შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი მოწმე (სრულად)


3-06-2018, 20:37
ავტორი naattii
ნანახია 10 209

დილის ხუთი საათი იქნებოდა დაჩი ტელეფონის ხმამ რომ გააღვიძა. მიჩვეული იყო, ამიტომ წამში გამოფხიზლდა და სამორიგეოს ნომერს რომ შეხედა წამოჯდა.
-გისმენ ნათი
-დაჩი მკვლელობაა, გიძახებენ.
-კარგი, მისამართი როგორც ყოველთვის შეტყობინებით არა?
-კი დაჩი, რა თქმა უნდა.
მაშინვე წამოდგა და კარადის კარი გამოაღო ჩასაცმელად. თავის საქმეზე საოცრად შეყვარებულია, არამგონია არსებობდეს კიდევ ისეთი გამომძიებელი ღამე ზარი საერთოდ რომ არ აწუხებს, მისთვის დამნაშავეების, მკვლელების პოვნა და მათი დამარცხებული სახის ყურება ბედნიერებაა, უყვარს მათ სახეზე გამოჭერისას ჩრდილს რომ ხედავს და ხვდება მეორედ იგივე საშინელებას ვეღარ ჩაიდენენ. არ გეგონოთ მისი ახლობელი დაიღუპა და მთელ კაცობრიობაზე უნდა ჯავრი იყაროს, არა, უბრალოდ ის თავისი საქმის პროფესიონალია. მამის და დედის ხვეწნა არაფრათ ჩააგდო და მაინც თავის საოცნებო პროფესიას დაეუფლა. უკვე 30 წლის ხდება და მხოლოდ რამდენიმე საქმე აქვს ჩაგდებული, ასე ემართება, როცა ახალ საქმეს იღებს შეიძლება კვირაობით არ გამოჩნდეს სახლში, ამიტომ დედის ბუზღუნი რომ არ ესმინა სულ ცალკე გადავიდა და ყველა ამოასუნთქა. აღარავინ უკონტროლებდა მისვლა-მოსვლას და მშვიდადაც მუშაობდა. გასასვლელში მოსაცმელიც აიღო და მანქანის გასაღებს დაწვდა. დაქოქვის შემდეგ ჩახედა მისამართს და გაუკვირდა. ეს ადგილი ქუთაისიდან საკმაოდ დაშორებული იყო, საღორიის ტყის ბოლო ხეებიც ჩაამთავრა ლამის გადაყენებული და პატრულის შემოსაზღვრული ადგილი რომ დაინახა. იქვა გააჩერა და მკაცრი სახით გადავიდა. ქუთაისი პატარა ქალაქია, მოწმობის ამოღება არც დაჭირდა ისე იცვნეს პატრულის თანამშრომლებმა და მაშინვა აუწიეს ბარიერი.
-ბატონო დაჩი ექსპეტიზა სადაცაა მოვა, მაგრამ როგორც გაგვაფრთხილეთ თქვენამდე მაინც არ მივუშვებდით.
-მადლობა გიორგი_თავი დაუკრა და მანქანისკენ წავიდა.ჯერ მანქანას შემოუარა და გარედან დაათვალიერა. მსხვერპლზე შეხედვის დრო რომ მოვიდა ადგილზე გაიყინა, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და ლოცულობდა ეს სახე შეიცვალოსო. საჭესთან არც მეტი არც ნაკლები მისი უმცროსი ძმა იჯდა, ტყვია პირდაპირ საფეთქელში ქონდა მორტყმული, ხელები გვერძე ქონდა მოქცეული თითქოს გვერდით იყო გადაწეულიო, ამის გაფიქრებაზე გვერდითა სკამსაც გახედა და თვალები გაუფართოვდა. უკვე ათი წელია ამ თანამდებობაზეა, მაგრამ დღემდე ვერ ეჩვევა ასეთ სისასტიკეს, 20 წლამდე ასაკის საოცრად ლამაზ გოგოს პირდაპირ შუბლი ქონდა გახვრეტილი და სისხლი სახეზე ქონდა შემხმარი. ცალი ხელი კარებზე ედო, ალბათ გაქცევა უნდოდაო გაიფიქრა დაჩიმ და ისევ ძმას დაუბრუნდა მისი მზერა. ორი წუთით მდუმარედ უყურებდა, შემდეგ კი მისი ცივი ხმა ლამის მთელი ტყის ტერიტორიაზე გაისმა:
-დემნა გამოიძახეთ.
15 წუთიც არ იქნებოდა გასული შავი პასატი რომ მოვარდა დანაშაულის ადგილზე. ლამის გაჩერებული მანქანიდან გადმოვარდა დემნა და დაჩისკენ წამოვიდა. მანქანას ქორივით ედგა წინ და მიკარების უფლებას არავის აძლევდა. დაჩის მიერ დამხმარის გამოძახება რაღაც საოცარს ნიშნავდა, დიდი ხანი პარტნიორები იყვნენ და დემნამაც იცოდა ეს, ანუ რაღაც სერიოზული მოხდა და მიტო გააგებინეს. არ დაიჯერა საქარე მინას რომ შეხედა და გაკვირვებული გადახედა დაჩის.
-რომ გაიგებენ ჩემი ძმაა საქმეს ჩამომაშორებენ, ამიტომ სანამ ვინმე სი*ს მიუგდებს ჩვენი უფროსი ამ საქმეს შენ უნდა აიღო და მეც საქმეში ვიქნები.
-არც კი შემომეპასუხო_ხელი გამაფრთხილებლად აუქნია დემნას და მანქანაში შეძვრა.
ორივე ფრთხილად დაძვრებოდა წინ და უკან და ირგვლივ გაოცებულ მზერებს აიგნორებდნენ. ყველამ გაიგო ვინც იყო მსხვერპლი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიოცეს დაჩის პროფესიონალიზმით, როცა კაცმა ყველანაირი გრძნობა გათიშა და დემნასთან ერთად ხმამაღლა მსჯელობდა.
-დემნა, სისხლის კვალს დაუკვირდი, ნახე დემეტრე ადგილზე ყავთ მოკლული სკამი სისხლითაა მოსვრილი, მაგრამ ნახე ამ გოგოს შუბლი გაუხვრიტეს და მისი ერთი წვეთი სისხლიც კი არაა მანქანაში, მგონია რომ...
-გგონია საქმე გოგოშია, გარეთ მოკლეს და შენი ძმა უბრალოდ შემოსწრებული მოწმეა?
-არა, ჯერ ერთი მგონია რომ ახლომახლო ტყეში თუ დავათვალიერებთ, რომელიმე ხესთან სისხლის კვალიც იქნება და ბაწარიც რითიც ეს გოგო ეყოლებოდათ მიბმული და მეორე, ხო ჩემი ძმა სავარაუდოდ უბრალოდ მოწმეა და ცუდ დროს ცუდ ადგილზე მოხვდა. სასწრაფოდ ფარნები და ტყეს ვათვალიერებთ_დასჭექა ბოლო ხმაზე და თითონაც ტყისკენ წავიდა ფანარ მომარჯვებული. გზიდან გიორგის მოხედა -გიორგი, აქ არ დამჭირდება, ჩემს აქ საქმის მოლევამდე იქნებ გოგოს ვინაობა დამიდგინო.
-რა თქმა უნდა ბატონო დაჩი_გამომძიებელი ზევიდან არავის უყურებდა, აქაოდა თქვენზე მაღლა ვდგავარ და გიბრძანებთო, თითოეულ თანამშრომელს რიდით და თავაზიანობით გაჟღენთილი ხმით მიმართავდა, ამიტომაც დაიმსახურა სამსახურის პირველივე თვეებში მათი პატივისცემა და ახლა როცა მსხვერპლის ვინაობა იცოდნენ ყველა თვალებში უყურებდა რითი შეეძლოთ დახმარება. გიორგისაც გაუხარდა შანსი მიეცა და მაშინვე უკან მობრუნდა.
დაჩი მართალი აღმოჩნდა, რამდენიმე მეტრის მოშორებით რიჟრაჟის ფონზე მოკრა წითელ ლაქებს ერთ-ერთ ხეზე თვალი. მაშინვე დაიძახა და ყველა შეჩერდა.
-ბიჭებო, თითქმის გათენებულია, ნახევარ საათში სრული სინათლე იქნება, ხეს არავინ ახლოს არ ეკარება, დარწმუნებული ვარ ამ გოგოს მოსაკლავად მათთვის რაღაც მიზეზი იქნებოდა, ამ მიწის გადათხრაც რომ მოგვიწიოს რამე ხელჩასაჭიდი მაინც უნდა ვიპოვოთ.
ყველამ დაიწყო ირგვლივ ხელების მიწაზე ფათური, ერთი ფოთოლიც კი არ დარჩენიათ ამოუტრიალებელი, მაგრამ ვერაფერი ნახეს. ხესთან როგორც დაჩი ვარაუდობდა ბაწრის ნარჩენები, სისხლის დიდი გუბე და გაქექილი ბალახი იყო, ანუ გოგო შველას ითხოვდა და პირ აკრული ფეხებს წინ და უკან ახახუნებდა.
-რაღაც ვიპოვე_დაიძახა დემნამ.-სამაჯურია.
-მეც ვხედავ რომ სამაჯურია დემნა, ექსპერტიზაზე გავუშვათ ახლავე, მაპატიე ნერვები უკვე აღარ ვიცი სად მაქვს_ხელები აწია მობოდიშების ნიშნად დემნას გამოხედვას რომ შეხედა.
მართალია მეგობრები იყვნენ, თანაც უახლოესი, მაგრამ ბავშვობიდან არა. დაჩის ბავშვობის მეგობრები არ ყავდა შემორჩენილი, დემნა სამსახურში გაიცნო. გამომძიებლის მოწმობა რომ მისცეს, ჯერ ახალბედა ხარო და წყვილში დააყენეს დემნასთან. 5 წელი ერთად მუშაობდნენ, ერთმანეთს ყველანაირს იცნობნენ, იმდენი რამ ჰქონდათ ერთად გამოვლილი ასეც უნდა ყოფილიყო.
-ყველაფერს გავარკვევთ დაჩი, აი ნახავ.
-ვიცი დემნა, უბრალოდ დემეტრე, ის.... ისეთი..... ის პატარა იყო._ვეღარ მოითმინა დაჩიმ და თავი ჩახარა, მხოლოდ ორი წამით, შემდეგ ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ჩვეული გამომეტყველება აიკრა სახეზე. სანამ დემნა რაიმეს თქმას მოასწრებდა დაჩის ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენ გიორგი.
-ვიპოვე ბატონო დაჩი, გოგონა ვიპოვე.
-სახელი გვარი მისამართი?
-დიახ, ორ წამში შეტყობინებათ მოგივათ.
-მადლობა გიორგი.
-რას ბრძანებთ ბატონო დაჩი, თუ რაიმე შემეძლება შემაწუხეთ.
-წავედით დემნა_ტელეფონს დაჰყურებდა ისე ჩაუჯდა ბიჭს მანქანაში.-ჯავახიშვილზე ცხოვრობს, ქალაქის მეორე ბოლოში რა ჯანდაბა უნდოდა_ბურდღუნით გადაიკრა ღვედი და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა. (1)
ლილია ღამის გათენებას მიჩვეული იყო, ხატვისას ისე შემოათენდებოდა ხოლმე ნიას ხმაზე ფხიზლდებოდა. ახლაც ხატვისთვის გადადებული „საროჩკა“ ეცვა სახლის მაღალ რბილ ჩუსტებზე და კიდევ ერთ ნახატს ასრულებდა კარზე ზარი რომ დარეკეს. არც დაუხედია რა ეცვა, ფუნჯი გადადო და კარებისკენ წავიდა, კოსა შეისწორა და ღიმილით გააღო კარები სანამ ბრახუნზე გადასული სტუმარი კარს ჩამოიღებდა.
-გისმენთ? _გაკვირვებაში გადაუვიდა ტონალობა ორი ახმახის დანახვაზე და წამიერად ინანა კარის გაღება.
-ვინ ხართ?_უხეში ტონი იმდენად გაუკვირდა წარბები აზიდა მაღლა და გაკვირვებულმა ახედა ერთი თავით მაღალ კაცს.
-უკაცრავად, მაგრამ სახლში თქვენ მივარდებით და აქეთ მთხოვთ ახსნა განმარტებას?
-გვაპატიეთ, ასე უხეშად არ უნდოდა,_მეორე მამაკაცი ჩაერთო უცებ და პირველი გვერძე გაწია._ჩვენ მეორე სამმართველოდან ვართ, გამომძიებლები დემნა დემეტრაძე და დაჩი თაბაგარი_უცებ მიუთითა უხეშზე.
-გამომძიებლები? _ახლა უკვე შეშინებულმა გაუშვა ხელი კარის სახელურს და მისაღებისკენ გაუძღვა. დიდი სახლი მაინც არ ქონდა, ძლივს დაითანხმა ნია ერთ ოთახში ეცხოვრათ და მეორე ოთახი მთლიანად სამუშაოსთვის დაეთმოთ. დიდი ხვეწნა არ დაჭირვებია, ნიას ფოტოგრაფობა იტაცებდა და სამუშაო ოთახი მასაც სჭირდებოდა. დივანზე ჩამოჯდა და შეშინებული ახედა მდგარ გამომძიებლებს.
-გვაინტერესებს იცნობთ თუ არა ნია ონიანს_უხეშმა დაჩიმ პირდაპირ მიახალა და ლილიაც ფეხზე წამოხტა.
-არა, არა გეხვეწებით ოღონდ ნია არა, გთხოვთ მითხარით რომ კარგადაა გეხვეწებით რა, ოღონდ ნია არა_ცრემლებით დასველებული სახით ეცა დაჩის ხელებში და თავისი ხელები ჩასჭიდა.
-ვწუხვარ.
-არაააა_მისი კივილი მთელმა ქუთაისმა თუარა ჯავახიშვილმა ნამდვილად გაიგო_ოღონდ ნია არა_ჩაიჩურჩულა და ისე ჩაიკეცა დაჩიმ ძლივს მოასწრო დაჭერა.
გოგოს კივილზე 5 წუთში მთელი ბინა შეიყარა. როგორ ვერ იტანდა დაჩი ასეთ სიტუაციებს, დემნას თვალებით ანიშნა და გოგო მეზობლებთან დატოვეს, ახლა დალაპარაკებას აზრი მაინც არ ქონდა.დემნას მანქანის კარი ლამის ჩამოუხსნა ისე მიიჯახუნა დაჩიმ.
-ეე ჩემი მანქანაა დაჩი.
-როგორ ვერ ვიტან ამ სცენებს.
-დაჩი მან ახლობელი დაკარგა.
-არც კი ვიცით ვინაა იმ ნიასთვის, დემეტრეს მკვლელი კი არხეინად დასეირნობს. ჯანდაბა, ნანი.
-ჩვენ უნდა ვუთხრათ ხო?
-აბა დედაჩემთან სხვა გავუშვა და დემეტრეს სიკვდილი აცნობონ ჩვეული გაცვეთილი ფრაზებით?
უსიტყვოდ დაძრა დემნამ მანქანა და დაჩის მშობლებისკენ წავიდნენ. ორივე ადგილზე გაიყინა, ხმა ვერცერთმა ამოიღო. დედამისმა ერთი ცრემლიც კი ვერ გადმოაგდო ისეთი გაყინული სახით მიაჩერდა დაჩის
-დაიჭირეთ?
-ხომ იცი რომ დავიჭერ დედა_გაბზარული ხმით უპასუხა ქალს, მაგრამ საპასუხად მიმიკაც კი არ შეცვლია ქალს.
-შვილი მაინც ვეღარ გაგვიცოცხლდება_ჩაილაპარაკა მამამისმა და დივნის საზურგეს დაეყრდნო.
გარეთ გამოსული დაჩი გიჟს გავდა -წავედით, ისევ იმ გოგოსთან_ და საპასუხოდ პირდაღებულ დემნას თითი დაუქნია. გზაში სამმართველოში გადარეკა, ახალი არაფერი იყო, ეს ხომ ქუთაისი, სათვალთვალო კამერებად მეზობლები ყავთ ხოლმე, მაგრამ ტყეში ვინ მოეძებნა.
შესასვლელი კარი ღია დახვდათ, შევიდნენ დაიძახეს, მაგრამ გოგო აღარ ჩანდა. ბოლოს ერთ-ერთ ოთახში მიაგნეს, იატაკზე იჯდა, ირგვლივ ფოტოები გაეშალა და სათითაოდ ყველას დაყურებდა. ცრემლი შეშრობოდა, მაგრამ მაინც ისე საცოდავად მობუზული იჯდა ბიჭებს სახე შეეცვალათ, თვით დაჩისაც კი. ოთახი გაკვირვებული თვალებით მოიარეს. გეგონებოდათ ოთახი ორად იყო გაყოფილი, ერთ მხარეს ფუნჯები, საღებავები, ნახატები, უამრავი ნივთი ეყარა. კედელზე ფერადი ნახატები იყო გაკრული და სხვათაშორის საკმაოდ ლამაზებიც. აი მეორე მხარე კი ნამდვილი გამოცანა იყო, კედლის თითოეული სანტიმეტრი იყო დაკავებული სხვადასხვა ზომის ფოტოებით, კუთხეში გასამჟღავნებელი აპარატი იდგა, გაბმულ ბაწრებზე დამატებით ფოტოები იყო და ოთახის ნახევარი ობობის ქსელს გავდა. დაჩი გოგოს ნელა მიუახლოვდა და ბეჭზე ხელი დაადო. გოგომ წყნარად ამოხედა და ფრთხილად წამოდგა
-ვიცი რატომაც მოხვედით, ვეცდები ყველაფერში დაგეხმაროთ, უნდა დაისაჯნონ. მძიმე ნაბიჯებით წავიდა დივნისკენ და ჩამომჯდარი ბიჭებს დაელოდა.
-კარგი, ჯერ თქვენ გაგვეცანით_ დაჩიმ დაიწყო და დემნამ თვალები გადაატრიალა, რომ გეკითხა შენ გაუძეხი საქმესო.
-მე ლილია ვარ, ლილია ჟღენტი, ნია ჩემი არაბიოლოგიური დაა, აქ ერთად ვცხოვრობთ...ვცხოვრობდით_გადაასწორა და ცრემლის შესაკავებლად ტუჩი მოიკვნიტა.
-შეგიძლიათ სულ თავიდან დაიწყოთ? ჩვენთვის თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია._ჩაერია დემნაც.
-კი ბატონო. მე და ნია ბავშვთა სახლში გავიზარდეთ, არცერთმა ვიცით მშობლები ვინ არიან, 21 წლის იყო, ღმერთო მასზე წარსულში ვლაპარაკობ_სახეზე ჩამოისვა ხელები და ორი წამით შეისვენა. _ მე მასზე 4 წლით უფროსი ვარ, მაგრამ ურთიერთობაში არასდროს გვეტყობოდა, დებივით ვიზრდებოდით, ერთმანეთს გვერდში ვედექით. მოკლედ 18 რომ გავხდი იქ აღარავინ გამაჩერებდა და დირექტორს ვთხოვე, მხოლოდ ღამის გათევის უფლება მოეცა, სამაგიეროდ ბავშვების მოვლაში დავეხმარებოდი. თავისუფან დროს ერთ-ერთ ბარში მიმტანად ვმუშაობდი, შემდეგ ღამით თეფშებსაც ვრეცხავდი და ფულს ვაგროვებდი. ნიაც რომ თვრამეტის გახდა ჩემი 4 წლის ნაგროვები უკვე გვეყოფოდა თავზე ჭერი გვქონოდა და ერთად წამოვედით. ეს ბინა ვიქირავეთ და უკვე ნიამაც დაიწყო მუშაობა. ისიც მიმტანად მუშაობდა ერთ-ერთ ცნობილ კაფეში. იმდენი ვაგროვეთ გირაობა შევძელით ბინის და ქირაში ფულის გადაყრამ ამოგვასუნთა, ძლივს შეკოწიწებული ფულით ნიამ ფოტოაპარატი იყიდა, გიჟდებოდა გადაღებაზე, მე კი თუ რამეს შევაგროვებდი საღებავებში ვხარჯავდი. ბოლოს გადაწყვიტა პროფესიონალურად შეესწავლა და კურსებზე ჩაეწერა. ამ დრომდე ასე ვცხოვრობდით, მეტი არ ვიცი რა გაინტერესებთ.
-შეყვარებული, ტაყვანისმცემელი, ვინმე ყავდა?
-კურსებზე ერთი ბიჭი გაიცნო, ძალიან მომწონდა, ნია ისე საოცრად უყვარდა, რამდენჯერმე მეც ჩამითრია მისთვის სიურპრიზი რომ მოეწყო. ნიასაც უყვარდა, მაგრამ არ ვიცი მოასწრო თუარა გამხელა თვე ნახევარია ხვდებიან ერთმანეთს... ხვდებოდნენ_ისევ შეასწორა და ჯერ დაჩის, შემდეგ დემნას ახედა და ისევ ცრემლი მოერია.
- სახელი?
-დემეტრე, გვარი სიმართლე რომ გითხრათ არ მახსოვს მგონი თაბაგარი.
დაჩიმ გრძნობები ვეღარ მოთოკა და ფანჯრის რაფას დაეყრდნო. ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა, მაგრამ დემეტრე, მისი უმცროსი ძმა, არა, ვერ მოისვენებდა სანამ დამნაშავეებს არ დაიჭერდა, დამსახურებულს არ მიუზღვევდა.
-სად მუშაობდა ნია? ვინმე გადაკიდებული ყავდა? რამეში ხომ არ იყო უკანონოში გარეული?_წამიერად შემობრუნდა დაჩი გოგოსკენ და პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა. დაინახა როგორ აენთო თვალები სიბრაზისგან ლილიას.
-მოიცა რას ნიშნავს გარეული რაში იყო? ის ერთი უბრალო ფოტოგრაფი იყო, ბინისქვედა საცხობში მუშაობდა და ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, იქნებ და ეს დემეტრე იყო რამეში გარეული და ნიაც გარია? ყველაფერს ნიას რა უფლებით აბრალებთ ამის უფლებას არ მოგცემთ, ის ბიჭი იპოვეთ ჯერ.
-ჩემს ძმაზე წესიერად ისაუბრეთ, რაში უნდა ყოფილიყო 24 წლის ბიჭი გარეული, სახლისა და უნივერსიტეტის გარდა არსად დაიოდა.
-ძმაა? რა თქმა უნდა, დაჩი თაბაგარი ახლა გასაგებია, თქვენ ხართ ის დაჩი_ გვერდულად ჩაეცინა ლილიას, თავი გადააქნია და ისევ დივანზე დაჯდა_სად არის დემეტრე, უკვე იცის ნიაზე? საწყალი ბიჭი გაგიჟდება.
-ალბათ იცის_ისევ ფანჯრისკენ შებრუნდა დაჩი.
-ალბათ რას ნიშნავს?
-ლილია, დემეტრე და ნია ამ დილით ერთად მოკლეს მანქანაში_გაისმა დემნას დაძაბული ხმა და დაჩიმ თითქოს ზურგზე იგრძნო გოგონას კაკლის ხელა თვალების მზერა. (2)
-რა საშინელებაა, ვწუხვარ_ თავი ჩახარა ლილიამ.
-შენ თქვი რომ ნია მიმტანი იყოო, ახლა ამბობ საცხობში მუშაობდა, ეს როგორ გავიგოთ?_გვერდულად გამოხედა დაჩიმ.
-ნია არტ კაფეში მუშაობდა რამდენიმე თვე, ხელფასი მოსწონდა, მაგრამ ერთ დღეს გამოაცხადა წამოვედიო, მიზეზი არ უთქვამს, თუმცა ორ თვეში როცა ეცალა ფოტოაპარატით მაინც დადიოდა, უყვარდა მოცეკვავე ხალხის გადაღება, ასე ბევრნაირ კადრს ვიჭერო ამბობდა. შემდეგ დემეტრესთან ერთად დაიოდა.
-გაუჩინარებამდეც იქ იყო?
-სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი, ისიც არ ვიცოდი რომ გაუჩინარდა, რაც დემეტრე გაიცნო ღამით ხშირად უყვარდათ გასვლა, ახალი გზა რომ დააგეს ქუთაისში შემოსასვლელი იქ დგებოდნენ მანქანით , ერთ-ერთი ადგილიდან მთელი ქუთაისის ხედი ჩანდა და რომანტიულად მიაჩნდათ_კიდევ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა_იმითი მაინც დავმშვიდდები, რომ ახლაც ერთად არიან.
-შეგიძლიათ კამერა გვაჩვენოთ?
-რა თქმა უნდა._ლილია ნიას ოთახისკენ წავიდა, მაგრამ გაკვირვებული დაბრუნდა
-აქ არ არის, თუმცა როგორ იქნებოდა სულ გამოვშტერდი, თან ექნებოდა მანქანაში, მის გარეშე არსად დადიოდა.
-კარგი, სხვაგან სად იღებდა კიდე?
-ძირითადად ადამიანებს იღებდა, მაგრამ რამდენჯერმე რიონის პირასაც იყო, აი პირველი სკოლის ქვემოთ ჩასასვლელიდან რომ ქვებზე გადადიხართ.
-გასაგებია, ანუ საქმე კაფეშია_ ხმამაღლა ფიქრობდა დაჩი.
-კაფეში? კაფეში რატო? _გაოცებულმა გახედა გოგომ
-არაფერი, ეს თქვენი საქმე აღარაა.
-ის ჩემი და იყო.
-არაბიოლოგიური, ეს ჩვენი საქმეა, თქვენი ცხოვრების გაგრძელება და ხატვაა. თუ კამერას იპოვით გაგვაგებინეთ_მკაცრად მოჭრა და კარებისკენ წავიდა.
-როგორ?
-აი ჩვენი ნომრები_ფურცელი დაუტოვა დემნამ და დამშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა.

მაშინვე განყოფილებაში დაბრუნდნენ და იმედიც გაუცრუვდათ ახალი ისევ არაფერი.
-დაჩი, მოდი ძმურად სახლში წადი, ჯერ ახალი არაფერი იქნება, ეს შენთვის იოლი არ იყო, ცოტა დაწყნარდები წაუძინე და დილით ისევ განვაგრძოთ.
-არა დემნა, ახლა სახლში ვერ წავალ, არც მარტო დარჩენა მინდა და არც აქედან წასვლა. კიდევ გადავამოწმებ ყველაფერს.
დიდი ჩხუბის შემდეგ როგორც იქნა დაითანხმა და დაჩის სახლის კარი მძიმედ გაიღო. ტანსაცმელი გამოიცვალა და დივანზე ჩამოჯდა. დემეტრე ენანებოდა, ასეთი რა მოხდა, რომ ორი ახალგაზრდა ასე სასტიკად გაიმეტეს, ეტკინა, რომ დემეტრე შეყვარებულს უმალავდა, მითუმეტეს თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო. ან ეს გოგო რა შუაში იყო, უბრალო ფოტოგრაფი რატომ უნდა მოეკლათ? იქნებ მისი ძმა იყო მართლაც რამეში გარეული? არა ვერ დაიჯერებს, მაგრამ თუ ასეა მისი ბრალია, ოჯახისთვის ვერასდროს იცლიდა. ამ გოგოს საქციელიც საკმაოდ საეჭვოა, თუ ბარიდან უსიამოვნების გამო წამოვიდა ასე ხშირად რატომ სტუმრობდა? მიზეზი რაცარუნდა ყოფილიყო ეს მაინც საეჭვო იყო. პიჯაკს ისევ დასტაცა ხელი და სამმართველოსკენ წავიდა.

სამსახურში დილით მისულ დემნას დაჩი უკვე მაგიდასთან, ფურცლებში თავჩარგული დახვდა.
-ღმერთო დაჩი, შენი გადამკიდე ცოლი გამშორდება.
-უკვე გათენდა? რატო ნატალის რა ჭირს?_თავი ფურცლებიდან არც აუწევია ისე ამოსძახა.
-კვირაში ორჯერ მხედავს და აბა რას იზამს ნორმალური ადამიანი? მოიცა უკვე გათენდა რას ნიშნავს სახლში რომ გაგიშვი უკან დაბრუნდი?
-დემნა ნახე რა ვიფიქრე_ვითომ არც გაუგონია მეგობრის ხმა დაფასთან ისე მიიყვანა_ ის გოგო ერთი წლის, ნუ ცოტა მეტი ხნის წინ წამოვიდა ბარიდან, არვიცით რატომ, მაგრამ წამოსვლის შემდეგ ლამის ყოველ მეორე დღეს იქ დადის და როგორც ის გოგო ამბობს, ფოტო.....
-ლილია.
-რა ლილია და ყვავილი აგიტყდა?
-ის გოგო კიარა ლილია.
-ჯანდაბა დემნა სერიოზულად გელაპარაკები.
-კაი ბოდიში ხოიცი არმიყვარს მასეთი მიმართვა.
-მოკლედ, ეს ნია უკან ბრუნდება და როგორც ეს ლილია ამბობს ხალხს ფოტოებს უღებს. ახლა კიდევ ერთი უცნაურობა, ლილიას გადავურეკე და ბარში სიარულის სიხშირე უფრო ზუსტად ვკითხე, გამოიცანი რა მოხდა, ნიას ბარში სტუმრობა ზუსტად ემთხვევა ცოცხალი ბენდის გამოსვლის დღეებს.
-და მერე რა? კარგი რა დაჩი, იქნებ უბრალოდ ცოცხალი მუსიკა უყვარდა?
-არა დემნა, იქ ყოველ საღამოს ერთი და იგივე სიტუაციაა, მუსიკაც ერთი ჟანრისაა. ვფიქრობ ღირს ბენდის ამბების გარკვევა. ნუ ბარის უკვე გავარკვიე_და დაფაზე მიუთითა სადაც პირამიდის მიხედვით მფლობელები და მომუშავე პერსონალის ფოტოები იყო გაკრული.
-დაჩი დარწმუნებული ხარ?
-ხომ იცი დემნა ინტუიციას ყოველთვის ვენდობი. ნატალი დაპატიჟე ამ საღამოს არტ კაფეს ვესტუმროთ.
-ნატალი? ჩემ ცოლთან რაღა გინდა?
-სანამ ჟეტონით მივაკითხავთ მინდა უბრალო კლიენტის სახით შევათვალიერო.

ორი კვირა ისე გავიდა ახალი ბევრი ვერაფერი გაიგეს, ბარში რამდენჯერმე იყვნენ ბენდის დროს მაგრამ საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. სულ ხუთნი იყვნენ, ოთხნი ინსტრუმენტთან, ერთიც კომპიუტერთან, ისიც რეპერტუარს არჩევდა. ლილიას ზარები ბიჭებს ლამის ყელში ქონდათ ამოსული. გოგო თითქმის ყოველდღე ურეკავდათ და ახალ ამბავს ელოდა, ბოლოს კარგადაც გამოლანძღა უმაქნისები ხართო და სამი დღეა აღარ გამოჩენილა. ის იყო დაჩიმ ვისკის ჭიქა მაგიდაზე დააგდო და დემნას გადახედა:-მომბეზრდა ჟეტონს ავუფრიალებო, უკნიდან საკმაოდ ნაცნობი ხმა რომ მოესმათ
-აბა, რამეს ხომარ დაამატებდით? _ფართედ გაიღიმა მიმტანის ფორმაში გამოწყობილმა ლილიამ და ბიჭების გაოცებული მზერა დააიგნორა. (3)
-ლილია აქ რა ჯანდაბას აკეთებ_უცებ წამოვარდა დაჩი და მკლავში წვდა_ ახლავე წადი აქედან, ხომ გითხარი არ გაერიოთქო?
-ბატონო გამომძიებელო, მე უბრალო მიმტანი ვარ და მეც კი ვხვდები, რომ ასე ყურადღების მიქცევა აქ არ შეიძლება. ნუთუ ესეც მე უნდა გასწავლოთ?
-გამოიცვალე და წადი აქედანთქო.
-არა. მთელი ორი კვირა გქონდათ, მთელი ორი კვირა და ვერაფერი გაარკვიეთ. ლოდინით დავიღალე, ახლა უკვე ჩემი ჯერია.
-რა შენი ჯერია გოგო ნუ გადამრიე, ახლავე წადი აქედან.
-საქმეს თქვენ ვერ იძიებთ და სხვებს მაინც დააცადეთ რა ბატონო დაჩი_ ხელი ცივად გააშვებია და ირონიულად ჩაილაპარაკა.-თანაც უკვე გვიანია, აქ როგორც ნიას დას ისე მიცნობენ, ამიტომ ვნახოთ ვინ რას მოიმოქმედებს.
-ლილია დარწმუნებული ხარ?
-მერე ვისაუბროთ დემნა, აქ არ ღირს_ დასრულებული არ ქონდა ლილიას სიტყვა უკნიდან ბარმენი რომ ამოუდგა.
-ლილია რა ხდება?
-არაფერი ლაშა, უკვე სხვა მაგიდასთან მივდიოდი_ბიჭი მაინც რომ თვალებით ბურღავდა დაჩის, ლილიამ ჩუმად ჩაულაპარაკა_ხოიცი ქუთაისელი ბიჭები როგორები არიან, დღეს გაიგო მისი შეყვარებული მიმტანად რომ მუშაობს და არ მოეწონა_ვითომ გაიცინა და ამაზე უფრო გაცოფებულ დაჩის მზერა აარიდა.
-ისე თქვენ ადგილას ბენდის წევრებს ყველაზე დიდ დროს დავუთმობდი_ყურში ჩუმად ჩაჩურჩულა ლილიამ, დაჩის სასიამოვნო სურნელი დააიგნორა და შემდეგი მაგიდისკენ გაემართა.
-ღირსი იყავი, ეს გოგო მომწონს_სიცილი დაიწყო დემნამ, თუმცა დაჩის აღარ ეცალა და ბენდს აკვირდებოდა. ესეიგი არ შემცდარა, ინტუიცია არც ამჯერად ღალატობდა, საქმე მათშია, მაგრამ კერძოდ? კარგი ამას გაარკვევს, თითოეულს გაშიფრავს, ყველა მათ ნაბიჯს გაიგებს და ვერაფერს გამოაპარებენ, ბედნიერს გაეღიმა და ვისკი ბოლომდე მოსვა, მართალია ეს გოგო საოცრად აღიზიანებს, მაგრამ უხარია, რომ მისი ეჭვები გაამყარა.

სახლში გვიან დაბრუნდა, ბენდის წევრებზე ინფორმაციას ამოწმებდა და ჭკუიდან გადავიდა იმდენად სუფთა ისტორია ქონდათ. არა, მაინც არ დანებდებოდა, რაღაცას იპოვიდა. ტელეფონის ხმაზე უცებ წამოდგა ლოგინიდან და გაკვირვებულმა უპასუხა ლილიას ზარს
-ლილია?
-დაჩი, მაპატიე გაგაღვიძე, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ შენ და დემნა და ვინმე გამოიყოლოთ იქნებ ანაბეჭდები დატოვეს?
-აბაბეჭდები? რა ანაბეჭდები? ლილია სად ხარ?_პასუხს არც დალოდებია ისე სტაცა მანქანის გასაღებს ხელი და კარი გამოაღო.
-ჩემი ბინა ყირაზეა.
-მოვდივარ, ხელი არაფერს ახლო, დამელოდე, გასაგებია?
-ღმერთო ჩემო ნუ ყვირი, მე თითონ დაგირეკე ვხვდები რომ ხელი არაფერს უნდა ვახლო.
-ჯიუტი ბავშვი, ჯიუტი_გაბრაზებულმა დაქოქა მანქანა, და დემნასთან დარეკვა გადაიფიქრა_მართლა გამოაგდებს ამ საცოდავს ცოლი მე თითონ მივხედავო. არ გაუმართლა, დემნა უკვე იქ დახვდა, კრიმინალისტებს დაურეკავთ რადგან საქმე ოფიციალურად მისი იყო და ახლა შორიდან უბღვერდა .
-აბა რა ხდება?
-ლილია ამბობს რომ არაფერი დაკარგულა.
-ხო ასე რასაც ვხედავ ყველაფერი ადგილზეა, ჩემი ოთახი შევამოწმე და ცოტა ფული რაც გადანახული მქონდა ხელუხლებელია. ეს რას ნიშნავს?_ბიჭებს გადახედა ერთმანეთს უსიტყვოდ რომ ესაუბრებოდნენ_რა თქმა უნდა, რაღაც კონკრეტულს ეძებდნენ არა? ფული არაფერში ჭირდებოდათ, რაღაც კონკრეტული უნდათ რაც ნიასთანაა კავშირში.
ბიჭებმა კრიმინალისტები გაუშვეს, მაინც ვერაფერი იპოვეს, ფროფესიონალის ნახელავს გავდა. მათი გასვლა და ლილიას ყვირილი ერთი იყო:
-ან ახლავე მომიყვებით წესიერად ყველაფერს, ან ჩემით ვიმოქმედებ და არცერთს გეტყვით რა გავიგე.
-დარწმუნებული ხარ რომ მხატვარი გინდა გახდე?_გაეცინა დემნას_კარგად აზროვნებ.
-მომიყევით.
-კარგი,_ ხელები აწია დაჩიმ_ რადგან უკვე იქ მუშაობ ერთმანეთს გამოვადგებით
-დაჩი ეს სარისკოა, ის არ ჩარიო, რამე შეიძლება მოუვიდეს.
-დემნა, ამ ცხოვრებაში არავინ დამრჩა, ისიც არ ვიცი რატომ ვცხოვრობ, მეგობრები არ მყავს, აღარც და, ნიას სიკვდილის შემდეგ ჩემ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანია, სამაგიერო გადავუხადო ვინც ასე გამამწარა, თქვენი საქმეა ჩამრევთ თუ არა. ახლა უკვე ნამდვილად ვიცით რომ საქმე კაფეშია, როგორც კი მივედი და ნიას და ვართქო განვაცხადე იმ ღამესვე სახლი გაჩხრიკეს.
-კარგი ლილია, მაშინ ინფორმაცია გავცვალოთ, მოკლედ, მკვლელობის ადგილზე ჯერ დემეტრე მოკლეს, ნია გარეთ ერთ-ერთ ხეზე ყავდათ მიბმული, ანუ მისგან ინფორმაციის დატყუება უნდოდათ, და ჯერ შეაშინეს. ადგილზე სამაჯური ვიპოვეთ და მასზე დნმ-იც ვნახეთ, მაგრამ თუ შესადარებლად არავინ გვეყოლება ვერ გავიგებთ ვისია. ბენდს რაც შეეხება, ყველა გადავამოწმეთ, მაგრამ იმდენად სუფთა ისტორია აქვთ, ლამის დავიჯეროთ უმანკოები რომ არიან. ჩვენებს რაც შეეხება, ვცადეთ დღის მარშუტი გაგვეგო, მაგრამ ეს ქუთაისია და რამდენიმე კამერა მუშაობს, გავიგეთ, რომ კაფემდე მაკდონალდში იყვნენ, შემდეგ კაფეში და სადღაც უნივერსიტეტთან კვალს ვკრგავთ.
-კი მაგრამ ორი კვირა გავიდა სულ ესაა? მანქანაში არაფერი იყო?
-არა, არანაირი ანაბეჭდი, იდეალურად სუფთა დაგვხვდა, არც ავარიის კვალია, ანუ თვითონ გააჩერეს იმ დაწყევლილ ტყესთან.
-ტყესთან? სად ტყესთან?
-საღორიაზე.
-ღმერთო ჩემო,_სახეზე ხელები აიფარა ლილიამ_ეს მათი ადგილი იყო, ერთ-ერთ ნაწილში ბოლოსკენ ხეები შეთხელებულია, იქ უყვარდათ ყოფნა, დემეტრე ამბობდა ისეთი სიწყნარეა, გვამშვიდებს ხეების შრიალში ვარსკვლავების ყურებაო. ნია კიდე დაცინოდა, რომელი ვარსკვლავების მთელი დრო მე მიყურებო. ღმერთო რა ბედნიერები იყვნენ._სლუკუნი ვეღარ შეიკავა ისე აუცახცახდა ბეჭები. დაჩის გული ორმაგად ეტკინა და კიდევ ერთხელ დაინახა თვალნათლივ რამდენი გამოტოვა მისი ძმის ცხოვრებაში, ამ უცხო გოგომაც კი იმაზე მეტი იცოდა ვიდრე თვითონ.
-მოვკლავ, ვინც არუნდა იყოს, ჩემი ხელით მოვკლავ, ამის დედაც მო****, ბავშვებს ერჩოდნენ არაა_მთელ ოთახში გაშმაგებით დარბოდა დაჩი და ისედაც არეულ ოთახს უარესად რევდა და ყველაფერს ლეწავდა. ცოტაც აცადა ლილიამ და მთელი ძალით ჩაეხუტა.
-დამშვიდდი, დავიჭერთ, აი ნახე, პასუხს გაგვცემენ, დავიჭერთ._ეჩურჩულებოდა კაცს და იატაკზე დავარდნილები განუკურნებელ ტკივილს დატიროდნენ. (4)


ერთი კვირა ისე გავიდა ახალი ვერაფერი გაიგეს, ეჭვი რომ არავის აეღო ლილია ყოველ დღე მუშაობდა, გვიან ხან დაჩი აკითხავდა ხან დემნა, იმ დღეს აჯამებდნენ და ლილიაც სახლში მიყავდათ, ასე უფრო მშვიდად იყვნენ.
-ისე დაჩი, არ მეგონა ლილია ასეთი ჭკვიანი თუ იქნებოდა, უშიშრიც, მის ადგილას სხვა უბრალოდ ცხოვრებას გააგრძელებდა.
-ეგეც გააგრძელებს, უბრალოდ ჯერ დეტექტივობანას თამაშობს.
-კაი რა დაჩი რა უხეში ხარ, ის ხო გვეხმარება.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და წადი მოიყვანე.
ბიჭების მოკითხვით ჩაჯდა ლილია, დემნამაც გაუღიმა საპასუხოდ და უცებ მოუბრუნდა.
-გეხვეწები უარი არ მითხრა, ნატალის შენი გაცნობა უნდა და აქედან ჩემთან მივდივართ.
-კი ბატონო, იმედი მაქ ოჯახს გადაგირჩენ და ხელსაც დაგაფარებ _უცებ გაეცინა ლილიას და დემნას დაბღვერილ სახეს თვალი აარიდა.
-ოოოო, აი ეგ კარგი აზრიაა, ჩვენ მაინც ვუშველოთ ამ საცოდავს, თორემ ნატალისნაირ მეორეს მაინც ვერ ნახავს.
-ორივე გაჩუმდით რა, არავინ არ აპირებს ჩემ მიტოვებას._ჩაიბურდღუნა ბოლოს და ნაწყენი შებრუნდა დემნა. დაჩის და ლილიას ხითხითი დააიგნორა და ჯიუტად წინ გააგრძელა ყურება.
მანქანა დაჩიმ ერთ-ერთ ბინასთან გააჩერა და მეოთხე სართულიც მალევე გამოჩნდა. გოგონა თავჩახრილი მიუყვებოდა კიბეებს და თვალები მაშინ დააჭყიტა დემნას გინება რომ მოესმა და ბიჭებმა იარაღი რომ ამოიღეს.
-რახდება?
-არ ამოხვიდე, კარი ღიაა, ჩემი სამსახურის გადამკიდე ნატალი კარს არასდროს ტოვებს ღიად.
-ნააატ_მთელ ხმაზე ყვიროდა გაგიჟებული დემნა და ანგრეულ სახლში ცოლს დაეძებდა.
-აქ ვარ_ხრიალის მაგვარი ხმა გამოვიდა ჩაკეტილი სააბაზანოდან_დემნა ხომ შენ ხარ?
-გამო ნატ მე ვარ_მაშინვე ხელები მოხვია აკანკალებულ ცოლს და ჩაიხუტა.
-ხომ კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავეს? იცოდე არ დამიმალო ჩემივე ხელით მოვკლავ_გამწარებული ლუღლუღებდა დემნა და ემოციებს ვერ იკავებდა.
-კარგად ვარ დემნა, კიდევ კარგი არ მეძინა და კარებს რომ ტეხდნენ ხმა გავიგონე და აბაზანაში ჩავიკეტე, სანამ მთელი სახლი გადააბრუნეს თქვენც მოხვედით. გავიგონე ერთმა თქვა მოვიდნენ წავედითო. სულ ეს იყო კარგად ვარ დემნა_კიდევ ერთხელ მოეხვია ქმარი და ცოტა დაწყნარდა.
-მარტო მე ვხვდები, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულია?_ხმადაბლა ჩაილაპარაკა დაჩიმ_აქამდეც გვქონია გადაკიდებული ნაბიჭვრები, მაგრამ ასე აშკარად ჯერ არავინ დაგვპირისპირებია.

ორ წუთიანი სიჩუმე ლილიას ტელეფონმა დაარღვია, გაკვირვებულმა დახედა უცხო ნომერს და მაშინვე უპასუხა.
-გისმენთ
-გამარჯობა საყვარელო ლილია.
-ვინ ხართ? _ ირონიულ ჩახლეჩილ ხმაზე ტანში გაცრა და ბიჭებს გადახედა, დაინახა დაჩიმ როგორ ანიშნა ხმამაღალზე ჩართეო.
-მე მიხვედრილი და ჭკვიანი გოგო მეგონე, შენ კიდე როგორ კითხვებს მისვამ?_ჩაიხითხითა და კიდევ ერთხელ გაცრა
-კარგი მაშინ რა გნებავთ?
-ეგ სხვა საქმეა, შეყვარებული როგორ გყავს ძვირფასო? ხომ არ ვაეჭვიანებთ?_ბიჭებმა გაოცებულმა ახედეს ლილიას
-ვერ გავიგე?
-იგივეს ნუ გამამეორებინებ, სცენებს კარგად გიწყობს და შეყვარებულსაც აღარ ეძახი?_დაჩი.
-საქმეზე გადადი.
-ოოო, აი ეს მომწონს, საქმოსანი გოგოს იმიჯი, მოკლედ თუ არ გინდა შენი საყვარელი ადამიანები დაზარალდნენ, შენი დაქალის ნივთებს კარგად გადაჩიჩქნი და მეხსიერების ბარათს მომიტან, თუ ამაზე სიტყვაც დაგცდება იცოდე კარგი დღე არ დაგადგება.
-საყვარელი ადამიანები? მეხუმრებით ალბათ ხო? ერთადერთი ნია მყავდა და მოკალით, თქვენი აზრით ვის გამო შევიწუხებ თავს? აღარავინ დამრჩა, ასე რომ ტყუილ მუქარას შეეშვით.
-როგორი გაბრაზება გცოდნიაა, მოდი მაშინ გითარგმნი, საყვარელ ადამიანებში ჯერ შენი შეყვარებული ვიგულისხმე, მერე კიდევ საყვარელი გამომძიებელი, რომელსაც ზარებით იკლებდი და დაუმეგობრდი, ბოლოს კი მომავალი მეგობარი ალბათ ნატალი, თუმცა გადაეცი, რომ მასპინძლობა დავუწუნეთ, როცა სტუმარი მოგივა სააბაზანოში არ უნდა ჩაიკეტო._სიცილით გათიშა ტელეფონი და ოთახშიც სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.

-ფაქტია, ბარათზე ფოტოებია, ამიტომ აწამეს ნია, ამიტომ გადააქოთეს ჩემი სახლი, ისიც ფაქტია ეს ფოტოები კაფეშია გადაღებული, მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის ამ ფოტოებზე მოკვლას რომ არ ერიდებიან?
-ლილია, ახლა მომისმინე, კარგად დაფიქრდი, როცა შენ ან ნიას რაიმეს დამალვა გინდოდათ, ისე საიდუმლოდ, რომ თქვენს მეტს ვერავის ენახა სად დებდით?
-რა თქმა უნდა, ღმერთო რა სულელი ვარ, კარმა.
-რა კარმა მოგინდა ადამიანო ამ პაპანაქებაში.
-სახლში წამიყვანეთ რა სწრაფად, აგიხსნით.
სახლში როგორც კი შევიდა, მაშინვე კარმას მივარდა, წინა მხარე გადაწია და ხელი შიგნით ასანთებთან მოაფათურა.
-ხუმრობ? ეგ სამალავია? რამე ეტევა?_დაჩი ლამის პირდაღებული უყურებდა,
-არის, რაღაც არის, ვიპოვე, აი_მუჭი გახსნა და ორი მეხსიერების ბარათის კოლოფი გამოაჩინა. ერთი ცარიელი, მეორე კი ბარათით. მაშინვე მოიტანა ლეპტოპი და შეაერთა.
არც გაკვირვებიათ, მთელი ჩიპი ბარმენი ლაშასა და ბენდის „კომპიუტერშიკის“ ფოტოებით იყო სავსე.
-ანუ ბენდიდან ამ ბიჭს ვეძებთ.
-კი, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ფოტოებია?
-სამაგიეროდ მეორე კოლოფია ლილია. ანუ ის ბარათი აქ არაა. მათ რომ ქონდეთ არ დაგირეკავდნენ. ჯანდაბა, ისევ გავიჭედეთ.
-მოიცადეთ, ლაშაც ჩვეულებრივია ბიჭია ხომ ასეა?_ლილია ოთახში დადიოდა და თან ფიქრობდა.
-ხო რავიცი ლილია, ლოგიკურად ბიჭი უნდა იყოს.
-დაჩი_იმხელა ხმით იყვირა ახალი იდეით სახეგაბრწყინებულმა, ლამის ჭიქა გააგდებია ბიჭს ხელიდან-ხო და თუ ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, მაშინ გეგმა მაქვს. ნუ არ მოგეწონებათ, მაგრამ მე მაინც გავაკეთებ ასე რომ ტყუილა არ შემეწინააღმდეგოთ.
-რა გეგმაა ამჯერად ქალბატონო?
წარბშეკრული და მკაცრი დაჩის მზერა დააიგნორა და:
-ხვალ საღამოს ბარში სკანდალით გშორდები_საზეიმოდ გამოაცხადა ლილიამ და აფხუკუნებულ ნატალიზე თითონაც გაეცინა. (5)

მიუხედავად დაჩის გაცეცხლებისა და ყვირილისა, მაინც ლილიას გეგმამ გაიმარჯვა და აი ერთ სამშაბათ დღეს, როცა ჩვეულებრივად მუშაობდა, სრულიად მოულოდნელად მკლავში დაჩი წვდა და მისკენ შეაბრუნა.
-მე შენ რა გაგაფრთხილე?_თვალებიდან ლამის ცეცხლს აფრქვევდა.
-დაჩი მტკენ.
-გაიხსენე აბა რა გაგაფრთხილე? ხომ გითხარი კაფეში მისული აღარ დაგინახოთქო?
-დაჩი ეს ჩემი სამსახურია.
-არ მაინტერესებს. ახლავე გამოიცვალე და წამოდი_ხელის კვრით გაუშვა პერსონალის ოთახსიკენ და ყველას მისკენ მიპყრობილი მზერა დააიგნორა.
-არა დაჩი, ამჯერად შენსას ვერ გაიტან, უკვე ზედმეტი მოგდის, შეეგუე ბოლოსდაბოლოს, მე აქ ვმუშაობ.
სანამ დაჩი ისევ მოასწრებდა ლილიასთან მიახლოებას მათ შორის ლაშა ჩადგა, ლილიაც დიდის ამბით ამოეფარა და დამფრთხალი თვალებით დაიწყო ყურება.
-ძმაო ზედმეტი მოგდის, ჯობია აქედან წახვიდე ლილიას არცხვენ.
-შენ ვიღა ჩემი ფეხები ხარ? ჩემს საცოლეს სადაც მინდა და როგორც მინდა ისე მოვექცევი._საცოლეზე ლილიამ წარბები აწკიპა და ლაშას ზურგიდან ჩუმად გამოიჭყიტა.
-შენი საცოლე არ ვარ დაჩი და ახლა უკვე აღარც შეყვარებული, ყველაფერი დამთავრდა აქედან წადი.
-ამას ასე არ შეგარჩენ ქალბატონო_მუქარა დაუტოვა ლილიას და კმაყოფილი ღიმილით ჩაჯდა მანქანაში.

დემნასთან იკრიბებოდნენ, ორ საათში ლილიაც მივიდა, ნატალი ყველას მაგარი ყავით გაუმასპინძლდა, უნდოდა თუ არა ისიც ჩაერთო გამოძიებაში და ისეთი აზარტი იგრძნო დემნას საყვედურს აღარასდროს ვეტყვიო ისიც გაიფიქრა.
-მოკლედ ვერაფერს გეტყვი ყოფილო საქმროვ, მემგონი მსახიობობა უფრო გამოგდის, ფროფესიის შეცვლაზე ხოარ იფიქრებდი?_მხიარული ხმით შემონარნარდა ლილია დუტის გახსნით. მის გაბრწყინებულ თვალებს ცივად ახედა დაჩიმ და ბოლოს მაინც გაეცინა
-შენც იგივეს გეტყოდი. აბა?
-რა აბა?
-ახლა რას აპირებ?
-ოჰ დაჩი, შენთან დაშორებით ისე გავნერვიულდი ვიღაცის ბეჭი მჭირდებოდა ცრემლები რომ მეღვარა_მოწყენილმა ჩაილაპარაკა ლილიამ და ლამის ისევ ატირდა.
-ღმერთო ჩემო მართლა უნდა იფიქრო მსახიობობაზე_სიცილით გააქნია თავი დაჩიმ, მაგრამ ორ წუთში ისევ გამომძიებელი ჩართო_იცოდე როგორც შევთანხმდით, ძალიან ახლოსაც არ მიდიხარ, სახლში არ ეპატიჟები და თითოეულ სიტყვას უკვირდები.
-კარგი საყვარელო, ვიცი ეჭვიანობ, მაგრამ ჩვენ უკვე დავშორდით და ნება მომეცი ლაშასთან ბედნიერი ვიყო_თვალების ციმციმით მიუჩოჩდა დაჩის და ქვედა ტუჩი ვითომ მოწყენილმა ამოაბრუნა. დაჩიმ ზემოდან დახედა და ჩუჩრჩულით უთხრა
-იცი რას ამბობენ ექსტრემალურ სიტუაციაში დაწყებულ ურთიერთობაზე და სიყვარულზე?
-ცხოვრების ბოლომდე გრძელდებაო?_გული ამოუჯდა ლილიას დაჩიდან სიყვარული რომ გაიგონა, ცოლ-ქმარს კი ბატიბუტიღა ქონდა დარჩენილი და ნამდვილად ფილმი ეგონებოდათ.
-არა ლილია, მტკივნეულად მალევე მთავრდებაო_ცივად შეკრა წარბები და კარისკენ წავიდა._ტკბილი ძილი ყველას.
ლილიას სახეზე შეყინული ღიმილი უხერხულად ჩამორეცხა დემნას ჩახველებამ
-წამო ლილია, ჩაი დავლიოთ და ჩვენთან დარჩი_ისიც დაპროგრამებულივით უკან გაყვა და ლამის ტირილი დაიწყო დაჩის სიცივით ნაწყენმა. არც მას მოწონდა და დიდად თავს არ იკლავდა, მაგრამ ასე გულგრილობასაც არ ელოდა.
-არ მოიწყინო რა, ის ყველასთან ასეთია, ლილია გთხოვ რა.
-რატომ უნდა მოვიწყინო დემნა, მეორე თვეა რაც ვიცნობ, თავიდანვე ვიცოდი როგორი ცივი იყო, სანამ გავიცნობდი მანამდეც კი ვიცოდი ვინ იყო და როგორი, ამიტომ არ მწყენია.
-ამჯერად მინდა მსახიობური ნიჭი დაგიწუნო და თან ერთი კითხვა მაქვს.
-გისმენ დემნა.
-პირველად რომ გავეცანით ერთმანეთს, მახსოვს დაჩიზე თქვი ანუ შენ ხარ ის დაჩი თაბაგარიო და შეგიძლია მითხრა საიდან იცნობდი?
-დემეტრესგან დემნა_ გაეცინა ლილიას_ერთხელ, როცა ნიას მორიგ სიურპრიზს უკვე ჩემი იდეით ვუწყობდით, დაჩიზე მომიყვა, მითხრა ნიაზე როცა ვეტყვი ერთი უნდა გაგაცნო ისეა მის სამსახურზე გადამკვდარი ორი თვეა არ ვუნახივარ და შენნაირი თუ მოიყვანს ცხოვრებისკენო. ამითი მივხვდი ვინც იყო და როგორიც.

ლილიამ დარჩენა მაინც გადაიფიქრა, ახლა მხოლოდ სამხატვრო ოთახზე ფიქრობდა, დემნამაც სახლამდე მიაცილა და ცოლთან დაბრუნდა. მაშინვე ფუნჯები მოიმარჯვა ლილიამ და დილამდე ოთახიდან არც გამოსულა, რამდენიმე ნახატი ერთად დაასრულა, აქედან მხოლოდ ერთი იყო პორტრეტი და ისიც დაჩისი.
-ჯანდაბა, ამ ჯმუხს ჩემ ცხოვრებაში არაფერი ესაქმება. _ნახატი მაგიდის უკან გადამალა და სამხატვრო კურსებისთვის მოემზადა. შუადღეს გარეთ გამოსულს დაჩი რომ დახვდა ნერვიულად მოსიარულე, მისკენ წავიდა.
-გამოხვედი? კარგია წავედით.
-სად? რამე მოხდა?
-კი, წავედით.
როგორც ყოველთვის დემნასთან შეიკრიბნენ. დაჩი ნერვიულად მიმოდიოდა და ისე ლაპარაკობდა.
-გუშინ სახლში ვერ წავედი, გზაში რატომღაც მკვლელობის ღამე გამახსენდა და კამერების ჩანაწერები გადავამოწმე, კიდევ კარგი ბენზინგასამართ სადგურებს მაინც აქვთ და საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე, მთელი საღამო სადაც დემეტრეს მანქანა ჩანდა, უკან აი ეს შავი მერსედესიც დაყვებოდა_სურათები დაყარა მაგიდაზე_ ყველა კამერაში ჩანს მათ უკან, ამიტო დამთხვევა გამორიცხულია, ერთ-ერთ კამერაში შუქი პირდაპირ ნომრებზე ენათება და ვინაობაც გავარკვიე, მანქანა ვინმე ლალი შალამბერიძეს ეკუთვნის. მასზე მაშინვე მოვიძიე ცნობები და ის უფრო გამიკვირდა მისი ძმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლაშა რომ აღმოჩნდა. ახლა ორი ვარიანტია, ან მისი დაც გარეულია, ან იმ საღამოს გამოიყენა კვალის არევისთვის. მოკლედ, დემნა უფროს უკვე ველაპარაკე, ლაშაზე ოფიციალური თვალთვალი იწყება, შენ კი ქალბატონო_მკაცრად დაუქნია ლილიას თითი_ დღესვე მოდიხარ იმ ბარიდან, დეტექტივობანას თამაშს თავს ანებებ და შენ საქმეს აგრძელებ, გასაგებია? რომელიმე ჩვენიანი ჩაგანაცვლებს და ლაშას ის დაუახლოვდება.
-არა.
-ვერ გავიგე?
-არათქო.
-რატომ ხარ გოგო ასეთი ჯიუტი?
-ეს ჩემი საქმეა და ჩემი გეგმა, ახლა მოგინდა ჩემი საქმიდან გამოთიშვა? არა. უკვე საკმაოდ შევტოპე და არ გავჩერდები, თავიდანვე გითხარი, ან თქვენთან ერთად ან უთქვენოდ. მე შენთვის არავინ ვარ, ჩემზე უფრო ნაკლებად ინერვიულებ ვიდრე შენ თანამშრომელზე, ჩემი პასუხია არა.
-იცი რა ქალბატონო, რაც გინდა ის ქენი, კისერიც გიტეხია, სულარ მაინტერესებს, მე ჩემ საქმეს გავაკეთებ, შენი საქმის შენ იცი._კარები გაიჯახუნა და სახლში წავიდა. გაბრაზებულ გულზე ვერც დაიძინა და ფიქრებიც შემოაწვა. არა, ლილიაზე სულაც არა, როგორც ყოველთვის ისევ საქმეზე, ფიქრობდა რა მოხდებოდა, როგორ შეიძლებოდა იოლი გზისთვის მიეგნო, როგორ იყო ამ ყველაფერთან ლაშა დაკავშირებული. ნუთუ ძმის მკვლელი წინ ედგა და ვერ ხვდებოდა? იქნებ მიტო დაყვებოდა? ამდენი ფიქრისან თავი გაუსკდებოდა, მერე ლილიას გაბრაზებული სახე გაახსენდა და უფრო დაეკარგა ძილის სურვილი.
-არავინ ყოფილა თურმე გოგო._გაბრაზებულმა კრა აივნის მოაჯირს ფეხი და რომ მიხვდა ეტკინა კარგადაც შეიკურთხა. (6)


ერთი კვირა ისე გავიდა ერთმანეთი არც უნახავთ. დაჩი ლაშას თვალთვალს ხელმძღვანელობდა და უშუალო მონაწილეობასაც იღებდა, ახალი არაფერი სახლი-ბარი, დიდად არსად გადიოდა და დაჩიც ნელნელა გიჟს ემსგავსებოდა, ლილიადანაც რომ არაფერი იყო ახალი დემნა იტანდა დაჩის ნერვულ შემოტევებს და ხმას არ იღებდა. ერთ შუადღესაც, ბიჭებმა ცვლა რომ შეცვალეს ლაშას სახლთან დემნამ ტელეფონზე ლილიას ზარი ნახა.
-აუ ხმა მქონდა გამორთული და ლილია რეკავდა, ნახე შენთან დარეკავდა ჯერ როდის იყო მე მირეკავდა _გაეცინა და დაჩის გადახედა.
-არა, მე ჩართული მქონდა ჩემთან არაფერია.
-ოჰო, ასე აწყენინე?
-რა დემნა, მასავით უპასუხისმგებლოდ რომ არ ვიქცევი? მისი საქმეა რა ეწყინება_სულერთიას სახით აიჩეჩა მხრები და მანქანა დაქოქა.
-მოიცა, შენ რა მართლა ვერაფერს ხვდები?
-და რას უნდა მივხვდე? უაზრო თამაში რომ წამოიწყო და ზედმეტად მოეწონა მისი როლი?
-შეჩე*ა სულ გამო*ირდი თუ ღადაობ?
-დემნა რა გინდა ვერ გავიგე?
-გისმენ ლილია_ზარმა გადაარჩინა.
-.................
-კი, რა თქმა უნდა, დაჩიც აქაა, მაგრამ თუ რამე სერიოზულია დღესაც შეგვიძლია.
-........................
-რა ხდება ლილია? იცოდე რამე შარში არ გაეხვა, გვითხარი და ერთად მოვიფიქროთ
-......................
-იცოდე მასე არ მოიქცევი და ძებნას გიწყებ.
-............
-კარგი.
-აბა რაო ქალბატონმა?
-რაღაც გავიგე, დღეს გადავამოწმებ და თუ ისაა რაც მგონია დასაბუთებული მოვალო.
-ანუ კიდე რაღაცაში ეხვევა. დემნა ხომ ხვდები რომ ზედმეტია?
-თუ არ გაინტერესებს რატო ღელავ?
-და რატო უნდა მაინტერესებდეს? უბრალოდ კიდე ერთი უდანაშაულოს სიცოცხლე არ მინდა დასრულდეს, დემეტრე და ნიაც საკმარისია.

მაინც რაღაცნაირად ღელავდა დაჩი, ეს საქმე ძალიან გაიწელა, არეგონა ორი თვე თუ გავიდა და წესიერი ხელჩასაჭიდი არაფერი ქონდა, ახლა სულ ცოტათი ლილიას იმედი ქონდა, იქნებ რამე ისეთი გაიგო რაც დაეხმარებოდათ.
დიდხანს უცადეს ლილიას, უკვე ერთი საათის დამთავრებული ქონდა სმენა და დემნა და ნატალი საოცრად ღელავდნენ, დაჩი კი დივანზე არხეინად წამოწოლილი ტელევიზორს უყურებდა, სიმართლე რომ ვთქვათ ერთი სიტყვაც არ გაუგონია. უკვე დემნა ბარში აპირებდა წასვლას ლილიაც რომ შემოვიდა.
-გაგიჟდი ლილია? მოვკვდით ნერვიულობით_არც უფიქრია ნატალის ისე მოეხვია უცებ და დივანზე დასვა.
-ხო მაპატიეთ ვერც გაგაფრთხილეთ, ლაშიკომ სახლამდე მიგაცილებ გვიანია ათასი გადარეული დადისო_ თვალები გადაატრიალა და ტელეფონს დაწვდა.
-ანუ მშვენივრად გამოგადგა ჩემთან სკანდალი_ირონიულად ჩაიცინა დაჩიმ და ტელევიზორი გამორთო.
-ხო, უბედნიერესი ვარ შენთან დაშორებით_არც გოგომ დააკლო ირონია და ტელეფონში ჩანაწერი ჩართო._სამწუხაროდ მხოლოდ ხმა მაქვს, ვიდეოსთვის თქვენი დახმარება დამჭირდება. აბა მოუსმინეთ:
„-კარგი ლაშა, შენი საქმის შენ იცი, მე ჯერ კიდევ არ ვენდობი.
-ხომ იცი სულელი არ ვარ, ერთი პატარა მეამიტი გოგოა, ნიას და ვარო განაცხადა, მაგრამ ისე მელაპარაკება ეჭვი მაქვს იმ გოგოს არაფერი უთქვამს, იქნებ კიც გადმოვიყვანოთ ჩვენსკენ, პროსტა თავს შევაყვარებ რა.
-როგორც უკვე გითხარი შენი საქმეა და შენ იცი უბრალოდ ფრთხილად იყავი, ხომ იცი გიორგიმ რამე არ იეჭვოს. ელაპარაკე? რას ამბობს ახალ მანქანაზე?
-გუშინ დარეკა. ტავარი 4 დღეში იქნებაო, გადახდა წინასწარო, ხვალ მოვა მაყუთისთვის.
-მაშინ ხვალ არ გამოვდივართ და როგორც სტუმარი ისე მოვალ ჩვეულ დროს.“_და ჩანაწერიც დასრულდა.
ორი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც გაკვირვებულმა დემნამ დაარღვია
-ეს სად იშოვე?
-აქამდეც უნდა მეშოვა ყურადღებით რომ ვყოფილიყავი, მოკლედ რაც იქ ვმუშაობ ლაშა და ეს ბენდის დათო ერთსა და იმავე დროს უკანა გასასვლელით გარეთ გადიან და რამდენიმე წუთი ჩერდებიან, ბოლო ერთი კვირა გადაბმულად ვიმუშავე და მაშინვე შევამჩნიე, გუშინ არ ვმუშაობდი, ჩავუსაფრდი და ჩავიწერე_მხრების აჩეჩვით ისე თქვა თითქოს ბაღის კიდეზე გაესეირნოს.
-ესეც შენი უსაფრთხოება_ნიშნისმოგებით გადახედა დაჩიმ დემნას და ფანჯარა გამოაღო რომ კვამლის სუნი არ დამდგარიყო. ლილია გაკვირვებული უყურებდა, პირველად ხედავდა დაჩის სიგარეტით
-შენ ხომ არ ეწეოდი?
-ერთი კვირაა ვეწევი_არც შემობრუნებულა ისე განაგრძო ჩანაწერზე ფიქრი.
-ლილია ეს როგორ ჩაწერე?_ისევ დემნა ჩაერია.
-რავი, იმ გასასვლელთან ფანჯარა ან რამე არ იყო ამიტომ წინასწარ გარეთ მდგომ ნაგვის ყუთში ჩავჯექი, თავზე დავახურე და ჩავუსაფრდი.
დემნას სიცილმა მთელი სადარბაზო გააყრუა, თუმცა მალევე მოვიდა გონს და ჩაახველა_მაპატიეთ ნერვული სიცილი მაქ, ტავარზე ვიმსჯელებთ თუ პირდაპირ ნარკოტიკი ვიფიქროთ?
-ვიმსჯელებთ, ტავარს წამლის გარდა ქალებსაც და ბავშვებსაც ეძახიან, ნებისმიერი შეიძლება იყოს_ფანჯარა მიხურა დაჩიმ.-ეს ჩანაწერი ვიდეოს გარეშე არ გამოგვადგება, თანაც იმ გიორგის სახე თუარ გვეცოდინება ხმით ვერც მივაგნებთ. ახლა წავალ ბიჩებს აპარატურას გამოვარმთმევ და ხვალ დავაყენოთ.
-მე დავაყენებ, ვერც მიხვდებიან ისე_მხრები აიჩეჩა ლილიამ.
-გოგო შენ სიცოცხლე სულ მოგბეზრდა?_ვეღარ მოითმინა დაჩიმ
-შენ კიდევ რა ვერ გაიგე, რომ ეს საქმე ჩემ სიცოცხლეზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია?
-არაფერი არაა ლილია ამქვეყნად საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი, არაფერი.
-მიტო ხარ ასეთ სახიფათო სამსახუზე გადამკვდარი?_წარბ აწევით უთხრა გოგომ და ისეთი სახე მიიღო აბა გაბედე და პასუხი გამეციო.
-მოკლედ_დემნა ჩაერია სანამ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია_ ხვალ დილით მოწყობილობით მოვალთ, გასწავლით რა როგორ უნდა დააყენო და საღამოს, გზის მოპირდაპირე მხარეს ფურგონში ვიქნებით კარგი რაკურსი რომ შევარჩიოთ.
ასეც მოიქცნენ, დილით ლილიამ 2 საათიანი ინსტრუქტაჟი გაიარა, დაჩი ისევ უბღვერდა, დემნა ასწავლიდა, ბოლოს სულ პატარა ნიჟარის ფორმის რაღაც ყურში ჩაუტენა.
-ეს მიკროფონიცაა და ნაუშნიკიც, ჩვენს ხმასაც გავიგებთ და შენსასაც, ასე რომ თუ რამე უბრალოდ გვანიშნე. _ლილიამ თავი დაუქნია და სამსახურში წავიდა. მალევე მოსაღამოვდა. შეკვეთებს დაატარებდა და გარეთ გასვლის მიზეზს ეძებდა. ერთი საათი იქნებოდა გასული ბიჭებს ფურგონში ლილიას ტირილი რო მოესმათ, ორივე დაიძაბა და დემნამ მაშინვე მიკროფონს ჩაყვირა.
-ლილია რა ხდება?
-მაცადეთ როლში შევდივარ.
-არანორმალურია_დაჩის გადმოხედა დემნამ და მოსასმენად მოემზადა_ახლა რაღა მოიფიქრა?
„-ლაშა_ასლუკუნებული მიადგა ლილია ბიჭს.
-მითხარი ახლავე რა მოხდა და ვინ აგატირა_ბიჭებმა ლაშას ვითომ მკაცრ ხმაზე ჩაიფხუკუნეს და მოსმენა განაგრძეს.
-არავინ ლაშ, უბრალოდ გთხოვ ორი წამი მინდა აზრზე რომ მოვიდე, უკან გავალ და გთხოვ უფროსობასთან მიშველე თუ მიკითხეს რა, ახლა როარ განვმარტოვდე გავგიჟდები_საცოდავად ამოიკრუსუნა და ლაშას თავის დაქნევაზე მაშინვე გარეთ გავარდა.“

ლილიამ კამერა ჩართო და ბიჭებს ხითხითით დაუქნია ხელი, მერე ერთად არჩევდნენ საიდან უკეთ გამოჩნდებოდა და ნაგვის ყუთის უკან არსებული ბნელი კედელი აარჩიეს, დაყენება ორი წამის დასრულებული ქონდა კარის ხმა რომ გაიგონა, მიხვდა ვინც იქნებოდა და უცებ გადაისვა თვალებზე ხელები.
-ლილია კარგი რა, ასეთს ვერ გიყურებ, რა დაგემართა?
-მე მე უბრალოდ...._ისევ ამოისლუკუნა, მიზეზზეფიქრობდა და რაც პირველი მოაფიქრდა ის დააბრეხვა_დაჩი მომენატრა._კიდევ კარგი ბიჭის აწეულ წარბებს ვერ ხედავდა
-დაჩი? ა შენი საქმრო?
-ყოფილი ლაშა, სამწუხაროდ ყოფილი. იცი დიდი ხანი არც იყო რაც ვიცნობდი, მაგრამ ისეთი თბილი იყო სამუდამოდ დამამახსოვრა თავი. ერთი კვირაა არ მინახავს და მომენატრა, უფრო საშინელი კი იმაზე ფიქრია, რომ მას შეიძლება არც ვახსოვარ.
-კარგი რა ლილია, შენნაირ გოგოს ასე უცებ ვინ დაივიწყებს?
-შენ მას არ იცნობ, თუ დაჭირდა ისეთი ცივი და ამაყი ხდება, ვერც მიხვდები ეს ორი განსხვავებული ხასიათი ერთ ადამიანს თუ ეკუთვნის.
-კარგი, მოდი ჩემთან დაწყნარდი_ლაშამ თავჩახრილ გოგოს ხელები მოხვია და ჩაიხუტა, დემნამ იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა დაჩის და ტუჩის კუთხეში გაეღიმა.
-ლილია_უკან დაიხია ლაშამ და ლოყაზე ხელი დაადო_ვიცი, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ დიდი ხანია მომწონხარ და იქნებ უბრალოდ შანსი მომცე დაჩი დაგავიწყო. ხომ იცი გულს არ გატკენ_სახეს ნელნელა უახლოვებდა და პირველად მსგავს სიტუაციაში მყოფი ლილია ისე დაიბნა ადგილს მიეყინა და ვერც გაინძრა. უკვე თთქმის ტუჩებთან იყო ლაშა დახრილი დაჩის გაღიზიანებული ყვირილი რომ ჩაესმა ყურში:-შენი აზრით რა ჯანდაბას აკეთებ?_მაშინვე გამოფხიზლდა და უკან დაიხია
-მაპატიე ლაშა, ჯერ ძალიან ადრეა.
-ვიცი, უბრალოდ იცოდე, რომ ჩემი იმედი ყოველთვის ყველაფერში გქონდეს, ნებისმიერ საკითხში_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ბარში შებრუნდა.

-ახლა მიხვდი როგორი გრძნობაა?_ჩაეცინა დემნას
-რა?
-ეჭვიანობა.
-ეგ რაღა შუაშია?
-შენი აზრით იმ გრძნობას რა ქვია მათ დანახვაზე რომ იგრძენი?
-სიფრთხილე დემნა.
-კარგი რა, ბოლოსდაბოლოს აღიარე.
-დემნა ვერ გავიგე რას მთხოვ, შენ გინდოდა რომ ეკოცნა?
-რა თქმა უნდა არა, მაგრამ...
-მაშინ, რატომ უნდა იყოს ასე განსხვავებული ჩვენი შეხედულება ლილიაზე? არ შეიძლება მეც უბრალოდ მისი მშვიდობით სახლში დაბრუნება მინდოდეს? მაპატიე თუ იმედები გაგიცრუე დემნა და ძმის მკლვლელობის საქმეში სიყვარულობანას არ ვთამაშობ_გაბრაზებულმა მიაჯახუნა ფურგონის უკანა კარი და საჭეს მიუჯდა ამ ადგილს რომ გაცლოდნენ. (7)

ნატალის მათ ლოდინში ლამის ყველაფერი გადაეჭამა რაც ქონდათ,სამივე კომპიუტერთან მოთავსდა და სტუმარს დაელოდნენ კამერაში. შეხვედრამდე 15 წუთი რჩებოდა ლილია რომ შემოვარდა.
-ხომ მოვასწარი? თუ ისევ ისე ხვდებიან 15 წუთი უნდა იყოს კიდევ, ხოარ მოსულა?
-არ ინერვიულო მთავარია შეყვარებულმა გამოგიშვა_თვალი ჩაუკრა დაჩიმ.
-რამეთი უკმაყოფილო ხარ დაჩი?
-რა ვერ გაიგე სიტყვებში ახლოს არ მოუშვათქო რომ გაფრთხილებდი?
-და აბა ბიჭი როგორ დავიახლოვო გამაგებიე, ხომ უნდა მენდოს?
-კოცნა-პროშნა საჭირო არაა, თუ რა თქმა უნდა შენ არ გინდა.
პირი დააღო ლილიამ რაღაც რო ეყვირა, მაგრამ არ დასცალდა, გამოვიდნენო ნატალიმ რომ იყვირა. მაშინვე დაჩის გვერდით ჩაჯდა დივანზე და მოვლენების განვითარებას დააკვირდნენ.
„-უეჭველი დღეს მოვა ლაშა?
-რავი ბიჭო ოთხშაბათსო და დაველოდოთ ჰა.“
აღარც უსაუბრიათ, მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან ჩამოჯდნენ და რიგრიგობით გააბოლეს. დაახლოებით 20 წუთში მესამე სილუეტიც გამოჩნდა, სამწუხაროდ ზურგით იდგა და სახეს ვერ ხედავდნენ. დაჩიმ ხმამაღლა შეიკურთხა და ლამის ლოცვა დაიწყო შემობრუნდიო.
-ჯერ მაყუთი.
-რა ვქნათ გიორგი, ამ ერთხელ პოსლეზე იყოს რა.
-ხოიცით რო გამორიცხულია? მომკლავს. პოსლეზე არასდროს მუშაობს და არც მამუშავებს. რავერ იშოვეთ ბიჭო ამხელა ბარია, თუ პაცანებში გაასაღეთ და ვეღარ ამოიღეთ?
-კაროჩე დაგვჭირდა რა და ამ ერთხელ უნდა გვიშველო.
-გამორიცხულია ლაშა, თქვენ გამო თავს ვერ მოვაჭრევიებ, პოსლეზე არ მუშაობს. თუ ფული არ გაქვთ წავედი.
-მოიცა, როდემდე ხარ აქ?
-ორი დღე, ჩემთვის ქუთაისი საშიშია, 2 წელი კი გავიდა, მაგრამ რამდენიმე ძაღლმა ვერ დამივიწყა.
მაშინ წასვლამდე გამოგვიარე რა ძმურად, რაღაცას შევაგროვებთ.“
უცნობმა ხელი აიქნია და შემობრუნდა. ბედი ამათი, რომ სწორედ კამერის მხრიდან მოტრიალდა, დაჩის და დემნას გამარჯვების ღიმილი სახეზე შეეყინათ კაცს რომ შეხედეს. ანუ ეს იყო გიორგი, ანუ დაბრუნდა ან არც წასულა.
-ამის დედაც მოვ*ყან ბიჭოოო, ეს ეს....
-ხო დემნა, ხო ეგაა.
-იცნობთ? ანუ ვიცით ვინ არი?_ვერ ისვენებდა ლილია.
-თქვით რა ბოლო ბოლო საქმე ნარკოტიკშია თუ გოგოებში?_ვეღარც ნატალიმ მოითმინა.
-პრობლემაც ეგაა ჩემო ნატაშკა რომ საქმე ახლა უკვე ორივეშია. ამის დედა ვატირე ეს აქ ვინ იფიქრაა.
-ორი დღე გვაქვს, დემნა, დამპალი ორი დღე და ეს როარ ჩავაყუდო ჩემი ხელით დავწერ წამოსვლის განცხადებას. ეს ვიდეო თამაზმა უნდა ნახოს._ლეპტოპს ხელი დაავლო და ჩაცმა დაიწყეს.
-მოიცა მოიცა, ასე სად მიდიხართ, არაფერს გვეტყვით?
-სახლში დარჩით რა ნატ, მოვალთ და მერე.
-არც კი გაბედო გარეთ ბოდიალი და აქ დამელოდე_მკაცრად დაუქნია თითი ლილიას დაჩიმ და კარი გამოაღო_თორემ იმ შენს საყვარელ ლაშიკოს გაგიყენებ უკან.
-ვერ ეღირსები დაჩი, ეს ჩემი დამსახურებაა და აქ ასე ვერ გამომამწყვდევ, ჩვენც მოვდივართ_გამწარებული წამოხტა ლილია და დაჩის სახეზე ორი ნაბიჯი უკან გადადგა.
-ახლა კარგად მომისმინე ლაწირაკო, ან აქ დაჯექი და სახლში წაყვანას დაელოდე ან ტაქსით წაბრაძანდი, შენი დეტექტივობანას თამაში აქ დასრულდა, ამიერიდან ეს საქმე დაივიწყე, შეგიძლია დარეკო და ამბავი იკითხო, ან დაელოდო როდის დავიჭერთ მკვლელებს და დაგირეკვთ.
-ასე ვერ მომექცევი, მე...._აკანკალებული ხმა გააწყვეტინა დაჩიმ
-მოგექცევი, ჩვენ ათ წლიანი გამოცდილება და შესაბამისი განათლება გვაქ, შენ კი უბრალო მიმტანი ხარ, რომელიც მხატვრობაზე ოცნებობს და მორჩა. შეიგნე და დაწყნარდი._გაბრაზებულმა გაიჯახუნა კარი და აცრემლებულ ლილიას მისი ნაბიჯების ხმაც კი ესმოდა კიბეებზე. (8)
-დაჩი ამ გოგოს ასე როგორ ექცევი, ხომ ხვდები, რომ ზედმეტი მოგდის, წარმოგიდგენია ახლა როგორი დატოვე? არ გეცოდება?
-დემნა ხანდახან ისე იცი გამოშტერება, ქალისთვის შეურაცყოფა არასდროს მიმიყენებია, მითუმეტეს ლილიას არ ვაკადრებდი, მაგრამ ახლა რომ ასე არ გამებრაზებინა დარწმუნებული ვარ ჩუმად გამოგვყვებოდა უკან და შენც ხვდები ნატალის და მას რომ ვეღარ ჩავრევთ. აქ გიორგია, გესმის ეს რას ნიშნავს?
-რა ვქნათ? გახსოვს ალბათ გიორგიზე და მურთაზზე რასაც ამბობდნენ, ისევ თამზს მივაკითხოთ?
-სხვა გზა არ გვაქ, მაშინ მურთაზს ვერაფერი დაუმტკიცეს, მაგრამ სულ მქონდა ეჭვი გარეული რომ არის, გიორგი ისე ვერაფერს გაბედავდა.
-კარგი, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ისევ თამაზი და ჩვენი სანდო ბიჭებია.


-ლილია, არ იტირო გთხოვ რა_ აკანკალებულ ლილიას მიუახლოვდა ფრთხილად.
-წავიდნენ?
-ხო ალბათ, რავიცი აბა რას იზამდნენ._შეცბუნებულმა გახედა უცებ შეცვლილ ლილიას.
-მიდი ჩუმად გადაიხედე ფანჯრიდან მანქანა თუ დგას.
-ლილია ვერაფერი გავიგე.
-ღმერთო ნატალი, შენ მაინც არ იცნობდე დაჩის, დაფიქრდი ეს სიტყვები რატო მითხრა, მაგას გონია ახლა გულაჩუყებული ვზივარ და ცრემლებს ვღვრი, მაგრამ ვერ მივართვი, არ მივცემ უფლებას ჩემივე საქმიდან გამომაგდოს. ჩაიცვი მიდი უცებ წავედით.
ახითხითებულმა გოგოებმა კარი სწრაფად გაიკეტეს და კიბეებზე დაეშვნენ. ბიჭების კვალს ვეღარ მიაგნეს, არც სამმართველოში იყვნენ. ლილია ცოფებს ყრიდა, ხვდებოდა ამ წუთებში უმნიშვნელოვანეს საქმეს მის გარეშე რომ აგვარებდნენ და გულზე სკდებოდა.
ორი დღე ეძებდნენ გოგონები ბიჭებს, თუმცა უშედეგოდ. არც სამმართველოში ჩანდნენ, არც სახლში და არც არსად. ზარებს არ პასუხობდნენ, მხოლოდ დემნამ მოწერა ნატალის რამდენჯერმე კარგად ვართ არ ინერვიულოო. ბოლოს უკვე ნერვიულობიდან ადგილს რომ ვეღარ პოულობდნენ და უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებოდნენ ბიჭებიც დაბრუნდნენ. მაშინვე სიცილით გაიშოტნენ დივანზე და გაბრწყინებული სახეებით გადახედეს გოგონებს. მათ შუბლშეკრულ სახეზე უფრო აუტყდათ სიცილი და ბოლოს ისევ დემნამ იყვირა
-გიორგი დავიჭირეეთ.
-რააა? სად? როდის? როგორ?_ორივე ფეხზე წამოხტა და კითხვები დააყარეს_ახლა სად არის რა თქვა?
-კარგი დაწყნარდით, ყველაფერს გაიგებთ, ახლა მხოლოდ საჭმელი, წყალი და ბალიში მინდა_ წინადადების დასრულებაც ვერ მოასწრო დემნამ, ისე მიეძინა დივანზევე.
-წამო ლილია გაგიყვან, გზაში მოგიყვები_ლამის კუნტრუშით გაყვა დაჩის ისე აინტერესებდა ახალი ამბები.
-მოკლედ, ბიჭებს რომ უნდა შეხვედროდა მაშინ ავიყვანეთ, მოსაყოლი საკმაოდ ბევრია, რაც ყველაზე მთავარია ის არის, რომ დავიჭირეთ, ახლა გარიგებას შევთავაზებთ და იქნებ ყველაფერი დაფქვას, იქ იმიტომ არ ვარ, რომ ცეცხლი გაგვიხსნა და ფეხში დაიჭრა, ჭრილობა უმნიშვნელოა, მაგრამ მორფი დაჭირდა და ახლა სამმართველოს ერთ-ერთ იზოლატორში იქნება სანამ არ გამოფხიზლდება. მერე პირადად მე და დემნა მივხედავთ.
-რა კარგია, ახლა შევძლებ ოდნავ ამოვისუნთქო._მანქანიდან გადავიდა ლილია და დაჩიც მიყვა._ამოხვალ? ყავა გამოგაფხიზლებს.
-არა, ლილია არა, ახლა არა, არ მინდა გიორგი წამით მაინც დავტოვო მარტო, მინდოდა თქვენი სახე მენახა ახალ ამბავს რომ გაიგებდით და ცოტა ხნით გამოვედი.
-დაჩი ასე არ შეიძლება, ბოლოს როდის გეძინა? როდის ჭამე? რაღაც დაგემართება.
-დავიჯერო ჩემი სიტყვების მერე კიდევ ჩემზე ზრუნავ?
-ოჰ კარგი რა დაჩი, სულ რომ არ გიცნობდე დემეტრედან შენზე ისეთები ვიცი, მაშინვე მივხვდებოდი რატომაც მითხარი, მინდა გითხრა, რომ არ გაამართლა, ტაქსი შეგვხვდა იდიოტი თორემ დაგეწეოდით_დაჩის ხარხარმა მთლი ბინა გააღვიძა.პირველად ხედავდა ლილია დაჩის სიცილს
-მოიცა, ანუ მიხვდი და უკან გამოგვყევი?
-მარტო არა, ნატალიც იყო, მაგრამ გაგვასწარით.
-ღმერთოოო, არადა როგორ მჯეროდა ტიპიური გოგოებივით ნატალის კალთაში სახე ჩარგული რომ იტირებდი მთელი ღამე. მემგონი ჩემი შესაძლებლობები იკლებს. თუმცა, სწორი ვიყავი, რომ დაგინახე და გავიფიქრე არ იქნება ეს ტიპიური ქუთაისელი გოგოშკათქო.
-ხოდა ისე ნუ გააკეთებ, რომ ტიპიური გოგოშკასავეთ სცენები მოგიწყო_წარბი აუწია ლილიამ.
-გეკადრება? თუმცა კარგია რომ მიხვდი ბოდიშის მოხდას ავცდი.
-ეეე, მეც რა მალაპარაკებდა, ძაან მაინტერესებს, გავჩერებულიყავი და მომესმინა დიდი დაჩი თაბაგარის პირველი ბოდიში.
-პირველი? რაიცი რომ პირველია?
-არ გავხარ ისეთ კაცს, ბოდიშის მოსახდელად რომ გაიხადოს თავი.
დაჩის გაეღიმა, ორი თვე იყო რაც ამ გოგოს იცნობდა და უკვე ასე ხვდებოდნენ ერთმანეთის ქმედებებს. ლილიას თავისი რეაქცია არ ესიამოვნა დაჩის ღიმილმა რომ გამოიწვია მასში და სახე შეაბრუნა. ისედაც იცოდა სახეზე ყველა ემოცია რომ ემჩნეოდა.
-მოკლედ ბატონო გამომძიებელო ავალ მე და იცოდე მაშინვე მირეკავ როგორც კი იმ დამპალს რამეს ათქმევინებთ.
-ფრთხილად იყავი ლილია, ბოროტ ხალხს არ ძინავთ.
მაინც ვერ შეიკავა მოწოლილი ემოციები გოგომ დაჩის თბილ ხმაზე. ჯანდაბას, რაც იქნება იქნებაო, უკან მიბრუნდა, ფეხის წვერებზე აიწია და დაჩის სიცივიდან გაყინულ ლოყას მიაკრა ტუჩები:- შენც ფრთხილად იყავი გამომძიებელო.
სადარბაზოში უკანმოუხედავად რომ არ შეერბინა, დაინახავდა როგორ შეაცილა სიბნელეში დაჩის ბედნიერმა ღიმილმა. (9)

ლილიადან დაჩი პირდაპირ განყოფილებაში წავიდა, კაბინეტში შესული არ იყო, მისი ერთგული პატრული, გიორგი რომ აქოშინებული შევარდა
-მოკლეს დაჩი. მკვდარია
-ვინ გიორგი რას ამბობ?
-დაკავებული, ორი საათის წინ ნარკოზის იმხელა დოზა აქვს შეყვანილი, ვერც გამოფხიზლდება ვერასდროს.
-რას ამბობ გიორგი? ვინ იყო ბოლოს მასთან?
-საქმეც იმაშია, რომ მე დაჩი. გეფიცები არც მივკარებივარ, შორიდან ვუთვალთვალებდი და მხოლოდ 2 წუთით გავედი საპირფარეშოში, გევედრები დამიჯერე დაჩი შენთვის არასდროს მიღალატია, იცი როგორც გაფასებ, გეფიცები....
-აღარ გინდა გიორგი, ისედაც ყველაფერი გასაგებია. დემნას გამოუძახე.
მთელ სამმართველოს ესმოდა დემნას მოსვლამდე ოთახიდან გამოსული დაჩის ღრიალი და ლეწვის ხმა. დემნაც კი ვერ შეაჩერებდა, ამიტომ სანამ ბოლომდე არ გათავისუფლდა არავინ მიკარებია.
-დაჩი....
-აქ არა დემნა, აქ უკვე სიტყვაც აღარ დაძრა. ჩვენები შეკრიბე და გოგოებიც გააღვიძე, უკვე სიტუაციას ვეღარ ვაკონტროლებთ.

შუაღამეს გადაცილებული იქნებოდა ლილია ტელეფონის ხმამ რომ გააღვიძა. გაკვირვებულმა დახედა დემნას ნომერს.
-დემნა ხო მშვ....
-ლილია, სახლში ხარ?
-ხო დემნა მეძინა.
-მისმინე, შუქი არ აანთო ისე ადექი სწრაფად ოღონდ, ჩაიცვი თბილად და პატარა ჩანთა გაამზადე, ისეთი რამდენიმე დღის სამყოფი ნივთები რომ გქონდეს და დაბლა ჩადი. ახლა ყველაზე მთავარი, შავი პასატი დაგხვდება, მძღოლი გიორგი ბერძენიძეა, ისე არ ჩაუჯდე მოწმობა რომ არ ნახო გასაგებია? არავითარ შემთხვევაში სხვას არ ჩაუჯდე. როცა სახლიდან გახვალ ყოველი შემთხვევისთვის ჩასვლის წინ დამირეკე ყველაფერი რომ გავიგონო.
-კარგი დემნა ახლავე._მიხვდა საქმე იმდენად სერიოზულად იყო ქალაქიდან გასვლა მოუწევდა, შეკითხვა რა მოხდა დაივიწყა და იმის გაკეთება დაიწყო რაც უთხრეს. 15 წუთი ეყო. დემნას ნომერი აკრიბა, მაგრამ გამორთული დახვდა. დაჩი. მაშინვე უპასუხა.
-უკვე ჩადიხარ?
-კი დაჩი, მაპატიე დემნას ტელეფონი გათიშუ.....
-გელოდები, ახსნა არ მინდა გასაგებია. სადარბაზოდან გასვლამდე ირგვლივ კარგად მიმოიხედე და მითხარი რას ხედავ.
-სამი მანქანაა, წითელი ჯიპი, ნომერს და მარკას ვერ ვხედავ, შავი პასატი და ლურჯი აუდი. ეს სამი ყველაზე ახლოსაა.
-ჯანდაბა... კარგი მოიცა, ცხვირი არ გამოყო მაქედან_ხმამაღალზე ჩართო და დაახლოებით 5 ადამიანის განსხვავებული ხმა მივიდა ლილიამდე.
-უთვალთვალებენ, ანუ ლილია უნდათ.
-გიორგი ადგილზეა, ელოდება.
-ვიცი მაგრამ ახლა სახიფათოა.
-ლილია რამდენად სწრაფად დარბიხარ?
-რავიცი დემნა, სირბილი შემიძლია,მაგრამ როგორც სპორტი ისე არასდროს დავკავებულვარ.
-მოკლედ, მოდი ასე გავაკეთოთ, ახლა გიორგისთან უცებ ჩაჯდები, ისე გააკეთებს, რომ 2 წამით მდევარს ჩამოიტოვებს, ამასობაში სადმე 24 საათია მარკეტი აფთიაქი ნებისმიერი რამ იპოვე და იქ შევარდი, რაც შეგიძლია სწრაფად, გიორგი შენ გარეშე გააგრძელებს გზას და მათ აგარიდებს. იქედან კი ვინმეს ტელეფონი თხოვე და ისე დაგვირეკე კარგი? შენი კი სადმე მოისროლე. ხომ არ შეგეშინდება?
-კარგი რა დემნა დამცინი?
-ასეც ვიცოდი. აბა შენ იცი. წარმატებები.
ლილიამ ყველაფერი ისე გააკეთა როგორც დემნამ უთხრა. თავშესაფრად პოპული აარჩიეს. რადგან მოსახვევი ჭირდებოდათ გიორგი კრუგი შემოარტყა და აღმაშენებლიდან მკვეთრად ჩამოუხვია, სანამ ადევნებული მანქანა წამოეწეოდათ ლილია მთელი ძალით პოპულისკენ გაიქცა და კარებში შესული მაშინვე ქუდი და კურტკა გაიხადა, კარტა უკვე მოშორებული ქონდა, თმა გაიშალა და ნელი ნაბიჯებით გააგრძელა მოძრაობა.
-დიდი ბოდიში, ერთი წუთით შეიძლება?_ღიმილით მიმართა ერთ-ერთ ახალგაზრდა კონსულტანტს._ძალიან გთხოვთ იქნებ ტაქსი გამომაძახებინოთ, ჩემი ტელეფონი ისე გაითიშა ვეღარც ჩავრთე. მანაც ღიმილით მიაწოდა მობილური და იქვე დაელოდა. მაშინვე აკრიბა ლილიამ დაჩის ნომერი:
-ლილია...
-გამარჯობათ, შეგიძლიათ პოპულთან ტაქსი გამოუშვათ? გარეთ დაველოდები ეს ჩემი ნომერი არაა.
-გასაგებია, 5 წუთიც არ მინდა.
-გმადლობთ.
ნომერი ყოველი შემთხვევისთვის ამოშალა ტელეფონიდან და კონსულტანტს მადლობით დაუბრუნა. ლოდინის დროს მიხვდა, რომ შეშინებოდა, ხელები აუკანკალდა და ფეხებში ცოტათი სისუსტე იგრძნო. ადრენალინი. აი თურმე რატომ ვერ გრძნობდა აქამდე ვერაფერს, ახლა ეტყობა მარაგი ამოეწურა. ჯანდაბა, ასეთ სიტუაციაში არასდროს ყოფილა, მოსაკლავად დაზდევენ და არამარტო მას, დაჩისაც დემნასაც ღმერთო ნატალისაც. ფიქრის დროს უსამმაგდება გადამალული ფლეშკის ნახვა, ბოლოსდაბოლოს რომ გაიგოს რის გამოა ასეთი ამბავი ატეხილი, ნეტავ რისი დაფიქსირება მოახერხა ნიამ? ან საერთოდ გააზრებული ქონდა რაში ერეოდა? ნეტა დემეტრე თვითონ ჩარია? ყელში ქონდა უკვე ამდენი კითხვა ამოსული, მითუმეტეს როცა არცერთზე არ ქონდა პასუხი.
-ლილია_ფიქრები დაჩის დაახილმა გაუწყვიტა. თითონ მოაკითხა. ამჯერად თითონ მოაკითხა. ვერც კი იფიქრებდა ასე თუ გაეხარდებოდა.
-დაჩი_ვერც კი გაიაზრა აკანკალებული ისე ჩაეხუტა.
-დამშვიდდი, ახლა უკვე ჩემთან ხარ, დამშვიდდი, უსაფრთხოდ ხარ._პატარა ბავშვივით უსმევდა თავზე ხელს და დაწყნარებას ცდილობდა.
-მა... მაპატიე ვერ მოვერიე თავს_ვერც მიხვდა რომ ტიროდა, სიტყვები რომ ვერ თქვა და ამოისლუკუნა მხოლოდ მაშინ მიხვდა ცრემლები რომ დიოდა.
-კარგი რა ლილია შენ ხომ ტიპიური გოგო არ ხარ, როგორ იქცევიი_ვითომ გაბრაზებულ ხმაში ღიმილი შეეპარა.
-სწორი ხარ, ასეთი საქციელი არ მეკადრება_ხმაურით მოიწმინდა ცხვირი ლილიამ და თავის გათავისუფლებაც გაიფქრა, მაგრამ რატომღაც ვერ მოახერხა. ნეტა თითონ არ უნდოდა? ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ დაჩის ხელები ისე ქონდა შემოხვეული, ვერც კი შეტოკდა. ბოლო რამდენიმე საათის მანძილზე პირველად დაწყნარდა, დამშვიდდა, ყველა ფიქრი გაუქრა და მხოლოდ სითბოს გრძნობდა. რა სასიამოვნო იყო, მთელი ცხოვრება ასე დარჩებოდა, მაგრამ ცხოვრებამ ამჟამინდელი პრობლემები მოაგონა, არ შეიძლებოდა, სახიფათო იყო, ცანცარა ბიჭივით გრძნობების დაკრულზე ვერ იცეკვებდა. ჯერ ვერა. უცებ გაუშვა გოგოს ხელი და ხმამაღლა ჩაახველა. სიტყვაც არ უთქვამს ისე შებრუნდა მანქანისკენ და ლილიაც უკან აედევნა.
ავანგარდისკენ გადაუხვიეს, ღრმად შევიდნენ დასახლებაში და სულ ბოლოსკენ წავიდნენ, მონაყოლით იცოდა ლილიამ აქ „ციგნების“ დასახლება რომ ერქვა, გაკვირვება არ შეიმჩნია და დაელოდა სად მივიდოდნენ. ერთ-ერთ ცხრასართულიან ბინასთან გააჩერა დაჩიმ მანქანა, ფარებ ჩამქვრალი გარაჟში შეიყვანა და ლილიას ბინისკენ გაუძღვა. მეოთხე სართულზე ავიდნენ, ოქროსფრად ციმციმებდა კარებზე აკრული 16 ნომერი. მისაღებში დემნა, ნატალი, გიორგი და კიდევ ორი უცხო ადამიანი დახვდა, ერთი შედარებით ასაკიანი მოჩანდა სხვების ფონზე.
-ხომ კარგად ხარ?_მისალმებაც ვერ მოასწრო ისე მოეხვია ნატალი_როგორ შემეშინდა რომ ვერ მოასწრებდნენ.
-დამშვიდდი ნატ, კარგად ვარ, არ იციან ვის გადაეკიდნენ_გაღიმება სცადა ლილიამ.
-კარგი, გადავწყვიტოთ სად გავაგზავნოთ_ბოხი ხმა ქონდა უფროსს. ლილიას გაკვირვებულ სახეზე გაეღიმა და გოგონას გადახედა_მე თამაზი ვარ შვილო, დასაწყისიდანვე ამ ბიჭების მასწავლებელი, ამიტომ ვენდობით მხოლოდ ერთმანეთს, მოდი სანამ გაგიშვებთ ცოტა საქმეშიც გაგარკვევთ რაც ხდება.
-ბატონო თამაზ_ ჩარევა ცადა დაჩიმ და თავი გაუქნია.
-არა დაჩი, საკმაოდ ძლიერი გოგო ჩანს, იმსახურებს კიდევაც ცოტა რამ მაინც იცოდეს, ცოტა წარმოდგენა მაინც ქონდეს რისთვის კლავენ, მოკლედ ლილია,დაახლოებით სამი საათის წინ სამმართველოში ვითომ უსაფრთხოდ მყოფი გიორგი მოკლეს, მოიშორეს ისე, რომ შიში არც უგრძვნიათ პოლიციაში რომ კლავდნენ, ანუ განყოფილებაში მოღალატეა და თან რამდენიმე, გიორგი ძებნაშია დღემდე, ნარკოტიკები, პროსტიტუცია ქუთაისში მისით ვითარდებოდა, ჩვენ კი იმდენი ვქენით დაჭერით ვერა, მაგრამ აქედან გავაქციეთ, შენი წყალობით დავიჭირეთ და მოგვიკლეს, მისი სახელი პირველად 7 წლის წინ ამოტივტივდა და რამდენიმე დღე დაჭერილიც იყო, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდებით როგორ, თუმცა გადასარევად ვხვდებით, სამ დღეში ჩიტივით თავისუფალი იყო, ეჭვი გვქონდა ჩვენი სამმართველოს უფროსთან იყო შეკრული და მან ჩაუწყო, მაგრამ ვერ დავუმტკიცეთ, ახლა კი როდესაც ბატონმა მურთაზმა გაიგო გიორგი დაიჭირესო, ეტყობა იფიქრა ვეღარ გადავარჩენო და გაქრობა უფრო იოლ ვარიანტად ჩათვალეს. პირველი ეჭვის შემდეგ დაჩი და დემნა ჩემთან მოვიდნენ და ერთად დავიწყეთ, დროთა განმავლობაში ეს ბიჭებიც შემოვიერთეთ და მხოლოდ ერთმანეთს ვენდობი. გოგოებო გაიცანით და დაიმახსოვრეთ, მათ გარდა არავის გაყვეთ, არავის მანქანაში ჩაჯდეთ და არავის დაუჯეროთ სხვას. დაჩი და დემნა იცით, ეს გიორგია, პატრულად მუშაობს, ესეც დათო და თაზო. _ბიჭებმა ჩუმად დაუკრეს თავი და ისევ თამაზს შეხედეს_ახლა, როცა ვიცით შენი წაყვანა უნდათ, უნდა ავარჩიოთ ადგილი ქუთაისს გარეთ, სადაც დროებით შეაფარებთ თავს, ნატალიც შენთან ერთად იქნება და უკვე შევთანხმდით რომ ბიჭებიდანაც გამოგყვებათ ერთ-ერთი, თლად მარტოც ვერ დაგტოვებთ._მაშინვე გადახედა ლილიამ თავჩახრილ დაჩის, დაძარღვულ ხელებს რომ დაჰყურებდა და თამაზს გაეღიმა_ გიორგი წაგიყვანთ და თქვენთან იქნება.
-ბატონო თამაზ, ჩემი სიძე ზუგდიდში? სამხედროა, სახლში იარაღიც აქვს.
-თუ იციან, რომ ჩემთან ხარ ოჯახებსაც გამოიკვლევენ, ვინმე ცოტა შორეული გვინდა.
-მაშინ მისი მშობლები, მამამისიც ძველი სამხედროა, თურამე იცის როგორ უნდა მოიქცეს, სოფელში ცხოვრობენ, იმერეთში, მაგრამ საკმაოდ განცალკევებით და ვერავინ გაიგებს ღამე ჩუმად ისე ჩავალთ.
-კარგი, ეგ შეიძლება, დაურეკე და ყველაფერი მოაგვარე. ნახევარ საათში უნდა გავიდეთ.
დაჩი ნერვიულად ცემდა ოთახში ბოლთას და ფიქრობდა რა მოხდებოდა, ნელნელა უახლოვდებოდნენ, მაგრამ მეხსიერების ბარათის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობი იყო, თითონ უახლოვდებოდნენ, მაგრამ იქნებ ისინიც ახლოს არიან? იქნებ გზაში დახვდნენ გოგონებს? თითონ ხომ არ წაყოლოდა? უფრო მშვიდად იქნებოდა, მაგრამ აქ რომ უფრო საჭიროა? არა, ახლა ნაზი გრძნობების დრო არაა, ყველა კარგად იქნებიან, ცივი გონებით უნდა იფიქროს და იმოქმედოს, ვინ აცდის?
-დაჩი
-გისმენ ლილია
-ფრთხილად იყავი კარგი?
-მე სულ ფრთხილად ვარ ლილია, ეს სიტუაცია შენთვისაა უცხო და მე უნდა გეუბნებოდე ფრთხილად იყავითქო. ეს ჩემი სამსახურია.
-ვიცი, უბრალოდ შენზე ვნერვიულობ, არ მინდა რამე დაგიშავდეს, გთხოვ კარგი?
-ლილია შენ თავზე ინერვიულე, სხვაზე ფიქრს ჯობია შეეშვა._ლილიას გაბუშტულ ტუჩებზე მიხვდა, რომ ახლა ლილიაც ტიპიური გოგო იყო, რაცარუნდა მაგარი გოგოს როლი ეთამაშა, მასთან მაინც ხდებოდა ჩვეულებრივი, მიხვდა დაჩი რატომაც ხდებოდა ეს და გულისცემა გაუორმაგდა, ასე ნაწყნეს ვერ დატოვებდა, ახლა უფლება არ ქონდა, მთელი ცხოვრება ინანებდა ასე აცრემლებული რომ გაეშვა.
-ლილია_უკვე წასული მოაბრუნა ბიჭმა და არავისთვის მიუქცევია ყურადღება ისე მოეხვია_ფრთხილად იყავი კარგი? ფრთხილად უნდა იყო, თუნდაც ჩემ გამო, გთხოვ თავს გაუფრთხილდი._ლილიას ღიმილმა გაანათა ოთახი, ჩუმად დაუქნია თავი და თვალებში ახედა:
-თუ იგივეს თქვენც დამპირდებით ბატონო გამომძიებელო_ღიმილით დააქნია დაჩიმაც თავი, ლილიას ნათქვამი გამომძიებელო ყოველთვის სხვანაირად ხვდებოდა ყურში.
-მაშინ მომავალ შეხვედრამდე_ისევ ფეხის წვერებზე აწეულმა აკოცა ლოყაზე და კარებისკენ წავიდა.
-დაჩი ნუ მაფიქრებინებ, რომ შენთვის არაფერი მისწავლებია_ძლივს გაიგო თამაზის სიტყვები ფიქრებში წასულმა.
-ეს საქმესთან კავშირში არაა, დამიჯერეთ.
-სწორედ მაგაშია საქმე, რომ კავშირში არაა. იცი ახლა ამის დრო არაა.
-ეგ რომ ვიცი მიტო ვართ ასე და არა ერთად. ვთქვი კავშირში არაათქო და ასეცაა, თქვენი მოსწავლე ვარ წლებია და იმდენად მიცნობთ, რომ იცოდეთ პირადს და სამსახურს ერთმანეთში რომ არ ვურევ._თავი ამჯერად ჩუმად დაუკრა თამაზმა და ბიჭებს მიუჯდა.


საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა გიორგის მანქანა, უკანა სავარძელზე მობუზული იჯდნენ გოგონები და ერთმანთს ეხვეოდნენ, ერთმანეთი მაინც ყავდათ და ეს ახარებდათ, რაცარუნდა ყოფილიყო, ერთმანეთს გაამხნევებდნენ.
-ლილია ლეპტოპი წამოიღე?
-კი ნატ, რა ხდება?
-მიდი ბარათი ჩადე, მინდა ფოტოებს კიდევ გადავავლოთ თვალი, მაინც გრძელი გზა გვაქვს, უფრო დავუკვირდებით.
-ახლავე, ისე ეს დემეტრეს ლეპტოპია და დაჩისთვის არც მითქვამს, იქნებ თითონ უნდოდა, მოიცა ნატ ვერ ვდებ, მომინათე რა.
-რატო შესაერთებელს ვერ მიაგენი?
-კი ვიცი სადაცაა, მაგრამ მოიცა რაღაცაა შიქნით, ეს რა არი?
-ბარათია, ღმერთო ბარათია, გიორგიი ბარათია.
-ნამდვილად ისაა რომელსავც ვეძებთ?_დასარეკად ამოიღო მანაც ტელეფონი
-ეგაა, გიორგის ფოტოებით იწყება, ჯობია ყველამ ერთად ვნახოთ, გიორგი დაჩის დაურეკე, მეორე ბარათი ვიპოვეთ, ღმერთო ორი თვეა თურმე ამითი დავდივარ, დემეტრეს ქონია.
-დაჩი....
-გისმენ გიორგი რა ხმა გაქვს მშვიდობით ხარ? გოგოები?
-კარგად ვართ დაჩი, კარგად კიარა არაჩვეულებრივად, ბარათი ვიპოვეთ.
-რაა? მეორე ბარათი? სად? ახლა სად არი?
-კო......_ვეღარ მოასწრო გიორგიმ ხმის ამოღება, რადგან არსაიდან გამოვარდნილმა მანქანამ მკვეთრად მოხვევა აიძულა და ამოყირავდა. ხმამაღალზე ჩართულ ტელეფონში ნათლად გაიგონეს ბიჭებმა გოგონების კივილი, რკინის გამაყრუებელი ჭახანი და ბოლოს წყვეტილი ზარი. (10)

გონება არც დაუკარგავს, ყველაფერი კარგად ახსოვს, კარგად ახსოვს ნატალის დასისხლიანებული სახე, ახსოვს გიორგის გინება და ყვირილი ფეხი გამეჭედაო, ახსოვს გონს მოსული ნატალი როგორ ყვიროდა ხელი არ ახლოთ ნაბიჭვრებოო, ახსოვს როგორ ცდილობდა გიორგი იარაღს რომ მიწვდომოდა, მაგრამ მაშინვე გათიშეს, ვერაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ის მოახერხა ამბის გააზრებისას ნატალისთვის ჩუმად ლეპტოპი ენიშნებია, მიხედეო და ნატალიმაც თავი დაუქნია. ამის გამო წყნარად იყო, რომც მოეკლათ მაინც მშვიდად იქნებოდა, ფოტოებს ბიჭები მიხედავდნენ და პირადად დაჩი იზრუნებდა ყველას დაჭერაზე, არც წივილ-კივილი დაუწყია, იცოდა აზრი არ ქონდა, არც ახსნა-განმარტება დაუწყია, გაცემდა ვინმე პასუხს თუ რა . ალბათ 10 წუთი ივლიდნენ, უხეშად გადაიყვანეს მანქანიდან, თავზე ჩამოცმული ნაჭერი გარემოს დანახვაში ხელს უშლიდა. მაგარ, მყარ რაღაცაზე აბამდნენ და ერთადერთი რაზეც ლილია ფიქრობდა, იმედგაცრუება იყო. ერთადერთხელ თხოვა დაჩიმ, პირველად და ერთადერთხელ ფრთხილად იყავიო და სწორედ მაშინ ვერ შეუსრულა. გულიანად გაეცინა, ნაჭერი რომ მოხსნეს, ტყეშია ხეზე მიბმული, მოკვლას უპირებენ და იმაზე ფიქრობს, რომ ბიჭს იმედი გაუცრუა.
-სწორი ხარ შენს თავს ტიპიური გოგონებისგან რომ გამოარჩევ, სხვა შენ ადგილას კივილით აიკლებდა აქაურობას და ტირილით შეგვეხვეწებოდა დამინდეთო.
-რატომღაც არ მგონია ამ შუა ტყეში გაკრულმა ხმა ვინმეს მივაწვდინოთ, შეწყალებას რაც შეეხება, ნიასაც ეტყობოდა რაზეც ხართ წამსვლელები, ამიტომ არც ყელს ვიტკენ და არც ჩემს საცრემლე ჯირკვალს შევაწუხებ. იქნებ პირდაპირ მითხრათ რა გნებავთ და დამენახოთ სიბნელედან რომ გასცემთ ბრძანებებს._კაცის ხარხარმა გააყრუა ტყე.
-ღმერთო როგორ გაუმართლა დაჩის_ტანში გაცრა კაცის დამცინავ ხმაზე._შენი სახით აშკარად ძლიერ თანამშრომელს ვკარგავ. ნაბიჯი გადმოდგა განათებისკენ და ლილია მთელი ძალით ცდილობდა გაოცების დამალვას.
-რადგან თავად ჩაერთვეთ საქმეში, ესეიგი რაღაც მოხდა, ბატონო მურთაზ_ეცადა ხმის კანკალი დაემალა და მტკიცედ გამოჩენილიყო, მაგრამ გამოცდილ პოლიციელთან არ გამოუვიდა.
-ანუ გადასარევად მიცნობ.
-რა თქმა უნდა, ბიჭებიდან.
-მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავალ, სადარი ბარათი?
-ოჰ, ამდენი ამბავი მაგის გამო ატეხეთ? გეკითხათ და ისედაც გეტყოდით ჯერ ვერ ვიპოვეთთქო_ თამამად გაუღიმა მურთაზს და შეკრულ ხელებს დაეჯაჯგურა. ისე აკანკალებდა მალე შიშს ვეღარ დამალავდა, ამ ნაბიჭვარს კი არაფრით დაანახებდა რომ შეაშინა.
-ლილია, რაცარუნდა გაგიკვირდეს, გოგოების ცემის მომხრე არ ვარ, თან ასე თუ ისე ლამაზიც ხარ და არც შენი დამახინჯება მინდა, ამიტომ მოდი უბრალოდ მითხარი ბარათი სადაა.
ძლივს გადაყლაპა ლილიამ ნერწყვი, მაგრამ მაინც უარყოფის ნიშნად გადააქნია თავი-არ ვიცი._მეგობრებს ვერ უღალატებდა, რომც ეთქვა სად იპოვა, დიდი დიდი უმტკივნეულოდ მოეკლათ, მათი დაჭერის სურვილი კი მომავალ ტკივილზე უფრო დიდი იყო, ამიტომ პირს არ დააღებდა და სიტყვასაც აღარ იტყოდა. ვითომ მოწყენით ამოიხვნეშა მურთაზმა და ბიჭებს თავი დაუქნია
-იცოდე, რაც აწი დაგემართება მხოლოდ შენი მიზეზით, მე ვცადე მშვიდობიანად მომეგვარებინა._სიტყვა დამთავრებული არ ქონდა თავზე ნაჭერ წამოცმული ლილია ისევ ფურგონში რომ შეაგდეს. ამჯერად დიდხანს არ უვლიათ, ისევ უხეშად სტაცეს ხელი და წაიყვანეს. ფეხქვეშ მყარ მასას გრძნობდა, ანუ ტყეში არ იყო, ირგვლივ ჩუმ ექოდ იღვრებოდა მათი ფეხის ხმა და ქარის წუილიც აღწევდა, ანუ ცარიელ, საკმაოდ დიდ შენობაში უნდა ყოფილიყვნენ, რომელსაც ფანჯრებიც არუნდა ქონოდა. შემდეგ იყო კიბეები დაბლა, კიდევ რამდენიმე საფეხური და გაქუცული ხის სკამი, რომლის ამოჩრილი პატარ-პატარა ნაწილები კანში ესობოდა. ნაჭერი რომ მოაძვრეს, გულში გაეცინა, სწორი იყო მურთაზი, ნამდვილად კარგ თანამშრომელს კარგავდა, შენობა ზუსტად ისეთი იყო როგორსაც ვვარაუდობდა, თუმცა იქვე ახლოს სამშენებლო მასალები ეწყო, ნუთუ მშენებარე ბინაა? კარგი, რა მნიშვნელობა აქ, ახლა ჯობია იმაზე იფიქროს რას გაუკეთებენ. ნეტა ძალიან ეტკინება? აქამდე არავის უცემია და გამოცდილი არ ქონდა როგორი გრძნობაა. ფიქრები მურთაზის გამოჩენისას გაუწყდა, მართალია ცდილობდა შემზადებულიყო, მაგრამ მაინც შიშისგან შეხტა მის მოახლოებაზე.
-კარგი, მოდი შედარებით იოლი კითხვებით დავიწყოთ, რა იცით ამ საქმის შესახებ?
წყნარად გააქნია ლილიამ თავი თმა რომ გადაეყარა სახიდან და უტეხად მიაჩერდა მურთაზს. კაცის გაღიმებაზე ერთ-ერთი ბიჭი დაიძრა მისკენ და საკმაოდ ძლიერად უთავაზა სახეში,ეტკინა, თუმცა არც ისე ძლიერად რომ ტკივილისგან ეყვირა. თუ ასე გაგრძელდებოდა არაუშავდა, ფიქრობდა გაუძლებდა, არ მიაყენებდა ამ ნაბიჭვარს სიამოვნებას და კივილს და ტირილს არ დაიწყებდა, თუ სიკვდილი ეწერა ამაყად ერჩივნა და არა ხვეწნისგან დაბეჩავებული.
-კიდევ ერთხელ გიმეორებ ქალბატონო, ნუ ცდი ჩემს მოთმინებას_უარყოფაზე ისევ მოხვდა, ამჯერად კითხვა აღარ დაუსვამთ ისე მოხვდა რამდენჯერმე, შემდეგ ტკივილი მუცელში იგრძნო, შემდეგ ისევ სახეშე, ტყუილა ფიქრობდა რომ გაუძლებდა, ოცნებობდა გათიშულიყო და არაფერი ეგრძნო. ამაშიც არ გაუმართლა. ისეთ დაღლილობას გრძნობდა, ეგონა თვალებზე კილოგრამები მადევს და დახუჭვისკენ მექაჩებაო. დახუჭა და გაითიშა კიდევაც. მურთაზმა ხმამაღლა შეიკურთხა.
-კარგი, დაანებეთ, ჯერ მოკვლა არ გვაწყობს.
-აბა რა ვქნათ უფროსო?
-ვფიქრობ.
-არამგონია რამე თქვას, ძლიერი ყოფილა.
-მაგას მეც ვამჩნევ კოკა, ახლა რამე გვჭირდება რაც ლაპარაკს აიძულებს.
-ის გოგო კარგი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ პალატასთან იმდენი დაცვა დგას, არც ქმარი გადის არცერთი წუთით.
-გასაგებია, ანუ დემნას ჩვენთვის არ ცალია, ამისი გამოყენება შეიძლება. რადგან ეს ქალბატონი თავის გადასარჩენად არაფერს გააკეთებს, სხვისი გადარჩენა ვაიძულოთ._საზიზღარი ღიმილით გავიდა გარეთ და ბიჭებს ახალი დავალება მიცა, ეს ლაწირაკი ვერ აჯობებდა. სტიმული უნდოდა ასალაპარაკებლად? ხოდა მიიღებდა. მის თავს დააბრალოს რაც აწი მოხდება, ფაქტია მან მშვიდობიანად სცადა.
რამდენიმე საათი მოუწია ლოდინი სისხლში ამოსვრილი ლილია ისევ გათიშული იჯდა მიბმული. რა ტყუილა იკლავდნენ თავს, ამ საქმეში ისეთი ხალხი იყო გარეული შორს მაინც ვერ წავიდოდნენ და მალე მაინც ჩაიფარცხებოდა, დანებებულიყვნენ და ეცხოვრათ კიდევ ცოტა ხანი? არა, გმირობა მოუნდათ, ხოდა გმირულად დამარხავენ, ნუ თუ დამარხეს საერთოდ, ან პირველ რიგში გვამები თუ იპოვეს.
ლილია გონს გარედან შემოსულმა ხმაურმა მოიყვანა, ვიღაც მთელი ხმით ღრიალებდა და ხმაურზე ჩანდა ბრძოლას ცდილობდა, თითქოს ეცნო ლილიას ხმა, მაგრამ ცალი ყური ისე ქონდა დაზიანებული არ გამორიცხა რომ ელანდებოდა. მის წინ მეორე სკამი დადგეს და შემოსულებს გახედეს. მაღალი, მხარ-ბეჭიანი კაცი მოყავდათ, რომელიც შეწინააღმდეგებას ცდილობდა, მაგრამ 4 კაცს ყავდა გაკავებული და აშკარად მარცხდებოდა. ნაჭრიდან ილანძღებოდა და შეწინააღმდეგებას არ ანებებდა თავს. ბოლოს სკამზე კარგად რომ დააბეს და მიხვდეს თავს ვერ გაინთავისუფლებსო ნაჭერი გადააძვრეს. მკერდში მტკივნეულად გაუარა არარსებულმა ნემსმა ლილიას და ბიჭის დასისხლიანებულ სახეზე ღრმად ამოიოხრა
-დაჩი. (11)
-კარგია რომ ცოცხალი ხარ ლილია_დაშავებულ ადგილებს უთვალიერებდა დაჩი და ამაოდ ცდილობდა შეკრული ხელის გახსნას.
-ხო, ჯერ-ჯერობით ვარ, კარგად ხარ? სისხლი მოგდის.
-არაფერია, უბრალოდ კანია გასერილი.
-ამხელა გამომძიებელი კაცი როგორ დაგიჭირეს, შენ რა ჩხუბი სულ არ იცი?
-მოგკლავს ამდენი ფილმის ყურება, ქუთაისში მომუშავე გამომძიებელი ვარ და არა ნინძა. რა თქმა უნდა შებვებრძოლე, მაგრამ ფილმისგან განსხვავებით რეალურ ცხოვრებაში ცალ ცალკე არ მოდიან რომ დაგიჭირონ, ექვსივე ერთად გეხვევა და ყველგან გირტყამენ.
-კარგი, მაპატიე, ვნერვიულობ და მემგონი უკვე არაადეკვატური რეაქცია მაქ. თავი როგორ გავითავისუფლოთ?_დაჩის თვალების გადატრიალება არ შეიმჩნია და ჯიქურ მიაშტერდა.
-ოღონდ ახლა არ მომთხოვო ფეხსაცმლის ქუსლში დამალული დანა ამოიღეო თორე...
-ხო კარგი რაიყო, ისე მართლა არ გაქვს?
-ლილიაა.
-მაპატიე.
-კარგი სანამ შემოსულან, მე გამომიყენებენ რომ ხმა ამოგაღებიონ, არავითარ შემთხვევაში კარგად მომისმინე, იარაღიც რომ დამადონ, გამფატრონ, არ ვიცი რაცარუნდა ქნან არც კი გაბედო და ხმა ამოიღო გასაგებია? მენდე და დროის გაყვანაში დამეხმარე.
-ოჰ, ორივე გონზე ყოფილხართ, ესეიგი მოლაპარაკებებსაც გამართავდით. მოკლედ ჩემი თავს და საზღვარგარეთ გადახვეწას, თქვენი დახოცვა მირჩევნია, ამიტომ გეფიცებით არ დაგინდობთ თუ პასუხებს არ გაგვცემთ, დაჩი თუარ გინდა ერთმანეთს დაგაკლათ მომიყევი საქმეზე რა იცით.
-კერძოდ რა გაინტერესებს? ბარათზე ინფორმაცია არ მაქვს._დაჩის უხეშობით გამწარებულმა ლილიაზე იყარა ჯავრი და ამჯერად მარცხენა ლოყა აეწვა გოგოს და ტუჩიდან წამოსულმა სისხლმაც არ დააყოვნა.
-_ღმუილით ახტა სკამზე დაჩი და ვინ იცის მერამდენედ დაეჯაჯგურა თოკს._გოგოს თავი დაანებე, ხომ იცი თავის თავს დიდად არ აფასებს, თუ გინდა რამე ათქმევინო ჩემით დაემუქრე_ლილიას აბრჭყვიალებულ თვალებს ყურადღება არ მიაქცია და ლამის მუდარით ახედა მურთაზს.
-ოჰოოჰ, რას მოვესწარით, თვით დაჩი გვემუდარება. ლილია, კიდევ ერთხელ სად არის ბარათი_ისეთი ხმით დაიგრგვინა ლილიაც კი შეხტა. ტირილამდე მისულმა გადააქნია თავი და ნატკენი ტუჩი მოიკვნიტა, მიხვდა ამ პასუხით დაჩის განაჩენი გამოიტანა. პირველი მუშტი მუცელში მოხვდა, ხმაც კი არ ამოუღია ბიჭს, ტკივილიდან სუნთქვა შეეკრა, მაგრამ არ დაუკვნესია, ამ სიამოვნებას არ მიაყენებდა. ერთმანეთს გავდნენ, იცოდა თუ თამაზი ვერ მოუსწრებდათ მოკვდებოდნენ, ამიტომ სიამაყეს არდაივიწყებდა და ამ დამპლის წინ ტკივილის ნასახსაც არ შეიმჩნევდა.
-სად არის ბარათი გოგო_ისევ თავი გადააქნია ლილიამ და ამჯერად მურთაზის ხელში პრიალა ლითონმა გაიელვა, ჯერ კიდევ ტკივილიდან მოღუნულმა დაჩიმ მხოლოდ ლილიას კივილის გამო ამოიხედა.
-არა, არა, თავი დაანებე, ღმერთო მაინც არაფერი ვიცი, რომც ვიცოდე არ გეტყოდი, თავი დაანებე_ისტერიკებში გადაუვიდა ლილიას ტირილი დაჩის დაკარგვის საფრთხე რომ იგრძნო.
-შე პატარა თავხედო გოგო, შენ თუ ხვდები მაინც თავი რაში გაყავი? შენი აზრით შენ გამო ჩემ ცხოვრებას და ოჯახს გავრისკავ?
-რა თქმა უნდა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი, ის ბარათი შენ სულ არ გჭირდება, შენც უბრალო პაიკი ხარ და უფროსის დავალებას ასრულებ. არ გვინდა გვითხრა ვინაა?_სიმწრით ამოილაპარაკა დაჩიმ.
-არაფერს ამბობ არა?_გაბოროტებული სახით გადახედა ლილიას და დაჩის მიუახლოვდა, დანა მკლავზე დაუსვა და მთელ სიგრძეზე გადაუხსნა კანი_არც ახლა იტყვი?_ტკივილი ვეღარ შეაკავა და დაჩის გმინვა ექოდ გაისმა ნანგრევებშ.
-მაშ კარგი, ვერ ვიტან ასე რომ ვიქცევი, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებთ._უკან გაბრუნდა და ბიჭებს თვალით რაღაც ანიშნა, არიცოდარა ხდებოდა, მაგრამ ისეთი სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი მიხვდა კარგი არაფერი ელოდა, ქარიშხლის წინ რომ სიმშვიდე ისადგურებს, სწორედ ისეთი მომენტი იყო. არც ნიავი, არც რაიმე ხმა, აღარც დაჩი გმინავდა და აღარც მურთაზის ხმა ისმოდა. ლილიას უკვე შიშისგან ცრიდა და უკვე მზად იყო ამ შემაძრწუნებელი სიჩუმის გასაფანტად ტიპიური გოგოსავეთ კივილი მოერთო, მაგრამ არ დასცალდა. კარის ჩარჩოში მურთაზი გამოჩნდა სამ ბიჭთან ერთად და ცბიერი ღიმილით წამოვიდა ლილიასკენ.
-რადგან ცუდად მოქცევა გირჩევნიათ, კი ბატონო, არც მე ჩამოგრჩებით_თოკი შეუხსნა გოგოს და ფეხზე წამოაყენა, ხელი კრა და წამებში ბიჭებისკენ გადააგდო_თქვენია.
-არა, შე , არ გაბედო, გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ_დასუსტებულად ისმოდა დაჩის ღრიალი_ამის დედაც მოვტ*ან, უთხარი ლილია, დაივიწყე რაც გითხარი და ხმა ამოიღე, ლილიაააააა_კიდევ კარგი ამ ღრიალში ვერ გაიგონა ლილიას სასოწარკვეთილი ხმა, როგორ ეძახდა დაჩის საშველად.
-დააბრუნე, გეფიცები ვათქმევინებ, ოღონდ დააბრუნე_თითოეული ზედა სართულიდან ჩამომავალი კივილი გულში ისე ხვდებოდა როდის გასკდებაო იმას ფიქრობდა.
-აბა ჩემო დაჩი, კიდევ ერთხელ გეკითხები, სად არის ბარათი.
-არ ვიცი ამის დედაც მოვტ**ნ არვიციიი, იცოდე ჩემი ხელით მოგკლავ, გამოიყვანე, გეფიცები, მოგკლავ, გამოიყვანე, ასე ნუ აწამებენ ამის ღირსი არაა, რაც გინდა მიქენი, ნუ აწამებენ_უკვე შეუძლებელი იყო დაჩის დაკავება, სკამზე მიბმა აღარ შველიდა და გამწარებული იქაჩებოდა გასათავისუფლებლად. რამდენიმე წუთში ლილიას ხმა აღარ ისმოდა.
-რა სამწუხაროა, ალბათ ზედმეტი მოუვიდათ. ხანდახან ეს ბიჭები როგორი მხეცები არიან_მოჩვენებითი მწუხარებით გადახედა მურთაზმა უღონოდ დავარდნილ ბიჭს და ტაში შემოკრა._ამოიღე ბოლოსდაბოლოს ხმა.
-ილოცე, რომ ვერ გიპოვო. გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ, ამის შემდეგ აღარ გაცოცხლებ, შენ პატარა დაუცველ გოგოს დაუნგრიე მთელი ცხოვრება, მის გარდა რამდენი გყავს გაყიდული არავის ეცოდინება, არ გაცოცხლებ, გეფიცები არ გაცოცხლებ._თავჩახრილი უგონოდ ლაპარაკობდა დაჩი და შეუჩერებლად წამოსულ სისხლს ყურადღებას არ აქცევდა.
-რომ გეკითხები მიპ......._აღარ გაუგონია მურთაზის ყვირილი, რადგან იმავე წამებში კაცის ხმა სირენებმა და დემნას დაძლიერებულმა ხმამ გადაფარა:-მურთაზ აზრი არ აქვს, შენი ნებით ჩაგვბარდი, ალყაში ხართ. (12)

ერთი თვე ისე გავიდა, დაჩის ლილია არ უნახავს. საავადმყოფოში ყოფნისას ყოველი კარის გაღებაზე დაჩის ელოდა, სულ ელოდა ახლა მომიკითხავს და მოვაო, მაგრამ არა. ბიჭი ჯიუტად არ ჩანდა. მხოლოდ მათი დახსნიდან მეორე დღეს იყო მისული, მოიკითხა და წამოვიდა. ტირილამდე იყო ლილია მისული, ნუთუ მისთვის ამდენად არ ნიშნავდა არაფერს, რომ არც კითხულობდა? ნუთუ სულ არ ენატრებოდა? ახსოვდა როგორ ყვიროდა დაჩი მის დასაცავად და ახლა ამ დისტანციას ვერ გებულობდა. ყოველდღე მოდიოდა მასთან ნატალი და დემნა, მაგრამ არცერთი დაჩის არ ახსენებდა.
-ლილი გთხოვ რა_უჩუმრად შემოპარული ნატალი დაადგა აცრემლებულ გოგოს თავზე.
-ნატ, მოდი რა _გვერდით მიიჩოჩა და გოგო გვერდით დაიწვინა_უბრალოდ ვერ ვხვდები ნატ, ვერც იმას ასე როგორ შემიყვარდა, როცა მისგან უხეშობის მეტი არაფერი მახსოვს, ვერც იმას თავის გრძნობებზე ასე უარს როგორ ამბობს, ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემდამი რაღაც გრძნობა აქვს, ბოლოს დაგვითბა კიდევაც ურთიერთობა, მაგრამ ახლა? ასე როგორ მიმატოვა? ვერც კი წარმოიდგენ როგორი სასოწარკვეთილი ხმით ეხვეწებოდა მურთაზს ის გაუშვი და მე რაც გინდა მიქენიო. არ ვიცი ერთი თვეა ვფიქრობ და მაინც ვერაფერს ვხვდები.
-დაწყნარდი ლილ რა, ყველაფერი დალაგდება, მიენდე მოვლენები როგორც განვითარდება.
-ისედაც მასე ვაპირებ ნატ, მე აღარაფერს გავაკეთებ, მეყო უკვე რაც მივიღე გაკვეთილად. მაინც ვერაფერი მოვიგეთ ამითი.
-რატო ვერა ლილია, მთელი ქსელი გამოააშკარავეს იმ ფოტოებით.
-სამაგიეროდ მე დამენგრა ცხოვრება.
-მაპატიე, მაგრამ ვეღარ ვითმენ, გთხოვ მომიყევი რა გაწუხებს, დაჩი ხმას არ იღებს, რა მოხდა?
-გადავრჩით ნატ, მთავარი ესაა. არ შემხებიან, ქვემოთ რომ ჩამათრიეს ერთობოდნენ და უბრალოდ ისე აკეთებდნენ, რომ მეყვირა, ალბათ დაჩიზე უნდოდათ გავლენის მოხდენა. გონება რომ დავკარგე საერთოდ მიმაგდეს, იმიტომ რომ იქ აღარ დამხვედრიან. არვიცი დაჩიმ რა იცის, მაგრამ მურთაზს უბრალოდ მისი შეშინება უნდოდა.
-ორსულად ვარ...
-რაა???
-წარმოგიდგენია? 5 წელია ლილია, 5 წელია შვილი არ გვიჩნდებოდა მე და დემნას. რამდენი ვიმკურნალეთ და შედეგი არიყო, ბოლოს დავნებდით, ღმერთს მივანდეთ და იმ ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გავიგე.
-ღმერთო ნატალი რა მაგარია, არ მჯერა, როგორ მიხარია, წარმოგიდგენიაა, მუცელში პატარა გყავს.
-როდის გამოგწერენ?
-ხვალ მოვდივარ, უკვე ორი კვირაა აქ ვარ.
ორი კვირის შემდეგაც არ გამოჩენილა დაჩი. ისიც არიცოდა გამოძიება როგორ მიდიოდა. კიდევ რამდენიმე დღე და მოთმინებამაც უღალატა. ტელეფონი და საფულე ჩანთაში ჩაიგდო და კარიც გაიკეტა. განყოფილებაში ყველა იცნობდა უკვე გატაცების შემდეგ და თავის დაკვრით ესალმებოდნენ. თავდაჯერება სწორედ ბიჭების კარებამდე გაყვა. არა, თუ აქამდე მოვიდა, ახლა უკან ვეღარ დაიხევს. ერთი ჩაისუნთქა ღრმად და სახელურსაც მოკიდა ხელი.
-ვაააა, ეს ვინ გვესტუმრაა, როგორ ხარ დაკარგულო?_მაშინვე ღიმილით გამოექანა დემნა, დაჩიმ კი, როგორც შეხედა შემოსული ლილია იყო ისევ მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს მიუბრუნდებოდა, დემნა რომ არა.
-ნახე დაჩი ვინ გვიკადრა? არ გეწყინოს ლილ რა, იმდენი საქმეა ვეღარ გნახე რაც გამოგწერეს, სამაგიეროდ გეფიცები ნატალის ყოველდღე ვეკითხებოდი შენს ამბებს, ასე რომ მე და დაჩი სრულიად ყველაფრის საქმის ყურში ვიყავით, როგორც ჩემი კლასელები იტყოდნენ.
აჰა, ესეიგი ვაჟბატონი მე არ მკადრულობდა, სამაგიეროდ შორიდან მკითხულობდა არა? მე შენ გაჩვენებ სიშორეს ვაჟბატონო_გამწარებულმა გაიფიქრა ლილიამ და დაჩისკენ წავიდა.
-გამარჯობა დაჩი_პირდაპირ თავზე წამოადგა მაგიდასთან მჯდომს.
-ლილია_თავის დაკვრით მიესალმა ბიჭიც.
-როგორ ხარ?
-გმადლობ კარგად, თავად?_ოფიციალურობას არ კარგავდა დაჩი და ლილიას მოთმინების ფიალასაც ავსებდა.
-ფანტასტიურად_ჯიქურ შეაშტერდა თვალებში.
-ჰმ, მე.... ამ მე გავალ დაჩი, არც მიჭამია დღეს_უხერხულობა ჩახველებით გაფანტა დემნამ და კარები გაიკეტა.
-დაჩი.....
-ლილია, ბევრი საქმე გვაქ, რამე გადაუდებელია?
-შენ რა დამცინი? თვე ნახევარია გაქრი, ისიც არ ვიცოდი ცოცხალი თუ იყავი და მეკითხები რატომ მოვედი? ხვდები ჩემი აქ მოსვლით რა გავაკეთე?
-აქ არა ლილია და ახლა არა.
-როდის დაჩი? საავადმყოფოში თუ გინდოდა არცერთხელ მოხვედი, სახლში თუ გინდოდა მშვიდად არც იქ მოგიკლია თავი ორი კვირაა გამოწერილი ვარ. სად და როდის მითხარი?_დაჩიმ გაკვირვებულმა ახედა, პირველად შეამჩნია ლილიას ხმაში გულწრფელი ტკივილი გაბრაზებას რომ ჯობნიდა. ჯანდაბა, მიხვდა რომ დააგვიანდა, მიუხედავად იმისა, რომ თავს არიდებდა და სულ ნერვებს უშლიდა, მაინც შეყვარებია, ამ სულელ გოგოს მაინც შეყვარებია. გამომძიებელი კიარა დებილიც კი მიხვდებოდა გოგოს გრძნობებს ისე უყურებდა დაჩის.
-კარგი, მოდი გარეთ გავიდეთ.
უსიტყვოდ მიყვა ლილია უკან, გიორგის და დემნას ეშმაკური მზერა აიცილეს დერეფანში და გარეთ გამოვიდნენ.
-სად წავიდეთ?
-ხარაზოვის ბაღში ავიდეთ, ბავშვების ჟრიამულში ვერავინ მოგვისმენს.
ლილიამ მხოლოდ თავი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა.
-უკვე თვე ნახევარია საქმეზე არაფერი გამიგია, როგორ მიდის გამოძიება?
-მიკვირს ამდენი ხანი რომ გაძელი_ჩაეცინა დაჩის_ ნიას და დემეტრეს საქმე ოფიციალურად დაიხურა.
-რაა? როდის? როგორ? რატომ?
-სამაჯურის დნმ გიორგისას დაემთხვა.
-ყოჩაღ დაჩი, აქამდე ხო ყელამდე ვგრძნობდი შენს პატივისცემას, მაგრამ აი ახლა უკვე აღარ ვიცი არც ის შენ რა გიწოდო, და არც ის როგორი სიტყვებით შეგამკო. კარგი,ისეთი რამ გადაგვხვდა, დამიკიდე, საავადმყოფოში იმდენი ხანი გავატარე დამიკიდე, ყველაფერი გავატარე და დავივიწყე, იმდენად გამართლებდი გაბრაზების მაგივრად მონატრებას ვგრძნობდი და ახლა დგები და ასე მშვიდად მიცხადებ საქმე დაიხურაო და მე წარმოდგენაც კი არ მაქვს ამ დროს რა ხდება. არა, სიტყვებიც ზედმეტია უკვე, ტყუილად მოვედი, უკვე სალაპარაკო აღარაფერია, ამიერიდან მშვიდად იყავი, აღარ შეგაწუხებ, თუ გამოძიებისთვის დაგჭირდებათ რამე დემნამ დამირეკოს.
ბიჭის პასუხს არც დალოდებია ისე წამოვიდა, ფეხით ჩაუყვა უნივერსიტეტისკნ გზას და სტუდენტებს შეერია. იმდენად დაწყდა გული თითონაც რომ ვერიფიქრებდა. ვერც მიხვდა ისე ატირდა. ამ საქციელით გული ყველანაირად ატკინა დაჩიმ. კარგი, შეიძლება რაღაც მომხდარიყო და მთელი ეს დრო არ შეხმიანებოდა, მაგრამ როგორ შეძლო და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მკვლელი პოვნა დაუმალა. ამას აღარ ელოდა. ეს მათი საერთო გამოძიება იყო, რომც არ ყოფილიყო ის დაზარალებულის და იყო. ფიქრები ისე ერეოდა თავში ვერც მიხვდა სამსახურს როგორ მიადგა, გამოიცვალა, ფორმა მოირგო და სამუშაოს შეუდგა. იმდენად იყო ფიქრებში ჩაძირული ვერც მიხვდა როგორ მოსაღამოვდა, სანამ უფროსი არ წამოადგა თავზე.
-ლილია, რას აკეთებ?
-ვმუშაობ_გაკვირვებულმა ამოხედა
-კი, მაგრამ შენი სმენა ორი საათია რაც დამთავრდა.
-არც კი შემიმჩნევია, მაპატიეთ ამ მაგიდასაც მოვრჩები და წავალ. შეიძლება რაღაც გთხოვოთ?
-გისმენ ლილია, თხოვნები ხშირად არ გაქვს.
-თუ შესაძლებლობა მექნება, დამატებითი საათებიც მინდა მომცეთ, ეს თვე ნახევარი თითქმი გამოვიყენე და ფული დამჭირდება.
-მესმის ლილია და გასაგებია. ვეცდები რამე მოგიხერო. მოდი ასე ვქნათ, სამი საათითს მეტი იმუშავე დღეში და 10 ლარის ნაცვლად 15 გადაგიხდი.
-ვაიმე დიდი მადლობა, როგორ დამეხმარეთ._გაუაზრებლად ჩაეხუტა მამის ტოლა კაცს და სითბოც იგრძნო.
-არაფრის ლილია, არაფრის_თავზე გადაუსვა ღიმილით თენგომ ხელი.

დაჩი უხმოდ დაბრუნდა კაბინეტში, დემნას თვალი აარიდა ისე დაჯდა თავის სკამზე. წესით ისევ საბუთებს უნდა მიჯდომოდა, მაგრამ ვეღარ ფიქრობდა. ვერც გაიგო წესიერად წეხან რა მოხდა. უკვე თავის თავს მაინც უნდა გამოტყდომოდა რას გრძნობდა, ან რა უნდოდა. აღარ შეეძლო ასე გაურკვევლობა, როდემდე უნდა მჯდარიყო საბუთებში და თეთრ ფურცელზე ლილიას სახე დაენახა.
-დაჩი...
-ახლა არა დემნა რა, ახლა არა_უცებ წამოდგა ნერვებ მოშლილი და ლამის გამოანგრია კარი გარეთ გასვლისას. ისევ პარკს მიაშურა, ცოტა ხნით ჩამოჯდა და ირგვლივ ბავშვების ჟრიამულს გადახედა.
ასე არაფერი გაჭირვებია ცხოვრებაში, შიშიც პირველად იგრძნო, პირველად უღალატა სამსახურს. ეს მის საქციელს არ გავდა, ახლა გაურკვევლობა ახრჩობდა. ისე ესიამოვნა ამოვარდნილი ქარი, გაზაფხული ნელნელა მოდიოდა და უკვე ემჩნეოდა ჰაერს ბალახის სუნი. თვალებ დახუჭულმა ამოისუნთქა ღრმად და სუფთა ჰაერით გაივსო ფილტვები. ფიქრი უჭირდა, ვერ გაიგო რა გაეკეთებინა და ისევ ძველი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდა. ღრმად ამოისუნთქა და წამოდგა. მანქანის გასაღები ხელში შეათამაშა და მძიმე საუბრისთვის მოემზადა. (13)

-არამგონია ჩვენთვის კარის ღიად დატოვება მიზანშეწონილი იყო_დაჩის ხმა გაიგონა ლილიამ, როცა გვიან სალში დაბრუნებული ნიას პორტრეტს ასრულებდა.
-არამგონია ვისაც ვუფრთხით დაკეტილი კარების ეშინოდეს.
-ნუ ხო ეგეც მართალია.
-აქ რა გინდა დაჩი? რამე დაგვრჩა გაურკვეველი?_ირონია არ შეიმჩნია დაჩიმ და ჩუმად აათვალიერა საღებავებით დასვრილ პერანგში გამოწყობილი გოგო.
-ლამაზია.
-მთელი ცხოვრება მეხვეწებოდა დამხატეო, მე კიდევ სულ რაღაცას ვიმიზეზებდი უარის სათქმელად.
-მგონი უნდა ....
-არა დაჩი, მაპატიე მაგრამ ჩვენ უკვე აღარაფერზე გვაქ სათქმელი ეგ უნდა. უკვე აღარ მჭირდება. როცა გელოდებოდი, მენატრებოდი და ყოველ კარის გაღებაზე შენ ნაბიჯებს ველოდი, მაშინ მიღალატე, ახლა უკვე აღარაფერს არააქ აზრი. არ მჯერა ფრაზის სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. გაცილება არ დაგჭირდება, ისედაც იცი კარი სადაა.
გამწარებული გამოვარდა გარეთ გამომძიებელი, ამდენი ხნის მანძილზე არცერთი გადაწყვეტილების მიღება არ გაჭირვებია ასე როგორც ლილიაზე და მაინც ვერ განახორციელა. რას უშვებოდა ეს გოგო ასეთს. ახლა სად უნდა წასულიყო? მშოლებთან რომლებიც ხმასაც აღარ სცემდნენ თითქმის? დემნასთან, რომელიც ჭკუის სწავლებით და საყვედურებით დაღლიდა? სამსახურში? ჯანდაბა, ცხოვრებაში პირველად არ უნდოდა სამსახურში წასვლა. მართლაც და რა ჯანდაბას უკეთებდა ეს გოგო. არა აღარ უნდოდა აღარც ფიქრი და აღარც ახალი გამოსავლის ძიება, მიხვდა ამ წუთს რაც უშველიდა.
-ორი ნემიროფი და ერთიც ფილიპ მორისი_ გამყიდველს ფული გადააწოდა და სახლის კიბეებს აუყვა. სანამდე დაეცი დაჩიი, სამსახურის ნაცვლად სახლში დარჩენა და გამოთრობა გადაწყვიტე. სინანულით გადააქნია თავი და კარი შეაღო.


-ლილ პრივეტ.
-გამარჯობა დემნა, ხომ მშვიდობაა?_ საათს გახედა ლილიამ, რომელიც თორმეტის ნახევარს აჩვენებდა.
-კი ლილია, უბრალოდ კითხვა მინდოდა დაჩი შენიდან სად წავიდა?
-მე რავიცი დემნა?
-სამსახურში არ დაბრუნებულა და ცოტა ვნერვიულობ, ნატალის მარტო ვერ ვტოვებ, ცოტა თავს ცუდად გრძნობს, შეგიძლია შეამოწმო სახლში თუა?
-ამ, დემნა...
-გთხოვ რა.
-კარგი კარგი. მისამართი მითხარი.


ნახევარ საათში უკვე დაჩის ბინის კართან იყო, დაკაკუნებას შედეგი არ მოყოლია ამიტომ პირდაპირ სახელური ჩამოწია და კარიც გაიღო. თავი გადააქნია, ამხელა გამომძიებელი კაცი ტოვებდაა კარებს ღია და აქეთ ასწავლიდა ჭკუას. ტელევიზორის ხმა გაიგონა და თითონაც იქეთ წავიდა. უცებ შეჩერდა ასეთი დაჩის დანახვაზე, წინ არყით სავსე ჭიქა ედო და ხელში გაჩრილი სიგარეტით უყურებდა ფეხბურთს. არც გამოუხედია ისე დაუძახა
-მობრძანდით ქალბატონო, ბოლო ათი წუთი დარჩა, მაგრამ არ ინერვიულო არაფერი გამოგიტოვებია ჯერ კიდევ ფრეა.
-ვისი თამაშია?
-წარმოდგენა არ მაქვს_გაეცინა და გვერდულად გამოხედა ლილიას. „როგორ უხდება ამ დამპალს ღიმილი და რა იშვიათად იღიმის“, მწარე ფიქრებით მიუჯდა გვერდით.
-ვერასდროს ვგებულობდი ამ თამაშს, ჩემი კალათბურთი და ფაჩულიაა,ორი წელი დავდიოდი კიდევაც_ამაყად მოიღერა დაჩისთან ყელი და ბიჭის სიცილზე თითონაც გაეცინა.
-ახლა არ მითხრა სიმაღლის გამოო.
-ხო, ნია მეჩიჩინებოდა იქნებ გეშველოსო.
-თუმცა არ გაამართლა_წარბ აწეულმა აათვალიერა პატარა თანის გოგო.-კი მაგრამ საჭმელს სულარ ჭამ?
-უჰ, მე რო ვჭამ ისე უნდა, ალბათ გენი არ მაქვს მსუქნის.
-ისე არასდროს გდომებია მშობლები მოგეძებნა?
-რატო? მათ ხომ მიმატოვეს? ადამიანს არჩევანი ყოველთვის აქვს, პატარა რომ ვიყავი, სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავდი, შეიძლება საშუალება არ ქონდათ ჩემი რჩენის, მაგრამ მჯერა ღმერთი მის გაჩენილს არ მიატოვებს, მერჩივნა ორი დღე მშიერი ვყოფილიყავი და გაქუცული პური მეჭამა, სამაგიეროდ დედა ჩამხუტებოდა, შეიძლება არ ვუნდოდი და აბორტი ვერ გაიკეთა და მიტო დამტოვა, შეიძლება არ ვიცი, ბევრი ვრიანტია, მაგრამ ყველა მტკივნეულად მთვრდება, ამიტომ მირჩევნია ასე გავექცე სიმართლეს და ჩემთვის ვიყო.
-არ გინდა იცოდე შენი ოჯახი? იქნებ და გყავს? ან ძმა?
-და რა ვქნა? დედა შევაძულო? მაგაზეც მიფიქრია, მაგრამ შემდეგ იმაზე დავფიქრი, რა მოხდებოდა ერთხელ ოჯახი რომ მყოლოდა, ვინმე მოსულიყო და ეთქვა, მეც თქვენი წევრი ვარ და თქვენგან განსხვავებით დედათქვენმა მიმაგდოო, დედა შემზიზღდებოდა, წამში დაეკარგებოდა აზრი ყველა მის საქციელს. ამიტომ, ჯობია მე ვიცხოვრო შეგუებული ჭირით, ვიდრე სხვებიც გავსვარო.
-ასეთი კარგიც არ მეგონე._კიდევ ერთი ჭიქა გადაკრა დაჩიმ.-ახლა მითუმეტეს არ მემეტები.
-ვერ გავიგე, რისთვის?
-ჩემი ცხოვრებისთვის_კიდევ ერთი ჭიქა მიაყოლა. გოგო მიხვდა, ლაპარაკის დრო მოვიდა.
-და ახლა სერიალებივით დავიწყებთ შენ ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ და უნდა გაგიშვა ჩემზე უკეთესი რომ იპოვოო?_სიმწრით ჩაეცინა ლილიას.
-არ მეგონა თუ გამოძიების მსვლელობა არ გეცოდინებოდა, ისე იყავი ამ საქმეზე ჩაციკლული, მეგონა დემნადან ყველა ინფორმაციას იღებდი, გეფიცები არც მიფიქრია დამემალა, უბრალოდ დემნა ხშირად იძახდა ნატალიდან ლილიაზე ყველაფერი ვიციო და ავტომატურად ვიფიქრე ესეც გეცოდინებოდა.
-გამიხარდა შვილი რომ ეყოლებათ.
-ხო წარმოგიდგენია? ამდენი წელი ელოდნენ და ასეთ არეულ სიტუაციაში მოინდომა პატარამ გამობრძანება.
-იქნებ ასე ჯობდა.
-ამდენ გატაცებებში და ასეთ დაძაბულ დროს? არამგონია, არ ვიცი, ჩემი საქმე არაა.
-კარგი, რადგან ვიცით სად ხარ და არაფერი გემუქრება, წავალ, სამსახურს ადრე ვიწყებ.
კარებამდე არ იქნებოდა მისული ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა და დაჩის ხმაც მოყვა:
-შემეშინდა. ცხოვრებაში პირველად შემეშინდა. _კითხვის ნიშნიანი მზერით მიუბრუნდა ლილია. შეცბა ისე დაძაბული იდგა დაჩი.
-18 წლის ვიყავი პირველივე კურსიდან რომ მოვხვდი სამმართველოში, რა თქმა უნდა ნაცნობობით, ეს ხომ ქუთაისია. მის შემდეგ, მთელი ათი წელია სამსახურის გარდა ჩემთვის აღარაფერი არსებობდა, მანქანასავეთ ვიყავი, თუ დამიჯერებ პაემანზეც კი არ ვყოფილვარ, მხოლოდ ჟინის დაკმაყოფილება და მორჩა. შენი გაცნობის შემდეგ_ლილიას გააკანკალა, მოისმენდა ახლა 4 თვის ნანატრ სიტყვებს?_ პირველად მოხდა, რომ სამსახური დავივიწყე და შემეშინდა. ამ გრძნობის შემეშინდა. იმ დღეს როცა დაიკარგე და მივხვდით რაც მოხდა, ყველა გეძებდით, ლამის ფეხით გვინდოდა ყველა კუნჭული დაგვეძებნა, როცა მომაკითხეს, გახსოვს გაგიკვირდა ასე იოლად როგორ დაგიჭირესო, არ გამიწევია წინააღმდეგობა, მე თითონ გავაჩერე მანქანა და ხელებ აწეული გადმოვედი, ინტუიციით ვგრძნობდი შენთან მომიყვანდნენ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ცოცხალი მენახე, ნინძა მართლა არ ვარ, მაგრამ იმ სამ კაცს ნამდვილად დავაღწევდი თავს. შემდეგ კი, შემდეგ_ისე ამოიხვნეშა ლამის გული ამოაყოლა_ როცა იმ ბიჭებს გაგაყოლა და შენი კივილი გავიგონე, პირველად ვუღალატე სამსახურს და რომ მცოდნოდა ბარათის ადგილმდებარეობა, მართლა ვიტყოდი. ამიტომ გავიქეცი შენიდან, შემეშინდა ამ გრძნობის, იმ ღამით მივხვდი, თურმე რა მნიშვნელოვანი ყოფილხარ ჩემთვის და პირველად არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, იმდენად დიდი იყო შენი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.
-ნუ მაფიქრებინებ, რომ მათ მადლობა ვუთხრა_ნერვიულად გაეცინა მის მონოლოგზე, ორმაგად უძგერდა გული და არიცოდა როგორ იკავებდა თავს რომ არ ჩახუტებოდა.
-არც კი გაიფიქრო, იმ ღამით ცხოვრება დაგინგრიეს, ისიც კი არ ვიცი ახლა ამ სიტყვების თქმის უფლება თუ მქონდა, ისიც არ ვიცი საერთოდ როგორ დადიხარ და საწოლიდან როგორ ადექი, ვერც ვფიქრობ და არც მინდა ვიფიქრო რას გადაიტანდი, მხოლოდ ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებაზე რომ ფიქრობდნენ.
-მოიცა დაჩი, რას გულისხმობ? ჯანდაბა, რა გვიან მივხვდი, ამიტომ გაქრი? ამიტო არ მკარებოდი? მათ რა არ გითხრეს? ჩემთვის ხელი არ დაუკარებიათ, აი თურმე რაშია საქმე, აქამდე გეგონა, რომ ძალა იხმარეს? დაჩი მე კარგად ვარ_ფრთხილად მიუახლოვდა და ლოყებზე ხელები დაადო_არაფერი დაუშავებიათ_გაკვირვებულ თვალებში ჩააშტერდა და ცერებით მოეფერა. ორ წუთში იგრძნო ზურგზე ბიჭის ხელები და ნელნელა მის გავარვარებულ მკერდშიც ჩაიმალა.
-სპეცილურად დალიე ამდენი არაყს შენი სუნი რომ დაეფარა და ჩახუტებას არ მივჩვეოდი არა?_ფხუკუნით დაარღვია დაძაბული სიჩუმე ლილიამ და ტანით იგრძნო დაჩისაც რომ გაეცინა.
-რა თქმა უნდა, თორემ მერე ვეღარ მოგიშორებდი ისე მოგიტყუებდა ჩემი ტკბილი სუნი_ დაჩიც ცერით მოეფერა ლილიას ლოყაზე და დივნისკენ წავიდა._აქ დარჩი ნასვამი ვერ წაგიყვან, წესები გამომძიებლისთვისაც კი არსებობს, მე დივანზე დავიძინებ.
-კარგი იქნება, ტაქსის ფული აღარ მაქვს, ასეა როცა გამტაცებლებს სამსახურს წირავ.
-თუ გინდა გასესხებ_ისევ ხუმრობაში გადავიდა დაჩი.
-ოჰ, და ორ კვირაში პროვენტით მომთხოვ არა? ვერ ეღირსები გამომძიებელო ჩემ ხარჯზე გამდიდრებას. ჩემი არიყოს პატარა ბინა გაქვს, ამიტომ ოთახამდე მიცილება არ მინდა.
შესვლამდე კვლავ გამოხედა და დაინახა როგორ გადაკრა ბიჭმა კიდევ ერთი ჭიქა.
-მურთაზის მონაყოლით წინ წაიწიეთ არა?
-მკვდრები არ ლაპარაკობენ ლილია_მწარედ ჩაეცინა_ ჩვენი გათავისუფლების დროს შეტაკებისას მოკვდა, მისიანის ტყვიით, ყველაფერი დაგეგმილი იყო, თავიდან მოიშორეს.
-ანუ ისევ არაფერი გვაქვს?
-როგორ არა, ბარათი ვნახეთ, ყველა იმ მაღალჩინოსნის ფოტოა ვინც ამ ქსელშია გარეული, მაგრამ ნაცნობმა პროკურორმა ფოტოები როგორც მტკიცებულება არ ივარგებსო და თვალთვალს ვაწარმოებთ, ცოტა რთულია ისეთი ხალხია გარეული, ერთი პროკურორი და გამომძიებელი ბათუმში, ათამდე გივე თანამდებობის თბილისში და რაც ყველაზე მთავარია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა მთავარი. ამიტომ აქვთ ამდენი შესაძლებლობა და საზღვარსაც ბათუმის ხალხით იოლად გადადიან. გეგმა გვაქვს და ნელნელა ვანხორციელებთ._უკნიდან მიუახლოვდა ლილია და უნდოდა მოხვეოდა, მაგრამ ბიჭმა არ დაანება.
-ასე არა ლილია, ასე არ შემიძლია, ამხელა ქსელი თამაზსაც კი არ ქონია მის პრაქტიკაში, საქმის ბოლომდე მიყვანისთვის მთელი გონება დამჭირდება და მაპატიე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საქმე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი ურთიერთობის გარკვევა. არ მინდა შეცდომაში შეგიყვანო და რამე ცუდად იფიქრო, უკვე გითხარი ჩემთვის რამდენს ნიშნავ და რამდენად მნიშვნელოვანი ხარ, მაგრამ საქმე ასობით უგზოუკვლოდ დაკარგულ გოგონას ეხება და ახლა მნიშვნელოვანია გონება ბოლომდე მოკრებილი მქონდეს.
-გასაგებია, მე შენ გვერდით ვარ, ყოველთვის და ყველაფერში. დაველოდები როდის მოვა ჩვენი დრო_ფრთხილად დაუდგა ბიჭს და ფეხის წვერებზე აწეულმა ნაზად მიაკრა ტუჩები ცხვირსა და თვალს შორის დამრეც ადგილზე, რატომღაც სწორედ ეს ადგილი მოწონდა კოცნისთვის. ასევე ფრთხილად მიუახლოვდა ტუჩებით ბიჭის ყურს და ნაზად ჩაჩურჩულა
-ტკბილი ძილი დაჩი.
-ტკბილი ძილი ლილია_ ოთახისკენ მიმავალს დაეწია დაჩის თბილი სიტყვები. (14)


მეორე დღეს შეკრება ქონდათ, ნატალიც კი აქ იყო, ვერ მოვისვენებ სახლში თუარ გავიგე რა გეგმა გაქვთო. ლილიას დაჩიმ გაუღო კარი და ღიმილით მოიპატიჟა, ლილიამ ისევ ფეხის წვერებზე აწეულმა აკოცა ცხვირსა და თვალს შორის ამაღლებულ ადგილზე და უცებ გაეცალა საყვედური რომ არ მიეღო. ღიმილით მიხურა დაჩიმ ისევ კარი და დივანზე ჩამოჯდა.
-აბა? რას ვაკეთებთ?
-შენ არაფერს აკეთებ, გინდოდათ გეგმა გცოდნოდათ და წყნარად იჯექით. მოკლედ, ხვალ ბათუმში მივდივართ, მინისტრის მოადგილეს აზრი არ აქვს ვერც მივუახლოვდებით, ამიტომ ჩვენთვისვე ჯობია, ის საბუთი მოვიპოვოთ, რითიც საზღვარზე ნარკოტიკი შემოაქვთ. ორ დღეში ახალი გემი შემოვა პორტში, უნდა ვნახოთ საბუთი სადაც წერია რამდენი სატრანზიტო ყუთი შემოაქვს თავად გემს და შემდეგ ორდერით რეალურად შევამოწმოთ რამდენი იქნება ადგილზე, ინფორმატორმა გვითხრა, რომ 3-4 ყუთით ნაკლები წერია ოფიციალურად.
-და ამას როგორ მოვიპოვებთ?“_მაინც ვერ მოითმინა ლილიამ
-იცოდე არ გაიცინებ, და კინოს არ შემადარებ ამ გეგმისთვის_მკაცრად დაუქნია თითი დაჩიმ.-იქ ერთი სანდო, საკმაოდ მიმზიდველი ახალგაზრდა გოგო გვყავს ნაპოვნი_ლილიას აწეული წარბი დააიგნორა, თუმცა ისე ესიამოვნა გოგოს ეჭვიანი გამოხედვა ლამის იქვე ჩაკოცნა_ ის გოგო დილით შემთხვევით საუზმეზე შეხვდება კაფეში, რა ენაღვლება, ფული ბლომად აქვს სახლში კეთებით თავს არ იწუხებს და სახლთან ახლოს ამოჩემებულ კაფეში საუზმობს სულ, გაართობს და დროის გაყვანაში „დაეხმარება“, ამასობაში ერთ-ერთი ჩვენგანი მის კაბინეტში შეიპარება და საბუთებს გადაჩიჩქნის.
-კი, მაგრამ როგორ? რომ დაინახონ?
-თუ დამლაგებლის ფორმა ეცმევა უცხოდ არ აღიქვამენ.
-იქნებ მე...
-შენ ქუთაისში იჯდები და ჩვენგან ამბავს დაელოდები.
-როგორ მაინტერესებს რომელი ბიჭი გამოეწყობით დამლაგებლის ფორმაში ერთი? თუ კიდე გყავს ვინმე მიმზიდველი და ლამაზი თანამშრომელი რეზერვში?_დაჩიმ ჩაცინებაზე ვეღარ შეიკავა თავი ისე ჯიქურ უყურებდა ლილია თვალებში და ისეთი გაბრაზებული ტონით გამოყო სიტყვა თანამშრომელი.
-კარგი, ეს გოგო მართალია_ჩაერია თამაზი_დამლაგებლის როლში გოგო გვჭირდება და მას წავიყვანთ.
-კი, მაგრამ......_ვეღარ დაამთავრა დაჩიმ ისე გააწყვეტინა ლილიამ
-რა უფლებით მიშლი? ჩემი მამა ხარ, მეზობელი თუ შეყვარებული? _აი სად გამოადგა გუშინდელი დაჩის სიტყვები_აქ 6 ადამიანი ვართ და მარტო შენ ჭკუაზე არავინ ივლის, რომელ საათზე გავდივართ?
-გამთენიისას, ჩანთა მზად გქონდეს და დაგირეკავთ როცა შევამოწმებთ, რომ არავინ გითვალთვალებს.
-იცოდე, ხელფას ამ კვირაშიც რომ ვერ აიღებ, პროცენტს გაგიორმაგებ_ჩუმად ჩაჩურჩულა დაჩიმ და ლილიამ სიცილიც ვერ შეიკავა.
გამთენიის ხუთი იქნებოდა მობილური რომ ამღერდა.
-ფრთხილად და ჩუმად გმოდი, წესიერი მოთვალთვალეებიც არ ყავთ, ჩაძინებიათ და ისე წავალთ ვერც შეამჩნევენ.
მანქანაში მხოლოდ გიორგი იჯდა, გაბნეულად მივდივართო აუხსნა, ყველა ერთად თუ ვიქნებით უფრო საეჭვო იქნებოდაო. გული დაწყდა დაჩიმ რომ არ მოაკითხა, მაგრამ ბიჭმა მისი პოზიცია ნათლად აუხსნა, ასე რომ წყენის მიზეზი არუნდა ქონოდა. მაინც ეწყინა. მთელი გზა ჩუმად იჯდა და გზას გაყურებდა, ყურებში სასიამოვნოდ ესმოდა Love me like you do და დაჩიზე ფიქრს თავს ვერ ანებებდა. ამ სიმღერით გრძნობდა ბიჭს, მართლად განსხვავებულად და თავისებურად უყვარდა, ვინმე იფიქრებდა სამსახური გამჯობინაო, მაგრამ არა, ლილიაც ასე იზამდა, საქმეს მათი სიყვარულის გამო ვერ ჩაშლიდნენ, ორივეს გამოძიებაზე და მათ ჩაძირვაზე ცივი გონებით ნდა ეზრუნათ. ან იქნებ ამითი თავს იმშვიდებდა? იქნებ არიყო დაჩის გრძნობა ამდენად ძლიერი და სამსახურს იმიზეზებდა? არა, თავს უფლებას არ მისცემს ეჭვი შეიტანოს მასში, ასე რომ ყოფილიყო, სულ არ ამოიღებდა ხმას, მერე მისი განწირული ყვირილი გაახსენდა ლილიას გათავისუფლებას როგორ ითხოვდა და თავისი თავი კინაღამ მოკლა, ორი წამით მაინც როგორ შემეპარა ეჭვიო. გაეცინა და თავი გადააქნია, ვერ ხვდებოდა ასეთი მშიშარა როდის გახდა.

რვა საათზე უკვე მათ მოკავშირე გოგოსთან ერთად იყვნენ ბინაში შეკრებილები და უფრო დაწვრილებით განიხილავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. სულ გაუქარწყლა გოგოს დანახვამ წარმოდგენილი შეხედულება, ისეთი საყვარელი ღიმილი ქონდა ვერ გაუბრაზდებოდი, თან როგორ ეეჭვიანა მასავით ყვავილიან კესანეზე. გაეცინათ ერთმანეთის სახელები რომ გაიგეს, ბიჭებს გადახედეს შეირგეთ ასეთ ყვავილებში მოხვდითო. 15 წუთში კესანე ადგილზე ელოდა ბატონ დავითს ლილია კი დამლაგებლის ფორმას იცმევდა და მერამდენედ, უკვე მობეზრებული უსმენდა ბიჭების დარიგებებს.
-ნუ გადამიყვანეთ ჭკუიდან, გამიშვით.
-ლილია...
-გავიგე დაჩი ჩემი სახელი რომ იცი, ახლა სანამ კივილი დამიწყია გამიშვით და მაცადეთ გავაკეთო რაც მევალება.
ყურში ბლუთუზის სულ პატარა ნაუშნიკი ჩაუდეს და თმით ჩამოუფარეს, ვედროს დასტაცა ხელი და შენობაში შეაბიჯა. იცოდა რომელი კაბინეტი ჭირდებოდა და პირდაპირ იქეთ წავიდა. ცოტა შეცბა კაცის მდივანი ადგილზე რომ დახვდა, მაგრამ არ შეიმჩნია და სახელურს წვდა.
-შენი აზრით სად მიდიხარ?_ფეხზე წამოხტა გოგონა და გვერდით აესვეტა.-ამის დედაც_ყურში გაიგონა დაჩის ხმა.
-უნდა დავალაგო._გაკვირვებული სახით ახედა გოგოს.
-ახლა? დალაგებას საღამოს იწყებენ როცა ჩვენ მივდივართ ხელი რომ არ შეგვეშალოს. ვის ატყუებ? აბა გამოდი აქეთ_მკლავში წვდა და გამოთრევა დაუპირა.
-ლილია, ჯანდაბა რამე....._დაჩიმ ვეღარ დააბოლოვა გოგოს ტირილის ხმა რომ გაიგონა, გაოცებულებმა გადახედეს ბიჭებმა ერთმანეთს და ვერ გაიგეს რა გაეკეთებინათ.
-გეხვეწებით, ამ სამსახურის დაკარგვა არ მინდა, გთხოვთ არ გამამხილოთ, გუშინ დედა გახდა ცუდად და სასწრაფოდ წამალი რომ არ მიმეტანა ინფაქტი გაუმეორებდა და ამ ოთახთან შევჩერდი, ამიტომ მოვედი ასე ადრე, რომ მომესწრო უფროსის მოსვლამდე და ვერ მიმხვდარიყო. შემიბრალეთ გთხოთ_სრუტუნით კიდებდა გოგოს ხელებზე ხელებს და ფიქრის საშუალებას არ აძლევდა, ბიჭების ხარხარს აიგნორებდა ყურში და ცდილობდა კიდევ ბევრი ცრემლი გადმოეგდო.
-კარგი კარგი, ნუ დატბორე აქაურობა ცრემლებით, ამ ერთხელ გაპატიებ, იცოდე ნახევარი საათიც არ გაქვს ბატონი დავითის მოსვლამდე და სწრაფად ქენი.
-მადლობა, მადლობა, როგორ გადამარჩინეთ_უცებ შევარდა კაბინეტში და კარს მიყრდნობილმა ამოისუნთქა.
-აი ლილია, გაღიარებ, რა მსახიობს კარგავს საქართველო, ჩვენც მაგარ თანამშრომელს ვკარგავთ_ერთმანეთს არ აცლიდნენ ბიჭები სიტყვის თქმას. მხოლოდ დაჩი იჯდა ამაყი სახით და ჩუმად იღიმოდა.
10 წუთი დაჭირდა ლილიას რომ გაერკვია რა საბუთი სად ინახებოდა და გემების შემოსვლის თარიღთან მათი აღწერის ფურცლებიც იპოვა.
-56 ბიჭებო, ზეგინდელ გემს 56 ყუთი აწერია. ფოტოსაც გადავუღებ მაინც.
-ლილია, სწრაფად იმოქმედე, კესანემ მეტი ვეღარ შევაჩერე უკვე წამოვიდაო. მათი მოკავშირეა და შეიძლება იცოდეს ვინ ხარ, გზაში უნდა აცდე და არ დაგინახოს_ანერვიულდნენ ბიჭები და ფურგონი შენობისკენ ახლოს გააჩერეს. დაინახეს კიდევაც დავითი როგორ შევიდა შენობაში და კარი მოიკეტა.
-ლილია აქაა, ვეღარ გამოხვალ სანამ კაბინეტში არ შევა, გზაში რომარ შეეჩეხო დროებით რომელიმე ოთახში დაიმალე.
-კარგი_ჩაილაპარაკა გოგომ და საკუჭნაოს ძებნა დაიწყო. დერეფნის ბოლოში დაინახა და იქეთ გაექანა. კარების გაღებისას დაინახა კიდევაც როგორ ამოვიდა კიბეებზე კაცი და სანამ მისკენ გამოიხედავდა მანამდე მოესწრო კარი მიეკეტა. (15)

ლილია იმ შუადღესვე დაბრუნდა ქუთაისში, ისედაც იმდენი გააცდინა, სამსახურს კიდევ ერთხელ ვეღარ გააცდენდა. ლამის ტელეფონზე იყო დაკიდებული, ძლივს გააგებიეს ბიჭებმა, რომ ამ ორ დღეში არაფერი მოხდებოდა, სანამ გემი არ ჩამოვიდოდა და რეალურად არ შეამოწმებდნენ ყუთების რაოდენობას. გემი შუაღამით უნდა ჩამომდგარიყო, ესეც სპეციალურად იყო დაგეგმილი, ღამე არ მუშაობდა იმდენი ადამიანი რამდენიც დღე და უფრო იოლად დამალავდნენ ტვირთს. ამითი გათამამებული ლილია საღამოს, სმენის დასრულებისას მარშუტში ჩაჯდა და ბათუმისკენ გაეშურა.
ბიჭების მოლოდინი გამართლდა, გემზე 56 ნაცვლად 60 ყუთი აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყუთი კი 16-21 წლამდე გოგონებით იყო სავსე, ყუთი იმდენად ყარდა, სანამ გოგონები გარეთ არ გამოვიდნენ, ვერ გაიგეს რა ხდებოდა, რა გასაკვირი იყო, ისინი კვირაობით იჯდნენ ვაგონში და გარეთ არავინ უშვებდა. ერთ-ერთმა ბავშვმა განსაკუთრებით გული მოუკლა ლილიას, როგორ ჩანდა პირდაპირ საწოლიდან ყავდათ მოტაცებული, რადგან გოგონა პატარა დათუნიათი და დაბინძურებული პიჟამოთი იდგა და ცრემლები დიოდა. ლილიას მოხვევამ ცოტა დააწყნარა და ყველა მათგანი ჯერ ბინაში გადაიყვანეს მოსაწესრიგებლად, შემდეგ განყოფილებაში წაიყვანდნენ ჩვენების ჩამოსართმევად. დანარჩენ ყუთებში როგორც ვარაუდობდნენ სათამაშო დათუნიების ქვეშ შეკრულ პაკეტებად იდო ნარკოტიკი.
-არ მოსულა_გიორგის აღელვებული ხმა გაიგონა უკნიდან დაჩიმ.
-როგორ თუ არ მოსულა? ის ხომ კაბინეტში იჯდა? ჯანდაბა ასე როგორ გავიდა, ერთი ადამიანი მაინც როგორ ვერ მივუჩინე, ამის დედაც, რომ გაიქცეს და საზღვარი გადაკვეთოს რაღას ვიპოვით. ფუ შენი... ჩემი ბრალია, უნდა მეფიქრა_ფეხი მიარტყა იქვე დაგდებულ ქაღალდის ყუთს და ნერვიულად მოისროლა წყალში.
-დაწყნარდი დაჩი, ჩვენ მხოლოდ 3 ვართ, დემნა და თამაზი აქ არაა, ყველაფერს ერთად მხოლოდ სამი ვერც გავაკეთებდით და ვერც ვუთვალთვალებდით. ამხელა საქმეში სამი კაცი ძალიან ცოტაა, განყოფილებაში წავიდეთ, შესაძლო ვარიანტები განვიხილოთ და ყველგან დავაგზავნოთ მანქანები, ახლა უკვე დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს, შეგვიძლია ღიად ვიმოქმედოთ.
-ამ, ისა, უკაცრავად, მაგრამ_ დიდი ნერწყვი გადაყლაპა ლილიამ,_უფრო მარტივადაც შეიძლება._თვალები დაეხუჭა დაჩის მზერაზე.
-აბა ქალბატონო, კიდევ რა გააკეთე ისეთი რაც იცოდი, რომ წყობიდან გამომიყვანდა მაგრამ მაინც გააკეთე?_ხელები გადაიჯვარედინა დაჩიმ და თან ბათუმის განყოფილებაში დაიწყო დარეკვა დაპატიმრების ორდერი რომ გაემზადებინათ.
-დაჩი, ამ... მე... მე არაფერი, უბრალოდ ჩვენ, ჩვენ რა... მოკლედ კესანეს დაურეკეთ._ საცოდავად შეხედა დაჩის თვალებში, მაგრამ მის დაწვრილებულ თვალებზე ამაყად გასწორდა წელში და მისი რეაქციის შიში ჯანდაბაში გადამალა.
-და რატომ დავურეკო კესანეს?_კითხა ბიჭმა მაგრამ უკვე კრიბავდა ნომერს.
-დაჩი, გისმენ.
-მეტყვი კესანე რატომ უნდა დამერეკა და მომეკითხე ამ დროს?
-ამ, კი, მე დავითს ვუთვალთვალებ და ახლაც უკან მივყვები, ისე გამიგია საჭესთან საუბარი არ შეიძლებაო და რომ მივალთ ადგილზე მისამართს მოგწერთ._უცებ გაუთიშა სანამ ბიჭი ღრიალს დაიწყებდა და ტელეფონი გვერდითა სავარძელზე მოისროლა.
-აბა წამობრძანდი შენ ჩემთან ქალბატონო_გოგოების სითავხედით გაგიჟებული იყო დაჩი, მკლავში სტაცა ხელი და თავისი მანქანისკენ წააპორწიალა_აბა კომფორტულად მოკალათდით ქალბატონო გამომძიებელო_თითონ საჭეს მიუჯდა და ტელეფონს ყურსასმენი შეუერთა.
-დემნა, აბა ერთი ნომერს გიკარნახებ და მითხარი საით მიდის.....
-მოიცა დაჩი ჩავრთო პროგრამა და ახლავე.
ორ წუთში უკვე იცოდა საითაც მოძრაობდა კესანე და ისინიც იქეთ წავიდნენ . დაჩიმ გიორგისაც გააგებინა ადგილდებარეობა, მან კი მთელ განყოფილებას და 5 მანქანა წამოვიდა დავითის ასაყვანად.
-გინდოდათ არა ჯეიმს ბონდობა გეთამაშათ ქალბატონებს, ხოდა კარგი. თქვენივე თვალით ნახავთ როგორ ხდება დამნაშავის აყვანის სპეცოპერაცია.
-მართლა? შენ რა იქ მიგყავარ? ვაიმე რა მაგარია, მადლობააა._დაჩის მძვინვარე სახეზე უცებ გაჩუმდა, თუმცა ეშმაკური ღიმილით მაინც გადახედა ბიჭს._ ისე ჩვენნაირი მაგრები ჯეიმს ბონდის ცოლიც კი არ იქნებოდა_ თავმომწონედ ამოილაპარაკა ლილიამ, თუმცა დაჩის აღელვებულ სახეზე უცებ შეასწორა_ თანაშემწე, თანაშემწეც ვერ იქნებოდა ასეთი მაგარი.
ამჯერად უკვე დაჩის სახეზე თამაშობდა ეშმაკური ღიმილი.

5 წუთში მთელი სპეც დანაყოფი ადგილზე იყო და სახლიც ალყაში. ბიჭებმა ჯავშან ჟილეტები ჩაიცვეს და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გადაწყვიტეს სახლის ჩუმად აღება. დაჩი პირველი შევარდა, ეს მისი ოპერაცია იყო და მასზე წინ არავის მიუშვებდა, რამდენიმე წამში სროლა ატყდა და გოგონებს ეგონათ თავი აუფეთქდებოდათ, აი რატომ წამოიყვანა დაჩიმ, დასაჯა, პირველი ოპერაციის შემდეგ, მთელი ღამე თითქოს ისევ სროლა ესმოდა და თავის ორი დღე ტკიოდა.ფიქრობდა, ამათთვის კარგი გაკვეთილი იქნებოდა. რაციიდან ესმოდათ, რომ ვიღაც დაიჭრა, წინააღმდეგობას უწევდნენ და ერთიც დაიღუპა. ლილია უკვე კანკალს ვეღარ იკავებდა, ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო, ოღონდ ახლა ამ კარიდან ცოცხალი გამოსულიყო. ვერც მიხვდა თვალებდახუჭულმა როგორ ჩარგო მანქანის უკან ჩამალულმა თავი ხელებში და წინ და უკან რწევა. ოღონდ გადარჩეს, ღმერთო ძლივს ვიპოვე_ გულში იხვეწებოდა და ვერც მიხვდა სროლა როდის შეწყდა. მხოლოდ რაციის ხმა მოესმა, სადაც უცხო ხმა ამბობდა ყველა განვაიარაღეთო. უცებ წამოდგა და სახლის კარებს გახედა, დაინახა კიდევაც, მგონი თითონ დაჭრილი არიყო, გიორგიზე ქონდა ხელი მოხვეული და ორივე სისხლიანები იყვნენ. გიორგი სასწრაფოს მანქანაში დატოვა და თითონ გარემო მოათვალიერა ლილია რომ ეპოვა. ვინ აცადა? თავის გვერდით გამობრუნება ვერც მოასწრო ისე შეაფრინდა გოგო და ხელები მოხვია. მთელი ძალით უჭერდა ფეხებს წელზე და სულ ვერ აღიქვამდა ირგვლივ ყველა თუ მათ უყურებდათ.
-ლილია იმათგან გადარჩენილს შენ მგუდავ?_სიცილით გადაუყარა გოგოს გვერძე თმა და სახეზე მოეფერა_დამშვიდდი.
-ახლა შეიძლება _ტუჩებზე გადაუტარა ცერები ბიჭს და თვალებში ჩახედა.
-ღმერთო ჩემო, ყველაფერს შენ ჭკუაზე აკეთებ დაუკითხავად და ყველაზე მნიშვნელოვანს მეკითხები? სენსაცია.
-ვინ გითხრა რომ გეკითხები თავხედო_ ღიმილით დაწვდა დაჩის ტუჩებს და მთელი ძალით მოხვია ხელები. ისე ჩაიკარგნენ ერთმანეთსი სსულაც არ გაუგიათ გიორგის და კესანეს აღფრთოვანებული შეძახილები.


განყოფილებაშიც და მიმდებარე ტერიტორიაზეც უამრავი ხალხი ირეოდა, ყველას სურდა დეტალები გაეგოთ, გოგონებს უკვე ართმევდნენ ჩვენებას, გაირკვა რომ სხვადასხვა ეროვნების იყვნენ და ბათუმში, გავლით მხოლოდ ორი დღით აჩერებდნენ, შემდეგ კი თურქეთში უნდა გადაეყვანათ, სახლი ბუნაგი აღმოჩნდა საიდანაც ცოცხალი 5 ადამიანი აიყვანეს, ორი მკვდარი, ასევე ამოიღეს ლეპტოპი და რამდენიმე კილო ჰეროინი. დაჩი სიხარულიდან ჭკუაზე არიყო, რამდენიმე თითონვე დაკითხა, მხოლოდ ერთმანეთი და რამდენიმე თბილისში მოღვაწე ჩაუშვეს, მაგრამ არა მთავარი. იძახდნენ უფროსი არ ვიცით ვინაა, არასდროს გვინახავსო. თბილისში სასწრაფოდ გაიგზავნა მოთხოვნები მითიებული პირების დასაკავებლად. მთელი ღამე უცდიდნენ ბიჭები გოგოებთან ერად. მხოლოდ დილით დაურეკეს, შედეგი ნოლი, მათაც მხოლოდ ერთმანეთზე ქონდათ სალაპარაკო, უფროსი არ ვიცითო. ყველა თითქოს ერთნაირ დაზეპირებულ სიტყვებს ყვებოდა. ახალი გეგმის მოფიქრებაზე გადავიდა დაჩი მათ ოთახში ბათუმელი თანამშრომელი რომ შემოვარდა:
-ვიპოვე, ბატონო დაჩი, ვიპოვე.
-დამშვიდდი გეგა რა იპოვე?_ახალგაზრდა ბიჭი მხოლოდ მეორე წელია რაც მუშაობდა და ჯერ გამოცდებიც არ ქონდა ჩაბარებული, ძლივს იქნებოდა 20 წელს გადაცილებული.
-მთელი ღამეა ბიჭები თქვენ მოცემულ საბუთებს ვსწავლობდით და ორი საბუთია სადაც ტვირთის შემოტანაზე თანხმობას მინისტრის მოადგილე აწერს.
-ყოაღ გეგა ყოჩაღ, მაგრამ ეგ ჩავლილი საქმეა, ახლა ვერ დავამტკიცებთ ერთი წლის წინ ჩამოსულ გემზე ზედმეტი ყუთები თუ იდო, თუმცა მოიცა_უცებ შემოტრიალდა და ბიჭს ხელი დრა ბეჭზე_გამომყევი იდეა მაქვს. გაოცებული დატოვა დანარჩენები ოთახში და იმ დასაკითხი ოთახისკენ გაემართა სადაც დავითი იჯდა.
-დავით, მემგონი ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ დაკითხვისას არა?
-დიახ ყმაწვილო და იცოდე არ დაივიწყო, შენ მე სასჯელის შემსუბუქებას დამპირდი დანარჩენების ჩაშვების სანაცვლოდ.
-მახსოვს დავით მახსოვს, ერთი პრობლემაა, აი ამ საბუთებში ვერ გავარკვიეთ რეალურად რამდენი ყუთით ზედმეტი იყო და თუ ჩამოგვიწერ და გაუყალბებელი საბუთების ადგილმდებარეობას გვეტყვი, გეფიცები მინიმუმის მოსჯას კიარა, იმასაც ვეცდები საერთოდ გირაოთი გამოგიშვან_ მთავაი მოადგილის დაჭერა იყო, დავითი ერთ-ერთი პაიკი იყო და დაჩი დიდად არ ჯავრობდა მხოლოდ 2 ან 3 წელს თუ მიუსჯიდნენ. წინ ათამდე ფურცელი დაულაგა, არუნდოდა მიხვედრილიყო სინამდვილეში რა უნდოდა და რის გაგებას ცდილობდა და დავითმაც ყველაფერი გადმოულაგა.
ისე გამოფრინდა დაჩი ოთახიდან, ეგონა მიწაზე ფეხს არ ვადგამო, მაშინვე დარეკა მის უფროსთან და საქმის ვითარება მოახსენა, ამხელა საქმის გახსნის შემდეგ პირველად თხოვა ახალ უფროს უფლება მიეცა პირადად დაეკავებინა მინისტრის მოადგილე და თანხმობაც მიიღო. მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და თბილისისკენ წავიდა. თან გიორგი და გეგა ახლდა, გზიდან დემნას დაურეკა, რომელიც ნატალის გამო ქუთაისში იყო დარჩენილი და ამბის გაგებისთანავე ისიც თბილისისკენ გზას გაუდგა. კაცის სახლთან ორი პატრულის მანქანა უცდიდა რომ არ გაქცეულიყო და დასაკავებლად მხოლოდ დაჩის და დემნას უცდიდნენ. დიდი სიამოვნებით აბრახუნებდა დაჩი გამთენიის 5 საათზე კარზე და გაღებას უცდიდა. კარში ჯერ კიდევ მძინარე, თმა აბურძგნული კაცი გამოჩნდა.
-თქვენ რა სულ გააფრინეთ? ამას განანებთ._განრისხებული უყურებდა დაჩის სახეზე ღიმილს.
-გიორგი ჯაჭვლიანი?
-დიახ და მე.....
-თქვენ დაკავებული ხართ. ბრალი გედებათ ნარკოტიკის უკანონო შემოტანა-გაყიდვაში, ასევე ინტერნაციონალური პროსტიტუციისთვის, საბუთების გაყალბებაში და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და ორი ადამიანის მკვლელობაში. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება და რასაც იტყვით გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ_სიამოვნებით იმეორებდა დაზეპირებულ ფრაზებს ბიჭი და ბორკილებ დადებულ კაცს მანქანისკენ მიათრევდა. ახლა შეეძლო მშვიდად ამოესუნთქა.



-ლილია, რატომ არ მთანხმდები?
-კარგი რა დაჩი, ერთ წელზე მეტია ერთად ვცხოვრობთ, იმისთვის რომ მიყვარდე რაღაც ფურცელი არ მჭირდება.
-არც კი მჯერა,ჯერ ის რომ მე დაჩი თაბაგარი გოგოს ცოლობას ვეხვეწები და არც ის უარს რომ მეუბნები.
-კარგი რა, ხომ იცი რომ მიყვარხარ, მამა მე არ მიშლის და ძმა არც შენს სიყვარულს და არც შენთან ცხოვრებას. ერთი უბრალო სიტყვა ქმარი ვერ განსაზღვრავს რასაც შენდამი ვგრძნობ, თანაც ვიცი ასე რატომაც ჩააჯინდი, გინდა ოფიციალურად ქმრის სტატუსი გქონდეს, რომ გამოძიებისას რამე რომ ამიკრძალო წამომაძახებ, ქმარი ვარ და დამიჯერეო.
-მაბრაზებ, მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი გერქვას, ნერვები მეშლება როცა ვინმეს გაცნობისას ვიბნევი და ხან შეყვარებულს გიწოდებ, ხან ერთად ვცხოვრობთს, რომ ვინმემ ზედმეტი არ გაბედოს, მინდა ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი გეკეთოს და მშვიდად ვიყო. ჯანდაბა, რომანტიული გამხადე ამხელა კაცი რეებს ვლაპარაკობ და ნუ ხო კარგი საქმის დროსაც მჭირდება ხანდახან რამეზე უარი გათქმევინო ისეთ სარისკო დავალებებს თანხმდები. იქნებ მაინც დაფიქრდე, არ უნდა ჩემ გოგოს გათხოვება?_წარბების თამაშით მიუახლოვდა ლილიას. მანაც კისერზე შემოხვია ხელები და ყურში ჩაჩურჩულა
-როდის უნდა მიხვდე, რომ ერთი ტიპიური გოგო არ გყავს?
საუბარი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინათ.
-გისმენ ნათი_ნათიას გაგონებაზე ლილიამ ტაში შემოკრა და მომლოდინე თვალებით ახედა დაჩის-როდის იპოვეს? კარგი ნათი გასაგებია, მადლობა.
-აბა? მკვლელობა? ნარკოტიკი?
-ღმერთო ლილია ისევ არ ისვენებ. ნარკოტიკი..
-აბა? ამჯერად რომელ კაფეში ვიწყებ მუშაობას?
-არცერთში, გეყოს, ეს ჩვენი საქმეა.
-კარგი რა დაჩი, ხომიცი რომ მაინც დაგითანხმებ და ბარემ პირდაპირ დამთანხმდი_ კისერზე შემოხვეული ხელები ლოყებზე ჩამოუსვა და ტუჩები მიუახლოვა.
-მაგრამ დათანხმების პროცესი იმდენად სასიამოვნოა უარს ვერ ვამბობ_ ღიმილით დაწვდა ლილიას ტუჩებს და მაშინვე დატკბა_ჯანდაბა, იოლად ახერხებ დამითანხმო. ასე როგორ შეგიძლია ყველაფერი დამავიწყო?
-ჰაჰ, დემეტრე სწორი ყოფილა_ძმის ხსენებაზე გაკვირვებულმა ამოხედა გოგოს_ ჩვენს ერთმანეთისთვის გაცნობას აპირებდა, ამბობდა დარწმუნებული ვარ შენ ხარ ვინც სამსახურს დაავიწყებს და აჩვენებს მკვლელობების გარდა რამდენი რამე არსებობსო.
-ჰმ, ყოველთვის ვიცოდი რომ დემეტრეს კარგი ინტუიცია ქონდა_ჩაიხითხითა ბიჭმა_ცუდია, რომ ვერ შეხედა კიდევ ერთხელ, რომ მართალი იყო_სევდიანმა გადააქნია თავი და ლილიას ხელი ჩაკიდა-კარგი, ისევ მომიგე, წავედით.
ლილიას ნასროლი ჟეტონი ქამარში ჩაიმაგრა, იარაღი შეიმოწმა, ლილიას ღიმილით გადმოხედა როგორ ამოწმებდა სახლში რამე ჩართული არ დარჩენოდა და სახლის კარებიც გამოიკეტეს. წინ კიდევ ერთი საქმე ელოდათ.



№1  offline წევრი დარინა

მეორე ნაწილი მინდა მეეე, ლილიას ეჭვიანობებიც მინდა ჩემს ბიჭს რომ ახვეწნინებს ცოლობას, ცოტა შეფუცხუნება არ აწყენდააა, ძალიან მივარს ეს ისტორია გამიხარდა სრლად რომ დადე კიდევერთხელ გადავავლე თვალი დიდისიამოვნებით.

 


№2  offline მოდერი naattii

დარინა
მეორე ნაწილი მინდა მეეე, ლილიას ეჭვიანობებიც მინდა ჩემს ბიჭს რომ ახვეწნინებს ცოლობას, ცოტა შეფუცხუნება არ აწყენდააა, ძალიან მივარს ეს ისტორია გამიხარდა სრლად რომ დადე კიდევერთხელ გადავავლე თვალი დიდისიამოვნებით.

იმდენად მომენატრნენ ნამდვიად ვფიქრობ მეორე ნაწილზე და ვნახოთ <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Dzaan dzaan sayvarlebi saocrad momewonaa

 


№4  offline მოდერი naattii

uchveulo
Dzaan dzaan sayvarlebi saocrad momewonaa

მადლობა ❤

 


№5  offline წევრი NniNna

აუ რა კარგად წეეერ..დალაგებულად..ემოციურად..არვიცი დავიძაბო..ამათ მაგივრად პეპლები მე ვაფარფატო თუ გული ამიჩუყდეს.აქამდე რატომ არ ვიცოდი რომ აქ იყავი// <3 რომ მოვინდომო და ახლად დადებულებში რამე ვეძებო წესიერს ვერაფერს ვნახულობ და როგორც წერ ძააააან მომეწონა<3

 


№6  offline მოდერი naattii

NniNna
აუ რა კარგად წეეერ..დალაგებულად..ემოციურად..არვიცი დავიძაბო..ამათ მაგივრად პეპლები მე ვაფარფატო თუ გული ამიჩუყდეს.აქამდე რატომ არ ვიცოდი რომ აქ იყავი// <3 რომ მოვინდომო და ახლად დადებულებში რამე ვეძებო წესიერს ვერაფერს ვნახულობ და როგორც წერ ძააააან მომეწონა<3

არვიცი ასეთი სიტყვების მერე მადლობა როგორ ვთქვა. დიდი, უდიდესი უზარმაზარი მადლობა

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგად წერ საყვარელო
გირჩევ იფიქრო დეტექტივის ჟანრის წიგნის გამოცემაზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent