საკუთარი ბედნიერება(მეეცხრე თავი)
-მაშ ასე?ახლა ლანასთან ჩავალ და ყველაფერს ვეტყვი,მოვუყვები როგორ შემაყვარე თავი და მაიმედებდი,მერე კი მიმატოვე,ხომ იცი არ გამიჭირდება დავაჯერო ეს ზღაპარი. ------------------------- -არ გაბედო და არაფერი უთხრა თორემ ბოლო იქნება ეგ რის გაკეთებასაც შეძლებ. -ნუ მემუქრები და მისმინე თუ არ გინდა ვუთხრა და თქვენი ოცნებები ერთი ხელის მოსმით გაყვეს ქარს მაშინ შემხდვი,თუნდაც 10 წუთით. -კარგი მოვდივარ სად გნახო? -არა ასე არ გამოვა,შეხვედრის დროს და ადგილს მე გადავწყვეტ,ახლა არ ვაპირებ შენს ნახვას,მშვიდად იყავი და ჩემ ზარს დაელოდე,დრო რომ მოვა დაგირეკავ...და გათიშა ტელეფონი. -სად გადავეყარე ამ არანორმალურს ტოო,ახლა რა ჩაიფიქრა ნეტავ?ფიქრობდა ბექა და მოუსვენრად ატრიალებდა ხელში მობილურს... რამდენიმე წუთში ისევ ზარის ხმა გაისმა,ეს უკვე ლანა იყო. -ბატონო,უხასიათოდ უპასუხა ლანამ. -რა ხმა გაქვს მოხდა რამე? -არაფერი... -სახლში ხარ? -ხო... -აუ რაღაც მოხდა გატყობ და არ ამბობ,ასეთი ჯერ შენ არ ყოფილხარ. -მართლა არაფერია,თავი მტკივა უბრალოდ.პასუხს აერიდა ბექა. -ჩვენ საქმეებს მოვრჩით,გადავაგზავნეთ სტატია,და ხომ არ წავსულიყავით ხვალ შენ აგარაკზე. -თუ გინდათ ავიდეთ,ისევ უხალისოდ აგრძელებდა ბექა. -კარგი შენ არ მოგწონს ეს იდეა მგონი და არ მინდა დაგაძალოთ. -რას ამბობ აბა ლანა?განა ერთად არ დავგეგმეთ?სანდროსაც ვეტყვი და ავიდეთ ოთხივე. -იცი რუსკასაც უნდა წამოსვლა... -და მაგას რაღა უნდა იქ?ეგ ვისთან არის საერთოდ?აგრესია ვეღარ დამალა ბექამ. -წამოვალო მითხრა და რა მეთქვა არათქო?თან უცხო ხო არ არის,წამმოვიდეს რას გიშლის. -შენ არა მაგრამ თვითონვე არ უნდა გამოეთქვა ჩემს აგარაკზე წამოსვლის სურვილი,იქ მაგას არაფერი ესაქმება... -ბექა თქვენს შორის რამე ისეთი ხდება რაც არ ვიცი?ძაან აგრესიული ხარ რუსკას მიმართ... -არაფერი,კაი დავიძინებ ახლა,დილით მანდ ვარ,გკოცნი. -ძილი ნებისა. -მგონი რუსკასა და ბექას შორის რაღაც მოხდა,ჩაილაპარაკა ლანამ. -ეგ საიდან დაასკვენი,გამოეპასუხა თამუნა. -ზუსტას ვერაფერს ვიტყვი მაგრამ რამდენჯერაც რუსკას ვახსენებ მაშინვე ანერვიულდება და აგრესიას გამოხატავს რუსკას მიმართ.ახლაც რომ ვუთხარი მოდისთქო გადაირია,მაგას არაფერი ესაქმება იქო.თითქოს გაურბის შეხვედრას ჩვენი თანდასწრებით. -ხვალ დავაკვირდეთ,იქნებ რამე შევატყოთ,ახლა კი ნაადრევი დასკვნების გამოტანას ჯობია დავიძინოთ. დილით 12 საათი იყო ბექამ და სანდრომ რომ მიაკითხეს გოგოებს,სამივენი ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ,ლანას არ დარჩენია შეუმჩნეველი ბექას უხასიათობა,რუსკა კი პირიქით სულ ცდიობდა მასთან ელაპარაკა,40 წუთში აღმოჩნდნენ უმშვენიერეს ყვავილებით და ხეებით დაფარულ ეზოში,რომელიც მართლაც ამშვენებდა ორ სართულიან აგარაკს,აუზით ვერ ისარგებლეს ზამთრის სიცივიდან გამომდინარე,სხვა გასართობებით კი კარგად იხალისეს,მოწყობილი იყო მინი გოლფის მოედანი,ტენისის მაგიდები,ბილიარდი,ყველაზე დიდი დრო მაინც ცხენებთან ჯირითში გაატარეს,ახალგაზრდებისთვის მართლაც რომ მიმზიდველი ადგილი იყო.დაღლილები დაბრუნდნენ თბილიში.მეტად ბექა ჩქარობდა წამოსვლას,რადგან მთელი ეს დრო რუსკა გვერდიდან არ შორდებოდა,არადა სულ უფრო აღარ უნდოდა მასთან ურთიერთობა რაც მისი ნამდვილი სახე დაინახა. შინ დაბრუნებული თამუნა და ლანა მსჯელობდნენ მათზე,ორივე ერთ აზრზე იყვნენ რომ ბექა უცნაურად იქცეოდა... -რაღაც ისეთი მოხდა რაც ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ,ყოველ შემთხვევაში ბექა ცდილობს დამალვას. -მართალი ხარ ლანა,ბექა რუსკასთან ლაპარაკსაც კი ერიდებოდა,ნეტა რა ხდება ისეთი რომ ბექა შენც კი გიმალავს. დილით ლანა დედის ზარმა გააღვიძა. -დილა მშვიდობისა დე. -დილა მშვიდობისა როგორ ხარ შვილო? -არამიშავს,მეძინა და გამღვიძე,თქვენ როგორ ხართ? -გუშინ საღამოს გირეკავდი და რო არ მიპასუხე ცოტა შევშინდი,ხომ არაფერი მოხდათქო. -რა დამემართებოდა დე,ტყუილად ნუ ჯავრობ ხოლმე,მობილური უხმო რეჟიმზე მქონდა და ზარი ვერ გავიგე. -მე კი შეშინებულმა რა აღარ ვიფიქრე. -დღესაც თუ არ გიპასუხე არ იჯავრო,გაფრთხილებ წინასწარ.ბაზარში გვინდა წასვლა და ზარი შეიძლება ვერ გავიგო. -რისი ყიდვა გინდათ,ბარემ ესეც მითხარი დავიკმაყოფილო ცნობისმოყვარეობა სიცილით უთხრა თინამ. -არ გადამიწყვეტია რამეს ვიყიდი,დღეს ცამეტია ხელფასი დაგვერიცხა,იმდენი არ არის რომ მაგაზიაში ვიყიდო და ბაზრობაზე ავარჩევთ რამეს.კაი ახლა გავიქეცი თამუნაც ავაგდო ფეხზე,ხომ იცი როგორი ძილისგუდაა. -კაი საღამოს დაგირეკავ შვილო,მაგ ბავშვს კი აცადე დაიძინოს ნუ გაუშრე სისხლი, ჯერ ადრეა წასვლა მაინც. -კაი დე,ამას კი მე ვიცი რასაც დავაცდი,სიცილით უთხრა ლანამ და გათიშა. -ახლა კი შენთვის მოვიცალე ქალბატონო,თქვა ლანამ და საბანს გადაკრა ხელი. -ლანაა დამაფარე გოგო გავიყინე,თებერვალია აგვისტო ხომ არ არის. -ადექი რამ გაგყინა,გამათბობელს ჩავრთავ,მოვემზადოთ წასასვლელად. -რაა?სად მივდივართ რო?ბალიშიდან წამოყო თამუნამ ნამძინარევი, გაჩეჩილი თავი. -დაგავიწყდა?ხელფასის დღეა,წამოდი იყიდე ის ჯინსი,ერთი კვირაა თავი რომ გამოომიჭედე მისი ქებით. -ხელფასიი,მაგარიაა,თქვა და წამოხტა ფეხზე ისე რომ სიცივე სულ აღარ ახსოვდა,თვალის დახამხამებაში მოემზადა. სამი საათი იარეს ბაზარში,თამუნამ იყიდა საოცნებო ჯინსი,ლანამაც ააეჩია ზედა და შარვალი,სახლის კარი რომ შეაღეს მხოლოდ მაშინ იგრძვნეს დაღლილობა.ცოტა ხანს დაისვენეს,მერე საჭმელი მიირთვეს და ახლად შეძენილი სამოსი გაისინჯეს.საღამოს ისევ დარეკა თინამ,ლანამ უამბო რაც იყიდეს,თან შეატყო რომ უხასიათოდ იყო დედა,მანაც უთხრა რომ ამის მიზეზი გურამი იყო,ეს ბოლო დღეებია ძალიან შეაწუხა გულმა და მეშინიაო.თუ აქ ვერ შევატყვე უკეთესობა თბილისში ჩამოვალთ სამკურნალოდო.ლანაც დააბნია ამ ამბავმა მაგრამ არ შეიმჩნია,დედა მაინც ახალგაზრდული ოპტიმისტური განწყობით დაამშვიდა.მხოლოდ მობილურის გათიშვის შემდეგ შეამჩნია რომ თამუნა ტანსაცმელს ამზადებდა. -მიდიხარ სადმე? -არა,ხვალისთვის ვამზადებ. -და ხვალ რა ხდება? -რა გჭირს ლანა აგერია კალენდარი?14 თებერვალია და ვითომ არსად წაგვიყვანენ ჩვენი ბიჭები?სიცილით დაასრულა თამუნამ. -უიი,სულ ამომივარდა თავიდან,პრინციპში არც არაფერი დაგვიგეგმავს ჯერ. დილით ადგნენ გოგოები ისაუზმეს,მიალაგეს,მერე კი კომპიუტერს მიუსხდნენ დროის გასაყვანად,დიდხანს არ დასჭირვებიათ ლოდინი,მალევე მოვიდა ლანას მობილურზე მესიჯი,წაიკითხა თუ არა სახეზე კმაყოფილებით აღსავსე ღიმილი გამოეხატა. -თამოო,ბექამ მომწერა მოემზადეთ 20 წუთში მანდ ვიქნებით მე და სანდროვო,სადღაც ერთად მივდივართ. -ეს უკვე საინტერესოა...შენ კიდევ ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად ექნება მამაშენს.ძლივს გაგაცინა ამ მესიჯმა. მალევე მოემზადნენ გოგონები,მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ,ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა რუსკა,რომელიც მანქანის ხმაზე აივანზე გამოსულიყო,სახეზე ხელები აიფარა ცრემლების დასამალად,მაგრამ თავი მაინც ვერ შეიკავა და ხმამაღლა ატირდა,ტკივილი და ცრემლები ახრჩობდა,ადამიანი რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს,ვის გამოც რა აღარ გააკეთა,ამდენი ტყუილი და ინტრიგა,სულ ამაოდ,დღეს ის მისალმების ღირსადაც არ თვლიდა,მესიჯითაც კი არ მიულიცა ეს დღე,რუსკას ჯიუტად უნდოდა სხვისი წილი ბედნიერების მიტაცება თუმცა კი თავს დამნაშავედ არ თვლიდა,მეტიც მისი ტანჯვის და უბედურების სათავედ ლანას მიიჩნევდა,მისი არსებობის გამო ვერ შეძლო ბექასთვის თავი შეეყვარებინა,უძლიერდებოდა გულში ბოღმა და ლანას დატანჯვის სურვილი,ოდესმე დადგება დღე როცა ლანა უბედურებისაგან და ტკივილისგან იტირებს,ამ სიტყვებით იმშვიდებდა გულს.დიდხან იდგა აივანზე ერთ ადგილზე გაქვავებული და ფიქრებში წასული,მანამ სანამ დედამისმა არ დაუძახა,სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და ოთახში შევიდა.ამ დროს კი შეყვარებულებიკთ კარგად ერთობოდნენ,ბექამ ულამაზესი თეთრი ცხენი აჩუქა ლანას,რომელთანაც ნებისმიერ დროს შეეძლო მისულიყო და ეჯირითა,როცა წამოსვლა დააპირეს ლანას მობილურზე მესიჯის ხმა გაისმა ლანა ჩამორჩა დანარჩენებს რომ პასუხი მიეწერა,ბექაც მობრუნდა. -შოთიკომ მომწერა დამნაშავის ღიმილით უთხრა ლანამ. -უმაგისოდ როგორ ჩაივლიდა ეს დღე,თქვა ირონიით ბექამ. -შენ მოკლედ შესაძლებლობას არ უშვებ ხელიდან მასზე რომ არაფერი თქვა. -ხომ იცი არა რო ეგ ტიპი არ მევასება,ისიც ხომ იცი რომ შენთან კამათი არ მინდა მაგ ადამიანის გამო... -კარგი ხო გავიგე,გააწყვეტია ლანამ,აღარ მივწერ საერთოდ. -თუ კიდევ მოგწერს, მე თვითონ დაველაპარაკები მას და ის საუბარი ასე მშვიდად არ ჩაივლის,მისთვისვე აჯობებს არ შეგაწუხოს. -ნუ ბუზღუნებ აღარ მივწერ მეთქი გითხარი,ხომ იცი შენ ყველას და ყველაფერს მირჩევნიხარ,უთხრა და ჩახუტებულებმა გასწიეს მანქანისაკენ, -შენ არც ახლა მიგიწერია,თვითონ არ ისვენებს,მაინც ბუტბუტებდა ბექა. მეორე დილით ლექციაზე ისხდნენ ბექას მობილურზე მესიჯი რომ მოვიდა,წაიკითხა თუ არა მაშინვე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა აუდიტორიიდან. -რა მოხდა ასე რომ გავარდა,10 წუთში ხომ ისედაც ვამთავრებდით.თან ასე არ იცის ხოლმე შუა ლექციიდან გასვლა,ნამდვილად რაღაც მოხდა. -დამთავრდება ლექცია და ჩვენც გავიდეთ. ბექამ სწრაფად ჩაირბინა კიბეები და უნივერსიტეტის წინ ეზოში მდგარ რუსკას შეხვდა. -გაგიჟდი?აქ რას აკეთებ. -შენი ნახვა მინდოდა ბოლოჯერ,ამაზე ხომ შეთანხმებულები ვიყავით. -მე არ მითქვამს უნივერსიტეტის წინ გამომეცხადეთქო,მითუმეტეს რომ ლანაც აქ არის,ხომ მნახე ახლა წადი,სალაპარაკო აღარაფერია უთხრა ბექამ და შემობრუნდა. რუსკამ მათკენ მომავალი ლანა და თამუნა დაინახა,ბექას ხელი მოჰკიდა შეაჩერა,მერე კი ჩაეხუტა. -რას აკეთებ გაგიჟდი? -გთხოვ მხოლოდ ერთი გამოსამშვიდობებელი კოცნა და მერე თუნდაც მოვკვდე. ბექამ ვერც მიხვდა რა ხდებოდა,რუსკას სიტყვების გაანალიზებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი. -აი თურმე რა საქმე ჰქონია,ამის თქმაღა მოახერხა მათ შემხედვარე ლანამ,სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობაას,ლამის გარბოდა. -დამელოდე ლანა,მოიცადე მისდევდა თამუნა. --------------------- ესეც შემდეგი თავი მეგობრებო,მადლობა რომ კითხულობთ❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.