შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა შორსა ხარ ...


6-02-2018, 02:22
ნანახია 1 687

წელს მერცხლები თბილ ქვეყნებში ვერ გაფრინდნენ,
ჩვენ ვტკიოდით თითქოს ყველა დედამიწელს.
მზის სხივები ნაცნობ სითბოს ვერ მაწვდიდნენ,
როცა სუნთქვა შევატოვე შენს ლავიწებს.

დრო გადის და უშენობის მარწუხები
სხეულს ფიტავს, სულში სევდად ილექება.
- მიყვარხარ თქო!..
გავყვიროდი დამწუხრებით
და ვხვდებოდი ღმერთი როგორ მიმეტებდა.

თვალთა უპეს ტკივილით და დარდით სავსეს,
ბრწყინვალება უჭირთ - მაგრამ შეუძლიათ!
დღეს ეს ლექსიც ღამით მოსულ სტუმრად დარჩეს,
სტუმრად ვისაც არაფერი შეუქმნია.

ლაღ სუფრაზე ზღვარგადასულ ლოთებს ვგავდი,
ღვინის ბოთლებს აქეთ-იქეთ რომ ისვრიან.
ცოდვის წყალში მძინარეს და მასში გასვრილს,
მტკიოდა და ტკივილიც კი ვერ მიგრძვნია.

არ მიხდება ეს ახალი - ცივი ტონი,
შენთან უფრო ბავშვური და ლაღი ვიყავ.
-კვლავ შევხვდებით...
კვლავ შევხვდებით, მაგრამ როდის,
ვცდილობ მაგრამ ფიქრებიდან ვერ გაგრიყავ.

ეგ თვალები ადრე სითბოს მეც მაწვდიდნენ,
სულ გაცივდა (ჩანს რომ სხვისთვის ვემეტები)
წელს მერცხლები თბილ ქვეყვებში ვერ გაფრინდნენ!
მათაც სტკივათ თლილ თითებს რომ ვერ ვეხები.

შენს ლავიწებს ვიცი ჩემი სუნთქვა ახსოვთ,
ჩემს თბილ მზერას შენი ჩუმი ჩაღიმება.
რა შორსა ხარ და ამავ დროს როგორ ახლოს,
უჩემობა გიჯობს,
მაგრამ არ გიხდება!


ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი Sana

როგორი გულწრფელი თბილი და ამავდროულად სევდიანი ლექსია მაგრამ საოცარი გრძნობებით სავსე შეუძლებელია გულგრილი დატოვოს გამორიცხულია მშვიდად იკითხო და ერთი სიტყვა არ შეგეხოს ან უბრალოდ ჟრუანტლმა არ დაგიაროს. მეძვირფასები ლექსებთან ერთად!

 


№2  offline წევრი Noar

ზეემეტია ყოველგვარი სიტყვები ამ ლექსის ასაღწერად, ისეთია სულს, რომ აგიტირებს... :)

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

არ მიხდება ეს ახალი - ცივი ტონი,
შენთან უფრო ბავშვური და ლაღი ვიყავ.
-კვლავ შევხვდებით...
კვლავ შევხვდებით, მაგრამ როდის,
ვცდილობ მაგრამ ფიქრებიდან ვერ გაგრიყავ.

 


№4  offline მოდერი Giorgi Uertashvili

შეუდარებელი ხარ heart_eyes kissing_heart
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent