შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ,,ტირანი" თავი 11


2-06-2018, 14:40
ავტორი teengirllove
ნანახია 3 033

-დღეს საღამოს დამკვეთებთან გვაქვს შეხვედრა -ლოგინზე გაშოტილი ველაპარაკები დემნას
-ხოო,ლამაზად გამოეწყვე -მეუბნება და ეკრანზე მისი გაღიმებული გამომეტყველება ჩნდება
-მაშ როგორ -ღიმილით ვეუბნები მეც
-მოგწონს საფრანგეთი?
-კიი,ძალიან..საოცრებაა, მაგრამ ყველაფერი ძვირია..
-ხო, ეგ ისედაც ვიცოდით..ბევრი რამ დაათვალიერე?
-კიი,ტირანმა ყველაფერი მაჩვენა,აქედან ბევრი შორს იყო,მაგრამ არ დაიზარა და წამიყვანა სანახავად
-დისნეილენდშიც იყავი?
-არა დემ,იმდენი რამ ვნახეთ მაგის დრო აღარ დამრჩა -დანანებით ჩავილაპარაკე
-მაგრამ შენ ყოველთვის ოცნებობდი იქ წასვლაზე
-ხო, გახსოვს პატარა რომ ვიყავი მე და შენ გეგმებს ვაწყობდით,როგორ ვიკატავებდით აქ ატრაქციონებზე ,მერე შენ ნაყინს მიყიდიდი და ისევ შენვე შეჭამდი -სიცილით ვეუბნები
-რა დამავიწყებს ,ამაზე ძალიან ბრაზდებოდი,იძახდი ნაყინს მე თუ მყიდულობ შენ რატომღა მიჭამო-მასაც ეღიმება
-სამართლიანადაც ვბრაზდებოდი-ჩავიწუწუნე
-ბარბი, იცოდე იქ აუცილებლად წადი..ისე არ ჩამოხვიდე
-არ ვიცი,იქნებ ტირანს რაიმე შეხვედრა აქვს კიდევ დაგეგმილი-მხრები ავიჩეჩე
-როდის ჩამოდიხარ?
-ზეგ საღამოს გამოვფრინდებით
-ხოდა ,ხვალ საღამოს წადი იქ ..იცოდე ბევრი ფოტოები გადაიღე ,რომ ვნახოთ მე და მარუსიმ
-ვეცდები წავიდე
-ეცდები არა ,წახვალ! -ბრძანებლური ტონით ,მაგრამ ღიმილით მითხრა
-კაი ხო,წავალ..მარი როგორაა?
-კარგად არის..გეფიცები ბარბი დამღალა ,სულ თავზე დამფოფინებს ,წვნიანებს მატენის ,წამლებს თვითონ მიდებს პირში..ქიმიაზეც მომყვება,თავი პატარა ბავშვი მგონია - თვალებს ატრიალებს
-კაი რა ,ხომ იცი ეგ სულ ეგეთი მზრუნველი იყო..თანაც ძალიან უყვარხარ და ნერვიულობს შენზე
-ვიცი ,ვიცი..მეც ძალიან მიყვარს მარუსი-ეღიმება ,მეც მეღიმება
-დემე ..იცი საჩუქარი გიყიდე -ვეუბნები ეშმაკური ღიმილით, წამში უბრწყინდება თვალები,პატარა ბავშვივით
-რაა?
-არ გეტყვი
-კაი რა ,მითხრიი!
-რაა და ...კაი წავედი - სწრაფად ვახლი და ეკრანს ვთიშავ,შემდეგ მის გაბრაზებულ სახეს წარმოვიდგენ და სიცილი მივარდება ..საათას შევხედე , უკვე ექვსი საათია ,შეხვედრა შვიდზეა..ჯანდაბა დემნასთან საუბარში დრო ისე გაიპარა ვერც კი მივხვდი, სწრაფად წამოვდექი საწოლიდან, შავი მუხლს ოდნავ ზევით ,ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა ჩავიცვი,რომელიც წინ ოდნავ ,ხოლო ზურგზე კარგად ამოღებულია..თმას ლამაზად ვიწევ,მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ, ფეხზე მაღლებს ვიცვავ, საღამოს ჩანთას ხელს ვკიდებ და დივანზე ვეშვები..ცოტახანში დემეტრეც არ აყოვნებს და კარზე აკაკუნებს ,მეც ნელი ნაბიჯებით მივდივარ,კარს ვაღებ და გაღიმებული ვუყურებ..როგორც ყოველთვის ,შესანიშნავად გამოიყურება -თეთრი პერანგი და ნაცრისფერი ტილოს შარვალი აცვია ,ხელზე ვერცხლისფერი საათი უკეთია ,თავზე კი სათვალე..კმაყოფილი ვათვალიერებ, თვითონაც იგივეს აკეთებს ,შემდეგ ოდნავ ეღიმება ,ოღონდ მხოლოდ წამიერად
-წავედით?-მეუბნება უდარდელი ხმით,თავს ვუქნევ და ოთახიდან გავდივარ..
ლიფტიდან ისე გამოვდივართ ,ხმა არც ერთს არ ამოგვიღია , მანქანაში ვჯდებით და ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში მივდივართ..
-მესამე სართულზე ,ტერასაზე გელოდებიან-ღიმილით მეუბნება კარებში მდგარი ერთ-ერთი მამაკაცი, საპასუხოდ მეც ვუღიმი,შემდეგ ის დემეტრეს მკაცრ მზერას აწყდება ,ამას იმით ვხვდები,რომ როგორცკი მას გახედა მაშინვე სახე შეეცვალა..
-წავედით-ხმადაბლა მეუბნება ტირანი და ხელს მკიდებს
-საჭირო არ არის ყველას გაუღიმო- მაუბნება მას შემდეგ რაც ლიფტში მარტონი ვრჩებით
-ისიც საკმარისია თქვენ ,რომ არავის არ უღიმით- უცებ ვახლი ,თან მისი გახევებული სიფათით ვტკბები
-მე გითხარი-ცივად მეუბნება და მზერას მაშორებს ,რაღაცის სათქმელად პირს ვაღებ ,მაგრამ ამ დროს კარები იღება ..უხმოდ გავდივარ დერეფანში, შემდეგ კი ტერასაზე.. უზარმაზარ ადგილას,ღია ცის ქვეშ , მრგვალი მაგიდა დგას რომელსაც სამი კაცი უზის ,ჩვენს დანახვაზე ღიმილით დგებიან და გვეგებებიან
-გამარჯობათ,მე ჯორჯი ვარ-გვეუბნება ,მათ შორის ყველაზე უფროსი ,თან ხელს გვართმევს -გაიცანით, ეს მისიე ფრენკია -მეუბნება მაღალ ,შავგვრემან მამაკაცზე ,რომელიც ჯერ გვიღიმის,შემდეგ ხელს გვართმევს-ეს კი ლუკასია-მანიშნებს ამჯერად მეორე კაცზე,რომელიც ასევე ღიმილით მოდის ჩვენთან,ჯერ დემეტრეს ართმევს ხელს ,შემდეგ ჩემს წინ ჩერდება ,თვალებში მიყურებ,ჩემს ხელს იღებს და ნაზად მკოცნის
-გამარჯობა..სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - მეუბნება -მობრძანდით -მაგიდისკენ მანიშნებს ,ზურგზე მკიდებს ხელს და მივყავარ ,ვგრძნობ როგორ ვიჭიმები, ამას დემეტრეს მკაცრი მზერაც ემატება და უხერხულობისაგან სად წავიდე არ ვიცი..
-გვიხარია რომ გავიცანით,ჩვენი ახალგაზრდა არქიტექტორი -მეუბნება ლუკასი,მასშემდეგ რაც სუფრასთან ვსხდებით და გემრიელად მივირთმევთ
-დიახ ,მართლაც ძალიან მოხარულები ვართ-კვერს უკრავს ჯორჯი
-ბარბარე ,ყველაზე ახალგაზრდა ქალი არქიტექტორია ,ვინც ამ კონკურსში გაიმერჯვა -დემეტრე თავის მწვანე თვალებს აგებებს ყველას
-მართლა,რამდენი წლის ხარ?
-20-ის
-მართლაც როგორი პატარაა და როგორი ლამაზი- ღიმილით იძახის ლუკასი..კიდევ ათას თემაზე საუბრობენ, ცოტა არ იყოს მოსაწყენზეც
-მოგეწონათ საფრანგეთი?- ჩურჩულით მეკითხება ლუკასი
-დიახ ძალიან, ყველაფერი ლამაზია
- ასე მცირე დროში ყველაფერს ვერ ნახავდით
-არა,ბატონმა დემეტრემ თითქმის ყველაფერი დამათვალიერებინა
-პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიც?-გაკვირვებული მეკითხება
-დიახ ეგეც
-ყოჩაღ,მოგისწრიათ ყველაფერი - იცინის ,მეც ვუცინი ,მაგრამ მომენტალურად ჩემს წინ მჯდომი ტირანის მკაცრ მზერას ვაწყდები და ღიმილი სახეზე მახმება
- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით ,ხვალ დილით ერთად რომ ვისაუზმოთ?-მისი შემოთავაზება იმდენად მოულოდნელია ცოტახანს ვყოვნდები,ვაღიარებ ტირანთან ერთად საუზმობა მირჩევნია,მაგრამ უარსაც ვერ ვეტყოდი
-იცით,მე ბატონ დემეტრესთან ერთად ვსადილობ ხოლმე ,ასე რომ..
-როგორმე ერთი დილა მარტო მიირთვას
-არ ვიცი -მორცხვად გავუღიმე
-ბატონო დემეტრე -ახლა ტირანს მიუბრუნდა , ერთიანად დავიძაბე როდესაც მისი მკაცრი გამომეტყველება და ცივი თვალები დავინახე
-გისმენთ
-იმედია წინააღმდეგი არ იქნებით ხვალ დილას ასისტენტი ,რომ მოგპაროთ-ტირანი ჯერ მას უყურებს ,შემდეგ მე მაგებებს ცივ თვალებს
-თვითონ თუ თანახმაა მაშინ კარგი-კბილებს შორის ცრის ,ისე რომ თვალს არ მაშორებს,მისი გამოხედვა მრთგუნავს და თვალებს ვარიდებ
-ძალიან კარგი,ესეც ასე საქმე მოგვარდა ,დილით გამოგივლით-ღიმილით მომიბრუნდა ლუკასი,მეც ნაძალადევი ღიმილით შევხედე ..
*****
-ანუ დილას ვერ ისაუზმებ ჩემთან ერთად-მეუბნება ტირანი ,თან ჩემი ოთახის კარების სახელურს ეყრდნობა
-ეგრე გამოდის-ვეუბნები,თან ველოდები როდი აწევს ხელს ,რომ ოთახში შევიდე
-გილოცავ, უკვე ახალი თაყვანისმცემელიც გყავს
-რა თაყვანისმცემელი, უბრალოდ საქმეზე ვილაპარაკებთ
-ხო აბა რა - ორაზროვნად ჩაილაპარაკა,შემდეგ ისევ ამათვალიერა- ფრანგ კაცებს დიდად ნუ ენდობი ბარბარე , ისინი ჩემსავით არ მოიქცევიან-ვიგრძენი ხმა როგორ გაუმკაცრდა
-რას გულისხმობთ?-ნაწყენმა ჩავილაპარაკე ,ცოტა არ იყოს მისი სიტყვები გულზე ცუდად მომხვდა
-ყველა თავს ვერ შეიკავებსთქო !
-მე ლუკასთან დაწოლას არ ვაპირებ !-გაბრაზებულმა ვუთხარი
-არც ჩემთან აპირებდი ,როდესაც პირველად მოხვედი ოფისში!
-აღარ მორჩებით იმ ღამის გახსენებას?! -დავიყვირე -ამოვიდა უკვე ყელში, გავიგე რომ თქვენთან მოვედი,გავიგე რომ ფულს დავთანხმდი,გავიგე რომ კახპასავით მოვიქეცი,გავიგე ,გავიგე !!! - გაკვირვებული და დაბნეული მიყურებდა - ხოო,გავიგე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა , სიკვდილი მერჩივნა იქ მოსვლას ,ხო სიკვდილი..მაგრამ ჩემს თავზე წინ საყვარელი ადამიანი დავაყენე , გგონიათ ყველასთან ასე მივდივარ?!
-ბარბარე დამშვიდი
-რანაირად დავმშვიდდე როცა ვიცი ჩემზე ასეთი წარმოდგენა გაქვთ, არ მინდა ასე მიცნობდეთ-ცრემლები მომადგა
-ასე გადარდებს მე რას ვიფიქრებ შენზე?-ღიმილით მეუბნება
-რა თქმა უნდა -უცებ ვახლი ,მაგრამ ვჩერდები, გაუაზრებლად წამოვროშე ეს ..ვერ ვიტყოდი ,რომ ვტყუოდი,ნამდვილად მადარდებდა დემეტრე ჩემზე რას იფიქრებდა ,არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ტირანი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ..
-ძალიან გთხოვთ დაივიწყეთ ის ღამე ,ნჰღარ მიხსენებთ და ნუ ფიქრობთ ასე ჩემზე - აცრემლებულმა ვუთხარი
-მაპატიე -ჩაილაპარაკა-აღარ გავიმეორებ ..- თვალები შემომანათა ,მადლობა ვუთხარი და ოთახში შევედი .. ტანსაცმელი გავიხადე ,შხაპი მივიღე ,ფართხუნა შარვალი,ბრეტელიანი მოკლე ზედა და ჩუსტები ჩავიცვი..ოთახში ვეღარ მოვისვენე ამიტომ ჩვენს სართულზე არსებულ უზარმაზარ აივანზე გავედი..იქ არავინ იყო,ულამაზესი ხედი იშლებოდა ,მოაჯირს დავეყრდენი და ფიქრებს მივეცი
,,- გაიცანით ბავშვებო ,ეს მაიაა ,თქვენი ახალი დედა-მხიარულად მიგვითითა მამამ ჩვენს წინ მდგომ შავგვრემან ქალზე,მაშინვე არ მომეწონა მისი სიფათი
-ვინ?-გაკვირვებულმა იკითხა დემნამ
-ახალი დედა
- მე არ მინდა ახალი დედა ! -გაბრაზებულმა ვთქვი და ხელები გულზე დავიკრიფე
-არა რა დედა -სიცილი აუტყდა მაიას -არ ვაპირებ დედათქვენის ადგილის დაკავებას
-ვერც დაიკავებ- მკაცრად გაიჟღერა დემნას ხმამ
-დემეტრე! -მამამ შეჰყვირა - წესიერად ელაპარაკეთ მაიას , არ გაპატიებთ მის შეურაწყოფას !
-მამა დედა ჯერ მიწაში არ გაციებულა ,შენ კი ვიღაც ქალი მოგყავს ჩვენთან
- დედათქვენი მოკვდა დემნა,მე ცოლი მჭირდება თქვენ დედა!
- მე ერთადერთი დედა მყავდა ,სხვა აღარ მეყოლება ! - გაბრაზებულმა ვთქვი და ოთახისაკენ გავემართე
-გეყოლება ! -დამეწია მამის ხმა - თქვენ უკვე ძმაც გყავთ ,ორი თვის არის
-რა?-ორივემ ერთად წამოვიძახეთ
-ხო, ძმა გყავთ,გიორგი ,იმედი მაქვს მიიღებთ მას
-შენ რა ,დედას ღალატობდი?-კბილებს შორის გამოსცრა დემნამ ,მამა სახეზე გაფითრდა
- მე და დედათქვენს კარგა ხანია ერთმანეთი არ გვიყვარდა,თქვენს გამო ვცხოვრობდით ერთად
- შენ მას ღალატობდი, ზურგას უკან სახელს უთელავდი - დაიყვირა - ამას არ გაპატიებ! -გარეთ გავარდა ,მეც გავყევი "

-არ გეძინება?- ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამომიყვანა ,ნელა ამათვალიერა და გვერდით დამიდგა
-არა, რატომღაც ვერ დავიძინე
-რაზე ფიქრობდი?
-ჩემს ოჯახზე ,წარსულს ვიხსენებდი-ჩავილაპარაკე და ხედს გავხედე..მანაც იგივე გააკეთა ,ცოტახანს ასე ჩუმად ვიდექით,ორივე სხვადასხვა რამეზე ვფიქრობდით
-დედაჩემი 18 წლის ვიყავი,სიმსივნით რომ დაიღუპა. - დაიწყო უცებ და გახევებულმა გავხედე , სიმსივნეზე მაშინვე დემნა გამახსენდა - რთული ვითარება იყო, ბოლო სტადიის..სამი თვე იტანჯა ,ბოლოს ვეღარ გაუძლო -გამტყდარი ხმით მითხრა,ცრემლები მომადგა ,თითქოს მისი ტკივილი ვიგრძენი, მივხვდი რასად განიცდიდა ,ავტომატურად მხარზე შევეხე ,ოდნავ შეკრთა
-ვწუხვარ
-ზოგადად ამ თემაზე არ ვსაუბრობ, ისიც არ ვიცი ახლა რატომ გადავწყვიტე ამის თქმა
-მესმის რასაც განიცდით
-საშინელებაა ,როდესაც დედა ხელში გაკვდება და შენ ვერაფერს აკეთებ..ის ერთადერთი ქალი იყო ვინც მიყვარდა
-ერთადერთი?
-ხო..ვინც მართლა მიყვარდა
-არავინ გყვარებიათ?-გაკვირვებულმა ვკითხე
-არა..
-რატომ, თქვენი სწორი არ გამოჩნდა?-ირონიით ვკითხე
-შეიძლება ასეც ითქვას ,ხომ ხვდები,მდიდარი რომ ხარ ყველა ფულის გამო გეტენება
-ხომ..
-ბარბარე ,მაპატიე ის ღამე რომ გაგახსენე ,ზედმეტი მომივიდა
-არაუშავს ..-ნაზად გავუღიმე
-შემირიგდი?
-კი-სიცილით ვუთხარი
-ძალიან კარგი-მასაც გაეცინა -მაშინ ხვალ დისნეილენდში გეპატიჟები
-მართლა?-სიხარულით ავღნიშნე
-ოხ ,როგორ გაგიხარდა -წარბები აზიდა
-სულ მინდოდა წასვლა ,გამიკვირდა თქვენ რომ მოგივიდათ ეს აზრი თავში
- ხომ..დედაჩემს მივყავდი ხოლმე იქ და ტკბილად მახსოვს
-გასაგებია..მე და დემნასაც გვინდოდა სულ იქ ერთად წავსულიყავით
-დემნა?
-ჩემი ძმა
-არ ვიცოდი ძმა თუ გყავდა
-კი, ჩემზე უფროსია.საუკეთესო ძმაა მსოფლიოში, მეორე ძმაც მყავს ,გიორგი,ნახევარძმა,ის ჯერ პატარაა
-გასაგებია..დიდი სიმდიდრე გყოლია დედმამიშვილების სახით
-ხო, თქვენ არ გყავთ?
-მეც მყავს ნახევარ ძმა ,ჩემზე ერთი წლით პატარაა
-ერთით?
-ხო,ძალიან პატარა ვიყავი მშობლები რომ გაშორდნენ
-გასაგებია..
-კარგი წადი დაიძინე ,ხვალ ლუკასს უნდა შეხვდე - მომეჩვენა თითქოს გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა
-ხო,ცოტახანში შევალ
-მაშინ მე წავალ,ტკბილი ძილი -
-თქვენც - მოაჯირს მოშორდა და გავიდა..
მეკი დავრჩი მარტო,აივანზე ..



№1  offline მოდერი abezara98

ნუ დამტანჯე, გოგოო, მეც, ბარბიც და დემეტრეც smile დროზე აკოცონ ერთმანეთს და დამასვენონ და დაისვენონ თვითონაც smile დავიტანჯე აქ ამხელა ქალი და მანდ ეგენი joy აბა, შენ იცი, ამდენი ხნით აღარ დაიკარგო და მეტი, მეტი ექშენი ჩამიდე შემდეგ თავში blush

 


№2  offline მოდერი Mathew

ახლა გასაგები რა მოუვიდათ მამასთან.ძალიან კარგი თავი იყო,მომეწონა ყვეკაფერი.
ეს ლუკასი არ მომწონს მაგრამ დემეტრეს საქციელი მომეწონა,მისი ამბავიც ძალიან მეწყინა.
მოკლედ,ველოდები შემდეგ თავს ბემბიი <3 ^^

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Scoria abezaraa, damecickna nervebii, qeni racxa sheqaloo,????????????????????????. Kargia, kargad cer, velodebit da nu daagvianeb gtxovv

 


№4  offline წევრი teengirllove

abezara98
ნუ დამტანჯე, გოგოო, მეც, ბარბიც და დემეტრეც smile დროზე აკოცონ ერთმანეთს და დამასვენონ და დაისვენონ თვითონაც smile დავიტანჯე აქ ამხელა ქალი და მანდ ეგენი joy აბა, შენ იცი, ამდენი ხნით აღარ დაიკარგო და მეტი, მეტი ექშენი ჩამიდე შემდეგ თავში blush

eseigi ,im tavshi sadac kocna iqneba shen unda mognishno ,imena shen unda mogidzgvna ra :)))

Girl with pretty smile
ახლა გასაგები რა მოუვიდათ მამასთან.ძალიან კარგი თავი იყო,მომეწონა ყვეკაფერი.
ეს ლუკასი არ მომწონს მაგრამ დემეტრეს საქციელი მომეწონა,მისი ამბავიც ძალიან მეწყინა.
მოკლედ,ველოდები შემდეგ თავს ბემბიი <3 ^^

eg ar mosvliat mamastan ,sxva ragac iyo iq :))

Qeti qimucadze
Scoria abezaraa, damecickna nervebii, qeni racxa sheqaloo,????????????????????????. Kargia, kargad cer, velodebit da nu daagvianeb gtxovv

vizam ,vizam ..ase xoar ebrdgvneba ara ;) :))

 


№5  offline მოდერი ენემი

იცი რაა ახლა ლუკასთან დარეკოს რომ ვერ მივა მასთან და დემესთან ისაუზმოს innocent ძალიან მაგარი წყვილია kissing_heart

 


№6  offline წევრი teengirllove

ენემი
იცი რაა ახლა ლუკასთან დარეკოს რომ ვერ მივა მასთან და დემესთან ისაუზმოს innocent ძალიან მაგარი წყვილია kissing_heart

madloba.. cota sxva rame maqvs chafiqrebi,imedi maqvs mogwoneba isic..an sheidzleba tvini gadamitrialdes da ase davwero..vnaxot

 


№7  offline წევრი აფხაზი

სად ხარ ამდენი ხანი???

 


№8 სტუმარი tebrone

უზრდელო სად ხარ ამდენიხანი stuck_out_tongue_winking_eye

ესე როგორ შეიძლება იცი როგორ გელოდებოდიიი

 


№9  offline წევრი teengirllove

აფხაზი
სად ხარ ამდენი ხანი???

ბოდიშს ვიხდი, გამოცდებისთვის ვემზადები და

tebrone
უზრდელო სად ხარ ამდენიხანი stuck_out_tongue_winking_eye

ესე როგორ შეიძლება იცი როგორ გელოდებოდიიი

ბოდიში,ვიცი რომ ელოდით..

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

გამარჯობა???? არც ისე დიდი ხანია შენს მოთხრობებს რაც ვკითხულობ მაგრამ უკვე ძალიან მომწონს???? ერთერთი მათგანია ,,ცხელსისხლიანი" მაგრამ საძიებო სისტემაში ამ სახელით არაფერს მიგდებს და მაინტერესებს სახელი ხომ აე შეუცვალე ან აპირებ თუ არა მის გაგრძელებას ????????

 


№11  offline წევრი teengirllove

ლათინო
ესეიგი,ლუკასი ნერვებს მიშლის უკვე მაგრამ დემეტრე რო ეჭვიანობს მომწონს,ბარბარეს ხელი არ დაედოს თორე თავს წავაცლი. გასაგებია მამასთანაც რატომ აქვთ ასეთი ურთიერთობა მაგრამ კიდე ჩაამატე რაღაცეები,დაახლოვე უფრო თორემ ნელ-ნელა ერთფეროვანი ხდება

კაი ,სიხარულო

 


№12  offline მოდერი abezara98

სტუმარი ნანა
გამარჯობა???? არც ისე დიდი ხანია შენს მოთხრობებს რაც ვკითხულობ მაგრამ უკვე ძალიან მომწონს???? ერთერთი მათგანია ,,ცხელსისხლიანი" მაგრამ საძიებო სისტემაში ამ სახელით არაფერს მიგდებს და მაინტერესებს სახელი ხომ აე შეუცვალე ან აპირებ თუ არა მის გაგრძელებას ????????

ცხელსისხლიანის ავტორი საიტიდან წავიდა და მისი ისტორიის წაკითხვა მის ბლოგზე შეგიძლია

 


№13  offline წევრი naniko mindia

Daigviane dzalian, kargi iyo magram patara ❤️❤️❤️veli shemdegs tavs ardaigviani, warmatebebi
--------------------
lomidze

 


№14  offline წევრი teengirllove

naniko mindia
Daigviane dzalian, kargi iyo magram patara ❤️❤️❤️veli shemdegs tavs ardaigviani, warmatebebi

madloba

 


№15  offline წევრი elene2619

მალე დადე ახალი თავი რა . მოუთმენლად ველი <3

 


№16  offline მოდერი Someone wandering

იცი რომ ძალიან მაგარი გოგი ხარ? ძალიან მაგარი თავი იყო. აეჭვიანე ბოლო დონეზე დემეტრე, შენ გვერდით ვარ joy heart_eyes

 


№17  offline წევრი teengirllove

mirandaa31
ბემბი, ცოტა დაგაგვიანდა მაგრამ არაუშავს :) კარგი თავი იყო ძან საყვარლები არიან, ცოტა დაათბე რაა ❤️

davatbob, madloba didi

elene2619
მალე დადე ახალი თავი რა . მოუთმენლად ველი <3

ki sayvarelo ,amjerad male davdeb

MaaiKoo
იცი რომ ძალიან მაგარი გოგი ხარ? ძალიან მაგარი თავი იყო. აეჭვიანე ბოლო დონეზე დემეტრე, შენ გვერდით ვარ joy heart_eyes

aba ras vizam..madloba didi :))

 


№18 სტუმარი სტუმარი ნანა

მადლობა ???? და შეგიძლია მითხრა მისი ბლოგი როგორ მოვძებნო? ???????????? მადლობა წინასწარ

მადლობა და შეგიძლია მითხრა მისი ბლოგი როგორ მოვძებნო? მადლობა წინასწარ ????????????

 


№19  offline წევრი khatia khatia

კაი დზაან დზანნნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent