შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო ჩემში (თავი 7)


16-05-2018, 12:49
ავტორი Vio Aziziani
ნანახია 2 180

როგორც წესი გზაში ჩამეძინა..
-მელანო გაიღვიძე ჩამოვედით,დაბალი ხმით ცდილობდა ჩემს გაღვიძებას ვაჩე..თვალები გავახილე,გარემო შევათვალიერე და ვიცანი ჩემი საყვარელი რაჭა..გადმოვედით მანქანიდან
სახლთან მივედით და დავაკაკუნე..
-ვაიმე მელანო,ჩემო ლამაზო გოგოვ,როგორ გამახარე..მომეხვია და სიხარულისგან ატირდა
-ბები ძალიან მომენატრე,ჩავეხუტე და თვალები ცრემლებით ამევსო..
-შემოდით სახლში,ცივა გარეთ..აბა ბებია გამაცანი ეს ყმაწვილები,ევას ისედაც იცნობდა..ვაჩე და სანდრო გავაცანი..ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს..
-აბა მელანო მომიყევი როგორ ხართ? როგორ მოხდა ჩამოხვედი? ლიზა როგორ არის? უამრავი კითხვა მესროლა,ლიზას გაგონებაზე ფერი დავკარგე და ევას გავხედე,თვალებით მანიშნა არ მოუყვე ინერვიულებსო..
-რავი ბე ვსწავლობ,ცოტახანი გადავწყვიტე ბავშვებთან ერთად ჩამოვსულვიყავი,ლიზა კარგადაა რა უჭირს..ირონიულად ჩამეცინა
-არ გშიათ ბე? მოდით სუფრასთან
ბებიას ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ხაჭაპური,ლობიანი, ცივი სასიამოვნო კომპოტი,ცხელი კრუასანები..იმდენი ვჭამე გავსკდი..სახლი 2 სართულიანი იყო,ბებიას ყოველთვის მაღალ სართულზე უყვარდა ძილი..ჩვენ ადგილები დავიკავეთ პირველ სართულზე..მოსაღამოვდა,პლედები შემოვიხვიეთ,ცხელი ყავები მოვიმარჯვეთ და გარეთ დავსხედით..
-მაგარი ბაითია ტო,წამოიძახა სანდრომ
-კი ყოველთვის მიყვარდა აქ ყოფნა,სიმშვიდეს მგვრიდა..
-წამოდით გავისეირნოთ
-აუ მე არ მინდა სანდრო და წადით თქვენ
-მეც მეზარება,თქვა ვაჩემ..ევამ და სანდრომ ერთმანეთს შეხედეს და წავიდნენ..მარტოები დავრჩით..
-ცოტა არ მოგეშვა? სიჩუმე დაარღვია ვაჩემ და სიგარეტს მოუკიდა..
-რავიცი,მხრები ავიჩეჩე
-მოდი ჩემთან.. წამოიწია ჩემსკენ და ჩამეხუტა..
-შენს წარსულზე რატო არაფერს არ მიყვები ვაჩე?
სახე შეეცვალა და ცალკე გადაჯდა..
-არ ვთვლი საჭიროდ მოყოლას და არც სურვილი მაქვს გახსენების მელანო..შენს წარსულზეც არვიცი არაფერი,არაფერი არ მოგიყოლია
-და მკითხე და არ მოგიყევი ვაჩე?
-კაი ახლა გეკითხები და მომიყევი გისმენ..დიდი ხნის დუმილის შემდეგ დავიწყე მოყოლა..
-2 წლის წინ რაჭაში ჩამოვდიოდი მშობლებთან ერთად,როდესაც ავარია შეგვემთხვა,მამაჩემი ადგილზევე დაიღუპა,მე უგონოდ ვიყავი 3 თვე,როცა გონს მოვედი ვერ ვიაზრებდი რა მოხდა,გიჟს ვგავდი, როცა გავიგე მამის დაკარგვის შესახებ,სტრესში ჩავვარდი,დედა და ევა ყოველთვის გვერდით მყავდა,არ მაძლევდნენ მარტო ყოფნის საშუალებას,ბოლოს ვიმკურნალე,სწავლა გავაგრძელე ახლა აქ ვზივარ შენთან..მეტი არაფერი არ არის მოსაყოლი ვაჩე..თავი ქვემოთ დავწიე და შევეცადე ცრემლები დამემალა,ახლოს მოიწია და ძლიერ მომხვია ხელები,ასე არასდროს არ ვყავდი ჩახუტებული ვაჩეს..ყველაფერი ვიგრძენი მისგან..განცდა,სითბო,მზრუნველობა და სიყვარულიც კი...დიდიხანი ვიყავით ასე,ბოლოს მე დავარღვიე სიჩუმე.
-ახლა შენ გისმენ ვაჩე
-19 წლის ვიყავი,როცა მშობლებმა უარი თქვეს ჩემზე და მიმატოვეს,ყველაფრის მუღამი დავკარგე,ნარკომანი გავხდი..არაფრის იმედი აღარ მქონდა არც ჩემი თავის..ამ სიბინძურეში გავყავი თავი,ბოლოს სანდრომ მიხსნა ამ ყველაფრისგან,შევიცვალე ცუდი ცხოვრებიდან ალბათ ისევ ცუდი ცხოვრებისკენ,ყველას გრძნობებზე თამაში ჩემი ჰობი იყო,ყოველ ღამეს გართობა,დალევა..ახლა კი შენ შემცვალე მელანო,შემოტრიალდა ჩემსკენ,თვალებში ჩამხედა და მაკოცა..
-ჩემი წარსულის შესახებ მხოლოდ შენ და სანდრომ იცით,რადგან თქვენზე ძვირფასი არავინ გამაჩნია ამქვეყნად..ჩემი სულის ნაწილი ხარ მელანო..მინდა,რომ ყოველთვის ჩემთან იყო..არასდროს ვიფიქრებდი,რომ ვაჩე ასეთი ტიპის გახდებოდა,მაგრამ შეიცვალა..რაღაც ეჭვები მაინც მქონდა მის მიმართ,ბოლომდე ვერ ვენდობოდი,მაგრამ ვიცი,რომ ამ ეჭვებსაც გამიქრობდა..

-------------------------
ბავშვებო დიდი მადლობა,რომ კითხულობთ ფოტოზე ვაჩეს და მელანოს კარწინკაა ველიიი თქვენს კომენტარეეეებს



№1 სტუმარი სტუმარი ანი

კარგი თავია მალე დადე და დიდითავი

 


№2  offline წევრი Vio Aziziani

სტუმარი ანი
კარგი თავია მალე დადე და დიდითავი

ისტორია იდება 24 საათში ერთხელ და თუ იცით,რომ მაგის გაუსვლელად,როგორ დავდო მითხარით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent