შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უ'საზღვროდ /3/


3-06-2018, 22:15
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 11 216

ისევ არ ვაპირებდი დადებას,მაგრამ ისევ ცუდად ვარ და ისევ მინდა თქვენი აზრის მოსმენა და ვიღაცის გაბედნიერება ცოტა ხნით მაინც .იმედია მოგეწონებათ და ცოტა ხნით განიტვირთებით
...........

-პატარავ...მე სამსახურში უნდა წავიდე მერე დავაგვიანებ. შეხვდი ტყუპებს?
-კიი ... ყველანი თინისთან ვიყავით
-მის ძმასთან არის ხო?
-ხოო სახლში არიან რეზისთან...ის და კიდევ რამდენიმე რეზის მეგობარი
-ბიჭები?
-ხუთნი არიან კიდევ
-მოიცა თინა ამდენ ბიჭთან ერთად ცხოვრობს? არ გიჟდება?
-არ ვიცი ჯერ უძლებს...რომ მივიდა პანიკაში იყო მერე ხომ იცი როგორია,ყველაფერი მოაგვარა და ახლა მშვიდადაა
-მაინც რთული იქნება ,ნუ ჩემთვის იქნებოდა . წავედი,ვაგვიანებ-მობილურს დახედა ლეას აკოცა და წავიდა -კარი დაკეტე ხო? თუ ვერ გიპასუხებ მობილური გასახდელში მექნება დატოვებული ...მიყვარხარ, მარტოს ხო არ შეგეშნდება?
-მაშო რა უნდა დამემართოს, ვიბანავებ და ფილმს ვუყურებ.მერე დავიძინებ კიდეც. გასაღები ხომ გაქვს კარს გააღებ და შემოხვალ...
-მიყვარხარ პატარავ
-მეეც - გაუღიმა და ხელი დაუქნია.კარი გადაკეტა და სააბაზანოსკენ წავიდა. დიდხანს დარჩა დუშის ქვეშ ,შემდეგ საყვარელი პიჟამა ჩაიცვა და საძინებელში გავიდა. ტკბილელული და მელოდრამა საღამოს დასასრულს წესით დამამშვიდებელი უნდა ყოფილიყო,მაგრამ რაღაც აფორიაქებდა. სულ იმ ხმაზე ფიქრობდა სადარბაზოდან რომ გაიგო. იმდენად ნაცნობი იყო გონებიდან ვერ იშორებდა. ფილმის ყურებისას ჩასთვლიმა, იგრძნო როგორ დააფარა საბანი მაშომ,თავზე აკოცა ლეპტოპი გვერდით გადადო და ოთახიდან ჩუმად გაიპარა.უკვე თენდებოდა სახლში რომ დაბრუნდა,დილით მაინც ადრე გაიღვიძა და ლექას საუზმე დაახვედრა
-პატარაავ გილოცავ სწავლის პირველ დღეს...წარმატებული წლები გქონოდეს ჩემო სიცოცხლე- ლოყაზე აკოცა და ნახევრად მძინარეს ყავით სავსე ფინჯანი მიაწოდა
-ვერ გამოვფხიზლდი...მეძინება
-ჩემი ძილისგუდა გოგო ხარ შენ...ისევ ისე როგორც ბავშვობაში
-ბიცოლა დღემდე მძინარას მეძახის - თვალები მოიფშვნიტა და ყავა მოსვა- უგემრიელესია
-კრუასანებიც ჭამე..აი შენ რო გიყვარს ისეთი ტკბილეულობა მოვიტანე
-გამასუქებ შენ მე
-საყვარელი იქნები, პუტკუჩა რომ იყავი სულ ლოყებს გიწელავდი
-არ მინდა, უფრო დავუშნოვდები
-უფრო რას ნიშნავს? რა თვითშეფასება გაქვს თვალებხატულა ?
-იმედია კარგი ლექტორები მეყოლება...
-ყველას ვიცნობ...სავარაუდოდ იგივე გეყოლება შენც .ზოგი კარგია,ზოგი მკაცრია,მაგრამ შენ ყველაფერს შეძლებ პატარა მათემატიკოსი ტყუილად ხარ? კურსელებს გაიცნობ დღეს, ისეთი არაფერი მოხდება საღამოს სადმე თუ წავლენ შენც წახვალ იცოდე...
-ვნახოთ როგორები იქნებიან...თუ მომეწონება მათთან ყოფნა წავალ. ისე მეზარება ხომ იცი ,არ მიყვარს უცხოებთან ერთად ყოფნა, მითუმეტეს ხმაურიან ადგილებში
-აქ ხმაურს ვერ გაექცევი, ნელ-ნელა უნდა შეეჩვიო პატარავ...გირეკავენ -მობილური მიაწოდა და თავის ყავას მიხედა
-თინიი ...გილოცავ სწავლის დაწყებას.წარმატებები
-მადლობა ტკბილოო ...მეც გილოცავ. აბა შენ იცი ,თუ კარგი ბიჭი გეყოლება საჩემოდ გამაცანი იცოდე.ცალკე შენთვის გადაათვალიერე ცალკე ჩემთვის
-სამედიცინოს ბიჭები არ გეყოფა ხო?
-ნოუუპ ეკონომისტებიც უნდა გავიცნო ... აუუ ტყუპების კურსელებსაც დავერევი მე უფროსი ბიჭები მევასებიან ხო იცი
-გადარეულოო...მიდიხარ უკვე?
-უიმე ჯერ სად მეჩქარება. მერე ილუშა გამიყვანს მანქანიით გვიან გავდივარო რა მინდა დილაადრიან
-ხო აქედან შორსაა და მე უკვე უნდა მოვემზადო
-საბუნა მეუბნება მეც მოვალ მალე და იცოდე თუ რამე მომწერეოოო
-ყველანი მანდ არიან? მიესალმე ჩემ ნაცვლად
-გილოცავენ სწავლის დაწყებას ...გაიხარე სანამ მასალას მოგცემენო იცინიან . რამდენს ჭამენ ეს უბედურები დამშეულები არიან
-წავედი..გკოცნი.მოგწერ მოგვიანებით
-მეეც გკოცნი ტკბილუნააა ,წარმატებები
ისაუზმა, მოემზადა და წავიდა. კარი როგორც კი მიხურა მაშინვე ლიფტისკენ შებრუნდა. ღილაკს ხელი დააჭირა და კარის გაღებას ელოდა . კარის გაღების ხმა რომ გაიგო,მიხვდა მეზობელი გამოვიდა, სუნთქვა გაუჭირდა,გული ისე შეეკუმშა მის უკან რომ დადგა ბიჭი ზუსტად იცოდა ვინც იყო. თავი დახარა და აცახცახებული თითები ერტმანეთში ახლართა. კარი როგორც კი გაიღო მაშინვე შევიდა ბიჭიც შეჰყვა უნდოდა მზერა მოერიდებინა ,მაგრამ არ გამოუვიდა.იმდენად სიმპათიური იყო მათე ,არ ელოდა ბიჭი თუ იცნობდა,მაგრამ სულ წამები დასჭირდა მისი ხმის გაგონებას.ღილაკზე თითის დაჭერას აპირებდა,ბიჭმა დაასწრო და ოდნავ გაუღიმა
-შენ ლია არ ხარ? თინის კლასელი
-კი - ძლივს თქვა ორი ასო ისიც ვერ გააპროტესტა რასაც ვერ იტანდა. ყველას ეუბნებოდა რომ ლია არ ერქვა,მაგრამ მისთვის არაფრის თქმა შეეძლო. ყოველთვის გაურკვეველი გრძნობა ჰქონდა მის მიმართ, მუდამ უხეშ ბიჭს შიშით უყურებდა და თან სიგიჟემდე იყო შეყვარებული რაც სრულიად ეწინააღმდეგობა ერთმანეთს ბოლოს ვეღარ უძლებდა და სრულიად ეთიშებოდა გონება .ის წამდენიმე წამი სუნთქვაც არ შეეძლო,პატარა სივრცეში ბიჭის სურნელი გავრცელდა და იმდენად აიწია ტემპერატურა რომ პიჯაკიც მოიშორა. თხელი უმკლაო თეთრი ზედა და კლასიკური შავი შარვალი ეცვა. იმდენად მოხდენილი იყო კლასიკურ სამოსში უფრო საყვარელი ჩანდა, მოკლედ შეჭრილი თმა მუდამ ყურს უკან ჰქონდა გადაწეული
-პირველი დღე გაქვს ალბათ ხო? რომელ უნივერსიტეტში ხარ
-ჯავახიშვილში ...
-როგორც ჩანს მეზობლები ვართ...- ისე უყურებდა გოგოს სახე ეწვოდა. კარი რომ გაიღო სწრაფად უნდოდა გასვლა ,მაგრამ ბიჭი ისე იდგა ვერ გაივლიდა. ჩაიცინა და პირველი გავიდა, ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი მეორე ხელში სათვალე ეჭირა .ჯიბიდან გასაღები ამოიღო და სათვალესთან ერტად დაიჭირა.თავისუფალი ხელი ლეას ზურგზე მიადო და წინ გაატარა .იმდენად ახლოს იყო,მისი შეხება ისე მოქმედებდა რომ ნაბიჯი ძლივს გადადგა.წონასწორობაც კი დაერღვა,ბიჭმა მეორე ხელიც ჩაკიდა და გაიცინა- მგონი მაღალქუსლიანები არ გიყვარს...არადა არც ისე მაღალია- თვალი ისე ააყოლა თითქოს ქანდაკებას აკვირდებოდა
-მე ...უნდა წავიდე,მეჩქარება - ისე მოშორდა თითქოს დაავადებას აიკიდებდა დიდხანს რომ დარჩენილიყო მის სიახლოვეს
-მეც იქეთ მივდივარ საითაც შენ, გაგიყვან მეზობელო
-არა...არა,მე მირჩევნია
-მოგაკითხავენ? ავტობუსით სიარულს არ გირჩევნია?
-მე ...მომაკითხავენ-მოკვდებოდა მის გვერდით რომ მჯდარიყო რამდენიმე წუთს, მითუმეტეს მის მანქანაში .საოცრებას იტყოდა,თანაც იცოდა რომ თინის გამო იყო ასეთი ყურადღებიანი
-კარგიი მაშ დაელოდე შეყვარებულს - ისევ ჩაიცინა და წავიდა. სათვალე მოირგო, მანქანის კარი გააღო სწრაფად დაჯდა და შემდეგ არც გაუხედავს გოგონასკენ. სწრაფად გავიდა ეზოდან ლეას კი ისევ უთრთოდა სხეული. კანი გაფითრებული ჰქონდა, პიჯაკი ისევ ჩაიცვა რადგან საშინლად შესცივდა. გაჩერებამდე ძლივს მიაღწია, მთელი გზა ათასი აზრი უტრიალებდ აგონებაში, მისი შეხება,ხმა, სურნელი, სიახლოვე...მეზობლობა , ნუთუ მის მეზობლად ამდენად ახლოს უნდა ეცხოვრა.ყოველ დილით უნდა შეხვედროდა? რადგან თინის მეგობარი იყო ასე კარგად უნდა მოქცეოდა? რა იქნებოდა შემდეგ ,როგორ გაუძლებდა არ იცოდა. მისი მზერა ისევ უწვავდა სახეს, ალბათ კიდევ ალისფერი ჰქონდა.
კურსელები რომ გაიცნო და საუბარი დაიწყო , ცოტა გონს მოვიდა.ბოლოს გადაავიწყდა დილის ინციდენტიც და საბასაც შეხვდა. უნივერსიტეტის ეზოში იდგა და ბიჭს ელოდა მეორე მხარეს მდგომი მათე რომ დაინახა. სათვალე შეისწორა და ღრმად ჩაისუნთქა, საბა აგვიანებდა და უკვე მოსვენებაც დაკარგული ჰქონდა
-მოვედიი...გილოცავ ლეაკოო ,აბა როგორი კურსელები გყავს?- ლოყაზე ხმაურით აკოცა ხელი მოხვია მხარზე და ისე უღიმოდა .თმა არეული ჰქონდა და სათვალე საყვარლად ჰქონდა დაკოსილი პატარა ცხვირზე
-ჭკვიანი და სერიოზული ხალხია...ნუუ არა-ნორმალურებიც ბევრია.მოკლედ ვინც გავიცანი უარყოფითი ემოციები არავის გამოუწვევია და მიხარია.შენ რას შვები შეხვდი შენებს?
-აუ მე დავბორიალებ მთელი დღეა ვინ აღარ ვნახე...სახლში მიდიხარ? ტყუპებს და თინის არ ნახავ?
-დღეს ვერ ახერხებენ...სახლში მივდივარ .შენ?
-აუ ბიჭები უნდა ვნახო, აქვე კაფეში ცოტა წავიხემსოთ თორემ თინათინი დღეს გვაშიმშილებს ვიცი . წამო შენც და მერე რომელიმე გაგიყვანთ - არც უკითხავს აზრი ისე წაიყვანა -გემრიელ ხაჭაპურს აცხობენ...სალათებიც კაია .
-გეკითხა იქნებ არ მეცალა
-ოოო კაი ერთ მარტოს რა გინდა სახლში...ახალგაზრდა გოგო ხარ გვეჭორავე ცოტა ,დავიჯერო ჩვენი კომპანია არ მოგეწონება?
-გეკადრებათ ბატონო საბა? - გაუღიმა და მშვიდად განაგრძო სვლა
-მანქანით გავიდეთ ...გთხოვთ ქალბატონო- კარი გაუღო და თავი დაუხარა.
ლეა ისეთ კარგ განწყობაზე დადგა ,რომ ნამდვილად არ ნანობდა საბას რომ გაჰყვა. სახლში ცოტნემ გაიყვანა ,მაშინვე დაემშვიდობა და სადარბაზოსკენ დაიძრა. კიბეზე ადიოდა მათეს ხმა რომ გაიგო და მოულოდნელობისგან წონასწორობა დაერღვა. მოაჯირს კი მოჰკიდა ხელი,მაგრამ წვივი საშინლად სტკიოდა
-რა პოპულარული ყოფილხარ ლია ერთს უნივერსიტეტში ხვდები მეორეს სახლში მოჰყავხარ...ფრთხილად,შენ სულ ასეთი მოუხერხებელი ხარ ? მშვიდად უყურებდა ,წარბიც არ შეუხრია
-საერთოდ არ ვარ მოუხერხებელი...- ჩუმად თქვა და წინ წავიდა. ფეხი ტკიოდა,მაგრამ მისი საუბრის ტონის ატანა არ ჰქონდა. სწრაფად უნდოდა გასცლოდა,ღილაკს თითი დააჭირა და დაელოდა. სიამოვნებით ავიდოდა ფეხით,მაგრამ კოჭი სტკიოდა და სხვა გზა არ ჰქონდა. ამჯერად წინ დადგა და უკან არც გაუხედავს, ბიჭი ვიღაცას ესაუბრებოდა აშკარად „შეყვარებულს“ ცოტაც და გული აერეოდა ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა მისი მსგავს ადამიანი ამდენად მოსწონებოდა. როგორც კი გავიდა გასაღები იპოვნა და კარს მოარგო, არაფერი უთქვამს ისე შეიკეტა ბინაში და ზურგით მიეყრდნო კედელს
-დაბრუნდი პატარავ? რა გჭირს ფეხით ამოხვედი?
-არაა...უბრალოდ სადარბაზოში შემოსასვლელ კიბეზე ფეხი გადამიბრუნდა და ცოტა მტკივა
-არაუშავს...ხო შეგიძლია სიარული
-კი,კი როგორ არა საშიში არაა
-აბა?
-ყველაფერს მოგიყვები ოღონდ ჯერ გამოვიცვლი...უნდა გადავივლო გამოვხიზლდე და მოვალ.
-გშია , რამეს დალევ ან შეჭამ?
-არაა თინის ბიჭებთან ერთად წავიხემსე და არაფერი მინდა
-თინიც იყო?
-არაა ,საბა ხო ეკონომიურზე სწავლობს. იქვე იყო რა რაღაც ლექციები მგონი გვემთხვევა კიდეც და შევხვდი. ბიჭებთან მიდიოდა და მეც წამიყვანა... ახლა ცოტნემ მომიყვანა ,გაგაცნობ თუ მოვახერხებ.ძალიან კარგი ბიჭები არიან
-არც კი იცნობ ნორმალურად, დამიჯერე ადამიანები იმაზე ცუდები არიან ვიდრე შენ წარმოგიდგენია პატარავ
-ამას ნუ მეუბნები ისინი განსხვავებულები არიან
-შეიძლება არიან,შეიძლება არა შენ მაინც ყურადღებით უნდა იყო ბოლომდე არავის უნდა ენდო
ლეა სააბაზანოში შევიდა დისთვის არაფერი უთქვამს. საღამომდე დასვენება და მომზადება სჭირდებოდა გვიან კი კურსელებთან ერთად უნდა წასულიყო, გაცნობის საღამო დაგეგმეს სწავლის დაწყებამდე.
...........................
დილიდან კარგ განწყობაზე იყო, ილიკომ წაიყვანა უნივერსიტეტში და მას შემდეგ დაფარფატებდა. ყველა გაიცნო,ყველაფერი გაარკვია, ყველა გააგიჟა და ბოლოს იცოდა ვინ როგორი იყო,ვისთან როგორ უნდა მოქცეულიყო. კომფლიქტები და უაზრო დროის ხარჯვა მისის ფერო არ იყო და ისინიც მონიშნა გონებაში ვისგანაც შორს უნდა დაეჭირა თავი.
-ილოო -ხელი დაუქნია ბიჭს და მისკენ წავიდა-გამარჯობა- მის გვერდით მდგომებსაც მიესალმა და შემდეგ ბიჭს წამწამების ფახუნით შეხედა-სახლში როდის მოდიხარ?-ჩუმად უთხრა და გაეკრიჭა- არა მე მივდივარ და რა ვიცი იქნებ შენც მოდიხარ მალე და რატომ უნდა გავიჭედო მარშუტში
-ცოტა ხანში მეც მოვდივარ,ერთად წავიდეთ ...გაიცანი ჩემი კურსელები - სახელები არ უთქვამს ადროვა თინის ,შემდეგ რაღაც ამბები გაარკვია და გოგოსთან ერთად დაიძრა ავტოსადგომისკენ- აბა მორჩი ახლა ცქმუტვას და გადმოაფრქვიე შთაბეჭდილებები
-აუუუ აუუ როგორ მომეწონაა...ძაან ვიხალისებ და კარგი იქნება ზუსტად ვიცი. ნუ ყველანაირი ხალხია კურსზე მუდოები, ჭორიკნები, წიგნისჭიები,ნიჭიერები,მოწოდებით ექიმები, ზა პროსტა მოხვედრილები, დედიკოების დაძალებით ექიმებ და რა ვიცი მე ვინ აღარაა. წიგნების ყიდვა დაიწყეს დღესვე რა სასტავია გამაგიჟეს...დაიწყებენ ახლა ომს და წეწვა გლეჯვას
-თუ კარგი ექიმი არ იქნები კონკურენციას ვერ გაუძლებ,დამიჯერე თავიდანვე შენ საფეხურზე ყოფნა სჯობს
-აუუ შენც ასეთი წიგნისჭია იყავი?
-არ ვიცი რას უწოდებ წიგნის ჭიას, ყველაფერს ვსწვალობდი რაც უნდა მესწავლა, სხვებს არ ვაკვირდებოდი და არც ვეჯიბრებოდი ,მხოლოდ საკუთარ თავს
-აიი რატომ მევასები რა, ზუსტად ვიცოდი რომ მიუხედავად ცვენ შორის განსხვავებისა მაინც ისე ფიქრობდი როგორც მე ,ცოტა სხვა ფორმით მაგრამ მაინც ...აუუ მარჩოს ხო არ ხვდები დღეს? მინდა ეგ გოგო კარგად გავიცნო, ემოციურად ავმაღლდი იმდენად დადებითი მუხტი მოაქვს
-დღეს არ სცალია, მორიგეა
-მუშაობს ხო? შენც მუშაობ?
-მე ველოდები გასაუბრების პასუხს
-და რომელ განყოფილებაში იწყებ?
-ქირურგიულში ექთნად ...
-მარია სად არის?
-მარია რეზიდენტია უკვე და ექიმის დამხმარედაა ტრამვატოლოგიაში ...დაკმაყოფილდი თუ კიდევ გაქვს კითხვები
-ზოგადად მაქვს ,მაგრამ ახლა არა.სხვა დროს იყოს
-იმედია წლის ბოლომდე ასეთი ენერგიით იქნები და არ დაკარგავ ხალისს ქერავ
-ასე იქნება, მე იშვიათად ვნებდები
-ძალიანაც კარგი
ნამდვილად იშვიათად ნებდებოდა, არასდროს წუუწნებდა და ყველაფერს ნათელ ფერებში აღიქვამდა. ალბათ გგონიატ რომ უპასუხისმგებლოა,მაგრამ პირიქითაა. როდესაც საჭიროა და მოვალეობას იღებს ბოლომდე ასრულებს არავითარი ბარიერი არ აშინებს და უკან არსდროს იხევს.
საღამოსთვის განსაკუთრებულად მოემზადა, სერიოზულმა საზოგადოებამ რესტორანში გადაწყვიტა დროის გატარება და თინათინი რომ არ გამობრწყინებულიყო ისე როგორ შეიძლებოდა.
-ბიჭებოოოოოო აუუ სახლში არის ვინმე? რა ხდება ... - დერეფანში არმოჩნდა და ყველანი რომ დაინახა წარბები მაღლა აზიდა- უთო არ გამაგონოთ
-ეს პერანგი ჯობს თუ ეს?
-ლაუნჯში მივდივართ და მგონი ამ შარვალზე ეს მაისური უკეთესია ხო?
-ამათ თქვეს ტყუპები გავიცანითო და ვინ ტყუპები თინი?
-აუუუ რა დროს ესაა ცოტნე ...თინიიი რეზი როდის დაბრუნდება? გუშინ რომ გავარდა მას შემდეგ არ გამოჩენილა
-დილას მოვიდა და წავიდა...სამსახურშია ალბათ და მოვა ილიკო. დაურეკე
-არ მპასუხობს
-მიწერე ...რა ხდება მნიშვნელოვანია რამე?
-არა არაფერი, ისე გამიკვირდა ამდენ ხანს რომ არ ჩანს . წავედი მიხედე ამათ
-მოკლედ რატიკოო ცისფერი პერანგი უფრო მომწონს თვალებზე გიხდება...ცოტნიკო ტყუპებს გაგაცნობ აუცილებლად , საბუნაა ამ შარვალში ისეთი სიმპაწიური ხარ თვალთ დამიბნელდა ,ამ საღამოს რას აკეთებ ჩიტოოო-მიუახლოვდა ხელები მხრებზე მოხვია მერე მაისური აართვა და თავზე გადააფარა-ეს მაისური სჯობს
-აუ ჯიგარი ხარ...
-როდის ჩაიცვამ ? თმა ასე გიხდება
-წამიყვანთ
-რა თქმა უნდა ... საბა წაგიყვანს
-საბა რატომ?
-ხო მართლა, შენ რატო ვერ წაიყვან რატიკუნკულა?
-იმიტომ რომ ვიღაცას უნდა გავუარო
-სად გაიქცა - საბას მიუახლოვდა და ისე გახედა ბიჭს-გოგოს უნდა გაუაროს ხო? ოოხ ეს მაიმუნი ,ხოა ღირსი ახლა გავერთო
-როგორ გაერთო?
-ჩაიცვი ბიჭო რა იყო დამცხა გოგოს- უცებ გაიწია და წარბები შეკრა- აუუ ვარჯიში უნდა დავიწყო ამ კვირაშივე თორე ამოვვარდები რეჟიმიდან...ჩავიცვამ კაბას და წავიდეთ ხო?
-რატიკოს და ცოტნეს გაჰყევი .არ იჩქარო დაგელოდები
-არც ვაპირებდი აჩქარებას - გაიცინა და კიბეს აუყვა ისევ.
ერთ საათში კურსელებთან ერთად იყო სუფრასთან და გონებაში იმეორებდა იქ მსხდომების სახელებს. იცეკვა, ისაუბრა, გაერთო და სახლშიც მშვიდად დაბრუნდა,მაგრამ მთელი საღამო ვერ მოიშორა მზერა, რომელიც უცნობი პირისგან მოიოდა . ვერ მიხვდა ვინ უყურებდა, ვერც ნაცნობი შენიშნა ირგვლივ ,მხოლოდ გრძნობდა ,უსიამოვნო შეგრძნება არ ჰქონდა და აღარ გაამახვილა ყურადღება ამ ფაქტზე.
........................
შუაღამით დაბრუნდა სახლში, იცოდა მაშო არ იქნებოდა დაბრუნებული და გასაღების ძებნა დაიწყო. დერეფანში იდგა და კლაჩში დაეძებდა გასაღებს, იმდენად ეძინებოდა და ფეხები ისე ტკიოდა რომ ლამის იქვე მოისროლა მაღალქუსლიანები. საკმაოდ ციოდა და კაბისამარა მდგომს კანიც გაეყინა
-აუუ სად წავიღეეე - წუწუნებდა და ფეხებს აბაკუნებდა -ჯანდაბაა - ის იყო გასაღების პოვნისგან გამოწვეული სიხარული უნდა განეცადა მათეს ბინიდან ქერა გამოვიდა. ნახევრად შიშველი ბიჭიც გამოჰყვა კოცნიდა და მგონი გაშვებას აღარც კი აპირებდა. ლეას უკვე გულისრევის შეგრძნება ჰქონდა ,ისევ ისევ და ისევ იგივეს გრძNობდა მათი დანახვისას, ხელიდან დაუვარდა გასაღები და უკვე ყურადღებაც მიიპყრო. მაინცადამაინც მაშინ გაეყინა თითები ,საკეტს მოარგო გასაღები,მაგრამ გოგონას ხმა გაიგო და უკან გახედვა მოუხდა
-ეიი შენ ის არ ხარ? თინიკოს დაქალოშკა
-შენ საიდან იცნობ...
-არ გახსოვს? სკოლის სასადილოში რაღაც რომ გადავასხი და ხელი დაეწვა ... მერე თინიკო რომ გამოვარდა და ლამის დამახრჩო . არადა თვითონ დამეჯახა რა მესაქმებოდა ამ მურთხთან პროსტა ... ის ქაჯიც იქ იყო და რაღა ამას დავეტაკებოდი პროსტა სადაა ლოგიკა
-და ახლა რა გავაკეთო უნდა ვწუხდე თინიმ პასუხი რომ გაგაცა ?
-უკაცრავად? შენ ლაპარაკობ კიდეც? მეგონა მუნჯი იყავი აქ გასვეცკდი ? როდის გადმოვიდა აქ ? იმედია შენ არ გადმოგყვნენ ხო? ისიც აქ ცხოვრობს?
-იცი ჯერ მე ვცხოვრობდი აქ და მერე გადმოვიდა შენი შეყვარებული ... თინი არ არის აქ შეგიძლია მშვიდად იყო - მშვიდად უთხრა,მაქსიმალურად ეცადა მათესთვის არ შეხედა, გასაღები გადაატრიალა და კარიც გააღო. მთელი სხეული უხურდა, თითქოს წამის წინ არ იყინებოდა. ბოლოს რომ გაიგო ქერას სიტყვები მთელი დღის ნაგროვები დადებითი განწყობა გაუქრა
-ამ წიგნის ჭიამ დაგვინახა მაშინ და მოსდო მთელს სკოლას
როგორ ფიქრობდა რომ ყველაფერი დასრულდა, მოშორდა სკოლას,ქალაქს და იქ დატოვა პრობლემები .სულ რამდენიმე დღე იყო მშვიდად ახლა კი ისევ უკან ბრუნდებოდა, იმ ჭაობში საიდანაც ამოსვლას ვერ ახერხებდა, არც იძირებოდა გაშეშებული იდგა და მხსნელს ელოდა. ბავშვობაში ფიქრობდა რომ თავის დაცვას აზრი არ ჰქონდა ,რომ სიმართლე მაინც იზეიმებდა.შემდეგ მიხვდა რომ უბრალოდ თავს ვერ გაიმართლებდა ბრბოს წინაშე და საკუთარ სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა. ახლა კი ზუსტად იცოდა ,რომ მათეც გაიხსენებდა საკუთარ დამოკიდებულებას და წლების წინ განვლილს თავიდან გაივლიდა. ამჯერად თინის ჩარევა არ უნდოდა, თავიდან ვერ გახვევდა ამ ქარცეცხლში. არასდროს უყვარდა პრობლემების სხვისთვის მოხვევა თუნდაც ეს მაშო ყოფილიყო. საკუთარ თავთან რჩებოდა და ტკივილსაც ასე იკლავდა. თინი ყოველთვის ყველაფერს იგებდა და ბევრჯერ ისე იცავდა თავად წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა, ეს ერთბაშად ახარებდა და წყინდა, ღელავდა იმაზე რომ მის გამო იფუჭებდა ურთიერთობებს,მის გამო იშლიდა ნერვებს და იქმნიდა პრობლემებს. ახლა კი ნამდვილად არაფრის თქმას აპირებდა, სულ რომ დამალულიყო მაინც გადაწყვეტილი ჰქონდა მათესგან შორს ყოფნა ...
..........................
დილაადრიან ჰქონდა ლექცია, ფაქტობრივად მძინარე ჩავიდა სამზარეულოში.შხაპმაც კი არ უშველა .ჩავიდა და დაჯდა
-მშია, საუზმე მინდა
-კვირის დასასრულს დაღლილობამ შემოგიტია?
-დღეს ჩასაბარებელი მაქვს ...წუხელ ვიმეცადინე მერე გოგოებს ვწერდი და დამათენდა
-გამოუძინებლობას აშკარად ვერ იტან
-აჰააამ...არ მჯერა უკვე მთელი კვირაა სტუდენტი ვარ
-შენი ძმა დაშტერდა...რა ჭირს ამ ბოლო დროს? ადრე არ იყო ასეთი
-ფიქრებშია გადავარდნილი...მე უნის მერე გოგოებს ვხვდები. ლეაკოს დავადგები ,ტყუპებს არ სცალიათ საღამოს მიდიან .მოკლედ იცოდეთ რა რო არ მოვალ ღამემდე...ვგიჟდები სხვის მომზადებულ ყავაზე თუ მართლა გემრიელი გამოსდის რატიკოს ?
-გემრიელი გამოსდის...ოქროს ხელები აქ,ყავა იცის მარტო
- შენ ესეც არ იცი ... ტოსტბს გაგიკეთებ თინი გინდა?
-ორი ცალი მინდა,თუ არ დაწვავ კარგი იქნება -თავი მაგიდაზე დადო და თვალები დახუჭა
-რაღაც გჭირს შენ თორე ასე არ იქნებოდი
-ნუ დაბორიალებთ შიშვლები-თქო არ გითხარით? მეც გავიხდი გეფიცები
-აუუ ცხელა და რა ვქნა? მეზარება ტანსაცმლით სიარული...შორტი ხო მაცვია რა გინდა
-ეგ შორტია? მე ტრუსი მეგონა ...უიმე იარე ხო დამანებე თავი
-რა გჭირს შენ?ვინმემ გაგაბრაზა?
-ნეტავ გამაბრაზოს, ვეჩხუბები გამოვკეთდდები...აუუ მგონი ლომკა მაქ.დიდი ხანია არავისთან მიჩხუბია
-ამ საღამოს სტუმრები გვეყოლება და გვეჩხუბე მერე თუ გინდა
-ვინ სტუმრები ? წვეულებას აწყობთ...გოგოებიც? მე არ მოვალ სახლში ...ლეასთან ვრჩებიი
-დარჩი მერე რას გაკივი
-მეგონა იქეთ იყავი რეზიკო ...მოსუქებულხარ რევაზ
-შენსავით მაინც არ ვარ
-ვის აკადრა პროსტა რაა...
-ვაა რატიკო შენ ტრიალებ? ილიკო სადაა?
-მოვედიი...დილამშვიდობისა .ჰმ, ქერავ რა გჭირს?
-მოკლედ რა ხო არ მოგასვენებენ ქალს ერთ დღეს ...მოსამსახურე ვარ აქ მე თუ ვინ ვარ .სადაა ჩემი ტოსტები? წავედი ვიგვიანებ...შენ მოდიხარ დღეს
-არაა ...მარა გაგიყვან თუ გინდა
-რას იცინი
-საყვარლები ხართ ქალები ციკლის დროს
-ესროლე ახლა ამ წყეულ ექიმს რამე...ფუ როგორ მეზიზღებით კაცები - სახე დამანჭა და ილიკოს ფეხი მიარტყა- ცუდო ექიმო...ცუდო ,ცუდოოო
-კარგი დამშვიდდი, ქერავ ნუ მოიწყენ - თავზე აკოცა და გვერდით მიუჯდა
ისაუზმა და უნივერსიტეტში წავიდა. ყველაფერი გააკეთა, ლექციებსაც დაესწრო, მასალაც ჩააბარა, დავალებაც ჩაინიშნა და შემდეგ ტკბილეულით დახუნძლული დაადგა ლეას. მაშო უკვე სამსახურში იყო ამიტომ მარტოები იყვნენ.
-ტყუპებმა დღე არ გვცალიაო... სოფიაც დაკავებულია.მარტო მე ვარ მოცლილი
-დამღლელი დღე იყო , მომდევნო კვირა უფრო რთული იქნება
-თავს ნუ შეაკლავ ახლა
-სტიპენდია მინდა...
-უფასო ფაკულტეტზე ჩააბარე ლეა , ისედაც ეხმარები მაშოს არაფერს შენ არ ყიდულობ ფულს ფაქტობრივად არ ხარჯავ
-ხო,მაგრამ ცოდოა...რამდენ ხანს უნდა ვიყო მის კისერზე. მუშაობას დავიწყებ თუ სტიპენდიას ვერ ავიღებ .
-აიღებ ... მაშო სამსახურშია უკვე?
-ხოო ჩემ მორიგეობამდე ერთი კონსულტანტი უნდა შევცვალოო და ადრე წავიდა ... მთელი ღამე სუპერმარკეტშია მე კი ამ დროს მშვიდად მძინავს
-როგორი ხარ ,ვგიჟდები - გაუღიმა და აპრეხილ ცხვირზე აკოცა
-მართლა დარჩები დღეს?
-აჰაამ ... აქ ვარ ხვალ დილამდე
ტელევიზორის წინ ისხდნენ და ჭორაობდნენ. კურსელებზე უყვებოდნენ ერთმანეთს, ლექტორებზე საუბრობდნენ და საშინელ საგნებს ახასიათებდნენ. კარზე ზარის ხმა რომ გაისმა, ლეამ ისე გააღო არც გაუხედავს
-აი ხომ ვამბობდი ის გიჟები ვერ გაძლებენ და გამოქანდებიან-თქო- თინის უყურებდა და ტყუპების მოლოდინში ყურებამდე გაკრეჭილი იდგა კართან. ზღურბლს მიღმა მათე რომ დაინახა სახიდან ღიმილი წაეშალა. რამდენიმე დღე ისე გაატარა ,რომ არსად შეხვედრია, რამდენჯერმე დაიმალა კიდეც ახლა კი მის წინ იდგა და აშკარად არ აპირებდა იქ დგომას
-თინი აქ არის ხომ? - წამით დახედა და შემდეგ ისე უხეშად გასწია თითქოს სულიერი არც იყო.
-ლეაკოო ...შეენ? - დივანზე იყო გაწოლილი მათე რომ დაინახა უცებ წამოვარდა და გაფართოებული თვალებით გახედა მაღალ სილუეტს,შემდეგ უკან მდგომ ფერდაკარგულ გოგოს შეხედა
-როგორ ხარ თინათინ? -ხელი წელზე მოხვია და ლოყაზე აკოცა-არ გითხრა დაქალმა მისი წინა მეზობელი რომ ვარ?
-მეზობელი...ჰმ , შენი აზრით ლეასთან სხვა სასაუბრო თემა არ მაქვს მეზობლებზე რომ არ მეჭორაოს?
-ხოო რა თქმა უნდა შენი ლია ისე ცხოვრობს მოსაყოლი ბევრი ექნება - დივანზე დაჯდა და გოგონას გადახედა- ხახვზე არ შემოვსულვარ...შეგიძლიათ დასხდეთ
-არა? მეგონა სუპს აკეთებდი და ხახვი ან მწვანილები გინდოდა...
-რა დამთხვევაა არა? ყავას დავლევ ლია - გოგონას ისე გახედა თითქოს მიმტანი იყო
-მეზობელთან ურთიერთობა თუ გინდა შენც უნდა მოგეტანა რამე...მაგალითად კექსი , ტორტი ან რაიმე სხვა კეთილგანწყობის გამოსახატავად
-მე რომ ვარ მეზობლად მაგისთვის ესეც ზედმეტი სიტკბო იქნება დარწმუნებული ვარ
-რაღაც მეეჭვება ასე იყოს ... მოგეხმარო ლეაკო?
-არაა ... - ძლივს ამოიკლავნა და ყავის გამზადება დაიწყო-რას ვაკეთებ,რა ჯანდაბას ვაკეთებ - სახეზე ჩამოისვა თითები და ყავა ფინჯანში ჩაასხა. ისე უკანკალებდა თითები ძლივს მიჰქონდა, ბოლოს მიხვდა მათე რომ უყურებდა და ზედ ფეხზე გადაასხა მდუღარე სითხე.ბიჭს ისე აეწვა ფეხი წამში წვდა და ფინჯანის მსხვრევის ხმასთან ერთად ლეას წამოკივლებაც გაისმა
-რას აკეთებ გოგო ! განგებ გადამასხი ხომ? ოხ შენი
-გამიშვი ...- ძვალიც კი ტკიოდა უკვე ისე უწერდა ბიჭი,თვალები აემღვრა ხელის დახსნას ცდილობდა მაგრამ არაფერი გამოუვიდა .ისე შეანჯღრია ბიჭმა ცოტაც და მუხლებზე დაეცემოდა
-რას აკეთებ სულ გადაირიე? წადი და გამოიცვალე ასე თუ გეწვის ფეხი ცივი წყალი მაქვს და გადაგავლებ - ისე უცებ გამოგლიჯა ლეა ხლიდან და გადაასხა ყინულიანი წყალი არც კი დაფიქრებულა. მათემ ერთი დაიგმინა უნდოდა შუაზე გაეგლიჯა,მაგრამ თინის არასდროს ეხებოდა კბილები ერთმანეთზე დააჭირა და თვალებდაწითლებული,ბრაზისგან შეშლილი გავარდა ბინიდან.კარი ისე მიხურა მთელ სახლში გავრცელდა ხმა
-რა სულელი ვარ,ღმერთო რა იდიოტი ვარ ...როგორ ვერ დავდე ფინჯანი ,როგორ გადავასხი
-მეტის ღირსია, იდიოტი...მაჩვენე ხელი გატკინა? მოიცა მაგას ვაჩვენებ მე როგორ უნდა გოგოს დალურჯება ,ეგ ხეპრე
-არაფერია ... შეეშვი - ცრემლები ნაკადულივით სდიოდა, ყველაფერს ერტად მისტიროდა და თან არ იცოდა რა ატირებდა. ნამსხვრევების აკრეფა დაიწყო და ხელიც გაიჭრა მერე ხალიცაზე დაჯდა და აქვითინდა. სპაზმა ჰქონდა,ვეღარ ჩერდებოდა ისე ტიროდა სულ დაებინდა თვალები თინი კი ჭკუიდან გადავიდა.ასეთს რომ ხედავდა და ვერაფრით ამშვიდებდა, ეხუტებოდა დამშვიდებას სთხოვდა,მაგრამ სანამ შეტევამ არ გადაუარა მანამ ვერაფერი გააწყო
-მე მე ...ნამდვილი იდიოტი ვარ. სულელი,უიღბლო გოგო ...რა საცოდავი ვარ ღმერთო
-ნუ სულელობ...ლიეა შემომხედე, დამშვიდდი გესმის? არაფერი მომხდარა, ხელს შეგიხვევ და მორჩება. იმ იდიოტს აქცევ ყურადღებას? გეფიცები მოვაშლევინებ შენთან ასე მოპყრობას, მაშინ ხომ შეგეშვა და დაივიწყა ყველაფერი ახლაც ისე ვიზამ
-გაახსენდება ისევ...გუშინ მისმა საყვარელმა მიცნო და უთხრა, ისევ გაახსენა იმიტომ იყო ასე
-ისევ იმ გოგოსთანაა? ხომაა ღირსი შეეტენოს და მთელი ცხოვრება ვერ მოიშოროს. ეგ იდიოტი ,ხისთავიანი ..ჩშ დამშვიდდი - ცრემლები შეუმშრალა და წამოაყენა- მე ავკრეფ ამათ შენ აქ დაწექი ,მოდი ...გინდა დამამშვიდებელს მოგიტან
-არ მინდა...არაფერი მინდა. მე მივხედავ შენ არ შეწუხდე მე
-გაჩუმდი და დაწექი მანდ , რა შევწუხდე . არა რა მაინცადამაინც აქ როგორ გადმოცხოვრდა...-სწრაფად აკრიფა ნამსხვრევები,ყველაფერი მიალაგა და გვერდით დაუჯდა-დამშვიდდი?
-კი...
-ახლა ასე უნდა იყო? მოიცა ხმა მეცნოო რომ იძახდი ეს იყო ხო? რატომ არაფერი მითხარი
-არ გაინტერესებდა, რა ვიცოდი თუ გამიხსენებდა
-უნდა გეთქვა და ასე იდიოტი სახით არ დავხვდებოდი...კარგი ,დავიკიდოთ ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა
არასდროს უბრაზდებოდა იმ ადამიანებს ვინც მისთვის ახლობელი იყო. ამჯერადაც არ გაბრაზდა,თორემ სხვას არ აპატიებდა ასეთი ამბის დამალვას. ახლა მხოლოდ ლეას მდგომარეობა ადარდებდა ხედავდა რომ რაღაც ისე ვერ იყო,მაგრამ ყველაფერს იმას აბრალებდა რომ მათე ზედმეტად უხეში იყო ლეას მიმართ. ადრეც რამდენჯერმე მოუვიდათ კონფლიქტი და ლეა ყოველთვის ცუდად იყო მის მიმართ განწყობილი.
ლეასთან საუბარი დაიწყო, ყურადღება გადაატანინა ფიქრობდა რომ დაავიწყა კიდეც ინციდენტი. სააბაზანოში რომ შევიდა ლეა დრო იხელთა და მათეს ეწვია. კარზე აკაკუნებდა ისე რომ გეგონებოდათ რაღაც საშინელება ხდებოდა. ბიჭმა კარი რომ გაუღო მაშინვე ჰკრა ხელი და სახლში შეაბიჯა
-თინი?
-თინი ,თინი ...როგორ იქცევი მათე? ცხოველივით რომ იღრინები და გინდა დაგლიჯო სრულიად უდანაშაულო და უსუსური გოგო ნორმალურია?
-ვინ ლია ? ნუ მაცინებ შენ არც კი იცი რომ
-არ მაინტერესებს არაფერი, იმდენად ვიცნობ მას რომ ზედმეტი ინფორმაციები არ მჭირდება შენ კი გაფრთხილებ თვალში ზედმეტად რომ გაეჩხირო,რაღაც ისე რომ უთხრათ შენ და შენმა საყვარელმა გეფიცები ორივეს განანებთ და იცი რომ ყველაფერია ჩემგან მოსალოდნელი თუ გავბრაზდები
-ვგიჟდები ასეთს რომ გიყურებ...ცეცხლს აფრქვევ -კედელს იყო მიყრდნობილი და ისე უსმენდა არც კი იაზრებდა რას ეუბნებოდა .ტუჩზე იკბინა და თვალბი მინაბა- მაგიჟებ რა გავაკეთო
-მე ბევრს ვაგიჟებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გიყვარვარ. შენ იდიოტ საყვარელს უთხარი მორჩეს ადამიანების დამცირებას, თორემ მე რომ გამომდის მისნაირი კახპების მიწასთან გასწორება ისე უნდა. საკუთარ თავს შეხედოს და მერე ისაუბროს წესიერ ადამიანებზე
-თავად გადაეცი, მე არ მიყვარს მასთან საუბარი და არც ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებ.თავის საქმეს თავად მიხედავს როგორმე ის შენი ლია კი არც ისეთი წმინდანია შენ რომ გაჩვენებს თავს
-შეეშვით ,უბრალოდ შეეშვი და მე როგორმე გავარკვევ ვინ ცხვარია და ვინც ცხვრის ტყავში გადაცმული მგლი -ისევე სწრაფად დატოვა ბინა როგორც მივიდა. გამოიცვალა და ლეასთან ერთად მოთავსდდა საძინებელში.
ლეას მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, თინის კი მშვიდად ეძინა ასეა როდესაც დამალული გრძნობები არ გაწუხებს, არც ქაოსი გაქვს ტვინში...
დილასვე დაბრუნდა სახლში, საღამოს სავარჯიშოდ უნდოდა წასვლა.დილას მეცადინეობას აპირებდა, ოთახი უნდა მიელაგებინა და გეგმები შეესრულებინა. ჯერ კიდევ 9 საათი იყო სახლის კარი რომ გააღო . შესასვლელშივე იგრძნო სიგარეტის სუნი , მთელ სახლში იყო გამჯდარი სასმელისა და მოსაწევის არომატები. მისაღებში იმდენი ჭიქა და ბოთლი ეწყო, სიმღერა ისევ ისმოდა საიდანღაც
-ვაიი ვაი როგორ გავერთობიი თქვე საწ....ბოოო - ჩაილაპარაკა და სწრაფად აირბინა კიბე. დერეფანიც კარგად არეული იყო ,რაიმე ისეთი სჭირდებოდა რიტაც ყველას გააღვიძებდა. გაახსენდა რომ საძინებელში ჰქონდა საჭირო ნივთი და დახვეულ კიბეს აუყვა. საწოლზე გაშხლართული ილიკო რომ დაინახა სულ გაგიჟდა,აიღო და ძირს დაგდებული ბალიში თავში ჩასცხო
-აუუ ...გასკდა თავი რა იყო თინა? ამ დილაადრიან რამ გაგაღვიძა
-აქ რა გინდა შენ?
-ჩემ ოთახში არიან...რა გერჩივნა აქ ჰქონოდათ სექსი ვიღაც ახურებულ წყვილს თუ მე დაემძინა
-მოისა იმათ საძინებლები არ ეყოთ? სხვაცაა ვინმე აქ ? ბორდელია თუ რა ხდება
-დამშვიდდი...დავიძინებ რაა გთხოოოვ
-შენი მაისური სადაა?
-ვიღაც ცუდად გახდა და ზედ გადამარწყია ...სადღაც დავაგდე მერე - სახე ბალიშში ჩაფლო და თავზეც ბალიში დაიფარა- რა დამალევინეს ასეთი, გიჟები ...მარია უნდა ვნახო დღეეს აუუუ
-მოიცა მე ვაჩვენებ მაგათ როგორ უნდა გართობა - კარადა გადაქექა და რუპორი იპოვნა
-გიჟი ხარ
-დაიძინე ან ჩამოდი და სანახაობით დატკბი - თვალი ჩაუკრა,ტუჩები გაილოკა და ეშმაკური ღიმილით დაეშვა კიბეზე. შუა დერეფანში დადგა და ერთად ერთი სიტყვა დაიძახა-მიწისძვრაააა
უნდა გენახათ როგორ გავრცელდა სახლში თინის არაბუნებრივი ხმა, როგორ გამოცვივდნენ საძინებლებიდან ნახვრად შიშველი ბიჭები და რამდენიმე გოგო .იიკო დახვულ კიბეზე იჯდა და სიცილით ადევნებდა თვალს ყველაფერს.
-თინათიიიინ
-რევაააზ საყვარელოო როგორ ხარ? ხომ არ გაგაღვიძეთ? პატარებო,საყვარლებო,ლამაზებო დასრულდა გართობა შეგიძლიათ ჩაიცვათ და სახლებში წახვიდეთ,თუ გაქვთ ეს უკანასკნელი . სახლის ქალბატონი დაბრუნდა და ექვსივე ბიჭი თავისთვის უნდა
-რა უბედურებაა ..ეს ვინ არის?
-შენ მართლა ვინღა ხარ... მშვიდე დაიმატეთ? რა ჯანდაბაა მიტოზით მრავლდებით ბიჭო? მოიცა ხელები დაწიე ეე ეს შენი ძმა არის ილარიონ ? - თავი გვერდით გადასწია და ბიჭს დააკვირდა - რა არეული აქ სახე, დალაგება სჭირდება ნაკვთების
-შენ ვინ ხარ ქერავ?
-ვამეე ცაკალელოოო ის შავგვრემანი არ გეყო? აქაო და დილააო ? წადი შვილი პირი დაიბანე, თავს მიხედე დაიცალე ზედმეტი ენერგიისგან და მერე მელაპარაკე ხო?
-მიგასვა შენ ძმობას ვფიცავარ...მაგრამ თინიიი კარგიი რაა ამ დილაადრიან როგორ გაგვაღვიძ,ან ისე როგორ დაგვიფრთხე გოგონები რომ თავის ტკივილიც ვერ გავიქრეთ...
-ზუსტად პროცესისას მოგისწარი რატიკო თუ რა ხდება? ფუუ ჩაიცვით მაინც რამე, ამ ზეწრბით და საბნებით რომ გამოალაჯეთ ... ბუდისტური პლიაჟია . ოთახები მიალაგეთ და სახლი დაანიავეთ. რომ ჩამოვალ კიდევ რომ იყოს სუნი მოგკლავთ...დაგაჭრით ინსტრუმენტებს
-თინათინ გეყოფა, რა დღეში ხარ? სულ გაუბერე ხო? აიიი გაგეღო ფანჯრები გავიდოდა სიგარეტის სუნი და ასულიყავი საძინებელში. რა გაწუხებს ნეტავ?
-შენც ძმა ხარ რა... ვიღაც ბოზები მოჰყავს სახლში სადაც მისი პატარა და ცხოვრობს
-სხვათაშორის ჯერ არ უნდა დაბრუნებულიყავი, გითხრეს შენ რომელიმე დაქალთან იცხოვრეო,მაგრამ დაიჟინე სახლში უნდა ვიცხოვროო ჩემ ძმასთანო ხოდა იცხოვრე ისე როგორც ვცხოვრობთ~
-ბაზარი არაა , მოვიყვან ბიჭს და მეც ვიკვნესებ
-ეს გოგო შენი დააა?
-ოოჰ ბიჭუნაა გაიღვიძე? ილიკოს უმცროს ძმას რა ჰქვია?
-ილარიონს არ ვუხსენებივარ?
-ილარიონს ეძახი შენც?
-ილარიონი რომ ჰქვია არ იცოდი? გინდა პირადობას გაჩვენებ
-ირაკლი გაქრი თორემ დაგტოვებ გაღიმებულს
-ოოო შენც აქ ხარ უფროსო ძმაო? რა მოხდა თუ პირვლი შენ დაიბად და დიდი ილარიონის სახელი შენ გერგო ძღვნად
-ლაწირაკო ...გასართობი ნახე. წადი დაიძინე ,როგორ გათავხედდა თაობა ნუუ
-დავიძინებ ,ბაზარი არაა შენ ეს მომეცი ხო? მეტჯრ რო არ გამაღვიძო- უცბ აიღო რუპორი და საძინბელში შევიდა
-ესეც აქ რჩება?
-არა, წუხელ მობრძანდა და ვერ გავაგრდე... სკოლაშია წასასვლი,მაგრამ ვის ახსოვს
-შაბათია დღეს
-რეპეტიტორთანაა მაშინ ...
-რა გინდა წუხელაც ირეპეტიცია აშკარად, გადაიმეორებდა მასალას და უკვე კარგად ეცოდინბა
-ვაიმეე სად მოვხვდვი რაა ... რა უბედურებაა
-შენ თავს დააბრალე, არ გაგეღვიძებინეთ
-საძინბლებიდან უნდა იდღნავლოთ ახლა?
-ვიძინებთ ჩვენ...
-სახლი მე უნდა დავალაგო?
-რომ გავიღვიძებთ მივხედავთ-ყველამ მიხურა კარი და ისევ სიჩუმემ დაისადგურა
-ტყუილად გავაღვიძე? სულ ეს იყო? შენ რას აპირებ?
-ყავას მომიდუღებ? გთხოოვ ,თორემ მარიას ვერ ვნახავ
-მარიას ხათრით...ამოგიტანო გინდა?
-ავიდე?
-ადი ...დაეგდე არ დაიძინო ოღონდ
-დივანზე დავწვებოდი,მაგრამ არეულობაა იქ
-ყავა უშაქრო ხო?
-ხოო
ყავა მოამზადა და სასწრაფოდ ავიდა საძინებელში. სანამ ილიკო ყავას მიირთმევდა და გამოფხიზლებას ცდილობდა ოთახი მიალაგა და სამეცადინო მასალაც დაიწყო წინ. სკამზე კომფორტულად მოკალათდდა და კითხვა დაიწყო. ილარიონს ისევ მიეძინა , მარია ურეკავდა და თავს უფლება მისცა რომ ეპასუხა
-პრივეტ მარიაა
-თინიი , როგორ ხარ?
-რავი ვარ,დილიდან ამრიეს ...შენი ბიჭი ჭკვიანად იქცევა ,იმათ გამოექცა თურმე წუხელ და ჩემ ოთახს შეაფარა თავი
-დალია ხო? ახლაც ძინავს?
-ხოოო...გინდა ფოტოს გამოგიგზავნი - დატრიალდა ფოტო გადაუღო და მარიას გაუგზავნა- ხმამაღლა ვკითხულობ და არაფერი ესმის...ღრმა ძილი კი ჰქონია, დალვისთვის ხომ არ გადავუხადო? გინდა რამეს დავახატავ
-ნწ ,არ მინდა .გაბრაზდება მერე
-შემოირიგე
-არ უყვარს ეგეთი რამეები,არ გინდა
-კარგი ხო ...ილიკოს შენი ხათრით დავინდობ. იმუნიტეტი აქვს - გაიკრიჭა და სკამზე დატრიალდა - მითხრა დღეს უნდა შევხვდეო,ყავა გავუკეთე,მაგრამ მაინც დაეძინა გავაღვიძო?
-ნწ, არ გინდა ორშაბათიდან მუშაობას იწყებს და დაისვენოს სანამ დრო აქვს
-შენ თავისუფალი ხარ დღეს?
-კი, დღეს ვისვენებ
-იცი შემიძლია საძინებელი დავტოვო და დაქალებთან წავიდე...იქნებ გაღვიძებულს აქ რომ დახვდები თავის ტკივილმა გაუაროს - ეშმაკუნები უხტოდნენ თვალებში,საკუთარმა იდეამ აღაფრთოვანა
-არ მინდა შეგაწუხო...საკუთარი ოთახიდან ხომ არ გაგაძევებ
-დაიკიდე...ხომ იცი მისამართი? მოდი და პირდაპირ სხვენზე ამოდი...მეორე სართულზე რომ ამოხვალ დერეფნის ბოლოს დახვეული კიბეა ,როგორც კი ამოივლი კარი შეგხვდება და იქ დაგხვდება შენი პრინცი . მე გავდივარ ,კარგი? იცოდე საწოლს მოუფრთხილდით, კომფორტულია და არ ჩამიმტვრიოთ
-თინიი
-კარგი ხოო ჯანდაბას , ვიყიდი ახალს
-მადლობაა
-არაფრის საყვარლო- გაიცინა და მობილური საწოლზე დააბრუნა. ილიკოს კი დახედა, თვალი პომადისკენ გაექცა,მაგრამ მაინც შეჩერდა. სწრაფად ჩაალაგა ნივთები ,სპორტულად გამოეწო და წავიდა. იცოდა გოგონებთან ვერ იმეცადინებდა ამიტომ კაფეში წასვლა გადაწყვიტა, ამ დროს სიმშვიდე იქნებოდა. კუთხის მაგიდასთან დაჯდებოდა,ყურსასმენებს გაიკეთებდა და მონახაზსაც გააკეთებდა. ნაცნობ კაფეს რომ მიუახლოვდა მინის კარი მოხვდა თვალში და გაეღიმა, მაშინვე გაიღო როგორც კი მიუახლოვდა მშვიდად შეაბიჯა შიგნით. ერთ მაგიდასთან იჯდა წყვილი სხვა ყველა ტავისუფალი იყო. იმ ადგილისკენ დაიძრა სადაც ყველაზე მყუდროდ მოკალათდდებოდა , ზურგჩანთა მოიშორა წიგნი და რვეული ამოიღო ,ბუმბულიანი კალმისტარიც არ დავიწყნია . შეკვეთა მისცა ოფიციანტს და წერას შეუდგა. ყურსასმენებიც არ დავიწყნია,ყოველი შემთხვევისთვის პირადი ჰარმონია რომ შეექმნა. ხმა მაინც ესმოდა და ხშირად აკვირდებოდა გარემოს. ისეთი არაფერი ხდებოდა, წყვილი მშვიდად საუბრობდა, ჩაის მიირთმევდა და იღიმოდა. პერსონალი ალაგებდა, მიმტანმა მალევე მიუტანა ყველაფერი და წავიდა.



№1  offline წევრი INGOBERNABLE

როგორ გამახარეეე მარიამ❤❤❤. ჩავუჯექი და წავიკითხო გაგიზიარებ ემოციებს აუცილებლად

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

BidBif
როგორ გამახარეეე მარიამ❤❤❤. ჩავუჯექი და წავიკითხო გაგიზიარებ ემოციებს აუცილებლად

smile smile დაგელოდები

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

ვაიიიიმეეე რა გამიხარდა ♥♥♥სიხარულო შენ არ იცი♥♥♥♥ ჯერ არ წამიკითხია ახლა წავიკითხავ და ჩემს ემოციებდ ♥❤♥

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლიზა
ვაიიიიმეეე რა გამიხარდა ♥♥♥სიხარულო შენ არ იცი♥♥♥♥ ჯერ არ წამიკითხია ახლა წავიკითხავ და ჩემს ემოციებდ ♥❤♥

მეც ძაან მიხარია რო გაგახარეთ kissing_heart

 


№5  offline წევრი INGOBERNABLE

დადებითი ემოციებით დავიმუხტე, თორემ მალე გავგიჟდებოდი.
ეს შენი დამსახურება, საიცრება ხარ და საიცრებებს ქმნი❤❤❤ მეც ისტორიაში ვიყავი შენს გმირებთან ერთად და მათ ემოციებს ვიზიარებდი, ამიტომ ხარ ასეთი საოცრება მარიამ❤❤.
თინი საოცარი გოგოა, მხიარული, ხანდახან დიქტატორი მაგრამ ძალიან საყვარელი❤❤ ლეას მათე მოსწონს და არ ეუბნება ხო თინის, ის დებილი მათე კიდევ როგორ ექცევა რა დაუშავა, თან რას ფიქრობს ახლა ლეაზე რა სისულელეებს ფიქრობს... იმედია მალე მოიყვან ჭკუაზე და არ აპარპაშებ დიდხანს.
ხო კიდევ თინის ბიჭი მაინტერესებს ძალიან და იმედია მალე გამოჩნდება❤❤❤❤ საოცრება ხარ და საოცრებებს ქმნი, მიყვარხარ მარიამ❤. უსაზღვროდ❤❤❤

 


№6  offline მოდერი abezara98

არა, რაა, ხვალ გამოცდა მაქვს და მე კი აქ ვზივარ და ვკითხულობ, თან ყოველ ათ წუთში ვამოწმებდი, ახალი თავი ხომ არ დადეე smile აი, საოცრება, სისაყვარლე და რავი რა აღარ იყო ამ თავში blush ჩემი მარია და ილიკო მგონი ერთადერთი წყვილი, რომელიც ნერვებს არ მომიშლის joy აი, მათე კი ძალიან ცუდად იქცევა unamused უნამუსო ეგ, ცუდი, ცუდი ბიჭი unamused როგორ დამიჩაგრა ჩემი ლეაკო, ჩემი ანგელოზი, ჩემი ფერია heart_eyes ისე, რეზიკუნას და სოფიას ისტორიას ველოდები და თინის გამაგიჟებელიც მაინტერესებს, სხვათა შორის smile როგორც მივხვდი, ილიკოს კურსელებიდან ერთ-ერთია, არა, იმ უცხო მზერის ავტორი და კარის ინციდენტის შემოქმედი smile ნუ, რაღა გითხრა მეტი? blush ვგიჟდები შენზე და გელოდები მოუთმენლად საყვარელო heart_eyes heart_eyes

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

BidBif
დადებითი ემოციებით დავიმუხტე, თორემ მალე გავგიჟდებოდი.
ეს შენი დამსახურება, საიცრება ხარ და საიცრებებს ქმნი❤❤❤ მეც ისტორიაში ვიყავი შენს გმირებთან ერთად და მათ ემოციებს ვიზიარებდი, ამიტომ ხარ ასეთი საოცრება მარიამ❤❤.
თინი საოცარი გოგოა, მხიარული, ხანდახან დიქტატორი მაგრამ ძალიან საყვარელი❤❤ ლეას მათე მოსწონს და არ ეუბნება ხო თინის, ის დებილი მათე კიდევ როგორ ექცევა რა დაუშავა, თან რას ფიქრობს ახლა ლეაზე რა სისულელეებს ფიქრობს... იმედია მალე მოიყვან ჭკუაზე და არ აპარპაშებ დიდხანს.
ხო კიდევ თინის ბიჭი მაინტერესებს ძალიან და იმედია მალე გამოჩნდება❤❤❤❤ საოცრება ხარ და საოცრებებს ქმნი, მიყვარხარ მარიამ❤. უსაზღვროდ❤❤❤

ვაიმე მიხარია ძალიან რომ მოგეწონა kissing_heart kissing_heartყველაფერი დალაგდება ისე როგორც მჩვევია ხოლმე და აუცილებლად მოეღება მატეს პარპაშს ბოლო smile smile

 


№8  offline წევრი bobga

❤❤❤ ❤❤ოქროოო

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
არა, რაა, ხვალ გამოცდა მაქვს და მე კი აქ ვზივარ და ვკითხულობ, თან ყოველ ათ წუთში ვამოწმებდი, ახალი თავი ხომ არ დადეე smile აი, საოცრება, სისაყვარლე და რავი რა აღარ იყო ამ თავში blush ჩემი მარია და ილიკო მგონი ერთადერთი წყვილი, რომელიც ნერვებს არ მომიშლის joy აი, მათე კი ძალიან ცუდად იქცევა unamused უნამუსო ეგ, ცუდი, ცუდი ბიჭი unamused როგორ დამიჩაგრა ჩემი ლეაკო, ჩემი ანგელოზი, ჩემი ფერია heart_eyes ისე, რეზიკუნას და სოფიას ისტორიას ველოდები და თინის გამაგიჟებელიც მაინტერესებს, სხვათა შორის smile როგორც მივხვდი, ილიკოს კურსელებიდან ერთ-ერთია, არა, იმ უცხო მზერის ავტორი და კარის ინციდენტის შემოქმედი smile ნუ, რაღა გითხრა მეტი? blush ვგიჟდები შენზე და გელოდები მოუთმენლად საყვარელო heart_eyes heart_eyes

მეც გამოცდა მაქ ხვალ და იმის მაგივრად რო ვიმეცადინო ვწერ ახლაც საერთოდ რა მესველება არ ვიცი ,მაგრამ აშკარაა რო წერის გარდა ყველაფერზე უარს ვამბობ და მიხარია რომ ტყუილად არ ვაკეთებ ამას . მათეს მოვუგრეხ კისერს მალევე smile smile უცნობს კაფიდან კი შემდეგ გამოვაჩენ და გავფაქტავ

 


№10 სტუმარი kati

Uh,kargi iyo xvalindeli dgis win...orshabati xom yvelastvis mzime dgea<3

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

bobga
❤❤❤ ❤❤ოქროოო

heart_eyes heart_eyes

kati
Uh,kargi iyo xvalindeli dgis win...orshabati xom yvelastvis mzime dgea<3

smile ვაიმე ნამდვილად მძიმეა ყველაზე მძიმე დღე მაქ ხვალ

 


№12 სტუმარი თამუნე

ბედნიერების საწყისი ხართქო არ გესმის
სიყვარულის საწყისი ხართქო არ გესმის
ბედნიერებაზე მეტი ხართქო ვერ იგებ
საოცრება ხართქო არ გესმის
უბრალოდ სამყაროზე მეტი ხართქო გამიგე
საოცრება ხარ
ყველაზე დიდი საგანძური ხარ
რაც კი შეუძლია საიტმა
ინტერნეტმა
ვირტუალურმა სამყარომ
უბრალოდ ისტორიამ
თუ ყველაფერმა ერთად მოგცეს ადამიანმა
ხო ყოველთვის მაკლდება შენთან გრძნობები
ხო ვერ გამოვხატავ
ხო ის ალბათ ერთეული ხარ
ვისთვისაც არ მითქვამს
რო სასწაულზე მეტია
უბრალო
საოცრებაზე მეტია
ჟრუანტელიც კი მეუბრალოება როცა შენ გეხება საქმე
შენ ისტორიას და უბრალოდ შენ
ყველაზე დიდი საგანძური ხარ
ამ უბრალო
და გაუფერულებულ სამყაროს რო გაჩნია
გრძნობებიც დაწყობილი
ემოციაც აწყობილი
ურთიერთობა გაწყობილი
და უბრალოდ სიყვარული ჰაერში
ყველაზე საოცრება ხართქო და ჰა
დამიჯერე
რო ყველაფრის საწყისი
შენ ხარ ბოლოც
და უბრალოდ ყველაფერი
იმაზე მეტი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია
ხო გეუბნები სუ ისე გელოდები
ისე რაღაცნაირად ჩემებურად
ხო იცი ადამიანს რო ამოიჩემებ
და უბრალოდ გეშენება
გესამყაროება
გემარტოება
რაღაც ეგეთი ხარ
იმაზე მეტი ხარ
ვიდრე იცი
ვიდრე ხვდები
და ვიდრე ვწერ
heart_eyes kissing_heart
საოცარი ნიჭი გაქ
გამაბრუა
მაბზრიალო მატრიალო
და სამყარო გამიფერადო
მაჩვენო
რო სადღაც იმაზე დიდი ბედნიერება
ვიდრე გახუნებულ ოცნებებში
იქ იმაზე მეტი სიყვარულია
იმაზე მეტი ფერი ვიდრე წარმოგიდგენია
ხო ასე უბრალოდ შემიძლია ამოვიჩემო

მიყვარდეს ერთი ორი სამი ოთხი ისტორია
მაგრამ შენი ისთია
მემილიონედ ერთხელ მაქ წაკითხული
დღესაც ახალ სიტყვებს ვამჩნევ
იმდღეს ახალი ერთი სიტყვა აღმოვაჩინე
და საკუთარ თავს გაუბრაზდი თურმე
გრჩება
ტოვებ
არ გაქ კარგად წაკითხული
ვერ ხვდები რამხელა
რამდენ გრძნობას იწვევ
ერთი დიდი დღესასწაული ხარ
დღესასწაულებს შორის
მიყვარს შენი არაორდინალური
არამქვეყნიური
უბრალო
გმირებით სავსე
ემოცით სიყვარულით
ნდობით მეგობრობით
უბრალოდ იმ გრძნობებით სავსე
რის უკმარისობასაც განვიცდით
რაც გვაკლია
რაც არ არსებებობს
უბრალოდ მიყვარს შენი ხალისიანი
სავსე
ათასი გმირით
ათასი ადამიანით
სავსე
მიმოფანტილი ემოციებით
ქარს გაყოლილი სუნით
რომელიც ყოველთვის ასდის შენ ისტორიას
ყოველთვის ასდის შენ სიყვებს
გმირებს
და უბრალოდ შენ ნაწერს
მიყვარს ის სუნი ის განცდა
ის ჟრუანტელი რომელსა შენი ისტორია ტოვებს
შენ ტოვებ
ეს სამყაროც მეპატარავება მე შენთვის
სხვანაირი განძი ხარ
სხვანაირი ადამიანი
სხვანაირი
ხარ
აი ასე
ხო ასე არ გეუბნები
ხო უბრალოდ გვაქ ერთი დიდი დღესასწაული
თავისი წუწუნით
გაბრაზებით
ყოველთვის ჩემი სიშტერით
ჩემი სულელობით
გწყდება გული
მაპატიე აქ საჯაროთ
მიყვარხარ
უღმერთოდ
ღმერთამდე
ღმერთს იქით
აი ასე ჩემებურათ
ცუდად თუ კარგად
ვგიჟდბეი მე შენზე
შენ ხარ სასწაული
და მერე გმირები
მერე ისტორია
heart_eyes
პატარა საგანძური ხარ
რომელიც
ჩემიც არის
მიყვარხარ
ასე ძან ბევრი იმდენად ბევრი
რო მეჩემები
ღმერთამდე მარიამ
ღმერთს იქით
იქამდეც იმის იქითაც heart_eyes
გულების დედოფალო
ღმერთამდე ვიცი მე სიყვარული

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

თამუნე
ბედნიერების საწყისი ხართქო არ გესმის
სიყვარულის საწყისი ხართქო არ გესმის
ბედნიერებაზე მეტი ხართქო ვერ იგებ
საოცრება ხართქო არ გესმის
უბრალოდ სამყაროზე მეტი ხართქო გამიგე
საოცრება ხარ
ყველაზე დიდი საგანძური ხარ
რაც კი შეუძლია საიტმა
ინტერნეტმა
ვირტუალურმა სამყარომ
უბრალოდ ისტორიამ
თუ ყველაფერმა ერთად მოგცეს ადამიანმა
ხო ყოველთვის მაკლდება შენთან გრძნობები
ხო ვერ გამოვხატავ
ხო ის ალბათ ერთეული ხარ
ვისთვისაც არ მითქვამს
რო სასწაულზე მეტია
უბრალო
საოცრებაზე მეტია
ჟრუანტელიც კი მეუბრალოება როცა შენ გეხება საქმე
შენ ისტორიას და უბრალოდ შენ
ყველაზე დიდი საგანძური ხარ
ამ უბრალო
და გაუფერულებულ სამყაროს რო გაჩნია
გრძნობებიც დაწყობილი
ემოციაც აწყობილი
ურთიერთობა გაწყობილი
და უბრალოდ სიყვარული ჰაერში
ყველაზე საოცრება ხართქო და ჰა
დამიჯერე
რო ყველაფრის საწყისი
შენ ხარ ბოლოც
და უბრალოდ ყველაფერი
იმაზე მეტი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია
ხო გეუბნები სუ ისე გელოდები
ისე რაღაცნაირად ჩემებურად
ხო იცი ადამიანს რო ამოიჩემებ
და უბრალოდ გეშენება
გესამყაროება
გემარტოება
რაღაც ეგეთი ხარ
იმაზე მეტი ხარ
ვიდრე იცი
ვიდრე ხვდები
და ვიდრე ვწერ
heart_eyes kissing_heart
საოცარი ნიჭი გაქ
გამაბრუა
მაბზრიალო მატრიალო
და სამყარო გამიფერადო
მაჩვენო
რო სადღაც იმაზე დიდი ბედნიერება
ვიდრე გახუნებულ ოცნებებში
იქ იმაზე მეტი სიყვარულია
იმაზე მეტი ფერი ვიდრე წარმოგიდგენია
ხო ასე უბრალოდ შემიძლია ამოვიჩემო

მიყვარდეს ერთი ორი სამი ოთხი ისტორია
მაგრამ შენი ისთია
მემილიონედ ერთხელ მაქ წაკითხული
დღესაც ახალ სიტყვებს ვამჩნევ
იმდღეს ახალი ერთი სიტყვა აღმოვაჩინე
და საკუთარ თავს გაუბრაზდი თურმე
გრჩება
ტოვებ
არ გაქ კარგად წაკითხული
ვერ ხვდები რამხელა
რამდენ გრძნობას იწვევ
ერთი დიდი დღესასწაული ხარ
დღესასწაულებს შორის
მიყვარს შენი არაორდინალური
არამქვეყნიური
უბრალო
გმირებით სავსე
ემოცით სიყვარულით
ნდობით მეგობრობით
უბრალოდ იმ გრძნობებით სავსე
რის უკმარისობასაც განვიცდით
რაც გვაკლია
რაც არ არსებებობს
უბრალოდ მიყვარს შენი ხალისიანი
სავსე
ათასი გმირით
ათასი ადამიანით
სავსე
მიმოფანტილი ემოციებით
ქარს გაყოლილი სუნით
რომელიც ყოველთვის ასდის შენ ისტორიას
ყოველთვის ასდის შენ სიყვებს
გმირებს
და უბრალოდ შენ ნაწერს
მიყვარს ის სუნი ის განცდა
ის ჟრუანტელი რომელსა შენი ისტორია ტოვებს
შენ ტოვებ
ეს სამყაროც მეპატარავება მე შენთვის
სხვანაირი განძი ხარ
სხვანაირი ადამიანი
სხვანაირი
ხარ
აი ასე
ხო ასე არ გეუბნები
ხო უბრალოდ გვაქ ერთი დიდი დღესასწაული
თავისი წუწუნით
გაბრაზებით
ყოველთვის ჩემი სიშტერით
ჩემი სულელობით
გწყდება გული
მაპატიე აქ საჯაროთ
მიყვარხარ
უღმერთოდ
ღმერთამდე
ღმერთს იქით
აი ასე ჩემებურათ
ცუდად თუ კარგად
ვგიჟდბეი მე შენზე
შენ ხარ სასწაული
და მერე გმირები
მერე ისტორია
heart_eyes
პატარა საგანძური ხარ
რომელიც
ჩემიც არის
მიყვარხარ
ასე ძან ბევრი იმდენად ბევრი
რო მეჩემები
ღმერთამდე მარიამ
ღმერთს იქით
იქამდეც იმის იქითაც heart_eyes
გულების დედოფალო
ღმერთამდე ვიცი მე სიყვარული

ვაიმე თამუნა რა გინდა რას მერჩი ? რატო მიწერ ასეთ რაღაცებს რო არ ვციი რა უნდა გიპასუხო სულ მგონია რო ჩემი სიტყვები ვერ გაგახარებს და ვერ იქნება სამაგიერო frowning აუუ თამუნა თამუნია თამუნიააა ეეეეეჰ თამუნია

 


№14  offline წევრი Firefly

შენ ხარ განტვირთვა ჩემი:დ ისე გამეხარდა რომ დამხვდა ახალი თავვიი♥♥♥
ყველა პერსონაჟი მომწონს საოცრად ერთი მათეს საყვარელი მომინდა გამეპუტა და ვაჟბატონიც მიმეყოლებინა თუმცა ვიცი შენ მიხედავ :დ
გელი მოუთმენლად
--------------------
M.T

 


№15  offline მოდერი Mathew

ჯანდაბა,ჯანდაბა და ჯანდაბა.
რა მჭირს?!
არა რა,ლია,ლეა ,ლეაკო,ჩემი გოგო ყველაზე მეტად შემიყვარდა.
გეფიცები,მაში იმდენი მსგავსება აღმოვაჩინე.დაუფიქრებლად ჩამოვთვლი და ამ ყველაფერმა ძალიან მაგახარაა.ალბათ ამანაც გამოიწვია მის მიმართ გაორმაგებული სიყვარული.
მათემ კი მომიშალა ნერვები,მაგრამ მაინც ჩემია რაა.ანუ,ლეაკოსი რომაა იმიტო.
რაც შეეხება სხვებს!
აქ საერთოდ ზედმეტია სიტყვები.
თინი იმდენად სახალისო,პოზიტიური,თბილი,ერთგული და მეგობრულია.
არაჩვეულებრივიი.
მადლობა შენ რომ მუდამ ასე მახალისებბ <3

 


№16 სტუმარი Shorena kiladze

Rogor vertobi rom icode .gakrechili vkitxulob.au es mate damalecina erti ra uxeshi ,uzrdeli,sazizgari.au chkua ascavle erti magas.vvijdebi shens istoriebze veli axal tavs

 


№17  offline წევრი blondeangel631

ლეას და მათეს წყვილი მომწონს და მალე გამიურეცხე მათეს ტვინი და გული და ეს საოცრება ბავშვში რომ უყვარს მიხვდეს რა ასევე მარიას და ილარიონის წყვილიც ძალიან მომწონს ერთუ ამ გოგოს ესველოს და სოფოს რე რეზის შემდეგს ველი ძალიან მომწონს ♡♡♡ ♡♡♡ :* :* <3 <3

 


№18 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომწონს.აი ეს მათე არ მომწონს როგორ ექცევა ლეას.ველოდები როდიე გამოჩნდება თინის პრინცი.შენ კი როგორც ყოველთვის სასწაული ხარ

 


№19 სტუმარი ჯუნა

აქ ისეთ კომენტარებს გიწერენ ვერ ვხვდები რა სიტყვეებით შეგამკო განსხვავებულად და გამორჩეულად მარიამ. (მარიამ, მარიამი... როგორ მიჭირს ამ სახელის თქმა... მეც მყავდა ჩემი მარიამი, რომელიც საუკეთესო მეგობარი მეგონა მაგრამ ისე მატკინა.... თუმცა შენ სულ სხვა მარიამი ხარ, რომელიც თავისი ისტორიებით და საოცარი შემოქმედებით მუდამ მაბედნიერებს და ძალიან დადებითად ვიმუხტები, როდესაც ვკითხულობ შენს დაწერილ თითოეულ მოთხრობას). მოკლედ ძალიან მაგარი გოგო, რომ ხარ და უმაგრესად წერ იცი.... ასე, რომ ველოდები შემდეგ თავს და ვიცი ძალიან მომეწონება. მადლობა შენ, რომ ასე დადებითად და პოზიტიურად წერ და ცოტახნით გაგყავარ ამ სამყაროდან????????

 


№20  offline წევრი tatiko.1995

საოცრება ხარ .... არვიიციი რა გითხრა

 


№21 სტუმარი anuka

dges dade momdevno tavi dzaan gtxov

 


№22  offline წევრი lena lena

საოცრებავ <3

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე დღეს საშინელი დღე მელის წინ და ცოცხალმა თუ მოვაღწიე სახლში დავდებ დღესაც ახალს აუცილებლად .
წუხელ ადრე დავიძინე და რას ვიფიქრებდი ახლა ამდენი კომენტარი თუ დამხვდებოდა რომ სათითაოდ ფიზიკურად ვერ გიპასუხებთ. მაპატიეტ არ გეწყინოთ , უბრალოდ არ შემიძლია disappointed_relieved ყველა წავიკითხე და უძალიანესად პოზიტიური განწყობა მაქ იმედია გამოცდამდე მიმყვება და იმედია თქვენით დაწყებული დღე კარგად გაგრძელდება. მიყვარხართ,მაბედნიერებთ ჩემი პოზიტივები ხართ თქვენ

 


№24 სტუმარი Qeti qimucadze

Pirveli shemtxvevaa rom sityvebi ver movzebne, iseti dinamikit vitardeba siujeti, mgonia iqvar da mat axlodan vakvirdebii, dilit pozitivit davimuxte, vgijdebi meshenze mariamooo, imedia male iqneba momdevnoc, minda sul vkitxulobdee

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

Qeti qimucadze
Pirveli shemtxvevaa rom sityvebi ver movzebne, iseti dinamikit vitardeba siujeti, mgonia iqvar da mat axlodan vakvirdebii, dilit pozitivit davimuxte, vgijdebi meshenze mariamooo, imedia male iqneba momdevnoc, minda sul vkitxulobdee

ქეთი მადლობა საყვარელო heart_eyes heart_eyes დინამიკას არ დაკარგავს ბოლომდე და დიდხანს არ განერვიულებთ არცერთ წყვილზე smile

 


№26 სტუმარი Ucnobi

შენ ხარ საოცარი პოზიტივი, საყვარელი და უნიჭიერესი, თინი ძალიან მომწონს, ვგიჟდები ასე მაგარ გოგოებზე, წარმატებები გამოცდებზე

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

Ucnobi
შენ ხარ საოცარი პოზიტივი, საყვარელი და უნიჭიერესი, თინი ძალიან მომწონს, ვგიჟდები ასე მაგარ გოგოებზე, წარმატებები გამოცდებზე

მადლობა დიდი kissing_heart kissing_heart

 


№28 სტუმარი 647678

ეს "უ" გამოყოფილი რატოა? ასეთი მართლწერა ხდება იმ შემთხვევაში, როცა თავსართით და მის გარეშე სიტყვა ჩამოყალიბებულია. ანუ, "საზღვროდ" რამე ახალია თუ "'" რა დატვირთვა აქვს ამ ნიშანს?

 


№29  offline აქტიური მკითხველი La-Na

მოკლედ სულ რაღაც სამი დღე არ ვიყავი აქ და ჩემი გოგოც დაბრუნებულა.როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ.სამივე თავი სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე.მაგარი გოგოა თინი.ნუ ყველა დადებითი პიროვნება გყავს, მაგრამ ეს გოგო ცეცხლია smile გამიხარდი ძალიან ტკბილო
--------------------
ლანა

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
მოკლედ სულ რაღაც სამი დღე არ ვიყავი აქ და ჩემი გოგოც დაბრუნებულა.როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ.სამივე თავი სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე.მაგარი გოგოა თინი.ნუ ყველა დადებითი პიროვნება გყავს, მაგრამ ეს გოგო ცეცხლია smile გამიხარდი ძალიან ტკბილო

ლანააა smile smile მეთქი სადაა რატო არ კითხულობს ხოა მშვიდობა smile smile მიხარია რო მოგწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent