ვინუჟდენში დაქორწინებულები 16
ავტორის შენიშვნა: მადლობა რომ კითხულობთ ❤️ შემდეგს ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დავდებ ❤️❤️❤️ ------------- მეორე დღეს არც მზის სხივებს გავუღვიძებივარ და არც ჩიტების სასიამოვნო გალობას. -გაიღვიძე, გათენდა!-ვერ ვიტანდი, როცა დილით მაღვიძებდნენ, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო ხმა იყო... -კაი...-ამოვიბუტბუტე, მაგრამ ადგომა არც მიცდია, პირიქით, ძილი განვაგრძე. -ანა ომლეტი მოგიმზადე და რომ გაცივდეს, არ გაპატიებ იცოდე!-უხეში ხმა ჰქონდა. ჩემმა ტვინმა მხოლოდ წამით წარმოიდგინა უგემრიელესი ომლეტი, რამაც მხოლოდ ღიმილი გამოიწვია ჩემს სახეზე და მეტი არაფერი. თავი ისევ ბალიშში ჩავრგე. წამით ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ვიფიქრე, რომ ალექსი დანებდა და ლამის ჩამეძინა, როცა მისი გამოკვეთილი, მკაცრი სიტყვები გავიგონე. -თუ ახლავე არ ადგები, შენს გვერდით დავწვები. როგორც კი ჩემმა ნახევრად გამორთულმა ტვინმა ახალი ინფორმაცია გადაამუშავა, თვალები ვჭყიტე და საწოლში შევხტი. -მღვიძავს, მღვიძავს!-მზერა დამბიდვოდა, რის გამოც მის გამომეტყველებას კარგად ვერ ვარჩევდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაცამ ძალიან გაამხიარულა.-ვდგები! თვალები მოვიფშვნიტე. ახლა უკეთ გავარჩიე ალექსის ლამაზი სახე. მართლაც თვითკმაყოფილი და დამცინავი ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე. სახეში არ მიყურებდა, სახის დაბლა მიშტერებოდა რაღაცას. დაბლა ჩავიხედე და სახეზე სისხლი მომაწვა. სულ დამავიწყდა, რომ ღამით საცვლების ამარა დავიძინე. წელსზემოთ თითქმის სულ შიშველი ვიყავი, მხოლოდ თეთრი ბამბის ბიუსტჰალტერი მეცვა. პომიდორივით გაწითლებულმა საბანს ვტაცე ხელი და პირამდე ავიფარე, შემდეგ კი ალექსს ავხედე გაბრაზებულმა. -დიდი მაინც ვერაფერია.-მხრები აიჩეჩა ბიჭმა. -გაეთრიე!-ვუყვირე წყობიდან გამოსულმა. -ხომ გითხარი, რომ მე შენთან დავასრულე?-წყნარი, ცივი ხმა ჰქონდა ბიჭს-მალე ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი, საჭმელი გაცივდება.-ოთახიდან გავიდა და დამტოვა გაკვირვებული, მთლიანად გაშეშებული. ******* ხუთ წუთში უკვე დაბლა ვიყავი. კიბეებზე რომ მეცა უგემრიელესი ომლეტის სუნი, სამზარეულოში ქარბორბალასავით შევვარდი. ალექსი მაგიდასთან იჯდა, მაგრამ ჭამა ჯერ არ დაეწყო. როგორც ჩანს მელოდებოდა. გვერდზე მივუჯექი და გემრიელად დავიწყე ჭამა. -არა...-წამოვიწყე პირგამოტენილმა-მართლა საოცრება ხარ!-ისე წამომცდა ხმამაღლა, ვერც კი გავიაზრე. ბიჭმა ჯერ გაკვირვებულმა გამომხედა, შემდეგ კი ჩაეღიმა, თუმცა არაფერი არ უთქვამს, ჭამა განაგრძო. მე კი სუნთქვა შემკვროდა. ის წამომცდა, რასაც ვფიქრობდი. ეს როგორ მომივიდა?! -მე გავრეცხავ, შენ გაამშრალე.-მიბრძანა ალექსმა როცა ჭამას მოვრჩით. ბიჭმა სახელოები აიკეცა და წყალი მოუშვა. -ესეიგი, საოცრება ვარ არა?-მკითხა ბიჭმა მოულოდნელად. გავწითლდი. იმედი მქონდა ამას დაივიწყებდა, მაგრამ კარგი რა?! ეს ხომ ალექსი იყო! -ეგ მე ვთქვი? რაღაც არ მახსოვს...-უნიჭოდ მოვიტყუე. -ალბათ მომეჩვენა-ჩაეღიმა ბიჭს. ძალიან კმაყოფილი ჩანდა. თითოეულ ჭურჭელს, გარეცხვის შემდეგ მე მაწვდიდა, მე კი ვამშრალებდი და ლამაზად ვალაგებდი. -იცი ალექს...-წამოვიწყე საუბარი როცა ყველაფერი გავრეცხეთ-მართლა მიკვირს, რომ შენნაირმა ბიჭმა საჭმლის კეთება იცის და ჭურჭლის რეცხვაც ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. -რატომ არ უნდა შემეძლოს?-ჩალი წარბი ასწია ბიჭმა. -რავიცი...-მხრები ავიჩეჩე-მოსამსახურეები გყავს და შეგიძლია საერთოდ არაფერი აკეთო. -მოსამსახურეებს ჩემს სახლში არ ვუშვებ, ამიტომ მიწევს ყველაფერი მეთვითონ ვაკეთო.-მიპასუხა ბიჭმა. -უცნაურია...-ამოვიჩურჩულე. ,,სულაც არ ხარ ისეთი ბიჭი, როგორიც წარმომედგინე''-გავიფიქრე გულში. -დღეს კლუბში ვერ წავალთ.-მითხრა ალექსმა. -რა?-შევკრთი. -რა?-კითხვა შემომიბრუნა. -რატომ არ წავალთ?-ძაან სასოწარკვეთილად გამომივიდა. -რა იყო,-ბოროტად ჩაეცინა ალექსს-შენი ბიჭის ნახვა გინდა? -ჩემი ბიჭი არაა!-გავღიზიანდი-რატომ არ წავალთ?-კითხვა გავუმეორე. -ორდღიან ლაშქრობაზე მივდივართ ტყეში.-წყნარად მითხრა. ადგილზე გავშრი. არ ვიცოდი რა რეაქცია მქონოდა. -ლაშქრობები არ გიყვარს?-მკითხა ალექსმა. ოდნავ იმედგაცრუებული ჩანდა. -როგორ არ მიყვარს... პირიქით!-ვუარყავი მაშინვე-მე და მამა ხშირად დავდიოდით ლაშქრობაზე. მაგრამ... -მაგრამ?-ცისფერი თვალები შემომანათა ბიჭმა. -ვილიამს შევპირდი, რომ დღეს მივიდოდი...-ვთქვი გაუბედავად. მომეჩვენა, რომ ალექსს თვალები ჩაუქრა. ოდნავ მოჭუტა. ისე, თითქოს ჩემს დანაშაულში გამოტეხვას ლამობდა. -არაუშავს, ერთ დღეს გადაიტანს-თქვა ბიჭმა აგდებულად-ხვალ შეხვდები. -კაი...-მხრები ავიჩეჩე. ვცდილობდი თავი გულგრილად მომეჩვენებინა, არადა ძალიან დამწყდა გული. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ვილიამს დღეს ვერ ვნახავდი, ლაშქრობაც არ მეჩვენებოდა ცუდ იდეად. მე და მამას ძალიან გვიყვარდა ლაშქრობები. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, ხშირად მივყავდი ერთ ან ორ დღიან ლაშქრობებზე ტყეში. ხანდახან დედაც მოგვყვებოდა დიდი ხვეწნის შემდეგ. წარმომედგინა ამ ულამაზეს ადგილას როგორი იქნებოდა ლაშქრობა... -რამდენ ხანში გავდივართ?-მხოლოდ ეს ვკითხე. -რაც მალე, მით უკეთესი.-მიპასუხა მარტივად.-ლაშქრობაზე რეები გჭირდება იცი?-დაამატა დამცინავად. -უკაცრავად?-შეურაწყოფილის სახე მივიღე-რომ იცოდეთ, სტაჟიან, გამოცდილ მოლაშქრეს ესაუბრებით!-ამაყად მოვიღერე ყელი. -ვნახოთ.-ცალმხრივად გაეღიმა ბიჭს. ********* მაცივრის კარი გამოვაღე. ჩემდა გასაკვირად, მთლიანად სავსე დამხვდა. -პროდუქტი საიდან?-გავძახე ალექსს ხმამაღლა. -შენ რომ გძინავს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხვები არაფერს აკეთებენ-გაისმა ცივი პასუხი. მის რეპლიკას ყურადღება არ მივაქციე, მაცივრიდან ლაშქრობისთვის შესაფერისი პროდუქტის გამოღება დავიწყე. ყურადღებით ვათვალიერებდი ყველაფერს, ვადას ვამოწმებდი და შემდეგ პლასტმასის კონტეინერში ვალაგებდი. -მალე მორჩები?-გაისმა ბიჭის ხმა უფრო ახლოდან. -თითქმის მოვრჩი...-მისკენ არც გამიხედავს ისე ვუპასუხე. მაცივრიდან ცივი წყლის ბოთლი გამოვიღე და ჩანთაში ჩავაწყვე.-ასანთი მოგაქვს?-ვკითხე ცოტა ხანში და ვაშლი გამოვიღე. -კი.-მიპასუხა მოკლედ. -ფანარი?-ვაშლიც კონტეინერში მოვათავსე. -ფანარიც.-თავმობეზრებულმა მიპასუხა-შენ ყველაფერი ჩაალაგე? -მგონი კი...- მაცივრის კარს მიღმა გავხედე ბიჭს. ჯინსი და შავი მაისური ეცვა. უზარმაზარ ჩანთაში რაღაცას ტენიდა -ხომ მხოლოდ ორი დღით მივდივართ?-გადავამოწმე. -კი, ხვალ დავბრუნდებით-დამიმოწმა ბიჭმა ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს. -მაშინ ყველაფერი მზად მაქვს-ვუპასუხე საკუთარ თავში დარწმუნებულმა-მხოლოდ კარავი არ მაქვს-გამახსენდა უცებ. -შემოსასვლელში, კარადაში დევს-მითხრა ბიჭმა- ერთ-ერთი ამოირჩიე. -კარგი...-ბანანიც კონტეინერში ჩავდე. -ამდენი საჭმლის ჭამას აპირებ?-მომესმა ბიჭის გულწრფელად გაკვირვებული ხმა. -რატომაც არა?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.-უფრო მეტის ჭამაც შემიძლია-ამაყად გავხედე. ძლივს შესამჩნევად ჩაიღიმა. -შეეცადე თავი ძალიან არ დაიტვირთო, ბევრი სიარული მოგვიწევს და გაგიჭირდება.- გამაფრთხილა ცივი ტონით. -სად მივდივართ?-ვკითხე ინტერესით. -მთებში!-მითხრა ბიჭმა დამაინტრიგებლად და ოთახიდან გავიდა. ******** -იქ უნდა ავიდეთ?-ვკითხე შეშფოთებაშეპარული, ოდნავ შეშინებული ხმით. ტბის გვერდით აღმართულ, ტყით დაფარულ მთას თვალს არ ვაშორებდი. -რა იყო, გეშინია?-მკითხა ალექსმა დამცინავად და წინ წავიდა. -არა!-მაშინვე ვუარყავი. მზერა მთას მოვაშორე და ბიჭს ავედევნე.-უბრალოდ...-დავიბენი. წარბი სკეპტიკურად ასწია და დამცინავად შემომხედა. ჩემს გამართლებას ელოდებოდა. -უბრალოდ, დარწმუნებული ხარ, რომ ხვალამდე იქ ასვლას და უკან ჩამოსვლას მოვასწრებთ?-ვკითხე ეჭვით. -დარწმუბებული ვარ.-მიპასუხა მტკიცედ-იქ ლაშქრობაზე არაერთხელ ვყოფილვარ. დღესვე ავალთ. სავარაუდოდ რამდენიმე საათში. -ლაშქრობაზე მარტო დადიოდი?-ვკითხე გაკვირვებულმა. ვერ ვიჯერებდი, რომ ამხელა ტყეში სრულიად მარტო მიდიოდა ხოლმე, მითუმეტეს ხანდახან ღამითაც თუ რჩებოდა. -ხო.-მიპასუხა უემოციოდ-ყოველთვის მარტო დავდიოდი. მოხეტიალე განდეგილი ვარ. -ანუ მე პირველი ვარ, ვინც პარტნიორობას გიწევს?-ვკითხე გაკვირვებულმა. -ეგრე გამოდის-მხრები აიჩეჩა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უზომოდ ნასიამოვნები დავრჩი. რატომღაც თვითკმაყოფილებას მანიჭებდა ის ფაქტი, რომ მისთვის პირველი პარტნიორი ვიყავი ლაშქრობაში. ტყეში მალე შევედით და გზას ერთი მიმართულებით დავადექით. აქაურობა ულამაზესი იყო! გარშემო მხოლოდ მშვიდი, ტყის ხმები ისმოდა. სუნიც საოცარი ტრიალებდა: ყვავილების, ფოთლებისა და მიწის. მოტივირებული და ეიფორიაში მყოფი მივყვებოდი ალექსს უკან, თან მუდმივად გარემოს ვათვალიერებდი. ხმას თითქმის არ ვიღებდით, მხოლოდ ხანდახან მაფრთხილებდა ბიჭი-წინ უყურე, ფეხი არაფერს წამოკრა-ო, თუმცა მე მაინც მონუსხული შევცქეროდი გარემოს. -ანა-მომესმა ალექსის ჰაეროვანი ხმა-შესვენების დროა. ბიჭს გავხედე. უზარმაზარი ჩანთის მიუხედავად დაღლა საერთოდ არ ეტყობოდა. შავი თმა ოდნავ ასჩეჩვოდა და სახეზე ლამაზ კულულებად ეფინებოდა. ცისფერ თვალებში ტყის მწვანე ფერები ირეკლებოდა, რაც საოცარ სილამაზეს ქმნიდა. ეს ისედაც ულამაზესი არსება, ახლა უფრო ლამაზი გამხდარიყო. ერთ წუთს გავშეშდი. მივჩერებოდი ამ სასიამოვნო სანახაობას და მუცელში რაღაც თბილი სითბო მეღვრებოდა. რა გრძნობა იყო ეს? რატომ მიხურდა რაღაც შიგნით? რა მემართებოდა?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.