შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება თავი 8


2-06-2018, 21:44
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 594

შუაღამეს გამომეღვიძა ჩაცმულს მეძინა და თხელი პლედი მქონდა მოფარებული. ალბათ ცალი ხელით ამომიყვანა. გარეთ საშინლად ასხამდა. ხის ტოტები მთელი ძალით ეხეთქებოდნენ ფანჯრის მინებს, ამ ყველაფერს ქარის ზუზუნიც ემატებოდა. თავი საშინლად ვიგრძები, ისედაც არ ვყოფილვარ დიდად მამაცი არასოდეს. ბევრი ვიწრიალე. ხან ბალიში დავიფარე თავზე ხან საბანი, მაგრამ უშედეგოდ დაძინებას ვერ ვახერხებდი. საწოლიდან წამოვდექი. ატლასის პიჟამას შორტი და შიშველ ტანზე გრძელმკლავიანი თხელი მაისური გადავიცვი. ფეხაკრეფით გავიპარე მისი ოთახისაკენ. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. პასუხი არავინ გამცა. ალბათ ეძინა, ოთახში დაბრუნება არ მინდოდა. ცოტა ხანს კიდევ შევიცადე და კარი ფრთხილად შევაღე. აბელს ტკბილად ეძინა. ერთი ხელით ბალიში ჩაებღუჯა, მეორე კი მუცელზე ედო. საწოლზე ავძვერი და ჩუმად შევძვერი საბნის ქვეშ.მისი ოთახი გაცილებით მყუდრო აღმოჩნდა. დიდხანს წრიალი არ დამჭირვებია მალევე ჩამეძინა, შიშებისგან განთავისუფლებულს.
-ეს ვინ მოპარულა ჩემთან. ჯერ კიდევ ძილ ბურანში მყოფს, კაცის ტკბილი ხმა ჩამესმოდა ყურში. -ნეტავ აქ რამ მოიყვანა ჩემი კნუტი, ტუჩები სულ ოდნავ შემახო ყურის ნიჟარაზე. ყველაფერი მესმოდა, მაგრამ ვერაფრით ვიღვიძებდი. კისერს ჩაუყვა მე შევიშმუშნე და საბანში ჩავძვერი.
-რომელი საათია? პირდაპირ იქიდაბ ვიკითხე.
-უკვე თერთმეტია.
-რააა? საბანი წავიძრე.
-სადმე გვეჩქარება?
-წესით არა.
-აქ რატომ გადმოწექი? გამიცინა კაცმა.
-შემეშინდა. ქარი ზუოდა და შემეშინდა ძალიან. აბელმა გულზე მიმიხუტა. ეხლა მართლა ნამდვილი ცოლ-ქმქრივით ვიქცევით.
-ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ისეთი ტონით მითხრა, კითხვის დაბრუნება ვერ გავბებდე. -ისე თუ გეშინია შეგიძლია ჩემთან ერთად დაიძინო ხოლმე. მე არ მაქვს გართულება.
აბელი საწოლიდან არ მიშვებდა ამიტომ მანამ ვიკოტრიალეთ საწოლში სანამ შიმშილმა არ შეგვაწუხა. საწოლიდან წამოვდექი და მასაც დავეხმარე წამოდგომაში. ტანსაცმლის ჩაცმით დიდად არცერთს არ შეგვიწუხებია თავი. ეს ნამდვილად მომწონდა ჩვენს ურთიერთობაში არც ერტს არ გვქონდა ცოლ-ქმრული პრანჭიაობის მოვალეობა. ჰუდი პირდაპირ ატლასის შორტზე გადავიცვი, პეხზე წინდებიც ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. აბელმა შეშა მოიტანა და ბუხრის დანთებას შეუდგა. მე საუზმის მზადებას, წვენი დავწურე. ერბოკვერცხი შევწვი, სალათი გავაკეთე. და ყველაფერი მაგიდაზე დავდე. ჩუმად ვისაუზმეთ. მთელი ამ დროის მანძილზე თვალს არ მაშორებდა, ლამის გავიგუდე. უცებ დამარტყა თავში. მთელი ორი კვირა მასთან ერთად უნდა ვიყო სახლში, მარტო, მეგობრებთანაც ვერ წავალ. ასეთი ამინდი თუ იქნა გარეთაც ვერ გავალ. ღმერთო, ცოტა არ იყოს და უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი.
-ამინდი რომ გამოვა ბავშვებს დავურეკოთ.
-ეგ ჰო, მაგრამ სანამ არ გამოვა მანამდე რა გავაკეთოთ.
-შენ რა გინდა რომ ვქნათ, მე ბევრი რამე ვიცი. თვალი ჩამიკრა ბიჭმა. მე დავეჯღანე.
- იდიოტო.
მთელი დღე საშინლად მოსაწყენი იყო. არაფრის კეთებისგან კინაღამ მოვკვდით ორივე. არამარტო ის დღეარამად სხვა დღეებიც ამას გავდა. აბელს ხმამაღლა ვუკითხავდი წიგნებს. მე ხანდახან ვხაავდი, ფილმებს ვუყურებდით. ასეთი მოსაწყენი არდადეგები ბავშვობის მერე არ მქონია. მაგრამ დადებითი მხარეც ჰქონდა ამ ყველაფერს, სულიერად დავმშვიდდი, დავწყნარი, თითქოს ყველა ცუდი ფიქრი სადღაც გაქრა.
აბელი თბილისში წავიდა ხელის გადასახვევად და პროდუქტის მოსატანად. მე კი სახლის საქმეებს შევუდექი. მშრალი ტანსაცმელი თითქმის აღარ გვქონდა. ამიტომ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გერეთ გაფენილი სველი ტანსაცმლის გაშრობა უთოთი გადავწყვიტე. შუა სამეში ვიყავი როცა ტელეფონდა დაიწკრიალა. ჯიბეში მობილური მოვნახე, მაგრამ ჩემი არ იყო. ზემოთ ავირბინე, მისი საწოლი მოვქექე და ბალიშის ქვეშ ტელეფონიც გამოჩნდა. ნია რეკავდა. ესღა მაკლდა.
-გისმენთ. ჩემ ტონს რომ დავაკვირდი ზალიან სწერვული მომეჩვენა.
-ვაიმე შენ ვინ ხარ? დაიკვნესა გოგომ.
-გაგიკვირდება და აბელის ცოლი.
-უი ჰოო. და აბელი სადაა?
-გასულია.
-რომ მოვა უთხარი რა რომ დავურეკე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. და საერტოდაც სად ხართ. გუშინ მოვედი და არავინ გამიღო კარი.
-ჰო შენთვის არ გვეცალა. გავიგონე ბრაზისგან როგორ ჩაიღრინა.
-არაუშავს ახლა მოიცლის და გადაეცი გადმომირეკოს.
-მე მდივანი არ ვარ. ეს ვუთხარი და ტელეფონი ისევ საწოლზე მივაგდე. ამ წამს დავიჭირე ჩემი თავი. საშინლად ვიეჭვიენე საშინლად. დიდად ვერ ვგრძნობდი რომ მიყვარდა, მაგრამ არც მისთვის მინდოდა დატმობა, ვერ ვხვდებოდი რატომ, მაგრამ მინდოდა ჩემი ყოფილიყო. თავი უნდა მომეთოკა ასე არ გამოვიდოდა. უნდა შევეგუო რომ ჩემი არ არის. ანა რა ჯანდაბა გჭირს, აქამდე არავიზე გადარეულხარ და ახლა რა ჯანდაბა დაგმართნია. ჩემი თავი გავამხნევე.
აბელი საღამოს დაბრუნდა. ლუკას ამბებს მიყვებოდა დათან პროდუქტებს მაცივარში ალაგებდა.
-ნიამ დაგირეკა. არ მინდოდა თქმა მაგრამ ხომ ნახავდა.
-აიუუ რატო შემცა რატო?
-დამშვიდდი.
-რა უნდოდა? უცებ ისეთი აგრესიული გახდა, ჩემს მიმართ ასეთი არასოდეს ყოფილა. ნანა თუ ამ ფონზე აპირებდა მისთვის ნია შეეყვარებინა, დამიჯერეთ ძალიან დიდი შრომა დაჭირდებოდა. ამ შემთხვევაშიც კი ცოტა შანსი ჰქონდა.
- არ ვიცი, მნიშვნელოვანიაოო.
სწრაფად წამოხტა და ზემოთ აირბინა. ყური მივუდგე, ჩემი მეზობელი ლამზირასავით, მაგრამ ხმა არ ისმოდა. რა შენია საქმეა ერთი? ისევ შევუფუცხუნე თავს და მაცივარს ახლა უკვე მე მივუბრუნდი.
საღამომდე ძლივს მივღოღდით. ყავა მოვადუღეთ, ტკბილეული გავამზადეთ და ტელევიზორის წინ კარგად მოკალათებულებმა, ფილმი ჩავრთეთ, მაგრამ ჰოპ და დენი ჩაქრა. მხოლოდ ცეცსლის ალის ამარა დავრჩით.
-მაგარია ესღა გვაქკდა, ჩვენი მოსაწყენი საღამო კიდევ უფრო მოსაწყენი გახდა.
-რატომ? ნახე რა რომანტიკა. ჩაიცინა კაცმა. დივანიდან ხალიჩაზე ჩავცურდი და პირდაპირ ცეცხლის წინ მოვკალათდი, მანაც იგივე გაიმეორა. - შეგვიძლია ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ.
-და რა საჭიროა?
-რატომაც არა? თან მოსაწყენ საღამოსაც გამოვასწორებთ.
-და როგორ?
- ერთმანეთს კითხვები დავუსვათ, ისეთი რამეები რაც ერთმანეთზე მართლა გვაინტერესებს.
-უკვე წარმომიდგენია რა კითხვებს დამისვამ. აბელმა გადაიკისკისა. -კარგი შენ დაიწყე.
-შენი საყვარელი დაქალი რომელია?
-რეებს მეკითხები? სამივე ძალიან მიყვარს.
-მაინც?
-კაი ჯანდაბას, ნინასთან ყველაზე ახლოს ვარ მაინც. -შენ?
-ნიკა უდაოდ.ის ერთადერთია რომელმაც მართლა ყველაფერი იცის.
-რომელი ფერი გიყვარს?
-რა უცნაური ტიპი ხარ? -ლურჯი.
-შენი საყვარელი მხატვარი რომელია?
-მონეზე, ვან გოგზე და კლიმტზე ვგიჟდები, ისეთი სასწაული ფერები აქვთ.
-და რომელი ბრენდის ტანსახმელი და ფეხსაცმელი გიყვარს?
-პრადა ვერსაჩე, სან ლორანის ფეხსაცმელი მინდა ბოლო კოლექციიდან. ასე სულელური კითხვებით ვცდილობდით ვითომ ერთმანეთის გაცნობას, ან მე ვერ ჩავწვდი აზრს და მან მიიღო ის ინფორმაცია რას სჭირდებოდა. ცოტა ხანს ასე გაგრძელდა, მაგრამ შემდეგ სერიოზული კითხვების ჯერიც დადგა, მან დაიწყო.
-მამაშენს რა დაემართა?
- არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი.
-კარგი რა? მოლედ მითხარი.
-ინფარქტი დაემართა და ადგილზევე გარდაიცვალა. ჩემთვის ძალიან რთული იყო, რაგდან მამა განსაკუთრებით მიყვარდა.
-გაგიჭირდა?
-ძალიან. სახლში შვიდ საათზე მოდიოდა ხოლმე. მთელი წელი ველოდებოდი როდის გავიგებდი კიბეებზე მისი ფეხის ხმას. მაგრამ..... ხმა ჩამიწყდა. მინდოდა დედამისზე მეკითხა მაგრამ გადავიფიქრე, თითქოს ახლა მისი დრო არ იყო..
-იმ ბაბუას იცნობდი ვისი სასტუმოც უნდა მიიღო ანდერძით?
-კი. ძალიან კარგი კაცი იყო. ზაფხულს მასთან ერთად ვატარებდით. მე და ლიკა. ბევრი რამ გვასწავლა. ვენახის მოვლა, თევზაობა, ბაღის მოვლა, ქალების სიყვარული.
-ბოლო ალბათ განსაკუთრებით მოგწონს.
-ეგ ყველას მოსწონს, მაგრამ ყველას არ გამოსდის. სასწავლებლად რომ წავედი სორბონში. თვეში ორჯერ მაინც ჩავდიოდი და ყველაფერში ვეხმარებოდი. ამიტომ არ მინდა ის ადგილი რეზის დავუთმო, ის იქ მხოლოდ გასართობად დადიოდა, მე კი იქ იმდენი მოგონება მაქვს, ყველა კუთზე რაღაცას მახსენებს. საღამოობით ეზოში ცეცხლს ვანთებით და ყველა იქ ვუკრიბებოდით. ბებო ისე მეფერებოდა, ეხლაც მახსოვს მისი ხელები, სუნი. სითბო ყოველთვის მაკლდა, ის კი თითქოს მივსებდა დანაკლისს.
-ბაბუაშენს ნანა მოსწონდა?
- არა ასე ამბობდა, ჯანეტი ცოცხალი რომ ყოფილიყო ხმასაც არ გასცემდაო. ხანდახან მგონია რომ შენ ძალიან მოეწონებოდი.
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა ახლა.
- შენი აზრით სიმპატიური კაცი ვარ? ძალიან მოულოდნელად მკითხა. ვიგრძენი რომ წამოვწითლდი.
-კი, თან ძალიან. არ დამიმალავს.
-იმ საღამოს იქ რომ არ მოსულიყავი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.
-ანუ ჩემს იქით გზა არ გქონდა?
-მქონდა, მაგრამ ასეთი არა. იცი მანამდეც მყავხარ მაიასთან ნანახი.
-რაა? როდის?
-მე რომ სორბონაში გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადებოდი მაშინ შენ აბიტურიენტი იყავი. მაშინ გნახე პირველად. ისეთი ლამაზი და ნაზი იყავი. მაის შენი სახელი და გვარიც ვკითხე, მაგრამ არ მითხრა, შეეშვიო, შენთვის არ სცხელაო ასე მითხრა. რომ წავედი მინდოდა კარგად დამემახსოვრებინე, მაგრამ ხომ იცი წლებთან ერთად ყველაფერი გავიწყდება, იმ საღამოს რომ დაგინახე ლამის გულმა დამარტყა. ისევ ისეთი ხარ. არ მეგონა თუ კიდევ შევხვდებოდით ერთმანეთს და უფრო უკეთესს შემთხვევაში დავქორწინდებოდით კიდეც.
-რატომ მომიყვანე ცოლად? მხოლოდ იმის გამო რომ წლების წინ მოგეწონე? ეგ თითქმის რვა წლის წინ იყო. ორი სურვილი ერთად შეისრულე. ჩემზე ბევრად ლამაზი, ჭკვიანი და კარგი გოგოები არიან უფრო გამოსულები,უფრო შესაფერისები, ნაკლებად ემოციურები და იმის მომიზეზება რომ მე არ მიყვარდი, სისულელა.ვიცი, გვიანია ამის კითხვა მაგრამ არ მასვანებს ეს კითხვები? უბრალოდ და უმიზეზოდ არაფერი არ ხდება. შენ ზუსტად მაშინ გამოჩნდი როცა საჭირო იყო, წინადადეც ზუსტად მაშინ შემომთავაზე როცა ყველაზე მეტად არამდგრადი ვიყავი ემოციურად, რატომ? ორივემ ვიცით რომ უარს არავინ გეტყოდა. ისიც ორივემ ვიცით რომ ეს ყველაფერი.... მინდოდა მეთქვა რომ ერთმანეთი შეიძლება შეგვიყვარდესთქო, მაგრამ თავი შევიკავე.
- იმით არ დამთავრდება როგორც ვგეგმავთ?
-ჰო.
-ცოლად რატომ გამომყევი? კონტრშეტევაზე გადმოვიდა.
-მაგარი კითხვაა? არ იცი რატომ? ხომ აგიხსენი მიზეზები.
-და ნამდვილი მიზეზები? მგონია რომ სურვილები ორ მხრივი იყო, ან ერთი მხრიდან უფრო მეტი.
-აბელ მე არაფერი დამიმალავს, გითხარი რომ სახლში საშინელი პრობლემები მქონდა და ეს ტყუილი ნამდვილად არ ყოფილა. შენ ეხლა ისე გამოგყავს თითქოს მე უფრო მაწყობდეს ჩვენი ქორწინება ან სიგიჟემდე მიყვარდე და...
-შენნაირი მიუხვედრელი გოგო ცხოვრებაში არ მინახავს.
-აა ეხლა მიუხვედრელიც ვარ. გავიბუტე და ოთახში წავედი.
-ანა... ანა არაფერი ვიპასუხე. ოთაში შევედი, იქაურობა ტელფონით გავანათე, ტანსაცმელი მოვძებნე და ჩაცმას შევუდექი, წელს ზემოთ შიშველი ვიყავი როცა აბელი ოთახში შემოვიდა.
-იდიოტო ვერ დააკაკუნე? ინსტიქტურად მკერდზე ავიფარე ხელი. მან კი თვალებზე.
-შიშველი უფრო კარგი ყოფილხარ.
-ვერ გიტან.
-ჩაიცვი.
-კი.
-ისე სჯობდა მაგრამ რას ვიზამთ. რისკზე არ მივდივართ, გეგმას არ ვუხვევეთ. ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. მაგრამ ვიღაცამ უკვე გადაუხვია, ბრაზობს, ეჭვიანობს, ნერვიულობს. უკვე ჩემს წინ იდგა.
-ისევ იგივეს აგრძელებ? ანუ შენ გგონია....
-მე არაფერი მგონია.
-აბა რა ზუსტად იცი ყველაფერი, აქ შენი წარმოდგენით მხოლოდ მე დავრჩები ნატკენი, შენ კიდევ ბუდეს მოიწყობ ასე არ გეგ...... სიტყვა მისი ტუჩების შეხებამ გამაწყვეტინა. ნაზად მკოცნიდა. სიამოვნებისგან ლამის მუხლები მომეკვეთა. მაგრამ არ დავნებდი თავი დავიძვრინე და მოშორებით დავდექი.
-სულ გადაირიე?
-კარგი რა, დავიჯერო არ იცი რომ შენს მიმართ გრძნობები მაქვს? და ჰო მანამდეც მქონდა. ასე მძაფრად არა მაგრამ მაინც. ახლა უფრო მოგწონს? მინდა რომ შენც გქონდეს. იცი რა მომწონდი მაგრამ მეგონა ეს ამას არ გასცდებოდა, მაგრამ შენ ისეთი თვისებები გამოავლინე, უბრლოდ უძლური ვარ. ეხლა ყველაფერი შენზეა... ჩემი გრძნობებიც, ანდერძიც და შენი თავიც. ეს მითხრა და ოთახი დატოვა. მე კი დიდხანს ვიდექი ერთ ადგილას გაშტერებული.



ძალიან დიდი ხნის პაუზის მერე დაგიბრუნდით, გუშინ ვერ ავტვირთე ინტერნეტის გამო, ვიცი რომ უკმაყოფილოები ხართ მესმის თქვენი. შემდეგი თავი ორშაბათს იქნება. აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი. მადლობა ყველაფრის მიუხედავად რომ კითხულობთ და მელოდებით <3



№1 სტუმარი ნია

ძლივს არ გამოჩნდიიი. წინა თავის წაკითხვა დამჭირდა რომ გამეხსენებინა... იმედია აღარ დააგვიანებ თორე ესე დაკარგავ ძალიან ბევრ მკითხველს
ეს თავი შესანიშნავი იყო, გამიხარდა აბელის აღიარება და იმედი მაქვს ანა არ გააფუჭებს რამეს და ნიას არ მისცემს უფლებას არიოს მათი ურთიერთობა

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი.

კარგია მაგრამ არლღარ დაიკარგო რა

 


№3 სტუმარი Ucnobi

ძალიან კარგია, აბელი საყვარელია, ანა უყვარს და იმედია შესაფერის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, მომწონს, ყოჩაღ და წარმატებები

 


№4 სტუმარი თამოო

შემდეგი თავი როდის დაიდება?

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

აღარ დადეებ? სულ ასე რატომ აკეთებ?

 


№6  offline წევრი ana_aneta

სტუმარი ნინი
აღარ დადეებ? სულ ასე რატომ აკეთებ?

უკაცრავად მაგრამ ეს თავი გუშინ დავდე და ახალია

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

ახალს როდის სდებ?

ყოველდღე რო დადო არ შეილება?

 


№8 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან იგვიანებ და რატომ?ეს ძალიან ცუდია მკითხველისთვისაც და შენთვიისაც

 


№9 სტუმარი სტუმარი ლიანა

აღარ აპირებ დადებას?? ვერ გავიგე მერამდენე ორშაბათი მოვიდა უკვე

 


№10  offline წევრი Somebody

ძალიან კარგია, ველი და ვიცი როგორი ძნელია მუზის და თავისუფალი დროის დამთხვევა სოუ არ იჩქარო <3 კარგი ხარ
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ დავიღალე რა.

 


№12 სტუმარი ლიაკ

რატო აღარ დებ?

 


№13  offline წევრი anns

როდის აპირებ დადებას?

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინი

დადებას აღარ აპირებ? ძალიან დავიღალეთ რა

 


№15 სტუმარი ლიკ ლიკ

ძალიან დიდი ხანი გავიდა უკვე

 


№16  offline წევრი Tekkla

კარგი რა ესეთ დადებას სჯობსს საერთოპ აღარ დაადო რაა ????

 


№17  offline წევრი khatia khatia

ვაააიმეე საკვარელიიი
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent