ვინუჟდენში დაქორწინებულები 13
ავტორის შენიშვნა:არ გამიბრაზდეთ, ვიცი რომ პატარაა :დდ მაგრამ მალე დადეო და აი!... შემდეგს სამ ან ოთხ დღეში დავდებ და სავარაუდოდ ძალიან დიდი თავი გამოვა ❤️ მოკლედ ახლა თქვენთან ძალიან სერიოზული კითხვა მაქვს-რას ფიქრობთ მოთხრობაში ცოტაოდენი ფანთასტიკა, თავგადასავალი ან დეტექტივი რომ შევურიო? გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ თქვენი აზრი ❤️ მადლობა წინასწარ ❤️ -მართლაც უგემრიელესი იყო!-კიდევ ერთხელ შევაქე ჩარლი. -ლოგიკურია,-ჩაერთო ალექსი-ის ხომ შეფმზარეული იყო 3 წელიწადი. აღრთოვანებული შევაცქერდი ჩარლის. მან მხოლოდ თბილად გამიღიმა. -რატომ წამოხვედით?-ვკითხე ინტერესით. კაცის ნაცრისფერ თვალებში რაღაც გაკრთა. დაიანას გადახედა. -ქორწინებაზე დავთანხმდი.-ჩარლის მაგივრად მიპასუხა ქალმა და ქმარს გახედა. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ-ქორწილის შემდეგ ქალაქიდან აქ გადმოვსახლდით და სახლების გაქირავების ბიზნესი წამოვიწყეთ. ერთმანეთს უღიმოდნენ. რამდენიმე წამში გარემო იმდენად ინტიმური გახდა, რომ თავი ზედმეტად ვიგრძენი. როცა ალექსს გადავხედე, მივხვდი, რომ ისიც ჩემნაირ სიტუაციაში იმყოფებოდა. -ჩვენ წავალთ...-შევაპარე წყვილს-ცოტას წავუძინებთ. წყვილმა ერთი გამოგვხედა და თავი დაგვიქნია. -ალექს იცი თქვენი ოთახი სადაცაა.-უთხრა დაიანამ ბიჭს. ალექსმა თავი დაუქნია და კიბეებზე ამიძღვა. მეორე სართულზეც ყველგან ნახატები ეკიდა. ბიჭმა ერთ-ერთი ხის კარი შეაღო და შიგნით შევიდა. მეც უკან შევყევი. მყუდრო საძინებელი დამხვდა. ოთახში მხოლოდ დიდი საწოლი და კარადა იდგა. ღია ფანჯრიდან კი ტბის ხედი მოჩანდა. ალექსი საწოლთან მივიდა, ჩემკენ შემობრუნდა და უკან ისე გადაწვა. საწოლზე რბილად დაეცა ზურგით და ჭერს ააშტერდა. ვარსკვლავის პოზაში გაიშხლართა და მთელი საწოლი დაიკავა. მე ადგილზე ვიყავი გაშეშებული და ვერაფერს ვერ ვამბობდი. როგორც იქნა აზრზე მოვედი. -ალექს გაგიკვირდება და ერთ საწოლში მოგვიწევს მთელი დღე ძილი. იქნებ ინებო, საწოლის მეორე მხარეს გადაინაცვლო და ადგილი დამითმო?! ბიჭმა შებეზრებული სახით ამომხედა. აშკარად არ სიამოვნებდა საწოლის სხვისთვის გაყოფა. თუმცა როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, სარკასტულად გაიღიმა. -ჩემთან დაწოლა გინდა?-მკითხა ორაზროვნად. -რაც გაგიცანი, იმის მერე მაგაზე ვოცნებობ!-არ დავაკელი ირონია. -გინდა, გინდა -დარწმუბით ჩაილაპარაკა-უბრალოდ ეს ჯერ შენ თვითონაც არ იცი! ამოვიოხრე. -ზედმეტად მეოცნებე ყოფილხარ. -რეალისტი ვარ-თვალი ჩამიკრა ბიჭმა და საწოლის მეორე მხარეს გადაჩოჩდა. ფეხსაცმელი ისე გაიძრო, ხელი არ დაუხმარებია. შემდეგ მაისურისკენ გააცურა გრძელი თითები. გული ლამის საგულიდან ამომივარდა ნახევრად შიშველი ალექსის წარმოდგენისას. ზუსტად ვიცოდი, ამის მეორედ ნახვას ვერ გადავიტანდი. -არ გაიხადო!-ლამის ვიყვირე. ბიჭმა ინტერესით ამომხედა. -ამ სიცხეში ტანსაცმლით დავიძინო?-დამცინავად მკითხა. -არც ისე ცხელა! -ანა-დაიწყო დინჯად-უკვე 26 საათზე მეტია არ მძინებია და ნამდვილად მჭირდება კარგი გამოძინება. ასე რომ მაპატიე, შენი ახირების გამო ტანსაცმლით არ დავიძინებ. -კაი, მაშინ ჯერ დავწვები და მერე გაიხადე.-დავთმე პოზიციები და საწოლთან სწრაფად მივედი. ბალიშებს ხელი დავავლე და საწოლის შუაში განლაგება დავიწყე. -რას აკეთებ?-მკითხა გაკვირვებულმა ალექსმა. -საზღვარს ვაშენებ!-ვუპასუხე სერიოზულად. ჩემი თავდაჯერებულობა მაშინვე დაინგრა, როცა ალექსის გულიანი სიცილი გავიგონე. -შენი აზრით რამის გაკეთება რომ მინდოდეს ბალიშები შემაჩერებდა?-ვერ წყვეტდა სიცილს. -ეგ არც მიფიქრია-სახე წამეშალა-უბრალოდ საზღვრები დავაწესე. -ცხოვრებაში არავის დაუწესებია ჩემთვის საზღვრები პატარავ!-ამჯერად სერიოზული გამომეტყველებით მიყურებდა-რატომ გგონია რომ შენ გაქვს ამის უფლება?! ვუყურებდი ალექსის ცისფერ თვალებს და პასუხს ვერ ვცემდი. ან რა უნდა მეთქვა?! ხმის ამოუღებლად შევწექი საწოლში, ბალიშების კედელი ,,გავამაგრე'' და ალექსის საწინააღმდეგო მხარეს გადავბრუნდი. -ანა...-გავიგონე ალექსის ჩურჩული რამდენიმე წუთში. -ხო...-ვუპასუხე ნახევრად მძინარემ. -აქ ისეთ რაღაცეებს განახებ, ცხოვრებაში ვერასდროს დაივიწყებ... -მაინც?... -დასაწყისისთვის მთის სახლი გამოდგება-ზურგითაც კი ვგრძნობდი მის ღიმილს. -ალექს... აქ რატომ წამომიყვანე?-ვკითხე ინტერესით. ხმა არ გამცა.-იმას ვგულისხმობ, რომ ვერ ვხვდები რატომ წამომიყვანე იმ ადგილას, რომელიც შენთვის ამდენს ნიშნავს... -ეგ მეც არ ვიცი პატარავ... ალბათ...-უცებ დადუმდა -ალბათ...? -უბრალოდ-ალბათ.-,,დაასრულა'' წინადადება. გამეცინა. -ძილინებისა ქმარო! -ძილინებისა ცოლო!-მიპასუხა-ისე რომ იცოდე თითქმის შიშველი ვარ და როცა დავიძინებ შეგიძლია ჩემი სილამაზით უჩუმრად დატკბე.-დაამატა ირონიით. თვალები ისე გადავატრიალე, თითქოს დაინახავდა. აღარაფერი მიპასუხია. მალე ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.