შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

My life for me, my heart for you


3-06-2018, 19:59
ავტორი Shiraiuki
ნანახია 1 636

My life for me, my heart for you
დღეს, 19:59 ავტორი Shiraiuki ნანახია 0 რედაქტირება
My life for me, my heart for you
-ძლივს დაიწყო საახალწლო არდადეგები
-აუ ხო, ახალ წელს ჩემთან შევხვდეთ
-ოუუ იეე ბეიბიი....გადავედით?
-აჰამმ
გზაზე გადადიოდნენ როდესაც ერთ-ერთს მანქანა დაეჯახა ჰაერშ აისროლა და ძირს ისეთი სისწრაფიტ დაეცა ყველას ეგონა მოკვდაო, მაგრამ თავი აწია და ისტერიული ტირილი აუტყდა, წითელი ტოიოტადან ორი შენიღბული მამაკაცი გადმოვიდა პატარა გოგონა მანქანაში ჩატენეს და გაუჩინარდნენ. გზაში პატარა გოგომ გონება დაკარგ, როდესაც გაიღვიზა საწოლსი იწვა დ აპარატის წრიპინი ესმოდა. თავი საავადმყოფოში ეგონა მაგრამ ოთახში ეიმის ნაცვლად შარვალ კოსტიუმში გამოწობილი მამაკაცი შევიდა, კმაყოფილი იმილით უყურებდა გოგონს, რომელიც შშინებული აცეცებდა თვალებს.
-სად ვარ?
-შემ თვით სიკვდილთან ანუ ჩემთან მოხვედი.
-უკაცრავად?
- მოგესლმებით ჯოჯოხეთშითაკო...ერთი გაიცინა და ოთახი დატოვა.
„ესეიგი თაკო მქვია და აქ რას ვაკეთებ? ან ეს ვინიყო? საგიჟეთში ვარ? კომაში ჩავვარდი და პარალელურ სამყაროში ვარ?’’ ვერ იხსენებდა რა მოხდა, ვინ იყო ან სად იყო. ამის გამო უფრო ეშინოდა. ერთი კვირა ჩვეულებრივ აჩმევდნენ, მედიკამენტებს აძლევდნენ..ერთი კვირის შემდეგ კი თაკომ თვალები სარდაფში გაახილა, სიკვდილის სუნი იდგა ყოველ კუთხეში, ის გალიაში იჯდა, წინ კი სკმაზე დაბმული ალბათ მისივე ასაკის გოგონა იჯდა, რა ხდებოდა ვერ გაეგო, ოთახში ისევ ის კაცი შევიდა.
-აქ რა მინდა? (შეშინებულმა იკითხა)
-მე გითხარი რომ ჯოჯოხეთში მოხვდი და აი ისიც ჯოჯოხეთი.
გაიღიმა და სკამზე მიბმულ გოგონას ძლიერად გაარტყა, თაკომ თვალები დახუჭა, თუმა ესმოდა გოგონას წიოკი და ტირილი, ემუდარებოდა არ მომკლაო, ის კი ჰპირდებოდა რომ სანამ მას ენდომებოდა ის არ მოკვდებოდა, ხმა რომ მიწყნარდა თვალები გაახილა, მაგრამ მასინვე ინანა დაინახა კაცმა როგორ აიღო ხელში პლასკაპუცი და პტარა გოგოს საჩვენებელი თითიდან ფრცხილი მოაგლიჯა. საშინლა აკივლდა ატარა გოგონა, თაკო კი ტიროდა ეშინოდა, დახმარება უნდოდა, ამიტომ გალიის კარებს ეჯაჯგურებოდა, მაგრამ არ იღებოდა, ვერ გააღო, სამი თითიდან კიდევ მოაგლიჯა ფრჩხილი, ისევ გაისმა გულის შემძვრელი კივილი. ოტახში კიდევ ვიღაც შემოვიდა და სიკვდილს უთხრ წასვლის დროაო. წაიდნენ. თაკომ შვებით ამოისუნთქა, პატარა გოგო ტირილს აგრძლებდა, თაკოც აჰყვა ტირილში, მაგრამ ძალა მოიკრიბა და პატარა გოგოს გამოელაპარაკა.
-ჰეი, გთხოვ ნუ ტირი, მოგირჩება და უფრო ლამაზი ფრჩხილები ამოგივა. ხმას არ იღებ, ხუმრობა ვცადე და არ გამომივიდა, კარგად ხარ? ნუ ტირი დამელაპარაკე ყურადღებას გადაიტან. რა გქვია?
-ნიცა, კარგად არ ვარ მეშინია, ის ყველას მოკლავს!
-არა, ჩვენ არ მოვკვდებით ჩვენ აქედან გავიქცევით!
-ეგ იმანაც თვა ვინც აქ ჩემამდე იჯდა, მაგრამ როგორც ხედავ ისევ აქ ვარ და ახლა ის მე მომკლავს შემდეგი შენ იქნები!
-რა თქვი?
-ხო ჩემამდე ერთი გოგო უკვე მოკლდა და მერწმუნე აქედან ვერ გააღწევ, ჩვენ უკვე ვცადეთ, მაგრამ გალიის იქით ვერ წავედით.
ტირილი აუტყდა თაკოს, საშინლად ეშინოდა, მას სიცოცხლე უნდოდა ჯერ ხომ სულ რაღაც 17 წლისაა, მას ხომ ჯერ არ ჰყვარებია, სკოლაც არ დაუმთავრებია და ჯერ სამათალ დამცავიც არ გამხდარა. ოთახში ორი მამაკაცი შვიდა და კიდევ ერთი გოგო შეიყვანეს. თაკოსთან გალიაში დააგდეს და ოთახი დატოვეს. პატარა გოგოს მივარდა და გამოფხიზლება დაუწყო.
-ჰეი გამოფხიზლდი თვალები გაახილე გთხოვ.
-ცოცხალია? (ნიცა)
-კი სუნთქავს.
თვალები გაახილა პატარა გოგომ და გარემო შეათვალიერა.
-აქ რა მინდა? თქვენ ვინ ხართ? ის სკამზე რატომაა მიბმული?
-არ ვიცით აქ რა გინდა ან შენ ან ჩვენ, მაგრამ აქ კარგი არაფერი მოხდება, მე თაკო ვარ ის ნიცაა.
-მე ლილე ვარ, სკამზე რატომ ხარ მიბმული ნიცა?
ხმა ვერ ამოვიღეს ან რა უნდა ეთქვათ მას აწამებენ და ჩვენც იგივე მოგველისო? რამის ტქმას გაჩუმება არჩიეს.
-რამდენი წლის ხარ ლილე?
-16ის თქვენ
-მე 17 წლის ვარ (თაკო)
-მეც 16ის ვარ (ნიცა)
ოთახში ის კაცი შევიდა ვინც ნიცას აწამებდა.
-მშენი დრო ამოიწურა!
უთხრა ნიცას და ტყვია დაახალა გულთან ახლოს...ნიცას სულის შემძვრელი კივილი ალბათ მთელ შენობაში ისმოდა, სკამიდან მოხსნეს და გალიაში შეაგდეს. თაკო ნიცას მივარდა, ჩაეხუტა და ფერება დაუწყო.
-ნუ გეშინია, ჩვენ შენთან ვართ და არ დაგტოვებთ.
-მე....მოვკვდები..ამოიგმინა ნიცამ და ტირილი დაიწყო...მეშინია თაკო სიკვდილი არ მინდა, დედასთან მინდა.
-ნუ გეშინია, მე შენთან ვარ მარტო არ დაგტოვებ გესმის? შენთან ვიქნები მეც მალე მოვკვდები და არც იქ დაგტოვებ გპირდები.
თაკოც მწარედ ატირდა, ეშინოდა, არ უნდოდა ნიცა რომ მომკვდარიყო, არ უნდოდა ენახა, როგორ იტანჭებოდა, ვერ იტანდა მის დახმარებას რომ ვერ ახერხებდა, ლილე იჯდა გაშტერებული და ტიროდა, კიოდა გამომიშვით სახლში მინდაო, მაგრამ მის ხმას ყურადღებას არ აქცევდნენ. ოთახში ორი კაცი შმოვიდა და ლილეს მიუახლოვდნენ. მიხვდა თაკო რაც ხდებოდა იცოდა რომ ახლა ლილეს ჯერი იყო, მაგრამ ჯერ ხომ ის მიიყვანეს, ნიცას მერე ის უნდა მომკვდარიყო, მაგრამ არა..
-ხელი არ ახლოთ! ლილეს შეეშვით, ჯერ ხომ მე უნდა გაგეყვანეთ! რატომ გაგყავთ ის, ხელი არ ახლოთ! ლილეეე...
მის კვილის არ უსმენდნენ ლილეს მშვიდად დაავლეს ხელი და გაიყვანეს. თაკო მაგრად ჩაეხუტა ნნიცას და ეფერებოდა.
-თაკო...ძლივს ამოიგმინა ნიცამ
-გსმენ, აქ ვარ შენთან ვარ.
-თუ გადარჩები და დედაჩემს ნახავ სადმე უთხარი რომ იცოცხლოს....უთხარი რომ ძალიან მიყვარს...ისიც უთხარი რომ ჩემს მაგივრადაც იცოცხლოს....ხომ ეტყვი?
-ვეტყვი...თავს უქნევდა და ტიროდა. ნიცამ სუნთქვა შეწყვიტა.....
-ნიცა... არ დახუჭო თვალები ნიცა გაახილე თვალები გთხოვ მითხარი რამე, ნიცა...ცოტახნით მიყუჩდა და ნიცას სუნთქვას უგდო ყური მაგრამ ის აღარ სუნთქავდა, ნიცა მკვდარი იყო, მაგრამ თაკოს არ სჯეროდა პულს უსინჯავდა გულის ფთქვას უსმენდა, მაგრამ ნიცა აღარ იყო, მან თაკო მარტო დატოვა....არესად ატირდა თაკო, რა ექნა არ იცოდა, აქედან როგორ გაეღწია არ იცოდა, მაგრამ მას უნდა გაეღწია...უნდა გადარჩენილიყო.

ერთი კვირის შემდეგ....
როგორც იქნა თაკომ მოიფიქრა როგორ გაეღწია იქიდან.. გალიის კარებს მიაწვა და ის ღია იყო, ალბათ დაკეტვა დაავიწყდათ ან გამიზნულდ დატოვეს ღია. ოთახიდან გავარდა, კიბეებზე აირბინა და კორიდორში ლილეს წააწყდა სახე წაშლილ ლილეს, შეშინებულ პატარა გოგოს რომელიც საკუთარი სისხლით იყო მოსვრილი, მისკენ გაიქცა და სკამიდან ახსნა დაიწყო.
-წადი ისინი მალე მოვლენ და აქ თუ დაგინახეს მოგკლავენ.
- მარტოს ვერ დაგტოვებ ერთად წავალთ. არ შემეპასუხო.
ლილე ნირ მიხდილი იჯდა, სუნთქვა უჭირდა ის უკვე კვდებოდა, მაგრამ თაკო ფიქრობდა რომ თუ გააღწევდნენ მის შველას შეძლებდა. სწრაფად გაუხსნა ხელ-ფეხი ლილეს, წმოაყენა და გასასვლელისკენ წავიდა გავიდნენ კიდე, მაგრამ გარეთ დახვდნენ სახლის მცველები. მათ ისროლეს, ერთი ტყვია ლილეს მოხვდა შუბლში... ლილეს სისხლი თაკოს შეესხა, სეშინებულმა იკივლა, მაგრამ შემდეგი ტყვია თაკოს მოხვდა მუცელში, ტკივილისაგან ამოიგმინა, მაგრამ გაცევა სცადა, გაიქცა კიდეც, ტყის სახლში იყვნენ, იქ ალბათ ცივილიზაციაც არ იყო, მაგრამ თაკო იხტიბარ არ იტეხდა, გარბოდა რაც შეძლო სწრაფად გარბოდა.. სირენების ხმა მოესმა, პოლიცია, გაუხარდა და იმ მხარეს გაიცა საიდანაც სირენების ხმა მოდიოდა, იქვე გაისმა სროლის ხმა, პოლიციასაც ცეცხლი გაუხსნეს..რაც შეეძლო სწრაფად გარბოდა პოლიციისაკენ. მივიდა თუარა ორმა პოლიციელმა დაინახა იგი და მისკენ წავიდნენ.
-მე გადავრჩი...ამოიგმინა და პოლიციელისკენ გაიქცა რომელიც მისკენ მირბოდა, თაკო მას ჩაეხუტა და გონებაც დაკარგა.... თვალები რომ გაახილა თავთან ვიღაც ეჯდა, აავადმყოფოში იწვა.
-რა მოხდა?
-შენ გადარჩი...გაუღიმა მამაკაცმა
-ვინ ხარ?
-მე ფედერალური აგენტი ვარ, დიტო ახვლედიანი.
-მე არ მახსოვს ჩემი ოჯახი, სად არიან?
-არ ვიცი, ჩემი მისიაა შენ დაგიცვა, ამიტომ მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე, როგორც კი აქედან გაგწერენ.
-ვისგან უნდა დამიცვათ? ის ხომ დაიჭირეს?
-ვინ?
-კაცი ვინც გამიტაცა, საკუტარ თავს სიკვდილს უწოებს.
-სწორედ მისგან უნდა დაგიცვა, ის გაიქცა, იქ სადაც შენ და ორი გოგონას გვამი ვიპოვეთ, მხოლოდ მცველები იყვნენ.
-სად ვიცხოვრებთ?
-ლონდონში წაგიყვან, იქ განაგრძობ სწავლას. კარგი?
-კარგი. ერთ კვირაში თაკო საავადმყოფოდან გაწერეს და ლონდონში წავიდნენ. მთელ თვე ფსიქოლოგებთან დადიოდა, ღამის კოშმარები არ ასვენებდნენ, ნიცას და ლილეს გვამებს ხედავდა, მაგრამ დიტო მასთან იყო და თავს დაცულად გრძნობდა, დიტოსი მადლიერი იყო, მან თავისთან წაიყვანა, საკუთარი გვარი მისცა და ყველაფერში ეხმარებოდა. ორ თვეში უკეთ იყო ან უბრალოდ დიტოს ეუბნებოდა აღარ მინდა ფსიქოლოგი კარგად ვარო, მართალია ღამის კოშმარები ისევ აწუხებდა, მაგრამ მაინც უარზე იყო ფსიქოლოგთან სიარული აღარ უნდოდა. დიტოც არ აძალებდა. დიტომ ბევრი რამ ასწავლა თაკოს. ასწავლა ჩხუბი, იარაღის გამოყენება, მანქანის ტარება. თავს კარგად გრძნობდა...
სექტემბერი დაიწყო ახლა უკვე მეთორმეტე კლასელი იყო თაკო, ბევრად უკეთ იყო, მაგრამ არასდროს დავიწყებია ის წყეული დღე. სახლში სახე წაშლილი დიტო შედის.
-ბევრს მუშაობ.
-ვიცი, მაგრამ რას ვიზამთ, თანაც მევასება ჩემი სამუშაო, მერე რა რომ დამღლელია.
-არც არაფერი, ხვალ სწავლა მეწყება..ბედნიერმა თქვა, მაგრამ დიტოს სახეზე სულ სხვა რაღაც ეწერა როგორც წესი უღიმოდა თაკოს როდესაც სკოლაზე საუბრობდა.
-რა ხდება დიტო?
-არაფერი, სკოლაზე უნდა მეთქვა ლონდონიდან მივდივართ.
-სად?
-საქართველოში, იქ უნდა დავბრუნდეთ.
-რატომ? რა ხდება?
-არ ვიცი, ჯერ არაფერი ვიცი, იქაური პოლიცია ამტკიცეს, რომ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, ჰგონიათ რომ სერიული კვლელი გამოჩნდა, მე როგორც ქართველს მგზავნიან იქ, რათა მათი სიტყვები გადავამოწმო, თუ ტყუილად მომიწევს წასვლა უკან ჩამოვალთ.
-და თუ სიმართლეა დავრჩებით?
-ხო..ჩაიდუდღუნა თავისთვის.
-არ მინდა საქართველოში.
-აქ მარტოს ვერ დაგტოვებ, მიზეზი შენ ჩემზე უკეთ იცი, ტყუილად ნუ შემეწინააღმდეგები იცი რომ მაინც წაგიყვან ასე რომ წადი ჩემოდანში ჩაალაგე შენი ნივთები.
-ჯანდაბა, მართლა სვანი ხარ.
-წადი ჩემოდანი ჩაალაგე.
-ხისთავიანო..ენა გამოუყო თაკომ და ოთახში შევიდა ტანსაცმლის ჩასალაგებლად. ალაგებდა და თან ჯუჯღუნებდა, მაგრამ თვითონაც იცოდა მარტო რომ ვერ დარჩებოდა მერე რა რომ 18ის ხდება, 15 სექტემბერ, მაინ ვერ დარჩება მარტო, ბოლოს მარტო რომ დარჩა ნერვული შეტევები დაეწყო, ნერვებს აჰყვა გატაცებაზე ფიქრობდა, იმ წყეულ დღეზე ფიქრობდა და შეტევები დაეწყო, კიდევ კაი 911ში დარეკვა მოასწრო, სანამ გონებას დაკარგავდა. მერე რა რომ ცხრა თვე გავიდა მისი გატაცებიდან, კოშმარები ისევ ესიზმრება, ისევ ახსოვს ის დღე და ისევ ისე ეშინია როგორც ცხრა თვის წინ. თუმცა უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი რომ შიშს სიცილის და ცანცარის უკან მალავს, რაც არუნდა დაღლილი იყოს დიტო, თაკო მის გამხიარულებას ყოველთვის ახერხებდა, ხასიათზე უცბად მოჰყავდა. ჩემოდნები ჩაალაგა თაკომ და სამზარეულოში შევიდა.
-რა იყო სვანო მოგშივდა?
-ზაან, ჩაალაგე ჩემოდანი?
-კი და როდის მივდივართ?
-ხვალე.
-და სკოლა
-საბუთები გამოვიტანე, ვაიდა იმ პოლიციელის სიტყვები გამართლდეს, იქ მოგვიწევს დარჩენა, ამიტო სწავლას იქ განაგრძობ.
-კარგი რააა, ესღა მაკლდა.
-ნუ წუწუნებ, მიდი ყავა გამიკეთე.
-არა შენ ტრიალებ კუხნაში და ბარემ გაიკეთე.
-მე შენი გაკეთებული მინდა.
-ჯანდაბას გაგიკეთებ.
უცბად გაამზადა ყავა დიტოსთვის და თავისთვის, ჭიქა გაუწოდა და გვერდით მიუჯდა.
-დიტუშ
-ოპააა რა გინდა?
-აუცილებელია რამე მინდოდეს?-როცა, მასე მომმართავ უეჭველი რაღაც გინდა, წინაზე ეგრე რომ მომმართე აიფონი მაყიდიე, ეხლა რა გინდა?
-რა მინდა დაა ახალი კაბა და ნაყინი.
-ეხლავე გინდა?
- ხოო ჯერ მაინს ოტხი საათია.
-მაცადე ჭამა და გავიდეთ.
-უარააა..პატარა ბავშვივით დაიწყო ტაშის დაკვრა და ხტუნვა. ოთახში შევარდა გამოიცვალა და დიტოს წინ დაუჯდა. თავისი ხელით აჭამა დიტოს საჭმელი, არა კი არ აჭამა პირსი ჩატენა და რამის დაახრჩო. დიტოს თანამშრომლები ხშირად სტუმრობდნენ და ვინც კარგად არ იცნობდა ამ ორს ყველას წყვილი ეგონა, მაგრამ ისინი და-ძმა სავით იყვნენ, დიტოს ის დასავით უყვარდა, ყველას ისე აცნობდა როგორც დას. ყავა დალიეს და სახლიდან გავიდნენ, დიდ მოლში წავიდნენ კაბის საყიდლად, ზამთრის სექციას იაშურა თაკომ და წითელი გრძელმკლავიანი მოკლე კაბა აყიდინა დიტოს. ნაყინებიც ჭამეს და სახლში დაბრუნდნენ. დიტომ წყალი გადაივლო, თაკომ ფილმს უყურა და დასაძინებლადაც დაწვნენ, მათი რეისი შვიდ საათზე მიფრინავდა, ამიტომ ჩვეულებრივე უფრო ადრე დაწვნენ, მაგრამ თაკო ვერ იძინებდა თავისი ოთახიდან გამოვიდა და მისაღებსი დივანზე მოკალათდა და დიდ ფანჯარაში ღამის ლონდონს მიშტერებოდა, როგორ გათენდა ვერ მიხვდა, დიტო რომ ადგა გაიგონა, შუძლებელია მისი არ გაგება ის ხომ ყვირილით ადგა, თაკოს ეძახდა გაიღვიძეო, მისი ოთახისკნ წავიდა და ოთახში შვიდა.
-რა გაყირებს, არ მეძინა.
-ვერ დაიძინე ხო
-აჰამ, ჩემოდანი არ ჩაგილაგებია? რატომ გუშინ არ თქვია.
-აუ რავიი დამავიწყდა.
-მიდი გაემზადე და ჩემოდანს მე ჩაგიწყობ.
-იცი მაინც რა უნდა ჩაალაგო?
-ჰეი შეურაწყოფას ნუ მაყენებ, მე გილაგებ ხოლმე ჩემოდანს არ გახსოვს?
-უი, კაი მიდი ჩაალაგე.
დიტოს ჩემოდანში ჩაუწყო საჭირო ნივთები და მისაღებში გაიტანა. თვითონაც შევარდა თავის ოთახში ახალი კაბა გადაიცვა, გრძელი შავი კლულა თმა გაიშალა და ოთახი ატოვა.
-მზად ხარ?
-კი ჩემი ჩემოდნები ისევ ოთახშოია
დიტომ თაკოს ოთახიდან ორი ჩემოდანი გამოიტანა და მისაღებში დააწყო.
-რა ყო გოგო მეტი არ გქონდა რომ წამოგეგო რამე?
-შენ ხომ თქვი რაც დაგჭირდება ის წამოიღეო.
-მერე მე ის კი არ მითქვამს მთელი გარდერობი წამოიღეთქო.
-ოოო ეს ისაა რაც დამჭირდბა, მე ხომ გოგო ვარ, ამიტომ ბევრი რამე მჩირდება.
-კარგი კარრგი, მიდი ფეხზე ჩაიცვი და წავიდეთ.
აეროპორტში მივიდნენ თუარა რეგისტრაცია გაიარეს და თვითმფრინავში ჩასხდნენ, საშინლად ნრვიულობდა თაკო, ამდენი ხნის მერე პირველად მიდიოდა უკან, ეშინოდა, იმედოვნებდა რომ ის პოლიციელი შეცდა. ხანგრძლივი მგზავრობის მერე როგორც იქნა, საქართველოში იყვნენ, მანქანა დაიქირავეს და დიტომ მისამართი უკარნახა.
-სად მივდივართ?
-ჩემს ძველ სახლში.
-აქ სახლი გაქვს?
-ხო, აქ გავიზარდე ონდონში კიდევ ბიძამ წამიყვანა მას მერე რაც მშობლები დავკარგე.
როგორც იქნა მიაღწიეს სახლამდე. მანქანიდა გადმოხტა თკო კი არ გადმოვიდა, ეს გარემო ნაცნობი ეჩვენა, მაგრამ საიდან ეცნობოდა არ იცოდა. უბრალოდ შევიდა სახლში, მტვრის სუნი იდგა, ავეჯს თეთრი ტილოები ჰქონდა გადაფარებული. ლამაზი კერძო ბინა იყო, ორ სართულიანი.
-აბა როგორ მოგწონს დიტო ძიას სახლი.
-რომ მოვაშორებთ მტვერს მერე გეტყვი როგორ მომწონს ახლა ვერაფერს გეტყვი.
-გვიანია, ხვალე მივალაგოტ ამაღამ მაღლ ორი საძინებელი მივალაგოთ რომ დავიძინოთ.
-კარგი.
მაღლა ავიდნენ, დიტომ თავისი ოთახი ანახა აქ მეძინაო. ლამაზი ოთახი ჩანდა ნაცრისფრი კედლებით ან ეს მტვერი იყო. უცბად მიალაგა დიტოს ძველი ოთახი და იქ თვითონ დაბინავდა, დიტოსთვის მის გვერძე ოთახი მიალაგა. ეს ორი ოთახი მართლაც რომ ლამაზი იყო. მეორე ოთახლი როგორც თაკო მიხვდა ლექსოს მშობლებს ეკუთვნოდა. ირველი საათია, უკვე იწვა თაკო, დიტო თაკოსთან შევიდა.
-გძინავს?
-ჯერ არა, რა მოხდა?
-არაფერი, უცნაურია აქ რომ ვარ.
-მოგენატრა აქაურობა?
-საშინლად, მაგრამ ჩემი ოთახი პატარა ჭინკამ წამართვა.
_იმ თახს მე ვერ დავიკავებ იმ ოთახში შენ უნდა დაწვე, ის ხომ შენებს ეკუთვნოდა, ეს ოთახი კი სწორედ ჩემი შესაფერისია.
-კარგი დაიძინე, ტკბილი ძილი..შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. დილით დიტომ გაღიძა თკო.
-ადექი
-აუუ ნეძინება.
-ადექი გოგო წამოდი უნდა გამომყვე.
-სად?
-სამსახურში.
სამსახური ახსენა თუ არა თაკომ თავი წამოყო, დიტოსთან ერთად სამსახურში მისვლა უყვარდა ის ხომ სამართალ დამცავი უნდა ყოფილიყო ასმიტომ სულ კუდში დასდევდა, როცა სამაგისოდ დრო ჰქონდა. წამოხტა ჩმოდნიდან შავი ჯინსი და ლურჯი საროჩკა ამოქექა უცბად გადაიცვა და გარეთ გავარდა.
-მზად ვარ.
წამოდი ჯერ პოლიციაში მივიდეთ, მერე სადმე ვისაუზმოთ და სახლში რომ მოვალთ აქაურობა სახლს დავამსგავსოთ.
-კარგი, რითი მივდივართ?
-ჩემი მანქანით.
-ა ჩამოიყვანე?
-მე არა FBIმ დამატოვებინა აქ ცხრა თვის წინ.
-ააა გასაგებია.
მანქანაში ჩასხდნენ და პოლიციას მიაშურეს. იქ დეტალები გაარკვიეს და შემდეგ მორგში წავიდნენ გვამის სანახავად. მორგში რომ შევიდნენ და გვამს გადახადეს ნაჭერი თაკოს რამის გული წაუვიდა, დიტო გაშტერებული უყურებდა გვამს და თან ექიმის საუბარს ისმენდა გვამის დაზიანებებზე ესაუბრებოდა.
-იგივე ხელწერაა...ჩაიბურდღუნა დიტომ
-რა თქვით?
-ცხრა თვის წინანდელი გვამების ანგარიში ისევ გაქვთ?
-ცხრა თვის წინ აქ ბევრი გვამი იყო, თქვენ რომლის გინდათ?
-ოთხი გატაცებული გოგონას საქმ სამი გვამი და ერთ გადარჩენილი.
-თქვენც ის გგონიათ ხომ?
-დიახ.
-ანუ ვრჩებით?
გადაუჩურჩულა დიტოს თაკომ.
-როგორც ჩანს მოგვიწევს დარჩენა, კარგად ხარ? შეძლებ ამას გაუმკლავდე?
-კარგად ვარ, მაგრამ როგორ გავუმკლავდები არ ვიცი.
-ერთად გაავუმკლავდებით.
-კარგი.
დიტომ ცხრა თვის წინანდელი ანგარიში ნახა, იგივე ხელწერა იყო, იგივე ადგილას აღმოაჩინეს გვამი, საქმე იგივე კაცთან ჰქონდათ, სიკვდილი დაბრუნდა. პიცერიაში შევიდნენ საჭმელად, პიცა შეუკვეთეს და თავიაანთი ადგილები დაიკავეს, ხას არ იღებდნენ აანალიზებდნენ მომხდარს. პიცა ჭამეს და საკლისაკენ წავიდნენ.
-მზად ხარ სახლის დასალაგებლად?
-დიაცა გამოვიცვალოთ. (თაკო)
სპორტულები ჩაიცვეს და ქვემოთ ჩავიდნენ, თაკომ თმა აიკოსა და დიტოს მიბრუნდა.
-დავიწყეთ? (თკო)
-იასნად. (დიტო)
მთელი დღე სახლის ლაგებას მოანდომეს, დივანზე ჩამოსხდნენ და თაკომ ფანჯარაში რომ გაიხედა, რამის გულმა დაარტყა.
-წუხელ არ ჩანდა და კიდევ კაი რომ არ ჩანდა, დიტო ეს ბაღია?
-არა ეზოა მანდ აუზი იყო, მაგრამ ახლა....ენა ჩაუვარდა ფანჯარაში რომ გაიხედა...ამის დედაც...რამხელა ბალახი ამოსულა. მეგონა ბალახს მაინც კრეჭდნენ.
-როგორც ჩანს არა. რა უნდა ვქნათ?
-ჯერ მაღაზიაში უნდა წავიდეთ რეზინის მაღალყელიანი ბოტები მინდა და სათიბელა, აქ ჩვეულებრივი ფეხსაცმლით არ შევალ რამე რომ იყოს მერე...
-აუ მარტო წადი რაა, მე მაგრად მეზარება.
-არა შენც წამოდი პროდუქტები იყიდე, საჭმელი ხომ გვინდა.
-კარგი.
მაღაზიაში წავიდნენ, პროდუქტები, სათიბელა და რეზინის ბოტები იყიდეს და უკან დაბრუნდნენ. დიტო საქმეს შეუდგა თაკომ სამზარეულოში დაიწყო მოღვაწეობა, რაც კი ჭურჭელი ნახა ყველაპერი გარეცხა და გახეხა. სამზარეულო მოაწკრიალა და მაღლა აივანზე ავიდა, დიტოს ზემოდან გადახედა. მალე მორჩა დიტო თიბვას, ეზო მოაწესრიგა და სახლში სევიდა, გამოიცვალა და წყალი გადაივლო. მერე თაკომ გადაივლო წყალი, მერე მისაღებში დასხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ.
-სკოლაზე რა ვქნათ დიტუშ?
-აქვე ახლოსაა ერთი სკოლა იქ მივიტანოთ ხვალე საბუთები.
-კარგი.
მეორე დღისით სკოლაში მივიდნენ და საბუთები შსეიტანეს, იმის გამო რომ მე-11 კლასი საზღვარ გარეთ დაასრულა გამოცდა ჩაუტარეს თაკოს, რომ მე-12 კლასში დაესვათ. რა თქმა უნა წარმატებით ჩააბარა გამოცდა და ახლა უკვე მე-12 კლასელი ერქვა. მთელი კვირა უაზროდ გაატარა, დიტო პოლიციაში მიდიოდა ამოწმებდა სიუაიას და უკან ბრუნდებოდა. უკვე 15 სექტმბერია, თაკომ თვალებ გაახილა და დიტოს შეუვარდა ოტახში.
-დიტუუშშ გაიღვიძეე დღეს ჩემი დაბადების დღეა.
-მმმმ..
-ნუ ზმუიხარ, გაიღვიძე სკოლაში უნდა წამიყვანო.
-მმმმ..
-ადექი ყავა გაგიცივდება.
უცბად წამოყო დიტომ თავი.
-აბა ყავა.
-დეგენერატო.
ბალიში აიღო და თავზე გადარტყა დიტოს.
-კარგი ხოო გილოცავ პატარა ქალბატონო.
-მადლობა, ამ საღამოს ტორტი მინდა და საჩუქრებიც.
-მოვიფიქრებ რამეს.
-კარგი.
ოთაიდან გავიდა თაკო და თავის ოთას მიაშურა, გარდერობის კარი გააღო და დაიწყო ფიქრი რა ჩაეცვა, იველ დღეს კარგი შთაბეჭდილება უნდა დატოვოს თანაკლასელებზე. ბოლოს მარალწელიანი ჯინსი და წითელი მაიკა ჩაიცვა, ამავე ფერის ჟაკეტი მოცვა და სამზარეულოში შევიდა ყავა და საჭმელი გააკეთა, უცბად ჭამეს და სახლი დატოვეს, დიტომ სკოლამდე მიიყვანა წარმატებული დღე უსურვა და წავიდა. გული საშინლად უფართხალებდა თაკოს, ეშინოდა და უმედი ჰქონდა რომ კარგ შთაბეჭდილებას დატოვებდა კლასელებზე. დირექტორთან შევიდა უთხრა რომელ ოტახში უნდა შესულიყო და ისიც კლასისაკენ გაემართა. ფეხები უკანკალებდა ნერვიულობისაგან, კლასში შევიდა და მასწავლებლის სკამზე მჯდომ ქალთან მივიდა.
-გამარჯობვათ
-გამარჯობა, ჩემო კარგო, შენ თაკო ხარ ხომ?
-დიახ.
მორცხვად უპასუხა.
-მე შენი დამრიგებელი ვარ ლია.
-სასიამოვნოა.
ზარი დაირეკა და კლასში შემოვიდნენ ბავშვები.
-ცოტახანს აქ იდექი კარგი?
-დიახ.
-მოგესალმებით ჩემო ლამაზებებო, ეს თქვენი ახალი კლასელია თაკო ახვლედიანი. თავისუფალი ადგილი მოძებნე ჩემო კარგო და დაჯექი.
ბლოსი იპოვა თავისუფალი მერხი და იქითკენ გაეშურა, მშვიდად დაჯდა და ღრმად ჩაისუნთქა. მის გვერძე მჯდომი ბიჭი აშკარად აშტერდებოდა და ამის გამო თავს უხერხულად გრძნობდა.
-ლექსო, რას აკეთებ შე ჩ*მა.
-ჰა, არაფერს, რა არის?
-კაროჩე ხვალე სად წავიდეთ?
-არ ვიცი.
ლექსოს ეს გოგო გულში ჩაუვარდა, მოეწონა, მისი შავი თმა, დიდი მწვანე თალები, პატარა ცხვირი და ლამაზი წითელი ტუჩები. თვალს ვერ აშორებდა, ლექსოს მიუხვდნენ ძმაკაცები და ახალს გასძახეს.
-ახალო.
-მე სახელი მაქვს.
-რა გქვია რა თქვი?
-თაკო, შენ?
-დიმა, ეს ლექსოა, ეს ლაშა.
-სასიამოვნოა...ერთი გაუღიმა და ისევ მასწავლებელს მიაპყრო ყურადღება.
ლექსო ჩუმად ფხუკუნებდა დიმას ასე არ ელაპარაკებოდნენ, მას ყველა კისერზე ეკიდებოდა.
-რა გაცინებს შენ გამო გამოვახედე, შნ კიდევ ენა ჩაგივარდა.
-მე არ მითხოვია გამოახედეთქო, მაგ გოგოს ჩემითაც დავუახლოვდები.
-მეეჭვება. (ლაშა)
-რატო ვითომ? (ლექსო)
-არ ვიცი რატომ მაგრამ, ის მეცნობა, სახეზე აწერია როგორი შეუვალიცაა. (ლაშა)
-მაგასაც ეშველება, ჩვენი ლექსო ერთს გაუღიმებს და მონუსხავს ამ გოგოს. (დიმა)
ზარი მალე დაირეკა და რამოდენიმე გოგო მასთან მივიდა გასაცნობად.
-გამარჯობა თაკო ხო?
-ხო.
-მე ლიზი ვარ ეს ნიცაა.
ამ სახელის გაგონებაზე გული შეეკუმშა, მაგრამ არ შეიმჩნია.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-საიდან გადმოხვედი?
-რა?
-რომელი სკოლიდან ხარ.
-მე ლონდონიდან გადმოვედი.
-რატომ?
-ჩემი ძმის სამსახურის გამო.
-რამდენი წლისა შენი ძმა?
-ორი წუტით გავალ დავრეკო უნდა კარგი?
-კარგი.
„ჭორიკანა გოგოები“ დიტოს ნომერი აკრიფა და დარეკა.
-რას შვრები დიტუშ?
-აუ რავი ძველ საქმებს ვამოწმებ, შენ როგორ მოგწონს კლასი?
-ორი გოგო გავიცანი, ასახეზე აწერიათ მოდი ვიჭორაოთ. ნუ დამცინი საძაგელო.
-კარგი კარგი, საღამოს შევხვდებით.
-ღადაობ? სკოლიდან შენ არ წამიყვან?
-არამგონია მოვახერხო, იმის ძველ საქმეებს ვამოწმებ, საკმაოდ ამბიციური რჟა აქვს, როგორ მინდა ის როჟა ავახიო.
-ჯერ იპოვე და მერე აახიე. წავედი ზარი იყო, საღამომდე.
-აჰამ ჭკვიანად.
კლასში შევიდ და თავისი ადგილი დაიკავა, მალევე შემოვიდა გამოწკეპილი ქალი კლასში, ბავშვებს მიესალმა და უცხო რომ დაინახა გამოელაპარაკა.
-გარამრობა, სახელი
-თაკო.
-რომელი სკოლიდან გადმოხვედი? რატომ გადმოხვედი?
სანამ რამეს იტყოდა სამმა გოგომ გამოყო თავი ალბათ რომელიმე საგანში ჩაიჭღა და გამოაგდეს. მათ მწარე ენებს ყურადღება არ მიაქცია და მასწავლებეს უპასუხა.
-ლონდონის სკოლაში ვსწავლობდი, აქ კი ჩემი ძმის სამსახურის გამო ვარ.
-იქიდა აქ დაბრუნდი? მშობლებთან ვერ დარჩ?
-მარტო ძმა მყავს.
-გასაგებია, მოკლედ მე დალი ვარ შენი მათემატიკის მასწავლებელი.
მწარე ენის მქონე გოგოებს ენები ჩაუვარდათ, ლექსო კი კმაყოფილი სახით უყურებდა თაკოს.
-გეუბნებით ეს გოგო კიდევ მოასწრებს ჩვენს გაოცებას. (გადაუჩურჩულა ძმაკაცებს ლაშამ)
-რა იცი? (დიმა)
-გული მიგრძნობს, კლასის ჭორიკანა გოგოებს დღეს ბევჯერ ჩააგდებინებს ენას.
-ვნახავთ( დიმა)
ზარი მალე დაირეკა და მასთან ისევ ის ორი გოგო მივიდა.
-ახლა სპორტი გვაქვს წამოდი ცვენთან ერთად, წეღანდელი უტაქტობის გამო ბოდიშს გიხდით, უბრალოდ უცნაურად მოგვეჩვენა ბოლო წელს სკოლის შეცვლა და ამიტომ ჩაგეძიეთ.
-არაუშავს, ხდბა ხოლმე.
თურმე შეცდა მთლად ჭორიკნები არ ყოფილან, ის სამი გოგო კი უყურებდნენ გველური სახით.
ფეხზე წამოდგნენ და თაკოსთან მივიდნენ.
-მე ანა ვარ ეს ნინია ეს კიდევ მზიკოა.
-გამარჯობა გოგოებო..
ფეხზე წამოდგა თაკო, ფანჯარასთან იდგნენ ლექსო, ლაშა და დიმა, სამივე თაკოს აშტერდებოდა. ადგა თუ არა სამ გოგოს ენა ჩაუვარდა, მათზე მაღალი იყო.
-მოკლედ არ გინდა ჩვენთან ერთად წამოხვიდე სპრტზე?
-არ გეწყინოთ, მაგრამ უკვე შემომთავაზეს ლიზიმ და ნიცამ, ამიტომ მათთან ერთად წავალ
-კარგი.
კლასიდან გავიდნენ თუ არა ლიზის და ნიცას სიცილი აუტყდათ.
-რა გაცინებთ?
-მათ ნერვები მოუშალე.
-მე?
-ხო.
-რანაირად?
-შენ მათზე მაღალი ხარ.
-მასრ თქვენზე მაღალიც ვარ.
-შენ ვერ მიხვდი, მათ არ დაევასე და აქ იმიტომ მოვიდნენ რომ დაეცინათ, მაგრამ ფეხე რომ ადეი და მათზე მაღალი აღმოჩნდი გაბრაზდნენ, ამიტომ უხეშად რომ ვთქვათ „დაგიკიდეს“
-არ წავიდეთ სპორტზე?
კი წამო.
დარბაზში შევიდნენ და სკამზე დასხდნენ, ზარი დაირეკა ბიჭებმა კალათბურთის თამაში დაიწყეს და უცბად ლექსომ ვითომ შემთხვევით ბურთი გაარტყა თაკოს. მაგრად გაბრაზდა ბურთი ლში აიღო და ბოროტი გამომეტყველებით გახედა ლექსოს.
-ბოდიში, შემთხვევით მომივიდა.
-თუ კალათბურთის თამაში არ იცი ან კალათ და ადამიან ვერ არჩევ არ უნდა ითამაშო...უთხრა და კალათში სამ ქულიანი ჩააგდო. სწერვულად გაუღიმა და ადგილი დაიკავა.
-ახვლედიანი.
დაუძახა მასწავლებელმა.
-დიახ.
-მიდი ბიჭებს ეთამაშე.
-არამგონია უნდოდეთ, რომ მე ვითამაშო.
-ბიჭებო მოდით აქ.
-დიახ მას.
-ორ ჯგუფად გაიყავით, ამ ჯერად ახვლედიანიც თამაშობს.
-მე და ლაშა ერთად ვიქნებით მაშინ...თქვა დიმამ და ლექსოს იდაყვი ჰკრა.
-ახვლედიანი და ერისთავი ერთად. ახვლედიანი თმა ხელს არ შეგიშლის?
-არა შევიკრრავს მას.
რეზინი მოიხსნა ხელიდან და თმა უცბად აიკოსა. ლექსო კმაყოფილი სახით უყურებდა.
-თამაშის დროსაც მე თუ მომაშტერდი და არა ბურთს წავაგებთ.
-არ ინერვიულო შენ მაინც მოგვაგებინებ.
-ეგეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები.
-ვიქნები.
თვალი ეშმაკურად ჩაუკრა და თამაში დაიწყეს. დიმას წინ იდგა თაკო, ბურთი დიმას ჰქონდა და ხელში ათამაშებდა, სულ ორი წამით მოადუნა ყურადღება დიმამ და ბურთი თაკოს ხელში აღმოჩNდა სწრაფად გაიქცა კალათისკენ და სამ ქულიანი ჩააგდო. ლექსომა ჩააგდო სამი სამ ქულიანი და მათი მოგებით დასრულდა თამაში.
-მაგრად თამაშობ ვაღიარებ..გაუცინა დიმამ.
-მადლობა.
-სად ისწავლე ასე თამაში? (ლაშა)
-სიმართლე გითხრა არ მახსოვს, რაც თავი მახსოვს ასე ვთამაშობდი.
-კალათბურთზე დადიოდი? (ლაშა)
-არ ვიცი, მგონი არა.
-მგონი? (ლექსო)
-ავარიის შემდეგ ბევრი რამე არ მახსოვს...ტკივილ ნარევი ღიმილით გაუღიმა და დარბაზი დატოვა.
-ლაშა მართალი იყო, ამ გოგოს ისე მარტივად ვერავინ გაეკარება...ჩაიდუდღუნა დიმამ
-ეგ იქით იყოს და ბევრს არ ამბობს, რაღაცას მალავს, ავარია რომ ახსენა თვალები აუწყლიანდა, ავარიის გარდა იქ სხვა რაღაცაც მოხდა...აღნიშნა ლექსომ
-ხო, ალბათ იმ ავარიაში დაკარგა მშობლები. (ლაშა)
-კარგით რა გოგოებივით დაიწყეთ ჭორაობა. (დიმა)
ორი გავეთილი ისე გავიდა თაკოს ხმა არ ამოუღია, ფიქრობდა, იმ წყეულ დღეზე, სკოლა დასრულდა და სკოლიდან გამოვიდა. ფეხით გაუა გზას, ისევ რაღაცაზე იქრობდა, გზაზე აპირებდა გადასვლას როცა ვიღაცამ მაჯაში სტაცა ხელი და თავისკენ მოქაჩა.
-სიცოცხლე მოგბეზრდა?
-რა?
-სად დაფრინავ? გაზე ყურადღებით უნდა გადახვიდე, მე რომ არ მომესწრო მანქნა გაგიტანდა.
-მე...მადლობა, ლექსო ხო?
-ხო, მადლობა არ მინდა უბრალოდ გზაზე გადასვლისას იმაზე იფიქრე უსაფრთხოდ როგორ გადახვიდე მეორე მხარეს.
-კარგი.
-საით მიდიხარ?
-იმ მხარეს, შენ
-მეც და მათაც იგივე გზა გვქონია.
- სალამი კიდევ ერთხელ (დიმა)
-დიმა ხო.
-ხო, კარგი მახსოვრობა გქონია.(დიმა)
-ალბათ.
-რამდენი წლის ხარ?(ლაშა)
-რატო მეკითხები?
-ზოგი 17ის ამთავრებს სკოლას ზოგი 19ის და მაინტერესებს შენ რამდენის ხარ.
-უკვე 18ის.
-ანუ? (ლექსო)
-ანუ დღეს დაბადების დღე მაქვს.
-გილოცავთ.
სამივემ ერთხმად მიულოცა.-მადლობა.
უხაროდა დიტოს გარდა კიდევ ვიღაცამ რომ მიულოცა დაბადეის დღე.
-აი ჩემი სახლიც, ნახვამდის ბიჭებო.
-აქ ცხოვრობ?
-ხო, რა არის?
-წლებია ამ სახლის პატრონი არ გამოჩენილა (ლექსო)
-შენ იცი ამ სახლის პატრონი ვინცა? (თაკო)
-ხო, მე შენი მეზობელი ვარ. (ლექსო)
-გასაგებია. (თაკო)
-უცნაურია აქ რომ ცხოვრობ ის ხომ არ გაყიდულა.
-მე დიტოსთან ერთად ვცხოვრობ.
-დიტოს, რომ და არ ჰყავს.
-ვიცი, მე ის დათ მთვლის, მისმინეთ ვიცი უცნაურად ჟღერს, მაგრამ მინდა გთოვოდ რომ კითხვები არ დამისვათ. მხოლოდ იმას გეტყვით რომ ,როდესაც მე მიჭირდა ის დამეხმარა, შემიფარა და როგორც საკუთარ დას ისე მექცევა, ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, მე გენდობით და იმედი მაქვს არავის მოუყვებით ჩემზე რამეს.
-ჩვენ შევინახავთ ამ იმფორმაციას. (ლექსო)
-მადლობა. ხვალამდე ბიჭებო.
სახლში შევიდა და ღრმად ამოსუნთქა. გამოიცვალა, სამზარეულოში შევიდა, გემრიელად ჭამა და ბაღში გავიდა. მეორე მხარეს გაიხედა და აივანზე მდგარი ლექსო დაინახა, ყურადღება არ მიყქცევია მისთვის, ტელეფონი მოიმარჯვა და დიტოს დაურეკა.
-მოვდივარ, მიდი ჭიშკარი გააღე.
-კაიი.
უცბად წამოხტა და ეზოს კარი გააღო მანქანა შემოაყენა დიტომ და გადმოვიდა, უკანა კარი გახსნა და დიდი ყუთი გადმოიღო.
-ეს რა არის?
-საჩქარი.
-ტორტი?
-ტორტიც აქაა.
-ეს ყუთი ნელა შეიტანე სხლში არაფერს მიაჯახო, გაიგე?
-აჰამ.
ფრთხილად შეიტანა ყუთი მისაღებში და ეგრევე გაფურთხნა, ყუთს თავი ახადა ბევრი შავი ბუშტი ამოვიდა და შიგნით რომ ჩაიხედა პატარა გაბუშტული ლეკვი დახვდა. რამის იკივლა.
-მეღადაები ხო?
-არა.
-სათამაშოა?
-არა.
-აუუ რა მაგარიაააა, ყველაზე მაგარი ძმა მყავხარ.
-ვიცი.
გემრილად მიირთვა ტორტი და ლეკვს ეცა, ბევრი ჩაკოცნა და ეთამაშა.
-რას დაარქმვ?
-გააჩნია რა ჯიშია.
-კავკასიური ნაგაზია სუფთა სისხლის. მამალია.
-მმმ... მაშინ ბობის დავარქმევ.
-კარგი.
ოთახში ავიდა თაკო ლეკვიც თან წაიყვანა დასაწოლზე გაწვა. უცბად ივანზე კაკუნის ხმა გაისმა, თავი წამოყო აივნის კარი გააღო და კარებში ლექსო დახვდა.
-ლექსო? შენ აქ რა გინდა?
-ჯერ შემომიშვი.
-შემოდი, ჩუმად ოღონდ.
-ეს შენ, გილოცავ დაბადების დღეს.
მადლობა.
-არაფრის.
უთხრა და უკან გადაძვრა, თაკოს კი ხელში ერთი შავი ვარდი შერჩა ხელში. „საყვარელი“ გაეღიმა თაკოს, ოთახში იტო შემოვიდა.
-ვის უყურებ?
-მე არავის. შებრუნდა დიტოსკენ და ვარდი ზურგს უკან დამალა.
-რას მალავ?
-არაფერს.
-მატყუებ, კარგი ბიჭია?
-რა?
-კარგი ბიჭიათქო?
-კი. მაღალი შავგვრემანი, შვთალება, სასწაული ღიმილი აქვს....აღფრთოვანებული უყვებოდა დიტოს, ერთი დღეც არა რაც ლექსო გაიცნო, მაგრამ ბედნიერი იყო იმ ფაქტით, რომ მას ვარდი აჩუქა.
-რა იყო გოგო დაგევასა?
-ოოო, ჩემი კლასელია დ სხვათაშორის იცის ვინ ხარ.
- რა ჰქვია?
-ლექსო, ჩვენს გვერძე სახლში ცხოვრობს.
-ვიცნობ, კარგი ბიჭია.
მეორე დღისით ფეით წავიდა სკოლაში, ლექსოც დაემგზავარა ბევრი ისაუბრეს, იცინეს. სკოლასთან ლაშა და დიმა შეხვდნენ სკოლაში ერთად შევიდნენ. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მანამდე სანამ დიტოს შეტყობინება არ მიიღო. „გახსოვს ის მაქანა, რომელიც დაგეჯახა?“
„კი, რა ხდებ?“
„როგორი იყო?“
„წითელი ტოიოტა, ნომერი არ ჰქონდა დაჯახების შემდეგ შევათვალიერე ნომრის დამახსოვრება მინდოდა მარამ არ ჰქონდა, რახდება?“
„არაფერი, მოგაკითხავ და ერთად წავიდეთ სახლში“
„ეს ბოლო გაკვეთილია“
„კარგი მოვდივარ“
ზარი დაირეკა და სკოლა დატოვეს, ყველა გოგო რაღაცს ჩურჩულებდა, სკოლის ეზოდან რომ გამოვიდა მიხვდა რომ დიტოზე საუბრობდნენ.მისკენ ღიმილით წავიდა, მაგრამ დიტოს სახე არ მოეწონა.
-რა ხდება დიტო?
-არაფერი.
-მატყუებ, რაღაც ხდება და არ მეუბნები.
-რა უნდა ხდებოდეს?
-ასე მალე შენ თვით დიტო ახვლედიანი სამსახურიდა არ წამოხვიდოდი, რაღაც რომ არ ხდებოდეს.
-კარგი ჰო, სამსახურში ხო ამ გზით მივდივარ ხოლმე, ხოდა წითელი ტოიოტა შევნიშნე უნომრო, მაგიტომ მოგწერე.
-ისევ აქ დგას..ჩაიბურტყუნა შეშინებული ხმით.
-რა? სად?
-არ გაიხედო.
მათკენ ლექსო წავიდა.
-გამარჯობა დიტო, როგორ ხარ?
-ვაა პატარა ლექსო, რამხელა გამხდარხარ, კარგად შენ.
-მეც ასევე.
-თაკო რა მოხდა?
-დიტო ვიცი რასაც აპირებენ.
სახე წაშლილმა გახედა დიტოს, მერე გადასასვლელისკენ გაიხედა იქ კი ლიზი და ნიცა გადადიოდნენ. შეშინებული გავარდა მათკენ.
-ლიზი არ გადახვიდე.
-რა? (ლიზი)
-გზაზე არ გადახვიდე, გაჩერდი.
მაინც გადადიოდა, გიჟივით გავარდა თაკო სა ნაპირისაკენ დაქაჩა ორივე, წითელი ტოიოტა კი გაუჩინარდა.
-კარგად ხართ?
მივარდა დიტო.
-კი კატგად ვართ, რა ხდება?
-არაფერი, მთავარია კარგად ხართ, თაკო შენ როგორ ხარ? ამაზე უკეთესადაც ვყოფილვარ.
ლექსო მისკენ წავიდა და ხელი გაუწოდა.
-მადლობა.
წელში გასწორდა,მაგრამ მყარად ვერ დადგა, ნერვებს აჰყვა შეშინებული იყო და კანკალებდა.
-ლექსო იცოდე ხელი არ გამიშვამ შეიძლება ისევ დავეცე.
-რატომ? რამე გტკივა?
-არა, უბრაოდ მინდა რომ ცოტახნით ხელი არ გამიშვა.
-კარგი.
წელზე მოხვია ხელი და არ უშვებდა.
-გოგოებო ჩემი მანქანისკენ წამოდით.(დიტო)
-რას აპირებ? (თაკო)
-ჯერ ამათ სახლში მივიყვან, მერე პოლიციაში წავალ და მათთვის ვინმეს გამოვგზავნი თვალყური რომ ადევნონ. ლექსო მინდა რომ თაკო სახლში მიივანო და იცოდე მარტო არ დატოვო.
-ეგ პერიოდი უკვე გავიარეთ დიტო, მე კარგად ვიქნები.
-ნუ მეწინააღმდეგები თაკო.
-კარგი.
ლექსომ სახლში მიიყვანა და დივანზე დასვა.
-რა ხდება?
-რაზე?
-დღეს რა მოხდა?
-ის რისიც ყველაზე მეტად გევშინოდა მე და დიტოს.
-ანუ?
-ცვენ აქ ცამოვედით დიტოს გამო მან უნდა დაიჭიროს მკვლელი, ცხრა თის წინანდელი მკვლელობები გახსოვს? ოთხი გატაცებული გოგო.
-კი.
-ის გამოჩნდა და ისევ იგივეს განაგრძობს, დიტო კი მის დაჭერას ცდილობს.
-გასაგებია, მშია.
-მეე მე რა ვქნა სახლი გაქვს ხო?
-დიტომ თქვა მარტო არ დატოვოო მე მის თხოვნას ვასრულებ ასე რომ შენ უნდა დამაპურო.
დამლურად გაუღიმა, თაკოს სურვილი გაუჩნდა ერთი შემოერტყა, მაგრამ იე საყვარლად უღიმოდა ვერ გაბედავდა.უცბად შეწვა კარტოფილი,სასისკი მოხარშა და სუფრა გაშალა. გემრიელად ჭამეს და მერე ლეკვიც დააპურეს.დიტო მალე მოვია სახლში. ლექსო კი წავიდა. საახეზე ეწერა თუ როგორ არ უნდოდა ლექსოს წასვლა, არც თაკოს უნდოდა ლექსო რომ წასულიყო, მაგრამ არცერთს არ უთქვამს არაფერი. სამაგიეროდ დიტომ თქვა.
-ამ სარამოს შემოგვიერთდი პიცას გააკეთებს თაკო.
-ხო, შემოგვიერთდი.
-კარგი.
თაკოსაც და ლექსოსაც თვალები გაუბრწყინდათ. ეზოს კარამდე მიაცილა ექსო და გამოემშვიდობა. ლექსომ წასვლისას ნაზად აკოცა ლოყაზე და სახლში შვიდა, ლექსოს შეხბაზე თაკოს ღმერთმა იცის რეები დაემართა, პეპლები მუცელში, გული ისე სწრაფად უცემდა რამის გული გაუსკდა, ლოყები აუწითლდა, მაგრამ უცბად სცადა დამშვიდება და სახლში შვიდა.
-დიტო, საქეში მონაწილეობა მეც უნდა მივიღო!
-არა!
-რატომ? თქვენ სატყუარა გჭირდებათ მის დასაჭერად მე კი საუკეთესო სატყარა ვიქნები, თანაც თავის დაცვას შევძლებ!
-არა და მორჩა!
-ჯანდაბა დახმარებას ვცდილობ!
-არ მინდა ისეთი დახმარება, შენგან რის შედეგადაც შენ დაზარალდები, მე უკვე დავკარგე ძვირფასი ადამიანები, შენ ვეღარ დაგკარგავ, შენ ჩემი პატარა გოგო ხარ ჩემმი დაიკო ხარ და რამ რომ დაგემ,ართოს თავს ვერ ვაპატიებ! ახლა კი შდი ამზარეულოში ნახე რამე ხომ არ გაკლია პიცის ,ასალიდან.
-მაკლია
-რა?
-ყველაფერი.
-წამოდი ვიყიდოთ.
-კარგი, იცოდე ამ თემას დავუბრუნდებით.
-ვიცი სამწუხაროდ.
პიცის მასალა იყიდეს და სახლში დაბრუნდნენ. თაკომ პიცის კეთება დაიწყო და მალე ლექსოც მივიდა.დიტოს ტელეფონზე დაურეკეს და ორი წუთით გავიდა, საუბარი რომ დაასრულა სამზარეულოში შეყო თავი.
-მე უნდა გავიდე აუცილებელ საქმეზე და ალბათ მალე მოვალ.
-კარგი, ჭკვიანად.
-შენც.
შუბლზე აკოცა, ლექსოს თვალი ჩაუკრა და გავიდა. ჩუმად წამოდგა ლექსო სკამიდან, თაკოს მიეპარა ცოოტა ფქვილი მოპარა და თმაში ჩააყარა.
-გააფრინე?
-მმ..არა.
-ასე ხო კარგი.
ფქვილი აიღო და ლექსოს სახეზე წაუსვა, ფქვილით იომეს რასაც ჰქვია, უცბადმოწმინდა თაკომ იატაკი ფეხი რომ არ აცურებოდათ.ტილო აიღო და სახე გაიწმინდა, ლექსოსაც გაწმენდინა ამ ღლაბუცობაში პიცა მზად იყო.
-რამე კაი კინოს ვუყუროთ თან გინდა? (ლექსო)
-მაინც რას?
-ანაბელის მეორე ნაწილი ნანახი გაქვს?
-არა პირველიც არ ვიცი, რა ჟანრია?
-საშინელება.
-მაგ ჟანრის ფილმებს არ ვუყურებ ღამე ვეღარ ვიძინებ მერე.
-მე აქ არ ვარ თუ ვერ დაიძინე დამიძახე გაგართობ.
-კარგი ჯანდაბას, ვუყუროთ.
ანაბელის პირველი ნაწილი ჩართეს და ვაი ამ ჩართვას, რამის ული გაუსკდა თკოს, ლექსოს გვერდიდან ვერ შორდებოდა, თვალებსაც არ ახელდა. დასრულდა თუ არა შვებით ამოისუნთქა თაკომ.
-ჩავრთოთ მეორე ნაწილიც?
-მეღადავები? ამას ხო ვუყურე და იმას როგორ ვუყურებ, შანსი არაა მოვკვდები და მაგას არ ვუყურებ.
-კარგი, მაშინ რას ვუყუროთ?
-არ ვიცი.
-მაშინ ასე მოვიქცთ, რამე მომიყევი შენზე.
-ჩემი ცხოვრების 16 წელი არ მახსოვს,ამიომ შენს კითხვებს ვერ ვუპასუხებ.
-რა მოხდა ამ წლის 15 სექტემბერს?
-ჩემი დაბადების დღ იყო.
-კიდევ?
-კიდევ ახალ სკოლაში გადავედი.
-კიდევ?
-შენ გაგიცანი?
-დიახ, მე გამიცანი, ლექსო ერისთავი, კარგად დამიმახსოვრე და არ გაბედო ჩემი დავიწყება. არ დამივიწყო იცოდე.
-არ დაგივიწყებ.
-ძალიან კარგი.მოდი მაშინ კინოს თუ არა მულტფილმს ვუყუროთ.
-კარგიი, რა ვუყუროთ?
-კოკოს.
-ხო ხო ვუყუროთ.
მთელი საღამო მულტფილმებს ვუყურებდით, დიტო სახლში არ ჩანდა ლექსო კი მარტოს არ მტოვებდა, როდის ჩამეძინა არ მახსოვს, მაგრამ ჩემს საწოლში რომ გავიღვიძე ეგ ვიცი. უცბად გამოვიცვალე და სკოლასი წავედი. ბავშვებმა ორ დღიან ექსკურსიზე წავიდეთ, რაჭაშიო. ყველას გვინდოდა წასვლა და გადაწყდა რაჭაში წასვლა იმ კვირის შაბათს.
-ბიჭებო ხო მოდიხართ?
-მე და ლაშა უეჭველი და ლექსოსი რა გითხრათ. (დმა)
-არ წამოვა? (თკო)
-შენ მიდიხარ?.... უკნიდან გაისმა ბოხი ბარიტონი, მისკენ შებრუნდა და მის წინ ლექსო იდგა.
-კი (თაკო)
-მაშინ მეც მოვდივარ. (ლექსო)
სკოლის მერე სახლში მიდიოდნენ ლაშამ ბრძნული აზრი რომ გამოთვა.
-აუ წამო დღეს საღამოს გავისეირნოთ, თაკო შენც წამოდი.
-გააჩნია სად გინდა გასეირნება (თაკო)
-რავიი აბაგავისეირნოთ პროსტა.
-კარგი, მაწყობს, რომელ საათზე?
-ექვსზე (ლექსო)
-ადრეა ექვსი უფრო გვიან რა (დიმა)
-არა, ამაზე გვიან არა.(ლექსო)
-დოებით ბიჭებო.
ბიჭები გადაკოცნა და სახლში შევიდა.
-ღადაობ შე ჩ*მა? რა ექვსი.
-თუ თაკოც უნდა წამოვიდეს უფრო გვიან არა, ქუჩის ბასიაკები გამოდიან რვაზე ჩვენ კიდევ არ გვაწყობს.
-ააა, ნახე ლაშა ჩვენი ბიჭი გოგოზე ნერვიულობს თურმე (დიმა)
მართლაც გავიდნენ საღამოს გარეთ ბევრი ისეირნეს, ბევრი სასაცილო ამბავი უამბეს თაკოს. ორი წუთით გავიდნენ იქით თაკო მარტო იდა სულ ხუთი წუთით, მაგრამ როგორც ჩანს ეგეც საკმარისი იყო ვიღაც უცხო ბიწისთვის, თაკოს მიუახლოვდა და მწველი თვალებით უყუებდა.
-გამარჯობააა სახელი?
-....
-სახელი ვიკითხე მგონი
-...
-სახელი რა გქვია ლამაზო?
-ან გახვალ ან კიდევ აქვე გაგიგდებ ამოარჩიე...უკნიდან მოისმა ლექსოს განრისხებული ხმა.მისკენ მიბრუნდა უცნობიი დაგაუღიმა.
-ზდაროვა ლექსო, იცნობ? სახელს არ მეტყვი?
-ამ გოგოს შეეშვი და გადი აქედან თორემ გაგიერთიანებ ცვირ-პირს.
-რა იყო შენთვის გინდა?
-უკაცრავად?
ხმა ამოიღო თაკონმ.
-ლაპარაკი გცოდნია, არ მეტყვი სახელს?
-სახელს კი არა გაეთრიე აქედან სანამ ლამაზი ხარ პატარა ბიჭი თორემ დაბადების დღეს გაწყევლინებ.
-ვის ემუქრები პატარა ქალი.
-შენ!
-შენს ძალებში ეგეთი დარწმუნებული ხარ?
-კი.
-არ მგონია ეგეთი ძლიერი იყო.
-ჩემს მოთმინების ფიალასაც აქვს საზღვარი ან გახვალ ან კიდევ აგიხდებ ჩემს სიტყვებს!
-მე არ მეშინია შენი პატარა გოგო..
თაკოს მიუახლოვდა, მის ამაზრზენ სუნთქვას გრძნობდა, ვეღარ მოითმინა ერთი ახედა თკომ და მუშტი გაუქანა ცხვირში.
-მე გაგაფრთხილე.
გაოცებული უყურებდა ლექსო.
-შ პატარა ძ..
-არ გაბედო რამის თქმა...მაიკის საყელოში სწვდა ლექსო. ახლა ამათმა დააყარეს, ძლივს გააშველეს. თაკომ ლექსოს ხელი მოჰკიდა და ჩქარი ნაბიჯით წაიყვანა სახლისკენ.
-ხმა არ ამოიღო ერისთავო თორემ აქვე მიგახრჩობ!
-დაგერხა ლექსო, რო რამე გვიყვარდი. საღოლ თაკო მაგარი დარტყმა გცოდნია.(დიმა)
- მადლობა, ეს რომ არ ჩარეულიყო უეკეთესად მოვაგვარებდი საქმეს, მაგრამ არა.
-წავიდეთ დიმა თორემ ჩვენც ავირტყავს, აბა ხვალამდეე.
-კარგად. (ლექსო)
სახლში შეიყვანა დივანზე დასვა და სინათლეძე შეხედა.
-დეგენერტი ხარ.
-რატო?
-რა რატო, ვინ გთხოვა ჩაერევა? რა დღესი გაქვს სახე რა არის ეს.
-ნერვიულობ?
-ნუ იღიმი ლექსო! დიახ ვნერვიულობ ჩემს გამო იჩხუბე, სულაც არ მიხარია!
პირველადი დახმარების ყუთი აიღო და ლექსოს წინ დაუჯდა გახეთქილი წარბი დაუმუშავა და სანტავიკი მიაკრა. მერე მუშტები დაუმუშავა.
-იდიოტი ხარ! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-არ შემეძლო ისე ვმდგარიყავი და მეყურებინა როგორ გეფლირტავებოდა ის გამო****ბული!
-ვერ დაინახე რომ დავარტყი? უარსს ვუზამდი შენ რომ არ ჩარეულიყავი თავის ადგილს ვანახებდი.
-არ შემეძლო ისე დგომა და მორჩა!
-მტკივა?
-რა უნდა მტკიოდეს? მე კარგად ვარ. ყავა მინდა
-აშკარად შენთვის უნდა დამერტყა, მოგიტან ტკბილი?
-არა, ტკბილი შენთვის გაიკეთე იქნებ ენა დაგიტკბეს.
-მე სულ ტკბილი ენა მაქვს.
-ხო, მაგრამ ეხლა ისე მეჩხუბეეე..
-ღირსი იყავი.
-კარგი.
ფეხზე წამოდგა და თაკოს მიუახლოვდა.
-ანუ ასე მიდი მადლობას?
-რა? ჩემს გამო რომ იჩხუბე მაგის გამო მადლობას ელოდები?
-კი.
-გიჟი ხარ.
-შენ გამაგიჟე.
-არა მართლა გიჟ ხარ, აზროვნებ? თუ ტვინი შვებულებაში გაუშვი?
აგრძელებდა საუბარსმ არ ჩუმდებოდა.
-ზოგჯერ ბევრსლაპარაკობ.
უთხრა და გააჩუმა, როდესაც ლექსო მოსწყდა თაკოს ტუჩებს, გაუღიმა.
-მართლა გიჟი ხარ.
-ბევრს ლაპარაკობდი, მე კი ვიცი როგორ უნდა გამეჩუმებინე.
-საძაგელო.
ერთი კვირა უცბად გავიდა, დადგა ექსკურსიის დღეც, წინასწრ გამზადებული ჩანთა მოიკიდა და ქვემოთ ჩავიდა.
-მოკლედ საჭმელი მაცივარშია , შენი ტანსაცმელი გარეცხილ გაუთოვებულია და იმედია ერთ ღამეში სახლს არ ააფეთქებ.
-არა, არ ინევიულო, გაერთე.
-აუცილებლად. ლისზის და ელენეს მივაქცევ ყურადღებას რამე რომ მოხდეს დავერკავ, ამიტომ ტელეფონთან ყურადრებით იყავი.
-კარგი.
-ისე უცნაურია მას მერე ერთი კვირა გავიდა და აღარ გამოცენილა მათ სიახლოვეს მანქანა.
-იმიტომ რომ პოლიცია ყველგან დაჰყვებოდათ. წადი ეხლა მოშორდი.
-კარგი, კარგად.
კარებში ბიჭებს შეხვდა და სკოლისაკენ წავიდნენ. საუკეთესო დრო გაატარეს, ბევრი იხალისეს .

გამარჯობა, ეს ჩემი პირველი ისტორიაა რომლის წერაც არ დამისრულებია გაურკვევლობაში ვარ არ ვიცი კარგია, თუ ცუდია გთხოვთ შემიფასეთ და გმიზიარეთ თვენი შთაბეჭდილებები, მადლობა წინასწარ <3 <3 როგორ ფიქრობთ ღირს გაგრძელება??



№1 სტუმარი ggg

Jer erti ro dzaan kai naweria pirveli motxrpbis araperi etyoba pirikit mere meore ro didia tavi da kargia ase ro daiwye zogi naxevar furcelsac ar wers xolme aucileblad gaagrdzele chem gamo mainc♥♥♥

Jer erti is ro dzaan kaia da pirveli motxrobis araperi etyoba pirikit dzalian gamocdilis nawers gavs. Mere meore ro didia tavi da ara naxevari gvedri mogdebuli dzalian momwonxar mtavaria ar shewyvito chem gamo mainc ♥♥♥
P.S tu ar miwyen yovel tavze davtoveb xolme coms

 


№2  offline წევრი Shiraiuki

ggg
Jer erti ro dzaan kai naweria pirveli motxrpbis araperi etyoba pirikit mere meore ro didia tavi da kargia ase ro daiwye zogi naxevar furcelsac ar wers xolme aucileblad gaagrdzele chem gamo mainc♥♥♥

Jer erti is ro dzaan kaia da pirveli motxrobis araperi etyoba pirikit dzalian gamocdilis nawers gavs. Mere meore ro didia tavi da ara naxevari gvedri mogdebuli dzalian momwonxar mtavaria ar shewyvito chem gamo mainc ♥♥♥
P.S tu ar miwyen yovel tavze davtoveb xolme coms

პირიქით ძალიან გამიხარდება, თუ გამიზიარებ შენს აზრს ჩემ მოთხრობაზე, ბედნიერი ვარ რომ მოგწონს და ძალიან გამახარე შენი კომენტარით, მადლობა დიდი❤❤❤❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი gggg

Shiraiuki
ggg
Jer erti ro dzaan kai naweria pirveli motxrpbis araperi etyoba pirikit mere meore ro didia tavi da kargia ase ro daiwye zogi naxevar furcelsac ar wers xolme aucileblad gaagrdzele chem gamo mainc♥♥♥

Jer erti is ro dzaan kaia da pirveli motxrobis araperi etyoba pirikit dzalian gamocdilis nawers gavs. Mere meore ro didia tavi da ara naxevari gvedri mogdebuli dzalian momwonxar mtavaria ar shewyvito chem gamo mainc ♥♥♥
P.S tu ar miwyen yovel tavze davtoveb xolme coms

პირიქით ძალიან გამიხარდება, თუ გამიზიარებ შენს აზრს ჩემ მოთხრობაზე, ბედნიერი ვარ რომ მოგწონს და ძალიან გამახარე შენი კომენტარით, მადლობა დიდი❤❤❤❤❤❤❤❤

Agar deb?

 


№4  offline წევრი Shiraiuki

gggg
Shiraiuki
ggg
Jer erti ro dzaan kai naweria pirveli motxrpbis araperi etyoba pirikit mere meore ro didia tavi da kargia ase ro daiwye zogi naxevar furcelsac ar wers xolme aucileblad gaagrdzele chem gamo mainc♥♥♥

Jer erti is ro dzaan kaia da pirveli motxrobis araperi etyoba pirikit dzalian gamocdilis nawers gavs. Mere meore ro didia tavi da ara naxevari gvedri mogdebuli dzalian momwonxar mtavaria ar shewyvito chem gamo mainc ♥♥♥
P.S tu ar miwyen yovel tavze davtoveb xolme coms

პირიქით ძალიან გამიხარდება, თუ გამიზიარებ შენს აზრს ჩემ მოთხრობაზე, ბედნიერი ვარ რომ მოგწონს და ძალიან გამახარე შენი კომენტარით, მადლობა დიდი❤❤❤❤❤❤❤❤

Agar deb?



კიკი ვდებ უბრალოდ გამოცდები მაქვს და წერას ვერ ვასწრებ ამ კვირს ბოლოს დავდებ სრულად ამ ისტორიას ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent