შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მწვანეთვალება(თავი2)


2-06-2018, 18:43
ავტორი საკალელი
ნანახია 1 546

ერთ წამს გაკვირვებული შევცქეროდი ვერ გამეგო ასე დაუკაკუნელად და ასე თვისუფლად რატო იდგა ჩემს კაბინეტთან
-რამით დაგეხმაროთ?
-ბატონ ბექას ვეძებ
-დღეს არარის კომპანიაში,მის ნაცვლად მედამტოვა.რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-არამგონია თქვენ დამეხმაროთ...მე ბექასთან საუბარი მინდოდა
-თუ საქმეს და კომპანიას ეხება მაშინ ეს ჩემი საქმეცაა,მაგრამ თუ არა მაშინ ხვალ მობრძანდით.
-კარგი...-მხოლოდ ეს მითხრა,კიდევ ერთხელ შემათვალიერა და წავიდა.
რამოდენიმე საათში ბექამაც დამირეკა.მე ყველა საქმე დამთავრებული მქონდა ყველაფერი მოვახსენე და მწვანეთვალებას ვიზიტზეც მოვახსენე
-უი ბექ, ვიღაც მწვანეთვალება ბიჭი იყო მოსული შენ გიკითხა,ვუთხარი არაა და მე დაგეხმარებითქო არა შენ რაში უნდა დამეხმაროო მაშინთუ პირადული საქმე გაქვს და საქმესთან დაკავშირებული არამეთქი ხვალ მოდი მეთქი
-ვინ იყო ნეტა? მე გვიან ჩამოვალ დღეს ღამით და ხვალ მოვალ კომპანიაში აუცილებლად.
-კაი და დაგხვდე აეროპორტში?
-არა მა დაიძინე,ბევრი იმუშავე დღეს
-ხო იცი რო არ ვიღლები...
-იყავი სახლში დამიმიხედე გოგოებს
-კაი გაკოცე,ბედნიერი მგზავრობა
-მადლობა მეც გაკოცე და იმათაც აკოცეჩემს მაგივრად
-მა ბოდიში მარა შენი გულისთვის დედას ტუჩებში ვერ ვაკოცებ
-როგორ გამიტუტუცდი გოგო შენ?-სიცილით მითხრა მერე ორივე ვიცინოდით დაგავთიშეთ
სახლში რო მივედი მივუტანე ქაჯანას დანაბარები შოკოლადები.ქეთიმაც დაინახა მაგრამ მისცა უფლდბა და მერე სამივე ერთად შევექცეოდით. ჩემდა უნებურად იმ ბიჭის თვალები მიტრიალებდა თვალწინ და ფიქრებით სხვაგან ვიყავი რაც ქეთის არ გამოპარვია
-ვილამეთ,რა გჭირს?
-აუ ქეთ,დღეს კომპანიაში ერთი ბიჭი მოვიდა ბექას კითხულობდა,კაი ის რო დავივიწყოთ რასთან დაკავშირებით იყო მოსული იცი როგორი ბრწყინვალე მწვანეთვალები ქონდა? ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას და მაგ მწვანე გარსის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ
-ოოოო გაები ჩიტო მახეშიი?
-დედააა...ნუ დამცინი...
-კაი ხო,მოდი ჩემთან არ გამებუტო...მოგეწონა,ამაში გასაკვირი არაფერია...კიდევშეხვდებით და გაიგებ ვინც არი...
-ხო ხვალ ვნახავ იმიტორო მამასთან მოვა კომპანიაში.მაინც ვერ ვხვდები ასეთი რა საქმე აქვს ჩემთან როარ განიხილა რა
ამდროს კარზე ზარი იყო.ქეთიმ გააღო და იმხელაზე წამოიყვირა გული გამისკდა,რა არ ვიფიქრე და როგავედი დავინახე ვიღაც ბიჭს როგორ ეხვეოდა.იმ უცობში კი მალევე აღმოვჩინე ჩემი მოელვარე მწვანე თვალები
-ვილი გაიცანი ეს კოსტაა, აჩის(ბექას ძმაკაცის და ძმად ნაფიცის) შვილი,სულ რო ვახსენებდით ის...-ისე გაშტერებული ვუყურებდი ქეთიც მიხვდა ვინ იყო-კოსტა ეს ვილამეთია ჩემი და ბექას შვილი.
-თქვენი შვილი რანაირადაა? მე რო წავედი ორსულადაც არ იყავი.
შენ რო წახვედი რამოდენიმე თვეში ვიშვილეთ და ელიზაბეთს ძინავს ის 5წლისაა
-მოიცა შენ იყავი დღეს კომპანიაშიხო?
-ჰოო
-ამას კომპანია ვინ ჩააბარა?-ქეთის ჩაჩურჩულა
-მესმის
-სხვათაშორის კოსწიკ ყველაფერს თავისით მიაღწია ჩვენ უბრალოდ ხელი შევუწყეთ ფინანსურად.უნდა იცოდე რა შემართებით სწავლობდა.
-კაი მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ,ახლა მომიყევი თქვენ რას შვებით და როგორ ხართ
მოკლედ ამათ დაიწყეს ჭუკჭუკი.ქეთი ყველაფერს უყვებოდა რაც გასული10 წლის განმავლობაში მოხდა. მე ჩაი მოვადუღე ნამცხვარიც გავიტანე და ვუსმენდი მათ
-შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? რო მოგვანატრე თავი ასე უნდა ნათლიის დავიწყება?(ბექა მისი ნათლია ყოფილა)
-ჯერ კიდევ არ ვაპირებდი ჩამოსვლას.იქ ვმუშაობ ერთერთ კომპანიაში,სხვათაშორის ბექას ქონდა მაგასთან ადრე კავშირი მაგრამ მერე გაწყვიტა კომპანიონობა. ახლა რაღაც პრობლემა შეექმნა მმართველს და შეიძლება გაკოტრდეს კიდეც.მე კი ვიყავი მაღალ თანამდებობაზე მაგრამ მაინც ვაპირებდი სხვა კომპანიაში გასავლას სადაც უკეთეს თანამდებობას მთავაზობდნე ანაზღაურებაც უფრო მაღალი იყო და მეთქი სანამ გადავწყვეტ ჩავალ მოვიკითხავ ჩემებს თქო...
-აუ აღარ წახვიდე რა და ბექასთან იმუშავე. ეგ და ვილამეთი აპირებენ კიდევ ახალი ბიზნესის წამოწყებას ვილი ჩაუდგება სათავეში და შენც შეუერთდი
-არ ვიცი ვნახოთ.ალბათ 1-2 თვე დავრჩები და მერე წავალ.ვნახოთ მოვიფიქრებ...ვიფიქრე ბექა კომპანიაში იქნებოდა და დავადგებოდი და გავაგიჟებდი მაგრამ რად გინდა.დამხვდა ეს და გამომაბუნძულა
-სხვათაშორის არ გამომიბუნძულები ხარ
-მე წავალ ელიზაბეთს დავხედავ
-რამდენი წლის ხარ?
-25
-15ის რო იყავი მაშინ გიშვილეს? რად უნდოდათ ამხელა ვირი ნეტა
-ვირები შენსკენ მოიკითხე რაა...
-ბექა რომელზე ჩამოვა?
-გვიან,ალბათ ღამის 2 ან 3 ზე
-კაი,დაველოდები
სად დაელოდები?აქ?
-ხო რაა მერე პირველად კიარ ვარ-ამ დროს ქეთიც გამოჩნდა,ვაკოცე და ჩემს ოთახში ავედი...
-ხოიცი რო ზედმეტად კარგად გიცნობ? არაა საჭირო თავის მოჩვენება,მითუმეტეს ჩემთან
-ქეთ ნუ ცდილობ ჩემს გამოჭერას,რა მოსაწონი ეგაა...
-იძახე შენ ეგრე და რამდენი თაიგული გვხვდებოდა იცი კართან? ბოლოს რო მობეზრდა ყველას უთხრა შეგხვდებიო და ყველა ერთიდა იგივე დროს ერთიდაიმავე ადგილას შეყარა და სიტყვით გამოვიდა გა**ჯვით გამანებეთ თავიო
-მე კულტურული მეგონა და ეგ რასიტყვებს იყენებს თურმე
-როცა საჭიროა იყენებს კოსტა... რა იყო გადაემტერო უნდა?
-რავი ვნახოთ..ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში ვარ
-ფრთხილად ძვირფასო არ შეგიყვარდეს მაგ დაკვირვების დროს
-მაგას არ დავუშვებ!ჩემი ოთახი კიდე ხოა იქ?
-ეჰჰ აღარაა ეგ შენი..ვილამეთის ოთახი გახდა
-ეგ რა პონტია 15წელო ჩემი ოთახი იყო და 10წლში მიისაკუთრა?
- რავქნათ კოსწიუშ დანარჩენები გასარემონტებელი იყო და დროებით მაქ შევუშვით,ისე მოეწონა რო აღარც გამოვიდა.ხო ხედავ შენნაირი გემოვნებააქვს.
ის ოთახი ლურჯი იყო თეთრი ავეჯით.საშუალო ოთახი იყო შუაში იდგა საწოლი.ერთ კუთხეში დიდი თეთრი კარადა იყო ტანსაცმელებისათვის მეორე კუთხეში კი წიგნების თაროები იყო და იქვე პატარა მაგიდა და სკამი იდგა ასევე რბილი “პუფი“ კითხვისთვის.ეს ყველაფერი კოსტას მოწყობილი იყო რომელიც მე მივისაკუთრე...
დილით ადრე გამეღვიძა.მაშინვე სამზარეულოში ჩავედი მაცივარი გამოვაღე და წვენი გამოვიღე,უკან რომ შვებრუნდი კოსტა იდგა ისე ახლოს შიშისგან შევხტი და წვენი ზედ გადავაქციე
-ვაიმე...ვაიმე გული გამიხეთქე,დეგენერატო
-კიდე მე ვარ დეგენერატი წვენი გადამასხი?!
-გული გამისკდა კრეტინო ასე არ უნდა მიეპარო ხოლმე ადამიანს,მადლობა თქვი რო მარტო წვენი გადაგასხი!
იმხელაზე ვყვიროდი ქეთი და ბექაც ჩამოვისა და ბოლოს ელიზაბეთიც ჩამობაჯბაჯდა
-ბავშვებო რახდება?
-აუ დედა ბოდიში გაგაღვიძეთ რაა.ეს არანორმალური მომეპარა და გული გამიხეთქა
-ამ მშიშარამ კიდე წვენი გადამასხა
-ეჰ კოსწიკ მადლობა თქვი რო წვენი გადაგასხა თორე მე მგონი ახლაც მტკივა მე წელი
-რა?
-ღამე იყო და ეს ჩამოსულა და შოკოლადებს ჭამდა ალბათ 18-19წლის იქნებოდა ხოდა მივეპარა დე რასაკეთებ მეთქი უკნიდან ჩავჩურჩულე თან ხელი დავადე მხარზე ამას შეეშინდა ხელი კინაღამ მომტეხა და მერე ზურგში ამომარტყა ფეხი უკნიდან და ისე გავიშხლართე ჩემი წკმუტუნი ისმოდა მარტო სახლში.მერე ვიძახდი მეტი მეკუთვნის კარატეზე რო შევიყვანე თქო
-ღმერთო ჩემო რა გიჟია,საერთოდ გოგოა კი?
-კი კი გოგოა,ჩემი გოგოეს,ჩემი პრინცესა
-მე არ ვარ შენი პლინცესა?-ელიზაბეთი მობაჯბაჯდა ჩემთან და ბექასთან
-კი მა შენც ჩემი პრინცესა ხარ და ვილიც.ეს კიდე ჩემი პრინცი
-უიმეე რა მეპრინცება
-გაიზარდა ჩემი ბიჭი აღარაა ის კრუტუნა ლეკვი-ქეთი რო ამას ამბობდა წვენს ვსვამდი და გადამცდა ხველა ამიტყდა და თან ვიცინოდი ცოტა რო მოვსულიერდი ვუტხარი
-რა აღარ არი?
-კრუტუნა ლეკვი-ამაზე კიდევ სიცილი ამივარდა და ელიზაბეთიც ამყვა.ქეთი და ბექაც იცინოდნე მხოლოს ის ჯმუხი იდგა და იბღვირებოდა
-კაი ლეკვო რას იბღვირები...იკრუტუნე რაა
-კრუტუნს გაჩვენებდი ესენი რო არ იყვნენ აქ რაა
-აპააა კოსწიუშ აღარ გვინდა ახლა. მა მიდი მოწესრიგდი.გოგოებო დატრიალდით და მოამზადეთ რამე რა
-ამის გაკეთებულით არ მოვიწამლები?
-არაა.ამაზე გემრიელად ვერავინ ვერ აკეთებს....აუ ვილი,ჩემო ცხოვრება,ჩემო სიყვარულო,შენ რო იცი ისეთი ბლინები გაგვიკეთე რაა
-რა აფერისტი მამიკო მყავს რაა.გავაკეთებ აბა რას ვიზამ-მივედი ვაკოცე.მერე ოთახში ავედი ჩავიცვი მოვწესრიგდი და საუზმეც გავაკეთეთ მე და ქეთომ. კოსტა ვითო ფრთხილად ჭამდა მაგრამ ისე მოეწონა ბოლოს მადიანად შეექცეოდა. ისევ გამოვიცვალე და კომპანიაში წავედი.რო მივედით მე ჩემს კაბინეტში შევედი და დავიწყე მუშაობა. შესვენებაზეც არ გავსულვარ.რაღაც შეხვედრებზე ვიყავით მე და ბექა კოსტაც უბრალოდ დაგვყვებოდა და აკვირდებოდა ყველაფერს. საღამოს ქეთიმ და ელიზაბეთმა გამოგვიარა.ჩავკოცნე ჩემი გოგო და გასეირნება შევთავაზე
-ჩემო ლამაზოო.გინდა გავისეირნოთ?
-აუ კიიი.წავიდეთ ლა წავიდეეეთ
-ქეთ ჩვენ გავისეირნებთ ცოტას,ნაყინს არ შევჭამთ გპირდებით და მოვალთ
-კაი მარა მარტო ხოარ წახვალთ
-მერე რაა პირველად ხოარ მივდივართ
-ღამეა მაინც და მეშინია.კოსწიუში გაყევი რა....-ეს ქალი გადამრევს,სპეციალურად მიკეთებს ვიცი.
-კაი მიდით მანქანაში დამელოდეთ მოვალ ახლავე-ისინი გაბუშვი და ქეთი გავიყვანე-სპეციალურად მიკეთებ ხო?
-რაგინდა გოგო მე საქმეს გიწყობ და შენ მეჩხუბები?
-ხო ხედავ რო არ მოვწონვარ,მეტიც მგონი ვერ მიტანს და შენ ძალით ხო ვერ მოაწონებ ჩემს თავს
-დამიჯერე ჩემზე კარგად არ იცნობ.შენით უნდა მიხვდე რას გრძნობს.უნდა ჩაწვდე მის სურვლის გულის სიღრმეში.ასე რო შეხედო მაგას არავინ და არაფერი არ მოწონს.
-კაი რო მოვალ მერე ვილაპარაკოთ
-მოდი გაკოცო
-მიყვარხარ
-მეც
სწრაფად მივედი მანქანასთან და ადგილი დავიკავე.
-აბა სად წავიდეთ პატარა ქალბატონო?
-ეშმაკიშ ბორბალზე მინდააა
-არ გეშინია პატარავ მერე?
-არაააა
-კაი წავიდეთ
ელიზაბეთის არ ვიცი მაგრამ მე ნამდვილად მქონდა სიმაღლის შიში რო დავჯექით არ გავქანებულვარ ელიზაბეთი კი ხან რომელი მხრიდან იხედებოდა ხან რომლიდან.კოსტა კიდე იჯდა და სიცილით უსმენდა მის ბუტბუტს
მერე რაღაც შეფერხება მოხდა.ცოტათი შევყოვნდით ზევით,მერე ისევ დავიძარით და სულ წვერზე რო ვიყავით მაშინ გაჩერდა.
-რა...რახდება?...რატო გავჩერდით?...
-არვიცი,ალბათ შუქი ჩაქრა....
-ელიზაბეთ ხოარ გეშინია?
-არააა
-ელიზაბეთს კიარა მგონი შენ გეასინია,რა გაფითრებული ხარ.კარგად ხარ?
-უუფ კი კაცო კარგად ვარ,არაფერია ისეთი უბრალოდ შუა ღამით 5წლის ბავშვთან და დიდ ვირთან ერთად ეშმაკის ბორბლის ზვერზე ვარ გაჩერებული და არაფერი ანათებს
-კაი დაწყნარდი რაიყო
-მეშ...შინიააააა...უთხარი მალე აამუშავონ.ჩამომსვით აა...ქეედან!
-კაი მოდი დაწყნარდი,დამშვიდდი,მე შემომხედე-ჩემი სახე ხელებში მოიქცია,მე კი მის მწვანე თვალებს ვუყურებდი რომლებიც სიბნელის მიუხედავად მაინც ანათებდნენ.-მე მიყურე და არ იფიქრო
-შენს თვალებს უთხარი ნუ ანათებენ თორე მართლა ვეღარ ვაზროვნებ
გაიცინა,მან გაიცინა და რა საყვარელი იყო იმ მომენტში ღმერთო ჩემო!
ამ დროს შუქიც ჩაირთო და ბორბალიც დაიძრა...როცა სამშვიდობოს მივაღწიეთ და მიწაზე დავბრუნდით ბამბის ნაყინი ვიყიდეთ და ვსეირნობდით.სახლშიც მალევე მივედით და დაღლილობისგან მაშინვე ჩამეძინა როცა ბალიშზე დავდე თავი.



№1 სტუმარი ))))

ძააან მომწონსსსსს ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent