ათასი ფენის ქვეშ (2)
როგორც წესი ახალი დღის ამბებს დილების აღწერით უნდა ვიწყებდე,მაგრამ ჩემი დილები მაინდამაინც შესაშური სიამოვნების შეგრნებით არასდროს იწყება.მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები,ვინც იცის რომ ყოველთვის მოტივირებული ვერ იქნება ჯანსაღად იცხოვროს და ძილს უარი უთხრას,ამიტომ უბრალოდ დისციპლინის რუტინაში ვეშვები და ყველაფერს კარგად მომართული რობოტივით ვაკეთებ.როგორც კი მაღვიძარა თავი საშინელ პირველ ბგერებს გამოიმეტებს ჩემი ძილის მფარველი ღვთაებისთვის, მზის სხივები თვალებზე თითებს მიჭერენ და მაიძულებენ ფართო ხედვით შემოვევლო ოთახს. საწოლის კიდიდან ფეხებს ვაშიშვლებ და იატაკის სითბოს,რომელსაც მზის სხივები ეთამაშებიან ფეხებს ვაწებებ, მკლავებს ჰაერში ვწევ და მაქსიმალურად ვცდილობ ჭერს მივწვდე,რაც რათქმაუნდა არ გამომივა მაგრამ ილუზიის უფლება ვისთვის წაურთმევიათ ?! სამზარეულოსკენ გეზი ავიღე და აღმოვაჩინე რომ მხოლოდ მე არ გამიღვიძია ასე ადრე, ბატონი გიორგი ფანჯარასთან დგას და რაღაცისთვის მზერა აქვს მიწებებული. დილამშვიდობისათქო მხიარულად ვეუბნები და გამოფხიზლებული ღიმილით მიბრუნებს პასუხს. -ასე ადრე რატომ გხედავ სამზარეულოში ? ... - გერკულესს გაზქურაზე ვდებ და მაცივრიდან რძეს ვიღებ. -არც მძინებია...-როგორღაც დანანებით ამბობს და მაგიდასთან თავსდება, ხელისგულს ეყრდნობა ნიკაპით და ღიმილიანი მიყურებს. -რატომ ? მოხდა რამე ? ...- რძეს ჭიქაში ვასხამ და გემრიელად შევექცევი,თითქოს ამაზე კარგი დედაბუნებას არაფერი გამოუგონებია საუზმისთვის. - რაღაც უზუსტობები აღმოაჩინა უფროსმა და მთხოვა წინა თვის ანგარიშებისთვის გადამეხედა,აღარ გადავდე და ... -თეა წავიდა ? ... - ღმერთო რატომ ვარ ასეთი უგულო, იქნებ ასეთი გულგრილი ტონით არ ვილაპარაკო ადამიანებზე რომლებთან ერთად ლამის ორი წელია ვცხოვრობ ?! -თეა კი არ წავიდა მოვიდა,გუშინ მორიგე იყო...დაიძინა. -მართლა ? დღეს უნივერსიტეტში არაა ? -კი არის , მაგრამ ისეთი დაღლილი მოვიდა არამგონია ახლა ლექციების თავი ქონდეს და ნუ გავაღვიძებთ, გამოიძინოს...- კარგითქო ვპასუხობ და თეფშზე დაგმოღებულ გერკულესს გემრიელად შევექცევი..- კარგი,ამასობაში შენ რას შვები ? დღეს სამსახურში ხარ ? -კი ვარ, მაგრამ ჯერ უნივერსიტეტში მივდივარ და... -ბოდიში, უბრალოდ მერე დამავიწყდება, გაიცანი ჩვენი ახალი მეზობელი ? სანდრო აბაშიშვილი ? -კი ოთხი დღის წინ, თქვენ სახლში არ იყავით და მეზობლები დაგვპატიჟა გასაცნობად, მაგრამ დიდად...-წინადადებასაც არ მამთვარებინებს ისე მახარებს გაბრწყინებული ძალიან კარგიო. -მე ორი დღის წინ შევხვდი ლიფტში და ჩვენთან დავპატიჟე, დღეს ბავშვებიც მოვლენ და კარგი ვინმე ჩანს,ძლივს ვიღაც ჩვენი ჭკუის გვყავს სამეზოლოში,იქნებ კალათბურთიც უყვარდეს...ხოდა მოკლედ,გელოდებით დღეს, სანამ არ მოხვალ არ დავიშლებით გპირდები. -მაგრამ ... - ვცდილობ სიტყვა ჩავაკვეხო რადგან ვხედავ როგორ დგება მაგიდიდან და კარისკენ მიდის,მაგრამ ვინღა გისმენს , თვალს მოეფარა და დამიტოვა საფიქრალი,რომელიც არ ვიცი რატომ იქცა ჩემ პრობლემად. იმ შემთხვევის შემდგომ არც შევხვედრივართ და სიმართლე თუ გინდათ სამზარეულოს ფანჯრებს და აივანს შიშით ვუვლი გვერდს რომ მის სახეს არ შევეჩეხო.მიზეზი გჭირდებათ,მაგრამ ნორმალურად თავადაც ვერ ვხსნი,მისი ტონი,მისი სიტყვები ისეთი სარკასტული და ღვარძლიანი მეჩვენა რომ წამიერად საკუთარი თავი დავარწმუნე ყველაფერი იცისთქო, მაგრამ რათქმაუნდა ჩემი ტვინის ნორმალური ფუნქციონირების დაბრუნებისას გავაანალიზე,რომ შეულებელია ასეთი რამ და ჩემზე მეზობლების გაუთავებელემა კითხვებმა და თეთრმა ღვინომ იმოქმედა.სამზარეულოდან გამოვედი და ვეცადე თმა მომეწესრიგებინა , ხელი დავავლე ჯინსის შარვალს და უბრალო მაისურს,დღეს თმაგაშლილი გოგო ვიქნები და თავისუფლად ვიმოძრავებ დღის სირთულეებში. მეტროში აღმოჩენილი თვალს ვარიდებ ჩემ ზურგსა და მხრებზე ამოცოცებულ მზერებს და სიმშვიდეს ვინარჩუნებ ვაგონის შემაწუხებელი ბგერების მიუხედავად. ამ ხმაურისას საკუთარ გონებაში ვიკეტები და ვცდილობ ჩემი აფორიაქებული გონება დავამშვიდო - და მართლაც რატომ უნდა მიქმნიდეს ახალი მეზობლის უცნაური ტონი დისკომფორტს,თან იმდენად რომ დღეს ლიკასთან დარჩენას მანდომებდეს, მე ხომ ვიცი ყველაფერი რომ ცუდადაა ეს უკვე ახალი ამბავი აღარაა,ამას თითქოს მივეჩვიე კიდეც,მივეჩვიე რომ სიწყნარე რთული მოსაპოვებელი კი არაა,ჩემთვის უბრალოდ არ არსებობს...ცხოვრებამ კარგად მასწავლა რომ ნდობა ეს სისულელეა,სისულელე რომელსაც რაღაც მომენტში ვმართებდი საკუთარ თავს,სინამდვილეში მცირეა ამის ღირსი...ვაანალიზებ,ყველაფერი რაც ირგვლივ იმსხვრევა, ან ბინდბუნდში ეფლობა,ყველაფერი ის რაც არ გამომივიდა მარცხი არაა,სამართალის შესწავლისას დავრწმუნდი რომ არ არსებობს უმართლობა ვინაიდან ის მხოლოდ სამართლიანობის არ შესრულების მაგალითია.მარცხი არ არსებობს,არსებობს მხოლოდ წარმატების ვერ მოპოვება,ესეც ეტაპია,ეტაპი რომელიც ხანდახან უფრო ღირებულია ვიდრე ცაში აღმართული ოქროს მედალი და აღტაცებულთა ყიჟინა...მარცხი საუკეთესო მომენტია , რომელსაც უნდა ჩაეჭიდო , რადგან სწორედ აქედან ჩანს ვის შეუძლია უყვარდე ძირს დაცემული,შეფერხებული ან შუშასავით ჩამომსხვრეული და მიმობნეული,ამ დროს განსაკუთრებით კარგად ჩანს პიროვნებათა დამოკიდებულება,რეალური სახე.გადაგივლიან თუ არა მნიშვნელობა არ აქვს რადგან ღიად დარჩენილი კარიდან ყველა მიიძურწება,შენ კი ფართოდ გახელილი თვალებით შეგიძლია უცქირო ადამიანებს რომლებიც შენს ფეხზე წამოდგომას ვეღარ იზეიმებენ რადგან შენთვის ისინი დასრულებული ისტორიაა...მაინც რა გონიათ,ცივ იატაკზე გაშლილი დარჩები ? ათასწლეულობით შეიძლება მიეყინო საკუთარ თავს? წამოდგები,ძალა თავისთავადია,თვითონ მოვა და როცა ეს მოხდება ისე გაიმართები და ისე მყარად დაგები ფეხზე თავადაც გაგიკვირდება...სიტყვები ? ხუმრობ ? სიკვდილზე ჩვეულებრივი,ყოველდღიური მოვლენა არ არსებობს,იცი მაინც რომ წუთის განმავლობაში სამოცჯერაა შესაძლებელი სიკვდილი და შემდეგ დაბადება ? შეგიძლიათ თქვათ ათასობით სიტყვა,ისროლოთ როგორც ტყვიები საფანტიდან,ისროლოთ ტყვიები,მოგვკლათ მაგრამ დაგვასამაროთ? გსმენიათ რამე მარცვლებზე ?ჩვენ მარცვლები ვართ,მიწაში დაფლული მარცვლები რომლიდანაც ნაყოფი ისე აღმოცენდება თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ... ღამით სიმწრისგან აკანკალებული სხეულების ტრაგედიაზე ამბების მოყოლა უკვე ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა.შეუძლიათ წაიკითხონ ამაზე,ტკივილზე რომელიც ცხოვრებაში შეიძლება გამოიარო,ტკივილზე რომელიც არაფრით დაგიმსახურებია და მაინც შუბლში ნაკრავი ტყვიასავითაა.ვერავინ მოვა,აქამდე ვერავინ ამოაღწევს რადგან ჩემსა და მათ შორის ამოშენებული ლიმესის სიმაღლე ცამდეა,აღარ ვიმალები ადამიანებისგან,რადგან პატარა გოგო რომელიც მათი შიშით თრთოდა და იმალებოდა გაქრა,არ ვიცი როდის გამიშვა ხელი და ბრბოში როდის ჩაიკარგა,ნათელი და ხილული მხოლოდ ისაა რომ აღარ არსებობს,ასე რომ იმედგაცრუებები შორეული ბავშვობის ამბავს გავს,ზედმეტად ბუნდოვანი და არარეალურია. ზუსტად ამიტომ დღეს სახლში მივალ და იმ მოპირდაპირე აივნის ბიჭს ვაჩვენებ რომ მისი თვალთვალი ვერაფერს დამაკლებს. მეტროდან კმაყოფილი ამოვდივარ , ფეხით მივდივარ თსუს მეორე კორპუსამდე და ლექციისთვის ვემზადები.ორსაათიანი მსჯელობის მერე ლექტორი თავის მიზანს აღწევს და ჩვენ უკვე ვათვიცნობიერებთ არსებით განსხვავებებს „შეცდომას პიროვნებაში“ და „აცდენილი ისრის თეორიას“ შორის. ლექციებიდან პირდაპირ პიცერიისკენ გავრბივარ და შენობაში შესული, თმას ვეძგერები.მარინა მიღიმის და წინსაფარს იძრობს. -დამაგვიანდა,მაპატიე. -ნუ სულელობ შენ რომ არა საერთოდ ვერ წავიდოდი...-მის წინსაფარს მე ვიკეთებ და ლადოს ვეძახი რა დაგიჭრათქო და მის მოწოდებულ პომდორს ვწვდები. -წადი,წადი გაიგე ამჯერად რა დააშავა,ოღონდ ძალიან არ ეჩხუბო ... - მარინა მიღიმის და კარისკენ მიდის.მე კი ორსაათიანი წამება მელის წინ ჯერ კიდევ გუშინდელ მორიგეობაგამოვლილს. * * * ჩემი დღე თორნიკეს ხუმრობებმა და ლიკას გვერდით ყოფნამ შეამსუბუქა. განსაკუთრებულად საინტერესო ისაა,რომ დღეს სახლში მარტო არ ვბრუნდებოდი, ისინიც დაპატიჟებული იყვნენ კალათბურთის საყურებლად და პარასკევის სასიამოვნოდ დასაგვირგვინებლად ლუდით და გემრიელი პიცის ნაჭრებით. დაღლილობა კარგიც კია, ამ დროს სისულელეებზე საფიქრალად დრო აღარ მრჩება და უბრალოდ ინფანტილურობის ნირვანაში განვისვენებ.ზუსტად ამას იტყოდა ყველა ვინც ჩემი სახე დაინახა სახლის კარის შეღებისას.ნაცნობმა სახეებმა თვალები ამიჭრელა, მხოლოდ მივესალმე მისაღებში მყოფთ და სამზარეულოში გავიძურწე. გაზქურასთან მოფუსფუსე თეას დანახვამ სახეზე ღიმილი უნებურად გამიჩინა. -მოხვედი ? როგორი დაღლილი სახე გაქვს. -მარინა დირექტორთან იყო დაბარებული და გუშინდელმა ნამორიგევმა ლექციების მერე შევცვალე და სადღაც შუალედში მგონი მოვკვდი.ასე რომ იწამე ღმერთის, შენ ახლა თავად სულების სამყაროდან მოფრენილი მკვდარი გესაუბრება. -მარტო შენ შეგიძლია ამხელა წინადადებას თავი მოაბა და თან ორი დღის გამოუძინებელი იყო...-იცინის და მისი სიტყვები მეც მამხიარულებს...-ნუ გეშინია,ახლა მე შენ ყავას გაგიკეთებ და გემრიელ პიცასთან ერთად ცოტა ენერგიაზე მოგიყვანს. -არ მინდა კალორიების ბუდე ვჭამო , ყავას დავლევ.არ გინდა რამეში მოგეხმარო ? -კი თუ თავი გაქვს ორი ყავა გააკეთე, ერთი უშაქრო, მეორე შენთვის...- უხერხულად მიღიმის და თვითონ პიცის ყუთით და თეფშებით მისაღებისკენ გარბის.ვდგები და ყავას ჭიქებში ვანაწილებ. არის დღე რომელიც ისე დასრულდება,თითქოს ზურგზე ტომრები არ მქონდეს მობმული და თან არ დავატარებდე ? ეს ტკივილი იმდენად რეალურია რომ წელიდან მოცოცავს,მხრებამდე ამოდის,კისერზე მიჭერს და თავში სისხლის მიმოქცევას აჩქარებს,მერე წამიერად რაღაც ჩერდება,ირგვლივ დრო უსასრულოდ იწელება და ჩემი ხედვა უკუნეთ სიბნელეში ფართოდ გახელილი თვალების ცეცების ილუზიას ემსგავსება.ფეხები მეკეცება და სულ წამიერად სივრცეში უნდა გავიშალო,მაგრამ რაღაც მყარი მეჭიდება და გუგებში სინათლე დგება. -ფრთხილად.კინაღამ დავარდი...- მეუბნება ის და მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე რამდენად შავია მისი თვალები,იმდენად სიბნელისფერი რომ მუცელში შიში სპაზმივით მივლის,მის მხარს,რომელსაც უნებურად ვეყრდნობოდი ცივად ვშორდები და ვხიხინებ არაფერიათქო. -როგორ არაფერი,სახეზე ფერი არ გადევს...- შეწუხებული იძახის თეა და სკამისკენ მივყავარ...-ალბათ წნევა დაგივარდა,ყავას დაგისხამ. ის მშორდება, ონკანისკენ მიდის და სანამ მე ქურდულად ვადევნებ თვალს,მანამ ხელებს ისველებს და ისევ ჩემკენ მოდის, სანამ გავათვიცნობიერებ რაში სჭირდება ეს ყველაფერი,მანამ სიცივეს ვგრძნობ კისრის კუთხეებში,ლოყებზე და საფეთქლებზე.ჩემი დაღლილი გონება გვიან ამუშავებს ინფორმაციას, და შესაბამისად გვიან ხვდება რომ ეს კაცი ახლა თითებით ეხება და შეწუხებული სახით ჩემ წინ ჩამუხლული ამ მომენტს სათავისოდ იყენებს. მერე ჩემ წინ სკამზე თავსდება და თეას მოტანილ ფინჯაზე მიმანიშნებს. -დალიე , წნევა უნდა დაგირეგულირდეს. ახლა დიდი სიამოვნებით მოვსვამდი ამ თავმომწონეს თავის ადგილზე, თავის სახლში რომ ჰგონია თავი და კაი შორეული ნათესავივით რომ მარიგებს ჭკუას.მაგრამ სანამ ჩემი აუტანელი ხასიათი გამოვლინებას პოვებს, გიორგი შემოდის სამზარეულოში დაზაფრული გამომეტყველებით. -თეა, ანა და ლუკა ავარიაში მოყვნენ , ჩაიცვი მიდი დროზე ,რესპუბლიკურში მიყავთ და მივიდეთ...-ვხედავ როგორ ეშლება სახე ჩემ მედდას და გარკვივებული ველოდები სიტუაციის სრული სურათის გაშლას...-ოღონდ შენ არ ინერვიულო ახლა, ნაკაწრები აქ თურმე ანას თავი დაურტყამს , ლუკას საერთოდ არაფერი ჭირს. -აბა ავარიაო ? გიორგი გული გამიხეთქე ... - გულზე ხელისგულს იფარებს ჩემი მშვენიერი მედდა...-და როგორ მოუვიდათ. -მანქანა დალეწეს გოგო და ავარია ქვია აბა რა ქვია. -კარგი ჩანტას ავიღებ და წავიდეთ...-მირბის კარისკენ და მერე ჩერდება, მე მიყურებს და გულგახეთქილი ამბობს...- ნენე როგორ დავტოვო ? -რა ჭირს ნენეს ? ... - გაკვირვებული მიყურებს გიორგი. -არაფერი არ მჭირს , კარგად ვარ უკვე. -არა არ არის, ეს მარტო როგორ დავტოვო ? ... - რომელიღაცა დავრჩეთო იძახის გიორგი,მაგრამ ხომ ვხედავ არცერთს არ უნდა დარჩენა, ლიკა რომ ლიკაა იმასაც ვატყობ როგორ ნერვიულობს და რომელ ერთს მოუნდება უჟმურ, გამოუძინებელ ურჩხულთან დარჩენა ? სანამ ამ განხილვაში არიან და მარტოობისთვის ვერ მიმეტებენ, თან ნულია შანსი რომ მეც წავიდე , ახლა მაგას მირჩევნია აივნიდან გადავხტე.ჩვენი თავაზიანი მეზობელი გენიალურ შემოთავაზებას აგდებს სიჩუმის საპირისპიროდ ოთახში. -მე დავრჩები ნენესთან სანამ არ მოხვალთ... * * * ოცი წუთი გადის მას შემდეგ რაც სახლის კარი გაიხურეს და მოპირდაპირე აივნის ბიჭთან მარტო ვრჩები.საუბრის წამოწყებას არ ცდილობს , დიდად არც მე მოვიკლავ თავს მისი ისტორიების და ამბების მოსმენით.ასე მანამ ვიქნებით სანამ შემაწუხებელი არ გახდება,რომელიღაც კი გატყდება.მაგრამ მას მოთმინების საოცარი უნარი აღმოვუჩინე, ზის,მიყურებს და ცინიკურად მიღიმის.რაღაცით ვამსგავსებ მას , თვალების სიშავე და ეს გამომეტყველება,ძალიან ჰგავს მაგრამ ვიცი რომ ის არ არის.სანამ ჩუმად ზის შემიძლია საკუთარ სამყაროში ჩავიკარგო,ფანჯრის კიდეებს გავცდე და ქუჩის კუთხეებში დავაწყო თვალები. რა მშვიდია ამინდი , საერთოდ არ ჰგავს იმ საღამოს.წვიმდა და ქარი ეხეთქებოდა სახურავის კიდეებს , შეშა ტკაცანებდა ბუხარში და ოთახის სიბნელეს წითელი ფლუორესცენციული ნათებით თრგუნავდა.მისი სახე მშვიდი იყო , მაგრამ ღვინის სიწითლე დაუდიოდა ტუჩებზე,მახსოვს ის ამღვრეული თვალები როგორღაც ჩემზე ჩაჭიდებას რომ ცდილობდნენ...მაგრამ ეს მოგონებებია,ეს საღამო საერთოდ არ ჰგავს იმ საღამოს და ჟრუანტელი რომელიც ახლა მივლის ტანში უსუსურობის და უმიზნობის ზენიტია...და ეს კაციც... -დღეს ივახშმე ? ... - გაკვირვებული ვაბრუნებ თავს და უნებურად ვუარობ. - მისაღებში პიცაა, თუ გინდა შეგითბობ. -კარგი...-ჩემი მუცელი ხვდება,რომ უარობა სისულელეა. სამზარეულოში თავს თავისუფლად გრძნობს,ვაკვირდები და მის ქცევებში თავისუფლებაა,არანირი უცხოობა ან მორიდება.რათქმაუნდა,ის ხომ საკუთარ თავში დაჯერებული ადამიანია,დარწმუნებული ვარ მსგავს კითხვებში არასდროს დაცურავს, საკუთარ თავში არასდროს იკარგება...და სანამ მე მას ჩემ გონებაში ვჭორავ,თან თვალს არ ვაშორებ ისე , სამზარეულოს კარადას ხელისგულებით დაყრდნობილი მეკითხება. -შეიძლება გკითხო სად მუშაობ? -პიცერიაში,კურიერი ვარ . -სწავლობ ? ... -კი , თესეუში, იურიდიულზე.მეორე კურსზე ვარ.კიდევ რა გაინტერესებს?...-ვღიზიანდები მის ტონზე, თითქოს დამამცირებელი იყოს კურიერად მუშაობა. -მომავალი იურისტი ხარ ?! კარგია . მშობლებთან არ ცხოვრობ ... -არა , არ ვცხოვრობ და კი- საკუთარ თავს თავად ვუვლი. -არ მესმის რატომ ბრაზობ ? მაშინაც ... -მაშინდელისთვის ბოდიში , უბრალოდ გავღიზიანდი როცა წარმოვიდგინე რომ ვიღაც მითვალთვალებდა და ითვლიდა რამდენი ხანი არ მძინებია. -საკუთარი პროფესიით მუშაობზე არ გიფიქრია ? ...-დამაიგნორა და არ მომჩვენებია.ახლა კი მგონი დამცინის , ჰგონია მსიამოვნებს პიცის კურიერობა და არ მიცდია ჩემი პროფესიით მემუშავა? -რთულია მეორე კურსელისთვის სტაჟირებებზე სიარული და ფულის ყრა მაშინ,როცა საკუთარ თავის სარჩენად უნდა იმუშაოს და პარალელურად კარგად ისწავლოს. არ მინდა პიცა ! დავიძინებ ,კარს თვითონაც მიაგნებ.გმადლობ ... - ზიზღით ვბრუცავ ტუჩებს და დიახ ! არც ვეცდები სიძულვილის დაფარვას. მაგიდიდან ვდგები და კარისკენ მივდივარ, ის არის ჰოლის სიბნელეში უნდა შევაბიჯო რომ ისევ იმ სიმძიმეს ვგრძნობ მკლავზე და მის გაბრაზებულ ტონს წყენის ელფერი გადაკრავს. -ჯერ ერთი არ გითვალთვალებდი ქალბატონო , იმის შემჩნევა რომ ვიღაცას არ ძინავს მხოლოდ მას შეუძლია ვინც თვითონაც უძილობით იტანჯება.მეორეც უბრალოდ მინდოდა გამეგო გინდოდა თუ არა როგორც იურისტს გამოცდილება მიგეღო , მამაჩემი თანაშემწეს ეძებს და სიამოვნებით გაგიწევდი რეკომენდაციას...მაგრამ რადგან უხეშობა უკეთ გამოგდის ვიდრე ადამიანის ბოლომდე მოსმენა, კარს მივაგნებ და საკუთარ ეგოსთან მარტო დაგტოვებ. ხელს მიშვებს და კარისკენ მიდის , გაშეშებული ვდგავარ და ვუყურებ,ვცდილობ გავიაზრო რა მოხდა,სად დავკარგე კონტროლი საკუთარ თავზე,რომ უეცრად ტრიალდება და ამჯერად მშვიდად მეუბნება. -და რადგან შენ უხეშობას გადაღლას ვაბრალებ,შემოთავაზება ძალაშია,დაფიქრდი. ძილინების...-კარის ხმა მესმის და ვასკვნი რომ წავიდა. ამჯერად კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა,რომ ამ კვირაში ნამდვილად ზედმეტი მოვითხოვე საკუთარი თავისგან, მაგრამ რადგან ახლა ამაზე ვერ ვიფიქრებ, ჩემი სიზმრების ქალღმერთთან ნუგეშის მისაღებად სიამოვნებით წავალ და უბრალოდ დავივიწყებ იმას რაც მოხდა.ამაზე ხვალ ვიფიქრებ,ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.