შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფისტანთროფობია


1-06-2018, 13:43
ავტორი hedgehog
ნანახია 927

დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ტელეფონს. დავხედე სალომე იყო -ეი სალ როგორ ხარ?
-კარგად ნინ შენ?
-არამიშავს, ხო მშვიდობა გაქვს ესე ადრიანად რო მირეკავ?
-კი,კი ხო გახსოვს დღეს ლევანის ქორწილია და სალონში ჩაგწერე ჩემთან ერთად 3საათისთვის
-სულ გაგაგიჟა ამ ქორწილმა, დილის 9 საათზე მირეკავ რო მითხრა 3საათზე სალონში ჩაგწერეო… არა ხარ შენ ნორმალური
-კაი რა ნინ, ხო იცი დღეს გიოც იქნება ქორწილში და მინდა ლამაზად გამოვიყურებოდე..
-გენაცვალე მე შენ, როდემდე უნდა იყოთ შეყვარებულები ვეღარ ვხვდები რა ვერ დააყენეთ ქორწილს საშველი?!
-ნუ ეგ გიოს უთხარი, მე ხო არ ვთხოვ ხელს)
-არ მოიწყინო პატარა, მალე მოვა ეგ დროც) წავედი ეხლა კაბა ავარჩიო ქორწილისთვის
-რააა?! რა უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ?! ეხლა უნდა შეარჩიო კაბა?!
-არაუშავს მოვასწრებ, შენ კი ის მითხარი რომელ სალონში მოვიდე)
-წერეთელზე, beauty academy როა აი მანდ)
-კარგი საყვარელო, გაკოცე ბევრი…დროებით
სალის რო გავუთიშე ტელეფონი, ავდექი და გარდერობისკენ გავემართე) ნუ ისეთი სამსახური მაქვს სოლიდურად მაცვია ყოველთვის ერთ-ერთ კომპანიაში ფინანსისტი ვარ) დიდი დრო დამჭირდა კაბის შესარჩევად, დედაჩემის ნაჩუქარ შავი ბრიტელებიან, ზურგ ამოღებულ კაბას მაღალ ქუსლიანი შავი ფეხსაცმელი შევუსაბამე და პატარა კლაჩი) ამასობაში პირველი გამხდარა საათი, აბანოში წყალი გადავივლე, ყავა დავლიე და წავედი სალონისკენ ჩემი მოციცქნული წითელი ჰონდა Fit ) სალომე უკვე სალონში დამხვდა, ერთ-ერთ სტილისტს თმის ვარცხნილობას უხსნიდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო, შორიდან ძაან სასაცილო სიტუაცია იყო) ნუ მე ჩემი კულულა ქერა თმა ავიწიე, მწვანე თვალები კი გამოვკვეთე ლაინერით და წითელი პომადით დავასრულე მაკიაჟი) 5 საათისთვის რესტორანი „ბერმუხასკენ“ წავედით, ნუ ამ რესტორანში პირველად ვიყავი და ისეთი სასიამოვნო და მყუდრო იყო, თავი სახლში მეგონა)
-ვაუ ნინ, რა ლამაზად გამოიყურები) და ჩამეხუტა, ეს კახაა ჩემი და ლევანის საერთო მეგობარი)
-მადლობა კახა, როგორ ხარ?
-რავიცი აბა, ვმუშაობ ბანკში და ვარ)
- ხო არ დაგაწინაურეს?
-ჰმ, ვანგა ხარ ტო? კი უკვე მთავარი პროგრამისტი ვარ)
-რამაგარია, გამიხარდა ძაან)
-ნინ, ნინ
-რაიყო სალ? რახდება?
-ჩვენი ადგილი ვნახე, წამოდი დავსხდეთ) სადაცაა შემოვლენ ისინიც)
კახას დავემშვიდობე და სალის გავყევი)
-გიო სად არის? ვკითხე სალის
-აუ არ ვიცი, ვურეკავ და არ ღებულობს.. იმედია მშვიდობა აქვს… ბათუმიდან მოდიოდა და მაგიტო გამოგყევი შენ)
-ალბად გზაშია, თან საჭესთან როა მაგიტო ვერ გპასუხობს)
-ხო მეც ეგ ვიფიქრე, გავალ ეხლა აივანზე აქ არ მესმის, დავურეკავ კიდევ ერთხელ და მოვალ)
-კარგი საყვარელო
ჩემთვის ვიჯექი და ვათვალიერებდი ხალხს იქნებ ნაცნობი ყოფილიყო ვინმე, უცებ გავშეშდი, უაზროდ მივაჩერდი ერთ ადამიანს, კარგა ხანს ვერ მოვიფიქრე რა უნდა გამეკეთებია ესე უფუნქციოდ ვიჯექი სანამ სალი არ მოვიდა და არ მომაქანა
-ნინი, რაგჭირს გოგო? ხო კარგად ხარ
-რაა? მეძახდი?
-გეძახდი? თითქმის ათასჯერ დაგიძახე, რახდება?
-სალი, გაიხედე მარცხნივ და მითხარი ვის ხედავ? მგონი მოლანდებები დამეწყო..
-ბექაა, ეხლა გასაგებია რატომაც ხარ ესე!
-არა, არა რამე ისე არ იფიქრო უბრალოდ გამიკვირდა აქ რო ვნახე
-ლევანის საუკეთესო მეგობარია და აბა როგორ
გული ამიჩქარდა, ცრემლი მომერია თვალზე და ღიმილმა გამიპო ბაგე..
-გამარჯობათ გოგოებო, როგორ ხართ? ( და მისი ხმა,უფრო დავიძაბე)
-კარგად ბექა, შენ როგორ ხარ? სალი ადგა და გადაეხვია ბექას
-არამიშავს, შეიძლება თქვენთან დავჯდე? სალიმ ცალი თვალით შემომხედა, ნუ მე ვითომც არაფერი)
-რათქმაუნდა)
-ნინ შენ როგორ ხარ? შეცვლილი ხარ ძაან, რამდენი ხანია არ გვინახია ერთმანეთი?
-კარგად ბექა, შენ როგორ ხარ? 4 წელია არ შევხვედრილვართ…
-ვააა, რა დრო გასულა) ალბად გათხოვდი ხო?
-არა)
სალის გაეღიმა და წამოდგა ფეხზე..
-მე დაგტოვებთ, ლევანის დედას ვკითხავ სად არიან ამდენ ხანს)
-მოიცა მეც წამოვალ სალ. ავდექი ფეხზე, მაგრამ ბექამ ხელით მწვდა მაჯაში და უცებ ჩემს ადგილზე დამსვა…
-გაგიჟდი?! რანაირად იქცევი?! ვერ ხედავ ხალხს?!
-გავგიჟდი ხო გავჯიჟდი, შენმა სიყვარულმა გამაგიჟა
-კაი კაცო, ნუ მეზღაპრები რა… რომელმა სიყვარულმა აი 4 წლის წინ რო მეფიცებოდი მაგ სიყვარულმა?
-ეგრე ნუ მელაპარაკები, იაზვად! თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
-ნუ კაცობ რა! შემეშვი!
გაისმა Mendelssohn-wedding march და შემოვიდა ლევანი, ნიასთან ერთად) ლევანის ჩოხა ეცვა,ნიას კი გიპიურის სადა კაბა) ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს)
-ნინ, როგორ უხდება არა ლევანის ჩოხა?
-ხო სალ, ძალიან)
-გამარჯობა გოგოებო, მგონი დავიგვიანე ხო? ღიმილით მოგვესალმა სალის შეყვარებული გიო, სალის ისე გაუხარდა ეგრევე კისერზე ჩამოეკიდა და დააყარა კითხვები) -სად იყავი, ხო კარგად ხარ? და ა.შ
-ეს ბექაა, ჩვენი საერთო მეგობარი) სალომ გააცნო გიოს ბექა
-სასიამოვნოა) ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დასხდნენ)
-რახდება ნინ, რატო ხარ დღეს მარტო? სად წაიყვანე კაცების არმია?
-კაი რა გიო, როდის უნდა დასერიოზულდე და მორჩე ოხუნჯობას! დავუსერიოზულე მე
-ჰმ, სასწაული ადამიანი ხარ რა! არ გიყვარს სიმართლის მოსმენა) აი ესეთია ნინი, იმდენი თაყვანისმცემელი ყავს და მაინც მარტო მოვიდა… თან ამაზე რო ყურადღებას ვამახვილებ ეგრევე შეტევაზე გადმოდის და ბრაზობს)
-ვიცნობ ნინის თან დიდი ხანია… ამაყად უპასუხა ბექამ
-კარგია, კარგი ) მოდი ეხლა სანამ თამადა რაიმეს იტყვის ჩვენი გოგოები ვადღეგრძელოდ) ნახე რა ლამაზები არიან) ესენი რო არა ეს სუფრა იქნებოდა უფერული)
-გეთანხმები ჩემო გიო, გაუმარჯოს მანდილის მატარებელ მანდილოსნებს) და დაცალეს ჭიქა ბოლომდე
-რას საქმიანობ ბექა ძმაო? გაუშინაურდნენ ერთმანეთს ბექა და გიო
-ჩემი ბიზნესი მაქვს, და დავდივარ საზღვარგარეთ)
-ვააა, ბიზნესი? როდის მერე ვაჟბატონო? სალიმ აღფთოვანება ვერ დამალა
-ნუ ჩემი დაწყებული არაა, მამაჩემისაა.. მისი გარდაცვალების მერე მე ვუდგავარ სათავეში ბიზნესს…
-ვახო ბიძია გარდაიცვალა? უცებ არაადეკვატურად წამოვიყვირე
-მეორე წელია ცოტა მოწყენილად მიპასუხა ბექამ
-ვიზიარებ
-მადლობა , მეგონა მოხვიდოდი დაკრძალვაზე, მაგრამ ეხლა მივხვდი რო არც კი იცოდი ამის შესახებ
-მე 3 წელია ამერიკაში ვცხოვრობდი, წელს ჩამოვედი და მაგიტო არ ვიცოდი… აუცილებლად მივალ სასაფლაოზე უახლოეს დღეებში..
ქორწილი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, სალიმ და გიომ ბევრი იცეკვეს) მე არ მიყვარს ცეკვა.. ვიჯექი ერთ ადგილზე და წითელ მშრალ ღვინოს ვსვამდი, ბექას იჯდა და თვალებში მიყურებდა, მე კი თვალს ვარიდებდი და საცევაო მოედანს გავყურებდი)
-აბა კარგად იყავით. დავემშვიდობეთ ლევანის და ნიას და ეზოში ჩავედით
-ნინ რითი მიდიხარ შენ?
-ჩემი მანქნით სალ)
-ნასვამი ხარ! დატოვე აქ მანქანა და ტაქსით წამოდი ჩვენთან ერთად..
-არა, არა იყოს) შევძლებ ტარებას)
-კარგი რადგანაც არ იშლი, წავალთ ჩვენ მაშინ ტაქსით)
დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მანქანისკენ წავედი.. უკნიდან ხმა მომესმა:
-ნინ, მე დაგტოვებ სახლში
-არა ბექა მადლობა, ჩემით წავალ) არვარ ძაან ნასვამი
-რისი მადლობა, მადლობა მერე გადამიხადე რო მიგიყვან)
-არა, ჩემით წავალ)
-კარგი, მაშინ გამოგყვები უკან და შენს უბანში რო შეხვალ, მეც გავაგრძელებთ გზას)
-ნუ წუხდებით რა
-რა შეწუხებაა
ჩავჯექი მანქანაში და ამეტირა, უაზროდ ამეტირა მოგონებებმა იფეთქა ჩემში… ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე Ed Sheeran-Perfect symphony (with andrea bocelli) ნახალოვკაში ვცხოვრობ დადიანზე, როცა კორპუსებისკენ შევუხვიე ბექას მანქანა გაჩერდა და მალევე წავიდა..
მეხუთემდე ფეხსაცმელი გავიხადე და ფეხშიშველი ავედი.. სახლში რო შევედი ეგრევე ჩავიკეცე და დავიწყე ტირილი, მას ხო მხოლოდ იმ მიზნით ვუახლოვდებოდი, რომ ერთდღესაც ოჯახს შევქმნიდით. სულ ეს იყო ჩემი განზრახვა… ის სულ მეუბნებოდა, არავის მიეჩვიო, ბოლოს ყველა წავაო… მე არ ვუჯერებდი, მერე კი დავიჯერე ოღონდ გვიან როცა ისიც ასე, წავიდა, უხმოდ!
წამოვდექი, ცრემლები მოვიწმინდე, სამზარეულოში შევედი ყავა გავიკეთე და აივანზე გავედი… 01:20 წთ იყო, მხოლოდ აქა იქ ისმოდა ძაღლის ყეფა… ნიავი იყო და მესიამოვნა.. ყავა მოვთქვი და ტელეფონის ხმა გავიგონე სმს იყო.. ნეტა ვინ არის ამ დროს, ალბად სალია) აინტერესებს მივედი თუ არა სახლში)
„თავს როგორ გრძნობ? ბექა“
ჩემი ნომერი საიდან გაიგო, ან რატო მწერს( რატო მახსენებს თავს… სმს მოვშალე და ტელეფონი ლოგინზე მივაგდე.. რამდენიმე წუთში კიდე მოვიდა სმს
„უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდა, ეს ჩემი ნომერია როცა გეცლება მომწერე და შევხვდეთ“
ჰმ! როგორ ბედავს იმის თქმას რო ჩემი ნახვა სურს! არაკაცი! ტელეფონზე ბუდილნიკი დავაყენე 07:00 საათზე და დავწექი, დილით სამსახურში უნდა წავსულიყავი..
დილით თავი მისკდებოდა, ალბად ნაბახუსევზე ვარ.. ლიმონი დავწურე და დავლიე, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი.. მერე წყალი გადავივლე, კლასიკურად ჩავიცვი, თმა ავიწიე და სამსახურში წავედი.. საცობში ვიყავი, დრო ვიხელთე და სალის დავურეკე
-სალ, როგორ ხარ?
-რავიცი დაო, წუხელ გიოსთან დავრჩი და ეხლა საუზმეს ვუკეთებ)
- ვა, ვა , ვა უკვე აღარ ხუმრობთ თქვენ
-ნუ დამცინი რა, ისეთი არაფერი არ მომხდარა! ხო იცი ქორწილამდე ეგ არ მოხდება)
-რა საყვარელი ხარ
-შენ სად ხარ?
-სამსახურში მივდივარ და საცობში ვარ)
-გამომიარე სამსახურის მერე
-კაი დაო, გაკოცე ბევრი
სალის ტელეფონი გავუთიშე საათს შევხედე უკვე 15 წთ დამაგვიანდა.. რა საშინელებაა ეს საცობი! სამსახურში მივედი, კაბინეტში დავჯექი და მარიკა შემორბის
-ნინ, კურიერმა ყვავილები მოიტანა შენთვის
-ყვავილები?
-ხო იცი გაგეცინება და ბაბუაწვერაა
-ბაბუაწვერა? წერია გამომგზავნის სახელი?
-არ ვიცი, პატარა კონვერტი დევს.. ეხლავე მოგიტან
ბაბუაწვერა, საოცარია.. ვინ იცის ჩემი საყვარელი ყვავილის შესახებ.. მარიკამ შემომიტანა, რამდენიმეს უკვე თავისი იერი დაეკარგა, გაცვენოდა წვერები) კონვერტი გავხსენი და ეწერა „თავისუფალია, ველური და ვერ იყიდი. ბექა“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent