შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძელი და ბნელი 90-იანები...(სრულად)


2-06-2018, 14:15
ავტორი tikuna tika
ნანახია 2 375

ჰოო...90-იანები იყო...სწორედ ის პერიოდი უშუქობა,პურის რიგები და ა.შ.გაუსაძლისი გაჭირვებაა...
წარმოიდგინეთ რა რთული იქნებოდა 90-იანებში 16 წლის გოგოს ცხოვრება.რაღაც ერთფეროვანი არა..?ზუსტად ძალიან ერთფეროვანი...ოჯახში არეულობა,უფულობა.
რა რთულია როცა სახლში მისული ხედავ როგორ სცემს მამაშენი დედაშენს,მასკი ამის ატანა უწევს.ხედავ შენს უმცროს 8წლის ძმას რომელსაც არ შესწევს ძალა დედას დაეხმაროს ან რითი უნდა დაეხმაროს?როგორ ?
...ყოველდღიურად გიწევს ამის ატანა და ხვდები რომ სხვა გზა არც შენ გაქვს,არც დედაშენს და არც შენს ძმას...გიწევთ აიტანოთ მთვრალი მამიკო...
ამდროს კი ქალაქის ქუჩებში საშინელი დაძაბულობაა...მითუმეტეს როცა სახლში გვიან ღამით გიწევს დაბრუნება,აქეთ-იქით აცეცებ თვალებს და გული გამალებით გიცემს...დამცველი კი არავინ გყავს...
როგორ უკვე მიხვდით ეს ისტორია 16 წლის გოგონას ეხება-ანო წერეთელს...იცით როგორი გოგო იყო?ქუჩაში რომ გაივლიდა თვალს ვერავინ ვერ წყვეტდა,ბავშვური სილამაზე ჰქონდა და ძალიან უბრალო იყო,სულ სადა ტანსაცმელი ეცვა და ყოველთვის დადარდიანებული დადიოდა.
ერთ პატარა სახლში ცხოვრობდნენ თვითონ,მისი ძმა-ნიკა,დედა-თამარი და მამა-ვანო
არ ჰქონდა ამ გოგოს კარგი ცხოვრება....საერთოდ არ ჰქონდა
ერთადერთი ვისაც მისი ესმოდა მისი მეგობარი სალომე იყო...მხოლოდ ის უგებდა.
რამდენჯერ გაქცეულა ანო სახლიდან...რამდენჯერ მისულა სალომესთან და დიდხანს უტირია..უთვალავჯერ...სალომე კი ყველანაერად ცდილობდა დაემშვიდებინა მეგობარი.
ანოს კეთილი შურით შურდა სალოსი.იმდენად შეკრული და თბილი ოჯახი ჰყავდა მათი დანახვისას ცრემლები მოსდიოდა.მასაც უნდოდა დედა რომელიც იღიმოდა(ოღონდ ძალით არა) და მამა რომელიც ყოველ საღამოს გალეშილი არ მოდიოდა სახლში,არ იგინებოდა და არ ჯალადობდა დედაზე....


...ძალიან ჩვეულებრივი დღე იყო...როგორც ყოველთვის ანო დილით ადრე ადგა და სწრაფად ჩაიცვა.საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას რამდენად შეხამებულად და კარგად ეცვა.ამას მისთვის არანაერი მნიშვნელობა არ ჰქონდა,საერთოდ არ ანაღვლებდა.ჯერ ძალიან ადრე იყო ამიტომ ნიკას ეძინა. ანო ცდილობდა მალე გასულიყო ოთახიდან რომ ძმა არ გაეღვიძებინა.ნიკოსთან მივიდა ნაზად აკოცა,საბანი გაუსწორა და ოთახი დატოვა.უსაზღვროდ მზრუნველი იყო,სულ სხვანაერი....საერთოდ არავის არ ჰგავდა...
სამზარეულოში დედა დახვდა.სკამზე იჯდა და ერთ ადგილს მიშტერებოდა.ადვილად შესამჩნევი იყო მის სახეზე სილურჯეები და გახეთქილი ტუჩი...თვალებიც დასიებული ჰქონდა რაც იმაზე მიუთითებდა რომ ღამით არ ეძინა,თუმცა...როგორ უნდა გეძინოს იმ კაცის გვერდით,რომელიც პირუტყვივით გცემს და არაფრად გაგდებს...ანოს ძარღვები დაებერა,ყოველთვის იცოდა რომ მამა სამაგალითო ადამიანი უნდა ყოფილიყო და ის უნდა ყვარებოდა,მაგრამ მას მამამისი დიდი ხანია სძულდა,უნდოდა მოეკლა.მაგრამ ის ისეთი წმინდა იყო ადამიანის მოკვლა კიარა მტრედის სიკვდილზე შეეძლო ღამე გაეთენებინა.
სხვა გზა არ ჰქონდა,არ უნდა შეემჩნია დედის ნაწამები სახე.სამზარეულოში შევიდა და წყალი დალია.ფანჯარას გახედა.წვიმდა,რომ იტყვიან ,,ცა ჩამოიქცაო’’ ზუსტად შეესაბამებოდა ამ ამინდს.
-დედა..გინდა გავიქცეთ?-ვეღარ მოითმინდა და დედას ისე ჰკითხა ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია
-ეჰჰ ანო...ჩემო პატარა ანო...შენც ფიქრობ რომ გაქცევა გინდა არა?-სინანულით ჩაიცინა-გაქცევა ახლა ჩვენთვის მისწრებაა.რითი?როგორ უნდა გაიქცე?მაგრამ არა...ეგეც არ გვიშველის-ცრემლები წამოუვიდა,ანო კი უძლური გახევებული იდგა-მე...მე უკვე განწირული ვარ ჩემო ანო...მე აღარაფერი მეშველება...ყველაზე მეტად შენზე და ნიკაზე ვღელავ სხვაზე არავიზე,არმინდა თქვენ გიწევდეთ ასეთი სიცხოველის ყურება,თორემ მე...მე დიდი ხანია შევეჩვიე-სახეზე უდიდესი ტკივილი ჰქონდა გამოსახული-იცი როგორ დავიღალე?ძალიან,ძალიან დავიღალე-უთხრა თამარმა ანოს,მასთან მივიდა და ჩაეხუტა.-რაც არუნდა მოხდეს,გახსოვდეს დედას ყველაზე მეტედ უყვარხარ,ძალიან,ძალიან-უთხრა და ცრემლები შეიმშრალა.
-მეც ყველაზე მეტად დეე...არმინდა დეე ასეთს გხედავდი არიმსახურებ დედა,შენ არიმსახურებ-ახლა უკვე ანო ატირდა.ანგელოზს ჰგავდა...ოღონდ ძალაგამოცლილს და ნატანჯს...
-ახლა წადი ანო... წადი სკოლაში გაგვიანდება-უთხრა თამარმა და სამზარეულოდან გავიდა.ანოც მაშინვე წავიდა სახლიდან და სკოლის გზას დაადგა.მიდიოდა,თან წვიმის წვეთები უსველებდნენ სახეს,თმებს.წვეთები კი მის ცრემლებს ერეოდა და ნაკადულივით ჩამოდიოდა მის სახეზე.ფიქრობდა მომავალზე,რა იქნებოდა მოეგებოდა თუ არა მამამისი გონს...მაგრამ ამის უკვე თვითონაც აღარ სჯეროდა...მერე რა რომ სკოლაში აგვიანდებოდა?ცხოვრებაში ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემებიც ჰქონდა...
კლასში 15 წუთის დაგვიანებით შევიდა
-სად ბრძანდებოდი წერეთელი?!-კლასში ხანშიშესული ქალის მკაცრი ხმა გაისმა-ეს სკოლაა თუ სახლი?!როცა მოგესურვება მაშინ მიდიხარ და მოდიხარ!
-მქონდა მიზეზი მას...-ამოიჩურჩულა
-მე მიზეზები არ მაინტერესებს,შენც ეხლა პრეზიდენტთან არ გქონოდა შეხვედრა რაა-დაუღრიალა ქალმა ზიზღით,რასაც ბავშვების უაზრო სიცილ-ხარხარი და აქა-იქ სტვენა მოყვა.მაინც როგორ ცდილობდა ყველა დაემცირებინა.ეს უაზრო სიცილი,მასწავლებლების ამაზრზენი მზერა.არადა ყველამ კარგად იცოდა რაც მის ოჯახსი ხდებოდა,უბრალოდ ამის მიუხედავად მაინც ცდილობდნენ საბოლოოდ გაენადგურებინათ.
-დაეგდე ეხლა და მეორედ აღარ განმეორდეს მსგავსი რა,თორემ...-საუბარი სალომემ გააწყვეტინა,რომელსაც ყელში ამოუვიდა მეგობრის დამცირება
-თორემ რა ,,პატივცემულო’’ ცემთ?!-ბოლო ხმაზე დაუყვირა მასწავლებელს ფეხზე წამოვარდნილმა სალომემ.
-ორივე სასწრაფოდ გაეთრიეთ კლასიდან!-ფეხზე წამოიჭრა მასწავლებელი და მათაც ჩუმად დატოვეს კლასი...გრძელ დერეფანს მიუყვებოდნენ.მალე გარეთაც გამოვიდნენ და სალომეს სახლის გზას დაადგნენ
-ისევ მთვრალი მოვიდა?-ჰკითხა სალომემ თავჩახრილ მეგობარს
-ჰოო...როგორც ყოველთვის,იგივე მოხდა.ვეღარ ვჩერდები სახლში.ცუდად ვარ-ამოიოხრა და თავი მაღლა ასწია.წვიმის წვეთები სახეზე ეცემოდა რაც სიამოვნებდა.
-უფფ...არვიცი რით დაგეხმარო მართლა...-ეუბნებოდა ანოს თვალებაწყლიანებული
-შენ ისედაც ძალიან მეხმარები,გვერდით რომ მყავხარ-უთხრა და ჩაეხუტა.ასე მიუყვებოდნენ გზას და სულ არ ანაღვლებდათ ის რომ თავსხმა წვიმა იყო.
მოსახვევიდან შავი ბეემვე მ5 გამოვარდა დიდი სიჩქარით.სალომესთვის ნაცნობი ადამიანები ისხდნენ ამ მანქანაში,თუმცა ანოს მათ შესახებ არაფერი ჰქონდა გაგონილი,იმის გამო რომ არ ინტერესდებოდა,ბიჭებით.(ეს შეიძლება იმასაც მივაწეროთ,რომ მამამისის დაუდევრობის გამო ეზიზღებოდნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები)
-ვა სალოოოოო-გოგოებთან მიახლოვებისას დაამუხრუჭეს,ერთ-ერთმა თავი გადმოყოდა სალომეს დაუძახა.მან კი ვითომ ვერც გაიგო გზა გააგრძელა.
-არგესმის გოგო რო გეძახი?ან ეს გოგო გაგვაცანი?ვინარი?ან გამარჯობა მაინც მითხარი!-ტონს აუწია ბიჭმა,რასაც ბიჭების ხარხარი მოჰყვა
-როცა ხმას არ გცემს ასეთი,ძნელი მისახვედრია,რომ თავი უნდა დაგვანებო?!-დაუყვირა წყობიდან გამოსულმა ანომ.ბიჭიც აშკარად არ ელოდა ასეთ გამბედაობას.მას და მის ძმაკაცებს ხომ ქალაქში დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ?!(თუმცა ეს ანოს ძალიან არ აინტერესებდა)
-შენ გრძელი ენა რომ გაქვს მაგას თუ ხვდები?იცი საერთოდ ვის ელაპარაკები?-უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა
-ფეხებზე მ.კიდია შენი ავტორიტეტი იცი?შენ არაფერს არ წარმოადგენ ჩემთვის!ამიტომ შეგიძლია გზა მშვიდად განაგრძო-უთხრა ანომ და მეგობრისკენ გააპარა თვალი რომელიც თვალებს უქაჩავდა და ანიშენებდა შეეშვიო.მაგრამ ანო ჯიუტი გოგო იყო,არშეეძლო სათანადო პასუხის გარეშე დაეტოვებინა ვინმე.
-ეხლა წავალ მაგრამ მალე გნახავ.შენთვის არც ისე ხელსაყრელ გარემოში საყვარელოოო-გაიწელა ბიჭი და ირონიულად ჩაიცინა.მერე საჭესთან მჯდარ ბიჭს ანიშნა წავედითო და მანქანაც მაშინვე დიდი სიჩქარით მოსწყდა ადგილს.
-ვინ იყო ეს უზრდელი?საიდან იცნობ?-მაშინვე დაქალს მიუბრუნდა
-გიგო ჰქვია...ქალაქში ძაან სახელგანთქმული ტიპია.ბევრი ფული აქვს რაა და ყველაფრის ფულით გადაჭრას ცდილობს.მდიდარი მამიკოს შვილია .მე მაგის ძმაკაცს მოვწონდი და ეგ მელაპარაკებოდა ხოლმე დაუახლოვდი კარგი ბიჭიაო,მერე ბოლოს თავი გამანება,მამაჩემი ელაპარაკა და...
-ეტყობა,ფულით რომაა გათამამებული-უთხრა და სალომეს სახლში ავიდნენ.ცოტა ხანი იქ იყო მაგრამ მერე სახლში ამჯობინა წასვლა,მამამისიც არიქნებოდა ჯერ მოსული და დედას დაეხმარებოდა.სალომეს დაემშვიდობა და სახლისკენ გაუყვა გზას.ეზოში ნიკა დაინახა,სტადიონზე თამაშობდა.ძმასთან მივიდა და ჩაეხუტა
-რასშვები ნიკო?-ჰკითხა და თმებზე ხელით წაეთამაშა
-რავი ვთამაობ რაა,დედა სახლშია ალაგებს-უთხრა და ისევ თამაში განაგრძო.ანო კი სახლში ავიდა.კარი შეაღო
-დედა მოვედიი-დაიძახა,თუმცა პასუხი არ გაუგია-დედააააა-კიდევ დაიძახა თან ფეხსაცმელებს იხდიდა.ისევ არიყო პასუხი.ანო კი მისაღებისკენ წავიდა -სადხარ დედა ხმას რატომ არმცემ?-თქვა და ოთახში შევიდა.
...საშინელი სანახაობა დახვდა.ოთახის ცენტრში დედამისი იყო ჩამოკიდებული.ჰოო...თავი ჩამოიხრჩო.ორი უკიდურესობაა...ერთის მხრივ ამ ყველაფერს გაექცა და დაისვენა...ალბათ...ვეღარ გაუძლო.
...მეორეს მხრივ კი შვილები არუნდა დაეტოვებინა.ცოდო იყო ანო....და ნიკოც...
-არააა!-ანოს ხმამ მოიცვა მთელი უბანი.განწირული კიოდა სასოწარკვეთილი გოგო,არც არავინ ჰყვავდა დამხმარე-არა დედა არაა!შენ ვერ დაგვტოვებდი!არ წახვიდოდი დედა!იმ ურჩხულის კლანჭებისთვის არ გამწირავდი.ჩემო დედიკო....რატო დეე?დაიღალე ხო დედა!ვიცი ვიცი,მაგრამ მე არუნდა დაგეტოვებინე რაა არაა რაა-ტიროდა და უკვე ჩურჩულებდა.
...რამდენად დიდი დარტყმაა,როცა უყურებ დედაშენის უსულო სხეულს,ნაცრიფერ სახეს რომელსაც სიცოცხლის არანაერი კვალია აღარ აქვს შერჩენილი.
2 საათში წერეთლების სახლში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი...უცნობები,ნაცნობები,მეზობლები,ნათესავები...ნიკო...პატარა უსუსური ნიკო....უდედოდ დარჩენილი ნიკო...და ანო განადგურებული ანო.სულ შავებში იყო შემოსილი.გრძელი შავი კაბა კოჭებამდე წვდებოდა.სახეზე ფერი აღარ ჰქონდა,თვალები ჩაშავებოდა და ერთ წერტილს უყურებდა.არანაერი გრძნობა აღარ ჰქონდა,ტკივილის გარდა,მისი სხეული ვერაფერს გრძნობდა.ვერც მის გვერდზე მჯდარი მომტირალი სალომეს ნუგეშს...ვერაფერს...
ეზოზღებოდა,ეს უსამართლო ცხოვრება,სადაც შვილები მშობლების გარეშე რჩებოდნენ.ეზიზღებოდა ხალხი,რომელიც მის და მისი ოჯახის მიმართ სიბრალულს გამოხატავდა,მაშინ როცა ანომ კარგად იცოდა რახდებოდა მის ზურგს უკან.ერთი ორისგან ის ფრაზაც გაიგო :,,დაისვენა,კარგადაც მოქცეულაო“-გაგიჟდა უნდოდა ეს ადამინები სახლიდან გაეყარა და ყველა გაელანძღა მაგრამ ამის ძალაც აღარ შესწევდა.
ისედაც ნაცრისფერი სამყარო,მისთვის უფრო გამუქდა,სულ ჩაშავდა,ჩაბნელდა.ერთადერთ საფიქრალად ნიკო ჰყავდა და ცდილობდა ძმისთვის ხელები ძლიერად შემოეხვია,ეგრძნობინებინა რომ მარტო არიყო,რომ ანო არასდროს დატოვებდა.იცოდა სულ მალე დედის ,,მკვლელთან’’-მამამისთანაც მოუწევდა საუბარი, ამის კი საერთოდ აღარ ეშინოდა,პირიქით ახლა რომ მის წინაშე მდგარიყო ის არაკაცი სახეშიც შეაფურთხებდა...
ალბათ,ბატონი ვანო ახლა სადმე სვამდა,მაგრამ არა...უცებ ხალხი ორ ნაწილად გაიყო და ვანოც გამოჩნდა.თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა და მეუღლის უსულო სხეულისკენ მიიწევდა
ანო მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და წინ გადაუდგა
-არც კი გაბედო მოახლოება!შენ აღარ გაქვს უფლება შენი ბინძური ხელებით მის წმინდა სხეულს შეეხო!არაკაცი ხარ!მრცხვენია შენი შვილი რომ მქვია!-ღრიალებდა ხალხს კი მეტი რაუნდოდა?ამ სანახაობით ტკბებოდნენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.ნეტავ რატომ უხარია ხალხს სხვების გასაჭირი და ტკივილი ასე ძალიან?!რატომ არიან ასეთი უგულოები?რამ გაუქარწყლათ ადამიანური გრძნობები?თითქოს მათ სხეულებს უბრალოდ დემონი დაეპატრონა და აიძულებდათ სხვებისთვის გული ეტკენინებინათ.
...ვანო კი გახევებული იდგა შვილის წინ და დასჯილი ბავშვივით თავჩახრილი,იატაკს აკვირდებოდა.ალბათ მიხვდა კიდევაც როგორ შეცდა.პირველად მაშინ როცა საყვარელს ცოლზე ხელი ასწია.არაკაცადაც თვლიდა თავს,თუმცა ახლა უკვე გვიანი იყო...
-მაპატიეთ,მაპატიეთ....ვიცი რომ არაკაცი ვარ შვილო,უბრალოდ მაპატიეთ,დედათქვენი ანგელოზი იყო და მე...მე....-ვეღარ დაასრულა,უბრალოდ სახლიდან სწრაფად გავარდა.ხალხის გაუჩერებელი ფუსფუსი ისმოდა.ვეღარ გაუძლო ანომ და ბოლო ხმაზე იღრიალა
-გაეთრიეთ,თქვე არაადამაინებო!ყველანი მეზიზღებით!ყველას ბოროტება გაქვთ გულში და არავის გესმით რა არის ტკივილი.ვერ ვიტან თქვენს გაუფასურებულ სიტყვებს,ვითომ რომ სწუხხართ ჩემს გამო!ღმერთის გეშინოდეთ!არდაგინდობთ....ღმერთი არდაგინდობთ...-ბოლო წინადადებებს ჩურჩულებდა. ხალხმაც დაშლა დაიწყო.ყველა გაოცებული უყურებდა პატარა გოგონას.ყველა წავიდა,იმ ხალხიდან კი მხოლოდ ერთი ბერიკაცი დარჩა-თედო.თედო პაპა მათ მეზობლად ცხოვრობდა.ანოსაც სულ თბილად გამოელაპარაკებოდა ხოლმე და არიგებდა.
ბერიკაცი ანოსთან მივიდა და მისი დაკოჟრილი ხელი თავზე გადაუსვა
-ეე ბაბუ მართალი ხარ შენ მართალი...კარგი გოგო ხარ,ძალიან კარგი გოგო,სულ კარგი იყავი და აბა შენ იცი!ხომიცი ძლიერად უნდა იდგე.არუნდა გატყდე ბაბუ არა!-ეუბნებოდა თედო თბილი ხმით გოგონას და ნაღვლიანი მზერით შესცქეროდა.
-შენ გესმის ბაბუ ჩემი,ყოველთვის გესმოდა...-ამოიჩურჩულა ანომ და თავი დახარა
-გქონდეს ჩემი იმედი ანიკო,თურამე დაგწირდა შენს გვერდით მიგულე.წავალ ახლა მე და კარგად იყავი შენ,ბევრი აღარ ინერვიულო-უთხრა და თავზე აკოცა-კარგად ბაბუ-მიუგო ანომაც.
სახლში მარტო დარჩნენ ანო,ნიკა და სალომე.არაფრის დიდებით არ ტოვებდა სალო მეგობარს.იცოდა ახლა ერთად უნდა გამკლავებოდნენ პრობლემებს მის გარდა არც არავინ ჰყავდა ანოს.ნიკოს მალე ჩაეძინა.ანოს კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭია მეგობარს ელაპარაკებოდა და ხშირ-ხშირად ამოიტირებდა ხოლმე.გამთენიისას ჩაეძინათ...
ანოს დედა მალევე დაასაფლავეს.ამ ამბების მოგვარებაში კი სალომეს ოჯახი ეხმარებოდა,ყურადღებას არ აკლებდნენ.
დასაფლავების შემდეგ ანო ყოველ დღე ადიოდა დედის საფლავზე ხან ყვავილები აჰქონდა ხანაც უბრალოდ ადიოდა და ელაპარაკებოდა,როგორც ცოცხალ ადამიანს,ის გარდაცვლილადაც კი არ თვლიდა დედამისს იცოდა თამარი სულ მის გვერდით იქნებოდა და იქიდანაც დაეხმარებოდა.
ქალაქში ისეთი ხმაც დადიოდა თითქოს ანო დედამისის გარდაცვალების შემდეგ გაგიჟდაო.მაინც როგორი ამაზრზენები იყვნენ არა?ადამინობას ფეხებით თელავდნენ იმის მაგივრად რომ ანოს დახმარებოდნენ თუნდაც ეკონომიკურად.მაგრამ სულ ფეხებზე არ ეკიდათ ანოც და მისი ოჯახიც?მთავარია თავად იყვნენ კარგად და მათი გრძელი ენით ზურგს იფხანდნენ.ხომ შეეძლო ანოს პასუხი გაეცა მათთვის?მაგრამ სიჩუმე ამჯობინა,იცოდა მათ გულამდე მისი სიტყვები არასდროს მივიდოდა...მათ გული უკვე დიდი ხნის გაქვავებული ჰქონდათ....
დედის დასაფლავებიდან 2 კვირაში ანო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა,ოღონდ ახლა დედის გარეშე.სკოლაშიც დაიწყო სიარული.სულ შავებში შემოსილი დადიოდა.მის სახეზე ვეღარანაერ ემოციას ვეღარ ამოიკითხავდი ძალიანაც რომ გდომებოდა.მასწავლებლები თითქოს ცდილობდნენ მასთან მოწიწებით ესაუბრათ,თუმცა ანომ იცოდა რომ ისინი უბრალოდ ეპირფერებოდნენ.ძალიან კარგად გაიგეს მანაც და სალომემაც,როგორ ესაუბრებოდა მასწავლებელი ბავშვებს-ახლა მოვა,შავები ეცმევა და სიცილი არ დაიწყოთო-რა სისულელეა...იმდენად დაჩლუნგებულები იყვნენ,რომ ახლა უკვე შავებზეც კი ეცინებოდათ...
ანოს არაფერი შეუმჩნევია და უბრალოდ ,,უსიცოცხლო ცხოვრებას’’ აგრძელებდა ,ჩამქრალი თვალებით...
ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებულს მამამისი დახვდა სახლში.ნიკო დაესვა წინ და ელაპარაკებოდა.
-აქ რაგინდა?რატომ მოხვედი?აღარაფერი გესაქმება ამ სახლში!-მაშინვე შეტევაზე გადავიდა ანო.
-უბრალოდ ერთი რამ უნდა იცოდე,დედაშენს არ გაუხარდებოდა მშიერი შვილები რომ დაენახა...ვერაფრით ვერ შეძლებ თავი ირჩინო.არც ასაკი გიწყობს ხელს სამსახურის დასაწყებად.უბრალოდ მომეცი შანსი საჭმლით მაინც მოგამარაგოთ.სამსახური დავიწყე.მე დავაშავე,ნამდვილად-ამოიხრა-მაგრამ ვერავინ ვერ აიტანდა მათ შორის ვერც დედათქვენი ასეთ მდგომარეობაში რომ დაენახეთ.უბრალოდ ერთი შანსი მომეცი-მხოლოდ ღამე დავბრუნდები სახლში და დილით ისე გავქრები ვერც კი შემამჩნევ.ნიკას გამო მაინც ანო გთხოვ-ევედრებოდა ტირილამდე მიყვანილი კაცი შვილს.ანო კი უყურებდა და ცრემლები მოსდიოდა.თვითონაც კარგად იცოდა როგორ გაჭირვებაში იყვნენ.მართლაც ჭირდებოდათ,საჭმელი....მითუმეტეს ნიკოს,ის ჯერ პატარა იყო.ისეც ხდებოდა რომ დღის განმავლობაში ანო საჭმელს არ ჭამდა და ძმას უტოვებდა.რამოდენიმეჯერ კინაღამ გულიც წაუვიდა ამის გამო....
-მხოლოდ....მხოლოდ ნიკოს გამო,იმის გამო რომ არ შიოდეს..-ცრემლები მოიწმინდა-უბრალოდ შეეცადე ვერ დაგინახო-უთხრა და მისი ოთახისკენ სწრაფად გაეშურა.მამამისსაც აღარაფერი უთქვამს.ანო მთელი ღამე ფიქრობდა,მართლა ნანობდა თუ არა ვანო მის საქციელს...მალე ჩაეძინა.დილით კი ისევ სკოლაში წასალვლელად ადგა და გაემზადა.ისევ შავები ჩაიცვა.თმა მაღლა აიწია და ნიკოც მოამზადა.ვანოც უკვე წასული იყო.ერთად გაუყვნენ ანო და ნიკო სკოლისკენ მიმავალ გზას მაგრამ ნიკომ კლასელები დაინახა და მათთან ერთად წავიდა.ანო კი მარტო მიდიოდა.ისე წამოეწია ბეემვეს მარკის ავტომობილი ვერცკი შენიშნა,ალბათ იმიტომ რომ ქუჩაში სიარულისას მის ფიქრებში იყო,გარე სამყაროს მოწყვეტილი
-ანო...ანოო-ფიქრებიდან გიგოს ხმამ გამოიყვანა.ახლა უკვე მარტო იჯდა მანქანაში.ანომ სრულიად უემოციო მზერა მიაპყრო,ხმაც არ ამოუღია
-გავიგე შენი ამბავი და...მაგრად მეწყინა რაა..-სევდიანი მზერით შეხედა გიგომ
-ჰოო...ვიცი ყველას ძალიან ეწყინა-ირონიულად ჩაიცინა ანომ და გიგოს თვალი თვალში გაუყარა
-არა მე მართლა მეწყინა....ოღონდ...ეს შავები არგინდა რა...პატარა გოგო ხარ...რადგინდა შავები-დამწუხრებულმა უთხრა ანოს
-დედა გარდაცვლილი პატარა გოგო ვარ ...-მთელი გული ამოაყოლა ამ სიტყვებს ანომ-უნდა წავიდე მეჩქარება
-წამოდი გაგიყვან,მარტო რატომ უნდა იარო?
-მე აქამდეც სულ მარტო დავდიოდი და ეხლაც არაფერი მიჭირს-უთხრა და ისე განაგრძო გზა გიგოსთვის აღარც შეუხედავს.
...გიგო კი უყურებდა მიმავალ სხეულს.ისეთი გამხდარი იყო,სულ დაპატარავებულიყო ნერვიულობისგან,ტკივილისგან.ძალაგამოცლილი მიდიოდა.თან არავის აქცევდა ყურადღებას...იცოდა გიგომ,რომ უნდა დალოდებოდა.დრო უნდა მიეცა რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო....
...ანო სკოლაში მივიდა ისე დაგვიანებით...თუმცა სასაცილო იცით რაიყო?მის მასწავლებლებს დედამისის გარდაცვალების შემდეგ,ანოს დაგვიანებაზე გართულება აღარ ჰქონდათ.მთელი დღეები მერხზე ედო თავი და ცდილობდა ყველაფერი აეწონ-დაეწონა და თავი ხელში აეყვანა.
...ყოველ დასვენებაზე ნიკოს აკითხავდა.იცით როგორ დარდობდა ძმაზე?მას,რომ რამე მოსვლოდა თავსაც მოიკლავდა.
ერთხელ ნიკო ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს წაიქცა და ფეხი იტკინა.სახლში როცა ავიდა სისხლი მოსდიოდა.ნიკომ იცოდა ანო ძალიან ინერვიულებდა ამიტომ დას არაფერი უთხრა და წყლით შეეცადა სისხლდენა შეეჩერებინა მაგრამ ანომ მაინც დაინახა და ტირილი დაიწყო...უცნაურია არა?!ვის არ უტკენია ფეხი ბავშვობაში,მაგრამ ანოს გულზე ცუდად ხვდებოდა ნიკოს პატარა ნაკაწრიც კი...
...იმ დღისით,ანო სალომესთან იყო და სახლში გვიან ბრუნდებოდა.იცოდა შინ ძმა ელოდებოდა ამიტომ ჩქარობდა,მაგრამ მალე გაახსენდა რომ მამამისი დღეს ადრე აპირებდა სახლში დაბრუნებას.უკვე ღამე იყო,ანოს კი სახლში დაბრუნება არუნდოდა,დედა ენატრებოდა,მასთან საუბარი უნდოდა,ამიტომ გეზი სასაფლაოსკენ აიღო.საერთოდ არ ეშინოდა ღამით სასაფლაოზე მარტო ასვლა.ყოველთვის იმას ამბობდა ადამიანს ცოცხალის უნდა ეშინოდეს თორემ მკვდარი ვეღარაფერს გიზამსო.მართალიც იყო...გამბედავი იყო,ძალიან...
ქარი კაბას ურხევდა და თმებს უფრიალებდა.სასაფლაომდე ასასვლელი გზა სულ ჩაბნელებული იყო.ისეტი ბნელდოდა თითს ცხვირთანაც კი ვერ მიიტანდი...მართალია სასაფლაოზე არ ეშინოდა თუმცა დედის გარდაცვალების შემდეგ სიბნელე შეძულდა.ფეხების კანკალით მიდიოდა.რაღაც ხმა შემოესმა.სიბნელის მიუხედავად ორიენტაციით მიხვდა სადაც იყო.წესით გვერდით ხის სკამი უნდა ყოფილიყო,გარშემო კი სულ ხეები.არც სახლი იყო ახლო-მახლო.ამიტომ არც ამაში გაუმართლა
-შუაღამისას გარეთ სიარული რომ საშიშია არიცი?-ანოს ნაცნობი ხმა შემოესმა
-ვინ ხარ?რაგინდა?-ერთ ადგილს მიეყინა და ეკითხებოდა უცნობს
-ვერ მიცანი?რა სამწუხაროა...არადა წესით უკვე ხმითაც უნდა მცნობდე-უცნობმა ირონიულად ჩაიცინა
-რაგინდა?არვიცი ვინ ხარ!გამანებე თავი-დაუყვირა ანომ,უცნობი კი მისკენ დაიძრა.მალე ანომ სახეზე შეხება იგრძნო და შეშინებულმა უკან სვლა დაიწყო,უცნობმა კი სანთებელა აანთო და ანომ გიგოს განათებული სახე დაინახა...კუპრივით შავ თვალებში მისჩერებოდა და გაუნძრევლად იდგა,გიგო კი გოგონას უღიმოდა.
-გიგ...გიგო.აქ რაგინდა-ძლივს ამოილაპარაკა ანომ
-აი სახელიც გცოდნი-ჩაიცინა ბიჭმა-არადა ზუსტად მახსოვს ჩემი სახელი შენთვის არ მითქვამს
-რამნიშვნელობა აქვს უნდა წავიდე...-შებრუნებას აპირებდა
-არა....არწახვიდე ანო...იცი?მომენატრე...უცნაურია არა?სულ ახლახანს გაგიცანი,მაგრამ შენ ისეთი...ისეთი წმინდა ხარ,ისეთი სუფთა და მართალი.შენი სიჯიუტეც კი ისე გამშვენებს....
-არ გინდა გიგო...გაჩუმდი...მე ჩემი გასაჭირი მაქვს,არმინდა ზედმეტი ტვირთი.არც მე მინდა და არც შენ.ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ...უნდა წავიდე...-ამოიჩურჩულა ანომ და აწყლიანებული თვალები დახარა.
-გამიცნობ ანო მალე გამიცნობ...საშიშია არწახვიდე დღეს სასაფლაოზე-უთხრა გიგომ-თან ცივა,სახლში დაბრუნდი ან მე წაგიყვან
-არა,შენ ვერ წამიყვან.ჩემით წავალ-უთხრა ანომ და სწრაფად გაეცალა.მართლაც საშიში იყო ამდროს იმ ადგილებში სიარული ამიტომ შინ დაბრუნება გადაწყვიტა.მთელი გზა გიგოზე ფიქრობდა.ვერ გაეგო რა უნოდა მისგან ბიჭს.თითქოს სითბოსაც კი გამოხატავდა მაგრამ ანოს ეს სითბოც აშინებდა...სახლში მისულმა,ძმას აკოცა და შეეცადა ვანოსთვის თავი აერიდებინა,თუმცა არ გამოუვიდა
-ანო ასე გვიან გარეთ სიარული არ შეიძლება-უთხრა ვანომ შვილს.ანომ კი გაკვირვებული მზერა გადაიტანა მამაზე
-ვანო-პირველად მიმართა სახელით რაცარუნდა გასაკვირი იყოს-შენ მამაჩემი აღარ ხარ ამიტომ,არც იმის უფლება გაქვს მიკონტროლო სახლიდა როდის წავალ და როდის მოვალ
-მაგას ნუიძახი,მე უბრალოდ ვზრუნავ შენზე
-ახლა ზრუნავ არა?მაშინ რატომ არ ზრუნავდი დედას წიხლებს რომ ურტყამდი,რატომ?მაშინ რატომ არ გადარდებდა სად ვიყავი და რას ვაკეთებდი!?-დაუყვირა ანომ მამას.ვანომ კი ხმის გაცემა ვეღარ შეძლო,იცოდა შვილი მართალს ეუბნბეოდა და კიდევ ერთხელ არწმუნებდა საკუთარ დანაშაულში.
ანო თავის ოთახში შევარდა და საწოლზე პირქვე დაემხო,ძალიან დაღლილი იყო.ცრემლიც კი აღარ მოსდიოდა...არადა ტირილში იხშობდა ხოლმე ტკივილს,ახლა ესეც აღარ შეეძლო...
დღეები-დღეებს მისდევდა...ანო ისევ სკოლაში დადიოდა და ისევ ცდილობდა სახლში მამისთვის თავი აერიდებინა.
...ერთ დღეს ანო სკოლიდან კლასელ ბიჭთან-თემოსთან ერთად გამოვიდა.ხელი გოგოსთვის გადაეხვია და ცდილობდა გაეღიმებინა.ანოც ხათრს ვერ უტეხდა და იცინოდა.წერეთელმა სკოლის კარებთან გიგოს მანქანა დაინახა რაც ძალიან გაუკვირდა.მალე გიგოც შენიშნა,ბიჭებთან ერთად იდგა და იღიმოდა,როცა ანო სხვა ბიჭთან ერთად დაინახა ღიმილი სახეზე შეეყინა და მუშტები მოკუმა...არ შეეძლო ეყურებინა მისი საყვარელი ადამინი როგორ იყო სხვასთან ერთად და თუნდაც როგორ უღიმოდა.სახეზე ალმურმა გადაჰკრა გიგოს რაც არც ბიჭებს გამოჰპარვიათ
-აი ხო გითხარი ეხა უკვე სხვა ტიპთან ერთადაა!-დაიწყო ერთერთმა-რაღას უცდი სანამ არ აგახევს?მიდი და მოიტაცე რაა..-არიგებდა ძმაკაცს
-არმინდა რა რო კიდე ეტკინოს გული,მერე ისტერიკებს გამართავს და ჯერ ვაცდი რაა...-თქვა გიგომ თან კარებისკენ მომავალ ანოს თვალს არ აშორებდა.გოგო კი ცდილობდა არ შეემჩნია.
-მაშინ დაუცადე სანამ სხვა არ დაგასწრებს-უთხრა ძმაკაცს და თავი გააქნია.
ანო და თემო უკვე კარიდან გამოდიოდნენ როცა წინ გიგო გადაუდგათ
-სადმიდიხარ?რატო არ მიმჩნევ?-მაღალი ტონით ელაპარაკებოდა გიგო
-რა შენი საქმეა?!შენ საერთოდ რატო უნდა შეგიმჩნიო-არც გოგო აარ ჩამოუვარდა
-ესიგი რატო უნდა შემიმჩნიო არა?!-ირონიული მზერა მოავლო გოგოს და მის გვერძე მდგომს-ინანებ ანო ამ სიტყვებს და ამასთან სიარულსაც ინანებ...-დიდი მუქარა ისმოდა მის სიტვებში.წამით ანოს შიშმაც კი გაუელვა თვალებში.აღარაფერი უთქვამს,სწრაფად გამოეცალა ბიჭს.თემომაც მალე გადაუხვია მისი სახლისკენ და ანომ ისევ მარტო გააგრძელა გზა.რომ არ დაგიმალოთ ცოტა ეშინოდა კიდეც,არიცოდა გიგო რისი გამკეთებელი იყო და სწორედ ეს აშინებდა...
იმ დღისით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა არც ერთი კვირის მანძილზე.ისევ ჩვეულებრივად აგრძელებდა წერეთელი ცხოვრებას და გიგოს არსებობა თითქმის დავიწყებული ჰქონდა.
...ერთ დღესკი როცა სკოლისკენ მიმავალ ანოს გზა უნდა გადაეკვეთა ფეხებთან ბეემვე მიუჩერეს,მანქანიდან კი გიგო გადმოვიდა და გოგო აათვალიერა.წერეთელს გაუკვირდა რომ გიგოს გარდა მანქანაში კიდევ 3 ბიჭი იჯდა და დაძაბულები აკვირდებოდნენ მათ ქმედებებს
-სად მიდიხარ?-კითხა და თან სიგარეტს მოუკიდა
-სკოლაში...-უთხრა ანომ და გზის გაგრძლება დააპირა
-ვერ წახვალ სკოლაში-უთხრა ბიჭმა და ირონიულად ჩაიცინა
-რას ნიშნავს ვერწავალ?ან შენ რას გელაპარაკები საერთოდ-უთხრა ანომ და შებრუნდა.და სწორედ მაშინ მანქანიდან გადმოვიდნენ ბიჭები და ანო ძალით ,,ჩატენეს’’ მანქანაში.მიუხედავად ანოს ყვირილისა ქუჩაში არცერთ გამვლელს არ გამოუჩენია მისი დახმარების ინიციატივა...რასიზამ მაშინ ასეთი დრო იყო...
ანოს გვერდზე გიგო იჯდა ხოლო მეორე მხარეს გიგოს ძმაკაცი.წერეთელი კი ტიროდა
-გამიშვი, რა გამიშვი ადამიანი არხარ?რადაგიშავე ჰაა?რადაგიშავე,ასეთი ესე რომ მწირვარ?!არვარ მე მზად არც გათხოვებისთვის არც ქმრისთვის .არაფრისთვის!-განწირული ყვიროდა ანო.თუმცა უშედეგოდ მანქანა მაინც დიდი სისწრაფიტ მიქროდა
-სად წავიყვანოთ ეე?-კითხა ,,მძღოლმა’’ გიგოს და სარკიდან გამოხედა წყვილს
-იქ რა ბიძაჩემთან...-უთხრა გიგომ და ანოს გადახედა.გოგოს თვალები მაგრად დაეხუჭა და საკუთარ თმას ექაჩებოდა
-გამანებეთ თავი გამანებეთ!ყველამ დამღალეთ!თქვენ ყველა ერთად შეიკრიბეთ!ყველას ჩემი სიკვდილი გინდათ-ბოლო წინადადედბა ჩაიჩურჩულა ანომ.გიგოს გული ეწურებოდა,მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა არუნდოდა,თუმცა ვერც მას ვერ თმობდა.
ანოს ტირილში ჩაეძინა...
-ჯერ როგორი პატარაა არა?-კითხა გიგომ ძმაკაცებს და ფანჯრიდან გაიხედა,რაღაცას აკვირდებოდა თითქოს სივრცეშიც ანოს პატარა სახეს ხედავდა...
-ჰო ბავშვია ჯერ...-თითქოს დანანებით ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა წინ მჯდომმა
....მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილზე...ანოს ისევ ეძინა,გიგომაც აღარ გააღვიძა და სიფრიფანა სხეული ხელში აიტაცა.სახლში შეიყვანა და ოთახში საწოლზე დააწვინა.თვითონ კი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,თან ანოს სახეს აკვირდებოდა და ხელს ნაზად უსმევდა გაფერმკრთალებულ გოგოს.
-ეს ერთიც მაპატიე ჩემო ანო-ჩაილაპარაკა და მისკენ დაიხარა.ტუჩთან ახლოს ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.ბიჭებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს:,,თან გავარკვევთ რახდებაო’’უთხრეს და დატოვეს.
ეს სახლი გიგოს გარდაცვლილი ბიძის იყო,ქალაქიდან მოშორებით და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გიგომ ანოს აქ ამოყვანა.გიგო აქეთ-იქით დადიოდა და თან სიგარეტს აბოლებდა...ოთახიდან ხმა მოესმა და იქით წავიდა.ანო გაღვიძებული დახვდა.თავი ხელებში ჩაერგო და ტიროდა.ამ სცენის შემსწრე გიგომ წამით მისი საქციელიც ინანა.ანოსთან მივიდა და საწოლთან ჩამოჯდა.
-დიდხანს უნდა იტირო?-ამოიოხრა
-იქამდე სანამ ნერვიულობისგან გული არ გამისკდება და არ მოვკვდები-ზიზღით შეხედა გიგოს
-ეგეთ სისულელეებს ნუ იძახი რაა-მობეზრებულად გახედა ანოს
-მეზიზღები...ვერ გიტან...არმინდა გხედავდე...წადი შემეშვი...-თავი დახარა გოგომ
-მოგიწევს ამიტანო და მიყურო!მორჩი რა სცენებს მეც მაქვს ნერვები!-დაუყვირა წყობიდან გამოსულმა გიგომ.ანო შეცბა პირველად დაუყვირა გიგომ და არ ესიაოვნა
-აჰჰ...უკვე მიყვირი არა?!ალბათ მალე მამაჩემივით ცემასაც დამიწყებ...-ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა ანომ და ცრემლები მოიწმინდა
-რათქვი?!შენ რა არაკაცი გგონივარ?!გგონია საყვარელ ადამიანზე მითუმეტეს ქალზე ხელს ავწევ?!-დაუყვირა და კედელს მუშტი მთელი სიძლიერით დაარტყა-იცი შენ შენივე ცხოვრებამ ადამიანებზე გული აგიცრუა,და მე დაგარწმუნებ რო არცისე ცუდი ვარ-უთხრა,ოთახიდან გავიდა და კარი მიიჯახუნა.იმდღისით ერთმანეთისთვის აღარაფერი უთქვამთ.მხოლოდ საჭმელი შეუტანა გიგომ ანოს და ისევ მარტო დატოვაა....ეს ალბათ დროის მიცემა უფრო იყო...
2დღე გიგოს ბიძის სახლში იყვნენ ერთ დილით კი მან გოგოს განუცხადა
-გაემზადე ნახევარ საათში უკან ვბრუნდებით...მამაშენთან უნდა მივიდეთ და თან ქორწილის ამბებიც მოვაგვაროთ
-და რატომ ფიქრობ რომ მე შენი ცოლი გავხდები და შენთან დავრჩები?-კითხა ძალგამოცლილმა ანომ
-აჰაჰ-ჩაიცინა გიგომ-აა ხოო შენ ხომ ჯიუტი და ამაყი გოგო ხარ როგორ უნდა დარჩე ჩემთან არა?-ირონიულად უყურებდა გოგოს
-ჰოო მე შენთან არ დავრჩები-ანო ადგა და გიგოსთან მივიდა-მე ჩემს ცოვრებას გავაგრძელებ,შენ შენსას.მე არვარ მზად ამ ყველაფრისთვის,16 წლის ვარ და არმინდა ვინმეს მონა ვიყო გაიგე?-დაუყვირა ანომ და თან გაუთვიცნობიერებლად მისკენ მიიწევდა
-..შენ..ჩემი მონა არასდროს იქნები-მიუგო ხრინწიანი ხმით და ჩასისხლიანებული თვალებით მიაჩერდა-ეგ მეორედ აღარ თქვა..
-რატომ მოგეწონე?ასეთ პატარა დროში რატომ გადაწყვიტე მოგეტაცებინე?ხომიცი არა?ჩვენ ორივე გავიზრდებით შენ ჯერ 19 წლი ს ხარ.ხომიცი შეგეცვლება წარმოდგენა ჩემზე...მალე სხვა გოგოს დაადგამ თვალს და...მე დაგავიწყდები...არმინდა...ცხოვრებაში ამდენ ტკივილს არვიმსახურებ-უთხრა გოგომ და ცრემლიანი თვალების დასამალად თავი ჩახარა
-არასდროს...არასდროს არ დამავიწყდები-ანოს თავი ააწევინა,მისკენ დაიხარა და აკოცა.ისე ეჭირა მისი სახე თითქოს ფაიფურის თოჯინა იყო და შეიძლება ხელებში შემოფშვნოდა...ანოსაც ამ კოცნამ თითქოს,მიახვედრა რომ მარტო არიყო და გიგოს გვერდით თავს დაცულად იგრძნობდა.წამით ისიც გაიფიქრა ხომარ მიყვარდებაო.თვალებში უყურებდა ბიჭს და მის შავ ღრმა თვალებში იკარგებოდა...ასეთი შეგრძნება არასდროს ჰქონია.გრძნობდა რომ თითქოს მუცელში პპეპლები დაფრინავდნენ და მუცლის კედლებს ეხეთქებოდნენ,თითქოს გარეთ გამოფრენას ლამობდნენ....გულიც ისეთი აჩქარებული ჰქონდა ეგონა მალე ამოუვარდებოდა...პატარა იყო ჯერ ანო ასეთი გრძნობისთვის...პატარა...
გიგოს ხელებში მოექცია საყვარელი გოგოს პატარა სახე და შუბლი შუბლზე მიედო.ანოს კი სირცხვილისგან წამოწითლებულიყო და იატაკს მიჩერებოდა.არაფრის დიდებით არ იხედებოდა გიგოსკენ ამაზე კი ბიჭს გაეცინა და ანო გულში ჩაიკრა...ცხოვრებაზე გულაცრუებლ ანოს გულში სითბო ჩაეღვარა.გიგოს ჰქონდა რაღაც რითიც ანოს დიდიხნის გაყინული გულის გალღვობა მოახერხა...
ანო ხმას ვერ იღებდა...სახლიდან ორივე ჩუმად გავიდნენ და მანქანაში ჩაჯდნენ.გზაში დუმილი ისევ გიგომ დაარღვია
-ახლა მთელი გზა ასე ჩუმად უნდა იჯდე?ხმას აღარ გამცემ?-ანოს გადახედა
-ჰო...რავიცი...რისი გაგება გინდა?რაგითხრა?-ჩუმად ლაპარაკობდა
-რავი რამე რაა....ესე ჩუმად რო ხარ მგონია მიბრაზდები-სევდიანად ჩაიღიმა ბიჭმა
-როგორც არუნდა გაგიკვირდეს გაბრაზებული არვარ...არვიცი რატომ მაგრამ არვარ-ფანჯრიდან იყურებოდა და თან ისე ელაპარაკებოდა
-უფფ....-შვებით ამოისუნთქა გიგომ-კიდე კაი...
ანოს გაეღიმა პირველად გულწრფელად გაეღიმა ამდენი ხნის შემდეგ....ამ ბიჭმა შეუძლებელი შეძლო....
თბილისში ჩასულებმა გეზი პირდაპირ ანოს სახლისკენ აიღეს,სადაც უკვე შეკრებილიყვნენ გიგოს მეგობრები,ანოს ოჯახი და სალომე.ამდენი ხნის მანძილზე სალომე სულ ანოს ეძებდა...უშედეგოდ მაგრამ მაინც ეძებდა...
სახლის კარი შეაღო გიგომ და პირველი ანო შეატარა.რაღაცის სცხვენოდა,თვითონაც არიცოდა რისი თუმცა მაინც ძალიან სცხვენოდა.ფიქრობდა რომ ვერ შეძლებდა თვალებში ჩაეხედა ნიკოსთვის ან სალომესთვის.თითქოს დედამისის წინაშეც დამნაშავედ გრძნობდა თავს...
სალომემ როგორც კი მონატრებული მეოგბარი დაინახა ტირილი დაიწყო მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა
-სად იყავი?ასე როგორ წახვედი?!მეგონა რამე დაგემართა?ეს ხალხი რატომაა შეკრებილი?-თან ეჩურჩულებოდა,შემდეგ კი მზერა გიგოზე გადაიტანა.მტრული მზერით უყურებდა და მეგობარს ელაპარაკებოდა
-ამას აქ რაუნდა?აამასთან ერთად რაგინდოდა?-მის ხმაში სიბრაზე იგრძნობოდა,აანო კი თავდახრილი იდგა
-არარსებობს...ანო არმითხრა...არმითხრა რომ....-სალომე გაოცებული უყურებდა ხან ერთს ხან მეორეს
-ანო მეგობარს გაყევი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს-უთხრა გიგომ და ისიც სალომეს გაყვა
ოთახში შევიდნენ და მეგობარმა მაშინვე კითხვები მიაყარა
-ეს რაიყო?ერთად...ამან....რააა?-გაოცებული თვალებს აცეცებდა და ხელებს გაურკვეველი მიმართულებით იქნევდა-ანო ამოიღე ხმა თორემ გავგიჟდები...მართლა გავგიჟდები...
ანომ მეგობარს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა,მისი მოტაცებდან დღემდე.სალომეს სახეზე კი მრავალი ემოცია ისახებოდა-სინანული,ბრაზი,ტკივილი და ა.შ
-ეხლა გავალ და ცხვირ პირს გავუერთიანებ!ეგ თავხედი!უზრდელი-ტონს აუწია სალომემ-ისე....ანუ...რამე მოხდა?-შეაპარა
-არა...არაფერი არ მომხდარა...-ამოილაპარაკა ანომ
-ჰოდა ძალიან კარგი ადგები და წამოხვალ დამთავრდა,ნუღარ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება.წამოხვალ და მორჩება-ამშვიდებდა სალომე დაქალს და უკვე კარისკენ მიდიოდა
-...არარის ასეთი ადვილი...მე..მე....ასე ვერდავროვტოვებ-მიუგო დარცხვენილმა
-რას ნიშნავს ვერდატოვებ?რაგიშლის ხელს?-კიდევ უფრო გაკვირვებული იყო-შენ ხომარ....ხომარ შეგიყვარდა?გაგიჟდი? მართლა შეგიყვარდა?!-სალომეს თვალები შუბლზე აუვიდა და პირღია მიჩერებოდა დაქალს
-არვიცი....რავიცი....-წამოწითლდა ანოც
-არარსებობს....არაა...შანნსი არაა-თავში ხელი შემოირტყა სალომემ
-დავიღალე ვეღარ ვხვდები რავქნა-თავი დახარა წერეთელმა
-დღეს ამას მიყვები სახლში?
-ჰო სალომე მის ცოლად ვითვლები და აქ ვინ დამტოვებს?-სინანულით ლაპარაკობდა
-ისე ლაპარაკობ მგონია ციხეში მიყავხარ....მეშინია კიდეც....ხომარ დამივიწყებ?-ისე სასაცილოდ ელაპარაკებოდა ანოს ჩაეღიმა კიდეც-იმედია კარგად მოგექცევა თორემ ჩემი ხელით მოვკლავ!არაფერს არ დამიმალავ ხო?
-არაფერს არ დაგიმალავ არა...-ისევ გაეღიმა და დაქალს ჩაეხუტა.დიდხანს იდგნენ ასე მერე კი დანარჩენებთან გავიდნენ.უკვე კარგად გაეცნოთ ერთმანეთი და ქორწილზე ლაპარაკობდნენ.სალომემ გიგოს მკვლელი მზერა ესროლა და ამით მიახვედრა ,,ჩემს გოგოს ცივი ნიავი არ მიაკარო,თორემ ვერ გადამირჩებიო’’.
გიგომ ანო გვერდით დაისვა და ხელი გადახვია.ბევრი ილაპარაკეს სხვადასხვა თემებზე და მალე მათი წასვლის დრო მოვიდა
-ანო...არ წავიდეთ?
-ჰო..ჰო წავიდეთ..-უთხრა და დანანებით გადახედა ძმას რომელიც კალთაში ეჯდა.გიგომ იგძნო რომ რაღაც რიგზე ვერ იყო
-რაგჭირს?არგინდა წამოსვლა?-ყურში უჩურჩულა
-წამოსვლა,მაინც მომიწევს...უბრალოდ ნიკოზე ვღელავ...პატარაა ჩემს გარეშე გაუჭირდება...
-მერე წამოიყვანე,მაგაზე რატო ნერვიულობ?
-მართლა?შეიძლება.....წამოვიყვანო?
-ყველაფერი შეიძლება რაც შენ გაგაბედნიერებს-გაურიმა გიგომ.ანომ კი ხელი მოკიდა ძმას და აივანზე გაიყვანა.მასთან ჩაიმუხლა და ლაპარაკი დაუწყო
-ნიკო....წამოხვალ ჩემთან ერთად?ჩემთან და გიგოსთან სახლში?-კითხა და ძმას გაუღიმა
-იცი...ანო...მირჩევნია მამასთან დავრჩე...ოღონდ არ გეწყინოს რა მასთანაც კარგად ვიქნები,იცი?მგონი ცოტა გამოსწორდა კიდეც-სიხარულით შესცქეროდა ბიჭი
-ჰოო?...გამოსწორდა?კარგიაა..როგორც გინდა ნიკო,მაგრამ იცოდე თუ რამე დაგჭირდა ყოველთვის შეგიძლია მთხოვო...მე შენთან ხშირად მოვალ-უთხრა და ჩაეხუტა
სახლში შებრუნდნე და ანომ ანიშნა გიგოს წავიდეთო.
-ნიკო არმოდის?-ბიჭს გადახედა
-არაა...მამასთან დარჩენა ამჯობინა.
დიდი განშორების სცენების შემდეგ,სახლიდან გავიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ.
-გიგო...შენი აზრით...მამაჩემი ნანობს?მის საქციელს ნანობს?-მორიდებით კითხა ბიჭს
-რათქმაუნდა ანო...ყველა ადამიანი ადრე-თუ გვიან მის დანაშაულს ხვდება და ნანობს.ზოგიერთს უმართლებს და ამ დანაშაულს ასწორებს,ზოგს კი აგვიანდება...
-იცი?.. კარგად ლაპარაკობ..არგაქვს უაზრო საუბარი...-ჩაეცინა-ახლა რომ შენს მშობლებს არ მოვეწონო მერე?მერე რაიქნება?
-ანო რა ბავშვი ხარ....-გაეცინა-მე რაც მომწონს და მიყვარს იმას ჩემი მშობლებიც კარგად მიიღებენ.ისინი ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ.
ანოს თითქოს გულიდან ლოდი მოეხსნა თუმცა მაინც ღელავდა დედამთილ-მამამთილის გაცნობის გამო.
მალე მადგნენ აწ უკვე ,,მათ სახლს’’.გიგო დედის ერთა იყო.დედამისს-მანანა ერქვა მამას-გურამი
კერძო სახლი იყო.ისეთი ოჯახი ჩანდა...აი თითქოს მდიდრები...მდიდრები არვიცი მაგარამ სხვებივით ნამდვილად არ უჭირდათ.სახლში შევიდნენ და ანოსაც ნერვიულობამ უმატა.
-დედა მამა სახლში ვარ-მაშინვე გამოეგებნენ მშობლები და პატარა გოგოს დანახვისას თითქოს შეცბნენ.
-გიგილო ვინ არის ეს გოგო?-კითხა მანანამ.ამ სახელის გაგონებაზე ანოს შეუმჩნევლად ჩაეცინა და გიგოს გახედა.ისკი მშობლებს თვალებს უბრიალებდა.
-გაიცანით ეს ანოა წერეთელი.ჩემი ცოლია-ღიმილით გადახედა გიგომ ,,ცოლს’’
-ჩემო ბიჭო როგორ გამახარე...რა ლამაზი და როგორი ნაზია-გახარებული მანანა ჩაეხუტა ანოს.ამასწერეთელი ნამდვილად არ ელოდა თვითონაც გაკვირვებულმა მოხვია ხელები.გურამი კი შვილთან მივიდა ხელი ჩამოართვა და გულში ჩაიკრა
-კაცად გამიზრდიხარ....კიდევ კარგი ასეთი გოგო მაინც მოგვიყვანე,ცოტა პატარაა მაგრამ...არაუშავს...ეგ არაფერი-ეჩურჩულებოდა გურამი გიგოს.ბიჭს კი ბედნიერი ღიმილი სახიდან არ შორდებოდა.მანანა ,,შვილებს’’ ჩაით და ნამცხვრით გაუმასპინძლდა და ანოს სახლი დაავალიერებინა.არც ისე პატარა სახლი იყო,ანოს სახლთან შედარებით მითუმეტეს.
-ეს თქვენი ოთახი იქნება-კარი შეაღო მანანამ და ანო დიდ ოთახში შეიყვანა.ოთახი თეთრად იყო შეღებილი დიდი ჭაღი ეკიდა,კიდევ ორი ტუმბო,კარადა და დიდი სარკე იყო.
ოთახში ერთი ორადგილიანი საწოლი იდგა.ანო წამით დაიბნა მანანას კინაღამ ისიც კითხა აქ მარტო უნდა დავიძინოო-მაგრამ მალევე გაახსენდა რომ უკვე ,,გათხოვილად’’ ითვლებოდა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-მე ძალიან დაღლილი ვარ,შეიძლება დავწვე?-მორიდებით კითხა დედამთილს
-კი შვილო,მაგას კითხვა უნდა? გაშლილია უკვე და დაიძინე...-თბილად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.ანოს სახლიდან წამოღებული ჰქონდა მისი ტანსაცმელი.კარადაში შეალაგა.ერთ-ერთი საღამური ჩაიცვა და ლოგინში ჩაწვა.ვერ იძინებდა და აქეთ იქით წრიალებდა.მალე ნაბიჯების ხმა გაიგო და მაშინვე თავი მოიმძინარა.კარი გიგომ შემოაღო.დაიჯერა რომ ანოს ეძინა და ამიტომ ყველაფერს ჩუმად და ფრთხილად აკეთებდა.ტანსაცმელი გაიხადა და ისიც საწოლში ჩაწვა.ანოს ზურგიდან აეკრო და ხელი ნაზად დაადო მუცელზე,თავი კი მის კისერში ჩარგო.
ანოს კი ეწვოდა ყველა ის ნაწილი სადაც მისი სუნთქვა ეფრქვეოდა.დააჟრიალა.აი სწორედ ამან გაყიდა.იგრძნო გიგომ გოგოს დაძაბულობა და ჩაიცინა
-დაიძინე,დაიძინე...-უთხრა სიცილით.ანო კი წამოხურდა.კიდევ კარგი ოთახსი სიბნელე იყო,თორემ უფრო შერცხვებოდა.ძლივს ჩაეძინა.გიგო კი ანოს ძილს დარაჯობდა და მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს......
დილით კი ანომ გაღვიძება დაასწრო და მძინარე გიგოს დაუწყო თვალიერება.შავი მოკლე თმა ჰქონდა,გრძელი წამწამები,სქელი შავი წარბები,ოდნავ წამოზრდილი წვერი.ანომ ვეღარ მოითმინა და სახეზე ხელი ნაზად გადაუსვა,რასაც გიგოს ჩაღიმება და ანოს გაწითლება მოჰყვა.ისევ გადაბრუნებას აპირებდა.
-გააგრძელე,მე ხელს არ მიშლი-სიცილით უთხრა ბიჭმა
-მე უბრალოდ...ისე ხელი შემთხვევით...-სიტყვებს ეძებდა ანო რომ თავი დაეღწია გაურკვევლობისთვის
-არარის საჭირო რამის ახსნა-ისევ ჩაეცინა-შენ ჩემი ცოლი ხარ-ანოს კი ეს ცოლი მაინც ცუდად ხვდებოდა ყურში-ემზადები?ზეგ ქორწილი გვაქვს-თვალებს არ ახელდა და ისე ესაუბრებოდა.
-მე..არვიცოდი-ამოიჩურჩულა ანომ
-კაბა უკვე ნაყიდია...დანარჩენიც მოგვარებულია ყველაფერი...შენ უბრალოდ....მაინტერესებს....მზად თუ ხარ?-კითხა გოგოს და თვალები გაახილა
-ამას მნიშვნელობა აღარ აქვს-უთხრა და საწოლიდან ადგა.
-აქვს ანო...აქვს
-ეს მაშინ უნდა გეკითხა როცა მიტაცებდი....ახლა ჩემს მზადყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს უთხრა და ოთახიდან გავიდა.რას იზამდა ასეთი დრო იყო,მაშინ...მაშინ მოტაცებულის უკან დაბრუნებას დიდი ამბები მოყვებოდა.ამის გაძლების თავი კი ანოს აღარ ჰქონდა...ამდენი აუტანელი ადამიანის ჭორაობის ატანა აღარ შეეძლო და ეგუებოდა თავის ბედს,თუმცა ამავდროულად არც გიგოს მიმართ იყო გულგრილი...
ამ ორმა დღემაც მშვიდად ჩაიარა.ანომ მოიანახულა საყვარელი ძმა,მერე დედამთილ სახლის საქმეებში ეხმარებოდა და ეჩვეოდა მის ახალ ამპლუას და დადგა მათი ქორწილის დღეც...დილიდან სამზადისში იყვნენ ანოს გამზადებაში მანანა ეხმარებოდა.საბოლოოდ ანო ისე დააქალა და დაამშვენა თეთრმა კაბამ დედამთილი თვალს ვერ წყვეტდა.
-ზუსტად ასეთი წარმომედგინა ჩემი რძალი,უკეთესს ვერც ვინატრებდი-მივიდა და ჩაეხუტა.
-მადლობა...-ამოიჩურჩულა ანომ და თვალები აუწყლიანდა
-რაიყო დედიკო,რა დაგემართა?რამე ხომარ გტკივა ან ცუდად ხომარ გრძნობ თავს?-მაშინვე აფორიაქდა ქალი
-არა..უბრალოდ...დედაჩემი...-ვეღარ მოითმინა და ტირილი დაიწყო
-ეჰჰ....ჩემო საბრალო გოგო...მე ვიცნობდი შენს დედიკოს..ძალიან გავხარ მას...ისეთი თბილი იყო,ლამაზი ზრდილობიანი და კარგი ქალი....იამაყებდა თამარი შენით....-ამშვიდებდა გოგონას
…ანოს და გიგოს შეხვედრა სავსე იყო უამრავი ემოციით.ბიჭი გაქვავებული იყო ერთ ადგილზე და შესცქეროდა ანოს სილამაზეს.ისეთი სადა,იყო წმინდა ნაზი,ეს სიმორცხვეც კი ძალიან უხდებოდა.მათი ქორწილი ჩვეულებრივი 90-იანი წლების ქორწილების მსგავსი იყო არაფრით გამორჩეული,ერთაერთი რაც ამ ქორწილში ამოუცნობი იყო ეს ანოს გრძნობები გახლდათ.ის თვითონვე ვერ გარკვეულიყო რა სურდა.უყვარდა თუ არა გიგო.თუმცა მთელი ქორწილის მანძილზე ღიმილი არ მოუშორებია სახიდან.
ბოლოს გიგო მიხვდა რომ ანო დაღლილი იყო და წასვლა შესთავაზა
-გინდა წავიდეთ?დაიღლებოდი ამ ღრიანცელში
-ჰო...რავიცი როგორც გინდა..წავიდეთ-უთხრა გოგომ
-ოღონდ გავიპაროთ,ასე უბრალოდ წასვლა სირცხვილია.
ანომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მართლაც შეუმჩნევლად დატოვეს დარბაზი.მანქანაში ანოს მოწყენილობა შეეტყო რაც ბიჭს არ გამორჩენია
-ანო...რაგჭირს?-კითხა და ნაღვლიანი მზერა მიაპყრო
-ვიცი ეს ქორწილის დღეს განსახილველი არაა და ალბათ თავიც კი მოგაბეზრე..მაგრამ...მენატრება..დედაჩემი მენატრება...
გიგომ მაშინვე დაამუხრუჭა და მიმართულება შეიცვალა
-სად...მიდიხარ?-გაკვირვებულმა გახედა გზას
-შენ დედა გენატრება....და ცუდად ხარ...მე კი შენს ცუდად ყოფნას ვერავიტან...თაან ხომ უნდა გამაცნო თამარი?-ჩაიცინა ბოლოს გიგომ და მეუღლეს გახედა
-...ყველაფრის მიუხედავად მაინც კარგი ადამიანი ხარ....არვიცი რატომ მაგრამ არ მძულხარ...-ჩაიჩურჩულა ანომ რასაც ბიჭის გაღიმება მოჰყვა.
...ანო დედის საფლავს ისე ელაპარაკებოდა როგორც ცოცხალ ადამიანს,რაც გიგოს ძალიან უკვირდა და გოგოს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა.მისი შემხედვარე თვალები ცრემლებითაც კი აევსო,არადა არიყო ასეთი ემოციური.მაგრამ ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში არის მომენტები როცა ჩვენი საქციელის თავად გვიკვირს....
...ის სტერეოტიპი რომ კაცები არ ტირიან,ყველაზე დიდ სისულელედ მიმაჩნია.შეიძლება კაცი ქალზე ძლიერად ჩავთვალოთ,თუმცა ყველას აქვს ემოციის გამოხატვის საშუალება და თავისუფლება...და იმ მომენტში გიგოც მის წრფელ ემოციას გამოხატავდა.ვეღარ გაუძლო ანოსთან მივიდა და ჩაეხუტა.მის გულის ცემას გრძნობდა და ეს უფრო სიამოვნებდა.გიგოს ანოს სული უყვარდა მისი კეთილი თვალები უყვარდა და მისი თბილი სიტყვები უყვარდა.....
....იმ ღამესაც გიგოს არაფერი დაუძალებია ანოსთვის,ის ჯერ ბავშვი იყო და ბიჭი ვერც გაბედავდა მისთვის რამე დაეშავებინა.სიმართლე რომ ვთქვათ არც მისი მოტაცება მიაჩნდა სწორად თუმცა ვეღარ იტანდა როცა ანო გვერდით არ ჰყავდა,სწორედ ეს იყო მისი ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი.....
დრო და დრო ანოს და გიგოს წყვილი ყალიბდებოდა.ბედნიერ ოჯახად იკვრებოდა.ანოც იზრდებოდა....
ერთხელ ანო სახლში მარტო იყო.საჭმელს ამზადებდა.გიგო კი მეგობრებთან ერთად დაბრუნდა შინ.წერეთელი ყველას იცნობდა ერთი ბიჭის გარდა.
-გამარჯობა...-მიესალმა მორიდებით სტუმრებს
-როგორ ხარ რძალო?-უთხრა სიცილით ერთ-ერთმა და ჩაეხუტა
-რავიცი კარგად ...
-ანო გაიცანი ეს ერეკლეა სანდროს ბიძაშვილი.ერეკლე ეს ანოა ჩემი მეუღლე-ანომ გაუღიმა ერეკლეს და ხელი ჩამოართვა(სანდრო,გიგოს ძმაკაცი იყო)
-სასიამოვნოა-უთხრა ერეკლემ და მანაც საპასუხოდ გაუღიმა
სუფრა გაშალა ანომ,ისხდნენ და ლაპარაკობდნენ სხვადასხვა თემებზე.მთელი საღამო გრძნობდა ვიღაცის მწველ მზერას თუმცა ეს ვიღაც გიგო არ იყო.საბოლოოდ კი შეამჩნია როგორ ათვალიერებდა ერეკლე რაც ძალიან არ ესიამოვნა და გიგოს უფრო მიეკრო
-გიგო...ავალ მე ოთახში რა დავიღალე და დავიძინებ-გდაუჩურჩულა ქმარს
-მიდი დაისვენე-უპასუხა გიგომ და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა
ანო ვერ ხსნიდა მიზეზს რის გამოც ერეკლე ასე აკვირდებოდა.ცოტა ეშინოდა კიდეც.
ბიჭები გვიან დაიშალნენ.გიგოც ანოსთან ამოვიდა და გვერდით მიუწვა.ანოს უნდოდა ეკითხა რამე ერეკლეზე მაგრამ ვერ გაბედა და დაიძინა...
იმ დღის მერე ბიჭები ხშირად ამოდიოდნენ მათთან თუმცა ერეკლე სულ ორჯერ იყო,მათთან ერთად.ყოველ სტუმრობაზე კი იგივეს იმეორებდა.
ერთ დღეს ანო პურის საყიდლად გავიდა,მარტო.მიუხედავად იმისა რომ გიგომ თხოვა მარტო არ წახვიდეო არ დაუჯერა და მაინც გავიდა.
ანომ ჯერ სალომეს გაუარა და ერთად წავიდნენ პურის რიგში დასადგომად.
გოგოები მიდიოდნენ ,უცებ კი მათ წინ მანქანა გაჩერდა და იქიდან ერეკლე გადმოვიდა
-ვაა ანო სად მიდიხარ ეე?-არ მოეწონა ანოს ერეკლეს აგდებული ლაპარაკი,თან მიხვდა რომ ნასვამი იყო.თუმცა ცდილობდა ზრდილობიანად დალაპარაკებოდა
-გამარჯობა ერეკლე....პურის საყიდლად მივდივართ-უთხრა და ანერვიულებულმა სალომეს გახედა
-წამო წაგიყვანთ...
-არა იყოს ფეხით გავლა გვირჩევნია-თავის დაძვრენა სცადა ანომ
-არაა,არ გირჩევნია ჩაჯექით-ტონს აუწია ბიჭმა
-ერეკლე არგვინდ....-არ დაამთავრებინა ერეკლემ
-ჩაჯექი დროზე სანამ ძალით ჩაგსვი!სწრაფად-ანთებული თვალებით უყურებდა გოგოს და უყვიროდა
-ანო არ ჩაუჯდე ანო...-ეჩურჩულებოდა სალომე და ხელს უჭერდა მეგობარს
ერეკლე ანოს მივარდა და მანქანაში ძალით ჩასვა ისე რომ სალომემ ვეღარაფერი მოიმოქმედა.მანქანა დიდი სისწრაფით მოწყდა ადგილს.სალომე კი მაშინვე გიგოსთან გაიქცა
-შე არაკაცო!გიპოვის...გიგო მაინც გიპოვის!მოგკლავს ერეკლე გირჩევნია მანქანა გააჩერო!სანამ დროა!-უყვიროდა ანო და ხელებს ურტყამდა
-სულ ფეხებზე მ.კიდია შენი გიგო რაა...ეგ მაინც ვერაფერს ვერ იზამს აი ნახავ შენს ძებნასაც კი არ დაიწყებს!-ირონიულად ელაპარაჯებოდა გოგოს
-ეგრე არ არის გიგოს ვუყვარვარ!ცემაში ამოგხდის სულს შე უბედურო მანქანა გააჩერე!-არ ჩერდებოდა ანო
-მოკეტე!შენს გიგოს არაფრის თავი არ აქვს და მითუმეტეს შენს გამო ხელს არ გაისვრის!-ანომ ვეღარ მოითმინა და შეაფურთხა
-ფუ შე არაკაცო შე არაადამიანო!-ერეკლემაც საბოლოოდ გამოაჩინა მისი არაკაცობა და ანოს გაარტყა.გოგოს მარცხენა ლოყა აუხურდა და აეწვა ცხვირიდანაც სისხლი წამოუვიდა,ჩასისხლიანებული თვალებით მისჩერებოდა ერეკლეს და მისი მოკვლის გარდა არაფერი არ უნდოდა იმ მომენტში
-მეზიზღები!ვერ გიტან!მძულხარ...-ზიზღიანი ხმით ეუბნებოდა ერეკლეს
-არაუშავს როგორც გიგო შეგიყვარდა ისე შეგიყვარდები მეც...-სარკასტულად ჩაიცინა ბიჭმა
-შე საწყალო!იოცნებე!გიგო შენნაერი არაკაცი არ იყო და არც არის ქალზე ხელს არასდროს არ აწევდა....შე არაადამიანო....
ამ დროს კი სალომე გიგოსთან მივიდა და მაშინვე სახლში შევარდა
-გიგო!გიგო!სადხარ?!-ყვიროდა განწირული ხმით და ოთახებში დარობა.ამდორს კი გიგო სამზარეულოდან გამოვიდა
-რახდება სალომე?რა სახე გაქვს?
-ანო....ანო იმ დამ.პალმა ერეკლემ წაიყვანა მანქანით....ძალით ჩაისვა და სადღაც წავიდა ვერაფერით ვერ ვუშველე...იპოვე სწრაფად წადი გიგო!-ტიროდა და გიგოს უყვიროდა.
-ფუ მაგის....-დაიყვირა,ქურთუკი აიღო და სახლიდან გავარდა.სანდროს სახლისკენ აიღო გეზი
-სანდრო!-სახლში შეუვარდა და გაოცებულ სანდროს ქეჩოში ხელი ჩაავლო
-სადაა?!სადაა ის შენი ნაბიჭ.ვარი ბიძაშვილი!? სად წაიყვანა ანო იმ ნაგავმა ?!-უყვიროდა გამწარებული
-რაზე ლაპარაკობ?არაფერი არვიცი რამდენი ხანია ერეკლე არ შემხმიანებია რამოხდა?!
-ანო წაიყვანა...გაიგე?ანო წაიყვანა!სად შეიძლება იყოს?!
-არვიცი...მართლა არვიცი....ერთადერთი შეიძლება ქალაქგარეთ მამამისს სახლი აქვს და იქ წაიყვანა-დაბნეული ლაპარაკობდა სანდრო
-წამოდი!და დამეხმარე მივაგნო და მოვკლა!არმაინტერესებს ვინ არის შენთვის!ანოს რო ერთი თმის ღერი ჩამოუვარდეს დავივიწყებ რო ჩემი ძმაკაცი ხარ და შენც მოგკლავ და იმასაც!-უღრიალა და სახლიდან გაიყვანა.
....ერეკლემ ნამდვილად ვერ გათვალა ის რომ სანდროს ეცოდინებოდა მისი ადგილსამყოფელი...
ახლა მთავარი იყო ის რომ გიგოს სწაფად ემოქმედა და ყველაფერი კატასტროფით არ დასრულებულიყო....
ანოს ტირილში ჩაეძინა...მალე კი დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ
-გაიღვიძე! მე ხელით შენს ტარებას ვერ დავიწყებ!-დაუღრიალა ერეკლემ.ანოსაც შიშის გრძნობა გაუმძაფრდა და ჟრუანტელმა დაუარა
ერეკლემ კარი გაააღო და გოგო შიგნით შეათრია.პირუტყვივით ექცეოდა ამ პატარა გოგოს..
გიგო კი სისწრაფეს უფრო და უფრო უმატებდა.სანდრო სავარძელს იყო მიკრული და არ ინძრეოდა
-ასე ავარიასი მოვყვებით და ვერც ანოს ვეღარ დაეხმარები-გააფრთხილა შეშინებულმა ძმაკაცი
-მე ვიცი როგორც უნდა მოვიქცე შენ არავინ გეკითხება.თითქმის მივედით და არცერთი წამის დაკარგვა არ მინდა ერთი სული მაქვს როდის გაავუერთიანებ სიფათს იმ .......-მართლაც მალე მიადგნენ სახლს.ანო კარებთან იჯდა და თავზე მდგომ ერეკლეს ზიზღით უყურებდა.ერეკლემ მანქანის ხმა გაიგო და მაშინვე მეორე ოთახში გავარდა.უკან კი იარაღით დაბრუნდა
-აი შენი პრინციც მოსულა,გინდა ნახო როგორ იცლება სისხლისგან!?წამოდი არ გამოგატოვებინებ ამ სანახაობას!-ირონიულად უთხრა და ხელში წვდა გარეთ გაიყვანა.
-ოჰჰ ჩვენი სტუმრებიც მოსულან!უი სანდრიკო შენც აქ ხარ ბიჭო!-ზიზღიანი ღიმილით უთხრა და ანოს ხელი უფრო მოუჭირა
-გიგო წადი გიგო!მოგკლავს იარაღი აქვს გიგო!არგინდა!ნუ შეეწირები!-ტიროდა სასოწარკვეთილი ანო.გიგოს კი სულ არ ანაღვლებდა რა ჰქონდა და რა არა ერეკლემ.ახლა მოკვდებოდა ოღონდ ანო გაენთავისუფლებინა
-ხელი გაუშვი თორე,შენ სისხლს დავლევ ერეკლე გაბედავა!შენ სიკვდილს ვიზეიმებ იცოდე!თავი დაანებე ანოს!-უყვიროდა და თანდათან მათკენ მიიწევდა.
-ახლოს არ მოხვიდე გიგო!ისე გესვრი ხელი არ ამიკანკალდება!ეს გოგო უნდა დამითმო!-იარაღი გადატენა ერეკლემ და გიგოს დაუმიზნა
-გიგო წადი გთხოვ წადი მოგკლავს გიგო!-ევედრებოდა ანო და ტიროდა
-ეგ გოგო სიცოცხლეს მირჩევნია მიდი მესროლე შე არაკაცო რაღას უცდი მიდი!-უყვიროდა.უფრო უახლოვდებოდა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადაედგა....
3 ჯერ დაიჭექა ერეკლეს იარაღმა....სამივე გაარტყა....
-არა გიგოოოოო!-იღრიალა ანომ.ერეკლე კი მაშინვე ადგილს მოსწყდა და მიიმალა.
-გიგო...არდამტოვო გიგო.სანდრო ხედავ!ხედავ რაგააკეთა შენმა დამპალმა ბიძაშვილმა?!ხედავ როგორ გაწირა ჩემი გიგო!არდამტოვო რა თვალები არ დახუჭო რა-მასთან იყო ჩამუხლული და სახეზე ეფერებოდა
-ანო....შავი არ ჩაიცვა რა...ხოიცი როგორ არმიყვარს!?-დაახველა და სიყვარულით მიაჩერდა ცოლს-შენ ფერადი უნდა გახადო შენი ცხოვრება,არ იგლოვო რა...-ამოიხრიალა-ვერ გთხოვ...ვერ გთხოვ დამივიწყე მეთქი....უბრალოდ....-უკვე საუბარი უჭირდა-ნუ გადამყვები....არხარ ესეთი ცხოვების ღირსი....სულ მეყვარები ყოვველთვის სადაც არუნდა ვიყო....
-არა გიგო ვერდამტოვებ მარტო ვერდამტოვებ!ვერ ვციხოვრებ!შენს გარეშე დღე არ გამითენდება!მოვკვდები გიგო.....
-ბიჭო....-სანდროს მიმართა-ანო მარტო არ დამიტოვოთ რაა-ბოლო სიტყვები იყო....საცოდავი....ბოლო სიტყვებშიც ანო მოიხსენია...ისე უყვარდა სიცოცხლეც დათმო....ისე უყვარდა სისხლიც დაღვარა.....უჭირდა ანოს დატოვება,მაგრამ ვეღარ უძლებდა......

ასეთი ტრაგიკული ისტორია ჰქონდა 16 წლის ანოს....გიგოზე სიგიჟემდე შეყვარებულს....
გაგიკვირდებათ და....ანო აღარც გათხოვილა,სულ.... სიცოცხლის ბოლო წამამდეც კი გიგოს ერთგული იყო.....



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ახლა მე არ გაპატიებ ასეთ დასასრულს. ვცდილობ, მაგრამ არ შემიძლია... უდავოა, ემოციების მართვის ნიჭი გაქვს და მაინც, ამ დასასრულს ვერ მოვინელებ...

 


№2  offline წევრი tikuna tika

სტუმარი მარიამი
ახლა მე არ გაპატიებ ასეთ დასასრულს. ვცდილობ, მაგრამ არ შემიძლია... უდავოა, ემოციების მართვის ნიჭი გაქვს და მაინც, ამ დასასრულს ვერ მოვინელებ...

გეთანხმები მარიამ სიმართლე გითხრა მეც გამიჭირდა ასე დასრულება თუმცა ვთვლი რომ ყველა ისტორიას როცა კარგი დასასრული აქვს რაღაც ბანალური გამოდის.ზუსტად ამის გამო მინდოდა წარმომეჩინა ის თუ რას გრძნობენ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები რეალურად...

 


რამდენჯერ წავიკითხე ეს ისტორია რა საშინელებაა ტირილით მოვკვდი სამწუხაროდ რეალურადაც ხდება ასეთი რაღაცეები შენ ვერც წარმოიდგენ რამდენად ძლიერი მოთხრობა დაწერე !ყოჩაღ მართლა უმაგრესია????

 


№4  offline წევრი tikuna tika

იასამნისფერი სამყარო
რამდენჯერ წავიკითხე ეს ისტორია რა საშინელებაა ტირილით მოვკვდი სამწუხაროდ რეალურადაც ხდება ასეთი რაღაცეები შენ ვერც წარმოიდგენ რამდენად ძლიერი მოთხრობა დაწერე !ყოჩაღ მართლა უმაგრესია????

დიდი მადლობა....მსგავსი შეფასება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ????

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიკა

ნამდვილად საოცარი ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent