ცქნაფა - თავი 2
-გოგო რაღას უცდი ჩაჯექი და წავიდეთ თორე ძაან მშია - ემა ! უცებ სიგნალმა მომიყვანა აზრზე , ადგილზე მივიყინე , ვერ ვიაზრებდი მის ქმედებას . სიბრაზე, გაოცება , სიხარული და ყველაზე დიდი გრძნობით სინანული ჭარბობდა ჩემში , რატომ ? ამაზე ცოტა მოგვიანებით . -ემა რა გემართება დღეს ? -არაფერი გიორგი რა უნდა მჭირდეს , კარგად ვარ ადამიანებოო კ ა რ გ ა დ , უკვე ძალიან დამღალეთ და თქვენის ნებართვით ყოველ 5 წუთში თუ ამ კითხვებით ‘’კარგად ხარ? ‘’ ‘’გაიკეთე? ‘’ ‘’რამდენი გაქ?’’ და ა. შ არ შემოიფარგლებით დიდად მადლობელი დაგრჩებით , მრავლობითში გგულისხმობთ შენც , დედასაც და მამასაც , როცა ცუდად ვიქნები დამიჯერე გეტყვით, ეს თქვენთვისაც მარტივი იქნება და ჩემთვისაც ხომ მითუმეტეს , ამაცილებთ უამრავ უხერხულ მდგომარეობას .მადლობა -დაასრულე ? ეს რა გამოხტომა იყო ახლა, რა გეტაკა ? უბრალოდ შენზე ვნერვულობ - აშკარად ზედმეტი მომივიდა , მაგრამ მე თვითონ ვერ ვხდებოდი რა დამემართა , რამ გამაბრაზა ასე ძალიან , სახლამდე ისე მივედით ხმა არცერთს გაგვიღია , ვნანობდი ჩემს ყველა სიტყვას ,რომელიც გიოს ვუთხარი, მართლა გულწრფელად ვნანობდი რომ გული ვატკინე . სახლშიც მივედით , გიოს ისევ დუმდა , ლიფტის ყოველთვის მეშინოდა , გიოს ხელკავი გამოვდე და თავი მხარზე დავადე . ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა კმაყოფილს და თავზე მაკოცა , ხომ გითხარით ყოველ დღე შემიძლია მადლობა ვიხადო იმისთვის , რომ ამ ადამიანს ჩემი ძმა ჰქვია. -ბოდიში რა - ჩვეულებრივად ამოვიკვნესე -უბრალოდ იმდენად მიყვარხარ რომ ვერ ავიტან შენს ცუდად ყოფნას და ნუ ვარდები ხოლმე რა გოიმივით - გამიღიმა და ლიფტიც გაიღო სახლში შევედით უკვე 7 ხდებოდა - მოხვედით დე? გახარებულმა იკითხა ნინომ -არა მივდივართ - იხუმრა გიომ და მე გადმომხედა (- ჩათვალე არაფერი გითქვია , ნინოს არ მოეწონება ხო აზრზე ხარ ,ისედაც ნერვიულობს ) შუბლი თავზე მომადო და ხელი ისევ ისე ჰქონდა გადახვეული , თვალი ჩამიკრა და გამიღიმა ,მართალი იყო ნინოსაც ატკენდა გულს ჩემი სიტყვები ამიტომ თანხმობის ნიშნად წელზე შემოვეხვიე და მადლობა გადავუხადე . ⁃ მოწესრიგდით და ვჭამოთ ⁃ აუ ხო თორემ ისე მშია ლამის ყველა შეგახრუნოთ ⁃ ემი შენ როგორ ხარ დე ? ⁃ ძალიან კარგად დედა საჭმელს რომ შევჭამ უკეთ ვიქნები ,გავუღიმე და ოთახი დავტოვე ზემოთ ხსენებული " პროცედურები " ჩავატარე და საჭმელად მოვემზადეთ . ⁃ მამა სადაა? ⁃ ქუთაისში წავიდა , ⁃ გიო შენ რას შვები დაბადების დღეზე? ⁃ გარტყმაში არ ვარ ემი , გულიანად გადაიხარხარა , - ალბათ აქ ამოვიყვან ბიჭებს ,ვაფშე არაფერი არ მინდა ,მაგრამ სანდრო ხომ იცი , იმენა ტვინს ჭამს ნინოს გაკეთბული ტორტი უნდა ვჭამოო და შანსი არა არ გავმაზავო . - როდის ისწავლის ეგ ბიჭის ჭკუას - საუბარი ზარმა შეაწყვეტია ⁃ ხო ეკე - მე თვითონ არვიცი , რატო ამიკანკალდა ხელები და ლუკმაც გადამცდა ⁃ ემი რა გჭირს დე? ⁃ არაფერი დე უბრალოდ გადამცდა - ხველებ ხველებით ვპასუხობდი და თან მაინტერესებდა გიორგი რას ელაპარაკებოდა ერეკლეს ⁃ იტოკში , ჩემთან ამოდით ორივე და აქ ჩავუჯდეთ , კაი მიდი გელოდებით ⁃ რა უნდოდა დე ? ⁃ აუ გიჟები არიან , კარგი ფილმი ჩამოუტანია ერეკლეს და აიჩემეს შენთან ვუყურებთო , ⁃ მოვიდნენ დედი თან კარგ კექს ვაცხობ და მოუსწრებენ -ემი რატო არ ჭამ? ⁃ მადა აღარ მაქვს ,წავალ ვიბანავებ ⁃ მიდი და ამასობაში ბიჭებიც მოვლენ და შენც უყურებ ძაან მაგარი ფილმიაო გაგიჟებულები არიან ⁃ ვნახოთ , თუ დრო მექნა რა პრობლემაა ⁃ აუ ნუ ატრ...კებ რა ემიი , რა დრო გინდა გოგო ? ⁃ კარგი ხო კარგი ვუყურებ - და ამ ბილწსიტყვაობას კიდე როდის შეშვები რაა -თვალები სასაცილოდ გადავატრიალე და ოთახიდან გავედი კარზე ზარი ?! - მოდი გავაიგივებ დენის დარტყმასთან , ატომთან , რაკეტასთან და უამრავ ბევრ რამესთნ , რომელსაც შეუძლია უამრავი გრძნობა გამოიწვიოს , რამექნა არ ვიცოდი , პირსახოცშემოხვეული გავარდი ოთახში ზარის ხმა არ წყდებოდა -გიოო კარზე არიან გადიი ! ხმა არავინ გამცა -გიორგი ! ისევ უპასუხოდ დამტოვეს -დედაა სად ხართ გადაიწვა ზარი !. თუგინდათ მიწა გამსკდომოდა ,ოღნოდ იქ არ მქონოდა მისასვლელი და კარი გასაღები ,მაგრამ რა მექნა სხვა გზა აღარ მქონდა , ბურტყუნით გამოვედი სააბაზანოდან , კართან მივედი , რომ გამეღო და უცებ შევასკდი სხეულს , რაღაც სუნი ვიგრძენი ნაცნობი სუნი , თავის მაღლა აწევა და ერეკლეს დანახვა ერთი იყო . დაჯახებისგან თავზე გაკრული პირსახოცი სასაცილოდ მომეღრანცა , მუცელში ‘’ პეპლებს ‘’ რომ ეძახიაან აი ეგ პეპლები დაფრინავდნენ თუ რას შვებოდნენ ზუსტად არ ვიცი მაგრამ ძალზედ სასიამოვნო კი გახლდათ , მოკლედ ისევ ზემოთ ხსენებული რეჟისორი , კადრის შენელება და შესაძლოა რომელიმე ნომინაციაში კიდევ ერთხელ გავიმარჯვოთ .აშკარდ ვგრძნობდი რომ კარგად არ ვიყავი ,მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით ვიგრძენი თავი უხერხულად თორემ ჩემი ნება რომ ყოფილიყო კიდევ დიდხანს გავჩერდებოდი ამ მდგომარეობაში . -უი უკაცრავად -მეგონა დაკეტილი იყო და ვეღარ შევიკავე თავი -არაუშავს , ეს მდგომარეობა უფრო სასიამოვნოა , და გაპრანჭულ დახვედრას მირჩევნია მოღრენცილი პირსახოცით გხედავდე - ჩვეული მომხიბვლელი ღიმილი მესროლა და თითით შესასასვლელისკენ მანიშნა -აქეთ ხომ ? - უკაცრავად , ხო აქ შებრძანდით -ვერ ვიაზრებდი რა მელაპარაკა, ეს ‘’თ’’ საიდან მოვიტანე და სიტყვების ზრდილობიანი ფორმები ვერც იმას ვხვდებოდი . - მეორედ რომ თქვენობით მომმართო და ამ დაყენებული სიტყვებით მელაპარაკო , შეიძლება მოსასულიერებელი გავხდე სიცილით , ასე რომ უბრალოდ შენობით და თუგინდა მოფერებით ეკე დამიძახე - თვალი ჩამიკრა და დივნაზე ისე მოკალათდა თითქოს მის სახლში ყოფილიყოს - სანდრო სად არის ? - გიორგი და ნინო დეიდა შეგვხვდა გზაში , მაღაზიაში მიდოდნენ და იმათ გაჰყვა (მინდოდა მეკითხა აბა შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებთქო რომ თვითონ მკითხა) - ალბათ ფიქრობ აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ ხომ ? და ფეხზე წამოდგა (ჩემი მდგომარეობა ამდროს ასაღწერადაც არ ღირს) -მიახლოებით - ვუპასუხე და უტეხად ჩავაშტერდი თვალებში -შენთნ მოვედი ცქნაფ ! ოხ ისევ ეს პეპლები , ისევ ეს გაშტერება , ისევ ეს კანკალი , შიში , სიამოვნება ყველაფერი რაც მთელი დღეა თავგზას მიბნევს , მას შემდეგ რაც ეს ბიჭი გამოჩნდა . შეპასუხება მინდოდა , რომ უცებ კარის ხმა გავიგე და ინსტიქტურად მოვედი აზრზე , ერეკლე ისევ მდივანზე იჯდა და გაღიმებული მიყურებდა . -მოვედით ბავშებო -დედაჩემი იმაზე მხიარული მომეჩვენა ვიდრე იყო - როგორ ხარ ჩემო ლამაზო ? - მომეხვია სანდრო და გვერდით დამიყენა -თქვენ უკვე იცნობთ ხომ ერთმანეთს თუ არა ? იკითხა სანდრომ - ვინ მე და ემა ? -იკითხა ერეკლემ - კი როგორ არა დღეს გავიცანი - თქვენ რომ არ შემოსულიყავით ყავასაც კი მთავაზობდა არაჩვეულბრივი გოგოა - ირონიულად გადმომხედა და ჩემს რეაქციას დაელოდა - ვინ გთავაზობდა ყავას ემა ? -გოგო ჩემთვის ამდენი წელია გიცნობ და წვეთი წყალი არ მოგიტანია და ამან რა გააკეთა ასეთი ? -გაოცებული მიყურებდა სანდრო და ღიმილი არ შორდებოდა სახიდან . - იტყუება , მე არაფერი შემითავაზებია და არც ვაპირებდი - ვიცინი - თუკი ყავა გნებავთ შეგიძლიათ შეხვიდეთ სამზარეულოში და ‘’ ნინო დეიდას ‘’ სთხოვოთ , შემდეგისთვის ეს ბანალური იუმორი შეიძლება დამღუპველი გამოდგეს თქვენთვის , ამიტომ სჯობს შემდეგისთვის განაახლოთ ვითომ ‘’შუტკები ‘’ -თვალს არ ვაშორებდი ერეკლეს ისე ველაპარაკებოდი და ახლა თავად მიკვირდა ირონია , რომელიც ყველა სიტყვაში სათითაოდ ჩავდე , რადმენად გამანადგურებელი იყო მისთვის , მაშინ როცა ეგონა რომ ისევე დამამუნჯებდა და გამაშეშებდა , როგორც დღეს ორჯერ გააკეთა , ახლა მიძახოს ცქნაფა, გულში ვბუზღუნებდი და საკუთარი თავით კმაყოფილი სანდროს მივუბრუნდი , - სანი შენ მართლა ხომ არ გინდა წყალი ? ისე გულდაწყევტილი თქვი - გულიანად გავიცინეთ თავზე მაკოცა სადნრომ და ასე დავტოვე პირღია ერეკლე მისაღებ ოთახში -დედა გიორგი სად არის? -ამოვა დე ახლავე პოპკორნს იყიდის და მოვა ჩემს ოთახში შევედი და ჩემ თავზე მეცინებოდა , გონებაში ვიღდგენდი იმ სიტყვებს რაც იმ ვაჯბატონს მივახალე , არა მაინც როგორი თავდაჯერებული იყო , ეგონა უბრალოდ თავს დავუქნევდი და ვეტყოდი , ხო ახლა ვაპირებდი შემომეტანა ყავათქო , ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ მოსულა გიორგი -ემიიი გაემზადე ბიჭები ყავს დალევენ და ჩავუჯდეთ . - მეც მინდა ყავა გიო და გამიმზადე რა და გამოვალ -ოთახიდან გაუსველელად მივაძახე და ჩემი საქმე გავაგრძელე -რამდენიმე წუთში მისაღებში გავედი ჩემი ყავა მზად იყო , დივანზე უნდა მოვკალათებულიყავი რომ სანდრომ დამიძახა . -გოგო მოდი ჩემთან მომენატრე აქ დამიჯექი მომიყევი შენი ამბები , ჭიქისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და სანდროს გვერდით დავჯექი , იმდენი მაცინა ლამის მუცელი ხელით მეჭირა და მის წინ დადგმული ცარიელი ყავა , რომ დავინახე დაუფიქრებლად მოვსვი , საკმაოდ მეტკბილა მაგრამ იმდენად დაჯერებული მქონდა , რომ ჩემთვის შაქრიან ყავას არასდროს ჩემიანი არ გააკეთება არც დავფიქრებულვარ , ყავა გემრიალად მივირთითქო არა ,მაგრამ ვგრძნობდი რომ კარგად არ ვიყავი , ვცდილობდი სანდროს საუბარზე გადამეტანა ყურადღება და არ მეფიქრა ცუდად ყოფნაზე , მაგრამ ვერ შევძელი აშკარად ძალიან , ძალიან ცუდად ვიყავი . მადლობა რომ კითხულობთ , მადლობა იმ კომენტარებისთვის ,რომლებმაც უდიდესი სტიმული მომცა . <3 <3 იმაზე მაგარი შეგრძნება ყოფილა კომენატრების წაკითხვა , როცა ეს კომენტარი შენ გეხება , რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.