შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფისტანთროფობია(2)


2-06-2018, 09:24
ავტორი hedgehog
ნანახია 783

ეხლა გასაგებია გამომგზავნმა საიდან იცოდა ჩემი საყვარელი ყვავილის შესახებ. პარკში ვიჯექით და მკითხა
-ნინ რომელია შენი საყვარელი ყვავილი?
-ბაბუაწვერა ბექ.
-კარგი და რატო?
ზუსტად ის ვუპასუხე რაც ამ პატარა კონვერტში ეწერა, მაგრამ ეს ხო 4წლის წინ იყო, როგორ ახსოვს..ამ ფიქრებმა შორს წამიღო, იმაზე კი გვიან დავფიქრდი რო ჩემი სამსახურის მისამართიც კი იცის როგორც მობილურის ნომერი.. ნეტა ვინ აწვდის ინფორმაციას!ყვავილები ლარნაკში ჩავდე და მე ჩემს საქმეს მივუბრუნდი, ბევრი ანგარიში მქონდა დასახური… საქმეს რო მოვრჩი და საათს შევხედე უკვე 20:25 წთ იყო… როგორ უცებ გავიდა დრო, ტელეფონი ავიღე ბაბუაწვერას დავემშვიდობე და სალის დავურეკე:
-სალ სახლში ხარ?
-კი ნინ, სად ხარ შენ?
-ეხლა გამოვდივარ სამსახურიდან და გამოგივლი
-გელოდები
მანქანაში ჩავჯექი და სმს მოვიდა „ბაბუაწვერა რატო დატოვე სამსახურში?“
უცებ ავღელდი, მოიცა ამან საიდან გაიგო რო ბაბუაწვერა სამსახურში დავტოვე! მითვალთვალებს?! არანორმალური! სიმღერა ჩავრთე და სალოსთან წავედი, მთელი გზა ვფიქრობდი ბექაზე.. რატო გამოჩდა ეხლა როცა დალაგებული მაქვს კარიერა, და დავიწყებული მქონდა ურთიერთობა.. ამ ფიქრში სალისთანაც მივედი, მელოდებოდა) მარწვი დაეშაქრა და მაცივარში გაეცივებია)
-ნინ როგორ ხარ?
-კარგად სალ, აბა მომიყევი რამოხდა წუხელ? როგორ აღმოჩდი გიოსთან სახლში)
-გოგო რავიცი, ესე შემომთავაზა ჩემთან დარჩიო და მეც 2-3 ჭიქის მერე ხო იცი რანაირიც ვარ
-თქვენი ურთიერთობა უკვე დამღლელია, 2წელია ერთად ხართ და პირველად დარჩი მასთან, არც არაფერს არ აპირებთ)
-ხო ნუ ველაპარაკე დილით და რავი ისეთი არაფერი არ უთქვია სამომავლოდ)
-არაუშავს)
-შენთან რახდება? ბექა ისე გიყურებდა ქორწილში,თვალებით გჭამდა
-მართლააა?
-ბრმა ხარ გოგო შენ?!
- იცი, მომწერა წუხელ
-მოგწერა? მერე ამდენ ხანს რატო არ მითხარი?! რაო რამინდაო?
-შეხვედრა და ლაპარაკი, დღეს კი ბაბუაწვერა გამომიგზავნა სამსახურში..
-მოიცა, ნომერი და სამსახურის მისამართი საიდან გაიგო?
-აი ეგ მეც მაინტერესებს.. მთელი დღე მაგაზე ვფიქრობ
-საინტერესო და შენი საყვარელი ყვავილი საიდან იცოდა
-შეყვარებულობის პერიოდში ვუთხარი და ალბად ახაოვდა
-ისევ უყვარხარ ნინ!
-არ მაინტერესებს! არ მივცემ უფლებას რო ცხოვრება ამირიოს
-კაი დამშვიდდი, ყავა გინდა?
-არა, წავალ ეხლა მეც) რო დილით სამსახურში ვარ წასასვლელი
-ესე მალე, იყავი ცოტა ხანი.. მალე გიო მოვა
-სხვა დროს ვნახავ , მომიკითხე რო მოვა
-კარგი საყვარელო, ფრთხილად იარე
ჩავეხუტე და სახლში წავედი, გზად სალოს ნათქვამზე ვფიქრობდი, „ისევ უყვარხარ“ მანქანა გადავაყენე და ტირილი დავიწყე, რატო გამოჩდა ჩემს ცხოვრებაში! წინ ვიღაცამ მანქანა ჩამიყენა და მანქანიდან მამაკაცის სილუეტი გადმოვიდა, მე ცრემლენი მოვიწმინე და მანქანის ამუშავება დავიწყე. მინა ჩაწეული მქონდა, უცებ ფანჯარაში ბექამ შემოყო თავი:
-ნინ, ხო კარგად ხარ?
-გადასარევად და შენ აქ რაგინდა?
-არაფერი, გზად ვიყავი შენი მანქნის ნომერი ვიცანი და გადაყენებული რო გყავდა მაგიტო გავაჩერე, ხო კარგადაა თქო
-მადლობა ყურადღებისთვის
-ლაპარაკი მინდა შენთან, შეიძლება 10წთ?
-კარგი, გისმენ
-არა ესე არა, სადმე კაფეში დავჯდეთ..
-კარგი
პეკინზე ვიყავით და მიცკევიჩის 4 ნომერში four season ში შევედით, N55 მაგიდა ავიღეთ ლამაზი ხედით და ორი ამერიკანო შევუკვეთეთ..
-აბა გისმენ, 10წთ გაქვს დრო
-ნინი უნდა იცოდე ყველაფერი, რაც ამ 4წლის განმავლობაში მოხდა… ხო იცი რატო წავედი საზღვარგარეთ უთქმელად! ხო იცი რო გაჯინე, როცა დათოსთან ერთად დაგინახე! არ ვიცოდი თუ შენი ბიძაშვილი იყო, ვიცი ჩემი ბრალია ყველაფერი, მინდა რო მაპატიო
-ხო მართალი ხარ, ყველაფერი შენი ბრალია.. ისე წახვედი არც კი გიკითხია ვისთან ერთად ვიყავი! მიზეზი გჭირდებოდა წასვლის და როცა იპოვე უთქმელად წადი! მე რახანია გაპატიე, არ იდარდო მაგაზე)
უცებ ჩემდა უნებრიედ მომეწყინა როცა ბოლო სიტყვა ვთქვი რო მას ვაპატიე
-მოიწყინე? სულ ვნატრობდი ამ დროის განმავლობაში რო მოწყენილი მენახე, გახსოვს რა მითხარი? როცა მოწყენილი ვარ უფრო მიყვარხარო. არა, სხვანაირად თქვი: მოწყენილობის ჟამს მარტო შენ მიყვარხარ, კარგ გუნებაზე კი ყველა მიყვარსო…
-ბექა გეყო წარსულის გახსენება!
-წარსულზე სულ ვფიქრობ, ასე ახლოს ვარ შენთან და ბედნიერი ვარ!
-წავედი, 10წთ გავიდა!
-კარგი რა ნინ! ცოტა ხანიც და წადი
-რაგინდა ბექა?! რატო გამოჩდი ჩემს ცხოვრებაში?!
-შენ მინდიხარ შენ! მინდა რო ჩემი გერქვას როგორც 4 წლის წინ!
-ჰაჰა, როგორ გამაცინე!
-ნინი! ნუ მაგიჟებ!
-ბექა მძულხარ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი თავი მძულს, რომ შენი სიძულვილი შევძელი! დიახ..! მე შენ ვეღარ გიტან! უფრო მეტიც მე შევძელი ყველა მოგონების, ყველა დეტალის შეზიზღება რაც შენ გიკავშირდება…მძუხარ იმიტო რო წახვედი!
ამეტირა, ჩანთას ხელი დავავლე… კიბეები ჩავირბინე, მანქანა ავამუშავე და უსასრულობისკენ წავედი..
თბილისის ზღვასთან გავჩერდი, ცრემლები თავისით მოდიოდა.. ღრიალი მინდოდა , მაგრამ ვერ ვღრიალებდი… გული მტკიოდა.. რამდენიმე საათი გაქვავებული ვიდექი, მერე მანქანა ავამუშავე და სახლისკენ წავედი…დედა მირეკავდა:
-გისმენ დე
უცებ ხმა შევიცვალე და ხალისით ვუპასუხე რო არ ენერვიულა
-გილოცავ საყვარელო დაბადების დღეს, მამაც გილოცავს .. გვინდა რო მთელი ცხოვრება ბედნიერი იყო, გვიყვარხარ…
სულ დამავიწყდა რო დაბადების დღე მაქვს, მადლობა გადავუხადე, ტელეფონით მოვესიყვარულე მშობლებს და საათს შევხედე.. 00:03 წთ იყო.. უკვე ჩემი დაბადების დღეა, სარკეში ჩავიხედე, ჩემს თავს დაბადების დღე მივულოცე და ცოტა გავმხიარულდი უკვე 25 წლის ვარ, აღარ ვარ პატარა)
მანქანა დავაყენე და კორპუსში შევედი, კედლები აჭრელებული იყო წარწერებით.. „მიყვარხარ ნინი“ „გილოცავ დაბადების დღეს“ „უბრალოდ გაიღიმე“ და ა.შ კარებთან ყუთი დამხვა შეფუთული, შევიტანე ოთახში, ფეხსაცმელი გავიხადე და ყუთის გახსნა დავიწყე.. 19წლის ვიყავი როცა ბექა გავიცანი, 2წელი ერთად ვიყავით… რაც კი ამ ორი წლის განმავლობაში სურათები გვქონდა გადაღებული, გაემჟღავნებია და თავისი თარიღებით და ფრაზებით გაეფორმებია.. პატარა წერილიც იყო „გილოცავ ბაჭია, მინდა რო სულ ესეთი კარგი იყო, ამ ყუთში ბევრ რამეს ნახავ რაც გაგახსენებს ჩვენს ერთად ყოფნას..“ ამეტირა და ყუთი დავხურე... ტელეფონი რეკავდა და მეორე ოთახში გავედი
-ეეეე ნინუცც გილოცავთ დაბადების დღეს, ხვალ 5 საათზე მეგობრები გელოდებით რესტორან „ვეფხი და მოყმე“-ში
ლაპარაკს არ აცდიდნენ გიო და სალი ერთმანეთს)
-მადლობა ძვირფასებო, მიყვარხართ ძალიან)
დავემშვიდობე და ფბზე შევედი.. ნუ ჩვეულებრივ მილოცვები დამხვდა, მეგობრებისგან, ნათესავებისგან და თანამშრომლებისგან) მიყვარს ჩემი დაბადების დღე) მადლობა მოვუხადე ყველას და გამოვრთე ინტერნეტი… ბუდილნიკი დავაყენე და ლეპტოპი ავიღე, ჩემი საყვარელი ფილმი ჩავრთე „მე შენამდე“ და ყურება დავიწყე)
დილით მშვენიერ გუნებაზე ვიყავი, ყავა დავლიე, ჩავიცვი თავისუფალ სტილზე, თმა გავიხსენი კულულები დავიყარე მხარზე და წავედი) დღეს ჩემი დღე იყო ნამდვილად, საცობიც კი არ შემხვედრია, ზუსტ დროს მივედი სამსახურში) თანამშრომლებმა მომილოცეს, ყვავილები და ტორტი მაჩუქეს) რესტორნის სახელი და დრო ვუთხარი სადაც უნდა მოსულიყვნენ და კაბინეტში შევედი) მარიკა ისევ ფეხაკრეფით შემომყვა კაბინეტში
-ნინ, ისევ ბაბუაწვერაა
-შემოიტანე და ლარნაკში ჩადე
-კარგი
ლარნაკში მოათავსა, მადლობა მოვუხადე და საქმეს შევუდექი რო მალე წავსულიყავი და მოვმზადებულიყავი დაბადების დღისთვის
3საათზე დავასრულე სამუშაო, მანქანაში ჩავჯექი და სმს მოვიდა „ბაბუაწვერა ისევ სამსახურში დატოვე?!“ მინდოდა შემენარჩუნებია განწყობა, სმს მოვშალე და სახლისკენ წავედი) 5საათისთვის მზად ვიყავი, ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი ატმისფერი, მაღალი ქუსლები, თმა და მაკიაჟი ჩემით გავიკეთე დრო არ მქონდა) ძალიან სადა წავედი)
რესტორანში ჩემი მეგობრები დამხვდნენ, მოლოცვები, ყვავილები, სუნამოები და ათასი რამ მაჩუქეს) უკვე შუა ქეიფში ვიყავით რო მიკროფონთან ახალგაზრდა ბიჭი მივიდა და გამოაცხადა ეს სიმღერა ეძღვნება იუბილარ ნინის, სიმღერას ასრულებს უცნობი შემსრულებელი და უცებ გაისმა სიმღერის ხმა, მეტეხის „ჩემო ფერია“.. გამაჟრიალა მთელ სხეულში, ზუსტად 4 წლის წინ, ისევ ამ დღეს ბექამ შეასრულა ეს სიმღერა, და 2018 წელს გაიმეორა, ამეტირა, ვეღარ დავმალე ემოციები… სიმღერა რო დასრულდა სცენიდან ჩამოვიდა და ვარდების თაიგული მომართვა..
-გილოცავ ნინ!
მოვალეობის მოხდის მიზნით მადლობა მოვუხადე და თანამშრომლებთან დავიწყე ლაპარაკი, მიხვდა რო ზედმეტი იყო, მიხვდა რო აქ არაფერი ესაქმებოდა და წავიდა…
დაბადების დღეც დასრულდა, საჩუქრები ბაგაჟნიკში დავალაგე და სახლში წავედი.. მანქანა გავაჩერე, ჩამოვედი და ჩემს სადარბაზოსთან ბექა იდგა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent