''მთვარე,ჩემი მეორე ნახევარი'' (5)
რომ დავინახე ადგილზე გავშრი,გავიყინე არ ვიცი რა დამემართა,თითქოს ხომ არაფერი,არც მომწონს და რომც მომწონდეს მერე რა,ვიღაც ქერა გოგოსთან ერთადაა,იქნებ ვინაა...თუმცა მაინც რაღაც დამემართა,შემდეგ მივედით და დავსხედით. -გაიცანით ეს ქეთაა (ცოტნე) -სასიამოვნოა..(ნია) -ჩემთვისაც(ქეთა) თავს იმდენად უხერხულად ვგრძნობდი რომ წასვლაც კი დავაპირე,თუმცა ცოტა ცუდად გამოდიოდა და გადავწყვიტე ცოტაც მომეცადა და მერე ვიტყოდი ცუდად ვარ მეთქი და წამოვიდოდი.მართალია ბავშვურად ვიქცეოდი, თუმცა ამ ყველაფრის ყურება აღარ მინდოდა. გოგოები საცეკვაოდ გავიდნენ,ცოტნე ტელეფონზე ლაპარაკობდა,ნიკა და სანდრო გოგოებს ეცეკვებოდნენ.მხოლოდ მე და ქეთა ვიჯექით მაგიდასთან. -საიდან ხართ ? (დაარღვია სიჩუმე ქეთამ) -თბილისიდან,შენ? -მეც...საიდან იცნობთ ამათ?(გაწელილი სიტყვებით,ასე ვთქვათ ერთი თბილისელი ძერსკი გოგო იყო) -რავი,ვიკა იცნობდა ნიკას და აქ შევხვდით შემთხვევით.. -ჰოო -შენ საიდან იცნობ? -მე აქ გავიცანი ცოტნე...არაა ცუდი ბიჭი მგონი...კითხე მერე ჩემზე რამე რა -რა ვკითხო..(გაურკვეველი სახით გავხედე მე) -რავი ვინაა შენი თქო..მოგწონს თუ არა თქო და რავი რამე მერე ავდექი და ჰაერზე გამოვედი,ცოტნე გარეთ იდგა და სიგარეტს ეწეოდა.რომ დავინახე ისევ უკან დავაპირე შესვლა -გინდა?(სიგარეტი გამომიწოდა) -მომეცი.(გამოვართვი და მოწევა დავიწყე) -გიხდება სიგარეტი -მადლობა..მგონი გელოდება -ვინ,ქეთა?არაუშავს დაიცდის... -კაი..წავედი მე და გოგოებს უთხარი რა.. -სად მიდიხარ -სახლში -რატო? ცუდად ხარ? -არა,დავიღალე. -კაი,წამო წაგიყვან. -არ მინდა.... -როგორც გინდა,ხო არ გცივა? -არა რავი -გცივა გცივა მოვიდა და თავისი თეთრი,ჟაკეტი მომაცვა.მეც მეტი რა მინდოდა.. -მადლობა,შევალ რაღაც დამრჩა.. შევედი,და გაბრაზებულზე(თუმცა რამ გამაბრაზა არვიცი,ალბათ ქეთამ) ბარმენს შავი მარკერი გამოვართვი და ჯაკეტის უკანა მხარეს სისულელეები დავაწერე.ამაზე დიდი სისულელე ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია,პატარა ბავშვივით ვიქცეოდი თუმცა კარგად ვიცინე მაშინ როდესაც ცოტნემ,ის ჟაკეტი ქეთას მოაცვა. როდესაც ცოტნემ ჟაკეტი დაინახა გაშრა,და მე გამომხედა. მეც თვალი ჩავუკარი და სასტუმროსაკენ გავიქეცი. სასტუმროში რომ ავედი სახეზე ისევ ღიმილი დამთამაშებდა,მერე წყალი გადავივლე,წამოვწექი და ფილმის ყურება დავიწყე.კარგ განწყობაზე ვიყავი,ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა,ხვალ ხომ ჩემი დაბადების დღე იყო, თანაც 18-ის ვხდებოდი! ფილმის ყურებაში ჩამეძინა,ვერც გავიგე გოგოების მოსვლა,თუმცა მაინც გამაღვიძეს. -გოგოო! გაგიჟდიი? (სიცილით ნია) -არანორმალურო! (გადაიკისკისა ვიკამ) -რა მოხდა რა იყოთ? -რა დააწერე ცოტნეს ჟაკეტზე,მე იმაზე ვიღადავე ქეთას რო ჩააცვა (ნია) -აა..მაგაზე გამაღვიძეთ? ჰო რავი უცებ მომინდა და დავაწერე(სიცილი) გოგოები სადღაც ჩავიდნენ,საათს გავხედე უკვე პირველი იყო დაწყებული,ჩემი დაბადების დღეა! მერე გოგოები ამოვიდნენ,ერთს პატარა ტორტი ეკავა,მეორეს შამპანური,და სიმღერ სიმღერით შემოვიდნენ:Happy Birthday To You და ბლა ბლა ბლაა.. -მადლობა გოგოებო! (გაბრწყინებული თვალებით) -ეს ბიჭებმა მოგიტანეს,თვითონ ვერ ამოვიდნენ,ეჩქარებოდათ.. -საყვარლები..მადლობები მოუხადეთ თქვენს ბიჭებს.. -შენმა ბიჭმა განსაკუთრებულ საჩუქარს ვუმზადებო.. -არაა ჩემი..უკვე 18-ის ვარ,შეგიძლია თქვენობით მომმართოთ.. -ოჰ..კაი ერთი ჩვენ რატო არ მოგვმართავ? -უპს...ხვალ ვერთობით? ნუ უკვე დღეს! ათასი მოლოცვა მომივიდა..ხან ვინ დარეკა ხან ვინ..არ დამაძინეს საერთოდ. გათენდა! წამოვყავი თავი საწოლიდან.გოგოებიც გავაღვიძე და საწოლიდან წამოვაგდე. -წამოდით სადმე გავიდეთ და დავგეგმოთ საღამო! გოგოებიც ადგნენ და იქვე კაფეში დავსხედით. -სად წავიდეთ საღამოს? -ბათუმში რა არის კლუბების, ბარების და რაღაც გასართობი ადგილების მეტი.. -გოგო ერთი ადგილი ვიცი,სასტუმროა რა და მაგის თავზეა ძაან მაგარი ადგილი -თავზე? -სახურავზე რა.. -აა,გაასწორებს -დიჯეი იქნება ეხლა თან და გავერთობით... -ჰოო კაია ძაან,ბიჭებს დაურეკეთ უეჭველი (მე) -ჰო დავურეკავ ცოტახანში. ვისაუზმეთ,მერე ზღვაზე გადავედით,გავირუჯეთ,ვიბოდიალეთ და მოვიდა საღამოც! დახეული ჯინსი ჩავიცვი,შავი ტოპი,და შავი ადიდასები.თმა დავისწორე და გავისალე.მაკიაჟიც გავიკეთე სადად.მოკლედ გამოვეწყვეთ და ბიჭებმაც გამოგვიარეს.რათქმაუნდა ცოტნე არ ჩანდა.. რომ მივედით ძალიან მაგარი სიტუაცია დაგვხვდა,პლედები,მუსიკა,დიჯეი და ყველაფერი ის რაც მჭირდებოდა სრული ბედნიერებისათვის! ძალიან მაგრად ვერთობოდით და მობილურზე მომივიდა ესემესი უცხო ნომრიდან :(დაბლა ჩამოდი) მეც ნასვამი ვიყავი ვერ მოვტვინე და ჩავედი.მიმოვიხედე არავინ ჩანდა..ვიფიქრე ცოტა გვერდით გავალ მეორე მხარეს თქო,რომ მივდიოდი ფეხის ხმა გავიგონე,შევშინდი და ავუჩქარე. უცებ ვიღაცამ ხელი წამავლო და მანქანაში ჩამტენა.არაფერი მახსოვს გარდა ამ სიტყვებისა :დაბადების დღეს გილოცავ,ანი. გავაგრძელო? შედარებით ვეცადე და გავზარდე თავი,მეტს ვერ ვასწრებ ამ სკოლის გადამკიდე..მგონი არ მოგწონთ და გავაგრძელო საერთოდ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.