როცა მოვკვდი (თავი მერვე)
არ ვიცოდი რა მეპასუხა, ან როგორ მოვქცეულიყავი, ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო სებას ასეთი გულწრფელობა, მის თვალებში ვხედავდი რომ არცერთ სიტყვას არ იტყუებოდა. ეს თან ზალიან აღმაფრთოვანებდა და თან ძალიან მაბნევდა თუმცა რაღაც უნდა მემოქმედა. ჩემს გრძნობებშიც უნდა გამოვტყდმოდო, მან მე სამყაროს კარი გამიღო აქამდე ოთხ კედელს შუა ვიყავი მოქცეული და ვერ ვხედავდი იმ სილამაზეს რომელიცსამყაროში არსებობდა. მან ყველა გრძნობა გამიშიშვლა და მიმახვედრა რისთვის ღირდა ცხოვრება, შეუძლებელი იყო ეს არ დამეფასებინა და უსამართლობაც იქნებოდა. რათქმაუნდა მეც მალე გავტყდი და გამოვააშკარავე ჩემი გრძნობები ერთხანს დარცხვენილი მიყურებდა თითქოს არ ელოდა რომ იმავეთი ვუპასუხებდი მერე სიხარულით თვალები აენთო. ჩემი სახე კვლავ ხელებში ქონდა მოქცეული და თვალებში დაჟინებით მიყურებდა, წამის მეასედში გავაცნობიერე რმ ეს გრძნობა ბედნიერება იყო. რაც აქამდე არასდროს განმიცდია და ამისთვისაც მადლობელი უნდა ვყოფილიყავი სებასი. ჩემს ტუჩებს დაწვდა მოურიდებლად, მწყურვალი როგორც წყალს ეწაფება. მერე ტუჩები მომაშორა ჩემი ცხელი ცრემლი იგრძნო ალბათ ტუჩებზე, ღიმილით შემომაცქერდა და მომეხვია. -აქამდე ბევრი ქალისთვის მიკოცნია, ზოგი ვნებიანი იყო ზოგიც უბრალოდ კოცნა, მაგრამ შენ... შენ ის ხარ ვისაც ვეძებდი, ვისთვისაც ლოდინი ღირდა. ამ დღის შემდეგ ყველაფერი 360 გრადუსით შეიცვლებოდა და ეს მე ვიცოდი, ეს სებამაც იცოდა. ვიცოდით რომ წინ ბევრი დაბრკოლება გვექნებოდა, ერთმანეთთან ურთიერთობაში, ცხოვრებაში, ცნობიერებაში. საკუთარი თავის უარყოფაც მოგვიწევდა ხანდახან რათა ერთმანეთისთვის უკეთ გაგვეგო და ასეც ხდებოდა. ხშირი კამათისა და უთანხმოების მიუხედავად კი ბოლოს მაინც ვრიგდებოდით. ჩემი სახლის ძველი ხის კარი ახალი რკინის კარით შეიცვალა. სახლში ის ნივთები გაჩნდა რაც მე არ მეკუთნოდა, სებას ცოტაოდენი ტანისამოსი, რადგან ხშირად რჩებოდა ჩემგან. მაგიდაზე ერთის მაგივრად ორი ჭიქა. საფერფლე სახლშიც იდო რადგან სება არ კადრულობდა აივანზე გაბრძანებას. ყველანაირი ცვლილება ჩემს რუტინას არღვევდა ჩემს გეგმებს ცვლიდა მე კი უკვე რამდენი წელი იყო რაც ერთიდაიგივე გეგმით ვცხოვრობდი ყოველდღე. თავიდან ამ ცვლილებებს ძალიან მძაფრად აღვიქვამდი და მიჭირდა მათთან შეგუება თუმცა ყოველდღიურობაში ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდებოდა. წინ ბევრი აღმაფრთოვანებელი და ბედნიერი წუთი მელოდა რასაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი. ერთ მშვენიერ ზამთრის სუსხიან დღეს სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში სება დამხვდა სულ სველი ვიყავი რაზეც ძალიან მძაფრად მოქმედებდა მისი გონება. მაშინვე ცხელ აბაზანას მიმზადებდა. ცხელ ჩაის ლამის პირში ძალით მასხამდა. თან ამატებდა შენ რომ რამე მოგივიდეს თავსაც მოვიკლავო. ბევრჯერ ვეჩხუბე ამის გამო, არც კი იცი რაზე ლაპარაკობთქო და მერე მიდიოდა რამდენიმე საათიანი დავა რომ მან არ იცოდა სიკვდილის მოახლოება რა გრძნობა იყო მე კი ვიცოდი. ამ დღესაც ასე მოხდა ცხელ აბაზანაში ძალით შემაგდო და თითონ ჩაის მომზადებას შეუდგა. დიდხანს ვიწექი და ვფიქრობდი ადამიანებზე, რომლებმაც ასე გაგვიმეტეს მე და სება მარტოობისთვის, რამდენი წელი გავლიეთ მარტოობაში, მზრუნველობის გარეშე. კარზე ზარი გაისმა... -მოვდივარ-აბაზანაში შემომესმა სებას ხმა, კარი გააღო -გამარჯობათ, მზეო აქ ცხოვრობს?-ხრინწიანი, მოგუდული, თითქოს ნაცნობი ხმა შემომესმა. -დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით? - თუ შეიძლება დაუძახეთ-კვლავ მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა მომესმა.აბაზანიდან ამოვედი გავიმშრალე და კარებისკენ წავედი. -გამარჯობა...-ავიხედე, წამში ყველა სისხლის უჯრედი გამეყინა.თითქოს ცივი ყინულიანი წყალი ზედ გადამასხეს. კართან ჭაღარა შავთვალება კაცი იდგა. -გამარჯობა შვილო.-კვლავ ამოთქვა ხრინწიანმა ხმამ და შავი კბილები გამოაჩინა. -ბოდიში? ვინ ბრძანდებით?-დარწმუნებული არ ვიყავი რომ ეს ის მუდამ მთვალი კაცი იყო, არ მჯეროდა რომ ჩემ წინ ვიღაც ჩემი სისხლის მატარებელი ადამიანი იდგა. შვილო... შვილო.. ექოსავით გაისმა სახლში და ყურებში გამაყრუებელი წული გავიგე. გულში ვლოცულობდი რომ ის არ ყოფილიყო ის ვინც ასე უმოწყალოდ მიმაგდო, რადგან ვერ მოვიხვენებდი ვერ გადავიტანდი ჩემ წინ მდგარიყო და სახეში არ შემეფურთხებინა. -მე მამაშენი ვარ, ვიცი ბევრი წელი გავიდა. -სება, გააგდე!-გაუაზრებლად ვთქვი ვერ ვინძრეოდი ყველა კუნთი ატროფირებულივით მქონდა, მეგონა წამიც და ძირს დავენარცხებოდი და დაიმსხვრეოდა ჩემი ეს ამაყი გამოხედვაც. სებამაც არ დააყოვნა ცადა ხელის მარტივი მოძრაობით ზღურბლს გადმობიჯებული კაცის სხეული შეეჩერებინა. -არა, მოიცა გთხოვ უბრალოდ მომისმინე. გთხოვ უბრალოდ რამდენიმე წუთით მომისმინე.-სებამ შემომხედა, არ ვიცოდი ეს გამოხედვა რას ნიშნავდა არ ვიცოდი რას მკარნახობდა, უნდა მომესმინა თუ აქვე და ახლავე ბოლო უნდა მომეღო მისი უღირსი სიცოცხლისთვის. უბრალოდ მიყურებდა სებასტიანი და არაფერს ამბობდა, ახლა გაჩუმდა როცა ყველაზე მეტად მინდოდა ხმა ამოეღო. -შემოდი-გაუაზრებლად ვთქვი და მისაღებში გავედი. ისიც და სებაც შემომყვნენ დივანზე მოვკალათდი. -მე თუ გინდა დაგტოვებთ. -კარგი იქნებოდა-თქვა მამად წოდებულმა -არა დარჩი. მინდა აქ იყო.-სებაც დარჩა.-გისმენ, მოკლედ თქვი და წადი. კაცი სკამზე დაჯდა. -შვილო... -შვილოს გარეშე!-ნერვებს ვეღარ ვაკონტროლებდი ხმაც ამიკანკალდა რაც ყველაზე ცუდი იყო. -მე მამაშენი ვარ ამის აღიარება მოგიწევს.-დუმილი, არაფერი ვთქვი არადა ბევრი რამ მიტრიალებდა ენის წვერზე, მუშტშიც დიდი ძალა ვიგრძენი.-დედაშენი ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მის მერე სულ მარტო დავრჩი დალევა დავიწყე-და ნეტა ტავი როდის დაანება, მე ფხიზელი არ მახსენდებოდა.-ახლა კი ექიმები ამბობენ რომ ახალი ღვიძლი მჭირდება-იმედია მალე მოკვდები-შენ ჩემი ერთადერთი ბიოლოგიური ნათესავი ხარ და ვიცი ეს ძალიან დიდი თხოვნაა მაგრამ ალბათ ხვდები რაც უნდა გთხოვო. მაპატიე ყველაფრისთვის რაც უნდა გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე, რისთვისაც შენი ცხოვრება ასეთად იქცა-თვალი ოთახს მოავლო. მე კი უეცრად ისტერიკული სიცილი ამივარდა. ვხარხარებდი, ალბათ მტელს უბანს ესმოდა ჩემი სიცილი. ახლა უკან აღარ დავიხევდი, ამ კაცს ჩემი ცხოვრების კიდევ ერთხელ არევის ნებას ვერ მივცემდი. -მამაჩემი ხარ? იცი მამები რას აკეთებენ? იცი?-ფეხზე წამოვდექი და თავზე ქორივით დავადექი.-მამები შვილებს ბაღში ასეირნებენ, სკოლაში ატარებენ. რჩევა დარიგებებს აძლევენ, ესიყვარულებიან, განათლებას აძლევენ, იცავენ როცა ეს სჭირდებათ. რომელ მამობაზე გაქვს პრეტენზია, შენ მამა კი არა კაციც არ ხარ. რა მამობაზე მელაპარაკები, მაშინ როცა საკუთარი თავის დაცვაც კი არ შემეძლო მომისროლე და უკან არც შენ და არც „დედაჩემს“ არ მოგიხედავთ და ახლა 22 წლის შემდეგ ჩემთან მოდიხარ და რას მთხოვ, რომ შენი სიცოცხლე ვიხსნა, შენი სიცოცხლე არც არასდროს და არც ამის შემდეგ ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. მეტიც, არ მინდა მალე მოკვდე, მინდა შიმშილით, ტკივილით, წყურვილით სული ამოგხდეს, მაშინ გაიგებ მე რას ვგრძნობდი ამდენი წლის მანძილზე. მაშინ მიხვდები რამდენად დიდი ცოდვა გადევს მხრებზე, მაშინ გაიგებ რას ნიშნავს იყო მიტოვებული, უსუსური, უარყოფილი.-ძალაუნებურად ცრემლები წამომივიდა მაგრამ ხმას ვაკონტროლებდი მთელი ცახე ცხელი ცრემლებით მქონდა დაფარული, მაშინ მივხვდი რა იყო შვება. რა იყო ყველაფრის ამოთქმა რაც გაწუხებს. ის კი მიყურებდა, ისევ ისეთი მზერით თვალები ჩაყვითლებული ქონდა, მაგრამ მაინც ვხედავდი რომ ჩემი თვალების იდენტური იყო. მისი კბილები კი დამპალი იყო, გაშავებული. წვერი ნიკოტინისგან გაყვითლებოდა, მხოლოდ ახლა ვაკვირდებოდი მის თთოეული სახის ნაკვთს თითოეულ ჩაღრმავებას. მე მისი იდენტური ვიყავი არაფრით ვიყავით განსხვავებული ფიზიკურად, მაგრამ ჩვენში სხვადასხვა სული იყო. ან მასში საერთოდ არ იყო. -გთხოვ ისე ნუ მოიქცევი როგორც მე ნუ გაიმეორებ მამის შეცდომებს, ნუ მიმატოვებ ახლა როცა ასე მჭირდები. -როგორ ბედავ! როგორ ბედავ და რას მთხოვ, აქ რო მოდიოდი რას ფიქრობდი გულს ავუჩუყებო? მე გული არ მაქ რომელიც ამიჩუყდება, სენ მე გული ამომგლიჯე, მე შენ სულ მჭირდებოდი, მჭირდებოდი მაშინ როცა ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი და არავინ მოდიოდა ჩემთან რათა თბილი სიტყვა ეთქვა. მჭირდებოდი მაშინ როცა დასაცავი ვიყავი, მჭირდებოდი მაშინ როცა სამი კაცი ერთად მაუპატიურებდა და შენ სად იყავი შე ?! სასმელში თავს იხრჩობდი იმ წუთას და მე ტკივილისგან ვბღაოდი, სხეულთან ერთად სულიც დავკარგე და მაშინ მჭირდებოდი, რომ დაგყრდნობოდი რომ დაგეცავი. შენ ვერ მოითხოვ იმას რაც არ გეკუთვნის. მითუმეტეს ჩემგან. ვიზრუნებ რომ ვერავისგან მიიღო. ახლა კი გაეთრიე ჩემი სახლიდან! სასწრაფოდ!-ლაპარაკი დავამთავრე და ყელი საშინლად მეწვოდა, მივხვდი ძალიან ხმამაღლა ვყვიროდი რადგან ყურებიც ძალიან მტკიოდა. ვეღარაფერი მითხრა ადგა და წავიდა. როგორც კი კარი გაიხურა ხველება ამიტყდა. -წყალი. სება წყალი მომიტანე გთხოვ.-სება არ ინძრეოდა. როცა მივხვდი რომ არ ინძრეოდა მხოლოდ მაშინ შევხედე. კედელზე მიყრდნობილი იატაკზე იჯდა და სადღაც შორს სივრცეში იყურებოდა. ვხედავდი როგორ მოგორავდა მის სახეზე ცრემლები... ------- როგორც ვხედავ ცოტა მკითხველი მყავს მაგრამ მაინც, ბოლომდე დავასრულებ ამ ისტორიას რადგან ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე წერა, ნაწილ ნაწილ. ახლა კი ერთად ვკრავ. რაც შეგეხებათ ჩემო ერთგულო მკითხველებო დიდი მადლობა. იმედებს არ გაგიცრუებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.