შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი და უკანასკნელი (2თავი)


31-05-2018, 20:12
ნანახია 1 600

ბიჭები ბარგს მიათრევდნენ,გოგონები კი სახლში შეცვივდნენ.ნელა მოათვალიერეს იქაურობა და კმაყოფილი ღიმილი მოედოთ სახეზე.დიდი და კომფორტულად მოწყობილი სახლი იყო,მაგრამ ანას მაინც არ ასვენებდა ის ფაქტი რომ ვაჩესთან ერთად მოუწევს რამდენიმე დღის გატარება ერთ ოთახში.ფიქრობდა რა ექნა და მოიფიქრებდა გამოსავალს,მაგრამ მაინც საშინლად წუხდა.
-ანა,გამოფხიზლდიი-სალომემ შეაქანა.
-აა..ხო,გამოვფხიზლდი.
-რაზე,არა ბოდიში ვისზე ფიქრობ?
-მე?…არავისზე.
-რას მატყუებ-ირონიულად ჩაიცინა.
-არ გატყუებ.
-ვაჩეზე ფიქრობ არა?!
-ხოო,არ მინდა ერთ ოთახში.რა გავაკეთო?
-იატაკზე დააწვინე.
-იზამს რო?!
-ცადე.
-კარგი-გაიცინა და მეგობარს თვალო ჩაუკრა.ნელა ბიჭებიც შემოლაგდნენ და გოგონები სამზარეულოში შეყარეს,გვშია და საჭმელი გააკეთეთო.ტყუპებმა იცოდნენ მათი მოსყიდვის ხერხი,ამიტომ წამში სამზარეულოში ფუსფუსებდნენ.ისეთი გემრიელი სუნი დააყენეს სახლში, ბიჭებს ნერწყვები უნებლიე ცვიოდათ.
-მზადაა-სალომემ გასძახა.
-იმედი შენი გაკეთებული არაა და არ მომწამლავ-ლუკა მაშინვე სალომეს შეახტა.
-შენ ჩემი შხამიც ვერ გიშველის-ირონიულად ჩაისისინა.
-შენი შხამი მე კი არა ყველაზე შხამიან გველსაც მოკლავს.
-ბლაბლაბლა-ჩაიდუდღუნა და ადგილი დაიკავა.ყველა ფხუკუნებდა მათი ჩხუბის გადამკიდე.ჭამის დრო ხმა აღარ ამოუღიათ,შემდეგ კი ბიჭები მიაყენეს დასალაგებლად,მაგარმ ბოლოს მაინც გამოყარეს იქედან რადგან კინაღამ შეიწირეს ჭურჭელი.
-ვაჩე გადი და გვაცალე-სალომემ თავაზიანად თხოვა გასვლა.
-მეხერხება მე,ნუ ღელავ.
-შენც ახლა შეფმზარეული არ მყავდე.-ანამ ირონიით დააჯილდოვა ,მაგრამ უკნიდან ჩახველების ხმა მოესმა.
-სხვათაშორის არის-დემეტრემ ირონიულად ჩაიცინა და ანაც ადგილზე შეხმა.
-მე საიდან უნდა მცოდნოდა?!
-ამიტომ ენა უნდა დაამოკლო-ვაჩემ ისევ შეუღრინა.
-ამიტომ ენა უნდა დაამოკო-გააჯავრა ბიჭი და ოთახი დატოვა,სააბაზანოში შევიდა და სახეზე წყალი შეისხა.სარკეში ჩაიხედა და თავის თავს უსაყვედურა.შემდეგ ისევ ერთხელ შეისხა ცივი წყალი,სახე შეიმშრალა და სააბაზანო დატოვა.ყველა მისაღებში იჯდა.
-ოჰ,ინება გამოსვლა?!-ისევ არ თმობდა ვაჩე ირონიას.
-რა შენი საქმეა?!
-აქ შენ გარდა სხვებიც არიან.
-აქ ამის გარდა კიდევ არის სააბაზანო-არც ანა თმობს.
-გეყოფათ ხალხო-როგორც იქნა ჩაერივნენ სხვები და დააშოშმინეს..
-რომელი საათია?-სალომემ ოთახს მოავლო თვალი თუმცა საათი ვერ იპოვა.
-დაახლოებით 7საათია.
-კარგი,ჯერ ადრეა.ისე ვაჩე,შენ იცი,ანი სულ ოცნებობდა მზარეულ ქმარზე-ამის გაგონებაზე გოგონა უარესად ააწითლა.
-საიდან მოიტანე სალომე?-თვალები დაუბრიალა.
-ნუ ღელავ სალო,ოცნებას კაცი არ მოუკლავს.-ამის გაგონებაზე უარესად აელეწა ნერვები,არაფერი უთქვამს,ფეხზე ადგა და ოთახი დატოვა.ეწყინა ვაჩესგან ასეთი რამ,პირველი შეხედვით კარგი ბიჭი ჩანდა,მაგრამ რატომღაც მასთან კამათი და ბრძოლა დაიწყო,თითქოს თავდაცვა ჩართო და აღარ აპირებდა მასთან დანებებას.
-მაპატიე,ასეთი უხეში არ უნდა ვყოფილიყავი.-უცებ მოესმა ნაცნობი ბოხი ხმა,ცოტა შეეშინდა მაგრამ მალე მოედო სახეზე ღიმილი,შემდეგ კი დასერიოზულდა და მისკენ შეტრიალდა.
-ახლა გპატიობ,მაგრამ აწი დაფიქრდი ხოლმე.
-კარგი მაშინ ერთს გკითხავ.
-გისმენ.
-მართლა ოცნებობდი მზარეულ ქმარზე?-ხმაში საშინელი ირონია იგრძნო.
-შე დამპალო,მომწყდი თავიდან-ხელი აუქნია და შგინით შევიდა.ბიჭები რაღაცაზე ბაასობდნენ,მაგრამ სალომე ცალკე იჯდა კუთხეში,მოწყენილი.
-ვინ დაგსაჯა შენ?
-რომ დამტოვე მოვიწყინე.
-აფერისიტი-გვერდით მიუჯდა და ბიჭებს შესძახა-დღეს უკვე გვიანა,მაგრამ ხვალ სად წავიდეთ?
-არ ვიცი,მოვიფიქროთ რამე-დამი მხრებს იჩეჩავს.
-მე ვიცი ძალიან კარგი ადგილი.-ლუკამ წამოჭრა თემა
-რა ადგილი?-ყველა გაკვირვებული მიაჩერდა.
-საიდუმლოა,გაიგებთ ხვალ-მისი მომაჯადოვებელი ღიმილით დაასაჩუქრა ირგვლი მყოფი.აღარ იცოდნენ რა ექნათ,ამიტომ კარტის თამაში გადაწყვიტეს.ჯოკერს თამაშიბდნენ,გოგინები ბიჭებზე. ლუკა და დემეტრე ორი ქალბატონის წინააღმდეგ,გამარჯვებულს დამი და ვაჩე ხვდებოდათ და შემდეგ ისინი გადაწყვეტდნენ ერთ სურვილს,თუ რას გააკეთებდნენ წაგებულები.
ოთახში საშინელი დაძაბულობა სუფევდა,ბოლო ჩამოვლა იყო.ერთმანეთის მიხედვით ახეთქებდნენ კარტებს და თან გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ბევრი წვალების თუ წივილ-კივილის შემდეგ გოგონები ხვდებოდნენ დამის და ვაჩეს,მაგრამ აქ დაიძაბა საქმე.ნელ-ნელა ბოლო ხელსაც მიუახლოვდნენ.
-სალომეე,იცოდე მე შენთან მოვდივარ სურვილებით-დამიმ დას თვალი ჩაუკრა,სალომე კი ადგილზე შეხმა,რადგან იცოდა თუ ბიჭი მოიგებდა საშინელებებს დაავალებდა.
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
-ვნახავთ მაგასაც-ენა გამოუყო და ბოლო კარტი მონდომებით დაარტყა და სალომეს კიდევ ერთხელ გამოუყო ენა.
-ჯანდაბა-სალომემ თავი ხელებში ჩარგო.
-აბაა,გითხრა სურვილი?
-უკვე მოიფიქრე?
-სიმართლე გითხრა არა,მაგრამ შევინახავ ყოველი შემთხვევისთვის.
-კარგი,ანის რას უპირებ?
-ეგ ვაჩეს კითხე.
-აუ-ახლა ანიმ ჩაიდუდღუნა.
-მე ახლავე გაგაცნობ ჩემ სურვილს-გოგონამ კი იმისთვის დაიწყო ლოცვა რამე სისულელე არ ყოფილიყო.
-გისმენ.
-სავანეთში ყოფნის დროს ყველაფერს შემისრულებ დაუწუწუნებლად!
-არა,მაგ არ ითველება.
-როგოე არა,ითვლება.
-დამი-ახლა ტყუპისცალს გახედა.
-შენდა სამწუხაროდ,მაგრამ ვაჩესთვის საბედნიეროდ ითვლება.
-ღმერთო,კარგი ჯანდაბას.ბატონო ვაჩე,შეიძლება ოთახში ავიდე?
-მიბრძანდი,ისე ჯერ მხოლოდ 10 საათია.
-ვიცი,მაგრამ დაღლილი ვარ,ახლა კი წავალ-ყველას დაემშვიდობა და კიბეებს აუყვა.პირსახოცს და საჭირო ნივთებს დაავლო ხელი,შემდეგ კი სააბაზანოში შეიკეტა.თბილი წყალი მოუშვა და გაინაბა,სიამოვნებდა ცხელი წყლის შეხება ქათქათა და ცივ კანზე,შემდეგ კი გრძელ თმაში შეიცურა თითები და ისევ გაიჟღინთა ქოქოსის არომატით.ბოლოს წყალი გამორთო,პირსახოცს დაავლო ხელი და ტანი შეიმშრალა,შემდეგ საცვლები ამოიცვა და ბოლოს მეორე პირსახოცს დაავლო ხელი როცა გააცნობიერა,რომ მომზადებული საღამური ოთახში დარჩა.
ნელა გამოაღო კარები და ოთახში მიმოიხედა,როცა იქ ვერავინ ნახა სააბაზანოც დატოვა და საწოლს მიუახლოვდა,საღამურს დაავლო ხელი და პირსახოცი მოიძრო.საცვლების ამარა იდგა,უცებ კი ბოხი ხმა გაისმა.
-არა რა,19 წლის გოგოს ასეთი საცვლები უნდა გეცვას?-ადგილზე შეხტა,ისევ დაავლო პირსახოცს ხელი და ტანზე შემოიჭიდა.
-აქ რას აკეთებ?-ვაჩეს მიუბრუბდა.
-შეგახსენო რომ აქ ყოფნის მანძილზე ერთ ოთახში უნდა ვიყოთ?!-ისევ ირონია.
-კარგი-არაფერი უთქვამს მეტი,ისევ სააბაზანოში შეიკეტა.უკან დაბრუნებულს ვაჩე უკვე საწოლში დახვდა,ნელა მოუარა და თავისუფალი ადგილი დაიკავა.
-ფისოო,ტკბილი ძილი-ძილის წინაც მოშხამა გოგონა და კისერში სველი კოცნა დაუტოვა.



№1  offline წევრი ბიბი

ჰმ, ტუტუცი ბიჭი smiley ველოდები შემდეგს heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი Qristina

Gaagrzele egre kargia???????? male dadevi mesame nawili

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent