შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტასი (სრულად)


3-06-2018, 01:47
ავტორი აფხაზი
ნანახია 2 326

-მკვლელი ვარ! ვიცოდი რა სჭირდა და მაინც ვეჩხუბე! მე ის მოვკალი! გრიშა მოვკალი! გამუდმებით იმეორებდა გონებაში სტასი და შიგადაშიგ ხელს საჭეს არტყამდა. თვალთ უბნელდებოდა, როცა ვიღაც გადმოუხტა წინ და შემდეგი მკვლელობის თავიდან ასარიდებლად მოუხვია. გზიდან გადავიდა და უსწორმასწორო გზაზე საჭის დამუორჩილებლობის გამო, ამოყირავდა. გონება არ დაუკარგავს. ძლივს გამოაღწია მანქანიდან და გზაზე მომავალი მანქანისკენ გასწია. მხოლოდ ახლა დაკარგა გონი, შუა ქუჩაზე დაეცა და საავადმყოფოში ამოყო თავი. მედდები და ექიმები თავს დასტრიალებდნენ.
-სად ვარ? აკანკალებული ხმით იკითხა და ქალბატონებს გახედა.
-საიმედო ხელში ხართ, ბატონო სტანისლავ! ერთ-ერთმა მედდამ პასუხი გასცა და პალატა დატოვა. თვალები მინდაბა, მომხდარის დასავიწყებლად ძალ-ღონე მოიკირბა, მაგრამ ვერ შეძლო.

***
სცენაზე იდგა, 7 წლის სტასი. მთელი სულით და გულით ცეკვავდა. ხალხისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა. მხოლოდ, რამდენიმე აბეზარი კლასელი უყურებდა ამრეზით. სახლში მიმავალს ქუჩაზეც დახვდენენ და დასცინეს,კიდეც.
-მოცეკვავე სტასი!!! მოცეკვავე სტასი!!! გოგო სტასი!!!
-თავად ხარ გოგო! პასუხის დაბრუნების არ შეშინებია, მაგრამ ამას საშინელი რამ მოყვა. უმოწყალოდ სცემეს და იქვე დატოვეს. სრულიად შემთხვევით მასწავლებლეს რომ არ ენახა. ზუსტად იმ დღიდან გადაწყდა. სტასი ბოქსზე უნდა შესულიყო.

***
-ბატონო სტას, თავს როგორ გრძნობთ? ქაღალდებით ხელში შემოაბიჯა პალატაში,ექიმმა.
-დაღლილობას ვგრძნობ,ისე არაფერი მიჭირს!
-ანალიზების პასუხები მოვიდა.
-მერე?
-ჰემატომა გაქვთ. ალბათ ძლიერი დარტყმა მიიღეთ შუბლში.
-საქმე სერიოზულადაა?
-საკმაოდ!
-შესაძლებელია, საღამომდე სახლში წავიდე? ერთი საქმე უნდა მოვაგვარო!
-ოღონდ, არ დაიტვირთოთ!
-პირობას გაძლევთ...
მანქანაში ჩაჯდა და გრიშას სახლს მიაშურა... კარი შავებში ჩაცმულმა ქალმა გაუღო. ემოციებმა ერთბაშად ამოხეთქა.
-მაპატიეთ! არ მინდოდა! დამნაშავე ვარ! არ უნდა მეჩხუბა! უცებ მუხლები მოეკვეთა და ქალბატონის წინ დაიჩოქა... ცრემლად იღვრებოდა სტასი.
-გინდა რომ გაპატიო? რა უნდა გაპატიო? შენ არაფერ შუაში ხარ სტას!
-მაპატიეთ, დეიდა იულია! ძალიან გთხოვთ!
-გპატიობ! ჩემო შვილო, გპატიობ!

***
-ოპერაცია გჭირდებათ ბატონო სტას!
-როდის?
-ამაღამვე!
-მზად ვარ!

***
სპორტდარბაზში პირველად შეაბიჯა. მწვრთენლი მოძებნა და გასაუბრება სცადა.
-მინდა მოკრივე გამოვიდე.
-შენნაირი სუსტებისვის აქ ადგილი არ არის! წამით მართლა ასე ეგონა, გაიფიქრა აქ ჩემი ადგილი არა არისო და გასასვლელისკენ წავიდა. მაგრამ უკან დაბრუნდა.
-მე ვთქვი, რომ კრივში მინდა! ბოქსიორი მინდა გამოვიდე!
-შენ დაბრუნდი! მაშ, კეთილი იყო შენი მობრძანება, ჩვენს სამყაროში! გაუხარდა სტასს, მაგრამ არ შეიმჩნია!
-მსოფლიო ჩემპიონი გავხდები!
-შენში მებრძოლის სულია, შვილო! ალექსეი პეტორვიჩი. ხელი გაუწოდა სტასს. მეგობრები პეტროვიჩსს მეძახიან, მაგრამ მაგას დამსახურება უნდა!
-დავიმსახურებ პეტროვიჩ!

***
ოპერაცია ოთხ საათს მიმდინარეობდა... ნასტია გვერდიდან არ მოშეორებია, მძინარე სტასს.

***
მანქანა გააჩერა და ჩავიდა. ძმაკაცი უნდა მოენახულებინა. მე-10 კლასში ახალი გადმოსული იყო არტიომი.
-ჰეი, პროსპექზე გაგვიყვანე! უცნობმა ბრძანება გასცა.
-ბოდიში, მაგრამ მე ტაქსი არ ვარ!
-იქნები!
-თუ არა?
-საქმე ცუდად გექნება!
-ეგ, პირიქით არ მოხდეს! მოთმინება დაკარგა უცნობმა და ლუდი შეასხა სახეში,სტასს. ბიჭმა საპასუხოდ მუშტი მოუქნია. მეორე დაიძრა მისკენ, მაგრამ მოიგერია. ახლა უკვე ოთხნი ებრძოდნენ ერთს. ყვირილით მივარდა გოგონა, დიდი ჯოხი მოუქნია ერთ-ერთ მათგანს, შემდეგ მეორე და სტასმაც თავი დააღწია.
-დროზე მანქანაში! ორივე მანქანაში ჩასხდნენ და ადგილს მოსწყდნენ.

***
ეღიმებოდა ნასტიას. იხსენებდა წარსულს და თავისთვის იღიომოდა... ოპერაციამ წარმატები ჩაიარა, მაგრამ... ექიმი უიმედოდ იყო.
-სისხლი ამოვტუმბეთ. მის უკან... სიმსივნე დამალულა... ვწუხვართ... ვერ ვუშველით... 2 დღე დარჩა... იქვე ჩაიკეცა ნასტია. არავისთის მიუქცევია ყურადღბა! აბღავლდა და ღმერთს უსამართლოს უწოდებდა!

***
მე-10 კლასში იყვნენ, ერთმანეთი რომ შეუყვარდათ... გრიშას შურდა სტასის.
-გავიგე, შენ და ნასტია დაქორწინებას აპირებთ.
-მერე შენ რა?
-კარიერაში შეგიშლის ხელს!
-ეგ შენი საქმე არაა!
-იქნებ კოცნაც არაა ჩემი საქმე!
-რა?
-ხო!
-შენ რა, ჩემს ნასტიას აკოცე?
-აქეთ მაკოცა! ტვინში სისხლი ჩაექცა! პირველი დარტყმა გვერდებში მიიღო, ჩემდეგი-ყბაში და ერთიც მუცელში. გაგიჟებული მიუვარდა ნასტიას, ჰკითხა რატომ აკოცეო, მაგრამ პასუხად უარყოფა მიიღო.
-თვითონ გითხრა? აბა წარმოიდგინე! მე ამის გამკეთებელი ვიყავი? ყველაფერს შურისგამო აკეთებს! უნდა არასპორტული ქმედების გამო, თამაშიდან გაგრიცხოს. რომ არ მყვარებოდი, შენს თამაშებს არ დავესწრებოდი! ბევრი მიზეზი მაქვს, რომ არ მყვარებოდი. მაგრამ მიყვარხარ და ასე არასდროს მოვიქცევი!
-სულელი ვარ! შეშნი ეჭვი როგორ შემეპარა!

***
-სტას, ჩემო საყვარელო... როგორ უნდა გითხრა, არ ვიცი...
-ვიცი... კიბო მაქვს..
-გახსოვდეს, რომ მიყვარხარ...
-ნასტ... არ გინდა! შენს თავს მიხედე, გთხოვ! არ მიგლოვო, ნასტ! ნუ გადამყვები ნასტ!
-ჩვენს თავს მივხედავ, პატარავ!
-რა?
-ხო, სტას... ორსულად ვარ... ცრემლებმომდგარმა პირველად გაბედო შეხება! დამეფიცება, გაუხარდა სტასს, მაგრამ ანადგურებდა, რომ უმამოდ გაიზრდებოდა... ნამდვილი მამის გარეშე... მის გულში ორმაგი ცეცხლი ტრიალებდა..
-რა პატრა ხარ, მამი... დედას გაუფრთხილდი! ნასტ.. მოუყევი, როგორი მამა ეყოლებოდა!
-აუცილებლად, ჩემო პატარა! მთელი დღე ჩახუტებულები იყვნენ... იგრძნო სიკვდილი სტასმა... ბანანის მოსატანად გაუშვა ნასტია...

***
პატარა სტასი დაიბადა...
სტანისლავ სტანისლავოვიჩ კუზნეცოვი!

***
სტასის ვიდეოებს უყურებდა პატარა სტასი. ,,რა მაგარი მამა მყავს“ იმეორებდა პატარა და სიამაყით ივსებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent