შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Girl with red hair


3-06-2018, 16:54
ავტორი mariamiiiii
ნანახია 1 348

-მანქანიდან გადმოვედით ნინამ წამოიძახა აი მარიამ ეს არის ჩემი სახლი, უნდა მივეჩვიო ამის წამოძახილს ალბად... სახლი იყო სამ სართულიანი ძალიან მაგარი ისეთი ფილმებში რომ არის ხოლმე.. ბაღი? ბაღი ჰგავდა ედემს მთლიანი ბილიკი სახლამდე ვარდებით იყო დაფარული და არა მარტო ვარდებით. ყვავილები დიდად არ მიყვარს მაგრამ ამდენი ყვავილი ერთად ძალიან ლამაზი იყო, იქვე იყო მებაღეც ახალი ყვავილების ნაკადს რგავდა..
-ძალიან ლამაზი ბაღი გაქვს.. ნინას გავხედე..
არაფერი უთქვამს უბრალოდ გამიღიმა და ყურადღება გადაიტანა წამოდი წავიდეთ ძალიან მინდა ყავა..
-კარგი წავიდეთ... მეუცნაურა ძალიაან წესით უნდა უხაროდეს ასეთი ბაღი და სახლი მაგრამ ყურიც კი არ შეიბერტყა... თითქოს შინაგანად რაღაც მეუბნეოდა, არ ვიცი ალბად ინტუიცია ეს გოგო ძალაინ უცნაურია..
ბებიაჩემს დავურეკავ ახლა ზუსტად ვიცი ტელეფონი ხელში უჭირავს და ჩემს ზარს ელოდება, თვითონაც დამირეკავდა მაგრამ გაფრთხილებული მყავს ბებია შეიძლება ლექციაზე ვიყო და არ დამირეკოთქო...დარეკილი არ მქონდა მშინვე აიღო ხომ ვთქვი ხელში ეჭირა მთელი დღე და ჩემს ზარს ელოდებოდა, ერთი წუთი არ დადებდა არსად იფიქრებდა ვაი თუ ხმა ვერ გავიგო...
-ბებიაა როგორ ხაარ?
-მარიააამ ჩემოოო მზეო... როგორ მიყვარს ეს ხმაა..
-ბებია კარგად ვარრ, სახლში რომ მოვალ მერე მოგიყვები როგორ ჩაიარა დღემ უნივერსიტეტში.
-მალე მოხვალ ბებიაა? სად ხააარ? გამოხვედი უკვე?
- ბებია ერთი გოგო გავიცანი ჩემი ჯგუფელი იქნება სალხში დამპატიჟა და იქ ვარ ახლა.. ცოტახანი გაჩუმდა ხმას არ იღებდა..
-ვინ მეგობარი ბებია? კარგი გოგოა? რატომ წააჰყევი ბებია?
ვიცოდი რომ ეს რეაქცია ექნებოდა, პირველი ის გაუკვირდებოდა რომ მეგობარი გავიჩინე პირველივე დღეს, და მეორე გამიბრაზდებოდა რომ უცხოს წამოვყევი სალხში.
-ბებია კარგი გოგოაა დაწყნარდი, რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი ვინ იყო ეს ნინა.
-მალე მოდი ბებია გთხოვ შენი საყვარელი საჭმელი გავაკეთე..
ეს მითხრა და მის ხმაში სევდა ვიგრძენიი, შიში იგრძნო.
-კარგი ბებია მალე მოვალ,
-მიყვარხარ ჩემო მზეო.. ჭკვიიანად მოიქეცი..
ეს მითხრა და ისეთი ხმა ჰქონდა ვიფიქრე წავალთქო ახლა აქედან და ჩავეხუტებითქო,...

-აბა რაო ბებიამ? ფიქრებიდან ნინას ხმამ გამომარკვია.
-არაფერითქო ვუპასუხე.
-კარგი შევიდეთ.. ღიმილ ნარევი ხმით მითხრა.
ბილიკს გავუყევით, ამდენი ფერადი ყვავილისგან თვალები ამიჭრელდა, ამას ამჩნევდა ნინა და არ მეუბნეოდა არაფერს არ იმჩნევდა რომ ესეთი აღფრთოვანებული ვიყავი. ალბად მიჩვეულია მის სალხში ვინც მოდის ყველას ასეთი რეაქცია აქვს.
კარს მივუახლოვდით, სამი საფეხური ავიარეთ და ნინამ კარზე დააკაკუნა.. უცებ მთლიან სხეულში რაღაც დამარტყა, თავის სახლში აკაკუნებს? ნუთუ გასაღები არ აქვს? წამებში ყველაფერმა ცუდმა დამიარა თავში. დავაპარიე თქმა გასაღები არ გაქვსთქო და ზუსტად მაგ დროს, სასუალო სიმაღლის პუტკუნა ქერა ქალმა გააღო კარი.
-გამარჯობა ნინა.
ღიმილით შემოგხვედა ორივეს, ვიფიქრე ალბად დედათქო..
მეც გავუღიმე არ ჩანდა ცუდი ქალი.
-მობრძანდით...
ნინამ ჩანთა და ქურთუკი მისცა...
-მარიამ მიეეცი შენი ქურთუკი, თუ გინდა გეცვას თუ გცივა..
დაბნეული ვიყავი.
-რათქმაუნდა ...ქურთუკი გავუწოდე.
-ეს დედაშენია ? ჩუმად ჩავჩურჩულე.
-არა არ არის. გამიღიმა და წავიდეთო მითხრა.
არა არ არის? სულ ეს არის.. გავბრაზდი არ მომწონდა ეს სიტვაცია არა არ არის აბა ვინ არის? მოსამსახურეა ალბად...
- მოდიხარ?
ნინამ შემომხედა ისევ ღიმილ ნარევი ხმით..
საშინელებათა ფილმში მეგონა თავი, ძალიან გაურკვევლობაში ვიყავი..
-წამოდი ჩემს ოთახს გაჩვენებ..
-კარგი წავიდეთ..
ყავა გაგვიკეთე და ახლავე ჩამოვალთ ჩვენც, იმ ქალს გასძახა.
-კარგი ნინა ახლავე...
გასაგებია მოსამსახურეათქო.. ძალიან გავბრაზდი ნინაზე რახან მოსამსახურეა ესე უნდა მიმართოს ან სახელი არ აქვს, ეტყობა ვიღაც მდიდარი განებვრებული გოგოათქო, მომენტალურად შემზიზღდა, ახლა ყავას დავლევ და მეორედ აქ მომსვლელი აღარ ვართქო ეს კუდაბზიკა მდიდარი რა დღეშია, ნერვები მომეშალა ჩემს თავზე, მის სახლში რომ ვიყავი, წარმოვდგინე რამდენ დამცირებას იტანს ის ქალიი ამ დამპალისგან..
ბებიაჩემი გამახსენდა და შემრცხვა სულ მაგას მასწავლიდა რომ არც ერთი საქმე არ არის სათაკილო რასაც პატიოსნად გამოიმუშავებო.
-მარიამ მოდიხარ?
ნინამ წამოიძახა.
კი თქო ვუპასუხე ზიზღ ნარევი ხმით.
კიბები ავიარეთ, უზარმაზარი კიბე იყო გარშემო სურათები იყო კედელზე, მისი ოჯახი იყო ალბად ფოტოებზე.. დიდი ოჯახი.
-ეს შენი ოჯახია? ცნობისმოყვაროებას ვეღარ გავუძელი.
უკან მობრუნდა ფოტოს უყურებდა ცოტახანს და შემომხედა, კი ჩემი ოჯახია. ისევ გზა გააგრძელა.
ისევ გაურკვევლობაში ვიყავი.
როგორც იქნა ავიარეთ ეს უზარმაზარი კიბე, ისეთი ბავშობაშო პრინცესეულ მულთფილმებს რომ ვუყურებდით და კიბიდან კონკია ან ვინმე სხვა პრინცესა ჩამოდიოდა ლამაზი კაბით.
-დერეფაანი გავირეთ.
-ეს არის ჩემი ოთახი...
ოთახი პატარა იყო სახლთან შედარებით.
კარადა სადაც გატენელი იყო წიგნებით.. ჩემი საოცნებო კარადა იყო. ეგ ცოტა გამიკვირდა ამდენი წიგნი ნინას ოთახში.. საწოლი რომელიც არეული იყო ტანსაცმელებიც ზოგი სად ეგდო ზოგი სად.. ვიოლინო დავინახე კედელზე მიყუდებული ალბად უკრავს.. წიგნები კარადაში რომ ვეღარ ეტეოდა ზოგი ძირს იყო გაფენილი, თანაც მვტრიანი იფიქრებდით საუკუნე არ დალაგებულა ეს ოთახი.
ნელნელა უფრო დავინტრიგდი, გოგოს რომელსაც ამხელა სახლი და მოსამსახურე ყავს ასეთი არეული ოთახი. ..
აივანი რომელიც გადაჰყურებდა ულამაზეს ბაღს.
-ბოდიში არეულობისთვის დილას ვერ მოვასწარი დალაგება ისეთი გამოვარდი, დღეს ხო პირველი დღე იყო უნივერსიტეტში..
-არაუშავს ჩემი ოთახიც სულ ასეთ დღეშია..
ჩემი ოთახი მართლა სულ მასეთ დღეშია, ბებია სულ მაგაზე მეჩხუბება.
-ნინა ყავა მზად არის..
-მოვდივართ.. ნინამაც წამოიყვირა.
-კარგი მარიამ ჩემი ოთახი უკვე ნახე ახლა ყავა დავლიოთ.
ნეტავ სად არიან მისი მშობლები. ამხელა სალხში მხოლოდ ეს ქალი ნინა და მისი ძმა ალექსანდრე.
ალბად სადმე მივლინებაში იქნებიან, რაღაც მეურნეობა ექნებათ შეიძლება ყვავილების..
ფაქტია და ყველაფერი იმას მიანიშნებს რომ უბრალო ხალხი არ არის.
დაბლა ჩამოვედით.
მაგიდა გაშლილი დაგხვდა.
არ ველოდი და ცოტა შემრცვა ვიფიქრე ყავას დავლევთქო და წაამოვალათქო მაგრამ მთლიანი მაგიდა გატენილი იყო სხვადასხვა ნამცხვრით ტორტით მოკლედ რაც გინდა ყველაფერი იყო.
დავსხედით.
მადლობა გადავუხადე.
იმ ქალმაც გამიღიმა.
მისი სახელი არ ვიცოდი.
-მიირთვი მარიამ.
ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა თან ამხელა სალხში უფრო მეტად ვგრძნობდი უხერხული სიჩუმის აუტანლობას თითქოს ექოდ იქცეოდა.
-მომიყევი ნინა რამე შენს შესახებ.. უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი..
ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო.
თან ეს უხერხული სიჩუმე მაგიჟებდა.
ნინამ ჩაიცინა და შემომხედა.
-ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი დამთვარებული მაქვს საჯარო სკოლა სახლთან ახლოს.
სკოლაში დიდად არ დავდიოდი.
ამან შოკში ჩამაგდო.
გააგრძელა.
-მეზარებოდა ხოლმე სკოლაში წასვლა... სკოლას ვერ ვიტანდი არასრდოს არ ვოფილვარ პოპულარული გოგო მუდმივად ვიჩაგრებოდი. რამდენჯერაც მივდიოდი სკოლაში იმდენჯერ ტირილით ვბურნდებოდი. ასე დავამთვარე სკოლა.
-სხვა სკოლაში რატომ არ გადახვედი?
გაშტრებული ვიყავი. შეეძლო საერთოდ კერძო სკოლაში ან საერთოდ კერძო მასწავლებელი აეყვანა ეს ხომ ასეთი მდიდარია.
-რამნიშვნელობა აქვს ყველა სკოლა ერთი და იგივეა.
-სკოლის მასალას არ ვსწავლობდი უფრო მეტიც მეზიზღებოდა. დღეები ფილმების ყურებით გამყავდა, ფილმი არის ჩემი სამყარო. ვუყურე მოცარტს და დავიწყე ვიოლინოზე დაკვრა, ვუყურე მოდილიანს და დავიწყე ხატვა, ასე შემდეგ ეს არის ჩემი სამყარო. ყველანაირად ვცდილობდი სკოლისთვის თავი ამერიდებინა. ვკითხულობდი ლიტერატურას ყველგან და ყოველთვის სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, დროს არ ვკარგავდი.... ბავშობაში ჩემი ოცნება იყოს ის რომ ყოფილიყო სადმე ისეთი სამყარო სადაც მხოლოდ მუსიკა ფილმი და წიგნი იქნებოდა, ასეთი სამყარო არ არსებობს..
ყმა ჩამომვარდა, დებილივით ვუსმენდი..
-როგორ არა ეს ხომ არსებობს, მუსიკაც ,ხელოვნებაც ,ფილმიც, და წიგნიც? ეს ხომ რეალურადა?
გამიღიმა ყავა მოსვა და განაგრძო.
-შენ ვერ გამიგე მე მხოლოდ ისეთი სამყარო მინდოდა სადაც მხოლოდ ესენი იარსებებდა არაფერი სხვა, სხვა უაზრო ბანალური რაღაცებიი. ამიტომ შევქმენი ჩემი სამყარო ჩემ ოთახში. ეს გავაკეთე, ჩავიკეტე ჩემს სამყაროში და იმას ვაკეთებდი რასაც მინდა, იცი ეს რას ნიშნავს?
იცი რა მაგარი შეგრძნება როცა აკეთებ იმას რაც გინდა?
რულ რამდენი ადამიანი აკეთებს იმას რაც უნდა?
-ადამიანების მხოლოდ 99 % შეიძლება არც.
-შენ პირადად რამდენი იცი?
ისევ ყავა მოსვა..
არ ვიცოდი რა მეპასუხა.
-არ იცი რათქმაუნდა არ იცი. იმიტომ რომ არავინ.
-ახლა შენზე მომიყევი მარიამ, ვინ ხარ?
ცოტა შოკში ვიყავი, ოჯახზე ინფორმაცია მაინც ვერ მივიღე.
-მე საშუალო ფენის წარმომადგენელი ვარ , ბებიამ გამზარდა, ჩემი მშობლები ავარიაში მოყვნენ და გარდაცივალნენ როცა 2 წლის ვიყავი, ბებიამ ყველაფერი გააკეთა რომ მე განათლება მიმეღო დავყავდი ყველგან სადაც შეეიძლება რომ იაროს მოზარდმა. როგორც იტყვიან წელზე ფეხს იდგამდა მუშაობდა ძალიან ბევრ ადგილას რომ მე განათლებული ვყოფილიყავი, ახლაც დგას და მელოდება როდის მივალ დიდხანს ელოდა ამ დღეს როცა უნივერსიტეტში წამოვიდოდი.
-ვწუხვარ შენი მშობლების გამო..
არაფერი ვუთხარი.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა ეს ოხერი აუტანელი სიჩუმე როგორ მძულს..
----------------------------------------------------------------------------------------
საღამომ ასე ჩაიარა ხან სიჩუმე ჩამოვარდებოდა ხან ნინას გიჟურ ისტორიებს ვიგებდი, გვიანი იყო უნდა წავსულიყავი..
-ნინა დიდი მადლობა გამასპინძლებისთვის, დროა წავიდე.
-ცოტახანს კიდევ დარჩი.
-არა უნდა წავიდე ვერც წარმოიდგენ ახლა როგორ ნერვიულობს ბებია.
-კარგი, კარგი, მაშინ ნუ ვანერვიულებთ, კიდევ გვექნება დრო რომ მოხვიდე.
ავდექი ჩანთა და ქურთუკი ავიღე და გამოვედი.
-გაგაცილებ.
-ნუ შეწუხდები.
შებინდებული იყო უკვე, ყვავილები ახლა უფრო ლამაზი მეჩვენა.
მაინც წამოვიდა გასაცილებლად..
ბილიკს გავდიოდით და თან ვათვალიერებდი გარშემო ყველაფერს.

ჩემი ყურადღება შავმა ვარდმა მიიპყრო, ისეთი ლამაზი და ისე ამაყად იდგნენ, ვიფიქრე ვარდებში შავი ვარდიათქო მეფე. შავი ვარდი პირველად ვნახე და გაშტერებული ვუყურებდი, ძალიან ლამაზი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი.
-მოგწონს ? ფიქრებიდან გამომარკვია ამ ხმამ ეს ნინა იყო.
-ძალიან ლამაზია.
-არც ისე.... მის ხმაში უხეშობა ვიგრძენი და უფრო დავითრგუნე.
-ის ძალიან ლამაზია.. ახლა მე ვიყვირე..... რა რთულია როცა არ იცნობ ადამიანს არ იცი რა უხარია რა სწყინს, რა უყვარს რა არ უყვარს. თითოეული სიტყვა თითიეული ასო უნდა აკნტოროლო რომ არ აწყენინო მას.
-როგორ შეიძლება შავი ფერი გიყვარდეს? წამოიძახა ნინამ...მითუმეტეს ეს თუ ვარდია, ვარდი უნდა იყოს ფერადი და არა შავი, არ მიყვარს შავი ფერი გესმის?
მის სახეზე წყენა წავიკითხე, ისეთი რა ვთქვი რომ ესე გაბრაზდა ეს ხომ უბრალოდ ყვავილია..
უცებ ძალიან შეიცვალა, ნეტავ საერთოდ არ მეთქვა თქო, ძალიან უცნაური გრძნობა მქონდა შიგნიდან რაღაც მღრინიდა და მეუბნეოდა აქ არაფერი არ არის კარგადო. უმჯობესია გავჩუმდე და არაფერი ვთქვა მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია ჩემი პრინციპები არ მომცემს ამის საშუალებას და მაინც ვკითხე....
-და რატომ არის ეს შენ ბაღში მაშინ თუ არ მოგწონს?თანაც ძალიან ბევრი, ეს თუ ესე არ გიყვარს როგორც შენ იძახი რატომ არის შენ ბაღში? კიდევ ერთხელ მივაწექი..
-გითხარი არ მომწონს თქო ჩემი ნება რომ იყოს დღესვე გავგლეჯავდი ყველას, განა მარტო შავს? ყველას მივაყოლებდი... ამ სიტყვების წარმოთქმის დროს სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა, სიამოვნება მიანიჭა იმის წარმოდგენამ როგორ გლეჯს მიწიდან ფესვიანად ყველა ყვავილს და როგორ უსპობს სიცოცხლეს..
არც ერთ ყვავილს არ დავტოვებდი არ მიყვარს ყვავილები..
ძაალიან გაბრაზებულმა შევხედე, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი..
-მაშინ მიდი და გაგლიჯე რას ელოდები ეს ხომ შენი ბაღია? მიდი ახლავე გაგლიჯე.
-შეუძლებელია. მიპასუხა ნინამ
-რატომ არის შეუძლებელი??
-მაგას ვერ გეტყვი.
ვფიქრობდი რა ჯანდაბა სჭირს ამ გოგოს? სიტყვებს ძალით ვაცლი.
-კარგი წავედი მადლობა კიდევ ერთხელ მასპინძლობისთის.
-არაფრის ხვალამდე.
გამოვბრუნდი და წამოვედი ნინა აღარ გამომყოლია, უამრავი ფიქრი მიტრიალებდა თავში ამ გოგოს რაღაც სჭირს, რაღაც არ არის ისე როგორც უნდა იყოს.
მთელი გზა ნინაზე ვფიქრობდი , ნინას გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში.
ისე გავიდა დრო სანამ სახლში მივედი ვერ გავიგე.
დერეფანი გავიარე, ახლა ბებიაჩემზე დავიწყე ფიქრი მოვუყვე თუ არა ამ უნცაური გოგოს შესახებ.
კარი შევაღე ბებიააა მოვედიი.
ბებიაა აქ ხარ?
ოთახიდან სიხარულით გამოვიდა
-მოხვედი ჩემო მზეო? ჩემო ერთადერთო ნათელო წერტილო.
ჩამეხუტა.
მოდი ბებია მოდი გშია ალბად რათქმაუნდა გშია.
შენი საყვარელი საჭმელი გავაკეთე.
მოდი მოდი.
-არ მშია ბებია.
-რას ქვია არ გშია? დღეს დილიდან რა ჭამე?
უკვე მეჩხუბებოდა.
-ნინასთან ხომ ვიყავი და იქ ვჭამე.
ღიმილით ვუთხარი.
-რას შეჭამდი ახლა იქ მოდი გავაწყობ.
ვეღარ ვაწყენინე, მაინც თავისას გაიტანდა.
ხელები დავიბანე და სამზარეულოში გავედი.
ბებია ფუსფუსებდა
რაც არ უნდა დარლილი იყო ადამიანი მაშინვე დაგავიწყდება ყველაფერი როცა ბებიას დაინახავ როგორ ფუსფუსებს და საჭმელს გიკეთებს.
-აბა მოყევი ბებია|? როგორ ჩაიარა დღე?
ყველაფერი მომიყევი.



№1 სტუმარი სტუმარი keti

ucnauri da intrigebit savse motxrobaa, Velodebi shemdeg tavs :)

 


№2  offline წევრი mariamiiiii

სტუმარი keti
ucnauri da intrigebit savse motxrobaa, Velodebi shemdeg tavs :)

მადლობაა <3 ამ დღეებში იქნება შემდეგი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent