შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამტოვო (დასასრული)


5-06-2018, 01:18
ავტორი green.M
ნანახია 1 605

-რატიი?-გავიკვირვე მე
-ემილი რატი ვინარის?-ლაშამ ეჭვის თვალით შემომხედა.
-შენი ძმაა-კარებში უცხო კაცი შემოვიდა.
-შენ აქ რასაკეთებ? -ლაშას გაბრაზება შევატყე, აშკარად არ ესიამოვნა ჭაღარა შერეული კაცის დანახვა.
-აქ რატომ მოხვედი? აქ რა გესაქმება?-ლაშამ ლოგინიდან ადგომა სცადა. ხელი ვტაცე და დავაკავე.
-შვილის სანახავად მოვედი-მივხვდი რომ ის კაცი ბატონი დავითი იყო.
-შვილი?-კარებში ქ-ნი მანანა შემოვიდა.-რას ქვია შვილი? საერთოდ შენ მამობის ღირსი ხაარ? სადიყაავი ამდრომდე? როცა მამას კითხულობდა ლაშა სადიყავი მაშინ? იცი როგორ გამიჭირდა მისთვის იმის თქმა, რომ მამამისი წავიდა და აღარ მოვა. წახვედი და ბედის ანაბარა დაგვტოვე, მერე მოდიხარ და ამის მერე ლაშას შვილს უწოდებ? ერთხელ მაინც დაგერეკა და მოგეკითხა. ერთი კაპიკი არ მახსოვს შენიდან-ქალს ცრემლები სცვიოდა, ბოლოს მივარდა ბ-ნ დავითს და მუშტების ქნევა დაყწყო. ქაცი იგერიებდა ქალის სუსტ მუშტებს და ხმას არ იღებდა. თითქოს აქამდე ვერ გეაზრებინა თავისი დანაშაული და ახლაღა მიხვდა შეცდომას.
ჩოჩქოლსა და ხმაურზე ექიმი შემივარდა და ლაშა ამ მდგომარეობაში რომდაინახა გარეთ გასვლა მოგვთხოვა. რატის ვანიშნე რომ მამამისი გაეყვანა, მე კი მანანა დეიდას დამშვიდებას ვცდილობდი.
ერთ კვირაზე არც მეტი ბ-ნი დავითი და არც რატი არ გამოჩენილან. ლაშა გამოწერეს. სულლიქ ვიყავი ვერ ვშორდებოდი, ამასობაში თებერვალიც გადიოდა. დღეები შედარებით დათბა. ახალი წელი ვერც გავიგე ისე გავიდა, ან რა მეახალწლევებოდა. რამოდენიმე დღის მერე, რაც ლაშა გამოწერეს, ლანას დავურეკე დაა ვთხოვე ჩემთან გამოსულიყო. ძალიან მომენატრა მასთან ლაპარაკი, თან ამ დროის განმავლობაში რაც გამოვტოვე ყველაფერს მომიყვებოდა. ძალიაან... ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, იქითური აქეთური ამბები. მერე სიყვარულის ამბები გამოვკითხე და ჩემდა გასაკვირად ასეთი პასუხი გამცა:
-ოოო! არსებობს ის ერთი, მაგრამ ისე გამოდის, რომ მემგონი მარტო მე მიყვარს, მას არ მოვწონვარ. ის ადამიანი არც შენ აარ მოგწონს ემილი. არც ლაშას სავარაუდოთ.
-ლანა რას გულისხმობ?
-იმას ემილი, რომ პირველად შემიყვარდა. არც ველოდი ისე შემოვიდა ეს გრძნობა ჩემში. შენც კარგად იცი, რომ არ მჯეროდა სიყვარულის, აქამდე თუ ვინმესთვის მიმიწერიაა ან მსგავსი, მხოლოდ იმიტომ რომ სიყვარული მეგონა. თურმე არა ემილი, სიყვარული სხვა რამ ყოფილა. თანაც ძალიან რთული.
-ლანა... ვინარის? მითხარი გპირდები ვინცარუნდა იყოს, ისეთს მივიღებ როგორიც არის და მე თუ მართლა ვიცნობ და თან არ მომწონს ეგ ადამიანი, შენგამო ჩემ პრინციპებს გადავაბიჯებ, ხომ იცი ჩემი და ხარ. დები კი ერთმანეთს ყოველთვის გვერდში უდგანან...
-რატი!-სიტყვა არ მქონდა დამთავრებული და ამ სახელის გაგონებაზე ვეღარ განვაგრძე ლაპარაკი. ცოტახანს ყველაფერი გაჩერდა თითქოს გზაგასაყარზე ავღმოჩნდი სადაც ერთი გზა ლანასკენ მიდის, მეორე კი ლაშასკენ. არვიცოდი რა მეთქვა, ავდექი და უბრალოდ ლანასგადავეხვიე. თვალებიდან ცრემლები წამიმცვივდა. ლანას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი:
-მართლა გიყვარს?
-ძალიან. ეს სამი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შემყვარებოდა. შენ არიცი ელენე, როგორ ნანობს ლაშა თავის საქციელს. იმ წვიმიან დღეს ახალი გაგებული ქონდა ის ამბავი, რომ ყავდა ნახევარ ძმა ლაშა. საჭესთან გონებაარეული დაჯდა და სიჩქარეს უმატა. მერე რაც მოხდა იცი. შენ რომ ლაშასთან ერთად იყავი ხოლმე, რატი ყოველდღე დადიოდა საავადმყოფოში, დილით ადრე, რომ ნახვა მოესწრო ლაშასი სანამ შენ მოხვიდოდი. მე ამას ყოველდღე ვხედავდი. რამოდენიმე დღის მერე საავადმყოფოს კაფეში შევნიშნე, მივედი და გამოველაპარაკე. პირველივე კონტაქტის წამიდან მე მასთან ყოფნა მიხაროდა.
-ვუსმენდი ლანას და რატი უფრო მძულდებოდა, ვფიქრობდი იქნებ უბრალოდ ლანას გამოყენება უნდა და მერე მიატოვებსთქო. აზრები ირეოდა ჩემ თავში.
-ლანა, მე შენგამო მივიღებ რატის. გესმიის?
-ემილი... ლაშა?
-ლაშას მე დაველაპარაკები.
-კარგი ემილი.
. ლანა რომ გავაცილე ლაშასთან წავედი. კარი გავაღე (გასაღებით)
-ლაშა!
-აქ ვარ ემილი-ტელევიზორის წინ მდგარ მდივანზე წამოწოლილმა გამომძახა.
-ლაშა, როგორ ხარ?რამე ხომარ გინდა? ნაჭამი გააქვს?
-ემილი დაჯექი არაფერი არ მინდა. შენთან საქმე მაქვს.
-რა საქმე?-ძალიან გამიკვირდა.
-რატიმ დამირეკა.
-რაა? რაუნდოდა?
-საქმე ქონდა ჩემთან, აქ იყო ამოსულუ ახლახანს წავიდა.
-რა გითხრა? რა საქმე ქონდა?
-ყველაფერი არმიხსნა, მითხრა რაც მოხდა იმ დღეს, მანაც ახლახანს გაიგო, რომ ძმა ყავს და აზრებარეული რომ იჯდა საჭესთან. ყველაფერი მომიყვა და პატიება მთხოვა.
-შენ რაუთხარი?
-ემილი, ყოველთვის მინდოდა ძმა მყოლოდა. მამა წავიდა დაგვტოვა და ამისათვის რატი არუნდა დაისაჯოს. მას არაფერი დაუშავებია.
თვალებზე ცრემლი მომადგა და ლაშას გადავეხვიე.
-მანანა დეიდა რას ამბობს?
-არვიცი როგორ შეეგუება რატის. მისი ცხოვრება ხომ რატის და დედამისის გამო დაინგრა.
-როდის აპირებ თქმას?
-ალბათ საღამოს.
-კარგი.
-შენ რამე საქმე გქონდა?
-კი... არ ვიცი საედან დავიწყო. მოკლედ ლანას რატი უყვარს.
-ანუ ლანასაც უყვარს.
-რასგულისხმობ?
-რატიმ ლანაზეც მელაპარაკა. მას ის ძალიან უყვარს, მაგრამ არიცოდა ლანა რას გრძნობდა მის მიმართ და გრძნობებში გამოტყდომა უჭირს.
-დღეს მეც მელაპარაკა ლანა.
-მოდი იცი რა ვქნაათ? ავაგულიანოთ რატი და სიყვარული ავახსნევინოთ. ამდენი ტანჯული დღეების მერე ცოტა გავმხიარულდეთ.
-ლაშა! მიყვარხაარ! -მისკენ წავიწიე და ტუჩზე ვეამბორე.
-ჩემი გოგო ხარ!
. ორი დღის მერე მეგობრებს დაველაპარაკეთ, მერე რატის დავუჯექით და გეგმების მოფიქრება დავიწყეთ. ყველამ ერთხმად მოვიფიქრეთ, რომ სამ დღეში ლანას დაბადებისდღე უწევს. ამ დღეს ყველა გათიშავს მობილურს, არ შევა ფეისბუქზე და არანაირად არ დაეკონტაქტება ლანას. კარსაც არ გააღებს თუ კარზე ლანა აკაკუნებს. ყველა მოვრიგდით, რომ ამ დღეს ლანას დაბადრბისდღეს ერთად მივულიცავდით ერთ პატარა კლუბში. და მთავარი სიურპრიზიც იქ იქნება.
***
ლანას დაბადებისდღეც გათენდა. დილით რომ ავდექი ტელეფონი გავთიშე. მერე აბაზანაში შევედი სარკესთან რომ მივედი ისევ ერთი ნაბიჯით უკან გადმოვხტი. რამდენიხანია იმის ხალისი არ მქონია, რომ ჩემი თავისთვის დამეცინა. ძალიან მესიამოვნა ეს ხტუნი. სახეზე ღიმილმა გამირბინა და მოწესრიგებას შევუდექი.
ნახევარ საათში მზად ვიყავი. დაბლა ჩავედი და ოჯახს მივესალმე. მერე ნიკას ოთახში შევიჭყიტეე
-ადე ადეე შენ წოლა არ გიხდებაა.
-ემილი კაი რააა-საბანი თავზე გადაიფარა.
-ადექი სკოლაში დაგაგვიანდება.
-ჯერ მაღვიძარას არ დაურეკია-ამის თქმა და მაღვიძარის წკრიალი ერთი იყო
-აი ახლა დარეკა.
-უუფ-ლოგინიდან წამოდგა და ჩენსკენ ხბოს თვალებით გამოიხედა.
-ადეე მიდი.
-ვდგები.
სამზარეულოში გამოვედი და მაგიდას მივუსკუპდი. დედას ვთხოვე, რომ ჯამი გაევსო საჭმლით ისე მშიოდა.
-ემილი რა გჭირს დღეს?-დედა გაფართოებული თვალებით მიდგამს ჯამს წინ.
-ლანა მითხოვდებაა დეე
-რეებს ბჟუტურებ გოგო, ისევ დაიწყე ეს სისულელეეები?-მამამ გაზეთიდან გამოყო ცხვირი.
-არაა მამუციი. მართლა ვამბობ.
-ვის მიყვება?-ისევ შემეკითხა მამა.
-რატის
-დედიკო იმ რატის?
-კი დედა იმ რატის...
მშობლებს მოვუყევი რატის და ლაშას შესახებ. მანანა დეიდადა და ბატონი დავითის შესახებ.
საუბარს რომ მოვრჩი დედას თვალზე ცრემლი დავინახე.
-ფილმს მიყვებოდი ასე მეგონა დედი. ვაი რა ტანჯულად გაზრდიდა მარჩენალის გარეშე ბავშვს მანანა.
-ჰოომ... თანაც როგორი კარგი ადამიანი დააყენა-მამამ ბოლო ყლუპი ყავაც მოსვა და დედას როგორც ყოველთვის შუბლზე კოცნით დაემშვიდობა. დედამ ისევ კარამდე მიაცილა. ოჯახურ იდილეას დავუბრუნდი, ეს მესიამოვნა. მერე დედას მეც დავემშვიდობე. ნიკას გაფართოებული თვალების წინ (ისტორიას ისიც უსმნდა) ხელს ვაქნევ, რომ აქეთ დავაბრუნო ისევე, მერე თავზე ვკოცნი, დედასაც ვემშვიდობები და სახლს ვტოვებ. სასწავლებელში წავედი, იმ იმედით, რომ ლანა იქ არიქნებოდა. ბედმა გამიღიმა, ლანა სასწავლებელში არიყო. გამიკვირდა ნეტავ რამე ხომარ მოხდათქო, მაგრამ ტელეფონს ვერ ჩავრთავდი, გეგმა ჩაიშლებოდა. ლექციებმა როგორც იქნა ჩაიარა. მერე დათქმულ ადგილას მივედი, ლაშა და რატი იქ იყვნენ უკვე. მალევე ზურა, გიო და ლიკოც მოვიდნენ. მერე მათ ლევანიც მოყვა.შევიკრიბეთ ყველა. შევუდექით კლუბის ჩვენ გემოზე მოწყობას. თანხით სრუალიად რატიმ უზრუნველყო საკვებიდან დაწყებული დეკორატიიდან დამთავრებული. ძალიან სასაცილო დასანახი იყო ამხელა ვაჟკაცები ბუშტებს რომ ბერავდნენ, ზოგი ბანტებს აბამდა ფარდებს. ზოგი მაგიდებს აწყობდა. ლიკო კი ყვავილებს ალაგებდა პატარა ლარნაკებში.
იმდენად დიდი სიყვარულით აკეთებდნენ ამ ყველაფერს, რომ დასანახად ნამდვილად ღირდა.
ბოლოს ყველაფერს რომ მოვრჩით, ყველა ჩამოვჯექით და ჩვენ ნახელავს გადავხედეთ. მოგვეწონა. მერე ტელეფონები ჩავრთეთ. ზოგთან 20ჯერ ქონდა ლანას ნარეკი, ზოგგან მესიჯები ქონდა გამოგზავნილი. ზოგთან ფეისბუქზე ქომდა მიწერილი და ასე შემდეგ. ჩემ ტელეფონზე სულ რაღაც 50 ზარი და ოცამდე ესემესი იყო. ტელეფონის ჩართვა და ლანას ზარი ერთი იყო. ყველა გაჩუმდით.
-ხო ლანა.
-ალილუიაა, ცოცხალი ხაარ? სად ხარ მთელი დღე? არავინ არიღებდა ტელეფონს. ძალიან შემეშინდა. სად ხაარ?
-აქვე ვარ ერთ კლუბში, მისამართს მოგწერ და მოდი.
-კაი მიდი.
ტაკ ტააკ. ლანა მოდიდის აბაა ტორტი აქაა? სკამები წესრიგშია? სასმელი მოიტანეეს?
ყველა დატრიალდა და დეტალებს ამოწმებდა. საკვებს და კიდევ ათას წვრილმანს. რატის მღელვარება დაეტყო,
-რატი ბეჭედი სადაა?-ლაშამ იკითხა მოულოდნელად.
-ბეჭედი, ბეჭედი- ყველა ჯიბე დაიარა და ბოლოს გულის ჯიბეში იპოვა.-ბეჭედი აქაა.
-კარგით ახლა ცოტა დრო დაგვრჩა, სულ რაღაც 20 წუთი. ის მალე მოვა.
-ვაიმე, კარგათ გამოვიყურები?-რატი ლაშას მიუბრუნდა.
-კი! ნუ ნერვიულობ.
გაუნძრევლად ვიჯექით და ტელეფონის ზარს ველოდებოდით.
მალევე ტელეფონიც აწკარუნდა ლანა რეკავდა.
-ხო ლანა, აბა სად ხარ?
-მოვედი მაგ მისამართზე.
-კარგი ახლა დიდ შავ კარებს ხომ ხედაავ?-თან ჩუმად ბავშვებს ვანიშნე რატი დამალულიყო და ტორტი ლიკოს გამოეტანა. ზურამ შუქი ჩააქრო.
-კი ვხედავ, კაი შემოვაალ.
. ვსო შემოდის. ლანა შემოვიდა, კლუბში სულ
მთლად ბნელოდა. ისისიყო უნდა გაბრუნებულიყო, რომ
-რალამაზიიი დღეეაააა... -დავიწყე და ბავშვებიც ამყვნენ. მერე შუქი აინთო და ტორტიც გამოჩნდა. ლანას თვალზე ცრემლი დავინახე. ლიკო ახლოს მივიდა ტორტით ხელში და 20 ცალი ანთებული სანთელი სახესთან მიუტანა.
-იმიტოოომ როომ დღეეს ლანაას დაბადებიიის დღეეეაააა.
და ლანამ ლოყები გამობერა
-მოიცა ჯერ სურვილი ჩაიფიქრე-გავაჩერე მე.
-მოიცააა... ვსო ჩავიფიქრე.
ლანამ ტორტს სული შეუბერა და ჩააქრო სანთლები. მერე სათითაოდ ყველამ მივულოცეთ. ძალიან გაგვიბრაზდა, რომ ვერცერთს ვერ გვიკავშირდებოდა.
-რატო არიყავი ისე დღეს უნიში?-ვკითხე ლანას.
-ანი მყავდა ცეკვაზე. გამოცდა ქონდა.
-ააა.
ტორტი გავჭერით და მაგიდას მივუსხედით. მერე ზურა ადგა და ვალსის მუსიკა ჩართო. ლანა ააყენა და გამოიცეკვა. ლაშამ მე გამომიცეკვა. ლიკო ლევანმა. კლუბში კიდევ სხვები, ჩვენი ჯგუფელებიც იყვნენ და ყველა დაწყვილდნენ საცეკვაოდ. ცეკვის დროს რატი გამოჩნდა, ზურასთან მივიდა:
-შეიძლება? -ლანასკენ მიუთითა.
-რათქმაუნდა- ზურამ თავაზიანად დათმო პარტნიორი.
-რატი? აქ საედან გაჩნდი?-ლანა ნიკაპამდე წვდებოდა რატის და ამიტომ თავი მაღლა ჰქონდა აწეული, რათა თვალებში ეყურებინა.
-მე სუ აქ ვიყავი.
-...
-მე ჩამიფიქრე წეღან? სანთლების ჩაქრობისას.
-ვერ მიგიხვდი.
რატი დაიჩოქა და გულის ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო.
-ლანა, გახხდები ჩემი ცოლი?
ლანამ ტირილი დაიწყო, ხმას ვერიღებდა. მხოლოდ თავი დააქნია და რატის გადაეხვია. მერე როდისღაც ამოილუღლულა: ”კი შენ ჩაგიფიქრე”
ყველა იმ წყვილს მივვარდით დაბლა რომ იჯდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ჩვენც მათ ჩავეხუტეთ, მერე საცეკვაო მუსიკა ჩაირთო და ყველა ავდექით. ბოლომდე დავიხარჯეთ იმ საღამოს. გვიანობამდე ვიყავით. მე ლაშამ წამომიყვანა სახლში. ლანა და რატი სადღაც გაგვეპარნენ. ლაშამ ბინამდე მიმაცილა და ხელები ჩამკიდა.
-შენ როდის გახდები ჩემი ცოლი?
-მე? ჯერ დავფიქრდებიი.
-მოდი აქ-მისკენ მიმიზიდა და ჩამიხუტა. ხარბად შევიგრძენი მისი სურნელი და შეშლილ ემილის შეშლილმა აზრმა გაუელვა შეშლილ თავში.
-მოდი გავიპაროთ.
-ჩემი გადარეული ხარ, ყველაზე მეტად მიყვარხარ.-ხელში ამიყვანა და დამატრიალა.
***
ჰოო... ძვირფასო მკითხველო იცი რა მოხდა შემდეგ? თუ გაინტერესებთ გადადით ჩემ facebook გვერძე და მომიწონეთ ფოტოები. კარგით ვიხუმრე.
***
იმღამესვე წავიდნენ ემილი და ლაშა სვანეთში. ულამაზესი იყო იქაურობა. გზაში დაათენდათ, ასერომ ერთ-ერთ ეკლესიაში ჯვარიც კი დაიწერეს. მერე გზად ტანსაცმელები და ფეხსაცმელები იყიდეს, მოემზადნენ სვანეთისთვის და როგორციქნა მიაღწიეს კიდეც ადგილამდე.
სვანეთში ერთი კვირა იყვნენ. მალევე წამოვიდნენ, რადგან ლანას და რატის ქორწილი იყო და ემილი ლანას მეჯვარე იყო.
-ეემ... როგორ მოგვასწრეეს ამ მაიმუნებმა დაოჯახება.
-აბა შენ სამი თვე ძილს მოუნდი და...-სერიოზული სიფათი მივიღე. ლაშამ გააჩერა მანქანა
-ასე ხოომ? მოდი აქქ!-ღიტინი დამიწყო, იმდონემდე მაწვალა სანამ სუნთქვა არ შემეკრა სიცილისგან.
-აუუ... ლააშ... ლაშაა... კააი... გეყ... გეყოოს...
-მაკოცე და გავჩერდები.
-როგ... რროოგორ... არ... მიშვეებ... დაა...
-ჰა გაგიშვი-და ტუჩები მომიშვირა. მე რათქმაუნდა ვიცუღლუტე დალოყაზე უნდა მეკოცნა მიმიხვდა ხუმრობას და სახე შემოაბრუნა. ასერომ მაინც დამიჭირა ონავრობაში.
-ოოო ცუუღლუტოო.
-მე ვარ ცუღლუტი თუ შენ?
ტუჩები გადმოვატრიალე და ლაშას გავებუტე. მერე მალევე შემომირიგა გზაზე რაღაც მყრალა ბალახი დამიკრიფა და ამით ცდილობდა ჩემი გულის მოგებას. ამან რომ არ გაჭრა ქალაქში რომ შემოვედით ერთ ერთ მაღაზიაში კაბა მიყიდა. ულამაზესი იყო, ლანას ქორწილშიც ის კაბა მეცვა სწორედ.
რაც შეეხეება ჩვენ რეზიკოს(ლაშას მეგობარი) ლიკოს ეჩალიჩებოდა ქორწილში. ეცეკვა კიდეც.
ლანა და რატი თაფლობისთვეში გავუშვით პარიზში. ჩვენ რა, ბატონმა დავითმა გადასცა ბილეთები. ჩემი და ლაშას ქორწილი კი მათ ჩამოსვლამდე გადაიდო. როგორციყო გავიდა ესსორი კვირაც და ლანა ჩამოვიდა გასვეცკებული. ნაირნაირი კაბები უყიდია სამი დღე მანახებდა, ყველა ჩაიცვა და პოდიუმი გამიმართა. მალევე ჩვენ ქორწილსაც მოება თავი. მე და ლაშას ულამაზესი ქორწილი გვქონდა. არვიცი ალბათ ჩემი რომიყო მაგიტომ იყო ლამაზი. მაქმანებიანი ამოღებული კაბა მეცვა. მსუბუქი მაკიაჟი. სასწავლებელი დავამთავრე და შვილის ყოლაც მერე გადავწყვიტეთ. სამი შვილი გვყავდა, ტყუპი გოგონები და მესამე ბიჭი. მანანიკო და ნანიკო. ბიჭს კი ზურა. ლანას და რატის ორი შვილი ეყოლათ, დათო და გიო.
***
ეს იყო ტკბილი დასასრული ამ ისტორიის. პატარა, ბანალური, შეზღუდული რატომღაც და ისეე რაა გამომივიდა, მაგრამ მადლობთ, რომკითხულობთ.
მეგობრებო მემგონი დავბრუნდიი :დდ ძალიან მჭირდება თქვენი კომენტარები, ეს თავი ადრე დავწერე, აგრამ არ ამიტვირთავს. შევწყვიტე ერთი პერიოდი წერა, მაგრამ ახლა ვაგრძელებ და აღარასოდეს გავჩერდები <3



№1 სტუმარი A

Lamazi istoria iyo mafram amxela wyveta ar momewona. Awi rames rom daiwyeb boloshi gaiyvane xolme droulad da ara wlebis mere kargi? warmatebebi....

 


№2  offline წევრი green.M

კარგი :) <3

 


№3 სტუმარი კობა ????

ჩემი გულის ბაგაბუგი ????რავახარ ქალოო სადდაიკარგე ხოა დედაშენი და მამაშენი კარგად?ნინიკო?ისტორია არწამიკითხავს ვერგავრისკე .ამის რაგითხრა და შენ რო კაი ბოვშიხარ კი ვიცი მაგი ❤

 


№4  offline წევრი green.M

what? ????????ვინხარ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent