"ჩვენ-მუდამ იარსებებს"(საცდელი)
_გაიღვიძე ელენიკო დედი უნივერსიტეტში დაგაგვიანდება_მიყვიროდა პირველი სართულიდან დედაჩემი,მეც ასე ზანტად ავდექი და უხალისოდ შევედი სააბაზანოში,შხაპი მივიღე,კბილები გამოვიხეხე და უკვე კარგი განწყობით გამოვედი სააბაზანოდან,ეტყობა წყალმა იმოქმედა და მეც კარგ გუნებაზე დამაყენა. ეხლა კი ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომენტი დაიწყო"ტანსაცმლის შერჩევა"-შევძახე და მე თვითონ გამეცინა ჩემს თავზე,როემდე უნდა ვიყო ასეთი ბავშვური? მართალია თვრამეტი წლის ვარ მაგრამ ვისაც არ უნდა კითხოთ გეტყვით რომ "ძაან ბავშვური"ვარ. ჩემს უზარმაზარ გარდერობს გადავავლე თვალი და კარის გაღებისთანავე მომხვდა ერთი ულამაზესი კაბა თვალში,მეც რატომღაც დღეს ასე ადვილად გადავწყვიტე გამომეღო ჩემი გარდერობიდან კაბა და ჩამეცვა. მერე გამახსენდა ეს კაბა რომელიც იყო,ზუსტად ერთი წლის წინ მაჩუქა სანდრომ დიახ,ალბათ მიხვდით რომ სანდრო ჩემი შეყვარებული იყო,თუმცა დავშორდით. მიზეზი? საერთოდ არსებობდა კი? ვერ ვხვდები მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ყოველ დღე ვარწმუნებდი ჩემს თავს რომ სანდრო არ მიყვარდა,ვხვდებოდი და ვგრძნობდი რომ მასაც ამიტომაც ვექცეოდი გულგრილად რამაც ჩვენი ერთ დროს "ჩემი აზრით" უძლიერესი სიყვარულის დანგრევა გამოიწვია. *****ერთი წლის წინ****** _როგორ ხარ ელენიკო? _კარგად სანდრო შენ?-ვუპასუხე ცივად რაც სანდროს არ გამოჰპარვია და მკითხა _რატომ მელაპარაკები ასე გულგრილად? აღარ გინდა რომ ერთად ვიყოთ?გეკითხები? რამდენი თვეა ელენე რამდენი? კარგად დაითვალე რამდენი ხანია ასეთ "ცივს"გიტან! აღარ შემიძლიხარ,გაიგე?აღარ შემიძლია შენი ასეთი მზერის და ხმის მოსმენა! ან ახლავე ამიხსნი ან საერთოდ აღარ იარსებებს არანაირი "ჩვენ"-(ამ სიტყვებიდან მხოლოდ მისი წარმოთქმული სიტყვა "ელენე" მეწყინა,გული მეტკინა,ამ დროს მეტკინა გული ყველაზე,ყველაზე მეტად,სასოწარკვეთილი ვიყავი,მე თვითონ არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, ან კი რა მქონდა სათქმელი? მე ხომ ასე უმიზეზოდ ვექცეოდი მას ცუდად? მისთვის ან ელენიკო ვიყავი ან ელე,მაგრამ იმ დონემდე გავაბრაზე რომ ...) _იცი რას გეტყვი?მეც აღარ "შემიძლიხარ",საერთოდ რა გინდა სანდრო?(მისი სახელი გამოკვეთილად ვუთხარი),მე სულ ასეთი ცივი ვიყავი,და თუ აღარ შეგიძლიხარ და ვეღარ მიტან,კარგად ბრძანდებობე! მგონი დრო მოვიდა დავფიქრეთ მართლა გვიყვარდა ამ დროის მანძილზე ერთმანეთი თუ ეს უბრალოდ გატაცება იყო? ამიტომ შემიძლია დრო მოგცე,თუ სურვილი გექნება დაბრუნდი,მშვიდობით სანდრო! (უკვე კართან ვიყავი გასული სანდრომ რომ მომაძახა) _არანაირი "ჩვენ" აღარ არსებობსო-მთელი დღე ყურში მისი სიტყვები ჩამესმოდა,მინდოდა დამევიწყებინა ან საერთოდ არ გამეგო,არა რა ყველაფერი ჩემი ბრალია,ელენე შენ ხომ მოკეტვა ვერ ისწავლე მეუბნებოდა უკვე ჩემი მეორე მე,რაზედაც გავრბრაზდი და შუა ქუჩაში ბოლო ხმაზე ავყვირდი:"მოკეტე ამის დედაც,რატომ მასწავლი ჭკუას?შენი საქმე არ არის,ნუ მელაპარკები-თქო" მთელი ხალხი მე მიყურებდა,ზოგი იფიქრებდა "ეს უჭველი გიჟიაო" ზოგი კი არა ვინც შემომხედა და გაიგო ყველა მასე გაიფიქრებდა,მაგრამ მაგ მომენტში ვერ ვაზროვნებდი და მე თვითონაც არ ვიცოდი რას ვაკეთებდი ისე გამანადგურა სანდროს სიტყვებმა,ჩემი გრძნობები ფეხქვეშ გათელა. მაგ დღის მერე დიდი ხანი ვიყავი დეპრესიაში,მშობლებსაც არ ველაპარაკებოდი,არც ჩემს უსაყვარლეს და უძვირფასეს ძმას "ლუკა-ს",ყოველ ღამე ვტიროდი და დილით ჩემს ბალიშთან ჩახუტებული,თვალებდასიებული ვიღვიძებდი,დღეში საჭმელს მხოლოდ ერთხელ ვჭამდი ისიც რამდენიმე ლუკმას,და რას შვებოდა ამ დროს სანდრო? იყო კი განა ის ჩემსნაირ მდგომარეობაში? იქნებ ის იმ დროს როცა მე ვიტანჯებოდი და ცხოვრების საუკეთესო დღეებს ტირილსა და მოთქმაში ვატარებდი ერთობოდა? ყოველ დღე ამაზე ვფიქრობდი და შემდგომ ჩემი გრძნობების გაკონტროლებას შევეცადე,მივხვდი რომ ის არ იყო ჩემი ღირსი და აღარ ვაპირებდი რომ მისთვის თუნდაც ერთი ცრემლი მაინც იმ დღიდან მე ჩამომეგდო! ცხვორების ხალისი დავიბრუნე და ეხლა ელენე ახვლედიანი მომავალი მასწავლებელია, რაც ბედნიერებას მგვრის და სანდროს სახელს საერთოდ მავიწყებს. **** კაბის დანახვისას უკვე ერთი წლის მივიწყებული და სხვენში შედებული სანდრო გამახსენდა,თქვენ წარმოიდგინეთ მეგონა ვიტირებდი,როგორც ზოგიერთი გოგონა შვება მაგრამ მე? მე ამას არასდროს გავაკეთებდი,დაფიცებული მქონდა,სანდრო დავიფიცე რომ ცხოვრების ბოლომდე მის გამო ერთ წვეთასც კი არ ჩამოვადენდი თვალებიდან და მე ამას გავაკეთებ! კაბა ავიღე და ჩავიცვი,მახსოვს როგორი გემოვნებიანი იყო სანდრო,ის სულ კარგ საჩუქრებს მიკეთებდა,დღესაც ვინახავ მათ,არ გადამიყრია და არც ვაპირებ გადაყრას! საჩუქრებზე რატომ ვიყარო ჯავრი?ისინი ჩემი მოგონებანი არიან. უკვე დრო იყო უნივერსიტეტში წასვლის,დედა და ჩემი ლუკაჩო გადავკოცნე,დედამ წარმატებები მისურვა და უნივერსიტეტში წავედი. _ღმერთო რამხელაა-წამომცდა უნებლიედ და არც თუ ისე ჩუმად,ალბათ გაიგეს ჩემს გვერდით მდგომმა სტუდენტებმაც. ერთ-ერთს რომ მოვკარი თვალი მეცნო მაგრამ არც ისე კარგად შემიხედია რომ გამეხსენა ვინ იყო,უეჭველად ვიცნობდი,მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. პირველი ლიტერატურა მქონდა და როგორმე აუდიტორია უნდა მეპოვნა და გამომივიდა კიდეც,შევედი და ჩემდა გასახარად სკამები არ იყო ავსებული,მეც უკანა რიგში დავჯექი რადგანაც არ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. დრო და დრო აუდიტორიაც ივსებოდა,აი სულ რაღაც ორი ბავშვიც და სულ შეივსება. ჩემს გვერდზე ერთი მაღალი ბიჭი დაჯდა,დიდად არ მსიამოვნებდა მაგრამ...! მე აქ ახალი ვიყავი და არ მქონდა უფლება ვინმესთვის რამე მომეთხოვა ან თუნდაც მებრძანებინა. ჩვენი ლექტორიც გავიცანი,მართლაც რომ სასიამოვნო ქალი ჩანდა,ლექციის პროცეში მისთვის თვალი არ მომიშორებია,მთელი სულით და გულით ხსნიდა მასალას. მაგრამ ჩემს გვერდზე მჯდომი არსება არ მაძლევდა საშუალებას რომ ლექიაზე ხალისიანად ვმჯდარიყავი,დაბნეულობას ვგრძნობდი და ასევე ვგრძნობდი როგორი დაჟინებით მიყურებდა და თვალებს არ მაშორებდა ეს უცნობი ყმაწვილი. როგორც იქნა დასრულდა ლიტერატურა და უკვე წასასვლელად მომზადებულმა ერთი ნაბიჯი გადავდგი როდესაც ხელით მისკენ მიმატრიალა _სად გეჩქარება?_მითხრა ბოხი ხმით,ჩემთვის უცნობმა ყმაწვილმა. _ხელი გამიშვით_გამაღიზიანებლად ვუთხარი. _კარგი რა იყო კი არ შეგჭამ,უბრალოდ შენი სახელი მაინტერესებდა_მეუბნებოდა და თვალებს არ მაშორებდა,მხოლოდ ახლა შევამჩნიე თუ რა ძალიან სიმპატიური იყო,თვალები მოვაშორე რათა ჩემს გულისთქმას არ მიმხვდარიყო. _ელენე ახვლედიანი,სასიამოვნოა _გიორგი გრძელიძე _ხელი გამომიწოდა და მეც მის ხელს ჩემი შევაგებე. არ ჰქონია ბოროტი ზრახვები გავიფიქრე და ჩემს ფიქრებზე გამეცინა. ახლა უკვე ინგლისური მქოდა,ლიტერატურამ კარგად ჩაიარა და ვიმედოვნებ ინგლისურიც ასე იქნება,ჩაფიქრებულმა შევაღე აუდიტორიის კარები,დიდი ძებნა არ დამჭირვებია. კარები შევაღე თუ არა ეგრევე მეცა თვალში ნაცნობი სილუეტი. "ოღონდ ეს არა"-ვთქვი და მერხისკენ დავიძარი,ჩემდა სამწუხაროდ ადგილი მხოლოდ სანდროს გვერდზე იყო,მეც მას მივუჯექი. (სხვა გოგონებისგან განსხვავებით მისი დანახვისას თვალებიდან ცრემლები არ წამმსკდარა,არც გავწითლებულვარ და ადგილზე არ გავმშრალვარ,ასეთი ხასიათი მაქვს და რას ვიზამ? მე ხომ მამის გარდაცვალების დღეს ვიტირე იმდენი რამდენიც არასდროს მიტირია და როგორ სანდროს რომ დავშორდი მაგის გამო აწი ტირილს აღარ ვაპირებდი,რაც ვიტირე სავსებით ეყოფოდა) სანდროს ჩემთვის არც კი შემოუხედავს,არც მე მომიკლია ყურებით თავი,ლექტორი შემოვიდა და თავისთან მომიხმო. _შენ ახალი ხარ ხომ? _დიახ-ვთქვი ცივად,სანდრომ შემომხედა თუ არა ეგრევე დაიბნა,სახეზე გაურკვევლობა ეხატა,როგორც ჩანს თავიდან ვერ დამინახა,მერე გვერდზე გაიხედა და მიხვდე რომ მის გვერდზე ვიჯექი,ტუჩის კუთხე საყვარლად ჩატეხა რაც არ გამომპარვია. _გაგვეცანი _მე ვარ ელენე ახვლედიანი,თვრამეტი წლის. _ძალიან სასიამოვნოა,წარმატებებს გისურვებ!შეგიძლია დაიკავო შენი ადგილი! ისევ ეს წყეული ადგილი,როგორ არ მინდოდა სანდროს გვერდზე დაჯდომა! _გამარჯობა ელენიკო _ელენე მქვია მე! _ოჰ ისევ ეს სიცივე დათბი ცოტა გოგო! _ვეცდები _ჰო ასე კარგია-ეს თქვა და ხელზე ხელი დამადო,რაზეც ნერვები მომეშალა და ისე ვუბწკინე ხელი დაულურჯდა,შემეცოდა მაგრამ ღირსი იყო,ისეთი დაიღრიალა ლექტორი მის გულს იატაკზე ეძებდა. _სანდრო დადიანი!ახლავე დირექტორის კაბინენტში! _ეს მან გააკეთა-ჩემსკენ საჩვენებელი თითით ანიშნა _ელენე ახვლედიანი! მიყევი უკან! მთელი კლასი ჩვენზე იცინოდა,იდიოტი!შემარცხვინა და ლექტორსაც ალბათ წარმოდგენა დაეკარგა ჩემზე. _რა გინდოდა იდიოტო! _შენთან განმარტოება! _თავი დამანებე,მეზიზღები გაიგე? _მე და შენ,მუდამ ვიარსებებთ პატარავ!მე და შენ მუდამ "ჩვენ"ვიქნებით,ხო მართლა მე გოგო მინდა,ბავშვი ვიგულისხმე-ეს მითხრა,თვალი ჩამიკრა და დირექტორის კაბინენტისკენ აიღო გეზი. მეც მას გავყევი,დირექტორი უაზრობებს გველაპარაკა და მეც სახლში წავედი,შევძელი სახეზე ყალბი ღიმილის აკვრა და ლუკას დავუწყე ძებნა. _როგორ მოგეწონა ელენიკო უნივერსიტეტი? _შესანიშნავია!პერფექქტტ -დავუყვირე ლუკას,მერე დიდი ხანი ვლაპარაკობდით,მოვუყევი რომ იქ სანდროც ვნახე,ის ჩემი მესაიდუმლეა და ყველაფერს მხოლოდ მას ვანდობდი! ამასთანავე ვაფიქსირებდი მის რეაქციას,ის იმაზე მეტად განიცდიდა ვიდრე მე მომხდარს,ამიტომ მიყვარს ჩემი გიჟი ძამიკო! ** შემიფასეთ ჩემო საყვარლებო! იმედია მოგეწონათ,აუცილებლად გამოხატეთ თქვენი აზრი,ღირს გაგრძელებად?! ლყყ<3 წინა ისტორიასაც აუცილებლად გავაგრძელეებ<33 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.