საკუთარი ბედნიერება(მეერვე თავი)
- ბექააა,გააგრძელა სიტყვა მეტი დამაჯერებლობისთვის ლანამ. -სიურპრიზია....მოკლედ ჩაილაპარაკა ბექამ. ------------------------------ -კარგი რა,რატომ გიყვარს ჩემი წვალება,მითხარიიი...არ ეშვებოდა ლანა. -სულაც არ მინდა შენი წვალება მაგრამ თუ გითხარი აბა რაღა სიურპრიზია.უთხრა ბექამ ღიმილით და ლანას ხელი გულში ჩაიხუტა. -კარგი ხო შენ გაიმარჯვე თქვა ლანამ ბუზღუნით და გაყუჩდა. ამასობაში გასცდნენ თბილისს,ლანა ისევ დუმდა,ისე კი ინტერესი კლავდა რაში მდგომარეობდა ბექას სიურპრიზი.ხშირად გაისმოდა ლანას მობილურზე ზარის და მესიჯის ხმა,შოთიკომაც მოულოცა,ყველაზე მეტად კი ლანა ბექას მშობლების ყურადღებამ გაახარა.თამუნა ხშირად წერდა და იგებდა ამბებს. მანქანა გუდაურში რომ შევიდა მხოლოდ ახლა მიხვდა ლანა,ირგვლივ ყველაფერი გადათეთრებული იყო.ერთ მყუდრო რესტორანთან გაჩერდნენ,გადავიდნენ და თავიანთ სუფრას მიუსხდნენ ირგვლივ ყველაფერი ჯადოსნური ეჩვენებოდა ლანას,ემოციებით თითქოს ლაპარაკის უნარიც გაუქრა და ვერაფერი უთხრა მხოლოდ ისღა მოახერხა რომ მთელი გრძნობით ჩაეხუტა ბექას,რაც მისთვის სიტყვებზე ბევრათ მეტის მთქმელი იყო.ამ სიტუაციას კიდევ უფრო რომანტიულს ხდიდა წყნარი მუსიკა და ფანჯრებს მიღმა მოციმციმე თეთრი ფიფქები.რესტორნის შემდეგ ცოტა ისრიალეს,რაც ლანას არც ისე კარგად გამოსდიოდა,რამდენჯერმე დაეცა რაზეც გულიანად იცინეს კიდეც,დაბნელებული იყო უკვე რომ წამოვიდნენ თბილისისკენ,გზაში იხსენებდნენ ერთად გატარებულ მხიარულ წუთებს.კორპუსთან რომ მივიდნენ ლანამ მადლობა გადაუხადა ამ ჯადოსნური დღისთვის და ჩქარი ნაბიჯით აირბინა კიბეები.კარი შეაღო თუ არა მაშინვე დაიწყო დღის ამბების მოყოლა,რუსკაც იქ იყო,ელოდებოდა მის დაბრუნებას რათა გაეგო როგორ გაატარეს ეს დღე,თამუნა აღფრთოვანებული დარჩა ბექას სიურპრიზით,რუსკას კი ბოლომდე არც მოუსმენია,სახლში წასვლა გადაწყვითა სიბრაზით და შურით რომ არაფერი წამოეროშა.გოგოებს გაუკვირდათ რა დაემართა ასე უკან მოუხედავად რომ გაიქცაო,რამდენიმე დღე აღარც გამოჩენილა,სახლში იჯდა,თვითონაც ხვდებოდა რომ შანსი არ ჰქონდა მაგრამ შეჩერებასაც აღარ აპირებდა,აღარც შეეძლო,იმდენად შეუყვარდა ბექა რომ მის გამო ყველაფერზე წამსვლელი იყო, სასწრაფოდ რაღაც უნდა ემოქმედა და ხელი შეეშალა ლანასა და ბექას ბედნიერებისთვის,გადაწყვიტა ბექას შეხვედროდა და ღიად ესაუბრა მის გრძნობებზე,რადგან უკვე გაჩუმებაც უმძიმდა,ბექას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა,მაინცდამაინც არ ესიამოვნა ეს განმარტოებითი შეხვედრა მაგრამ რადგან მობილურით არ უთხრა სათქმელი გადაწყვიტა მრგვალ ბაღთან ენახა.რუსკას იმაზე მეტად უჭირდა ლაპარაკი ვიდრე წარმოიდგენდა,შორიდან უვლიდა,ლანას დაბ.დღით წამოიწყო ლაპარაკი რომ მერე მთავარ სათქმელზე გადასულიყო. -ლანა გახარებული დაბრუნდა საოცარი სიურპრიზი გამოგივიდა. -ვეცადე კიდევ უფრო გამელამაზებინა ისედაც ლამაზი დღე და თუ გამომივიდა მიხარია,ღიმილით თქვა ბექამ. -ბედნიერი ვიქნებოდი მეც ისე ვყვარებოდი ვინმეს როგორც შენ გიყვარს ლანა. -მაგის დროც მოვა,ახლა კი მითხარი რა უნდა გეთქვა,მალე უნდა გავიდე,ეგეც არ იყოს ლანაზე სასაუბროდ ხომ არ მომიყვანე აქ...მიუგო ბექამ და თან არ ესიამოვნა საუბრის მიმართულება,თითქმის დარწმუნდა კიდეც მისი ეჭვების სისწორეში. -ლანაზე არა მაგრამ შენზე კი.მოკლედ უპასუხა რუსკამ. -ჩემზე?დავაშავე რამე?სიცილით იკითხა. -შენ არაფერი,აი მე კი დავაშავე როცა თავს უფლება მივეცი ასე ძალიან შემყვარებოდი,მითუმეტეს რომ სხვა გიყვარს და მე არაფრის იმედი უნდა მქონდეს,გამომცდელად დააყოლა ბოლო სიტყვები რუსკამ. -ამის გაგონებაზე ბექას თითქოს ცივი წყალი გადაავლესო,ხმა ვერ ამოიღო,პირველად არ იყო ასეთ სიტუაციაში მაგრამ ახლა მის წინ ლანას მეგობარი იყო...ხვდები მაინც რას ამბობ რუსკა?შენ ხომ ლანას მეგობარი ხარ. -ვიცი ბექა ვიცი,ცუდად ვიქცევი უახლოეს მეგობარს ვატყუებ მაგრამ რა ვქნა გულს ვერ ვუბრძანე,თან მე შენ ლანაზე ადრე გაგიცანი და შემიყვარდი.ვეღარ ვუძლებ ამ სიტუაციას და ამიტომ გითხარი თორემ ისევ ჩუმად ვიქნებოდი,გგონია ჩემთვის ადვილია?არც მე მინდოდა ასე გამოსულიყო,ყოველ დღე ვკვდები როცა ლანას ვუყურებ და ვატყუებ,რუსკა ისე დამაჯერებლად საუბრობდა ბექას კი არა ლამის თვითონაც დაიჯერა ლანასთან მეგობრობა... -რუსკა შენ ახლა ემოციები გალაპარაკებს,შემეჩვიე და გგონია რომ გიყვარვარ,სინამდვილეში რასაც შენ გრძნობ ჩემს მიმართ ძაან შორსაა სიყვარულისგან.ეს უბრალო შეჩვევაა და მეტი არაფერი. -ნეტავ ასე იყოს,დიდხანს ვებრძოდი თავს ვიდრე გეტყოდი,დარწმუნებული რომ არ ვიყო ჩემს გრძნობებში ახლა აქ არ ვისხდებოდით და არ ვისაუბრებდით...ალბათ შენ ჩემთან მეგობრობაც აღარ მოგინდება,ამას კი მართლა ვერ გავუძლებ ბექა თქვა და ცრემლები გადმოსცვივდა... -ჩვენ მეგობრები ვართ და სულ ასე იქნება,სხვა უფრო მეტზე ფიქრიც სისულელეა რუსკა,მერე რა რომ წლების წინ გამიცანი,ჩვენ შორის არც მაშინ ყოფილა რამე და მითუმეტეს მომავალშიც არ იქნება,მშვენივრად იცი მე სხვა მიყვარს, ლანაც მირეკავს,რედაქციაში უნდა მივაკითხო,გავედი მერე გნახავ,გულით შეეცოდა ბექას,მასზეც იმოქმედა გოგოს ცრემლებმა. მიეფარა თუ არა თვალს ბექა რუსკამ ცრემლები შეიმშრალა და უდარდელი სახით გაუყვა ქუჩას,ბექას არაფერი უთქვამს ლანასთვის,მთელი დღე ეფიქრებოდა ამ სიტუაციაზე,ცდილობდა ყველასთვის მისაღები გამოსავალი ეპოვა,მეორე დილით უნივერსიტეტში ერთად წავიდნენ თუმცა ერთი ლექციის შემდეგ წამოვიდნენ. -რაღაც არ მაქვს დღეს სალექციო განწყობა. -მეც ეგრე ვარ და მაგიტომაც ვზივართ ამ დროს მანქანაში,სიცილით უპასუხა ლანამ. -იცი ხვალ კარგი კონცერტია,სანდროს ვეტყვი და ოთხივე წავიდეთ. -კარგი აზრია მაგრამ თუ ხვალ არის ბილეთებიც აღარ იქნება. -მაგაზე არ იდარდო,რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით ვიყიდე. -ჩემი ჭკვიანი ბიჭი,მოეფერა ლანა. -ჩემი მობილური რეკავს,მომაწოდე გთხოვ უკან დევს ქურთუკის ჯიბეში. -გამომართვი რუსკა რეკავს. -რუსკა?იყოს მერე გადავურეკავ,ახლა მაინც საჭესთან ვზივარ. -გეპასუხა იქნებ რამე საქმე ჰქონდა. -ალბათ ისე მოსაკითხად რეკავდა.როგორც იცის ხოლმე. -ხოო? -რა იყო? -არაფერი არ მეგონა ასე ახლო ურთიერთობა თუ გქონდათ. -მომეჩვენა თუ არ მოგეწონა რომ დარეკა?უბრალოდ შენი მეგობარია და მაგიტომ თორე მე არაფერი ინტერესი არ მაქვს მაგ გოგოს მიმართ. -უბრალოდ გამიკვირდა,არასოდეს მოგწონდა და სულ გაურბოდი რუსკასთან ურთიერთობას,ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდი. -არც ახლა შეცვლილა რამე უბრალოდ შენს გამო ვურთიერთობ,მირეკავს და ხომ არ გამოვურთავ მობილურს,კაი რაა, რა გჭირს... -გასაგებია,თქვა და მუსიკას აუწია ლანამ,აშკარა იყო რომ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ უნდოდა. ბექაც უხმოდ იჯდა მოჩვენებითი სიმშვიდით,კორპურსთან შეაჩერა მანქანა,ლანა გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯით აირბინა სადარბაზოს კიბეები,თამუნა სახლში იყო კარტოფილს წვავდა,სუფრა გაშალეს დასხდნენ,თან ლანა ხვალინდელი კონცერტის ამბები ახარა. -მაგარია,მაგრამ სანდრო ვერ წამოვა. -რატო,ცუდად არის? -არა გოგო დამავიწყდა შენთვის მეთქვა,ერთი კვირაა მუშაობა დაიწყო. -მართლა?რა კარგია,სად მუშაობს? -ზუსტად არც მე ვიცი რაღაც უცხოური ფირმის ფინანსური მენეჯერია. -ეგ ძალიან მაგარი სიახლეა,ფინანსურადაც და წინსვლის მხრივაც.მე კი ძალიან სულელურად მოვიქეცი,დამნაშავის სახით თქვა ლანამ. -რა ჩაიდინე ასეთი?სიცილით იკითხა თამუნამ. -მე და ბექა ლექციებიდან რომ წამოვედით,მანქანაში ჩავსხედით თუ არა რუსკამ დაურეკა მობილურზე,მე კი ამაზე გავუჭედე,არ ველოდი ასე ხშირად თუ კონტაქტობდნენ და ვეღარ შევიკავე თავი. -მერე მაგაში სისულელეს სად ხედავ,ადეკვატური რეაქცია გქონია,მეც ეგრე მოვიქცეოდი... -კარგი რა თამო,რუსკაზე როგორ ვიეჭვიანე და მითუმეტეს ბექაზე. -მე მაინც განვმეორდები და კიდევ ერთხელ გეტყვი ათასჯერ ნათქვამ სიტყვებს,ყველას ბრმად ნუ ენდობი,ყველაში რა თქმა უნდა ბექა არ მიგულისხმია. ნელნელა საუბარში სახლიც მიალაგეს,ლანამ თინასაც დაურეკა,დილით სალონში წავიდნენ თამუნამ თმები შეიჭრა,იქედან მოსულები მოემზადნენ კონცერტზე წასასვლელად და დაელოდნენ ბექას მოსვლას.გარეთ თოვდა სუსუხიანი,ცივი ამინდი იყო.კარზე ზარის ხმაც გაისმა ბექა იყო რომელმაც გოგოებისთვის კომპლიმენტები არ დაიშურა,სადარბაზოს კიბეებზე რუსკა შემოხვდათ,რომელიც ბაზრიდან ბრუნდებოდა,მიესალმა სამივეს,ბექას შეეტყო უსიამოვნება მის დანახვაზე. -სად მიგეჩქარებათ ასე? -კონცერტზე მივდივართ.მოკლედ უთხრა ბექამ და კიბეზე დაეშვა,გოგოებიც მიჰყვნენ მას,რუსკა კი დარჩა შურით გაწიწმატებული,მიხვდა რომ ბექა აშკარად გაურბოდა.“ამას არ შეგარჩენ“ თქვა და კიბეს აუყვა. ამ დღემაც შესანიშნავად ჩაიარა,კარგად გაერთნენ,რუსკა კი მოსვენება დაკარგული ფანჯარასთან იდგა და ელოდებოდა მათ დაბრუნებას,აი მოვიდნენ კიდეც,სადარბაზომდე მოაცილა ბექამ და წავიდა.დილით 9 საათიც არ იყო რუსკამ რომ დაურეკა და საყვედურებით აავსო ბექა,რატომ გამირბიხარ და თავს მარიდებო,ბექა არწმუნებდა რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრობა იყო უფრო სამართლიანი იქნება თუ ამას უბრალო ნაცნობობას დავარქმევთ თუმცა არაფერი გაუვიდა,ამის შემდეგ ხშირად ურეკავდა ბექა რომ გადაიღალა ამ ყველაფრით და ვერაფერი შეაგნებინა გადაწყვიტა რომ მასთან ურთიერთობის ყველა ძაფი გაეწყვიტა,რუსკა კი პირიქით გააფთრთა,ნამდვილ აკვიატებად ექცა ბექა,იმედოვნებდა რომ ერთ მშვენიერ დღესაც დაიმკვიდრებდა ბექას გულში ადგილს,ლანას დაავიწყებდა და ერთად იქნებოდნენ. დილით ადრე გაიღვიძა ბექამ ლანასთან არ დარეკა არ უნდოდა გაეღვიძებინა, ივარჯიშა მერე შხაპი მიიღო მისდა გასაოცრად თვითონ დარეკა ლანამ. -ასე ადრე რამ გაგაღვიძა ჩემო პატარა? -ბოთე რაღა ადრე 10 საათია. -ხო მაგრამ შენ ხომ გიყვარს დილით ძილი,მითუმეტეს რომ ლექციები არ გვაქვს დღეს,რომ იცოდე რამდენი ვივარჯიშე დრო რომ გამეყვანა შენს გაღვიძებამდე,დავაკვდი სარბენ ბილიკს,სიცილით დაამატა ბექამ. -შენ ბედად დამირეკია თორემ გადაიწვებოდი სიცილითვე უთხრა ლანამ. -მეღადავე ახლა რაც დამემართა არ მეყო ხო,თავი შეაცოდა ბექამ. -ნუღარ მაიმუნობ,იცი დღეს სახლში ვაპირებ ჩასვლას. -რამე ხდება თუ ისე ნახავ შენებს? -დღეს მამაჩემის დაბ.დღეა მინდა სიურპრიზი გავუკეთო. -თავიდანვე ასე გეთქვა,მეც მოვდივარ და ერთად მივულოცოთ. -იყავი მე და თამო წავალთ,არ მინდა შენ საქმეებს მოგაცდინო. -ლანა ეგ რა ლაპარაკია,ხომ იცი ამ თოვლში და სიცივეში არ გაგიშვებ მარშუტით,40 წუთში მანდ ვარ ასე რომ მოემზადო ჩემო ლამაზო,ჩასძახა ბექამ მობილურში და გათიშა. ლანამ მაშინვე თამუნას ახარა რომ ბექაც მასთან ერთად მიდიოდა. -რაა,მაგაზე კარგს ვერაფერს მეტყოდი,როგორ მიხვდა რომ გვეზარებოდა მარშუტით მგზავრობა. -მაგიტომაც არის ჩემი გადარეული მაგრამ ყველაზე საყვარელი ამ ქვეყნად,ყველაფერს უსიტყვოდ ხვდება,თქვა ლანამ და ორივენი გიჟებივით ახარხარდნენ. ამასობაში ბექამ ისაუზმა,საჭირო ნივთები ჩაალაგა,მშობლებს დაემშვიდობა და დათქმულ დროზე ლანას კორპუსთან იდგა.გოგოებიც მაშინვე ჩამოვიდნენ დრო რომ არ დაეკარგათ,წინ დიდი გზა ჰქონდათ,დაახლოებით 3საათი ჭირდებოდათ ჩასასვლელად,მაგრამ ეს დრო ისე გავიოდა ლაპარაკში და სიცილში ვერც კი შენიშნეს ისე აღმოჩნდნენ დანიშნულების ადგილზე,ლანამ აირბინა კიბეები და ზარი დარეკა,კარი მამამ გააღო მიიულოცა,მერე დედას გადაეხვია,სახლში ხმაური და ხალხმრავლობა იყო სხვა დღეებისგან განსხვავებით,სტუმრებსაც მიესალმა მერე სამზარეულოში შევიდა და თინას ეხმარებოდა,ბექამ თამუნა მიაცილა სახლამდე,თვითონ კი სასტუმროში დაბინავდა რომელიც არ გამოირჩეოდა კომფორტით თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა,იუბილარს ტელეფონით მიულოცა,მისვლა მოერიდა არ უნდოდა სტუმრებთან უხერხულ სიტუაციაში ჩაეყენებინა ლანა და მისი ოჯახი,გურამს ძალიან ეამა ყურადღება და დაფასება,საღამო გვიანობამდე გაგრძელდა,ბოლო სტუმარიც რომ გააცილეს,აალაგეს სუფრა და უხმოდ წავიდნენ საძინებლებისკენ,გადაღლილებს ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდათ,ლანამ საძინებელში რომ შევიდა მერე გაახსენდა მობილური დახედა და როგორც ყოველთვის ბექას და თამუნას ზარები იყო,ბექას მაშინვე მიწერა მესიჯი,თამუნას კი დილით დავურეკავო იფიქრა,ღამის ნათურაც გამორთო ბალიშს ჩაეხუტა და დაიძინა.დილით 9 საათი იყო ისევ თამუნას ზარმა გააღვიძა: -ღმერთო ჩემო რა გჭირს გამაგებინე რომ არ მაცდი მოსვენებას არც დილით და არც ღამით,ბუზგუნებდა ლანა ნამძინარები ხმით. -მე არაფერი გოგო სამსახურიდან დამირეკეს,სტატიები გვაქვს მისატანი სასწრაფოდ. -რატო ასე მალე?ეგ ხომ ცამეტში იბეჭდება და ათია დღეს. -მეც გამიკვირდა გოგო მაგრამ დღეს თუ არა ხვალ მზად იყოსო,მოემზადე და ნახევარ საათში გამოგივლით. -კარგი ხო კარგი,არადა მინდოდა დღესაც დარჩენა. -მეც მაგრამ არ გამოდის,მიდი ადექი მოიფხიზლე და გავედით,როგორც ჩავალთ ეგრევე უნდა დავიწყოთ სტატიაზე მუშაობა. ლანა გამოემშვიდობა მშობლებს მერე კი მანქანაში განაგრძო ბუზღუნი რომ დასვენებას არ აცლიდნენ. -დასვენება თუ გინდათ ჩემს აგარაკზე გეპატიჟებით,ყველა პირობაა კარგი დასვენებისთვის,ცხენებითაც იჯირითებთ. -ახლა არა მაგრამ ზაფხულზე კარგი იქნება,ცხენებიც თუ გყავდა აგარაკზე არ ვიცოდი. -რავი არ გამხსენებია მეთქვა და არც შენ გიკითხავს. -არადა როგორ მიყვარს ცხენები,ეგ რომ მცოდნოდა აქამდე ვესტუმრებოდი შენს აგარაკს,სიცილით დააყოლა ლანამ. -ცოტა რომ მოვიცლით მართლა წავიდეთ რა ბავშვებოო,ინტერესით ჩაურთო თამუნამ. პირველ საათზე უკვე თბილისში იყვნენ,მდივანზე დასხდნენ ხილი მიირთვეს მერე კი შეუდგნენ სტატიაზე მუშაობას,საღამოს მზად ჰქონდათ,რედაქტორს დაურეკეს და ელ. ვერსია გადაუგზავნეს და ამით რედაქციაში მისვლას გადაურჩნენ.ბექა კი ამ დროს რუსკას ესაუბრებოდა და ათასჯერ ნათქვამს უმეორებდა: -გაიგე ბოლოს და ბოლოს შენთან არანაირი ურთიერთობა არ მინადა,გოგო ხარ და არ მინდა შეურაცყოფა მოგაყენო,შემეშვიი... -კარგი ოღონდ ერთხელ შემხვდი,უკანასკნელად. -არანაირად,ისედაც დასრულდება ეს გაუგებრობა ამ საუბრით,ისე თითქოს არც არასდროს გითქვამს რამე... -მაშ ასე?ახლა ლანასთან ჩავალ და მოვუყვები როგორ შემაყვარე თავი და მაიმედებდი,მერე კი მიმატოვე,ხომ იცი არ გამიჭირდება დავაჯერო ეს ზღაპარი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.