შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა ( თავი მეოთხე)


5-06-2018, 00:17
ავტორი sofikela
ნანახია 2 989

განსაკუთრებული სიხარულით შევუდექი ბარგის ჩალაგებას. არ არსებობს იმაზე სასიამოვნო შეგრძნება, ვიდრე საკუთარ სახლში ყოფნაა, სახლში, სადაც გაიზარდე, ყველაზე მნიშნვნელოვანი დღეები გაატარე, საერთოდ, ბევრჯერ მითქვამს, სახლი ისაა, სადაც შენი მშობლები ცხოვრობენ-მეთქი და ახლაც ასე ვფიქრობ.
საოცრებაა, როდესაც დილით სახლის ხმები გაღვიძებს. უცნაურად ჟღერს ? ჰო, სახლის ხმები. იცი როგორია სახლის ხმები? ფეხის ხმა რომ გესმის და იცი, დედამ ჩაიარა, მამამ თუ ბებომ. სამზარეულოდან ხმები რომ გესმის და დარწმუნებული ხარ შენთვის ამზადებენ რაღაცას. კარის ჭრიალით რომ ხვდები ვინ გამოვიდა ოთახიდან.
ტელევიზორი რომ ხმაურობს, ხვდები რომელ არხზეა გადართული, იცი ვინ უყურებს იმისდა მიხედვით, თუ როგორი ხმები ისმის. ზოგჯერ მხოლოდ თავისთვის რომ ხმაურობს და არავინ აქცევს ყურადღებას. არაფერი სჯობს სახლში ყოფნასა და იმის შეგრძნებას, რომ ყველაფერი იდეალურადაა და ირგვლივ ყველა შენზე ზრუნავს. ამ დროს, თითქოს, სადარდებელიც აღარაფერი აქვს ადამიანს.
ყველაფერ ამაზე ფიქრი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტკბილად დამძინებოდა. უკვე ვიცოდი, რომ სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარებამდე.
ისეთივე დილა გათენდა, როგორი განწყობაც მქონდა.
აღარც მოსალოდნელი ლექცია მანერვიულებდა და აღარც დამღლელი სამსაათანი გზა, რომელიც წინ გველოდა.
თვალი გახელილი არ მქონდა, ტელეფონი რომ მოვიმარჯვე და ჩათი გავხსენი :
-დღეს დიდი დღეა, ხომ გახსოვთ? მინაწერსაც ეტყობოდა, არაჩვეულებრივ ხასიათზე რომ ვიყავი.
- ბარგი მზად მაქვს, უნიდან შენთან წამოვალ, ერთად გავიდეთ - მიპასუხა სალომემ.
- ოქეიი, მივწერე პასუხად.
-მეც მზად ვარ - მოვიდა მარის პასუხიც - ჩემს პირველკლასელებს ჩავუტარებ გაკვეთილებს, მერე 1-2 საათით დავიძინებ და საღამოს თქვენთან ვარ.
-ვიცი შენი ძილის ამბები, ისე არ ქნა, ვეღარც გაგაღვიძოთ - ვუპასუხე სწრაფად.
- მე ჯერ არ ვარ მზად, მაგრამ არ დავაგვიანებ, გპირდებით - მოიწერა ნინამ და წარმოვიდგინე, როგორი სახით გვწერდა ამას.
- ნინას და მარის წამოყვანას და დროზე ჩამოსვლას მე ვიღებ საკუთარ თავზე - არ დააყოვნა ანას პასუხმაც.
- ოქრო ხარ, გავიქეცი, ნათიას მიწერეთ ან დაურეკეთ, რას შვება, ხომ მოდის, რამე ხომ არ შეიცვალა- მივაყარე უცებ და განგაშის სიგნალი ჩამერთო, მივხვდი, ვაგვიანებდი. აღარც ყავის დალევა გამივლია თავში და რაც პირველივე მომხვდა ხელში, ის ჩავიცვი. სწრაფი ნაბიჯით ჩავირბინე კიბეები და ძლივს მივუსწარი 171 ნომერ სამარშრუტო ტაქსს , რომელიც სამსახურამდე მიმიყვანდა. მალევე მივხვდი, რომ სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა, მოსალოდნელ სასიამოვნო დღეებზე ვფიქრობდი, რომლებსაც ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარებდი. ძალიან მიყვარს ეს გოგოები, ხანდახან მგონია, რომ არაფრითაც არ ვგავართ ერთმანეთს. ზოგს ბითლზი უყვარს, ზოგს სტინგი, ზოგს არც ერთი ან ორივე ერთად … სულაც არაა მნიშვნელოვანი, რომ ჩემი საყვარელი ფერი ლურჯია, მისი – ნარინჯისფერი…
მე პუნქტუალური ვარ, მას უჭირს გაღვიძება, მას ყოველთვის ადრე ეღვიძება დილით …
ჩემი საყვარელი ხილი ატამია, მისი – ბანანი, მისი – ბროწეული…
მე ფეხბურთით ვცოცხლობ, ისინი კი საოცრად არასპორტულები არიან…
მე ნამცხვარს ყოველთვის კოვზით მივირთმევ,ის – ჩანგალს ამჯობინებ,ის – უბრალოდ ტკბილეულობას ვერ იტანს…
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს გარდა იმისა,რომ ვსუნთქავთ,ჩანგლით მივირთმევთ სალათს და კოვზით წვნიანს,ორი ფეხით გადავადგილდებით და არა ოთხით და ადამიანები გვქია! და უბრალოდ ის,რომ ერთმანეთი გვიყვარს …
ფიქრებში გართული მივხვდი, რომ სასურველ გაჩერებას ვუახლოვდებოდი :
- გაჩერებასთან გამიჩერეთ - დავუძახე მძღოლს და ხურდის ძებნა დავიწყე საფულეში.
- დიდი მადლობა, გავუღიმე და ქუჩაში ჩამოსულმა ხარბად ჩავისუნთქე შემოდგომის უჩვეულოდ თბილი ჰაერი.
მიუხედავად დატვირთული დღისა და ბევრი საქმისა, ჩემს იდუმალ „მძღოლთან“ შეხვედრაზე ფიქრი არ მასვენებდა და გულსაც მიჩქარებდა. ბევრჯერ ვცადე ყურადღების გადატანა , მაგრამ იმდენივეჯერ მასზე ფიქრს ვუბრუნდებოდი და უფრო მეტად მახარებდა მოსალოდნელი მგზავრობა, იმედი მქონდა, მასზე ბევრ რამეს გავიგებდი სამი საათის მანძილზე. თან არ მინდოდა, მისდამი ასეთი ინტერესი ასე დამტყობოდა და გონების ბნელ კუთხეში მივუჩინე ადგილი მამაკაცს, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი.
ათასჯერ დავხედე საათს დღის განმავლობაში და როგორც იქნა სამუშაო დღეც დასრულდა.
- მიდი, შენს ბიჭს დაურეკე და მოგვაკითხოს - მითხრა სალომემ.
-ვინ ჩემს ბიჭს? - ფიქრებში გართული დავუბრუნდი რეალობას.
-აი, იმას, დღეს რომ თერჯოლაში მივყავართ - მითხრა ღიმილით და ისეთი სახით მიყურებდა, ჩემი რეაქცია აინტერესებდა აშკარად. მივხვდი რომ გავწითლდი, ნუთუ ასე აშკარად მეწერა სახეზე ის ყველაფერი, რის დამალვასაც მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი ?!
- კარგი რა - ისეთი ხმით ვუთხარი, ჩემს თავსაც კი ვეღარ ვაჯერებდი, რომ ეს ინტერესი მხოლოდ დროებითი იყო.
- ჩათვალე, არაფერი მითქვამს - მითხრა და პირველივე ტაქსი გააჩერა.
უფრო და უფრო ნელა გადიოდა დრო, იმაზე ადრე ვიყავი მზად, ვიდრე შეიძლებოდა და მოთმინებადაკარგული ვურეკავდი ცალცალკე ყველას.
რვის ნახევარზე შეტყობინება მივიღე. ნომერს ჩაწერის გარეშეც კარგად ვცნობდი და აჩქარებული გულისცემით გავხსენი :
- ლექტორო, რამე ხომ არ შეცვლილა?
- ყველა გეგმა ძალაშია - მივწერე ღიმილით.
დათქმულ დროს ყველანი ადგილზე ვიყავით და მალევე ვერცხლისფერი მინივენი გაჩერდა ჩვენს წინ.
- რაოდენობის გათვალისწინებით ტრანსპორტი შეიცვალა , მაგრამ ესეც კომფორტულია - მომაჯადოებელი ღიმილით მითხრა უსახელო მძღოლმა და ჩანთა ფეხებთან დადებული ჩანთა ჩადო საბარგულში.
არც არავისთვის მიკითხავს აზრი, ისე მოვთავსდი წინ, მძღოლის გვერდით და ანას მზერამ ზურგი ამიწვა მაშინვე.
- აბა, წავედით თერჯოლაში - ისე თქვა, ღიმილი არ მოშორებია სახიდან, მზის სათვალე მოირგო და ვიგრძენი, როგორ აიწია ტემპერატურამ მანქანაში.
ოქტომბრის საღამოა. ვზივარ მანქანაში, ფანჯარას გავცქერი პირდაპირ და ასე მგონია სამყარო თვალწინ მეშლება.
წვიმაა, ოღონდ ფოთლების წვიმა.
ისეთი სიმშვიდე და სილამაზეა, მგონია ყველა გზა აუცილებლად ტაძრამდე მიმიყვანს. . .
მივხვდი – შემოდგომა ციდან იწყება.
მართალი ყოფილა ქარჩხაძე, ,,თვალი გაქვს შეჩვეული კაცს, თორემ ყველაფერი სასწაულია” …
ხვალ რთველი დაიწყება და ჩემი მეზობლები რიგრიგობით წავლენ ყურძნის დასაკრეფად… მზისფერ მტევნებს ქვევრებში ჩაწურავენ და მარნებში მაჭრის სუნი დატრიალდება..
მერე ხეებს მზის სხივები ჩაეღვრებათ სხეულში და მიწა ნელ-ნელა დაიფარება სხავადასხვანაირად ყვითელი ფოთლებით… ჩემი ფერები დაბრუნდება და ყველაფერი უფრო თბილი იქნება, ვიდრე მწველ ზაფხულში…მერე ბებო თათარას მოადუღებს დიდი ქვაბით… ჩურჩხელებს ამოვავლებთ… ნელ-ნელა ისევ აცივდება და უკვე ზამთარი მოპარავს დღეებს შემოდგომას…
დრო უნდა მეყოს ყველაფრის დასამახსოვრებლად…



№1 სტუმარი ლია

მიხარია გაგრძელება რომ გადაწყვიტე,დიდი დრო დაგჭირდა მოფიქრებისთვის.

აღარ დააგვიანო დადება ახალი თავის,თორემ დისკალიფიკაციას ვერ აცდები❤❤❤

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Ar mjera rom dabrundii, gaagrzele gtxov, da nu daagvianeb, saintereso istoriaaa

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორც ჩანს ვკითხულობდი ამ ისტორიას და მერე გადამავიწყდა. ახლა თავიდან გადავიკითხე და როგორ გამახარე რომ აგრძელებ. ეს თავი ყველაზე კარგი იყო, ღიმილი არ მომშორებია სახიდან. აუცილებლად დაასრულე, საოცრად წერ და არ გაქვს უფლება შეწყვიტო :დდ ❤

 


№4  offline წევრი sofikela

ლია
მიხარია გაგრძელება რომ გადაწყვიტე,დიდი დრო დაგჭირდა მოფიქრებისთვის.

აღარ დააგვიანო დადება ახალი თავის,თორემ დისკალიფიკაციას ვერ აცდები❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ^_^

Qeti qimucadze
Ar mjera rom dabrundii, gaagrzele gtxov, da nu daagvianeb, saintereso istoriaaa

აღარ შევწყვეტ, გპირდებით <3
მიხარია, თუ გაგახარეთ ჩემი დაბრუნებით :)

Chikochiko
როგორც ჩანს ვკითხულობდი ამ ისტორიას და მერე გადამავიწყდა. ახლა თავიდან გადავიკითხე და როგორ გამახარე რომ აგრძელებ. ეს თავი ყველაზე კარგი იყო, ღიმილი არ მომშორებია სახიდან. აუცილებლად დაასრულე, საოცრად წერ და არ გაქვს უფლება შეწყვიტო :დდ ❤

საოცრად მიმაღლებს მოტივაციას ასეთი შეფასება,
უღრმესი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent