეს ჩემი აქ მოყვანა და თან საცოლედ გამოცხადება.რათქმაუნდა ბიჭებმა იციან და ვერ შეამჩნიე სიცილს ძლივს იკავებდნენ-მეუბნებოდა გვანცა -ანუ რაგამოდის რო ალექსანდრემ ჩემს გამო მოგიყ.. -ჰო ჰო სწორედ მიხვდი მოწონხარ რა ოღონდ არუთხრა მომკლავს გთხოვ-არდამასრულებინა ლაპრაკი გვანცამ ისე მომახალა-ეხლაც თვითონ გამომიშვა წადი ვითომ გაბრაზდი რო მეცეკვებოდა-იცინოდა გვანცა,მეკი ენა გადავყლაპე ვერაფერს ვამბობდი და ვცდილობდი ყველაფერი გამეანალიზებინა -გავგიჟდები,მართლა გავგიჟდები-როგორც იქნა ვთქვი და თავზე ხელი გადავისვი -მორჩი უნდა გავიდეთ.ეხლა შენ გადი ვითომ გაბრაზებულიხარ,იმის გამო რომ ვიჩხუბეთ,ხომ ხვდები?ცოტა იმსახიობე-გამიცინა გვანცამ და თვალი ჩამიკრა.მეც გამოვედი და მისი მითითებით გაბრაზებული სახე მივიღე.მაგიდასთან მისულმა კი დავინახე როგორ ირონიულად იღიმოდა სანდრო.იმ საღამოს სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.ალექსანდრეს ხშირად ვნახულობდი მის ,,საცოლესთან'' ერთად რომელთანაც უკვე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა(რათქმაუნდა ალექსანდრეს ზურგს უკან).ერთ საღმოს ბავშვები ერეკლეს სახლში ვიყავით შკრებილები,როცა ისევ დაურეკა ვიღაცამ ალექსანდრეს.ისევ იგივენაერად დაიძაბა ყველა და სანდროც დაუმშვიდობებლად წავიდა.მაშინ მივხვდი რომ ერთადერთი ვინც ყველაფერს მეტყოდა ალექსანდრეზე გვანცა იყო ამიტომ ვთხოვე გამოსულიყო და აივანზე გავედი.ისიც მალე გამოვიდა. -რამოხდა?რატო დამიძახე? -გვანცა უნდა მითხრა რახდება გთხოვ რა არ შევიმჩნევ რომ რამე ვიცი,უბბრალოდ მითხარი რა ჭირს სანდროს?რატომ გარბის ყოველი ზარის შემდეგ სადღაც?-ვეკითხებოდი გვანცას -იცი ბარბარე,ყველაფერი არც ისე ადვილადაა,მე რომ ეს გითხრა ალბათ კიდევ უფრო დიდი შანსია იმის რომ ალექსანდრემ მართლა მომკლას,მას არუყვარს როცა ამ ამბის შესახებ ვინმეს ვუყვები-მითხრა გვანცამ და თვალები აუწყლიანდა -დამიჯერე მე ის ადამიანი ვარ ვისაც შეგიძლია ბოლომდე ენდო,გთხოვ უბრალოდ მითხარი ვეღარ ვხვდები როგორ გავიგო რა ჭირს-ვთხოვდი გვანცას -კარგი ოღონდ აქ არა.შენ ბავშვებს უთხარი რომ საქმე გაქვს და მიდიხარ და მეც მალე გამოგყვები-უცებ შეადგინა გეგმა.მეც ამ გეგმის მიხედვით მოვიქეცი და მალე მე და გვანცა ერთ-ერთ მყუდრო კაფეში ვისხედით. -გისმენ,დაიწყე რა-ვთხოვე მას -მოკლედ ეს ამბავი 3 წლის წინ დაიწყო.ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ალექსანდრეს ძმა კოტე ერთ საღამოს სახლიდან გავიდა და დაიკარგა.ის სანდროზე 2 წლით პატარა იყო.მთელი ოჯახი ეძებდა კოტეს და ბოლოს ტყეში იპოვეს მოკლული-ღრმად ამოისუნთქა გვანცამ და განაგრძო-გამოძიებას აშკარად არ აწყობდა ამ საქმის გახსნა და ამიტომ გაუხსნელი დატოვა,ამის გამო კი ალექსანდრემ თვითონ დაიწყო გამოძიება და დღემდე აგრძელებს.მასაც და მის მშობლებსაც დღემდე საფრთხე ემუქრებად დღემდე ჰყავთ მტერი.ერთხელ სანდროს ვიღაც უცნობმა მიწერა კიდეც რომ თუ ამ გამოძიებას თავს არ დაანებებდა მოკლავდნენ,მაგრამ ის მაინც არ ჩერდება და ისევ ყველანაერად ცდილობს გაარკვიოს ვინ მოკლა მისი ყველაზე საყვარელი ადამიანი.დამიჯერე ახლა რომ იცოდეს რას გიყვები ძალიან გაბრაზდება და ამიტომ უბრალოდ არსად წამოგცდეს ეს მართლა ძალიან მძიმე თემაა სანდროსთვის-დაასრულა მოყოლა გვანცამ და მეც მივხვდი რაიყო სანდროს ასეთი სევდიანი და ტკივილიანი თვალების მიზეზი.შემეცოდა მინდოდა დავხმარებოდი მაგრამ არაფრით არ შემეძლო ეს გამეკეთებინა.გვანცას შევპირდი რომ ალექსანდრეს არაფერს ვეტყოდი და სახლში დავბრუნდი.მთელი ღამე სანდროზე ვფიქრობდი.ძილი არ მომკარებია.გამთენიისას დამეძინა და შუადღეს გავიღვიძე.კვირა იყო და არვიყავი სამსახურში წასასვლელი.ამიტომ მთელი დღე სახლში ყოფნა გადავწყვიტე.სახლი დავალაგე.მერე მარი ჩამოვიდა ჩემთან ბევრი ვიჭორავეთ,სულ ცდილობდა ალექსანდრეზე ელაპარაკა მაგრამ ვაჩერებდი ისედაც სულ მასზე ვფიქრობდი და ძალიან ვიღლებოდი.მოსაღამოვდა და მარიც თორნიკეს სანახავად წავიდა. ისევ მარტო დავრჩი.ისევდაისევ ფიქრებში ჩავიკარგე.ამ ფიქრებიდან კი ჩემმა აზუზუნებულმა მობილურმა გამომიყვანა.დაფრული ნომერი მირეკავდა -გისმენთ -ზუსტად 5 წუთში შენს სადარბაზოსთან იყავი,იმედია მიცანი-მითხრა და პასუხიც არ დამაცადა მაშინვე გათიშა. რათქმაუნდა მივხვდი ვინც იყო,ალექსანდრეს ხმას ყველგან ვიცნობდი.ნეტა რამოხდა ვფიქრობდი და თან ვიცმევდი.მართლაც ზუსტად 5 წუთში ჩემი სადარბაზოს წინ ვიდექი ალექსანდრესთან ერთად -რასგულისხმობ?-თავი მოვაჩვენე ვითომ არვიცოდი რაზე უნდოდა საუბარი -ჩაჯექი და აგიხსნი რასაც ვგულისხმობ -რასაჭიროა ღამის 11 სააათზე ჩავუჯდე მანქანაში ვიღაც ბიჭს-გავჯიუტდი -მე ვიღაც ვარ?-მკაცრი ტონი ჰქონდა -შეიძლება ვიღაც არხარ მაგრამ ვფიქრობ ესეც შეგვიძლია ლაპარაკი არარის აუცილებელი მანქ..-საუბარი არ დამასრულებინა და უფრო მაღალი ტონით მითხრა-ბოლოჯერ გეუბნები ჩაჯექი!მე ვიცი რაარის აუცილებელი და რა არა! -და რომარ ჩავჯდე რასიზამ?!არმინდა და არჩავჯდები!-არც მე ვუთმობდი -ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი!-წამში ჩემთან გაჩნდა და ისე აღმოვჩნდი მანქანაში,თავადაც კი ვერ მოვასწარი გააზრება. -თავი რამეს ხოარ მიარტყი?!გააჩერე სასწრაფოდ მანქანა!-ვუყვიროდი -კი როგორ არა როგორც შენ მეტყვი ისე მოვიქცევი-გამომხედა და ირონიულად ჩაილაპარაკა -თავხედი ხარ და არიცი გოგოს როგორ მოექცე-შევუღრინე გაბრაზებულმა-და საერთოდ სადარის შენი საცოლე?სხვა გოგოსთან ერთად რომ დადიხარ იცის?!-უცებ გამახსენდა გვანცა -ეჰჰ რა ბავშვი ხარ ვერაფერს რო ვერ ხვდები-თავიდ დანანებით გააქნია -ბავშვი შენხარ! -აი კიდე,ხო გეუბნები ბავშვი ხართქო-ჩაიცინა -სად მიგყავარ ბოლო-ბოლო იქნებ გამაგებინო-წარბაწეულმა გავხედე -რის..რისთქმას აპირებ?-ენა დამება და სანდროს გაფართოებული თვალებით მივაჩერდი -გაიგებ გაიგებ ბავშვო-მითხრა და ჩემი გაბრაზებული სახის დანახვაზე სიცილი დაიწყო.მალე მივედით დანიშნულების ადგილზე.შემაღლებული ადგილი იყო და მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა.იქამდე იმ ადგილის შესახებ არაფერი მქონდა გაგონილი.იქვე ორი სკამი იდგა.სანდრო გადავიდა მანქანიდან და ერთ-ერთ სკამზე დაჯდა.მეკი ჯიუტად არ გადვდიოდი მანქანიდან -მგონი შეეჩვიე ხელით რომ გატარებ,და ეხლაც იმიტომ არ გადმოდიხარ-ჩეიცინა ალექსანდრემ -ჰო როგოორ არა-გავძახე მანქანიდან და გადავედი ისევ შორს დავჯექი მისგან.გაეცინა. -აი ისევ შორს ზიხარ?მართლა გგონია რომ თუ ახლოს დაჯდები რამეს დაგიშავებ?რაღაც უაზროდ მეჩვენება ეგ ფაქტი -რაშუაშია ეგ?უბრალოდ ესეც კარგად ვზივარ,რასაჭიროა ზედმეტად ახლოს დაჯდომა?-ვეუბნებოდი და ქალაქს ვუყურებდი. -თუ მაინცდამაინც არგინდა თავად მოიწიო მაშინ მე დავჯდები უფრო ახლოს შენთან-თქვა და ეშმაკურად ჩაიცინა.გაბრაზებულმა გავხედე უკვე ჩემს გვერდით მჯდომს -მართლა მინდა რაღაც სერიოზულად გითხრა მომისმენ?-ხელი გადამხვია მაგრამ არ შევიმჩნიე -გისმენ-ვუთხარი ინტერესით -მოკლედ...არვარ რომანტიკოსი ამიტომ ვერმოვიფიქრე ეს სხვანერად როგორ მეთქვა-დავიძაბე მეც და ვიგრძენი როგორ დაიძაბა ალექსანდრეც-მოკლედ გეტყვი მართლა მიყვარხარ.მე არ შემიძლია გამოვხატო ეს სიტყვებით.მე ამას საქციელებით გამოვხატავ.უბრალოდ ასეთი ვარ,არმიყვარს გაუფასურებული სიტყვები რომლებსაც ზალა საერთოდ აღარ აქვთ ადამიანების ურთიერთობებში.უბრალოდ მინდა რომ შანსი მომცე,სხვა არაფერი და მე მართლა დაგანახებ თუ რას ნიშნავს ჩემი ნათქვამი ,,მიყვარხარ".არავისვის არმითვამს.არავისთვის არ შემიხედავს სერიოზულად.მაგრამ შენ,სხვანაერი ხარ.და ის ყველაფერი თუნდაც გვანცა რომელიც ჩემი ბიძაშვილია შენს საეჭვიანოდ მოვიყვანე.მინდოდა გეფიქრა ჩემზე.შენ რასფიქრობ ამყველაფერზე?-მკითხა ინტერესით.ამდროის მაძილზე კი თვალს არ მაშორებდა.ჩუმად ვიყავი არვიცოდი რაპასუხი გამეცა,ან როგორ მოვქცეულიყავი -არაფერს იტყვი?-ნაღვლიანი მიყურებდა და ელოდა როდის გავცემდი პასუხს -კი... უბრალოდ ვერვხვდები რაპასუხი გაგცე,.. ვიცი რამდენად კარგი ადამიანი ხარ და ისიც ვიცი ამ სიტყვებს ასე უბრალოდ არ მეტყოდი.უბრალოდ სიმართლეს გეტყვი,სერიოზულ ურთიერთობებში მე მეშინია გულისტკენის ყველაზე და ყველაფერზე მეტად.ეს მანადგურებს.არმინდა ჩვენს ურთიერთობაშიც ასე მოხდეს უბრალოდ ვერ გავუძლებ..-ვუყურებდი და ისე ველაპარაკებოდი.ჩემს ამ პასუხზე კი ტუჩის კუთხე ჩატეხა და დაძაბულობა მოეხსნა -მე არშემიძლია გული გატკინო,მე გულნატკენს ვერ გიყურებ.მე მინდა იყო ისეთივე ლაღი ყოველთვის როგორიც ეხლა ხარ გესმის?მართალია მე არვარ უპრობლემო და მარტივი ადამიანი.ჩემი გაძლება მართლა რთულია,მაგრამ შენ უნდა მენდო.ვერაფრის თქმა ვერშევძელი უბრალოდ მისკენ მივიწიე და მხარზე თავი დავადე.თანხმობის ნიშნად კი თავი დავუქნიე. -იმედია სხვებივით არ მოიქცევი-ჩემთვის ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე -არასდროს-ჩამჩურჩულა -არასდროს...არასდროს-მეც ვიმეორებდი მის სიტყვებს... ...კარგი იყო ალექსანდრესთან ურთიერთობა.მალე მეგობრებმაც გაიგეს ჩვენზე.ყველას ძალიან გაუხარდა და ფიქრობდნენ,რომ საუკეთესო წყვილი ვიყავით.ალექსანდრე ძალიან ეჭვიანი იყო ძალიან ეგოისტი.ამას კი მისი დიდი სიყვარულით ამართლებდა.ერთხელ ძალიან ვიჩხუბეთ.ყველა ერთად ვიყავით ერთ-ერთ რესტორანში.ვცეკვავდით,ვსვავდით და ვერთობოდით.სანამ რესტორნის კარი ჩემმა ბავშვობის სიყვარულმა არ შემოაღო(ჩემი და მარიამის მეგობარი იყო ოდესღაც,მაგრამ მერე მე შემიყვარდა.ხოო 3 წელი მიყვარდა რაცარუნდა გასაკვირი იყოს.თუმცა ბოლოს მივხვდი რომ არიყო ისეთი კარგი როგორიც მეგონა და შევეშვი)როცა შემოვიდა,ვერ შეგვამჩნია და შვებით ამოვისუნთქე,მაგრამ მარიმ გამწირა და ხმამაღლა დაიწყო კისკისი,მერე კი გადმომიჩურჩულა -აუუ ეს გიო არაა?გახსოვს სამი წელი რო დასდევდი?-მეუბნებოდა სიცილით და საერთოდ არ იმჩნევდა ალექსანდრეს რომელიც ჩვენს შორის იყო და ახლა უკვე გაბრაზებული აცეცებდა თვალებს ,,მსხვერპლის''აღმოსაჩენად.მარიამს ალბათ ეს იმიტომ წამოცდა რომ უკვე გრადუსში იყო.ხველა ამიტყდა და როცა დავწყნარდი ჩემს დაქალს თვალები დავუბრიალე,ისიც წამში გაჩუმდა.გიორგი ჩვენს გვერდზე მაგიდასთან იჯდა და ჩემდა საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით ვერ გვამჩნევდა.ალექსანდრე კი ისეთი გაბრაზებული და დაძაბული იჯდა მეგონა ჩხუბს დაიწყებდა.ვეღარ გავძელი და ხელი ვკარი -სანდრო...-პასუხს არ მცემდა-სანდროო...წამოდი აივანზე გავიდეთ რაა-ვთხოვე და წამოვდექი,ისიც უსიტყვოდ გამომყვა.თან თვალს გიორგისკენ აპარებდა და მუშტს კრავდა(არა,არა არა არუნდა იჩხუბონ.დამშვიდდი ბარბარე-ვაწყნარებდი საკუთარ თავს და ვცდილობდი გიორგის არ შევემჩნიე)საბოლოოდ მეგონა რომ გადავრჩი და აივნის კარებში გავდიოდი როცა უკნიდან ნაცნობი ხმა გავიგე -ბარბარეე-ოღონდ ეს არაა.სახე მომეღუშ მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და მივტრიალდი გიორგისკენ.ალექსანდრე კი მის უკან იდგა და ირონიულად გვიყურებდა. -როგორ ხარ?სად დამეკარგე?მაგრად მომენატრე ეე-მითხრა გიორგიმ და ჩამეხუტა.მე კი სახით სანდროსკენ ვიყავი და ვხედავდი როგორ უყურებდა გიოს მეგონა იქვე მოკლავდა. -ამმ...კარგად შენ როგორ ხარ?-შეძლებისდაგვარად მშვიდად ვუთხარი და ვცადე ჩემი აკანკალებული ხელები დამემალა. -რავი ვარ რა ნელნელა-მითხრა და გამიღიმა-რა კარგად ვიყავით გახსოვს,ნეტა ეხლაც ისდრო იყოს-თქვა დანანებით -ჰო რავიცი...-ერთი სული მქონდა როდის გამეცლებოდა,რადგან ალექსანდრე უფრო და უფრო იძაბებოდა და ვიცოდი მალე ,,აფეთქდებოდა'' -ვისთან ერთად ხარ აქ?-სწორედ ამ კითხვას ველოდი,უნდა გავაცნო ალექსანდრე რომ შემეშვას -მე ...მეგობრებთან ერთად ვარ და აი-ალექსანდრესთან მივედიი და ხელი ჩავკიდე-ეს ალექსანდრეა ჩემი შეყვარებული-ვუთხარი და ალექსანდრეს მხარზე თავი მივადე -აა შეყვარებულია-თქვა გიორგიმ,თავი დაახარა და ირონიულად გაიღიმა. -სასიამოვნოა-და აი გაისმა ალექსანდრეს ბოხი ხმა,მერომ ვგიჟდებოდი ის ხმა(მაინც როგორი ჰუმანური იყო...არაასდროს მოიქცეოდა არაკაცივთ,გიროგისგან განსხვავებით...) -ჩემთვისაც-თქვა და ერთმაენთს ხელი ჩამოართვეს-აჰჰ..რა ძლიერი შეყვარებული გყოლია,არუჭირს ხო შენი დაცვა?-მითხრა ირონიულად გიორგიმ და ხელი დაიზილა -ჰოო ვიცი ძალიან ძლიერია და საერთოდ არუჭირს ჩემი დაცვა-მეც არ ჩამოვუვარდი და ამაყად ალექსანდრეს გავხედე რომელსაც სახეზე კმაყოფილება ეხატა. -ძალიან კარგია-მითხრა გიორგიმ-ჰოო უნდა დაგტოვოთ მე და სანდრომ საქმე გვაქვს რაღაც-ვუთხარი სასწრაფოდ გავეცალე და ალექსანდრეც გავიყოლე. -ხოიციი,რომ ჩემი ბრალი არარის?-ვუთხარი სანდროს და აწყლიანებული თვალებით შევხედე -ვიცი,შენ არაფერ შუაში ხარ,ვის არ ჰყოლია ბავშვობის სიყვარული,მაგრამ ხოიცი არშემიძლია ვიღაც რო ზედმეტად გეფლირტავება რაა-მითხრა და თმაზე ხელი ჩამომისვა. -ვიცი,ესეც უნდა იყოს...მიყვარხარ...-ვუთხარი და ჩავეხუტე -მეც ყველაზე მეტად იმ საღამოს გიორგიმ თავისი არაკაცობა ბოლომდე გამოაჩინა და ცეკვაც მთხოვა.დიდი ხანი მეხვეწა მაგრამ არაფერი გამოუვიდა.ალექსანდრე კი ჩემი საქციელით უფრო ამაყი იყო. მარი თოკას ეცეკვებოდა.თეკლა კი ეკეს.ოო ამ ორს შორის რაღაც ისე არარის როგორც უნდა იყოს-ვფირობდი გულში და თან მოცეკვავე წყვილს ვადევნებდი თვალს.მართლა უცნაურად იქცეოდნენ.თავიდან როცა თეკლა ჩამოვიდა სულ ჩხუბობოდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ნერვები მოეშალათ.ერთხელ კი როცა ეკეს ყელში ამოუვიდა თეკლას ესეთი საქციელი.ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა(ჰოო ამაზე მართლაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა)იმ საღამოს ეს ორი არავის უნახავს.თეკლაც ძალიან გვიან მოვიდა სახლში მაგრამ არაფერს მიყვებოდა.იმის მერე ასე უცნაურად იქცევიან.(ნუ რათქმაუნდა მაინც ყველაფერს გავიგებ-ეშმაკურად ჩავიცინე) და ახლა ბიჭებს გადავხედე რომლებიც უშედეგოდ ცდილობდნენ გოგოები ,,დაეკერათ''.მე და ალექსანდრემაც ვიცეკვეთ.ვგრძნობდი გიორგის მწველ მზერას მაგრამ ეს მაშინ ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა.იმ საღამოს ისე წამოვედით გიორგის არ დავმშვიდობებივარ(მარისგან განსხვავებით)სახლში სანდრომ მიმიყვანა... ...ყველაფერი შესანიშნავად იყო.დღეები ისე გადიოდა ვერც ვიგებდი.მაგრამ ყველა ბედნიერება ოდესღაც სრულდება.... ჩვენი ურთიერთობა 5 თვე გაგრძელდა.ეს ხუთი თვე იყო ბევრი სიცილის,სიყვარულის,უამრავი ემოციის და სიცოცხლის წყურვილის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.მე თამამად შემეძლო მეთქვა,რომ საუკეთესო წყვილთა შორის საუკეთესოები ვიყავით მე და ალექსანდრე. ...ეჰჰ ალექსანდრე...მაინც როგორ შეძლო ასე გავენადგურებინე?რაში დასჭირდა? ის დღე ზუსტად მახსოვს...ოქტომბრის 12 რიცხვი იყო,პარასკევი საღამოს 11 საათი ხდებოდა.იმ დღეს ალექსანდრეს არც მოუწერია საერთოდ არ შემხმიანებია.მხოლოდ საღამოს მომწერა.11 ზე შენს სადარბაზოსთან ჩამოდი საქმე მაქვსო.გული მიგრძნობდა რაღაც რიგზე ვერ იყო.უხეშად მწერდა.შემეშინდა მართლა შემეშინდა მისი დაკარგვის.იმედი მაინც მქონდა რომ ეს ,,საქმე" ჩვენს ურთიერთობას არ უკავშირდებოდა.მაგრამ იმედი ხომ ბოლოს კვდება? ზუსტად 11ზე ჩავედი და მანქანას მიყრდნობილი სანდრო დავინახე.ვგრძნობდი როგორი დაძაბული იყო და ეს უფრო მანერვიულებდა.არც გადავუკოცნივარ,ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.მანქანაში ჩაჯდა,მეც ჩავჯექი და ვუყურებდი ველოდებოდი როდის დაიწყებდა საუბარს(რაც მართლა ძალიან უჭირდა) -მოკლედ...-ძლივს დაიწყო-უნდა დავამთავროთ ურთიერთობა,არაფერი გამოგვივა.აზრი არ აქვს,ალბათ ვერ შეგიყვარე ბოლომდე-ეს სიტყვები თავში უროს ჩარტყმას ჰგავდა...ვერ შეგიყვარე...ვერ შეგიყვარე...ერთი და იგივე სიტყვები მიტრიალებდა გონებაში და ბოლო ხმაზე ყვირილი მინდოდა.ძალა მოვიკრიბე რომ არ მეტირა.ალექსანდრეს შევხედე,თვალებზე მივაჩერდი.ეს ერთადერთი მომენტი იყო ამ ხნის მანძილზე,როცა ვერ ვკითხულობდი მის თვალებში რას გრძნობდა.ვერაფერი მოვიფიქრე,ვერ მოვიფიქრე რამეპასუხა და უბრალოდ გავარტყი.თავი იმდენად შეურაწყოფილად და დამცირებულად ვიგრძენი,იქ ჯდომას მერჩივნა მიწა გამსკდომოდა.მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან და სახლში გავიქეცი.არც გამომყოლია...ამან უფრო გამაღიზიანა,როგორ შეეძლო,უბრალოდ როგორ შეეძლო ამდენი ხნის მერე ასეთი სიტყვები ეთქვა ჩემთვის.მთელი ღამე ვტიროდი.იმ ღამის მერე ძველი ბარბარე მოკვდა,აღარ არსებობდა.ახალმა ბარბარემ კი შეწყვიტა გარე სამყაროსთან ურთიერთობა,დაივიწყა ყველა და ყველაფერი.ალექსანდრეს ძმაკაცები გვერდიდან არ მშორდებოდნენ,თითქოს ჩემთან ალექსანდრეს არ ამართლებდნენ,თუმცა ალექსანდრეს ჰქონდა მიზეზიო-თოკასთვის უთქვამთ.ჰოო რათქმაუნდა ჰქონდა...რაც არუნდა ყოფილიყო შეიძლება ასე 2 სიტყვით ასეთი ურთიერთობის დასრულება?!შიძლება დაივიწყო ყველა ის მოგონება,ის სიყვარული ის წამები,წუთები ყველაფერი?ასე ერთიანად გაქრება შენი გონებიდან?!და მორჩა?! ...ყველაფერზე ხელი ავიღე და...გიორგისაც შევურიგდი.ამ პერიოდში გიორგი თითქოს ჩემი მხსნელი იყო ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზი.გვერდიდან არ მშორდებოდა.სულ თავზე მევლებოდა.მიუხედავად იმისა რომ ეს მარიამ ძალიან არ მოსწონდა და არც თეკლაას მე აღარავის აზრი აღარ მაინტერესებდა(ჩემს ცხოვრებაში პირველად).აღარავის აღარ ვუჯერებდი.ყველაფერი ფეხებზე დავი.კიდე.უბრალოდ ცხოვრების დინებას მივყვებოდი ახლა უკვე ,,ახალ შეყვარებულთან".იმ ღამის შემდეგ ალექსანდრე არსად გამოჩენილა.არც ბიჭებთან და არც ჩვენს სიახლოვეს.ერთხელ თოკას და ეკეს საუბარს მოვკარი ყური.ალექსანდრე გერმანიაში წასულა.ჰოო...რატომაც არა?!ალბათ კარგადაც ერთობა.თავს იმით ვინუგეშებდი რომ უკვე დავიწყებული მქონდა და ვითომ აღარ ვფიქრბოდი მასზე.ყოველთვის ყალბ ღიმილს ავიკრავდი სახეზე და გარეთ ისე გავდიოდი.არავის ვაყურებინებდი როგორ მტკიოდა გული და რას განვიცდიდი.ღამე კი...მაინც როგორი იდუმალია ღამე?!ყველა ადამიანის ფიქრი იცის...რამდენჯერ დამისველებია ცრემლებით ბალიში,რამდენჯერ მიტირია გათენებამდე...მაგრამ ეს ტირილიც მხოლოდ ღამეს ახსოვს,სხვა ვერც ვერავინ ხვდება და არც არის საჭირო.ალექსანდრეს წასვლის შემდეგ ბევრი ახალი რამ მოხდა.თეკლას ეკე შეუყვარდა და ერთად იყვნენ.თოკა და მარიამი კი ქორწილს გეგმავდნენ.ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა დღე როცა მარის საქორწლო კაბაში ვნახავდი.მე მხოლოდ მათი და ჩემი მშობლების გამო მიღირდა ცხოვრება სხვა არაფრის.ქორწილი დეკემბერში დაგეგმეს.ალექსანდეს წასვლიდან 2 თვის თავზე.ისე გავერთე მათი ქორწილის საკითხების მოგვარებაზე,აღარაფერი მახსოვდა მხოლოდ:კაბა,ტორტი,რესტორანი,გაფორმებები,მაკიაჟი და ა.შ. თითქოს ალექსანდრე წარსულს ჩაბარდა.ვფიქრობდი რომ სანდრო ქორწილში ჩამოსვლას ვერ გაბედავდა,უბრალოდ ვერ შეძლებდა ჩემთვის თვალებში შემოეხედა,ყველაფრის მიუხედავად ასეთი უნამუსო მაინც არ მეგონა.ქორწილამდე 1 კვირით ადრე თოკასთან ეს საკითხი მაინც გადავამოწმე -თოკა ისს...იქნება?-მორიდებით ვკითხე -ვინ ის? -აუ კაი რა ვითომ ვერხვდები.არმითხრა კაი არმაინტერესებს-გავბრაზდი და წამოსვლას ვაპირებდი -კაი კაი რაგჭირს?არამგონია რომ იყოს.მე ველაპარაკე მარა არვიცი რამდენად შევძლებო.ალბათ არ ჩამოვა -ჰოო იმედია-ჩემთვის ჩავიბურდღუნე ******************************************* და დადგა ნანატრი 10 დეკემბერიც.სულმოუთქმელად რომ ველოდით მთელი სამეგობრო. დილით მარისთან წავედი.(დიდად ამ მზადებით,თავი რომ არ მოგაბეზროთ მოკლედ ვიტყვი)მარი გამოვაწყეთ ქორწილისთვის.საბოლოოდ კი ისედაც ანგელოზივით გოგო უფრო ანათებდა.ულამაზესი იყო.მსუბუქი მაკიაჟით და ტანზე მომდგარი თეთრი კაბით.უბრალოდ ბრწყინავდა,.მე წითელი კაბა მეცვა ზურგ ამოღებული.ასევე მეც მსუბუქი მაკიაჟი მქონდა გაკეთებული თმა კი დახვეული მქონდა.ერთი სიტყვით ორივე იდეალურები ვიყავით... საუკეთესო მომენტი მარიამის და თოკას შეხვედრა იყო.ორივეს თვალები უბრწყინავდა,ერთმანეთს იმდენად დიდი სიყვარულით უყურებდნენ,კინაღამ ტირილი დავიწყე.აი ისეთი მომენტი იყო უამრავი ემოციით რომ აივსები.ხელიც მოაწერეს,ჯვარიც დაიწერეს და დიდი ჟრიამულით და სიგნალებით რესტორნისკენ გავეშურეთ.ძალიან ბევრი ვიხალისეთ.თოკას მეჯვარე ეკე იყო.ბევრი ვიცინეთ და მალე რესტორანამდეც მივაღწიეთ.ქორწილიც მალე გახურდა.დავივიწყე ყველაფერი და ბოლო დონემდე გართობა დავიწყე.დავლიე კიდეც.მგონი იმდენად რომ გიორგის თითქოს სიყვარულით ვუყურებდი( არაა ეს აშკარად სასმლის ბრალი იყო)საცეკვაო მოედნიდან წამოვედი და ჩემი ადგილი დავიკავე.მარის გვერდით.ბიჭები გარეთ იყვნენ გასული.მეკი მარის ყურში ვეჩურჩულებოდი სისულელეებს და სიცილით ვკვდებოდი.მარი შემოსასვლელი კარისკენ იხედებოდა და უცებ ადგილს მიეყინა არც ხმას აღარ იღებდა. -ბარბ...ბარბარე...ეხლა ხომიცი...მყარად უნდა იდგე-მითხრა ხმააკანკალებულმა მარიმ -აუ მყარად არა ის,რატოუნდა ვიდგე მყარად-ვეუბნებოდი,თავს აქეთ არ ვატრიალებდი და სიცილს არ ვწყვეტდი. -კარისკენ გაიხედე გთხოვ...ოღონდ დამშვიდდი-მითხრა ახლა უკვე ძალიან განერვიულებულმა,რამაც მეც შემაშინა.თავი ნელი მოძრაობით შემოვატრიალე და...არა არა და არა...ეს მელანდება,ეს ნამდვილად სასმლის ბრალია..ეს არარის რეალობა.ყველაფერი მესიზმრება და სადაცაა გავიღვიძებ.თავბრუ დამეხვა,გონებას ვკარგავდი,ვეთიშებოდი რეალობას.ვეღარ ვუძლებდი.... ...გონების დაკარგვამდე ორი წამი მაკლდა,თუმცა მარიამის მწარე ჩქმეტამ გამომაფხიზლა.და მარის აწყლიანებული თვალებით მივაჩერდი.კარისკენ გახედვას ვერ ვბედავდი -მითხარი რომ კარში ალექსანდრე არ დგას და ეს ყველაფერი მესიზმრება!გთხოვ უბრალოდ მითხარი!-ვეხვეწებოდი მარის და თვალები მაგრად მქონდა დახუჭული -კაი რა გთხოვ დამშვიდდი,ნუტირი რა ქორწილი მაქვს თუ გასვენება?ვხვდები როგორ მდბომარეობაში ხარ,მაგრამ შენც გამიგე რაა-მითხრა ვითომ გაბრაზებულმა-უბრალოდ არაფერი შეიმჩნიო ყველაფერი კარგად იქნება-დამამშვიდა და მეც დავუჯერე.არაფრის დიდებით არ ვიხედებოდი ბიჭებისკენ.გულის სიღმეში მაინც მჯეროდა რომ ჩემს სიახლოვეს არ გამოჩნდებოდა,ან ეს უბრალოდ თავის ფუჭი დაიმედება იყო...რავიცი... მალე ჩვენთან თოკა მოვიდა და ჩემსა და მარის შორის ჩაჯდა.მარის ხელი გადახვია და ჩემსკენ მოიწია -მარის თავს გეფიცები მართლა არვიცოდი,არინერვიულო რა თორე მაგრად გამიტყდება-მთხოვდა თოკა-ეხა აქ უნდა მოვიდეს,მარის უნდა მიულოცოს და არგინდა რა ნერვიულობა კაი?-მკითხა და თან ალექსანდრეს გახედა -ჰო კაი კაი-ჩავიბურდღუნე უფრო ჩემთვის ვიდრე თოკას გასაგონად.არმინდოდა ალექსანდრესთან რაიმე კონტაქტი მქონოდა,უბრალოდ გამარჯობის თქმაც კი გამიჭირდებოდა და დავიბნეოდი რაც ნამდვილად არ მაწყობდა.უკვე საპირფარეშოში გასვლას ვაპირებდი როცა გიორგი მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა.მაშინვე შევამჩნიე როგორი გამწარებული უყურებდა თოკა გიორგის.მართალია ეს პირველი შემთხვევა არიყო,მაგრამ ახლა რაღაც მეზედმეტა მისი ასეთი საქციელი. -ხო არ მოიწყინე?-ჩამჩურჩულა გიორგიმ და თავი მხარზე დამადო-ოჰჰ ძველი ნაცნობებიც მოსულან-მითხრა და ირონიულად ჩაიცინა.აშკარად ახლა შეამჩნია სანდრო. -არა არმომიწყენია...-ვუთხარი ყველანაერი ემოციის გარეშე და სულ მალე ბატონი ალექსანდრეც დაიძრა ჩვენსკენარ ვუყურებდი თუმცა მის მწველ მზერას მაინც ვგძნობდი.წამოვხურდი და მოვლენების განვითარებას გულამოვარდნილი ველოდი. -გილოცავ მარიამ,ბედნიერი ოჯახი მინდა გქონდეთ.ნუ ხოიცი როგორც მიყვარხართ რა(ჰოო მეც ესე ვუყარდი..გავიფიქრე ჩემთვის)-უთხრა მარის ალექსანდრემ და გადაკოცნა.თან მზერას ჩემსკენ აპარებდა -მადლობა დიდი.ჩვენც გვიყვარხარ ძალიან.ისე სად დაგვეკარგე?რატო აღარ ჩანხარ?-ჰკითხა ინტერესით მარიმ -რავი ეს საქმეები ხოიცი რაა-უთხრა სანდრომ-ჰო მისალმება სულ დამავიწყდა...გამარჯობათ...-თქვა და მკვლელი მზერა ჩემზე და გიორგიზე გადმოიტანა. -გაგიმარჯოს-ჩავიბურდღუნე -გამარჯობა,გამარჯობა.როგორ ხარ სანდროოო?-გაიწელა გიორგი და ალექსანდრეს ირონიულად გადახედა -რავიცი ვარ რა თავად როგორ გიკითხოთ-,,თ''-ს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და მზერა ჩემზე შეაჩერა -მშვენივრად,ჩვენც ვემზადებით ქორწილისთვის-ამის გაგონება და ჩემი ხველის ხმა ერთი იყო.ძლივს დავწყნარდი.მაშინვე ალექსანდრეს გავხედე.მთელ სახეზე ალმური ედო.ის ის იყო აფეთქდებოდა. -ძალიან სასიხარულო ამბავია-გამოსცრა კბილებში და ბიჭებთან წავიდა.როგორც კი გაგვეცალა მაშინვე გიორგის მოვკიდე ხელი და აივანზე გავიყვანე -ეს რაიყო?!ამიხსენი!როდის შევთანხმდით ჩვენ ქორწილზე?საერთოდ ლაპარაკიც კი არ ყოფილა!-გამწარებული ვიყავი და ხელებს გაურკვეველი მიმართულებით ვაქნევდი. -რას ვარდები ვერგავიგე?რაიყო არგვექნება ქორწილი?!თუ ის გაგიტყდა შენ ყოფილ სიყვარულს რო აეწვა?-მკითხა გაცეცხლებულმა გიორგიმ -რათქვი გოგო?!-მომვარდა გიორგი და მაჯაზე ხელი ჩამავლო -გამიშვი ცხოველო მეტკინა ხელი!შემეშვი!გაეთრიე საერთოდ აღარ მინდა გხედავდე!-ვუღრიალე და ხელი გავაშვებინე,ისიც წამში გავარდა,უკან აღარც მოუხედია.მოაჯირს დავეყრდენი და თავი დავხარე.ცრემლებმაც როგორც ყოველთვის გზა გაიკვალეს ჩემს სახეზე. -დავიღალე...აღარ მინდა აღარაფერი...ღმერთო რადაგიშავე...-ჩემთვის ვჩრუჩულებდი.კარის გაღების ხმა გავიგპნე.ისევ გიორგი მეგონა და აღარც შემიხედავს ისე დავუწყე საუბარი -ხომ გთხოვე წადი მეთქი?!გამანებე თავი არმინდა გხედავდე გიორგი წადი!-ვუყვირე და თვალი ჰორიზონტს გავუსწორე,თან ცრემლები მომდიოდა. -გიორგი ნამდვილად არვარ.მაგრამ ვფიქრობ არც ჩემი ნახვა გაგახარებს-მითხრა,გვერდით მომიდგა და თვითონაც მოაჯირს დაეყრდნო.თვალს აარ მაშორებდა,ელოდა ალბათ რას ვუპასუხებდი.მეკი დამუნჯებული ვიყავი:მონატრებისგან,სიყვარულისგან და ალბათ ტკივილისგანაც...ჰო ტკივილისგან... -ისე როგორც ვხედავ არც ისე უბედური ხარ.რატო დაიტანჯე?შეყვარებული გყავს,აგერ თურმე დღე-დღეზე ქორწილიც გექნებათ.რა გაწუხებს?-მკიტხა ირონიულად და მომაჩერდა.ვეღარ მოვითმინე და შევხედე. -აჰჰ...-ჩავიცინე მეც ირონიულად-და შენ ფიქრობ რომ ჩემს ცხოვრებაში რამე სასიხარულო და ბედნიერი კიდევ ხდება?!-განსაკუთრებით გამოვკვეთე ,,კიდევ" -ჰო არვიცი...რავიცი..ალბათ ვერვხვდები-დაიბნა.დიდიხანი ვიდექით ასე უბრალოდ ვიყურებოდით სივრცეში.დუმილი კი ალექსანდრემ დაარღვია -გიყვარს?-სევდიანად მეკითხებოდა.გული მეტკინა.იმდენად რომ თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე.უბრალოდ ვეღარ მოვითმინე... -შენრა მეხუმრები?საბოლოოდ გინდა არა ჩემი განადგურება?ამიხსენი რადაგიშავე უბრალოდ მითხარი სხვა არაფერს გთხოვ მითხარი რაგინდა?!რატომ გადამეკიდე?ხომ დაასრულე შენივე დაწყებული ურთერთობა,ისე როგორც შენ გინდოდა?მომკალი!შენს გამო სახლიდან აღარ გამოვდიოდი.ადამინაობა დავკარგე გესმის!-გამწარებული ვყვიროდი და ალექსანდრესთან ძალიან ახლოს ვიდექი.იმწამს მინდოდა მისთვის გამერტყა მაგრამ ვერშევძელი.უბრალოდ ყველაფერს ვამბობდი რაც პირზე მომადგებოდა-და ამყველაფრის მერე შენ...შენ ბედავ და მეკითხები მიყვარსს თუარა?სიმართლე გაინტერესებს?!გეტყვი!მიუხედავად იმისა რომ შენი წასვლა გიორგიმ გადამატანინა,მაინც ვერ გადაგიყვარე!ამის გაგება გინდოდა!?ჰოდა ხომ გესმის?!მორჩა შეგიძლია წახვიდე!ისე არ დარჩებოდი გეყოლება შენ ვინმე!უბრალოდ წადი რომ დამავიწყდე...და აღარასდროს აღარ გამოჩნდე!-დავასრულე და მივაჩერდი,თან ცრემლები მომდიოდა.ისკი ნაღვლიანად მიყურებდა და რომ არა სიამაყე ალბათ იტირებდა კიდეც.არაფერი არუთქვამს უბრალოდ მოოულოდნელად დაიხარა და მაკოცა.ვერაფერი მოვიმოქმედე უბრალოდ ვტიროდი,ვეღარ ვუმკლავდებოდი ამდენს.თავი შუბლეზედამადო და სახეზე ხელს მისმევდა -ხომ მიცნობ?ვიცი რომ შენზე კარგად არავინ არმმიცნობს!ვიცი რომ ჩემს თვალებში წამში შეგიძლია ამოიკითხო რას ვგრძნობ...ხომ იცი უმიზეზოდ რომ არ დაგტოვებდი?!და ჩვენს ურთიერთობას ერთი ხელის მოსმით არ დავანგრევდი?!-მეკითხებოდა თან მიყურებდა მეკი ერთ წერთილს მივჩერებოდი და ვეღარ ვაზროვნებდი.მიხურდა სახის ყველა ის ნაწილი სადაც მეხებოდა... -ახლა არა...წადი უბრალოდ დამტოვე..წადი...-შევეხვეწე -წავალ,მაგრამ არინანო...რაცარუნდა იყოს მე ყველაზე და ყველაფერზე მეტად მეყვარები...-ამოიხვნეშა-სადაც არუნდა ვიყო-ეს ბოლო წინადადება კი უფრო ტავისთვის ჩაილაპარაკა მაგრამ მე მაინც გავიგე...ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა.. ...იმ საღამოს ალექსანდრემ რესტორანი ისე დატოვა არავის დამშვიდობებია,ბიჭები დაედევნენ მაგრამ.მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა.ალექსანდრე...ეჰ ჩემი ალექსანდრე... დიდი სიჩქარით მიქროდა,ფიქრებით კი ბარბარესთან იყო.მისი ყველა სიტყვა გულზე ლახვარივით ეცემოდა.ტიროდა...ხვდებოდა რამდენად დიდი შეცდომა დაუშვა...და როგორ ატკინა გული მის ბარბარეს... ღამის 12 საათზე კი ,ჯერ კიდევ ქორწილში მყოფ ბარბარეს სანდრომ დაურეკა -ხომ გახსოვს!გახსოვდეს რაც გითხარი...ყველაზე და ყველაფერზე მეტად ხომიცი!მაპატიე ბარბი-ეს სიტყვები და შეჯახების ხმა...ბარბარეს და მარიამის ტირილი,გამწარებული ბიჭებიდა და გაგიჟებული ქორწილის სტუმრები...მერე იყო საავადმყოფო და ტკივილით მოცული 21 დღე... 21...დღე-ღამე..21...21 ...მოლოდინი,ცრემლი,ტკივილი და ისევ მოლოდინი.ხალხის მზერა და აქა იქ მოძახილი სიტყვები ,,ეჰჰ საწყალი'', ,, რა ცოდო ხარ შვილო'' და მსგავსი უაზრობები,რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა.სიმართლე რომ ვთქვა აღარავინ მაინტერესებდა მხოლოდ ალექსანდრე...მარტო ჩემი ალექსანდრე,სხვა არავინ. ...მისი სიტყვები მახსენდებოდა,სულ გონებაში მიტრიალებდა:,,ყველაზე და ყველაფერზე მეტად...სადაც არუნდა ვიყო..''-რას ნიშნავდა ეს? უნდოდა?ვერა ვერ დავიჯერებ...ჩემი ალექსანდრე არიყო ასეთი,ასე არგამწირავდა არა და არა!-ამ ფიქრებში ვიყავი,თან ვცახცახებდი.მარიამს ყველაფერი ჩავუშხამე,ყველაზე მეტად რაც არმინდოდა ის გავკეთე. სრულიად უემოციო მზერით მივჩერებოდი ერთ წერტილს და ვფიქრობდი მომავალზე.იმ მომავალზე სადაც მე და ალექსანდრე ვიყავით...იმაზეც სადაც მარტო ვიყავი.ჰოო,სწორედ ეს არის ჩემი ცუდი თვისება და სუსტი წერტილი.ყოველთვის ცუდზე ვფიქრობ.მგონია რომ ყველფერი მთავრდება.მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენად რთულია,როცა შენი საყვარელი ადამიანი 21 დღე კომაშია,და შენ უმოქმედოდ ზიხარ.გაწუხებს ის ფაქტი რომ ვერანაერად ვერ ეხმარები.გტკივა სული,გული გტკივა ყველაფერი და ასე უბრალოდ ცოცხალ-მკვდარი ზიხარ,მოსალოდნელი ბედნიერების ან უბედურების გასმკლავებლად... -ბარბარე...ბარბი...შემომხედე რა!რატო გვაშინებ ეე რაწესია?მიდი შემომხედე-ეკე ჩაიმუხლა ჩემთან და თავი მისკენ მიმატრიალებინა -ეკე მოვკვდები,ეკე ხომიცი მისგარეშე ვერვიცოცხლებ,გესმის?ვერა!-ვეჩურჩელებოდი ეკეს და თან ვტიროდი. -ყველა ვნერვიულობთ,მაგრამ ყველამ ვიცით შენ მეორედ აღარ დაგტოვებს.გაიგე?არ დაგტოვებს მე გაძლევ პირობას-მამშივდებდა ეკე და ნაღვლიანი მზერით მიყურებდა-ეხლა უნდა გამომყვე საქმე მაქვს.გარეთ გავიდეთ.-მითხრა,წამომაყენა და გასასვლელისკნ წამიყვანა.ორივე ჩუმად ვიდექით.ტუმცა ორივეს გვენატრებოდა ერთიდაიგივე ადამინი,ორივეს გვტკიოდა მისი ჩვენს გვერდით არყოფნა.ახსნაც აღარ სჭირდება იმას როგორ გვიჭირდა. -შეიძლება სანდრომ მომკლას როცა გაიღვიძებს,ეს რომ გითხრა მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შემიძლია.შენ უნდა იცოდე რატომ დაგტოვა მაშინ.ცოდო ხარ ამდენს ვიცი ვეღარ უძლებ და უნდა გაგაგებინო რომ ალექსანდრეს ყოველთვის უყვარდი და რაც მისი გაქრობის წინ გიტხრა ყველაფერი სისულელე იყო-ამოიხვნეშა და თავი დახარა-მოკლედ...ალექსანდრეს იმაზე მეტი მტერი ჰყავს და იმაზე მეტი პრობლემა აქვს ვიდრე შენ წარმოგიდგენია...სამი წლის წინ ძმა მოუკლეს-გაგრძელებას აპირებდა,მაგრამ შევაწყვეტინე -ვიცი ყველაფერი ვიცი მის ძმაზე გვანცამ მითხრა.მაგრამ ვერანაერად ვერ ვაკავშირებ მისი ძმის სიკვდილს და ჩვენს გაშორებას-ცრემლები მოვიწმინდე და მივაჩერდი -ანუ გცოდნია და მთელი ისტორიის მოყოლა არმომიწერვს...ხოდა სწორედ შენს დატოვებამდე ერთი დღით ადრე ვიღაცამ დაურეკა და შენი მოკვლით დაემუქრა,თუ მისი ძმის საქმის გამოძიებას არ შეწყვეტდა.ალექსანდრესთვის კი შენ ყველაზე ძვირფასი ხარ,შენი დაკარგვა მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა.ზუსტად ამიტომ ისევ შენი უსაფრთხოებისთვის წავიდა...და იპოვა ის ნაბი..ჭვარი.შენი დაცვა კი ჩვენ დაგვავალო,ოღონდ ისე რომ შენ ვერგაგეგო.იცოდა ამას ვერასდროს ვერ გაუგებდი რატომ გტოვებდა და რატომ მიდიოდა...მაგიტომ წავიდა და გითხრა რომ აღარ უყვარდი,სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდა...გთხოვ გაუგე რა...-დაასრულად და თვალი ამარიდა.მეკი კიდევ ერთი დარტყმა გადავიტანე ამ დაწყევლილი ცხოვრებისგან.კიდევ ერთხელ ვგრძნობდი თავს ყველაზე უსუსურ ადამიანად მთელს მსოფლიოში.სიკვდილი მომინდა...პირველად ცხოვრებაში მომინდა მოვმკვდარიყავი და სწრაფად გავცლოდი ამ უსამართლო ცხოვრებას... -მაინც ვერ ვამართლებ,მაგრამ ეს მნიშვნელოვანი აღარ არის...მთავარი ახლა მისი სიცოცხლეა სხვას არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა საერთოდ არაფერს... -ჰოო და კიდევ ერთი...პოლიციამ თქვა რომ ალექსანდეს ავარია დაგეგმილი არიყო.მანქანა მწყობრშია...ამიტომ ფიქრობენ რომ ალექსანდრეს ჰქონდა გადაწყვეტილი...მიჭირს ამის თქმა მაგრამ უნდა იცოდე...-ეს მითხრა თუ არა მაშინვე ადგილს მოვწყდი და გავიქეცი.რამდენადაც შემეძლო მივრბოდი...უსასრულობაში...მივრბოდი და აღარაფერი მაინტერესებდა...აღარც ჩემს სიცოცხლეს ჰქონდა აზრი,მაგრამ ვერშევძლებდი ასე გამეწირნენ ჩემი მშობლები,მეგობრები...მაინც..მაინც ვერ შევძლებდი. ეკე გამომეკიდა,მაგრამ თოკამ გააჩერა და სთხოვა გავეშვი.იცოდა ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა მჭირდებოდა. სანაპიროზე გავედი,ზღვსთან დავჯექი და ჰორიზონტს გავუსწორე თვალი.ზუსტად იმ ადგილზე სადაც ადრე მე და სანდრო ერთად ვისხედით...ზღვას რომ ვუყურებდით და არავინ გვაინტერესებდა.ახლა კი მარტო ვიყავი...სულ მარტო...აღარც ალექსანდრე იყო,აღარც მშვიდი ზღვა...ზღვაც ღელავდა,მოღრუბლულიც იყო თითქოს ბუნებაც წუხდა.. არვიცი ასე რამდენი ხანი გავატარე.მუხლებზე მედო თავი და ვცდილობდი ფიარბეი გამეფანტა,არ მინდოდა საბოლოოდ შევშლილიყავი.ჩემი მობილური აწკრიალდა.მარი იყო.ახლა როცა ვუპასუხებდი,ეს იქნებოდა საბედისწერო ზარი.ან მეტყოდა რომ ყველაფერი დასრულდა ან უბრალოდ ვიფიქრებდი რომ ღმერთი არ მტოვებდა -ბარბარე...ბარაბერეე...კომიდან გამოვიდაო გესმის!გამოიღვიძაო!-მიყვიროდა მარიამი...ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამეღიმა,ვეღარაფერი ვუპასუხე ხელი ჩამომივარდა და მობილური გავთიშე. ...გამოიღვიძაო...გამოიღვიძაო...ეკემ რომ თქვა არ დაგტოვებსო...მართლა არ დამტოვა...ჩემთან დარჩა... ...ორი წუთით გაშეშებული ვიჯექი,შემდეგ კი მივხვდი რომ ახლა ალექსანდრეს ნახვა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნებოდა,ამიტომ გეზი საავადმყოფოსკენ ავიღე. სანდროს პალატასთან მისულს ერთის მხრივ ბედნიერი ბავშვები დამხვდნე თუმცა მაინც რაღაც რიგზე ვერიყო... -ბარბ...რაღაც უნდა გითხრა,უბრალოდ იცოდე მთავარი ალექსანდრეს გამოღვიძება იყო..ხომ გესმის,მან თავი დაარტყა ავარიის დროს და მძიმე ტრამვა მიიღო.მოკლედ წეღან ექიმი გამოვიდა.გვითხრა რომ ალექსანდრეს ამნეზია აქვს-ფეხებში ძალა გამომეცალა.რა უბედური ვარ არა?!მაინც რატომ მსჯის ღმერთი ასე?!-არიციან როდის დაუბრუნდება მეხსიერება ან საერთოდ..დაუბ-შევაცერე აღარ დავასრულებინე -აღარ გააგრძელო აღარ თქვა არაფერი,ხმა აღარ ამოიღოთ,ალექსანდრე...ჩემი ალექსანდრე გამიხსენებს!მე არ დამივიწყებს!ყველას დაივიწყებს,ჩემსგარდა...ყველას ჩემს გარდა...-ამ სიტყვებს ვიმეორებდი და თან კედელთან ჩავიკეცე.იცით როგორ სიტუაციაში ვიყავი?არა არიცით!ალბათ არც განგიცდიათ!არც უნდა განიცადოთ...არავინა არ არის ასეთი მომავლის ღირსი...არავინ...თითქოს გულში ისრებს მარჭობდნენ,მეგონა სულიერად მაწამებდნენ.ვიტანჯებოდი...როგორ მინდოდა იმ ადგილს გავცლოდი და უკან აღარასდროს მომეხედა... -უნდა შევიდე...უნდა ვნახო აუცილებლად უნდა ვნახო-წამოვდექი და პალატის კარს მივვარდი,მაგრამ თოკამ და ეკემ დამიჭირეს -არმაინტერესებს გესმის?აღარაფერს აქვს აზრი!აღარც ჩემს ცხოვრებას,აღარც იმას გამიხსენებს თუ არა ალექსანდრე!აღარ აქვს აღარაფერს აზრი და მორჩა,მე შევდივარ!-ხელი გავაშვებინე მატ და პალატის კარი გულამოვარდნილმა შევაღე. ეჰჰ...ისეთი დაბნეული იყო...ჩემი ნატანჯი... ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა,გული ჩამწყდა. ვეღარ მოვითმინე უბრალოდ მივვარდი და მოვეხვიე.ძალიან გაოცებული იყო,მაგრამ ალბათ ვერმაწყენინა და ხელები შემომხვია...როგორ ძალიან მომენატრა ეს სურნელი,მისი მწვანე თვალები,ყველაფერი მომენატრა.მინდოდა ეს მომენტი კიდევ დიდხანს გაგრძლებულიყო მაგრამ,(ოხხ..ეს მაგრამ,ყველგან და ყოველთვის!)ალექსანდრემ დუმილი დაარღვია -ამმ...რაღაც ვერ გიხსნებთ?ვიცნობთ ერთმანეთს?-ცოტა დამაკლდა იქვე რომ არ ჩავკეცილიყავი.ისეთი გაკვირვებული მიყურებდა,არანაერი ემოცია არ ესახა სახეზე.ცრემლები წამომივიდა.ისკი ისევ ისეთი გაკვირვებული მიყურებდა. -კი მიცნობ,თან ძალიან კარგად მიცნობ!-უკვე ვყვიროდი-არშეგიძლია!არშეგიძლია საბოლოოდ გამწირო და დამივიწყო არა!არგაქვს ამის უფლება!უნდა გამიხსენო!მოვკვდები!შენსგარეშე მოვკვდები!-ვტიროდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი.ალექსანდრე კი ცდილობდა დავეწყნარებინე,მაგრამ ნამდვილად არ გამოსდიოდა. ჩემს ყვირილზე ბიჭებიც შემოვარდნენ. -ბარბარე დამშვიდდი!გამოდი,ხომ გითხარიი გაანებე თავი მაინც ვერაფერს იგებს გამოდი!-ბიჭებმა ძალით გამიყვანეს პალატიდან.ყური მაინც მოვკარი სანდროს სიტყვებს-ვინ არიან ეს ხალხი?-მედდას ეკითხებოდა... როგორც კი გამომიყვანეს,მაშინვე ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი რომ ვერ დამტოვებდა,სულ სულ მარტო...ვერ გამწირავდა... ხალხს უკვე გიჟი ვეგონე...მაგრამ ხალხი,ნეტავ მათ რისი ესმით საერთოდ?!ისინი ვერასდროს გაიაზრებენ რამედან ცუდად ვიყავი,რამდენად მიჭირდა ამ ყველაფრის გადატანა!ძნელია როცა 19 წლის ხარ და ამდენი ტკივილის ატანა გიწევს... მარი მამშვიდებდა...აღარ იცოდა რაექნა ყველანაერ ძალას ხმარობდა რომ მდგომარეობდან გამოვეყვანე მაგრამ აღარაფერი მშველოდა.დამაწყნარებლებს ვიღებდი...ფსიქოლოგიც მომიყვანეს თითქოს რამეს მიშველიდა. დღეები გადიოდა მეკი არც საცმელს ვეკარებოდი,წყალსაც კი არ ვსვამდი...საავადმყოფოსაც ვერ მომაშორეს.სულ მის პალატასთან ვიჯექი და ტავს დაძინების უფლებას არ ვაძლევდი.იმდენად დიდი სტრესის ქვეშ ვიყავი მეგონა ჩემი ძილის დროს ალექსანდრეს რამე დაუშავდებოდა.სწორედ ამიტომ ჯიუტად არ ვხუჭავდი თვალს.რაც ჩემს მეგობრებს ძალიან აღელვებდათ.სანდრო კი...სანდრო ისევ ვერ მცნობდა..ვერ გვცნობდა ვერავის... ისევ ისეთი გაურკვეველი მზერით მიცქერდა როცა მასთან შევდიოდი.ხმას არ იღებდა(მიუხედავად იმისა რომ ბიჭები თავიდან გაიცნო,ჩემთან კრინტსაც არ სძრავდა.რაც უფრო მარიზიანებდა). 2 კვირაში ალექსანდრეს გამოწერის დროც დადგა...მისი მეხსიერების აღდგენისათვის შრომა კი ისე უშედეგო იყო... ალექსანდრე გამოწერეს საავადმყოფოდან.არვ მიფიქრია ეს ბუშტებით და აყალ მაყალით შეხვედრა,მაინც ვიცოდი რომ ვერაფერს მიხვდებოდა.ეს კიარა რომ მოგვყავდა სახლში იმას გვეკითხებოდა თქვენ ვინ ხართ და რატომ მიგყავართო.ჩემი სახელიც კი არ ახსოვდა...არც ვეუბნებოდი.ვიცოდი უმიზეზოდ ვბრაზდებოდი მაგრამ ამის ატანა იმდენად რთული იყო ვერც წაროიგენთ.ჩემს თავზეც მეშლებოდა ნერვები.მაშინ იმ მომენტსი,მე რომ მეთქვა მომენატრე მეთქი,ფეხს არ გაადაგამდა რესტორნიდან.ყველაფერი ჩემი ბრალია... ...იცით რა რთულია როცა ცხოვრებაში პირველად ფიქრობ რომ ამ ყველაფერს და ასეთ უსუსურ ცხოვრებას სიკვდილი ჯობია...არადა რა მარტივია არა?!შეგიძლია ერთი ხელის მოსმით დაამთავრო ყველაფერი,უმტკივნეულოდაც,მაგრამ ამ ნაბიჯს მაინც არ დგამ,ალბათ იმიტომ რომ პიროვნული ღირსებებიც გაგაჩნია.ყოველთვის ვამბობდი რომ არცერთ შემთხვევაში სიკვდილი გამოსავალი არიყო.ყოველთვის მეგონა რომ თავს ისინი იკლავდნენ ვისაც არასრულფასოვნების შეგრძნება ჰქონდათ,თითქოს საზოგადოებაში თავს ვერ იმკვიდრებდნენ...სუსტად მივიჩნევდი ყველა ასეთ ადამიანს.მაგრამ აი დადგა მომენტი როცა ორი არჩევანი მქონდა.დიდი დილემის წინაშე ვიყავი.ან უნდა მომეკლა თავი და ყველაფრისთვის წერტილი დამესვა,გული დამეწყვიტა ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ვახსოვდი და ვუყვარდი, ან უბრალოდ შევგუებოდი ჩემს ცხოვრებას და დავლოდებოდი როდის გავახსენდებოდი სანდროს.ეს მეორე ვარიანტი კი ძალიან აფსურდულად მეჩვენებოდა... სანდრო სახლში მივიყვანეთ.ძალიან მინდოდა დავჩენილიყავი და მისთვის ყურადღება მიმექცია,თუმცა ჩემმა ხვეწნა-მუდარამ შედეგი არ გამოიღო.სახლში წადი დაისვენე ჩვენ ვრჩებით სანდროსთანო-ბიჭებმა მითხრეს.მეც მივხვდი რომ აღარ ჰქონდა აზრი გაჯიუტებას და სახლში დავბრუნდი.სახლს რომ მივედი(მშობლების სახლში) მერე გავაანალიზე რამდენად მომნატრებოდა იქაურობა. ...მახსენდებოდა ჩემი ტკბილი უზრუნველყოფილი ბავშვობა და ცრემლები მახრჩობდა.ამ დროსი მანზილზე იმდენი ვიტირე,ცრემლიც კი გამიშრა. მასინვე თვალი მოვკარი სამზარეულოში მოფუფსფუსე მარინას.მივედი და ჩავეხუტე.როგორ მომნატრებია.მხოლოდ მის გამოც კი რირდა ამ წყეულ სამყაროში დარჩენა,მხოლოდ მისი ერთი ჩახუტების გამოც კი... -როგორ მომანატრე თავი-მეუბნებოდა ნაღვლიანად-აუცილებლად ყველაფერი უნდა მომიყვევე-მითხრა და გამიღიმა -ჰოო მოგიყვები,ნამდვილად მოგიყვები-ვუთხარი და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე-ავალ გამოვიცვლი-სწრაფად ავედი ცემს ოთახში და მოწყვეტით გადავესვი ჩემს საწოლზე.იმდენი ხანია ნორმალურად არ მძინებია,მგონი ჭკუიდან შევიშლები-ჩემთვის ვფიქრობდი და ვცდილობდი დამეზინა,არაფრის თავი აღარ მქონდა.მალევე ჩამთვლიმა,შემდეგ კი ღრმად დამეძინა.თითქმის მთელი დღე მეზინა, გვიან გამომერვიძა და გადავწყვიტე ალექსანდრესთან გავსულიყავი.რავქნა?მაინც იქით მიმიწევდა გული... სწრაფად ავდექი გავემზადე და სამზარეულოში გავედი.დედასთან მივედი და შევაპარე -დედა...ამ ერთხელაც რა,ეხლა აუცილებლად უნდა წავიდე-ვუთხარი და მუდარით შევხედე-არ გეწყინოს რაა,შევეცდები მალე დავბრუნდე -წადი წადი-მითხრა და გამიღიმა,მეც მივედი და ჩავეხუტე-ყველაზე მაგარი დედა ხარ... ...ალექსანდრესთან სანამ მივიდოდი მარის დავურეკე -სადხარ?-მკითხე და ტაქსში ჩავჯექი -სახლში ვარ მარტო თოკა სანდროსთანაა.შენ სადხარ? -ჰოდა ეხლა მოემზადე და გამოდი შენც ალექსანდრესთან მივდივარ და ყველა იქ ვიქნებით -აუ არა რაა...ეხლა რაღაცას გეტყვი ოღონდ არ აფეთქდე-ხმა დაიწვრილა -რახდება? -თოკამ მითხრა შეეცადე ბარბარე დაითანხმო რომ არ მოვიდეს ალექსანდრესთანო,ანუ ინერვიულებსო რა ხომ გესმის?იქნებ არღირს ესე მისვლა და მასტან ჯდომა?მაინც ვერხვდ...კარგი მოკლედ ვიცი სულელურად ვლაპარაკობ.ვიცმევ და გამოვდივარ-ერთ ამოსუნთვაში მითხრა და გამითიშა.გავბრაზდი თოკაზე და ბიჭებზე მაგრამ ისინიც მარტლები იყვნენ ჩემზე ღელავდნენ სხვა ხომ არაფერი?ამაზე გაბრაზება კი ცოტა უცნაურად მიმაჩნდა... ალექსანდრეს სახლის კარები შევაღე და მისაღებისკენ წავედი,თან მატი ლაპარაკი მესმოდა.ბიჭები ცდილობდნენ სანდროსთვის მათი ბავშვობა გაეხსენებინათ,ყველაფერს დაწვრილებით უყვებოდნენ.მე რომ შევედი მაშინვე ჩემზე გადმოიტანეს მზერა -ეს...ეს გოგო ვინ არის?მახსოვს მაშინ როგორ მეჩხუბა-შემომხედა და გამიღიმა...მისი ღიმილი ისევ ისეტი იყო...ის სულ გულწრფელად იღიმოდა... -მე...მე მჯერა რომ გამიხსენებ ამიტომ მინდა არცერთმა არ გითხრას ვინ ვარ და რას წარმოვადგენდი შენთვის...-ვთქვი და ნაღვლიანად ჩავიღიმე.ბიჭები ხმას არ იღებდნენ.იქვე ჩამოვჯექი. -ჰოო...კარგი,რავიცი...-დაიბნა ხან მე გამომხედავდა ხან ბიჭებს.მალე მარიც მოვიდა.გვიანობამდე ერთად ვიყავით.ბიჭები თოკასთან დარცნენ,მარიმ და თოკამ კი მე წამიყვანეს სახლში.სახლში ფეხაკრეფიტ შევედი,ჩემებს ეძინათ.ჩემს ოთახში შევედი.გაამოვიცვალე და დასაძინებლად დავწექი.თუმცა ვერ დავიძინე და აივანზე გავედი.სავსე მთვარე იყო.მე მიყვარდა მთვარე...ძალიან მიყვარდა,თითქოს მთვარეს ესმოდა ჩემი,გრძნობდა ჩემს ტკივილს.ხანდახან იმდენად ჩავიზირებოდი მთვარეზე ფიქრში რომ სულიერადაც კი წარმოვიდგენდი ხოლმე.ერთის მხრივ სისულელეა მაგრამ,ალბათ ყველა ადამიანს აქვს ამოჩემებული რაღაც რაც იზიდავს და შეუძლია მასზე საათობით იფიქროს...პლედი მქონდა მოხვეული და ცას ვუყურებდი.პატარ-პატარა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით მსგავს სილამაზეებს,თუმცა დიდად მათზე ყურადღებას არ ვამახვილებთ,ეჰჰ არადა სილამაზე ხომ წვრილმანებშია? ...დაკვირვებიხარტ მინდვრის პატარა ,,ლურჯთვალა'' ყვავილებს?როგორი პატარაა არა?მაგრამ როგორი ლამაზი.მე რომ მკითხოთ ვარდს ლურჯთვალა მირჩევნია.მას სულ სხვა სილამაზე და სისადავე აქვს.ადამიანებშიც ასეა... 2 კვირა გავიდა.ყოველ დღე ერთი და იგივე ხდებოდა.ალექსანდრესთან ვიკრიბებოდით ყოველ საღამოს.ბავშვები ცდილობდნენ მისტვის რამე გაეხსენებინათ,მე კი ჩუმად ვიყავი.ხშირად მიყურებდა ხოლმე ალექსანდრე ტითქოს ცდილობდა...ცდილობდა გავეხსენებინე თუმცა არ გამოსდიოდა... ერთ დილას 14 იანვარს გადავწყვიტე ეკლესიაში წავსულიყავი.იქ მაინც ვპოვებდი სიმშვიდეს და განვიტვირთებოდი.სადა შავი კაბა ჩავიცვი და ეკლესიაში წავედი.გზაში ერეკლემ დამირეკა რაღაც ანერვიულებული ხმა ჰქონდა -სად ხარ ბარბარე? -ეკლესიასი მივდივარ რამოხდა?-ვკითხე შეშინებულმა -რომელ ეკლესიაში?-ძალაინ მეუცნაურა მისი ეს კითხვა -აი ჩემს სახლთან რომ ეკლესიაა.რაიყო?მაშინებ იცი? -აა არაფერი კაცო რამ შეგაშინა ისე დამაინტერესდა უბრალოდ-გამითიშა.არაა აშკარად რაღაც რიგზე ვერ იყო.თუმცა შევეცადე აღარ მეფიქრა ამაზე და ეკლესიაში შევედი. ...ისეთი სიმშვიდე იყო,სარკმლის სუნი იდგა და ეს უფრო მსიამოვნებდა.ხატებთან ვიდექი,რამდენხანს არმახსოვს...ბევრი ხალხიც არიყო და უფრო თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობდი თავს.სანთლები დავანთე ვილოცე და ეკლესიის ეზოსი გამოვედი.იქვე ხეებთან სკამები იდგა და ერთ-ერთზე დავიკავე ადგილი.ჰორიზონტს ვუყურებდი,თან ნიავი იყო და თმები მიფრიალებდა,ამდენი ხნის მანძილზე პირველად მქონდა არაამქვეყნიური სიამოვნების და ბედნირების შეგრძნება.გასავლელი კარისკენ ზურგით ვიჯექი.ვიღაც გვერდით მომიჯდა.ვერც კი წარმოვიდგენდი ვინ შეიძლება ყოფილიყო. გავიხედე...ისევ ის პროფილი ისევ ჰორიზონტზე მიშტერებული მწვანე ტალები,ისევ და ისევ შავი გრძელი თმა...ისევ ჩემი ალექსანდრე... -აქ რაგინდა?ბიჭებმა იციან აქ რომ ხარ თუ გამოიპარე?-ვეღარვ აზროვენბდი და გაკვირვებული მივჩერებოდი.გამომხედა,მაკვირდებოდა-ბარბ....ბარბარე იცი როგორ მომენატრე?-პულსი ამიჩქარდა,თავბრუ დამეხვა მეგონა იქვე დავვარდებოდი.თვალებში ვუყურბდი ალექსანდრეს და ვერ ვიჯერებდი -გაგ..გაგახსენდი?მართლა?-ცრემლები მომაწვა და ძლივს ვლაპარაკობდი -ჰოო...ყველაფერი გამახსენდა,ჩვენი ერთად გატარებუული დრო ყველა წამი,წუთი საათი და დრე ყველაფერი...-მითხრა და სახეზე ხელი ჩამომისვა -არა...ვერვიჯერებ...გავგიჟდები...-ჩემთვის ვლაპარაკობდი -დამშვიდდი ყველაფერი დამთავრდა,გესმის?აღარაფერი იქნება ისე საშინლად როგორც იყო და გპირდები გული აღარ გეტკინება-ვერაფერი ვეღარ მოვიფიქრე და მონატრებულს მთელი ძალით მოვეხვიე.დიდხანს ვიჯექით ჩუმად ჩახუტებულები.ბოლოს მხარზე დავადე თავი ალექსანდრეს და უბრალოდ სადრაც შორს დავიწყეთ ყურება. -სანდრო შენ მართლა აპირებდა ს?-რაცარუნდა უადგილო ყოფილიყო ეს კითხვა მაინც უნდა მეკითხა რადგან დიდი მნიშვნელოდა ჰქონდა ჩემთვის -კარგირა...ხომიცი არვარ ესეტი ადამიანი...უბრალოდ იმ მომენტსი საჭე ვერ დავიმორჩილე და...-უფრო მაგრად მიმიკრა გულზე -კარგი გასაგებია უბრალოდ ამის მოსმენა მინდოდა....მე მაინც ბოლომდე მჯეროდა შენი ვიცოდი არდამტოვებდი...-გავუღიმე *********************************** დედაჩემს დავურეკე -დეე ყავა გააკეთე,მოვიდვარ.დროა ყველაფერი დაწვრილებით გაიგო..... ...ადამიანები ასეთები ვართ,არვიცით რაში ვპოვოთ ბედნიერება...დაიმახსოვრეტ ბედნიერება წვრილმანებშია...ჰო და კიდევ...არასოდეს არ ჩაიქნიოთ ხელი ცხოვრებაზე და არ გადადგათ სულელური ნაბიჯი.ყველაფერი კარგად იქნება... პ.ს იმის გამო რომ სრულად წაკითხვა ბევრად უფრო მოსახერხებელია,ასეც გადავწყვიტე დადება....მართლა ყველანაერად ვეცადე კარგი გამოსულიყო,იმედია მოგეწონებათ ♥ ველოდები შეფასებებს(შენიშვნებსაც,რომ გამოვასწოროო ♥♥ :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.