შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო ჩემში (თავი 12)


1-06-2018, 11:41
ავტორი Vio Aziziani
ნანახია 2 269

სახლში მალევე ავედი,ცხელი აბაზანა მივიღე და დავწექი..მალევე ჩამეძინა..დილით ევამ გამაღვიძა.
-მელანო არ მჯერა,ვირია სუფთა ვირი
-რა მოხდა შვილო რა გაღრიალებს? ისე მეძინებოდა ძლივს ვახელდი თვალებს
-ბატონი სანდრო თამთასთან ერთად ღამის კლუბში ყოფილა..ფბზე დაჩექინდა
-ვაჩე? და ტააააანში ამაკანკალა,წამოვხტი ეგრევე
-არაააა მარტოები იყვნენ
-აუ ევა გაეჭვიანებს დამშვიდდი რა
-ჩაიცვი რა კაფეში მაინც ჩავიდეთ,იქნებ დავწყნარდე
ევა ისეთ ცოფებს ყრიდა,ეტყობოდა,რომ სანდრო სიგიჟემდე უყვარდა..უბრალოდ არასდროს არ აღიარებდა..ძალიან ამაყიაა ჩემი გიჟი დაქალი,მაგრამ სიყვარული ცვლის ადამიანებს,როგორც ვაჩე შეიცვალა კარგისკენ..დარწმუნებული ვარ,მალე აღიარებდა ევაც თავის სიყვარულს,ვეღარ გაუძლებდა ეჭვიანობას..შავი შარვალი,წითელი მაისური და ოლსტარები ჩავიცვი..ჩავედით კაფეში..ბიჭებიც და თამთაც იქ იყვნენ..ევას სახე სიმწრისგან გაწითლებულიყო და თვალს ვერ წყვეტდა..მივუახლოვდით მივესალმეთ,ვაჩეს გვერდით მივუჯექი..
-როგორ ხარ?
-რავიი ვერ გამოვიძინე ევას ხელში..შენ?
-არამიშავს პატარავ
-სანდრო სპეციალურად აეჭვიანებს ევას ხო? გავუღიმე
-ხო უნდა გამოვტეხო ევა სიყვარულშიო..ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა
-შენც ხო არაპირებ რამეს,ჩემს საეჭვიანოდ? ნაგლად გავხედე
-ნუ სულელობ მელანო
-არ ვსულელობ სულ მასთან ერთად ხარ..დროს მას უფრო უთმობ,ვიდრე მე ვაჩე..
-იმას ნუ ლაპარაკობ,რაც არაა
-კაი ვაჩე..თავი გავატრიალა,მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა..არ მსიამოვნებდა მასთან,რომ იყო სულ,საშინლად არ მომწონდა ეს გოგო და არმინდოდა ისეთი რამე მომხდარიყო,რისგამოც ვაჩეს დავკარგავდი..

*
-ვაა ევაჩკაა როგორ ხარ? ირონიული ლაპარაკი დაიწყო სანდრომ..ევამაც არ დააყოვნა რათქმაუნდა..
-ვაიმე კარგააად სანდრიკ შენ?
-მეეც მშვენივრად
-ხოო გეტყობა
-რა გჭირს? ხო არ ეჭვიანობ? მიუახლოვდა,თმა გადაუწია და ჩასჩურჩულა
-რა მაქვს საეჭვიანო შენზე თან?
-რავი მაინც გათქმევინებ,რასაც ახლა მე ვერ მეუბნები
-ვირი
-გავიგე ევა..გაბრაზებული გახედა
-ვაიმე.. უნდა გაგეგო სანდრი
სანდრომ ირონიულად ჩაიცინა და თავი დაუქნია "მე შენ მოგივლიო"..
ვაჩე ხვდებოდა,რომ თამთასთან კარგ ურთიერთობას ვერ დავამყარებდი და კაფედან გამიყვანა..მანქანაში ჩავსხედით და გზას გავუყევით..უცბად ამინდი შეიცვალა,მზე ღრუბლებს მიეფარა და წვიმამ დასცხო.."ჩემი ამინდი იყო"..დადგა ნაწვიმარი მცენარეების სურნელი..თვალები დავხუჭე და ჩავისუნთქე ჰაერი..გზა მეცნობოდა,ვიწრო ასახვევებით ვიცანი,რომ ვაჩეს მასთან სახლში მივყავდი..არვიცოდი მინდოდა თუ არა მასთან მისვლა,ის საშინელი დღე მახსენდებოდა ლილესთან ერთად და ტანში ამაკანკალა..ჩუმად ვიყავით..
-მოვედით..არ გადმოხვალ? -გამომხედა წარბებაწეულმა
-მოვდივარ..-ღვედი მოვიხსენი და ჩასვლა გადავწყვიტე
-მოიცა,არ გაცივდე-პლედი შემომხვია და თავზე მაკოცა
სახლში შევედით..ვაჩემ ბუხარი დაანთო და ცხელი შოკოლადებით ჩემსკენ მოიწია..
-ვაჩე..-დავიწყე ისევ მე, ნაზად გავხედე
-ხოო
-იმ დღის მერე აღარ გაგიკეთებია?
2წუთი დუმილის შემდეგ მიპასუხა..
-არა მელანო,მე ხომ გითხარი და შეგპირდი,რომ აღარ ვიზავდი..შეგიძლია მაგაზე საერთოდ აღარ იფიქრო-ჩამეხუტა დაა ყელში ნაზად მაკოცა
-ჩემიი ხარ შენ და სულ ყოველთვის ასე იქნება..მიყვარხარ!!-ჩამჩურჩულა ისე თითქოს არ უნდოდა ვინმეს გაეგო
-მეც მიყვარხარ ვაჩე..-ვუპასუხე ჩუმად
მოსაღამოვდა..აივანზე გავედით,მთვარე ნახევრად ჩანდა,რამდენიმე ვარსკვლავი ამშვენებდა ცას..ვიდექით ჩახუტებულები და დავსცქეროდით ცას,ვტკბებოდი გარემოს სილამაზით და მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო ეს დღე..

***
თამთაც წასულიყო და კაფეში სანდრო და ევა ისხდნენ..
-რა სახით ხარ რაიყო? -სიცილით თქვა სანდრომ
-არ მაქვს შენი თავი რა,წავედი მე -არ დააყოვნა ევამ
-არსადაც არ წახვედი -აგრესიული ტონით შეუტია სანდრომ
-კაი დაიფიცე აბა -უპასუხა და გავიდა კაფედან
სანდრო გამომყვა..
-ევაა!!
-რაგინდა?
-რატო მოქმედებ ჩემს ნერვებზე? -თქვა გაბრაზებული ტონით
-არანაირი არაფერი სანდრო,ნუ მეკონტაქტები მაშინ,რომ აღარ ვიმოქმეედო ცუდად
-შენს თავს ამდენის უფლებას რატო აძლევ? მომიჭირა ხელი
-და შენ ვინხარ,რომ მიწყვიტავ როგორ გელაპარაკო
-ძალიან მიშლი ნერვებს ევა,ენა უნდა დაიმოკლო
-შემეშვი საერთოდ რა
უფრო მომიჭირა ხელები და მიმიხუტა ახლოს.
-რატო მაგიჟებ ევა?
-არ გაგიჟებ ისედაც გიჟი და არანორმალური ხარ
ნაგლად ჩატეხა ტუჩის კუთხე და დაეწაფა ჩემს ტუჩებს..მოშორება ვცადე,მაგრამ ამაოდ..
-ჩემი ხარ ევაჩკა გაიგე? უნდა შეიგნო
-ავადმყოფი ხარ,წადი თამთას მიხედე და მოახლოება აღარ გაბედო
-აუუუ ძაან იეჭვიანე? სიცილს არ წყვეტდა
შევტრიალდი,წასვლა დავაპირე,შემაჩერა და მომაბრუნა უკან..მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა
-აღიარე,რომ გიჟდები ჩემზე
-ვაიმე სისულელეს ნუ მეუბნები სანდრო რა
-თვალი თვალში გამისწორე და ისე მითხარი,რომ არ მოგწონვარ და ახლავე წავალ
ვერ შევხედავდი თვალებში და ამას ვერ ვეტყოდი..სანდრომ ჩაიცინა და მომხვია ხელები..მეც ჩავეხუტე და დიდხანს ვიყავით ასე..
-წამოდი გვიანია,სახლამდე მიგაცილებ -მითხრა და ხელი გადამხვია
გზას მივყვებოდით და ჩემს სახლთანაც მოვედით..ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა
-მიდი ადი ტკბილი ძილი
-ძილინებისა სანდრი -გავუღიმე და სადარბაზოს მოვეფარე..


***
-ვაჩე გვიანია,უნდა წავიდე სახლში
-დღეს დარჩი ჩემთან რა,ლიზას მოვუგვარებ
-ოჰჰ რას ამბობ,გაგიჟდება
-ევასთან ხარ და მორჩა -გამიღიმა
საძინებელში შესვლისას ვაჩემ მიმატრიალა მისკენ და კოცნა დამიწყო,საწოლზე დამაწვინა და არ აპირებდა გაჩეერებას..ჩუმად წარმოვთქვი სიტყვა
-ვაჩე არ გინდა
თვალებში ჩამხედა და ცხვირზე მაკოცა..ჩავეხუტე,თავი მის მკერდს მივადე და მალევე ჩაგვეძინა..


--------------------------------------------
როგორ მოგწონთ?? stuck_out_tongue_winking_eye



№1  offline წევრი naniko mindia

Kargi iyo, tavebi gazarde cota nu agvaneb ❤️❤️❤️❤️warmatebebi
--------------------
lomidze

 


№2 სტუმარი Tamo

Gagrdzeleba rogor vnaxo?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent