"ჩემო"
თავიდან ტაბლეტებს ვსვამდი. ვბრუვდებოდი. პრობლემებს ვივიწყებდი. ვერთობოდი. მერე ფხვნილს ვიყნოსავდი. მეტი "მოჰქონდა".. უკეთესი იყო. არ ვიყავი დამოკიდებული. სურვილისამებრ ვიღებდი. და მერე? მერე დედა მოკვდა. კიბომ დაამარცხა! მე გავტყდი! მოვკვდი...ოღონდ სულიერად. და... -მიდი ძმა გაიჩხირე. დიდი არაფერია. ამ ერთხელ. და... ამ "ერთხელ"-მა დამეღუპა. ფერადი იყო სამყარო. უტკივილო. უსევდო. უდარდო. უყველაფრო. გავიკეთე სულიერი ტკივილის დასაამებლად. მერე...კიდევ,კიდევ და კიდევ. მერე სულიერს ფიზიკური ტკივილი დაერთო. მოთხოვნილება! ჩემს ენაზე "ლომკა". ... -არ გინდა გთხოვ...შეეშვი. ახლაც ჩამესმის შენი სასოწარკვეთილი ხმა "ჩემო". მივხვდი რომ ღრმად შევტოპე. ბედის ირონიაა. შენ მომყვებოდი. თვალდახუჭული. ხელი-ხელ ჩაკიდებული. გითრევდი. მოდიოდი. ჩემთან გინდოდა. შენ რომ არა... ოხ "ჩემო" შენ რომ არა... ჩემს ცოცხლად ყოფნის მიზეზს შენი სახელი ერქვა"ჩემო". ... მეორეკლასელი ბავშვივით კუთხეში ვიყავი ჩამჯდარი და შენს დაღლაშეპარულ ხმას ვუსმენდი. ყვიროდი. მთხოვდი. მოითხოვდი. მიბრაძანებდი. ყველაფერს აკეთებდი რომ ჩემამდე ხმა მოგეწვდინა. ხო აი იქ კუთხეში მეორეკლასელი ბავშვივით მჯდარ ნარკომანები გინდოდა მოგეწვდინა ხმა. და მე.. მე ეგოისტი მე ყრუ საათნახევარში გასაკეთებელ დოზაზე ვფიქრობდი. ... მაპატიე რა! ... -რამე რომ დაგემართოს?! მკითხე სლუკუნით და ჩემს კისერში ჩარგე თავი. ლავიწზე შენი ცრემლი ვიგრძენი. თავი შემზიზღდა. შენც უნდა შეგზიზღებოდი "ჩემო". დაჩხვლეტილი მკლავები ძლიერად შემოგხვიე. მახსოვს! შენს თმებში აფეთქებული იების სურნელი მახსოვს "ჩემო". ... მაპატიე რა! ... გიყვარვარ ხო? დავსვი ყველაზე უაზრო კითხვა. რატომ? იმიტომ რომ ვიცოდი. მე უნამუსომ. მე ეგოიატმა. მე არაკაცმა. მე იდიოტმა. ვიცოდი "ჩემო" ვიცოდი... რომ ჩემი გულისცემა უფრო გიყვარდა ვიდრე მთელი ძალით მფეთქავი სამყარო. ... მაპატიე რა! ... მეუცნაურა! გვერდით მყოფი სხეული მეუცნაურა! შენი არომატი არ ჰქონდა "ჩემო". არც იები ყვაოდნენ მისი თმების სურნელში. სხვა იწვა. სხვა იყო. სხვა და არა -შენ. შენ კი არა - სხვა. ნია იყო "ჩემო". ის ნია 13 წელი რომ ვუყვარდი. მე ნაძირალამ ესეც გავიკეთე "ჩემო". გიღალატე! ... მაპატიებ? ... სხივები-გაგიქრე. ფერადი-გაგანაცრისფერე. ცოცხალი-გაგანადგურე. მოგკალი. დაგმარხე. მოგსპე. გატკინე. და მაინც... ამ ერთმა... ოხ ღმერთო ჩემო ამ ერთმა... ყველა გადაწონა. გ ი ღ ა ლ ა ტ ე! ... არ მაპატიო რა! ... არა! არა და არა! მე არა "ჩემო"! მე არა!. ჩემმა სხეულმა. დამიჯერე რა! გთხოვ! გეხვეწები! გევედრები! ... პატიება მინდა გთხოვო... ... -წავა-ო გაჰკიოდა გონება. მაგრამ... ჩემი სულის სიმყრალე ზეცამდე ადიოდა აბა შენთვის როგორ დამემალა. ასე ახლოსთვის. ასე ჩემისთვის. ... პატიება მინდა გთხოვო...მაგრამ... ... გაგიჟებული მომვარდი. გახსოვს? მე მახსოვს! ისე ძლიერად მომხვიე ხელები სუნთქვა შემეკრა. ადგილზე მოვკვდი. -სად იყავ? ვინერვიულე-ო. მეორედ მოვკვდი. თვალებდაწითლებული მიყურებდი და ცრემლიან თვალებს აფახულებდი. შენი მზერის სიწმინდეს ვფიცავარ მესამედ მოვკვდი. ერთიანად მოწყვეტილი დავეცი იატაკზე და ერთადერთი სიტყვა ამოვიხრიალე. -გიღალატე! მერე სამყაროში შუქი ჩააქრეს. შენ წადი! ... პატიება მინდა გთხოვო...მაგრამ მრცხვენია. ... ხიდის მოაჯირთან ვიდექი და შენი კანის სურნელს დავიფიცებ შენ უკეთ იცოდი რის გაკეთებას ვაპირებდი. მოგვიანებით მკითხე: -რატომ მდინარე? წამლით რატომ არ სცადე-ო? რა ნამუსით "ჩემო". აბა რა ნამუსით? მკვდარიც არ ვყოფილიყავი შენი ცრემლების ღირსი?! ხოდა ხიდის მოაჯირთან ვიდექი. მერე სიცოცხლე დაბრუნდა. შუქიც აინთო სამყაროში. მუცელზე შენი ხელები და ზურგზე თბილი სუნთქვა ვიგრძენი. მოგიცილე! მე მოგიცილე "ჩემო"! მე უბადრუკმა. -წადი! მომშორდი! თავმოყვარეობის ნატამალიც არ გაგაჩნია?-მეთქი შენი ტუჩების ფერს დავიფიცებ ყველაფერს ველოდი. სილასაც მუჭებსაც ლანძღვასაც ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს ! მაგრამ არა ამას. ჩამეხუტე. მაინც... -შენი გული ჩემია. როგორ უნდა გეღალატა-ო?! ჩემი ნაგავი თავის შენ უკეთ გესმოდა. ჩემი ტუჩები იპოვე და წამში მიისაკუთრე ისედაც "შენი" "ჩემო". ... მაინც რომ მაპატიე ეგ მაპატიე "ჩემო". ... ჩემს ფეხებშორის ჩაჯექი. წელზე ძლიერად მომხვიე ხელი და გულზე მომეყრდენი. მტკიოდა. ვკანკალებდი. ვიბრძოდი. გიხუტებდი. სუნთქვა კი არა გულიც გამიჩერდა ჩემი ხელი მუცელზე რომ დაიდე -აქ ჩვენია-ო აღარ ვკანკალებდი. ახლა ვტიროდი. ... რამდენს გაუძელი?! ეგეც მაპატიე! ... თავს არ ვიცოცხლებდი სხვაგვარად რომ ყოფილიყო. -ბავშვი სრულიად ჯანმრთელია. სწორად ვითარდება-ო. ისეთი ძალით იქუხა ექიმის ხმამ რომ წონასწორობის შესანარჩუნებლად კედელს მივეყრდენი. ვეღარ გავუძელი. იქვე ჩავიკეცე. ჩემს ფეხებზე მოიკალათე. გულზე მომეკარო და აქამდე მილიონჯერ უსიტყვოდ ნათქვამი გრძნობა სიტყვიერად გადმომეცი. 3 წლის 4 თვის და 12 დღის შემდეგ პირველად "მიყვარხარ". პირველი "მე უფრო". გვიყურებდა ხალხი ყველაზე უცნაურ წყვილს და ფეხზე გეკიდა იმიტომ რომ ჩემი გერქვა. ... მიყვარხარ! ... და ახლა? ახლა ღამის ორის ცამეტი წუთია. ხელები მეწვის ისე მინდა შენი გამობურცული მუცელი ვიგრძნო. მაგრამ უნდა წავიდე. ასე ვერა "ჩემო". ამ ხელებით ვერა. სუფთა უნდა ვიყო. დაუჩხვლეტავი ხელებით უნდა დავიკავო "ჩვენი". სულ სამი თვე "ჩემო". ... მიყვარხარ! და ვიცი რასაც იტყვი ამიტომაც არა მე უფრო! ... პ.ს მე უფროთქო ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.