შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ,,ტირანი" (თავი 12)


3-06-2018, 22:07
ავტორი teengirllove
ნანახია 2 926

****დემეტრე****
დილით ადრე გამეღვიძა,ვერ მოვისვენე ,დილიდან აფორიაქებული ვიყავი..სწრაფად ავდექი
და ქვევით ჩავედი,როგორც ყოველ დილას ,დღესაც გაემზადებინათ ჩემთვის და ბარბარესთვის მაგიდა ,მაგრამ დღეს მარტო საუზმობა მომიწევდა რაც სულაც არ მიხაროდა..თვითონაც არ ვიცი რატომ ვარ ასე,თითქმის რვა წელია ყოველ დილით მარტო ვსადილობ, ამ ერთმა კვირამ განა რა შეცვალა ..მაგიდას მივუჯექი და ოფიციანტს დავუძახე
-გისმენთ - ყალბი ღიმილით მომადგა ,საპასუხოდ ცივად ავხედე
-ეს თეფში წაიღეთ,დღეს მარტო ვისაუზმებ - ვუთხარი ისევ ყურებამდე გაკრეჭილ ბიჭს ,რომელმაც მაშინვე შეასრულა ჩემი თხოვნა
-დღეს რას ინებებთ საუზმედ?-ისევ მომიბრუნდა ,ამჯერად ჩვეულებრივი სახით
-მხოლოდ წვენი მომიტანეთ,დღეს რაღაც მადა არ მაქვს - ნერვებ მოშლილმა ვუთხარი, ასეთი გაღიზიანებული არ ვყოფილვარ, ბიჭმა ერთი გადმომხედა,შემდეგ ადგილს მოწყდა..საათს ყოველ ხუთ წუთში ვამოწმებდი, ალბათ ახლა ერთ-ერთ რესტორანში,ან კაფეში ზიან და იცინიან ,თან როგორ უხდება სიცილი.. ,,შენ რაში განაღვლებს რას აკეთებენ " მეხმაურება ჩემი შინაგანი ხმა ; ,,სულაც არ მანაღვლებს ,უბრალოდ დროის გასაყვანად ვიქცევი ასე " გაღიზიანებული ვპასუხობ ; ,,ხო აბა რა ,შენს თავს მაინც ნუ ატყუებ " ისევ არ მეშვება ; ,,ბარბარე ჩემი ასისტენტია,ჩემთან ერთად არის უცხო ქვეყანაში,ბუნებრივია მასზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება " ვცდილობ თავი გავიმართლო ; ,, ანუ ასე ანერვიულებული იმიტომ ხარ ,რომ ის გოგო შენ გაბარია ,თუ სხვა კაცს რომ ხედავ იმიტომ? ; ,,არ ვიცი " ; ,,მე მეორე ვარიანტი მიმაჩნია " ; ,,ჩაკვდი რა " ვპასუხობ, თან ჩემს თავზე მეცინება
-ღმერთო ჩემო ,დემეტრე, ამხელა კაცი ზიხარ და შენს თავს ელაპარაკები -სიცილით ჩავილაპარაკე და ხედს გავხედე
-მაპატიეთ დამაგვიანდა ჩამოსვლა - მესმის ნაცნობი ხმა , დენდარტყმულივით ვდგები სკამიდან და გაოცებული ვათვალიერებ ჩემს წინ მდგომ ასისტენტს ,ხო ნამდვილად ის არის ,არ მეჩვენება
-ბარბარე?- უცებ წამოვიძახე - შენ ლუკასსთან ერთად არ უნდა იყო?
-აა ,წესით კი, მაგრამ გუშინ დამირეკა ,სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ვერ წავედით - ორაზროვნად მეუბნება , იმდენად გამიხარდა ემოცია ვერც დავმალე , ჩემდაუნებურად ვიღიმი, ვამჩნევ როგორ გაკვირვებული მიყურებს ,, ნუ დააბნიე გოგო, დაჯექი შენს ადგილას" თავს მახსენებს ხმა
-აა ხო, დაჯექი ,მაშინ ერთად ვისაუზმოთ
-დიახ- ჩემს წინ ჯდება - რა შეუკვეთეთ?
-წვენი
-მარტო წვენი?
-ხო რაღაც მადა არ მქონდა ,მაგრამ ახლა მომშივდა - ვუთხარი და ისევ დავუძახე იმ ბიჭს , ყალბი ღიმილით მოგვადგა ,ჩემთვის არც შემოუხედავს ,ეგრევე ბარბარეს მიუბრუნდა და გაუღიმა
-რას ინებებთ მადამ?
-მმ..შოკოლადის კრუასანებს და ყავას - ცოტახნის დაფიქრების შემდეგ ეუბნება
- მეც იგივე მომიტანე - ვცდილობ ოფიციანტის ყურადღება მივიქციო ,მაგრამ უშედეგოდ ,ისევ ბარბრეს უყურებს , უკვე ნერვები მეშლება ,რას აკვირდება ასე - ჰეი,ბიჭი! -გაღიზიანებულმა წარმოვთქვი - ვერ გაიგე ,მეც იგივე მომიტანე მეთქი !- ღიმილი წამში შეაშრა სახეზე, თავი დამიქნია და გაგვეცალა
- თქვენ ასე ყველას შეაშინებთ - მობუსხული მიყურებს ბარბარე
- როგორ ასე?
- აი ასე მკაცრი სიფათით - მეუბნება ,თან ცდილობს გამაჯავროს ,ისეთი სასაცილოა იმ მომენტში,მიჭირს სიცილი შევიკავო, მხოლოდ ოდნავ ვიღიმი - ანუ ასეთი ვარ?
- მთლად ასეთიც არა ,უფრო მკაცრი
- ნუ რას ვიზამთ,სამაგიეროდ შენ გამოგდის ,ყველასთან მხიარულად იყო
- ყველასთან არა
- ხო აბა რა ..ცუდია შენი შეხვედრა რომ ჩაიშალა -ისე ვეუბნები ვითომ მართლა მეწყინა
- ხდება ხოლმე ,არაუშავს - ხელს აქნევს,თან ახალ მოტანილ ყავას სვავს -დღეს საღამოს ხომ მივდივართ?
- სად?
- როგორ თუ სად დისნეილენდში-მომეჩვენა თითქოს გაბრაზდა
- აა ,ვერა ,საქმე გამომიჩნდა
- რაა,რა საქმე?- აშკარად ნაწყენია ,მის მობუსხულ სიფათზე მეცინება
- ვხუმრობ, რა თქმა უნდა მივდივართ -ღიმილით ვეუბნები
- ანუ მომატყუეთ?
- უფრო გაგეხუმრე - ცალ წარბს წევს ზევით,შემდეგ ისევ თვალები უბრწყინდება
- რომელზე მივდივართ?
- ცხრაზე
- როდის მოვა ცხრა - ჩაიბურტყუნა მაგრამ მაინც გავიგე
- მალე - ვეუბნები და ჭამას ვიწყებ ,თან კმაყოფილი ვუყურებ ჩემს წინ მჯდარ ბარბარეს

*******ბარბარე*******
არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ტირანთან ერთად საუზმობა მერჩივნა ,თან რა საქმე უნდა მქონოდა ლუკასსთან, ამიტომ ,როგორც კი ოთახში დავბრუნდი მას დავურეკე და შეხვედრა გავაუქმე ,მიზეზად რაღაც საქმე მოვიგონე ,რა თქმა უნდა ეწყინა ,მაგრამ აბა ვის ანაღვლებდა ეს..
დილით სასადილოში ჩავედი ,ტირანი უკვე იქ იყო და წვენს მიირთმევდა ,როცა მივესალმა ისეთი გაოცებული სიფათით წამოვარდა სკამიდან სიცილი ძლივს შევიკავე ,შევატყვე ჩემი დანახვა გაუხარდა ,რა თქმა უნდა მეც მეამა ეს ..მოსამსახურე ბიჭი როცა მიღიმოდა ,თვალს მისკენ ვაპარებდი, ისეთი სახით უყურებდა შემეშინდა არ გაეგლიჯა ..
,,მგონი შენი უფროსი შენზე ეჭვიანობს " ენა ამოიდგა შინაგანმა ხმამ ; ,,რა სისულელეა ,უბრალოდ ასეთი მზერა აქვს " ვცდილობ ვუარყო ; ,,სულელი არ ხარ ბარბარე,ჩანს რომ შენთან მიმართებაში ,შენი ,,ტირანი" უფრო თბილი გახდა ; ,,მერე რა ,ეს იმიტომ რომ ახლოს გამიცნო ამ ორ კვირაში " ; ,,რაღაც მეეჭვება,თან მგონი შენც მოგწონს" ; ,,რა სისულელეა ,ის ჩემი უფროსია " ; ,,კი ნამდვილად მოგწონს " ; ,,ჩაკვდი რა " მკაცრად ვეუბნები, თან დემეტრეს თვალს არ ვაშორებ, ოფიციანტს მკაცრად ეუბნება რაღაცას და ისიც მიდის ,შემდეგ ერთ-ორ სიტყვას ვცვლით და ვიშლებით
******
-ხოო მარი ,თვითონ შემომთავაზა - დივანზე წამოსკუპებული ,უკვე მესამედ ვუმეორებ დაქალს ,რომ დემეტრე და მე ერთად მივდივართ ,, კარუსელებზე "
-ეგ გავიგე ბარბი,მე ის მიკვირს ამ ტირანს თავი ვინ გადაუტრიალა
-რას ამბობ?
-ანუ,დემეტრე როდის აქედან დადის დისნეილენდშითქო
- ხო რავი,ფაქტია შემომთავაზა
- მაგარია-მხიარულად მეუბნება
- დემნას ველაპარაკე გუშინ
- და ჩემზე საყვედურების მთელი დასტა მიიღე ხო მისგან-ღიმილით მეუბნება
- შენ კიდე ,როგორ არ დაიღალე მისი წვალებით?
- აუ რა ვქნა ,ძალიან საყვარელია ,როცა ბრაზდება და წუწუნებს
- რა სულელი ხარ მარიამ
- რატომ?
- იცი დემნას შეყვარებული ჰყავს - ეშმაკურად ვუღიმი
- რაა,ვინ,რატომ,როდის გაიჩინა ,მე რატო არ ვიცი, ლამაზია?-სწრაფად მომაყარა კითხვები
- აი ამიტომ -გამომაქვს დასკვნა
- რა ამიტომ?-გაბრაზებული მეუბნება
- ამიტომ ხარ სულელი-თვალს ვუკრავ
- ვერ ვხვდები რას მეუბნები
- შენ ბევრ რამეს ვერ ხვდები
- აუ დამანებე რა თავი - გაბუსხული მიყურებს
- დაგანებო კიარა ,როდის უნდა მითხრა ჩემი ძმა რომ მოგწონს?
- რაა,რა სისულელეა ,საიდან მოგაქვს ხოლმე ეგეთები?!-გაბრაზებულმა იყვირა
- მოიცა რა ,არა?-დაბნეულმა ვკითხე
- რა თქმა უნდა არა , დემნა ჩემთვის ძმასავით არის ,ეს გულშიც არ გამივლია ..როგორ იფიქრე ბარბარე მსგავსი რამ!-ცოტა დავიბენი,მისმა რეაქციამ დამაბნია ,არადა ამდენი ხანი დარწმუნებული ვიყავი ამაში, ნუთუ შემეშალა
- მე მგონა რომ..
- არა ,არა და არა ..ძალიან გამაბრაზე ახლა შენ მე !
- ბოდიში რა ,ეტყობა გადავიღალე და ტვინი ამერია
- ნამდვილად გადაიღალე და ტვინი აგერია..წავედი მე საქმე მაქვს
- კაი რა ,ნუ გამიბრაზდები
- არ გიბრაზდები..წავედი- წყენით მითხრა და ეკრანი გათიშა..
*******
-აქაურობა იმაზე ლამაზია ვიდრე წარმომედგინა -გახარებული ვაკვირდები ყველაფერს -აბა რაზე დავჯდეთ?
-ყველაფერზე - მოკლედ მპასუხობს
- ყველაფერზე?-ვუმეორებ
-ხო
-არაა,ეგრე ძალიან ძვირი გამოვა
- ეგ არაფერი,მე გპატიჟებ
- რა საჭიროა ჩემითაც გადავიხდიდი
- ბარბი, ახლა არ გამაგიჟო ,მე გპატიჟებ - თვალს მიკრავს და წინ მიდის
- ბარბი?-გაკვირვებული ვდგავარ და დემეტრეს ზურგს მივშტერებივარ -მან მე ბარბი დამიძახა- ვცდილობ გონებაში გადავხარში,როცა ამას ვახერხებ, სიხარულისგან ერთ ადგილას ვხტივარ
- აღარ მოდიხარ!-მომიბრუნდა
- დიახ ,მო დივარ- სიცილით მივზდევ უკან და წამში მის გვერდით ვჩნდები..
ყველაფერი მოვიარეთ,თითქმის ყველა ატრაქციონზე ვიჯექი,ბოლოს დაღლილები ვსეირნობდით ,უკვე წამოსვლას ვაპირებდით
-აუ, ტირი ვითამაშოთ რა - ავიტეხე უცებ
-რა?-გაკვირვებულმა გადმომხედა
-ტირი,ნუ აქ სხვა რამე ქვია ..აი ის -ხელი იქითკენ გავიშვირე
-მერე სროლა იცი?-წარბაწეულმა გადმომხედა
-რა თქმა უნდა -ამაყად ვუთახარი და იმ ადგილისაკენ დავიძარი
- ვნახოთ ერთი როგორ ისვრი -მომაძახა და უკან გამომყვა ..
დახლთან მივედი,ფული გადავიხადე ,დემეტრე მაკვირდებოდა როგორ ავიღე თოფი ხელში,დავუმიზნე და ბახ სამიზნეს მოვარტყი,შემდეგ კიდევ ,კიდსვ ,კიდევ და მოვიგე კიდეც ..ნიშნის მოგებით გადავხედე ტირანს
-მოვიგეთ,მოვიგეთ -გახარებული შევხტი და უნებურად ტირან ჩავეხუტე ,როცა გავიაზრე რა გავაკეთე საშინელი გრძნობა დამეუფლა ,გული ამიჩქარდა ,სულ დავიბენი,სწრაფად მოვაშორე ხელები და გვერდზე გავხტი -ბოდიში -ძლივს ამოვღერღე და ტირანს ავხედე რომელიც გაკვირვებული მიყურებდა ,შემდეგ ოდნავ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე
-არაუშავს ..-მითხრა ღიმილით..
დახლთან მდგომაა ბიჭმა ერთი გამიღიმა და სათამაშო მომაწოდა ,უზარმაზარი დინოზავრი,ძალიან საყვარელი იყო,მწვანე თვალები ჰქონდა
-ეს თქვენ - გავუწოდე დემეტრეს ,თან მის სიფათზე ძლივს შევიკავე სიცილი
-მე?-გაკვირვებულმა გადმომხედა
- დიახ ,გჩუქნით
- კი მაგრამ რატომ?
- გგავთ - სიცილით ვუთხარი, თავიდან უემოციო სახით დამაკვირდა ,შემდეგ სათამაშოს დაუწყო დაკვირვება,მერე თავი გააქნია
- შენ კაცი ვერაფერს გაგიგებს რა ..
- კარგი წავედით?
- არა
- რატომ?
- მეც უნდა ვითამაშო - მითხრა და დინოზავრი მომაჩეჩა ,თოფი ხელში აიღო, სულაც არ გამკვირვებია როცა მოიგო,სათამაშო აიღო და მომიბრუნდა,ოდნავ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა
- ეს შენ - მიმითითა მის ხელში არსებულ წითელ ჩიტზე,რომელიც გაბრაზებული თვალებით იყურებოდა ( angry bird-ში რომ წითელი ჩიტია ,ის )
- მე რატომ?
- იმიტომ ,რომ გგავს - მითხრა ,ისევ ჩამიკრა თვალი ,თან გვერდი ამიარა ,ჩიტს დავაკვირდი
- სულაც არ მგავს
- დამიჯერე გგავს
- რითი მგავს
- თუნდაც მისი ფერი შენი თმის ფერი,რომ არის იმით
- ეს სულაც არ ნიშნავს იმას ,რომ მე მგავს
- გგავს,გგავს -თან წინ მიდიოდა თან მელაპარაკებოდა
- არა ,არ მგავს..სულაც არ მგავს ,მე სხვანაირი თვალები მაქვს ,არც ნისკარტი მაქვს - გაბრაზებულმა წამოვიძახე ,თან ისევ ჩიტს ვაკვირდებოდი
- ბარბარე ,ნუ მარჩიელობ ,რომ გითხარი ესეიგი გგავს
- სულაც არ გამოგდით დაკვირვება - ბუზღუნით ჩავილაპარაკე
- ძალიან კარგადაც გამომდის
- არ გამოგდით!
- კარგი! -დაიღრინა და მომიტრიალდა - შენ თუ გამოგდის ,მაშინ მითხარი რითი მგავს ეს მწვანე დინოზავრი?
- აჰა ,ესეიგი სამაგიერო გადამიხადეთ ხომ?-ხელები გულზე დავიკრიფე
- ზუსტად - თამამად მიპასუხა-ახლა მითხარი რითი მგავს
- თქვენსავით ცივი გამოხედვა აქვს - ვუთხარი და ხელები გულზე დავიკრიფე ,აშკარად არ ესიამოვნა ,გამიხარდა მისი გაბრაზება რომ მოვახერხე - მე რითი მგავს?
- შენსავით საყვარელია - მითხრა და გასასვლელისაკენ გაემართა..



№1  offline წევრი marikuna18

აუუ არ დააუბრუნო ცოტახანი კიდე საქართველოში აან საქმე გამოუჩნდეთ ან ფრენა გადაიდოს და უფრო დაახლოვდებიან ♡♡♡♡ დემე მომწონს ძაან ♡♡ ისეთი თავი იყო რომ არ მინდოდა დასრულებულიყო♡♡♡

 


№2  offline მოდერი abezara98

ხოო, ყინულის ლღობა რომ დაიწყო, აშკარად შეინიშნება, მაგრამ მაინც ერთი არქტიკაზე თეთრ დათვებთანაა, მეორე კიდე ანტარქტიდაზე ნებივრობს პინგვინებთან ერთად და მგონი კიდევ დიდხანს ვერ ვეღირსები მათ უფრო დაახლოებას, რაც უკვე ერთფეროვანს ხდის ჩემთვის ისტორიას. ეს ჩემი აზრია და არ გეწყინოს, გთხოვ. wink ამასთან, ჩემო კარგო, ზიან არაა სწორი ფორმა, მრავლობითში სხედან-აა სწორი და -მეთქი და -თქო დეფისებით გამოიყოფა. wink ნუ, ვერ დაგიკარგავ, რომ ეს თავი მართლაც ძალიან მხიარული და საყვარელი გამოგივიდა და თხოვნაა, ნუ მიტანჯავ მარიამს და დემნას blush აბა, შენ იცი, ველი ახალ თავს blush

 


№3  offline მოდერი LurjTvala demoni

იცი რა დამემართა?
ამდილით როგორც კი თვალები ვჭყიტე ეგრევე შემოვარდი, ახალი თავი მეგულებოდა და იცი რა აღმოვაჩინე.
თურმე მე დებილს წინა თავი არ მქონდა წანაკითხი.
მითხარი ახლა მე ნორმალური ვარ?
:დ არა არავარ.
მეთქი ნინაჩკა მოითმინე წინ მთელი სიამოვნება გელოდება თქო და ასეც მოხდა.
მოკლედ მიყვარხართ მე შენ ბარბარიკა და ჩემი ტირანიკა.
ძალიან მახარებ ჩემო გოგო არანაისრი შენიშვნა მაქ, (ხომიცი ვერვიტან შენიშვნებს)
ერთი რაცმინდა მალე გააკეთო იცი შენ ეგ გითხარი უკვე პირადში.
მოგლედ საოცრება ხარ ნამდვილი საოცრება, ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგოვ ❤

 


№4  offline მოდერი ენემი

ვაიმეეეეეეეეე heart_eyes heart_eyes როგორ მიყვარს ეს ორიი heart_eyes ძალიან მაგარია პირდაპირ საოცრება, სხვა არაფერი მეთქმის kissing_heart kissing_heart ახალ თავს ველი

 


№5  offline მოდერი LurjTvala demoni

ლათინო
gogona migraciidan
იცი რა დამემართა?
ამდილით როგორც კი თვალები ვჭყიტე ეგრევე შემოვარდი, ახალი თავი მეგულებოდა და იცი რა აღმოვაჩინე.
თურმე მე დებილს წინა თავი არ მქონდა წანაკითხი.
მითხარი ახლა მე ნორმალური ვარ?
:დ არა არავარ.
მეთქი ნინაჩკა მოითმინე წინ მთელი სიამოვნება გელოდება თქო და ასეც მოხდა.
მოკლედ მიყვარხართ მე შენ ბარბარიკა და ჩემი ტირანიკა.
ძალიან მახარებ ჩემო გოგო არანაისრი შენიშვნა მაქ, (ხომიცი ვერვიტან შენიშვნებს)
ერთი რაცმინდა მალე გააკეთო იცი შენ ეგ გითხარი უკვე პირადში.
მოგლედ საოცრება ხარ ნამდვილი საოცრება, ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგოვ ❤

როგორ მომწონს საკუთარ თავს ნინაჩკას რომ ეძახი :დდდ


ნეტა ვინ შემარქვა? :დდ

 


№6  offline წევრი teengirllove

ლათინო
მოკლედ ჩემო მშვენებავ გამიხარდა რჩევა რომ გაითვალისწინე და ეს ჩემი ბარბიკო და დემეტრიკო (ღმერთო რაებს ვამბობ) უფრო დაახლოვე. მემგონი ყველაზე სახალისო თავი ეს იყო,ამდენი სერიოზულობებისა და დაძაბულობების მერე ყველაზე თაცისუფლად წასაკითხი იყო ჩემთვის პირადად.
არა კი ვიცოდი ბოლოს რო ეტყოდა შენსავით საყვარელიაო მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ ეგ რო მიახალა დემეტრემ.
ხო ჩიტს რაც შეეხება ბარბარეს კი არა მე მეკუთვნოდა,მე მივაწოდე ეგ იდეა
მარა კაი არაუშავს ავიტან ამ ერთ იმედგაცრუებას.
მარიამი როგორ არ გამოტყდა ნწნწნწ და რო გაიფაქტა ეგეც რო ეწყინა? არადა რა ბარბის ბრალია,მიხვედრილი გოგო მყავს.შემოევლოს დედა
:დდდ
ხო და ეხლა ამდენი კარგის მერე ერთი ორი შენიშვნაც აიტანე.
პირველი-ძალიან ბევრჯერ გაქვს ნახსენები სიტყვა "სიფათი"
და მეორე- პატარაა გოგო პატარაა! ხო იცი მე რამხელაც მინდა? ხოდა მაღირსე ერთ დღეს ეგეთი თავი რა იქნება!

შენს რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებ ხომ იცი :)) სხვათაშორის შენი შენიშვნები ყველაზე მეტად მიყვარს :)))

marikuna18
აუუ არ დააუბრუნო ცოტახანი კიდე საქართველოში აან საქმე გამოუჩნდეთ ან ფრენა გადაიდოს და უფრო დაახლოვდებიან ♡♡♡♡ დემე მომწონს ძაან ♡♡ ისეთი თავი იყო რომ არ მინდოდა დასრულებულიყო♡♡♡

:)) ვეცდები რამე მოვახერხო :)

ენემი
ვაიმეეეეეეეეე heart_eyes heart_eyes როგორ მიყვარს ეს ორიი heart_eyes ძალიან მაგარია პირდაპირ საოცრება, სხვა არაფერი მეთქმის kissing_heart kissing_heart ახალ თავს ველი

მადლობაა :))

 


№7  offline წევრი teengirllove

mirandaa31
ძალიან კარგი თავი იყო ❤️ შენსავით საყვარელიაო ❤️გელოდები ახალი თავით ❤️

madlobaa..male davdeb

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დღეს დადებ?!

 


№9  offline წევრი teengirllove

ანი ანი
დღეს დადებ?!

დღეს არამგონია საყვარელო,უფრო ხვალ

gogona migraciidan
იცი რა დამემართა?
ამდილით როგორც კი თვალები ვჭყიტე ეგრევე შემოვარდი, ახალი თავი მეგულებოდა და იცი რა აღმოვაჩინე.
თურმე მე დებილს წინა თავი არ მქონდა წანაკითხი.
მითხარი ახლა მე ნორმალური ვარ?
:დ არა არავარ.
მეთქი ნინაჩკა მოითმინე წინ მთელი სიამოვნება გელოდება თქო და ასეც მოხდა.
მოკლედ მიყვარხართ მე შენ ბარბარიკა და ჩემი ტირანიკა.
ძალიან მახარებ ჩემო გოგო არანაისრი შენიშვნა მაქ, (ხომიცი ვერვიტან შენიშვნებს)
ერთი რაცმინდა მალე გააკეთო იცი შენ ეგ გითხარი უკვე პირადში.
მოგლედ საოცრება ხარ ნამდვილი საოცრება, ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგოვ ❤

ვაიმეე ,როგო მიხარია ჩემო საყვარლეო არ იცი..ძალიან მიყვარხარ მე შენ,ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს შენნაირი უკარგესი მწერალი და ადამიანი რომ კითხულობს ჩემს ნაწერს :))

 


№10  offline მოდერი LurjTvala demoni

teengirllove
ანი ანი
დღეს დადებ?!

დღეს არამგონია საყვარელო,უფრო ხვალ

gogona migraciidan
იცი რა დამემართა?
ამდილით როგორც კი თვალები ვჭყიტე ეგრევე შემოვარდი, ახალი თავი მეგულებოდა და იცი რა აღმოვაჩინე.
თურმე მე დებილს წინა თავი არ მქონდა წანაკითხი.
მითხარი ახლა მე ნორმალური ვარ?
:დ არა არავარ.
მეთქი ნინაჩკა მოითმინე წინ მთელი სიამოვნება გელოდება თქო და ასეც მოხდა.
მოკლედ მიყვარხართ მე შენ ბარბარიკა და ჩემი ტირანიკა.
ძალიან მახარებ ჩემო გოგო არანაისრი შენიშვნა მაქ, (ხომიცი ვერვიტან შენიშვნებს)
ერთი რაცმინდა მალე გააკეთო იცი შენ ეგ გითხარი უკვე პირადში.
მოგლედ საოცრება ხარ ნამდვილი საოცრება, ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგოვ ❤

ვაიმეე ,როგო მიხარია ჩემო საყვარლეო არ იცი..ძალიან მიყვარხარ მე შენ,ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს შენნაირი უკარგესი მწერალი და ადამიანი რომ კითხულობს ჩემს ნაწერს :))


კარგი ახლა ნუ გამაწითლე :დ
მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ

 


№11  offline წევრი khatia khatia

დედა ჩიტები და გვრიტებიიი აჰაჰჰ სასაცილო ტავი იყოო heart_eyes heart_eyes ლოვ ლოვ გააგრზელე კაია
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent