შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ერთხელ აეროპორტში" თავი 3


3-06-2018, 19:18
ავტორი lena lena
ნანახია 1 624

რომ შემეძლოს 8 აგვისტოს კალენდრიდან ამოვიღებდი. მეზიზღება ამ დღის გათენება.სწორედ ამ დღეს რეალობა ისე მწარედ მიჭერს კისერში ხელს, რომ სუნთქვა მიჭირს.
ამ დღეს ნაწილ-ნაწილ ვიშლები და რამოდენიმე დღე ვუნდები სულის ნატეხების შეწებებას, ნიღბის მორგებას და "ბედნიერი" ლენას დაბრუნებას. უკვე მღვიძავს თუმცა, თვალებს ჯიუტად არ ვახელ. არ შემიძლია ჩემს ოთახში მჯდომარე დედის ცრემლით გაჟღენთილი თვალების ყურება. თითქოს სირაქლემის პოზის მორგებით გავაქრობ ამ 6 წელს და ცხოვრების მწარე სილასაც ავიცილებ.
დახუჭული თვალებიდან ნაკადულით მცვივა ცხარე ცრემლები. დედის თბილი ხელები თმაზე მონოტონურად მეფერება და წამიერად მიელვებს "იმ" დღის ყველა კადრი.
6 წლის წინ. 8 აგვისტო.
-მააა. მაამაა- ბოლო ხმაზე ვკივი და პიჟამოებისმამარა გავრბივარ ოთახიდან. მამაჩემი კართან ჩერდება და ღიმილიანი სახით მიყურებს.
-მაინც ვერ გაგეპარე ხო ეშმაკუნა?
ცხვირზე მკოცნის და ისედაც აბურდულ თმებს უარესად მიჩეჩავს.
-აუ მა წამოვალ რა მეც ....გთხოოვ
შრეკის კატის თვალებით ვუყურებ და ორი თითით კისერს ვიწელავ.
-ლენა გაფრთხილებ შუა ღამეს რომ გაგახსენდეს შენი მეგობრის დაბადების დღე, სახლში დატოვებული ყურსასმენები, მშიერი ზაზუნა, უინტერნეტობა ან მსგავსი სისულელეები, რომლის გამოც არაერთხელ წამომიყვანე სოფლიდან ღამის სამ საათზე შენ სიცოცხლეს ვფიცავარ 3 კვირა ფეხს არ გააადგამ სახლიდან-მეუბნება მკაცრად და თითს გამაფრთხილებელად მიქნევს.
-არის სერ!
ვპასუხობ ყურებამდე გაკრეჭილი, მხედრულ სალამს ვაძლევ და მომღიმარ დედას ლოყებს ვუწელავ.
თუ გაინტერესებთ გეტყვით რომ ასე ძალიან ლეჩხუმში ჩემს საყვარელ ბებოსთან მინდოდა წასვლა. ორი დღის წინ მამიკოს დაურეკა და სახლის სახურავის შეკეთება სთხოვა. დედა სამსახურის გამო ვერ ახერხებდა წამოსვლასაი ჩემთვის კი ბებოს ტკბილეულით პირის ჩატკბარუნება და ჰამაკში უდარდელად ქანავი მადლი იყო.
გამზადებული მამაჩემის მანქანაში ჩავხტი და სოფლისკენ გავწიეთ. მანქანაში ბოლო ხმაზე აწეული მისი ენერგიულად ვყვებოდი და რამდენადაც ამის საშუალება მქონდა ვცეკვავდი კიდეც.მამაჩემი ღიმილიანი სახით გადმომხედავდა და შიგადაშიგ მყვებოდა კიდეც.ქუთაისიდან 10 წუთის გასულები ვიყავით ძლიერმა ბიძგმა მანქანას ტრაექტორია შეუცვალა. წამიერად მახსოვს როგორ ინერციით წავიდა მანქანა უახლოესი ბოძისაკენ . კიდევ მამაჩემის ღრიალი მახსოვს მერე ჩემზე გადაფარებული სხეული და უკანასკნელი სიტყვები "მამა შენთანაა". მარჯვენა ხელის მწვავე ტკივილი ვიგრძენი მერე დაბნელდა.
პერიოდულად მოვდიოდი გონზე. ვიღაც მტკივანი ხელზე მთელი ძალით მექაჩებოდა.
ცხელ ასფალტზე ამწვარი ზურგი.
ვიღაცის დიდი ხელები ჩემს სახეზე.
სირენების გამაყრუებელი ხმა.
ბოხი ხმით ნათქვამი "დარჩი".
და ჩემს ბაგეს დაცდენილი ერთადერთი სიტყვა -"მამა".
გონს რომ მოვედი გულისრევის შეგრძნება დამეუფლა
ძლივს გადავყლაპე ნერწყვი გამომშრალ კისერში.
გაჭირვებით ამოვიხრიალე -მამა როგორაა??
ხელზე მომენტალურად ვიგრძენი სიმძიმის მოხსნა. თურმე დედას ედო თავი.
ვეღარ ვიცანი. გაჭაღარავებულიყო. ტუჩის კუთხეებში ნაოჭებიც შევნიშნე. ტირილისგან თვალის უპეები შესუპებოდა.
ცრემლები წამოუვიდა და ხმით აღრიალდა.
-დედა მამა სად არის? -ყვირილზე გადავედი. გაფითრებული შემოვარდა ექიმი. ნუ ნერვიულობ არ შეიძლება ო !
ვინ უსმენდა. მოსალოდნელია უბედურებამ სხეული ამიწვა. მერე მოვითენთე. "დამამშვიდებელი" გამიელვა გონებაში და გავუთიშე.
მეორედ რომ მოვედი გონს პალატაში უცხო ბიჭი შევნიშნე.
-მამაჩემი როგორაა? ვკითხე და საერთოდ არ მანაღვლებდა რომ უცხო იყო.უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა რომ ჩემი კედელი ისევ მყარად იდგა ჩემს ზურგს უკან.
-ლენ დამშვიდდი... დაიწყო უცნობმა
-შენ ვინ ხარ საერთოდ რომ მამშვიდებ? აქ რა გინდა? უკვე ვყვიროდი. დედა შემოვარდა და მაშინვე ჩემთან გაჩნდა.
-ლენა დამშვიდდი მან გადაგარჩინა. ის არაფერს დაგიშავებს.
-ფეხებზე გაიგეთ? მამა სად არის? მამა როგორაა? ვყვიროდი ხმა ჩახლეჩილი.
გაფითრდა. რამოდენიმე მტკივნეული წამის შემდეგ კი სხეულში ელვის სახით დამიარა ორადორმა სიტყვამ.
-ვეღარ გაუძლო.
საწოლზე ვერ მაკავებდნენ.
არ ვიცი რატომ,მაგრამ ყველა ნივთი რომელსაც მივედი ჩემს "გადამრჩენელს" ვესროლე რომელიც ერთ ადგილზე გახევებულიყო. ცრემლებისგან დაბინდული თვალებით მხოლოდ ფიგურების გარჩევას ვახერხებდი და ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი.
-გაეთრიე. რატომ გადამრჩინე? დაგეტოვებინე იქ!
ვბღაოდი ბოლო ხმაზე.
კახაბერ დაგვტოვე-მკაცრად უთხრა ექიმმა. ისიც გავიდა და მას შემდეგ აღარც მინახავს. როგორც გავიგე ხშირად მოდიოდა და ჩემს ამბავს კითხულობდა. არ მინდოდა მისი ნახვა მიუხედავად იმისა რომ მისგან სიცოცხლით ვიყავი დავალებული.
რთული გასანაალიზებელი აღმოჩნდა 12 წლის ბავშვისთვის მამის დაკარგვა.
6 თვე ფეხზე გავლა მიჭირდა. დროდადრო გარეგნული იარები შეხორცხდა სულიერი ვერა.
ყოველი წლის 8 აგვისტოს თავიდან გავდივარ სიკვდილის გზას.
..

-ლენა ადექი დე საჭმელი მაინც ჭამე-ფიქრებიდან დედაჩემის ხმამ გამომიყვანა.
-ცოტა ხანი და გამოვალ- ვუთხარი ტირილისგან დაბოხებული ხმით და გვერდი ვიცვალე.
დედას გასვლა და კარებზე ბრახუნის ატეხა ერთი იყო.
-ლენა გამოეტიე ოთახიდან შე ზარმაცო.
კარები შემოგლიჯა ელემ და მიუხედავად მისი მხიარული ტონისააინც ადვილად შევამჩნიე ნერვიული ქმედებები. იცოდა ჩემთვის რამდენად რთული იყო დღევანდელი დღე და ცდილობდა დამხმარებოდა.
-აუ ლენ ნიამ დამპატიჟა დაბ დღეზე და შენი წითელი კაბა მათხოვე.
მითხრა ნიცამ და საწოლზე დახტა.
არდა ნიას დაბ დღე ორი თვის მერეა. ვხვდებოდი როგორ ცდილობდნენ ყურადღება გადამეტანა.
-აიღე
ვუთხარი უხალისოდ და სააბაზანოსკენ წავედი.
სარაფანი გადავიცვი და მაგიდას მივუჯექი.
-დედა ჭამე რამე
მითხრა დედამ და ხელზე ხელი დამადო
-ჰო !
ამოვიბლუკუნე და თეფშზე ჩანგლის რიტმული კაკუნი განვაგრძე. ელე ისევ ულიმიტოთ ლაქლაქობდა ნიცა კი ნახელავს უქებდა დედაჩემს.
-ლენა რამე მაინც ჭამე დე
მითხრა ისევ დედამ.
-შემეშვი გესმის შემეშვი! თავი დამანებეთ გაიგეთ? მაცადეთ დღევანდელი დღე!
წყლის ჭიქა იატაკზე დავახეტქე და დედის ცრემლიანი თვალები დავაიგნორე.
სასწრაფოდ წამოვვარდი ფეხზე და ქუჩაში გავვარდი.
არ მახსოვს როგორ ჩავიარე კიბეები. შიშველი ფეხიაგულების ცხელ ასფალტზე შეხებისას ამწვარ კანსაც ვერ ვგრძნობდი. ცხელი ცრემლები მიწვავდა სახეს.
გაწეწილი თმების გასწორება არც მიცდია. არც წვეტიანი ქვების შეხებისას გამოწვეული ტკივილი ჩამიგდია რამედ.ისე ავედი მამის საფლავზე.
დღეს მეხუთედ მოვედი აქ მთელი ამ დროის განმავლობაში. ტკივილისგან სული დამესერა. მეგონა გულში ხანჯალს მიყრიდნენ.მის საფლავთან ჩავიჩოქე და მიწა ფრჩხილებით მოვპოტნე. დაჭრილი ცხოველივით ვღმუოდი.
ვეჩხუბებოდი
ვეფერებოდი
ვთხოვდი
ვევედრებოდი
მაგრამ არ ბრუნდებოდა.
ვიღაცის ძლიერმა მკლავებმა გამაკავა. დაუძლურებულმა წინააღმდეგობაც კი ვერ გავუწიე. უბრალოდ ოთხად მოვიკუნტე და სლუკუნი განვაგრძე.
თმაზე დიდი ხელების რიტმულ ფერებას ვგრძნობდი და ნატკივილარი ხმით წარმოთქმულ დამამშვიდებელ სიტყვებს ვუსმენდი. ტირილით გული რომ მოვიოხე და გონებამ ნორმალურად ფუნქციონირების უნარი რომ დაიბრუნა მისი მკლავებიდან თავის დაღწევას შევეცადე.
ჩემს ნებას დაჰყვა და გამანთავკსუფლა.
გაოგნებული მივაჩერდი თაფლისფერთვალებას.
-მარმელადო? ამოვიბლუკუნე და ჩემი მწვანეები მის თაფლისფერებს გავუწორე- აქ რა გინდა?
უხერხულად შეიშმუშნა.
- მე ვიცოდი რომ მოხვიდოდი.-მითხრა თითქმის ჩურჩულით.
-რა? საიდან?:გაოცებულმა ვკითხე და უკან დავიხიე.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ხრინწიანი ხმით მითხრა
-ყველაფერს მოგიყვები მაგრამ იქამდე ჩემთან წამოხვალ შენს ფეხისგულებს მივხედავთ, დამშვიდდები და მერე ხო? ინსტიქტურად დავუქნიე თავი და ცხვარივით გავყევი უკან. სისულელეა გაჰყვე ადამიანს სახლში რომელის სახელიც კი არ იცი თუმცა არსებობს ადამიანები რომელთაც უსიტყვოდ ენდობი და ამას გონება კი არა გული წყვეტს.
ტაქსით 10 წუთში მივედით მის ბინაში . საკმაოდ მდიდრულად ქონდა მოწყობილი, იმდენად მდიდრულად რომ ამ ბინის მფლობელი მანქანის ყიდვასაც ადვილად შეძლებდა.
უსიტყვოდ დამიმუშავა ჭრილობები და მისი კედებიც მომცა რომლის ცალშიც ჩემი ორივე ფეხი თავისუფლად ჩავიდოდა.
მალინიანი ჩაი დამიდგა მაგიდაზე და თვითონ ჩემს პირისპირ ჩამოჯდა.
უპასუხო კითხვებია კისრში წამიჭირა და სიჩუმე დავარღვიე.
-საიდან იცოდი სად ვიქნებოდი?
-მელანო შენ გიცნობ ლენ-მითხრა ნაღვლიანად და თავი დახარა.
-მაგრამ საიდან?
აღვშფოთდი მე და ოთახში ნერვიულად დავიწყე ბოლთის ცემა.
-არ ვიცი ეს რამეს გაგახსენებს თუ არა მაგრამ მე კახაბერი მქვია. კახაბერ დარბინიანი.
რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ინტერესით მკითხა:
- რამეს გახსენებს ეს სახელი?
-არა. ვუპასუხე დაბნეულმა. უფროსწორად კი მაგრამ შენ იქ ვერ იქნებოდი...ანუ ვგულისხმობ რომ უბრალოდ....ეს ყველაფერი...
-მე ვიყავი ლენ მე! მე გამოგიყვანე იმ წყეული მანქანიდან.ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა.
წონასწორობის დასაცავად მაგიდის ზედაპირს დავეყრდენი.
-ამ ექვსი წლის განმავლობაში შენს აჩრდილად ვიქეცი ლენ. თავიდან უბრალოდ მეცოდებოდი იმ ტკივილისთვის რომელსაც ატარებდი. დროთა განმავლობაში მივხვდი რომ ყველა ფიქრის ხაზს შენთან მოვყავდი ლენ.დედაშენსაც რეგულარულად ვნახულობდი თუმცა არასოდეს გამომითქვამს შენთან შეხვედრის სურვილი, არც მას შემოუთავაზებია რადგან შენი რეაქციის ეშინოდა იმ დღის შემდეგ რაც პირველად პალატაში მნახე.
ვერც კი წარმოიდგენ კაფეში შენთან მოსვლა რამდენად გამიჭირდა. გულის სიღრმეში მჯეროდა რომ მიცნობდი. არ ვიცი გამიხარდა თუ მეწყინა რომ არ გახსოვდი. ექვსი წელია მანქანაზე უარი ვთქვი ლენ.
ვერ ვეკარები.
მეშინია.
მაშინვე თავლწინ შენი უსიცოცხლო სახე მიდგება ლენ.გახსოვდეს რაც არ უნდა გაუჭირდეს ლენ მე შენ გვერდით ვარ .დაასრულა მონოლოგი და შუბლზე მაკოცა.
მოწოლილმა ცრემლებმა თვალები ამიწვა. ერთადერთი რაც შევძელი ის იყო რომ ხელები ძლიერად მომეხვია და თავი მის კისერში ჩამერგო.
ოდნავ რომ დავმშვიდდი სახლში წაყვანა ვთხოვე.მანაც უსიტყვოდ გამოიძახა ტაქსი და წამიყვანა. დედა შეცბა როდესაც ერთად დაგვინახა თუმცა მალევე გაუნათა სახე ჩვეულმა ღიმილმა და გულში თბილად ჩაიკრა კახი.
მე საწოლამდე ძლივს მივათრიე სხეული. მაშინვე ჩამეძინა.
-დე კახაბერია მოსული შენი ნახვა უნდა-ჩამესმა დედას ტკბილი ხმა და თაფლისფერთვალებას სახელის გაგონებაზე მომენტალურად გამოვფხიზლდი და დედას ვუთხარი რომ გავიდოდი. -დედა დავუძახე სანამ გავიდოდა. -მაპატიე რა დე სირცხვილმა სხეული ამიწვა. შუბლზე მომაწება ტუჩები და უხმო პატიებამ კიდევ ერთხელ მაგრძნობინა თავი დამნაშავედ.
-რამე ხდება კახი? ვკითხე თვალების ფშვნეტით. ჩემს სახეზე გადაიხარხარა და თითებით წყალი შემაპკურა სახეზე.
-მიდი მძინარა ჩაიცვი კლუბში გავიდეთ. შენი გოგოები იქ არიან და ჩემებსაც გაგაცნობ.
-შენი გოგოები უნდა გამაცნო? ვკითხე თვალებდამრგვალებულმა.
-ხო ჩემი გოგოები. მაღალი, კუნთიანი, წვერიანი გოგოები. ძალიან საყვარლები არიან იმედია დადაქალდებით. თავი დამიქნია გულუბრყვილოდ.
-მერე იტყვის იდიოტი არ ვარ-ამოვიფრუტუნე და ოთახისკენ წავედი.
კლუბში მისულებს ჩემი გოგოები მისულები დაგვხვდნენ. ელე ფაქტიურად გადაფსკვნილი იყო ერთ ქერაზე და სექსუალურად ამოძრავებდა ტანს. ნიცა კი მონდომებით უხსნიდა ხელებით რაღაცას შავგვრემან ბიჭს და ეს უკანასკნელიც ღიმილით უკრავდა თავს. მუსიკის დასრულებისთანავე ელე ქერას მოსცილდა და ჩვენსკენ წამოვიდა.
-ლენ გაიცანი ეს ბაჩოა ქერაზე მიმითითა. ეს რომეო ამჯერად შავგვრემანზე მიმანიშნა . ეს რეზიკოა მიჩვენა ყავისფერთმიან გარუჯულ ბიჭზე აი ეს კი ლუკაა. სამეგობროს მთავარი რგოლი და ყველას მესაიდუმლე.
პირველი რაც შევნიშნე ეს ლუკას მომხიბვლელი ღიმილი იყო. ყურებამდე გაკრეჭილმა წელზე ხელები მომხვია და დამატრიალა. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა მაგრამ ალბათ ეს ლუკას ჩვეული იმიჯი იყო რადგან ბიჭებს წამითაც არ გაჰკვირვებიათ.
-მიხარია შენი გაცნობა ლენა მე ლუკა ვარ თქვენი მონა მორჩილი მითხრა და თეატრალურად მეამბორა ხელის ზურგზე.
-ლენას უკვე იცნობთ გადმოცემით მაგრამ ფორმალობისთვის მაინც... ეს ლენა ყიფშიძეა ჩემი შეყვარებული.
-რა..ააა? ამოვიბლუკუნე სიმწრით
-უი შენთვის თქმა დამავიწყდა? მომიბრუნდა გაოცებული
ნუ რა მნიშვნელობა აქ ახლა ხო იცი -თვალი ჩამიკრა და მაგიდისკენ მიბიძგა.



№1  offline მოდერი abezara98

დედაა, რა მომენტზე გაწყვიტე? smile რა ვქნა ახლა მე? smile ინტრიგანოო, გელოდებიი blush

 


№2  offline წევრი lena lena

abezara98
დედაა, რა მომენტზე გაწყვიტე? smile რა ვქნა ახლა მე? smile ინტრიგანოო, გელოდებიი blush

მადლობა რომ კითხულობ <3
ხვალვე ავტვირთავ :X

 


№3  offline წევრი lena lena

mirandaa31
შენთვის თქმა დამავიწყდაო :დ საყვარელი კახაბერი. კარგია ძალიან <3 გელოდები ახალი თავით

ხვალ ავტვირთავ <3
მადლობა მოტივაციისთვის

 


№4  offline წევრი isterichka123

shentvistqma damaviwydao momewone kAia gagrdzele

 


№5  offline წევრი lena lena

isterichka123
shentvistqma damaviwydao momewone kAia gagrdzele

აუცილებლად ავტვირთავ დღეს <3
მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent