შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ერთხელ აეროპორტში" თავი 4


4-06-2018, 21:50
ავტორი lena lena
ნანახია 1 567

მეოთხე თავი მეგობრებო.
მგონი რაღაც გამოვიდა.
მე რაღაცნაირად მიყვარს ეს ისტორია
თქვენი ლენა
-----------

მთელი საღამო სულელივით ვიღიმოდი, რომ გეკითხათ რა გაცინებსო ვერც გიპასუხებდით მაგრამ ფაქტია რომ ღიმილსგან უკვე სახის კუნთები მტკიოდა. ბაჩომ უკითახავად დაავლო ხელი ელეს და საცეკვაოდ წააპორწიალა. თავის მხრივ ელე მთელი მონდომებით ცდილობდა მისი მკლავებიდან დაძრომას თუმცა ბაჩომ მისკენ მიიზიდა და ყურში რაღაც უჩურჩულა ელეც ნიბლიასავით გაინაბა და კომფორტულად მოთავსდა ქერას მკლავებში. აი ნიცას დაყოლიება კი საკმაოდ გაუჭირდა რომეოს თუმცა "ჯულიეტამ" ბოლოს მაინც დართო ნება რომ მასთან ეცეკვა და რომეოც ბედნიერი დაასრიალენდა თითებს ნიცას მოშიშვლებულ წელზე რასაც თავის მხრივ ნიცას თვალების ბრიალი თუმცა რომეოს მხრიდან იგნორი მოყვა.
-დამდებთ პატივს თქვენს მონა-მორჩილს და მაჩუქებთ ერთ ცეკვას ლედი? -თაეტრალურად გამომიწოდა ხელი ლუკამ. უხერხულად ვიგრძენი თავი მიუხედავად იმისა რომ ცეკვა მინდოდა ვერ გადავწყვიტე რა მექნა თუმცა კახიმ ჩემზე ადრე იმოქმედა და ჩემი ხელი ლუკას გადააბარა .
-აბა კრასოტკა კარგად ცეკვავ თუ ფეხები უნდა დამამტვრიო? მკითხა წარბების თამაშით ლუკამ?
-ჯაივი? ჩავილაპარაკე ჩემთვის მუსიკის გაგონებისთანავე.
-გაქაჩავ? მკითხა ლუკამ და ხელები მომხვია.
-მალე არ დაიღალო რა! თვალი ჩავუკარი და მის ხელებს შორის გავძვერი.
ლუკა საოცარი მოცეკვავე გამოდგა. მართალია რამოდენიმე ნაბიჯი აგვერია თუმცა მაინც კარგად ვიცეკვეთ და საბოლოოდ აპლოდისმენტებიც დავიმსახურეთ.
-აუ ჩემი ეს ვინ ყოფილა ტო ! კახი ერიდე ძმობას გაფიცებ -ამოიკრუსუნა ლუკამ და მოწყვეტით დაჯდა სკამზე.
კახიმ გადაიხარხარა და ხელი დამავლო.
-ახკა ჩემი ჯერია. მიჩურჩულა ყურთან და ძლიერად შემომხვია მკლავები.
-აბა როგორ მოგეწონა ბიჭები? მკითხა ღიმილით
-ძალიანნ საყვარლები თბილები და კონტაქტურები არიან გაბადრულმა დავუქნიე თავი.
-ვეჭვიანობბ ამოიბურდღუნა ჩემს კისერში.
ამას არ ველოდი მეგონა გაუხარდებოდა თუ მის მეგობრებთან თავს კარგად ვიგრძნობდი.
-მე მეტს აღარ ვიზამ -ამოვიბლუკუნე დაბნეულმა. სიმართლე გითხრათ ისიც კი არ ვიცი რატო ვიხდიდი ბოდიშს მე ხომ არაფერი გამიფუწებია მაგრამ არ მინდოდა სიტუაცია დამეძაბა.
-ვაიმე ლენ როდის უნდა გაიზარდო ჰა? ვიხუმრე გოგო ამ ბიჭებს საკუთარ თავზე მეტად ვენდობი -მითხრა სიცილნარევი ხმით და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-სტაჟიანი დეგენერატი ხარ კახაბერ დარბინიანო ვუთხარი გაბრაზებულმა .
და საერთოდ მომაშორე ტოტები სირცხვილია.
-ნწ სულაც არა ჩემს შეყვარებულს ვეხუტები სხვისას კი არა.
ამის გაგონებისას დავიძაბე. თითქოს ახლა გავიაზრე რომ მას ჩვენი ურთიერთობის სერიოზულ ფაზაზე გადაყვანა სურდა და მე ის არ მიყვარს.
მიხვდა ჩემი ხასიათის ცვლილებას და სახლში წასვლა შემომთავაზა მეც დავთანხმდი ბავშვებს დავემშვიდობე და ტაქსში ჩავჯექით.
გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია ორივე ვგრძნობდით დაძაბულ სივრცეს. მადლობა დღევანდელი საღამოსთვისთქო მივახალე სწრაფად და სადარბაზოსკენ წავედი.
-ლენა! დამიძახა სანამ შევიდოდა და ისე სწრაფად ჩამეხუტა რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი.
-დრო რამდენიც გინდა იმდენი გექნება მითხრა დ ლოყაზე მომაკრა ტუჩები სწრაფად გატრიალდა და ტაქსში ჩაჯდა.
....
24 დღეა არცერთი ნახვა
დანარჩენი
უბრალო შეტყობინებაც კი.
ბრავო კახი! მ ა ლ ა დ ე ც! ვამბობ გულში ბრაზიანად და გვერდს ვიცვლი
-დედიკო სადაა კახაბერი რატო არ ჩანს? მეკითხება დედაჩემი და თმაზე მისვამს ხელს.
-მოუავლელშია დედა. მე რა ვიცი სად არის ჯანდაბაში წასულა სულ არ მაღელვებს საერთოდ ნუ გამოჩნდება თუ უნდა ვაა. ვფრუტუნებ და ბალიშში ვრგავ თავს.
მოულოდნელად დედაჩემის ხარხარი მესმის.
მოიცათ დედაჩემის?
თან ხარხარი?
გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა !
ინსტიქტურად ვწევ თავს ბალიშიდან და ოთახის კარებთან სიცილისაგან ოთხად მოკეცილ კახის ვეფეთები. დედაჩემი კი ქურდულად მიიპარება ოთახიდან.
-დედა შე მოღალატე დაბრუნდი და ეს ინდივიდი გააქრე ჩემი ოთახიდან ვკივი ბოლო ხმაზე.კახი კი საწოლს უახლოვდება და ცდილობს საბანი გადამაძროს. მომენტალურად მახსენდება რომ საცვალით და მაისურით ვწევარ და სასწრაფოდ ვაფრინდები საბანს თან კაცის ვუკივი რომ შემეშვას.
-რას გაკივი გოგო შიშველი ხო არ ხარ... თუ ხარ? ფერები გადასდის სახეზე მერე უცებ გულზე იტაცებს ხელს და შეწუხებული მეუბნება.
-კიდე კაი არ შეგხედე სად შემიძლია მაგდენი ფული გამისკდებოდა ამ უმწიკვლო ბავშვს
მიდი ადექი დროზე შე ზარმაცო მეუბნება და საბანს ქაჩავს.
-კახაბერ დარბინიანო აიღე ეგ შენი ორი გრძელი ფეხი და გაალაჯე აქედან სანამ შენი თაფლისფერები ჩემმა ფრჩხილებმა იმსხვერპლა.
-აბა აბა არ ვარ ჩამოსხმული ნახე რა ფეხები მაქვს ბოლო ხმაზე ღრიალებს და ციბრუტივით ტრიალებს რომ ყველა მხრიდან დამენახოს.
სერიოზულ სახეს ვინარჩუნებ და ისიც ასრულებს ნომერს .
-არა მაინც არ ვარ დასაკარგი ბიჭი მეძახის კარებიდან და გადის.
სწრაფად ვემზადები და სამზარეულოში გავდივარ სადაც სავარაუდოდ უკვე დააპირა დედაჩემმა კახი.
-დედა ყავაა -ვწუწუნებ და კახის პირდაპირ ვჯდები.
სამაგიეროდ თვითონ დგება და კარგი დიასახლისივით იწყებს ჩემთვის ყავის გაკეთებას ამის შემხედვარეს ისეთი ისტერიული სიცილი მიტყდება რომ კახი მიბღვერს შემდეგ დედაჩემს უტრიალდება და ღიმილიანი სახით ეუბნება
-უი მართლა თქვენ ნანი ხომ გეძახდათ?
დედა ჯერ იბნევა შემდეგ სასწრაფოდ იმშრალებს ხელს და "უი რამ დამავიწყას" ძახილით გარბის სახლიდან.
გაოგნებული ვუცქერი კახის მიერ დადგმულ სპექტაკლს.
-როგორ ხარ? ამოვიბლუკუნე და ენაზე ვიკბინე. არა ქართული ლექსიკონიდან რატო უნდა ამერჩია სიტყვათა ეს სულელური შეთანხმება რომელიც საერთოდ არ უნდა მეთქვა ახლა. ენა მიგახმეს ლენა!
-რავი მშვიდობიანად მოვიარე მოუვლელი მპასუხობს და ერთიანად მაწითლებს
-ლენა სალაპარაკო გვაქვს -მეუბნება ამჯერად სრულიად სერიოზულად.
-ჰო ვიცი -ვეუბნები და თვალის გასწორებაც კი მრცხვენია მისთვის.
-24 დღე ველოდე რომ დამირეკავდი და რადგან არ დამირეკე ისევ მე მოვედი. ლენა ამ სიტუაციაში ყოფნა ძნელია . გაურკვევლობას ვერ ვიტან.
პირველად ვხედავ ასეთ სერიოზულ კახის და ხმის ამოღებას არც კი ვერ ვბედავ.
-მოჯლედ დღეს საღამოს ექვსზე გამოგივლი . ვილაპარაკოთ .ე უნდა ვიცოდე რას გრძნობ .
თავი ინსტიქტურად ვუქნევ . ისიც ფეხზე დგება და კარებისკენ მიდის უკან მივყვები თავდახრილი და არც კი ვიცი რატომ ვგრძნობ თავს დამნაშავედ.
სანამ კარებში გავა უკან ტრიალდება და ჩემს სახეს ხელებში იქცევს.
-ლენ ნუ გგონია რომ რამეს აშავებ. ნუ გეშინია არც კოჭების დაცხრილვით და არც ხერხემალში გადამტვრევით არ ვაპირებ შენს დაშინებას- ეღიმება და შუბლზე მკოცნის - უბრალოდ მინდა იცოდე რომ ჩემს ოცნებას შენი სახელი ქვია.
...
-გელოდები
მომივიდა შეტყობინება და მეც ხისრისტეხვით ჩავირბინე კიბეები.
გაბადრული სახით შემხვდა კახი თუმცა მაინც შევნიშნე ეჭვნარევი მზერა.
-დღეს ტაქსი არ იქნება მითხრა მხიარულად.
-აუ მეზარება ფეხით სიარული ამოვიწუწუნე მაშინვე.
-და ამით? მითხრა და მოტოციკლზე მანიშნა.
თვალები გამიფართოვდა და ბრჭყვიალეებით ამევსო. პატარა ბავშვივით მოვყვეი ერთ ადგილზე ხტუნვას. კახიმ ღიმილით მომარგო ჩაფხუტი და ზურგსუკან მომიჯინა.
მთელი გზა რაღაცეებს ვეტიტინებოდი ისიც ღიმილით მიკრავდა თავს . ბოლოს მაღალ კორპუსთან შეაჩერა მოტოციკლი და გადასვლაში დამეხმარა. ვერ მივხვდი აქ რას ვაკეთებდით მაგრამ მაინც გავყევი ჯერ ლიფტით ავედით მერე რკინის კიბეები ავიარეთ და შენობის საფეხურზე აღმოვჩნდით.
თითქმის შვიდი საათი იყო მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა დღის შუქი.
ორი სავარძელი და დაბალი მაგიდა იდო.
ირგვლივ ყველგან სხვადსხვა ჯიშის ქოთნის მცენარეები ეწყო . თითქმის ყველაფერი მწვანე იყო. მაგიდაზე უბრალოდ წითელი ღვინო თეთრი შოკოლადი და ორი ბოკალი ეწყო.
კახის გავხედე რომელიც უხერხულად იშმუშნებოდა და ნერვიულად იქექავდა თავს.
-ოო ლუკა რომანტიკა და ჯანდაბა შენ . ბურდღუნებდა თავისთვის.
დასჯილი ბავშვივით ამომხედა და მსუბუქად გამიღიმა.
-ეს ისე რა ანუ ხო გესმის ... მზის ჩასვლა ლამაზია აქედან და რავი...
არაფერს მეტყვი მითხრა ხმაჩამქრალმა .
-სამოთხეა ამოვიბლუკუნე გაოცებულმა.
-მართლა ლენ? აუ გამისკდა გული გოგო ვერ მითხარი თავიდანვე თუ მოგეწონა?!
ისე თავისუფლად ამოისუნთქა თითქოს სიმძიმე მოხსნეს ბეჭებიდანო.
სავარძელში დამსვა და ღვინო დამისხა.
ჯერ არ დალიოოო გამაფრთხილა ჯერ მომისმინეთ .
-მოკლედ ლენ მე შენ თავიდანვე ვერ გავიაზრე.
ვაიმე რა რთულია ჩაიფრუტუნა და ღვინო ბოლომდე დალია.
-ლენ არ ვიცი საიდან დავიწყო. მილიონჯერ მაინც დავალაგე სათქმელი მაგრამ ახლა არაფერი მომდის თავში.
ვუყურებდი და ვხვდებოდი როგორ იმტვრევდა თითებს პატარა ბავშვივით. ვუყურებდი როგორ უჭირდა ჩემთვის ყურება და მის თაფლისფერებს აქეთ-იქით მოუსვენრად აცეცებდა.
ვიხსენებდი 24 დღეს.
მონატრებას.
მოლოდინს.
და ვხვდებოდი როგორ მიყვარდა მისი ნერვიული ქმედებები, სიცილი, მოძრაობა, მზერა და ყველაზე მეტად თაფლისფერები.
ბანალურად რომ ვთქვა კახი "ის" იყო.
-ლენ მიყვარხარ წამოიყვირა უცებ და თვალებში შემომხედა. იმდენად მიყვარხარ რომ შენს გაპუწულ თმებსაც კი სიამოვნებით ვუყურებ ყოველ დილით. იმდენად მიყვარხარ რომ შენს ბუზღუნა და წუწუნს ყოველდღიურ რუტინას ვიქცევდი. ფეხზე ადგა და ჩემი ხელები თავისაში მოიქცია. მიყვარხარ ლენ და მინდა მითხრა რომ შენც!
თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი რამხელა სითბო იღვრებოდა მისი მზერიდან. თვალები ცრემლებმა ამიწვა. კახი შეცბა და ხელი გამიშვა.
-ლენა უნდა ხვდებოდეს რომ მე ... რომ არ გაიძულებ.. მე უბრალოდ უნდა მეთქვა... უნდა მებრძოლთა ლენნ.. ბურდღუნებდა და წინდაუკან დადიოდა.
ფეხზე წამოვიჭერი და საკუთარი ნებით დავწვდი მის ტუჩებს.
ღვინოს გემოშერეულმა ტკბილმა ტუჩებმა გონება ამირია.
თავიდან გაკვირვებულმა ვერ მიხვდა რა ხდებოდა შემდეგ ჩაიღიმა და ენერგიულად დასწვდა ჩემს ტუჩებს.
როდესაც მომცილდა ტუჩებზე ჩამჩურჩულა -ეს რას ნიშნავდა?
-მეც-ს ვუპასუხე გაბრუებულმა.
ხმით ჩაიცინა და კიდევ ერთხელ ვიგემე ყველაზე ტკბილი ტუჩები მსოფლიოში



№1  offline წევრი lena lena

mirandaa31
კარგია, მართლა კარგია. უბრალოდ ბევრი ბეჭდური შეცდომა გაქვს და თუ გამოასწორებ კარგი იქნება ❤️ გელოდები ახალი თავით

ვეცდები <3
მადლობა რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent